ჩემს ქუჩაზე ცხოვრობს ერთი ძალიან საყვარელი მოხუცი ბაბუა, რომელიც ყოველ დილით თავის შვილიშვილ გოგონას სკოლაში აცილებს ხოლმე. დღეს დილითაც (როგორც თითქმის ყოველ დილით) მათთან ერთად მომიხდა ქუჩის რაღაც ნაწილის გავლა და მათ მორიგ ძალიან საინტერესო საუბარსაც შევესწარი უნებლიედ:
შვილიშვილი (პატარა გოგონა, შავი, გრძრელი ჩაწნული თმით და ეშმაკუნა შავი თვალებით) ეკითხება ბაბუამისს:
- ბაბუ შენ რომ უნივერსიტეტში ჩააბარე ბევრი გამოცდა…
დაამატა tamuna_მ!
თარიღი/დრო: მაისი 12, 2015 წელი. 9:30pm —
3 კომენტარი
________________
წარმოდგენილი შთამბეჭდავი ნაშევრები არის ჩემი ლამაზი მოსწავლეების გაკეთებული. როცა გაიგეს, რომ გამოფენა უნდა გამეკეთებინა, ყველა ცდილობდა ლამაზი და კარგი გამოსვლოდათ. მეხმარებოდნენ და ამით ბედნიერები იყვნენ... ბოლოს, ესე მითხრეს, რომ ეს ყველაფერი, შენ გეკუთვნის ნინო მასწავლებელოო. ამაზე მეტი ბედნიერება არაფერია, როცა…
დაამატა nino bubulashvili_მ!
თარიღი/დრო: მაისი 11, 2015 წელი. 2:30pm —
9 კომენტარი
________________
საღამო ხანს ძველმა მოუშუშებელმა და თითქმის დროსთან ერთად ჩავლილმა იარებმა თავი შემახსენეს. ნათურას ჩავუწიე დამზრალი ხელები მოვისრისე და მინავლებულ ბუხარს ჩავხედე... მერე უიმედოდ ავაყოლე თვალი ნაწერების გროვას და ისევ ჩამესმა პაპაჩემის ცივი ხრიწიანი ხმა მარტო დარჩები ბაბა შენ მარტო... უნებურად როგორც ოდესღაც გამაჟრჟოლა, მაშინ მახსოვს თითისტოლამ როგორ…
დაამატა mariam gvaramia_მ!
თარიღი/დრო: აპრილი 18, 2015 წელი. 5:30pm —
6 კომენტარი
________________
გრძნობები რომ დუღს არაფრისმომცემ სხეულში... რეალობაა ...ქუჩაში გავლისაას სურნელით მორთულ ხეს რომ შეხედავ და ხვდები რომ სუნთქავ.. მაგრამ ალბათ იმაშიც დამეთანხმებით რომ მხოლოდ აყვავებულ ხეს არუნდა შეეძლოს გაგრძნობინოს სიცოცხლისუნარიანობა..
…
დაამატა ცისია_მ!
თარიღი/დრო: აპრილი 9, 2015 წელი. 4:30am —
არ არის კომენტარები
_______________
მე გველისმჭამელი ვარ
მე ვერ ვხედავ
მე - ვხედავ-თ.
მე - მრავლობითი რიცხვი ვართ.
მე - გვიხარია, როცა ქუჩაში ნამდვილ მათხოვარს ვხედავთ,
და მე გვიხარია, როცა გვაგინებენ
გუმწრფელად გვაგინებენ.
მე…
გაგრძელება
დაამატა თამუნა ჭყოიძე_მ!
თარიღი/დრო: დეკემბერი 5, 2014 წელი. 10:00am —
4 კომენტარი
________________
იყო და არა იყო რა,
მდგრადი განვითარების მეტი რა იქნებოდა?!
იყო ცარიელი ურნები
და სავსე ქუჩები.
ადამიანები იზეპირებდნენ ფუნქციბს,
ნივთები ბაძავდნენ ადამიანებს.
ადამიანებმა განვითარების აპოგეას მიაღწიეს
და დადუმდნენ
როგორც იქნა
ტექნიკაც განვირთადა.
05.12.2014.
დაამატა თამუნა ჭყოიძე_მ!
თარიღი/დრო: დეკემბერი 5, 2014 წელი. 12:00am —
8 კომენტარი
________________
ყოველი შემოდგომის ბოლოს ფოთოლცვენის ხმაურისაგან გადაღლილი
ვიკეტები
ჰიბრიდული მაცივრის საყინულეში,
რომ
არ შევხვდე ახალ წელს,
რომელიც აუცილებლად მოვა.
არ გავაკეთო თოვლის ბაბუა,
რომელიც ბავშვობას შემახსენებს.
ვერ დავინახო თეთრი მუყაოს ხეები,
რომლებსაც ტოტებქვეშ გარღვეული იღლიები უჩანთ.
თეთრი მუყაოს სახლები,
რომლებსაც დაკეტილი ფანჯრები აქვთ.
თეთრი მუყაოს სახურავები,
სადაც შოშიებივით სხედან ანტენები…
დაამატა თამუნა ჭყოიძე_მ!
თარიღი/დრო: ნოემბერი 20, 2014 წელი. 1:30am —
1 კომენტარი
________________
დავიწყეთ ჩვენც რომ არ გვახსოვს
და დიზონავრებიც რომ არაფერს გვეუბნებიან იქიდან.
დათბა და დავიბადეთ.
ენა გამოვუყავით თუ არა აერთმანეთს
გამოქვაბულებიდან გამოვძვერით და
ანტიკვარებივით მუზეუმში გამოვიკეტეთ
ანუ გავხდით ანტიკურები და შევქმენით მითები.
უფრო სწორად შეგვეშინდა
ამქვეყნიური ბელადების ბელადობის და
მოვიგონეთ ღმერთები.
ხოლო როცა ღმერთი თავისი ფეხით მოვიდა დედამიწაზე
გაოცებისაგან პირდაღებულებმა ლურსმნები…
გაგრძელება
დაამატა თამუნა ჭყოიძე_მ!
თარიღი/დრო: ნოემბერი 5, 2014 წელი. 11:01am —
6 კომენტარი
________________
სისხლის ჯგუფი უარყოფითი მაქვს, ხასიათიც და ადამიანებისგან თითის ანაბეჭდებით განვსხვავდები მეთქი მინდოდა მეთქვა, მაგრამ... ბევრი ვეძებე თუ ცოტა ვეძებე, როცა სხვების თითები შევამჩნიე, მივხვდი რომ უთითებო ვიყავი. ალბათ ამიტომაც დავიწყე ოცნება თითებზე. ყოველ ღამე თითებიანი ანგელოზები მესიზმრებოდნენ, შეიძლება ეშმაკებიც იყვნენ, მაგრამ მე რას გავიგებდი ან რას დავეძებდი, მთავარია რომ თითები ქონდათ.
არ მახსოვს როგორ გადავიტანე ის ამბავი ბავშვები,…
დაამატა თამუნა ჭყოიძე_მ!
თარიღი/დრო: ოქტომბერი 29, 2014 წელი. 5:30pm —
3 კომენტარი
________________
ყვითელი ავტობუსი ცხელი კარტოფილის ქვაბივით თუხთუხებს. ,,კანგაცლილი საზოგადოება“ პოსტერებით აჭრელებულ მინებს მთელი ძალით ეჭყლიტება. გაბრტყელებული სახეები ანიმაციის გმირებივით გამოიყურებიან. ისე ძლიერად მადგას ზორბა მოხუცი ფეხზე, რომ სიმწრით სალარო აპარატს ვებღაუჭები და ვცდილობ ღია ფანჯრისკენ მივაბრუნო თავი. ზედ ჩემ ცხვირთან ჩაკურატებულ დეიდას ოფლიანი იღლია აღუმართავს და გაანჩხლებული თვალებით შემომყურებს. ცდილობს კართან ატუზულ მასას გვერდი აუქციოს და პირველსავე შესაძლებლობაზე უბილეთო მგზავრის…
გაგრძელება
დაამატა თამუნა ჭყოიძე_მ!
თარიღი/დრო: სექტემბერი 16, 2014 წელი. 11:30am —
6 კომენტარი
________________
რაღაც რბილმა და სველმა გამაღვიძა. ვიგრძენი, რომ მთელი სხეული ბაბუაწვერას ბუსუსებით მქონდა დაფარული, რომლებიც თითქოსდა საგანგებოდ დაესველებინათ წყლით. ვიფიქრე, რომ ეს შვილოზავრის მორიგი ოინი იყო და ძილი გავაგრძელე. დილით შევამჩნიე, რომ ბაბუაწვერები მიწიდან კი არა (რატომღაც) ციდან ცვიოდნენ. გუშინდელთან შედარებით მათი რაოდენობა საგრძნობლად გაზრდილიყო. შვილოზავრი სიცივისგან კანკალებდა და მამაზავრს ეხუტებოდა. მე წიხლი გავკარი და ვუბრძანე, ეს კომედია…
გაგრძელება
დაამატა თამუნა ჭყოიძე_მ!
თარიღი/დრო: სექტემბერი 16, 2014 წელი. 11:00am —
8 კომენტარი
________________
არ არის საჭირო გადაცურო ზღვა და თქვა: ნაპირზე გავედი
თუ შენ იწყებ ცურვას, მაშასადამე ნაპირზეც დგახარ,
ზღვის რომელიღაც ნაპირზე და მარილიან სიჩუმეს უსმენ.
არ არის ადვილი თავდაყირა დადგე და ფეხებიდან გაზომო შენი სიმაღლე
თუ ორ ფეხზე დგომისას ჰორიზონტი მიწის პირია
ხელებზე დგომისას ცის ნაგლეჯის მეტს ვერაფერს დაინახავ.
არ აქვს მნიშნელობა დაადგენ თუ არა სამყაროს საზღვრებს,
მეტეორები მაინც ტეროროსტებივით აფეთქდებიან და
პლანეტებიც საღეჭი რეზინის…
გაგრძელება
დაამატა თამუნა ჭყოიძე_მ!
თარიღი/დრო: სექტემბერი 15, 2014 წელი. 12:30pm —
არ არის კომენტარები
_______________
მარცხენა ხელის მაჯაზე
ცისფრად ამობურცულ ძარღვს რომ საჩვენებელ თითს დაადებ და
იგრძნობ როგორ გეკუმშება ვიღაცის გული უცნაურად გადიდებულ მუცელში,
როგორ იმატებს ბიუსჰალტერის ზომა თვიდან-თვემდე და ნეკნებს გისერავს
მხოლოდ მაშინ მიხვდები, რომ აქამდე ფუტურო ხე იყავი და
საკუთარ ტოტებზე თავის ჩამოხრჩობის სურვილი გკლავდა.
დაამატა თამუნა ჭყოიძე_მ!
თარიღი/დრო: სექტემბერი 4, 2014 წელი. 9:30pm —
1 კომენტარი
________________
პირველად რომ დავეცი არ მტკენია,
მეორედ დაცემასაც შევეგუე,
ფეხებდასერილი ავდექი და
წვიმის სადინარებს შევეყუდე.
მესამე დაცემაზე წამომცდი და
სული საყვედურით შემიბერე,
ძველი, დახეული ნაჭრებისგან
სხეული…
დაამატა თამუნა ჭყოიძე_მ!
თარიღი/დრო: სექტემბერი 4, 2014 წელი. 9:30pm —
3 კომენტარი
________________
დედამიწა უზარმაზარი სენსორული ეკრანია,
რომლის დედაპლატაზე მილიონობით არსებაა გამოსახული,
მათ შორის ადამიანიც.
იმის გამო, რომ ადამიანის სხეულის მასა
ბევრად აღემატება მისი სულის წონას
(საქონლის ხორცის სასწორის მონაცემების მიხედვით)
და ზოგჯერ უსულგულობის მაჩვენებელიც დეგრადირებულია
ამიტომ მათ განმასხვავებელი საზომი ერთეულებით: კილობაიტებით, მეგაბაიტებითა და გიგაბაიტებით აღნიშნავენ.
გარდა ამისა, ადამიანები აიქიუ მაჩვენებლის წყალობით…
გაგრძელება
დაამატა თამუნა ჭყოიძე_მ!
თარიღი/დრო: აგვისტო 26, 2014 წელი. 10:13pm —
არ არის კომენტარები
_______________
,,ფრთები, ფრთები გვინდა",
თორემ
ფრანებს თუ გავუშვებთ
ზედ დავეკიდებით.
,,ფრთები, ფრთები გვინდა",
თორემ
მთის თავზე ცა ისე ახლოა
თითის წვერითაც შევეხებით.
,,ფრთები, ფრთები გვინდა",
თორემ
თუ არ გავფრინდებით
მიწაზე სიარულსაც შევეჩვევით
ა დ ა მ ი ა ნ ე ბ ი ვ ი თ.
20.08.14
დაამატა თამუნა ჭყოიძე_მ!
თარიღი/დრო: აგვისტო 26, 2014 წელი. 10:11pm —
არ არის კომენტარები
_______________
მე ვარ ციფრი ერთი
არც მეტი, არც ნაკლები.
თუმცა მე ვიმატებ და ვიკლებ,
ვიბერები და ვხდები.
შესაძლებელია ოდესმე დიდ რიცხვადაც გადავიქცე.
აი ისეთად, რომ ვერ დათვლი
მაგალითად: უთვალავი.
შენ ჩემი განზოგადებული სიყვარულის
კონკრეტული მაგალითი ხარ,
მსგავსი იმ მაგალითისა…
გაგრძელება
დაამატა თამუნა ჭყოიძე_მ!
თარიღი/დრო: ივლისი 15, 2014 წელი. 6:00pm —
არ არის კომენტარები
_______________
ინგრედიენტები:
უპირველესყოვლისა ავიღოთ ერთჯერადი ქალი, რომელიც სახლის პირობებში საკმაოდ ადვილი შესანახია და ძალიან იშვიათია საცხოვრებელი, სადაც ერთი…
გაგრძელება
დაამატა თამუნა ჭყოიძე_მ!
თარიღი/დრო: ივნისი 24, 2014 წელი. 7:00pm —
3 კომენტარი
________________
"რა არ ვეცადე, მაგრამ ვერანაირად ამოვხსენი მისი სახელი (ანტიქრისტესი)." მამა გაბრიელი ამბობდა: "ახლა უკვე ბოლო ჟამია! როგორც გამზადებულ სადილს მცირე დრო სჭირდება წამოსადუღებლად, ისეა მოახლოებული... რა არ ვეცადე, მაგრამ ვერანაირად ამოვხსენი მისი სახელი (ანტიქრისტესი). ღვთის წყალობით, უფლის ანგელოზი ვიხილე, გამომეცხადა და…
დაამატა David Jafaridze_მ!
თარიღი/დრო: თებერვალი 22, 2014 წელი. 11:30pm —
არ არის კომენტარები
_______________
ყველა ადამიანისთვის ყველაზე ძვირფასი ის მხარეა სადაც დაიბადა და გაიზარდა. მეც ჩემი კუთხის, კერძოდ სვანეთის სიყვარულმა გადამაწყვეტინა მასზე ინფორმაცია შემეკრიბა და ყველასთვის გამეზიარებინა.
სვანეთი ულამაზესი მხარეა არამარტო საქართველოში, არამედ მთელ კავკასიაში. საოცარია აქური სოფლები, მუდმივად თოვლიანი მწვერვალები, შუასაუკუნეების კოშკები,…
დაამატა Maiko_მ!
თარიღი/დრო: იანვარი 31, 2014 წელი. 8:00pm —
21 კომენტარი
________________
2019
2018
2017
2016
2015
2014
2013
2012
1999
Welcome to
Qwelly
გამოაქვეყნა Giorgi_მ.
თარიღი: დეკემბერი 13, 2019.
საათი: 9:11pm
0 კომენტარი
2 მოწონება
ხვალინდელი აქციების მოლოდინით კიდევ ერთი კვირა მიილია - ხვალ დიდი აქციობანა გაიმართება თბილისში. დღევანდელი დღე კი მოწამლული პარლამენტის და მის შიგნით თუ გარეთ განვითარებულ მოვლენებს მიეძღვნა - სად მაჟორიტარები, სად მოსამართლეები და სად ცუდად გამხდარი დეპუტატები. ასევე, პრემიერის რუსულენოვანი კონფერენცია გახდა რამდენიმე ნიუსის მიზეზიც. ცხადია, ლარის კურსზე 2,9-ის კლებაც არ დარჩენილა უყურადღებოდ.
გამოაქვეყნა Giorgi_მ.
თარიღი: დეკემბერი 12, 2019.
საათი: 11:30pm
0 კომენტარი
3 მოწონება
12 დეკემბერი სრულად პარლამენტმა დაისაკუთრა. დილიდან ჯერ პარლამენტის წინ იყო არეულობა და გაურკვევლობა, დაპირისპირებები, პიკეტირება და გზის პოლიციური გახსნა და მოგვიანებით, პარლამენტის შიგნით გაიმართა განკითხვა-განუკითხაობა მოსამართლეების დანიშვნი თაობაზედ.
პარლამენტთან დილიდან და მთელი დღე - პარლამენტის ყველა შესასვლელთან ოპოზიციის…
გამოაქვეყნა nunu qadagidze_მ.
თარიღი: დეკემბერი 12, 2019.
საათი: 1:30pm
0 კომენტარი
2 მოწონება
გაცოცხლებული ქარაგმა (გაგრძელება)
- ამჩნევ რაიმეს?
- რაზე ამბობ...
- სამოთხის ბაღში რაღაც გაუგებარი ხდება.
- მაინც რა?
- შეიცვალა. ისეთი აღარაა, როგორიც უწინ იყო...
მეძნელებოდა ამაზე საუბარი, მაგრამ რახან სათქმელი უკვე ვთქვი, სიტყვა აღარ გავწყვიტე. გულდაწყვეტით შევჩივლე ადამს, რომ სამოთხის ბაღს ვეღარ კი ვცნობ ამ ბოლო…
გამოაქვეყნა Giorgi_მ.
თარიღი: დეკემბერი 11, 2019.
საათი: 9:00pm
2 კომენტარი
3 მოწონება
დეკემბერი დადგაო და აქციების ჯერ კიდევ არ სცივათ. თვის განზოგებას, მასშტაბური აქციები და გამოსვლებიც კი იგეგმება, მაგრამ ეს მომავლისთვის. დღის მთავარი თემა პრეზიდენტის განცხადება გახდა - უჩვეულოდ, სალომე ზურაბიშვილი ნიუსების მეინსტრიმში მოხვდა. ამჯერად, ქალი მთავარსარდალი ქართულ ჯარზე და უფრო სწორად, ქართულ ძალაზე თუ უძლურებაზე ალაპარაკდა. დღის მთავარი თემა იყო გაბაშვილი-უგულავას აეროპორტის თავგადასავალიც.
© 2019 George.
•