Giorgi'ს ბლოგი || "qwellynews" (947)

შაბათის qwellynews, ახალი წლის წინა დღეები, შსს მინისტრი, ხანძარი, ჭკვიანი ისრაელიანები და ბრიტანელები

      მართლია შაბათია, მაგრამ ქველინიუსი მაინც გადის, რადგან წლის ბოლოა და ბოლო დღეების ნიუსები შესაძლოა ერთობ მნიშვნელოვანი იყოს. დღესასწაულები განსაკუთებით გზებზე იგრძნობა ხოლმე, დღესაც ასე იყო, როდესაც ცენტრალური მაგისტრალის ხაშურის მონაკვეთზე თვალუწვდენელი საცობი შეიქმნა. ახალი წლის სამზადისში ქალაქის მერიაც ჩართულია - ახალი წლის ღამეს მეტრო, ავტობუსები და საბაგირო მოქალაქეებს უფასოდ მოემსახურება. რაც შეეხება სხვა ამბებს, შსს მინისტრი იყო…

გაგრძელება

დაამატა Giorgi_მ!
თარიღი/დრო: დეკემბერი 30, 2017 წელი. 9:30pm — არ არის კომენტარები
_______________

გაძვირებული წყალი, ვანო პატიმრობაში, დაკავებული პანკისელები და ნაცემი პოეტი

      მგონი არცერთი საახალწლო სიმღერა არ გამოვა და ფიფქები ნამდვილად არ ჩამოცვივა, თუ ეს პროგნოზი გამართლდება - საქართველოს ზოგიერთ რაიონში ჰაერის ტემპერატურა 20 გრადუსამდე აიწევს. ამასთანავე, ტემპერატურამ უკვე მოიმატა პანკისის ხეობის საქმეზე, ვანოს დაკავებაზე, პოეტის ფიზიკურ შეურაცხყოფაზე და დღის ნეგატივზე - გაძვირებულ წყალზე!

საქართველოს და მსოფლიოს ამბები / 28 დეკემბერი, 2017/

      გაზრდილი ტარიფები - ირინა…

გაგრძელება

დაამატა Giorgi_მ!
თარიღი/დრო: დეკემბერი 28, 2017 წელი. 11:30pm — არ არის კომენტარები
_______________

ორფრაქციული უმრავლესობა, პანკისის ხეობის საქმე, პრემიერის განცხადებები, ტრამპის სახელობის სადგური ბაღები და მერია

      ახალ წელს ყველაზე ნაკლებად კრიმინალი უხდება, მაგრამ ყველაზე კრიმინალური პერიოდიც სწორედ საახალწლოდ დგება ხოლმე - გაიხსენეთ რამდენი ფილმი გადაღებულა საახალწლო ძარცვებზე. რაც შეეხება ჩვენი ქვეყნის ამბებს, აქაც შსს ლიდერობს, ასევე პანკისის ხეობის საქმე და პრემიერის ვრცელი განცხადებები. მნიშვნელოვანი იყო ასევე ორფრაქციული უმრავლესობა:

საქართველოს და მსოფლიოს ამბები / 27 დეკემბერი, 2017/

      პოლიცია და ხალხი -…

გაგრძელება

დაამატა Giorgi_მ!
თარიღი/დრო: დეკემბერი 27, 2017 წელი. 11:30pm — არ არის კომენტარები
_______________

უფრო ახლოს ახალ წელთან, თბილისი, სვანეთი და უკრაინა, პატრიარქის ინტრონიზაცია და სიახლეები

      რაც უფრო ვუახლოვდებით ახალ წელს, მით უფრო კლებულობს სიახლეების ლენტის მოცულობა. ცხადია, ყველა საახალწლო სამზადისშია და განსაკუთრებული პოლიტიკური სიახლეებისთვის არავის სცალია, თუმცა შიგადაშიგ მაინც გამოჩნდება რამდენიმე მნიშვნელოვანი ამბავი, რომელსაც კომპაქტურად, ცხადია ქველინიუსში თუ წაიკითხავთ:

საქართველოს და…

გაგრძელება

დაამატა Giorgi_მ!
თარიღი/დრო: დეკემბერი 26, 2017 წელი. 11:30pm — არ არის კომენტარები
_______________

ნდობით სავსე მთავრობა, სემეკის ხელმძღვანელობა, ქართული დუმილი ისრაელის საქმეში, მექრთამე მსაჯები და ბაგა-ბაღების პრობლემა

      საკმაოდ თბილი და მზიანი დეკემბერი გვაქვს, მალე მიწურულში გადაიზრდება და ჯერ კიდევ უჩვეულოდ თბილა, თუმცა დილითვერ წერდნენ სინოპტიკოსები, რომ საქართველოში დღეიდან ტემპერატურის კლება და ნალექია მოსალოდნელიო. მაინცდამაინც არ დაკლებულა, თუმცა მთელი დღე მძიმე ღრუბელი იდგა და ვნახოთ მოთოვს თუ არა. მთაში თოვლია. რაც თბილისსა და ქუთაისს, სიახლეების ეპიცენტრი პარლამენტი იყო სადაც მთავრობამ პარლამენტის ნდობა მიიღო, მაგრამ დიდი წვალებისა და ვაი-ვაგლახის,…

გაგრძელება

დაამატა Giorgi_მ!
თარიღი/დრო: დეკემბერი 22, 2017 წელი. 11:30pm — არ არის კომენტარები
_______________

მთავრობა პარლამენტში და პრემიერი პარლამენტარების წინაშე, ნარმანია სემეკში და ახალი წლის ღამე

      მთავრობა პარლამენტში მივიდა და რაც შემდეგ მოხდა... ალბათ, ასეთი სათაური ექნებოდა დღევანდელ სიახლეებს ინტერნეტის ყვითელ ეკრანებზე, მაგრამ ჩვენ ხომ ყვითელი პრესა არ ვართ. ისე კი, 20 დეკემბერი მთლიანად მთავრობის პარლამენტში მისვლას და მისთვის ნდობის გამოცხადებას დაეთმო. საუბრობდნენ მინისტრები და საუბრობდა პრეიერი, ოპოზიცია კი ტრადიციულად აკრიტიკებდა ან კრიტიკულ კითხვებს უსვამდა. ჰო მართლა, ნარმანია ამჯერად მოსახლეობის ბედნიერ ტარიფებზე…

გაგრძელება

დაამატა Giorgi_მ!
თარიღი/დრო: დეკემბერი 20, 2017 წელი. 11:30pm — არ არის კომენტარები
_______________

ტელევიზია საზოგადოებრივი, პარლამენტი დაფრაქციებული, მერია გაფეხბურთებული, სემეკი განარმანიებული, სტატისტიკა სავალალო და ახალგაზრდობა დანაასხმული

      მოწყალებით, თამვდაბლობითა და სარმუნოების კანონად გამორჩეული წმინდანის ხსენების დღეს - ნიკოლოზობას გილოცავთ! უდიდესი წმინდანის ხსენების დღის (იხ.…

გაგრძელება

დაამატა Giorgi_მ!
თარიღი/დრო: დეკემბერი 19, 2017 წელი. 11:00pm — არ არის კომენტარები
_______________

პარლამენტის საჭადრაკო სვლები და ხარჯები, მაუწყებლის ქომაგი პრეზიდენტი, ძიუდო ოქროებით და მერობაზე მეოცნებე პრეზიდენტი

      საახალწლო მოლოდინებთან ერთად ბევრი ანონსი ჩნდება დღის პოლიტიკურ წესრიგში. განაკუთრებით მომავალი წლის ბიუჯეტის განაწილებასა და მთავრობს შესაძლო გადაწყობა-გადმოწყობაზე. არ ვიცი რატომ, მაგრამ აგორდა ჭორი პრემიერის სავარაუდო გადადგომასთან დაკავშირებით. მთელი დრე მაინც საზოგადოებრივი მაუწყებლის გაზრდი ბიუჯეტსა და გაზრდილ შესაძლებლობებზე საუბრობდნენ და ასევე სააკაშვილის უკრაინულ ორომტრიალზე:…

გაგრძელება

დაამატა Giorgi_მ!
თარიღი/დრო: დეკემბერი 18, 2017 წელი. 11:30pm — არ არის კომენტარები
_______________

საახალწლო თბილისი, კანონპროექტებისა და ბიუჯეტების მიღება, საზ. მაუწყებლობის ბიზნესი და საჯარო ინფორმაცია

     თბილისში ნაძვის ხე აინთო, მაგრამ იქამდე უფრო მნიშვნელოვანი ამბებიც მოხდა - მაგალითად, დედაქალაქის საკრებულომ თბილისის 2018 წლის ბიუჯეტი დაამტკიცა და ცხადია ამ ამბავს არ ჩაუვლია პოზიცია-ოპოზიციის რეპლიკების გარეშე, ასევე პარლამენტმაც დაამტკიცა რამდენიმე კანონპროექტი და საერთოდ, კონსტიტუციის ცვლილებების ცვლილებების ცვლილებებიც დაამტკიცა (ზუსტად არ დაგვითვლია რამდენი ცვლილება მოხდა უკვე შიგნით). მაუწყებლობის საკითხებიც განიხილეს და საჯარო…

გაგრძელება

დაამატა Giorgi_მ!
თარიღი/დრო: დეკემბერი 15, 2017 წელი. 11:30pm — 1 კომენტარი
________________

საკანონმდებლო დადგენილებები, სააკაშვილის ადვოკატები, ჯეველინების მიღება-ჩაბარება და მსოფლიო გიგანტები

      ახალი წლის დღეებისთვის დედაქალაქიც იწყებს მზადებას და ხელისუფლებაც ცდილობს მოასწროს საქმეები - ამტკიცებენ ბიუჯეტს და კანონპროექტებს, ასევე მთავრობის ოპტიმიზაციას აგვარებენ. სააკაშვილი ორ ქვეყანაში სამართლებრივ ბრძოლაშია, მაგრამ მაინც მერობაზე უჭირავს თვალი. საზ.მაუს პირადი ბიზნესის ქონა-არ ქონას უპრობლემებენ, ისლამური სახელმწიფო ამერიკას ემუქრება, ამერიკა კიდევ, ჩვენთვნს მოყიდულ ჯეველინებს უკან იბრუნებს!…

გაგრძელება

დაამატა Giorgi_მ!
თარიღი/დრო: დეკემბერი 14, 2017 წელი. 11:30pm — არ არის კომენტარები
_______________

უცნობის გაბაასება პრემიერთან, სასამართლო განხილვები, დამტკიცებული ბიუჯეტი, აქტიური კალაძე და მოუსვენარი სააკაშვილი

      როცა იცი ქვეყნის მომავალი წლის ბიუჯეტი, რაღაც უფრო მშვიდად ეგებები ახალ წელსო, ანდაზად უთქვამთ. ამიტომ დღის ერთ-ერთ მთავარ თემას წარმოადგენდა 2018 წლის ბიუჯეტის დამტკიცება, რომელიც საკმაოდ რეზონანსული გამოდგა პარლამენტში. ასევე, დღის თემაში იყო გია გაჩეჩილაძე (…

გაგრძელება

დაამატა Giorgi_მ!
თარიღი/დრო: დეკემბერი 13, 2017 წელი. 11:30pm — 1 კომენტარი
________________

მერიის სამშენებლო პოლიტიკა, აუდიტის მოსუფთავებები, ენერგეტიკა დოლარის კურსის კვალზე და მსოფლიოს აურზაური

      შესავლების გარეშე - განსაკუთრებით აქტიური თუ აქტუალური ხდება თბილისის მერია და მისი საქმენი საგმირონი. ასევე, არ იკარგება დღის წესრიგიდან სამინისტროების გაერთიანება და ენერგეტიკის საკითხების პრობლემები. ქველმოქმედებასა და მექრთამეობაზეც ითქვა დღეს რამდენიმე სიტყვა და რაც მეინსტრიმული იყო დღევანდელი დღისთვისაც, ესაა ისრაელი და იერუსალიმი და უკრაინა და სააკაშვილი:…

გაგრძელება

დაამატა Giorgi_მ!
თარიღი/დრო: დეკემბერი 12, 2017 წელი. 10:30pm — არ არის კომენტარები
_______________

ადვოკატთა პრეზიდენტი, სტატისტიკა, დედაქალაქის ინფრასტრუქტურა, დიპლომატია და მოშიმშილე პრეზიდენტის მსჯავრი

      ზამთრისთვის უჩვეულოდ თბილი დეკემბერი გვაქვს. საქართველოს მასშტაბით აქტიუალური თემები ეხება დედაქალაქის მერიას და მის მუშაობას, დაგეგმილ პროექტებსა და მათ განხორციელებას. ასევე მნიშვნელოვან სიახლეთა რიგებში მოხვდა ადვოკატთა ასოციაცია, სკოლების საკითხი. მაგრამ ქართულ მედიაში მთელი დღე მაინს სააკაშვილის უკრაინული მსჯავრი ისმოდა:…

გაგრძელება

დაამატა Giorgi_მ!
თარიღი/დრო: დეკემბერი 11, 2017 წელი. 11:30pm — არ არის კომენტარები
_______________

მომავლის აღზრდა და პრობლემები, ქალაქის მთავარი მმართველობა, ლომჯარიას პირველი სამუშაო დღე და ტრამპისგან დაზაფრული მსოფლიო

      კვირის თემები პარასკევს კიდევ ერთხელ მოიყრიან ხოლმე თავს. დღეს, როგორც მთელი კვირის განმავლობაში განსაკუთრებით აქტუალური იყო სკოლების, მოსწავლე-ახალგაზრდობის საკითხი. გასულ კვირას მომხდარი საშინელი დანაშაულებების შემდეგ, ეს თემა დღის წესრიგში ყველაზე მეტად დომინირებს, ასევე დედაქალაქის მუშაობას განიხილავდნენ აქტიურად და რაც მსოფლიო თემაა - ტრამპის და ისრაელის ინტერესები. ბოლოს, ამინდის პროგნოზიც - ხვალიდან საქართველოში უნალექო ამინდია…

გაგრძელება

დაამატა Giorgi_მ!
თარიღი/დრო: დეკემბერი 8, 2017 წელი. 11:30pm — არ არის კომენტარები
_______________

მოსწავლეების სისხლიანი გარჩევები, ბიუჯეტი და ანაზღაურებები, მერია ქალაქზე ზრუნვაში, მოსამართლე და სპეცოპერაცია

      ერთგვარი სიამოვნებაა, როედსაც ახალი სეზონის პირველი თვის პირველი დღე ქველინიუსის დღეებიდან რომელიმეს ემთხვევა. ასეთ დროს შანსი მაქვს მოგილოცოთ - დეკემბრის დადგომას, ზამთრის მოსვლას გილოცავთ ერთგულო მკითხველებო. დღევანდელი დღის სიახლეები რამდენიმე მიმართულებით წარმოდგინდა: სპეცოპერაციის შემაჯამაბელი განცხადებები, ბიუჯეტი და სამთავრობო ცვლილებები, დედაქალაქის მომავალი და დღის მთავარი, მაგრამ ტრაგიკული ამბავი - 16 წლის მოზარდების ჩხუბი, ჩხუბში…

გაგრძელება

დაამატა Giorgi_მ!
თარიღი/დრო: დეკემბერი 1, 2017 წელი. 11:30pm — არ არის კომენტარები
_______________

ომბუდსმენი ლომჯარია, დეკრიმინალიზაცია ნარკოპოლიტიკაში, შეერთებული სამინისტროები და ექს-პრეზიდენტი უკრაინული გამოსვლები

      2017 წლის შემოდგომაც გავიდა და ცხადია აღარ დაბრუნდება. წლევანდელი შემოდგომის ბოლო დღე აქტუალური იყო რამდენიმე მიმართულებით - პირველი ცხადია სამინისტროების რეორგანიზაცია, ამ თემას არ ჩამორჩებოდა ახალი ომბუდსმენის არჩევის საკითხი. დღის სიახლედ და ისტორიის ნაწილად სეიძლება დასახელდეს მარიხუანას დეკრიმინალიზაციის თემა. დღე ასევე განსაზღვრა მერაბიშვილის აქაურმა და სააკაშვილის უკრაინულმა ამბებმა.

საქართველოს და მსოფლიოს ამბები / 30…

გაგრძელება

დაამატა Giorgi_მ!
თარიღი/დრო: ნოემბერი 30, 2017 წელი. 11:00pm — არ არის კომენტარები
_______________

აბრეშუმის ფორუმი, გამართლებული მერაბიშვილი და დაჯარიმებული საქართველო, უშიშროების საქმე და პრეზიდენტის საპარლამენტო არჩევა

      დღევანდელი ამბები უმეტესწინად განაპირობეს დახალხო დამცველის მოახლოებულმა არჩევნებმა, აბრეშუმის ფორუმმა, ქვეყნის მოსახლეობის შიშმა თუ უშიშროებამ, პრეზიდენტის არჩევნებმა და რაოდენ გასაკვირიც არ უნდა იყოს, ვანო მერაბიშვილის გამართლებამ სტრასბურგის სასამართლოს მიერ და იმავე სასამართლოს გადაწყვეტილებით, საქართველოს სახლემწიფოსთვის 4000 ევროს ჯარიმის დაკისრებამ (ყოფილი პრემიერ მინისტრისთვის გადასახდელი).

საქართველოს და მსოფლიოს ამბები / 28…

გაგრძელება

დაამატა Giorgi_მ!
თარიღი/დრო: ნოემბერი 28, 2017 წელი. 11:30pm — არ არის კომენტარები
_______________

ხანძარი ბათუმში, საერთაშორისო ტერორისტი, ეპისკოპოსები კონგრესში, უკრაინელი კოლეგა და კანდიდატები სახალხო მცველად

      მეუფე შიოს თანამოსაყდრედ გამოცხადების შემდეგ, საზოგადოების ყურადღება საპატრიარქოსკენ არის მიმართული. ამასობაში, საქართველოს წმინდა სინოდის წევრები ვაშინგტონში იმყოფებიან - მეტიც - ქართველმა მღვდელმთავრებმა ამერიკის კონგრესში მესხური მრავალჟამიერი შეასრულეს. დღის თემებში მნიშვნელოვანი გამოხმაურება ჰქონდა ბათუმის ერთ-ერთ სასტუმროში გაჩენილ ხანძარს. მოკლედ,

საქართველოს და მსოფლიოს ამბები / 27 ნოემბერი, 2017/

   …

გაგრძელება

დაამატა Giorgi_მ!
თარიღი/დრო: ნოემბერი 27, 2017 წელი. 11:30pm — არ არის კომენტარები
_______________

პატრიარქის თანამოსაყდრე, სპეცოპერაცია გაბრიელ სალოსის ქუჩაზე და მომავლის ომბუდსმენი

      გილოცავთ გიორგობის დღესასწაულს! და მიუხედავად სადღესასწაულო განწყობისა, რომელიც მთელი ქვეყნის მასშტბით დიდი ზეიმით მოედება ხოლმე მორწმუნე მრევლს, გვერდს ვერ ავუვლით ჩვენი სტატიების მთავარ ხაზს.

საქართველოს და მსოფლიოს ამბები / 23 ნოემბერი, 2017/

      სპეცოპერაციის საქმეს თუ რამე გადაფარავდა, გუშინ არავინ იფიქრებდა. თუმცა დღეს, პატრიარქმა ილია II-მ, ყველასთვის მოულოდნელად…

გაგრძელება

დაამატა Giorgi_მ!
თარიღი/დრო: ნოემბერი 23, 2017 წელი. 11:30pm — არ არის კომენტარები
_______________

კონტრტერორისტული სპეცოპერაცია - შედეგები და განცხადებები, პრეზიდენტის არჩევანი, ომბუდსმენის მოვალეობანი და გირგვლიანის საქმე

      მთელი დღე განსაზღვრა და მეინსტრიმული აღმოჩნდა ტერორიზმში ეჭვმიტანილი პირების დაკავების საქმე. რამდენიმე ცამყვანი ტელევიზია პირდაპირ ეთერშიც გადმოსცემდა აღნიშნულ პრეცესს, ზოგიერთი დაგვიანებით და ა.შ. თუმცა, მთელი დღე მხოლოდ ეს ისმოდა, ამიტომ ჩვენს ყოველდღიურ ამბებშიც მნიშვნელოვან ბლოკი დაეთმობა.

საქართველოს და მსოფლიოს ამბები / 22 ნოემბერი, 2017/

      ჯერ კიდევ გუშინ ღამით ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ…

გაგრძელება

დაამატა Giorgi_მ!
თარიღი/დრო: ნოემბერი 22, 2017 წელი. 11:30pm — არ არის კომენტარები
_______________

ყოველთვიური არქივი

2024

2023

2022

2021

2020

2019

2018

2017

ღონისძიებები

ბლოგ პოსტები

he game's narrative weaves

გამოაქვეყნა taoaxue_მ.
თარიღი: აპრილი 19, 2024.
საათი: 6:00am 0 კომენტარი

A Seamless Living World: Throne and Liberty boasts a seamless and dynamic world, where environments and even dungeons adapt and change based on weather conditions and surrounding surroundings. This dynamic environment adds a layer of immersion and unpredictability to exploration and gameplay, constantly keeping players on their toes.

Immersive Narrative: The game's narrative weaves an intricate tapestry connecting the past, present, and future. While details remain scarce, this unique…

გაგრძელება

Important Notes

გამოაქვეყნა taoaxue_მ.
თარიღი: აპრილი 18, 2024.
საათი: 6:30am 0 კომენტარი

Spotting Extraction Points: Extraction points are marked by Blue Headstones that emerge from the ground. Listen for the telltale sound of rumbling rocks, signaling the  proximity of an extraction point.

Activating the Portal: Approach the Blue Headstone and interact with it by pressing the "F" key on your keyboard. This will open a blue portal, your ticket to safety.

Entering the Portal: Once the portal is active, step into it to initiate the extraction process. Keep an eye out…

გაგრძელება

A Deep Dive into purchase Night Crows Diamonds

გამოაქვეყნა millan Myra_მ.
თარიღი: აპრილი 13, 2024.
საათი: 10:00am 0 კომენტარი

In the realm of gaming, the allure of microtransactions often beckons players of  promises of rare loot, powerful weapons, and legendary mounts. But are these investments truly worth the cost? Today, we embark on a journey into the world of Night Crows, a popular online game, to unravel the mysteries behind its microtransaction system.

Meet Nathan Pay, a seasoned gamer and host of the Blan Crypto channel. With a passion for exploring the depths of virtual economies, Nathan dives…

გაგრძელება

purchase an instrument

გამოაქვეყნა millan Myra_მ.
თარიღი: აპრილი 10, 2024.
საათი: 11:00am 0 კომენტარი

In the blink of an eye, the procedure changed into the following: mine ores make smelt of ore to forge bronze daggers chicken execution, then sell the rest to the greedy clerk at the shop, and use the cash to buy tools. And on and so forth it goes on. As of now I've consumed all the energy drinks available I have available . I've never had to fight this intensely in my entire life to get rid of chickens. I took another bottle of red bull, knowing it…

გაგრძელება

Qwelly World

free counters