Mari tavadze'ს ბლოგი (11)

ბრმა მათხოვარი



     ბრმა მათხოვარი შენობის კიბეზე იჯდა, წინ ქუდი ედო და აბრა, რომელზეც ეწერა: "ბრმა ვარ, დამეხმარეთ!”

უცებ ერთ–ერთი გამვლელი გაჩერდა, დაინახა, რომ ქუდში ორიოდე მონეტა ეგდო, აბრა აიღო, ხეიბრის დაუკითხავად წაშალა წარწერა და ახალი მიაწერა. გაიღიმა და წავიდა.



დღის ბოლოს გამვლელი დაბრუნდა და დაინახა, რომ ქუდი სავსე იყო მონეტებით. ბრმამ ფეხის ხმაზე იცნო უცნაური გამვლელი და ჰკითხა:

– რა დამიწერე აბრაზე ისეთი, რომ მთელი დღეა,…

გაგრძელება

დაამატა mari tavadze_მ!
თარიღი/დრო: იანვარი 29, 2014 წელი. 9:30pm — არ არის კომენტარები
_______________

ეკლებზე გაზრდილი



უკვე მშვიდად ხარ და ელოდები:

შენს ცაზე ერთი მთვარე იგვიანებს,

შენს დროში ერთი გაზაფხული იგვიანებს,

შენს გულზე ერთი ცრემლი იგვიანებს,

შენს საფლავზე ერთი ბალახი იგვიანებს.

სიყვარულზე და მორჩილებაზე…

გაგრძელება

დაამატა mari tavadze_მ!
თარიღი/დრო: იანვარი 26, 2014 წელი. 11:30pm — არ არის კომენტარები
_______________

ციცოს პასუხი მურმანს

რატომ გგონია წყალს არ შავასმევ

წყაროზე ჩასულ ჭაბუკს,

წყალსაც დალევს და თუ ამოვარდა

გაუმკლავდება ქარბუქს.

დაგეხმარები თუკი გწადია,…

გაგრძელება

დაამატა mari tavadze_მ!
თარიღი/დრო: დეკემბერი 7, 2013 წელი. 3:00pm — არ არის კომენტარები
_______________

ამქვეყნიური სიზუსტე (ჩემთვის)

რომელია ...

–––––––––––––––––––––––––––––––––––––––––

ულამაზესი დღე? - დღევანდელი

უმარტივესი? - შეცდომა

უდიდესი წინააღმდეგობა? - შიში

უარესი ცდომილება? - ფარ-ხმლის დაყრა

ყველა ბოროტების მიზეზი? - ეგოიზმი…

გაგრძელება

დაამატა mari tavadze_მ!
თარიღი/დრო: დეკემბერი 7, 2013 წელი. 3:00pm — არ არის კომენტარები
_______________

მე და შენ ღმერთო...

მე და შენ ღმერთო, ან მედა თქვენ, ან... (როგორც არი)

(გიო არაბული)



მე და შენ ღმერთო, ხმელეთზე რომ განავრცე წყალი,

მე და შენ ღმერთო, ბაგაში რომ მოდრიკე თავი,

მე და შენ ღმერთო, ბეჭებზე რომ შეიდგი ჯვარი,

მე და შენ ღმერთო, ან მედა თქვენ, ან.. (როგორც არი)



მე და შენ ღმერთო, ვიზრდებოდით შენში და ჩემში,

გვარწევდა დედა, - დედა ჩემი და შვილი შენი,

გვეძინა მშვიდად, ჩვენ მის ხელში - მას კი შენს…
გაგრძელება

დაამატა mari tavadze_მ!
თარიღი/დრო: ნოემბერი 25, 2013 წელი. 10:00pm — 2 კომენტარი
________________

წამო

წამო წვიმა ვნახოთ მოვეფეროთ თმებზე,

წამოწვიმა წეღან ნარიყალას ახლოს,

წამო ავირბინოთ ზედაზენის მთებზე,

ვარსკვლავები ვთვალოთ,

მთვარეს ხელი ვახლოთ.



შარშან რომ ვილოცეთ, თეთრი ფიფქებისთვის

გახსოვს?

და ითოვლა მერე, მთელი ღამე თოვდა, მთელი...

დაითოვლა მიწა და სამოთხეს გავსო

რომ ვთქვით.

წამო ქრისტესაკენ, სამოსელზე ვახლოთ ხელი.



ფრთხილად!

არ დაიწვა ხელი - მზეზე,…

გაგრძელება

დაამატა mari tavadze_მ!
თარიღი/დრო: ნოემბერი 25, 2013 წელი. 10:00pm — არ არის კომენტარები
_______________

სასიამოვნო ტკივილი

რა სიამოვნებით გამოგიგზავნიდი ბარათს,
ფრონტის წინა ხაზიდან....
აი ჩვენი დიდი ბაბუები რომ უგზავნიდნენ,
თავიანთ ცოლებს.
რა სიამოვნებით ვიფიქრებდი შენზე,
შუაგულ ომში,
რა სიამოვნებით მოვუფრთხილდებოდი,შენს გადაცრეცილ,
ნახევრად გამქრალ სურათს....
რა სიამოვნებით დამესიზმრებოდი,
უიმედოდ დაჭრილს...
და რა სიამოვნებით მოვკვდებოდი,
შენი ცრემლების იმედი რომ მექნებოდა...

დაამატა mari tavadze_მ!
თარიღი/დრო: ნოემბერი 21, 2013 წელი. 11:00pm — 1 კომენტარი
________________

მანამ, სანამ ზამთარში ბეღურები, თბილ ქვეყნებში გადაფრენას დაისწავლიან

      არ მეწერინება. წინასწარ მაპატიე, თუ ბანალური ვიქნები, თუმცა ვიცი, რომ ჩემი სიტყვები შენთვის არასოდესაა ბანალური. იმ დროიდან დავიწყებ, ქუჩაზე ხელჩაკიდებული რომ გადმოგყავდი. ჩვენ შორის ერთადერთი, რაც არ ბალანსდებოდა სიმაღლე იყო სხვამხრივ ყველაფრით ვგავდით ერთმანეთს. მაშინ, როცა რთულცხვრებაგამოვლილი კაცებისა და ქალების როლებს ვირგებდით, ალბათ, ვერც კი წარმოგვედგინა თუ ასე გაგვიჭირდებოდა ქიშმიშებიანი ფუნთუშის სიტკბოდან წიწაკის სიცხარეზე…

გაგრძელება

დაამატა mari tavadze_მ!
თარიღი/დრო: ოქტომბერი 30, 2013 წელი. 7:30pm — 1 კომენტარი
________________

ზედმეტი დანაკლისი

მე ვებევრები ამ კედლებს.. ქვაფენილს, რომელიც ყოველდღე ერთნაირი მადით ჭამს ჩემს ტერფებს..

უვიც ნეკერჩხლებსა და ჭადრებს..

სიცხიან შენობებს..

ჩემს ყოველ ჩასუნთქვაზე ქალაქი ყმუის.. ბღავის..

მე არ ვუხდები მის ორგანიზმს.

ჩემს დანახვაზე ჭლექიანივით ხროტინებს.. ფერი ეკარგება..

ყველა გაწვიმებაზე მას მე განბანვის რიტუალს ვუტარებ იმ იმედით, რომ ''ბოლოჯერ გავწვიმდები'' და ცოდვებისგან განბანილს გავუშვებ ი…

გაგრძელება

დაამატა mari tavadze_მ!
თარიღი/დრო: ოქტომბერი 30, 2013 წელი. 7:00pm — არ არის კომენტარები
_______________

მამის განცდილი აბორტი

გრძნობა როდესაც დაიბადა ჩვილი ბავშვივით,

ვგძნობდი რა იყო ღმერთის ძალა ადამის შექმნით.

ამ ამბის შემდეგ ვეღარაფრით ვეღარ დავმშვიდდი,

დღემდე დამჩემდა ტკივილები მაშინ რომ ვერ ვთქვი.-

ვერ მოგისწარი…

გაგრძელება

დაამატა mari tavadze_მ!
თარიღი/დრო: ოქტომბერი 20, 2013 წელი. 9:00pm — 2 კომენტარი
________________

ნოდარ დუმბაძე

"...ღმერთი ისე ნათელია, ისე ახლობელი, ისე ცხადი და ისე უბრალო, რომ როდესაც ხედავ, არ იცი, რომ ღმერთია, ამიტომ არ წამთ ღმერთი. ღმერთი რომ სხვაგან იყოს, შორს ჩვენგან, ცალკე და მაღლა, ღმერთი რომ ჩვენში არ იყოს, მაშინ ყველა იწამებდა..."

"დიდი ხნის წინ მოვიკლავდი ბატონო თავს, მაგრამ არ მინდა მკვლელი გავხდე, თანაც ისეთი უდანაშაულო ადამიანისა, როგორიც მე ვარ. ძნელია ჩემნაირი კაცის სისხლი და ცოდვა ედოს კაცს კისერზე. ხანდახან იმასაც…

გაგრძელება

დაამატა mari tavadze_მ!
თარიღი/დრო: ივნისი 13, 2013 წელი. 9:30pm — 2 კომენტარი
________________

ღონისძიებები

ბლოგ პოსტები

A Deep Dive into purchase Night Crows Diamonds

გამოაქვეყნა millan Myra_მ.
თარიღი: აპრილი 13, 2024.
საათი: 10:00am 0 კომენტარი

In the realm of gaming, the allure of microtransactions often beckons players of  promises of rare loot, powerful weapons, and legendary mounts. But are these investments truly worth the cost? Today, we embark on a journey into the world of Night Crows, a popular online game, to unravel the mysteries behind its microtransaction system.

Meet Nathan Pay, a seasoned gamer and host of the Blan Crypto channel. With a passion for exploring the depths of virtual economies, Nathan dives…

გაგრძელება

The rest portion of my coins to purchase an instrument

გამოაქვეყნა millan Myra_მ.
თარიღი: აპრილი 10, 2024.
საათი: 11:00am 0 კომენტარი

In the blink of an eye, the procedure changed into the following: mine ores make smelt of ore to forge bronze daggers chicken execution, then sell the rest to the greedy clerk at the shop, and use the cash to buy tools. And on and so forth it goes on. As of now I've consumed all the energy drinks available I have available . I've never had to fight this intensely in my entire life to get rid of chickens. I took another bottle of red bull, knowing it…

გაგრძელება

დაძაბული ბიურო, მოლოტოველის სასამართლო და აქციების დასაწყისიც

გამოაქვეყნა Giorgi_მ.
თარიღი: აპრილი 8, 2024.
საათი: 11:30pm 0 კომენტარი

აპრილის შხაპუნა და ცოტა მომაბეზრებელი წვიმების ფონზე, აქტიური პოლიტიკური დღის წესრიგი გვაქვს. პრინციპში ამის მოლოდინი ისედაც იყო და წინაპირობაც, რადგან დღეს „გამჭვირვალობა“ პარლამენტის ბიუროს სხდომაზე გავიდა განსახილველად, ხოლო პარლამენტის წინ აქციები გაჩაღდა. დღეს 1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.6777 ლარია.

საქართველოს და მსოფლიოს ამბები | 8…

გაგრძელება

გაუმჭვირვალე ფულის პრობლემა ქართულ საზოგადოებაში

გამოაქვეყნა Giorgi_მ.
თარიღი: აპრილი 3, 2024.
საათი: 11:00pm 0 კომენტარი

არჩევნების წელია და როგორც ჩანს აქციებიც ანონსდება - აბა, სხვა რა ახსნა უნდა ჰქონდეს გავლენების შესახებ კანონის თავიდან დაინიცირებას იგივე ტექსტით და განსხვავებული სათაურით. ცხადია, დღის მთავარი თემა ეს იყო. ასევე კვოტირების გაუქმების განხილვა და სხვა საარჩევნო გადაძახილები. ასევე ქალაქის კალაძისეული განახლებები. დღეს 1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.6840 ლარია.…

გაგრძელება

Qwelly World

free counters