Qwelly ბლოგი! - qwellynews (982)

მკვლელობით დასრულებული გართობა, ბიზნესი საზოგადოებრივი მაუწყებლობით, ხელფასები მერიის სტრუქტურებში და ენდიაის კვლევები

      დღის მთავარი ამბები, ამინდის პროგნოზებს აღარ ეხებოდა, რადგან შევეჩვიეთ უთოვლო ზამთარს და სიცივეს. დღეს მოხდა ის, რომ პრეზიდენტი, არასამთავრობოები და პარლამენტარები კვლავ საუბრობდნენ საზ.მაუს მაუწყებლობის და ბიზნეს გათვლების სიავეზე, ასევე იძიებენ მკვლელობებს - გენერლისა რუსთავში და პოლიციელისა ბასიანში, ამას გარდა, NDI-მ დაიწყო კვლევის შედეგების გამოქვეყნება და მერიას კვლავ ხელფასებზე ედავებიან.

საქართველოს და მსოფლიოს ამბები / 16…

გაგრძელება

დაამატა Giorgi_მ!
თარიღი/დრო: იანვარი 16, 2018 წელი. 11:30pm — არ არის კომენტარები
_______________

ქართული დროშობანა, ვეტოდადებული მაუწყებლობა, სერბეთი და ოსეთი, რეორგანიზაცია მერიაში და მუქარები ტრამპს

      მდგრადი განვითარების სამინისტრო გვაქვს, მაგრამ ამინდი არამდგრადი და ასეთივე დარჩება მომდევნო დღეებშიო, ამიტომ ჯერ კიდევ გაუაზრებელი სიცივე და მზე-თოვლი გველის.

      საკვირაო ქადაგებებიდან - მეუფე შიო - ადამიანი ბავშვობიდანვე უნდა ზრუნავდეს თავის სულიერ წინადაცვეთაზე, როგორც ცოდვების მოკვეთაზე.

საქართველოს და მსოფლიოს ამბები / 15 იანვარი, 2018 /

      ქართული დროშის დღე 14 იანვარი - გიორგი…

გაგრძელება

დაამატა Giorgi_მ!
თარიღი/დრო: იანვარი 15, 2018 წელი. 11:30pm — არ არის კომენტარები
_______________

ნარკოჰაბი ანუ ნარკოპოლიტიკა და საპატრიარქო, ეთნიკური პანკისი, საზმაუს დაფინანსება, გამართლებული კეზერაშვილი და საახალწლო პრემიები

      ქართველი ერისა და მსოფლიო საზოგადოების მთავარ გულისწუხილს დღევანდელ დღეს წარმოადგენდა შემდეგი: დავიწყოთ საქართველოთი - ნარკოპოლიტიკა და მისი ლიბერალიზაცია, დამნაშავეობა დანაშაულის აღმკვეთთა მხრიდან, სპეცოპერაცია და მისი შედეგები, თბილისის მერი და მისი პროექტები, არეული თიანეთი და დანამატები იმერეთში, საზოგადოებრივი მაუწყებელი და გამართლებული კეზერაშვილი, ცოტა სტატისტიკაც. რაც შეეხება მსოფლიოს, კვლავ კორეა, კვლავ ტრამპი, რუსეთი და აგერ უკვე,…

გაგრძელება

დაამატა Giorgi_მ!
თარიღი/დრო: იანვარი 12, 2018 წელი. 11:30pm — არ არის კომენტარები
_______________

არეული ამინდები, საქმიანი მერია, ტერორიზმი და სპეცოპერაციის შედეგი და მინისტრები

      ამინდი ყველაზე მნიშვნელოვანი ინფორმაციაა ხშირ შემთხვევაში, მითუფრო, რომ გუშინდელმა ძლიერმა ქარმა თბილისში რამდენიმე ხე მოგლიჯა და დააზიანა რამდენიმე ავტომანქანა. ასევე, ძლიერმა ქარმა კახეთის რამდენიმე მუნიციპალიტეტი დააზარალა. ხაშურის მუნიციპალიტეტში ძლიერი წვიმის შედეგად ქუჩები და საცხოვრებელი სახლების ეზოები დაიტბორა, ასევე ძლიერმა ქარმა ხეები მოგლიჯა და სახლებს სახურავები გადახადა. ძლიერმა ქარმა რუსთავში შენობების სახურავები დააზიანა.…

გაგრძელება

დაამატა Giorgi_მ!
თარიღი/დრო: იანვარი 10, 2018 წელი. 11:00pm — 1 კომენტარი
________________

ხორავას ქუჩის მკვლელობა, დაჭრილის მკურნალობა, ბრაკონიერობა და უშეშობა, საპარლამენტო მდივანი და კორეული შეკრება

      თბილი იანვრის კიდევ ერთი საღამო მიიწურა. სეზონისთვის უჩვეულო ამინდია, თუმცა დილით იმასაც წინასწარმეტყველებდნენ, დღის მეორე ნახევრიდან საქართველოში ამინდი გაუარესდება - მთაში თოვლი, ზღვაზე კი, 4-5-ბალიანი შტორმია მოსალოდნელიო. დედაქალაქს დიდი გაუარესება არ დასტყობია, ცოტა წამოწვიმა.

საქართველოს და მსოფლიოს ამბები / 9 იანვარი, 2018 /

      მაჩალიკაშვილის საქმე - მალხაზ მაჩალიკაშვილი - თუ მე ახლა დავკარგე შვილი,…

გაგრძელება

დაამატა Giorgi_მ!
თარიღი/დრო: იანვარი 9, 2018 წელი. 11:00pm — 1 კომენტარი
________________

ნარკოპოლიტიკა პატრიარქის ეპისტოლეში, პრეზიდენტების მხარდაჭერა, თიანეთის ხმა, მართლმსაჯულების აღმასვლა და ისტორიკოსის გარდაცვალება

      გუშინ საქართველოში შობა იზეიმეს და დედაქალაქში საშობაო ალილო გაიმართა. დეკანოზი კახაბერ გოგოტიშვილი - შობის დღესასწაულზე ფიქრი ხშირად გვმართებს, რომ შეიცვალოს ჩვენი ცხოვრება. გიორგი მარგველაშვილი ალილოზე - ნეტავ სულ ასე იყოს, მთელი წელი. გიორგი მარგველაშვილი - უნდა გავაძლიეროთ სკოლები, უნივერსიტეტები, საბავშვო ბაღები და ის სოციალური სერვისები, რაც ოჯახს შეუწყობს ხელს, იყოს უფრო წელში გამართული.

საქართველოს და მსოფლიოს ამბები / 8…

გაგრძელება

დაამატა Giorgi_მ!
თარიღი/დრო: იანვარი 8, 2018 წელი. 11:00pm — არ არის კომენტარები
_______________

პატრიარქის საშობაო ეპისტოლე 2018

ყოვლადსამღვდელონო მღვდელმთავარნო, ღირსნო მოძღვარნო, დიაკონნო, ბერ-მონოზონნო, ჩემო საყვარელო სულიერო შვილებო, საქართველოს წმინდა მართლმადიდებელი ეკლესიის წევრნო, სამშობლოში მკვიდრნო და ჩვენი ქვეყნის საზღვრებს გარეთ მცხოვრებნო თანამემამულენო, გიხაროდეთ!

      "ამიერიდან შენ უკვე აღარ ხარ მონა, არამედ ძე, ხოლო თუ ძე ხარ, მემკვიდრეცა ხარ ღმერთის მიერ" (გალ.4,7).

      ახლა, ამ ღამეს, მთელ…

გაგრძელება

დაამატა ლაშა_მ!
თარიღი/დრო: იანვარი 7, 2018 წელი. 12:30am — არ არის კომენტარები
_______________

მსჯავრდადებული პრეზიდენტი, პოეტი და პოლიცია, უარი გაზპრომს, ტურიზმის სტატისტიკა და მსოფლიო ნაახალწლევს

      2018 წლის პირველი სამუშაო კვირაც მიიწურა. ჯერ კიდევ ახალი წლის სურნელი და განწყობა ტრიალებს ქვეყანაში და მდორედ, ძალიან ნელა მიემართება ცხოვრება. ახლა შობის დღესასწაული მოახლოვდა და მისი ზეიმიც კიდევ რამდენიმე დღეს გასტანს, შემდეგ მეორე ახალი წელი და ა.შ.

საქართველოს და მსოფლიოს ამბები / 5 იანვარი, 2018/

      დამნაშავე ექსპრეზიდენტი - სასამართლომ მიხეილ სააკაშვილი სანდრო გირგვლიანის საქმეზე დამნაშავედ ცნო.…

გაგრძელება

დაამატა Giorgi_მ!
თარიღი/დრო: იანვარი 5, 2018 წელი. 11:30pm — არ არის კომენტარები
_______________

იუბილარი პატრიარქი, ტერორიზმი და ახალგაზრდა პანკისელი, მართვის მოწმობა და აჯანყება ირანში, ამერიკასა და ევროპაში

      სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქი, ილია მეორე 85 წლის გახდა. მივულოცავ და ვუსურვებ ჯანმრთელობას და დიდხანს სიცოცხლეს. როგორც წესი, პატრიარქის დაბადების დღეზე მიღებები იმართება, თუმცა დღეს, საპატრიარქოში ტრადიციული საყოველთაო მიღება არ გაიმართა (წაიკითხეთ,…

გაგრძელება

დაამატა Giorgi_მ!
თარიღი/დრო: იანვარი 4, 2018 წელი. 10:30pm — არ არის კომენტარები
_______________

ჯარიმები კამერებით, პანკისის სპეცოპერაცია, სააკაშვილის სასამართლოები, ირანის არეულობა და ბირთვული ღილაკის მაგიდა

      უნალექობა იწინასწარმეტყველეს და ყველაფერი კარგი ისე აგიხდეთ, როგორც დღეს სითბო და უნალექობა იყო. თუმცა საახალწლო განწყობა ყველგან არ დამდგარა - მაგალითად, პანკისის საქმე კვლავ აქტუალურია და 19 წლის ახალგაზრდა კვლავ მძიმე მდგომარეობაში, ასევე, დღესაც აქტიურად განიხილებოდა საქარტველოს მესამე პრეზიდენტის სასამართლოები ორ ქვეყანაში, ირანში ჯანყი და არეულობა (ეგენი საერთოდ არ ზეიმობენ ახალ წელს 1 იანვარს, იხილეთ:…

გაგრძელება

დაამატა Giorgi_მ!
თარიღი/დრო: იანვარი 3, 2018 წელი. 11:00pm — არ არის კომენტარები
_______________

საახალწლო მილოცვები - მრავალ ახალ წელიწადს დაესწარით!

      მსოფლიოს უდიდესი ნაწილის საერთო მხიარულებას უერთდებით და ქველინიუსი გილოცავთ ახალ, 2018 წელს! სიკეთე და სიხარული მოეტანოს ამ წელს, მხოლოდ კარგი ამბები ისმოდეს და სასიამოვნე სიახლეების წერა გვიწევდეს და მთელი წლის განმავლობაში! რა ხდებოდა დღეს, ახალი წლის, პირველი თვის, პირველი დღეს? თან ორშაბათს.

საქართველოს და მსოფლიოს ამბები / 1 იანვარი, 2018/

      იყო მილოცვები და მხოლოდ და მხოლოდ მილოვები, ამიტომ დღეს…

გაგრძელება

დაამატა Giorgi_მ!
თარიღი/დრო: იანვარი 1, 2018 წელი. 11:26pm — არ არის კომენტარები
_______________

შაბათის qwellynews, ახალი წლის წინა დღეები, შსს მინისტრი, ხანძარი, ჭკვიანი ისრაელიანები და ბრიტანელები

      მართლია შაბათია, მაგრამ ქველინიუსი მაინც გადის, რადგან წლის ბოლოა და ბოლო დღეების ნიუსები შესაძლოა ერთობ მნიშვნელოვანი იყოს. დღესასწაულები განსაკუთებით გზებზე იგრძნობა ხოლმე, დღესაც ასე იყო, როდესაც ცენტრალური მაგისტრალის ხაშურის მონაკვეთზე თვალუწვდენელი საცობი შეიქმნა. ახალი წლის სამზადისში ქალაქის მერიაც ჩართულია - ახალი წლის ღამეს მეტრო, ავტობუსები და საბაგირო მოქალაქეებს უფასოდ მოემსახურება. რაც შეეხება სხვა ამბებს, შსს მინისტრი იყო…

გაგრძელება

დაამატა Giorgi_მ!
თარიღი/დრო: დეკემბერი 30, 2017 წელი. 9:30pm — არ არის კომენტარები
_______________

გაძვირებული წყალი, ვანო პატიმრობაში, დაკავებული პანკისელები და ნაცემი პოეტი

      მგონი არცერთი საახალწლო სიმღერა არ გამოვა და ფიფქები ნამდვილად არ ჩამოცვივა, თუ ეს პროგნოზი გამართლდება - საქართველოს ზოგიერთ რაიონში ჰაერის ტემპერატურა 20 გრადუსამდე აიწევს. ამასთანავე, ტემპერატურამ უკვე მოიმატა პანკისის ხეობის საქმეზე, ვანოს დაკავებაზე, პოეტის ფიზიკურ შეურაცხყოფაზე და დღის ნეგატივზე - გაძვირებულ წყალზე!

საქართველოს და მსოფლიოს ამბები / 28 დეკემბერი, 2017/

      გაზრდილი ტარიფები - ირინა…

გაგრძელება

დაამატა Giorgi_მ!
თარიღი/დრო: დეკემბერი 28, 2017 წელი. 11:30pm — არ არის კომენტარები
_______________

ორფრაქციული უმრავლესობა, პანკისის ხეობის საქმე, პრემიერის განცხადებები, ტრამპის სახელობის სადგური ბაღები და მერია

      ახალ წელს ყველაზე ნაკლებად კრიმინალი უხდება, მაგრამ ყველაზე კრიმინალური პერიოდიც სწორედ საახალწლოდ დგება ხოლმე - გაიხსენეთ რამდენი ფილმი გადაღებულა საახალწლო ძარცვებზე. რაც შეეხება ჩვენი ქვეყნის ამბებს, აქაც შსს ლიდერობს, ასევე პანკისის ხეობის საქმე და პრემიერის ვრცელი განცხადებები. მნიშვნელოვანი იყო ასევე ორფრაქციული უმრავლესობა:

საქართველოს და მსოფლიოს ამბები / 27 დეკემბერი, 2017/

      პოლიცია და ხალხი -…

გაგრძელება

დაამატა Giorgi_მ!
თარიღი/დრო: დეკემბერი 27, 2017 წელი. 11:30pm — არ არის კომენტარები
_______________

უფრო ახლოს ახალ წელთან, თბილისი, სვანეთი და უკრაინა, პატრიარქის ინტრონიზაცია და სიახლეები

      რაც უფრო ვუახლოვდებით ახალ წელს, მით უფრო კლებულობს სიახლეების ლენტის მოცულობა. ცხადია, ყველა საახალწლო სამზადისშია და განსაკუთრებული პოლიტიკური სიახლეებისთვის არავის სცალია, თუმცა შიგადაშიგ მაინც გამოჩნდება რამდენიმე მნიშვნელოვანი ამბავი, რომელსაც კომპაქტურად, ცხადია ქველინიუსში თუ წაიკითხავთ:

საქართველოს და…

გაგრძელება

დაამატა Giorgi_მ!
თარიღი/დრო: დეკემბერი 26, 2017 წელი. 11:30pm — არ არის კომენტარები
_______________

ნდობით სავსე მთავრობა, სემეკის ხელმძღვანელობა, ქართული დუმილი ისრაელის საქმეში, მექრთამე მსაჯები და ბაგა-ბაღების პრობლემა

      საკმაოდ თბილი და მზიანი დეკემბერი გვაქვს, მალე მიწურულში გადაიზრდება და ჯერ კიდევ უჩვეულოდ თბილა, თუმცა დილითვერ წერდნენ სინოპტიკოსები, რომ საქართველოში დღეიდან ტემპერატურის კლება და ნალექია მოსალოდნელიო. მაინცდამაინც არ დაკლებულა, თუმცა მთელი დღე მძიმე ღრუბელი იდგა და ვნახოთ მოთოვს თუ არა. მთაში თოვლია. რაც თბილისსა და ქუთაისს, სიახლეების ეპიცენტრი პარლამენტი იყო სადაც მთავრობამ პარლამენტის ნდობა მიიღო, მაგრამ დიდი წვალებისა და ვაი-ვაგლახის,…

გაგრძელება

დაამატა Giorgi_მ!
თარიღი/დრო: დეკემბერი 22, 2017 წელი. 11:30pm — არ არის კომენტარები
_______________

მთავრობა პარლამენტში და პრემიერი პარლამენტარების წინაშე, ნარმანია სემეკში და ახალი წლის ღამე

      მთავრობა პარლამენტში მივიდა და რაც შემდეგ მოხდა... ალბათ, ასეთი სათაური ექნებოდა დღევანდელ სიახლეებს ინტერნეტის ყვითელ ეკრანებზე, მაგრამ ჩვენ ხომ ყვითელი პრესა არ ვართ. ისე კი, 20 დეკემბერი მთლიანად მთავრობის პარლამენტში მისვლას და მისთვის ნდობის გამოცხადებას დაეთმო. საუბრობდნენ მინისტრები და საუბრობდა პრეიერი, ოპოზიცია კი ტრადიციულად აკრიტიკებდა ან კრიტიკულ კითხვებს უსვამდა. ჰო მართლა, ნარმანია ამჯერად მოსახლეობის ბედნიერ ტარიფებზე…

გაგრძელება

დაამატა Giorgi_მ!
თარიღი/დრო: დეკემბერი 20, 2017 წელი. 11:30pm — არ არის კომენტარები
_______________

ტელევიზია საზოგადოებრივი, პარლამენტი დაფრაქციებული, მერია გაფეხბურთებული, სემეკი განარმანიებული, სტატისტიკა სავალალო და ახალგაზრდობა დანაასხმული

      მოწყალებით, თამვდაბლობითა და სარმუნოების კანონად გამორჩეული წმინდანის ხსენების დღეს - ნიკოლოზობას გილოცავთ! უდიდესი წმინდანის ხსენების დღის (იხ.…

გაგრძელება

დაამატა Giorgi_მ!
თარიღი/დრო: დეკემბერი 19, 2017 წელი. 11:00pm — არ არის კომენტარები
_______________

პარლამენტის საჭადრაკო სვლები და ხარჯები, მაუწყებლის ქომაგი პრეზიდენტი, ძიუდო ოქროებით და მერობაზე მეოცნებე პრეზიდენტი

      საახალწლო მოლოდინებთან ერთად ბევრი ანონსი ჩნდება დღის პოლიტიკურ წესრიგში. განაკუთრებით მომავალი წლის ბიუჯეტის განაწილებასა და მთავრობს შესაძლო გადაწყობა-გადმოწყობაზე. არ ვიცი რატომ, მაგრამ აგორდა ჭორი პრემიერის სავარაუდო გადადგომასთან დაკავშირებით. მთელი დრე მაინც საზოგადოებრივი მაუწყებლის გაზრდი ბიუჯეტსა და გაზრდილ შესაძლებლობებზე საუბრობდნენ და ასევე სააკაშვილის უკრაინულ ორომტრიალზე:…

გაგრძელება

დაამატა Giorgi_მ!
თარიღი/დრო: დეკემბერი 18, 2017 წელი. 11:30pm — არ არის კომენტარები
_______________

საახალწლო თბილისი, კანონპროექტებისა და ბიუჯეტების მიღება, საზ. მაუწყებლობის ბიზნესი და საჯარო ინფორმაცია

     თბილისში ნაძვის ხე აინთო, მაგრამ იქამდე უფრო მნიშვნელოვანი ამბებიც მოხდა - მაგალითად, დედაქალაქის საკრებულომ თბილისის 2018 წლის ბიუჯეტი დაამტკიცა და ცხადია ამ ამბავს არ ჩაუვლია პოზიცია-ოპოზიციის რეპლიკების გარეშე, ასევე პარლამენტმაც დაამტკიცა რამდენიმე კანონპროექტი და საერთოდ, კონსტიტუციის ცვლილებების ცვლილებების ცვლილებებიც დაამტკიცა (ზუსტად არ დაგვითვლია რამდენი ცვლილება მოხდა უკვე შიგნით). მაუწყებლობის საკითხებიც განიხილეს და საჯარო…

გაგრძელება

დაამატა Giorgi_მ!
თარიღი/დრო: დეკემბერი 15, 2017 წელი. 11:30pm — 1 კომენტარი
________________

ყოველთვიური არქივი

2024

2023

2022

2021

2020

2019

2018

2017

2016

2015

2014

2013

2012

1999

ღონისძიებები

ბლოგ პოსტები

Dive In to the Beat: An Introduction to Hearing Rap Audio

გამოაქვეყნა EFTcheat_მ.
თარიღი: მარტი 28, 2024.
საათი: 4:30am 0 კომენტარი







Rap tunes, with its infectious beats, poetic lyrics, and charming storytelling, happens to be a dominant pressure within the audio business and a cultural phenomenon throughout the world. From its humble beginnings from the streets of New York City to its latest standing as a worldwide genre influencing vogue, language, and social actions, rap has progressed into a diverse and dynamic art type embraced by hundreds of thousands. For anyone who is new to rap or seeking to…

გაგრძელება

Study Recombinant Protein Creation

გამოაქვეყნა EFTcheat_მ.
თარიღი: მარტი 27, 2024.
საათი: 12:00am 0 კომენტარი







Proteins tend to be the workhorse molecules that generate nearly each Organic program. Using the escalating recognition of the purpose of proteins in numerous investigate and production things to do, basically isolating them from their natural host cells are unable to meet the escalating need of the market. Chemical synthesis can be not a practical option for this endeavor a result of the size and complexity of proteins. As a substitute, the developments manufactured…

გაგრძელება

Gradient Media in Biomedical Investigate

გამოაქვეყნა EFTcheat_მ.
თარიღი: მარტი 26, 2024.
საათი: 11:30pm 0 კომენტარი







In the realm of biomedical study, the quest for precise separation and isolation methods has led scientists to explore revolutionary solutions. Among these, Axis-Protect Density Gradient Media stands out to be a formidable Device, revolutionizing the best way we isolate cells, organelles, and particles in various applications starting from medical diagnostics to standard analysis.



Density gradient centrifugation has extended been a cornerstone system in Organic…

გაგრძელება

კანონი ოჯახური ღირებულებებით და საუმცირესობოდ, ხელმომწერების მარში და პრემიერი სომხეთში

გამოაქვეყნა Giorgi_მ.
თარიღი: მარტი 25, 2024.
საათი: 11:32pm 0 კომენტარი

დღეს საქართველოს ეკლესიის ავტოკეფალიის აღდგენის დღეა. ცხადია, ამ საკითხზე ტრადიციული მილოცვები გავრცელდა. თუმცა დღის მთავარ თემად კვლავ პოლიტიკური ამბები ლიდერობდა და საარჩევნო წელს, არჩევნებისთვის მოფიქრებული და რედაქტირებული კანონები. გამორჩეული იყო ოჯახური ღირებულებებით წარმოდგენილი კანონპროექტი ლჯბთ თემის უფლებების შემცირებით, ასევე, საარჩევნო ბარიერები, უმცირესობათა დღესასწაულები და ა.შ. დღის მთავარი…

გაგრძელება

Qwelly World

free counters