Qwelly ბლოგი! - qwellynews (987)

რკინის კედლები პარლამენტთან და ბიძინას შეფასებები

      როცა ბიზნესმენი ინტერვიუს აძლევს, თურმე შიეძლება მეორე დღის მეინსტრი მთლიანად ამ ინტერვიუს მიეძღვნას, ცხადია აქციების ფონზე. რუსთაველზე, პარლამენტთან აქციები არ წყდება და ახლა პოლიციამ რკინის კედლების აღმართვა მოიფიქრა პიკეტირების საპირწონედ. პარლამენტში მაინც შევიდა მინისტრი, რომელიც ჩვენს ეკონომიკურ პრობლემებზე ისაუბრა.

საქართველოს და მსოფლიოს ამბები / 28 ნოემბერი, 2019

      რკინის კედლები…

გაგრძელება

დაამატა Giorgi_მ!
თარიღი/დრო: ნოემბერი 28, 2019 წელი. 11:00pm — არ არის კომენტარები
_______________

ქუჩაში გამოსული სიტყვამიგების პოლიტიკა და ევროსაბჭოს თავმჯდომარეობა

      ნოემბრის ბოლო მონოტონურად მიედინება - ყოველ ღამით აქციები, მერე ამ აქციების დაშლა-დარბევები და მეორე დღეს ამ დარბევევზე კომენტარები, მოწოდებები, შეძახილები და ა.შ. ცხადია, ეს პოზიცია-ოპოზიციური ჭიდილიც არ სიტყვათა მიგება, არ სრულდება. დღის მთავარი თემა ალბათ ევროსაბჭოს თავმჯდომარეობა იყო, რომელიც მომდევნო წლის განმავლობაში საქართველოს ხვდა წილად.

საქართველოს და მსოფლიოს ამბები / 27 ნოემბერი, 2019…

გაგრძელება

დაამატა Giorgi_მ!
თარიღი/დრო: ნოემბერი 27, 2019 წელი. 8:30pm — 1 კომენტარი
________________

ბოქლომების პერფორმანსი მაჟორიტარებს, ოქრუაშვილის მსჯავრი რობაქიძის საქმეზე და დეზინფორმაცია მედიაში

      პიკეტირებით, შეშითა და ქვიშით დაწყებული აქცია, სულ მალე ბოქლომებისა და ბიუროების აკეტვის აქციებში გადაიზარდა. თუ რევოლუციამდე მივიდა საქმე, ალბათ ბოქლომების რევოლუციას უწოდებენ და სიამაყით აღნიშნავენ კიდეც მომავალში. ვნახოთ რა მოხდება. იქამდე კი დღის თემა სწორედ მაჟორიტარებისთვის შექმინი დისკომფორტია, დეზინფორმაციობანა მედიაში და ოქრუაშვილის მსჯავრი რობაქიძის საქმეზე.

საქართველოს და მსოფლიოს ამბები / 22 ნოემბერი,…

გაგრძელება

დაამატა Giorgi_მ!
თარიღი/დრო: ნოემბერი 22, 2019 წელი. 7:30pm — 3 კომენტარი
________________

ობიექტური სასამართლოს მოლოდინის ხმაური, ექიმი საოკუპაციო ტყვეობაში და რეფინანსირება და თბილისი

      სასამართლო საინფორმაციო ობიექტივის ფოკუსში იყო. ბევრ საქმეს შორის, რომელიც დღეს იმართებოდა, განსაკუთრებით აქტუალური და ხმაურიანი იყო, მოლოდინისამებრ, 18 ნოემბრის აქციაზე დაკავებულთა სასამართლო. ასევე გიორგი რურუას დამანშავეობაც. ცხადია ქართველი ექიმის ტყვეობა ქვეყნი ერთ-ერთი N1 პრობლემაა. პრობლემებია უმრავლესობის შიდა გარკვევა-გაურკვევლობაში.

საქართველოს და მსოფლიოს ამბები / 20 ნოემბერი, 2019

     …

გაგრძელება

დაამატა Giorgi_მ!
თარიღი/დრო: ნოემბერი 20, 2019 წელი. 11:30pm — არ არის კომენტარები
_______________

კვლევა ცხელ კვალზე, აქციის შედეგები და დაკავებულების სასამართლო, ექიმი ოკუპაციურ ტყვეობაში

      პიკეტირების, ბოქლომების, ქვიშებისა და შეშის აქციები არ აპირებენ დასრულებას, თუმცა სამუშაო კვირა უფრო მშვიდი და ნაკლებ ხმაურიანი გამოდგა, როგორც მოსალოდნელი იყო, პრინიპში. მაგრამ ამ სიჩუმეში, კვლევითმა ორგანიზაციებმა დრო იხელთეს და კვლევების ჩატარებას შეუდგნენ - აირაიმ კვლევა დადო. ჯერ კიდევ არ გამოგვიხსნია ოკუპაციაში დატყვევებული ექიმი.

საქართველოს და მსოფლიოს ამბები / 19 ნოემბერი, 2019

      აქციები და…

გაგრძელება

დაამატა Giorgi_მ!
თარიღი/დრო: ნოემბერი 19, 2019 წელი. 11:30pm — არ არის კომენტარები
_______________

პარლამენტის პიკეტირება და კარვობანა რუსთაველზე

      კვირით დაწყებული აქციები ორშაბათსაც გაგრძელდა და პიკეტირებული პარლამენტი სპეცრაზმით გათავისუფლდა - ცხადია დღის მთავარი თემა ეს იყო და რა თქმა უნდა, ახსენებდნენ პრორუსობისა და რუსეთუმეობის ბრალდებებს შორის, ექიმს ოკუპირებულ ციხეში.

საქართველოს და მსოფლიოს ამბები / 18 ნოემბერი, 2019

      ქვიშის ტომრებიდან წყლის ჭავლამდე - დავიწყოთ გუშინ, გვიან ღამიდან - აქციის მონაწილეებმა პარლამენტის შენობის შესასვლელებთან…

გაგრძელება

დაამატა Giorgi_მ!
თარიღი/დრო: ნოემბერი 18, 2019 წელი. 11:30pm — არ არის კომენტარები
_______________

გერმანული მოდელით შეთავაზებული აქციები და ისევ გატაცებული ექიმი

      ნოემბერი და რუსთაველზე აქციები მგონი ისეთ ტრადიციად დამკვიდრდება, მომავალ თაობებს რომ უნდა უთხრან - არ დავივიწყოთ ჩვენი ძირ-ძველი ტრადიციებიო და პერფორმანსებად შეიძლება შემოინახოს ისტორიამ. ფაქტია - დღესაც გაგრძელა აქცია, ამჯერად პროპორციული სისტემის დანერგვის მოთხოვნით, ვადამდელი არჩევნებით და ა.შ. დღის მთავარი თემა სწორედ ეს იყო, ხოლო უფრო ვიწრო მაგრამ უფრო მტკივნეული და საჭირბოროტო გახლავთ, ქართველი ექიმის ოკუპაციური გატაცების ამბავი,…

გაგრძელება

დაამატა Giorgi_მ!
თარიღი/დრო: ნოემბერი 15, 2019 წელი. 11:00pm — არ არის კომენტარები
_______________

პროპორციული სისტემის კანონპროექტი ჩავარდა

      ერთ მნიშვნელოვნად დღის ყველა თემა ჯერ კიდევ ნიუსების მეინსტრიმია და ჯერ კიდევ აქციების მთავარი მიზეზია - პროპორციული სისტემის კანონპროექტი ჩავარდა. ახლა პროტესტების დრო დადგა და ისევ კარვები, ისევ რუსთაველზე, ისევ პარლამენტთან და ასე დასრულებლად.

საქართველოს და მსოფლიოს ამბები / 14 ნოემბერი, 2019

      პროპორციულ სისტემაზე გადასვლილს კანონპროექტი ჩავარდა. დავიწყოთ დილიდან - დიმიტრი ხუნდაძე - საკმაოდ ბევრი…

გაგრძელება

დაამატა Giorgi_მ!
თარიღი/დრო: ნოემბერი 14, 2019 წელი. 11:00pm — არ არის კომენტარები
_______________

პროპორციული სისტემის დაპირისპირება, ბიუჯეტის დეტალები და დაბრუნებული მინისტრი

      როგორც ჩანს მთელი კვირა მხოლოდ პროპორციულ სისტემაზე გადასვლის საპარლამენტო განხილვები უნდა ვისმინოთ, ცხადია ერთმანეთის ლანძღვის, გინებისა და ცემა-ტყეპის ფონზე, როგორც პოზიცია-ოპოზიციაში, ასევე უმრავლესობის შიგნითაც. დღეს 100 000 მოწამის ხსენების დღეა და პატრიარქმა, ტრადიციული პარაკლისი გადაიხადა მეტეხის ხიდზე. დღის ორი მთავარი თემა მინისტრებს ეხებოდათ - ერთს, რომელიც პარლამენტში წარსდგა მომავალი წლის ბიუჯეტით და მეორე, რომელიც განათლების…

გაგრძელება

დაამატა Giorgi_მ!
თარიღი/დრო: ნოემბერი 13, 2019 წელი. 11:30pm — არ არის კომენტარები
_______________

პროპორციული სისტემის ნაცვლად, პროპორციული გინება პარლამენტში და ომი აღმოსავლეთში

      როცა პარლამენტში საკონსტიტუციო ცვლილებაა, მაშინ დიდი ხმაური იქნებაო - ძველი ქართული, საპარლამენტო ანდაზაა. ხმაური კი იმდენად ძლიერი გამოდგა, რომ ცემა-ტყებაში გადაიზარდა და საკანონმდებლო ორგანო კიდევ ერთხელ დაემსგავსა ბირჟას, არადა 2020 წლის არჩევნების ბედი უნდა გადაწყვეტილიყო. დღის სხვა მთავარი ამბავი უკავშირდებოდა ოკუპაციას და მოსამართლეებს, ასევე ომს ისრაელში.

საქართველოს და მსოფლიოს ამბები / 12 ნოემბერი, 2019…

გაგრძელება

დაამატა Giorgi_მ!
თარიღი/დრო: ნოემბერი 12, 2019 წელი. 11:30pm — არ არის კომენტარები
_______________

მაყურებლების ანტი მაყურებლები - უჩვეულო კინოჩვენება, წყალტუბო და ანაკლია, მაღაროელების ახალი გაფიცვები და მოსამართლეთა კომპეტენცია

      ნოემბრის ახალი კვირის დასაწყისი უქმეების და კულტურის განხილვით დაიწყო - ფილმი პრემიერა იმაზე უფრო ხმაური გამოდგა, ვიდრე ეს ფილმი თავად მოიფიქრებდა (ან იქნება, ამიტომაც გადაიღეს რომ ეხმაურა). დღის სხვა ამბავი იყო ევრო მეგობრობა და თავმჯდომარეობა ევროკავშირში, ასევე მოსამართლეების კომპეტენცია და საერთაშორისო პროექტების ქართული ავან-ჩავანი - ანაკლია, წყალტუბო და მისთანანი. არც საეკლესიო ამბები დატოვებულა ყურადღების მიღმა - ახალი ინტერვიუები და…

გაგრძელება

დაამატა Giorgi_მ!
თარიღი/დრო: ნოემბერი 11, 2019 წელი. 8:30pm — არ არის კომენტარები
_______________

საშვიდნოემბრო გახსენება, განათლება უმინისტროდ და ნატო უჩვენოდ

      ნოემბრის ერთ-ერთ ტრადიციად ქცეული დღე - 7 ნოემბრის გახსენება და იმედში შეჭრის დღემდე დაუსრულებელი სასამართლოები - ცხადია ერთ-ერთი თემა დღეს ეს იყო. მთავარი თემა განათლებას და უმინისტროდ დარჩენილ სამინისტროს უკავშირდებოდა, ასევე ნატოსთან ჩვენს სამომავლო, შესაძლო ინტეგრაციას.

საქართველოს და მსოფლიოს ამბები / 7 ნოემბერი, 2019

      საპატრიარქოს ნიუსი - საპატრიარქოს სპეციალურმა კომისიამ მარტვილში მუშაობა…

გაგრძელება

დაამატა Giorgi_მ!
თარიღი/დრო: ნოემბერი 7, 2019 წელი. 11:30pm — არ არის კომენტარები
_______________

ხმაურის ახალი ტალღა საპატრიარქოდან, ფილმის ჩვენების პრობლემა და კონფერენცია თავდაცვაზე

      ჯერ წინა არ ჩამცხრალა, არ გაქარწყლებულა და უკვე ახალი ტალღა წამოვიდა საპატრიარქოს ამბებიდან - ამჯერად უცხოეთში მოღვაწე მღვდლის პოსტებიგ ახდა აქტუალური. ცხადია ჭყონდიდის თემა ისევ გრძელდება. დღეს აქტუალური იყო კინოჩვენება და მისი პრობლემატიკა, მოსამართლეობა და საერთაშორისო კონფერენცია ბათუმში.

საქართველოს და მსოფლიოს ამბები / 6 ნოემბერი, 2019

      ამბების ახალი ტალღა საპატრიარქოში -…

გაგრძელება

დაამატა Giorgi_მ!
თარიღი/დრო: ნოემბერი 6, 2019 წელი. 10:00pm — არ არის კომენტარები
_______________

ეპარქიის გადაბარება და უდანაშაულობის მტკიცება, ბიძინას სახალხო ქონება და ლარის ინფლაცია

      გამოსადარებელი დღეები გველოდება წინ როგროც იუწყებიან ზამთრულად აციებულ ნოემბერშიც იქნება თბილი დღეები - 8 ნოემბრამდე ქვეყნის მასშტაბით უნალექო ამინდი შენარჩუნდება. არ ცხრება საეკლესიო ნიუსები და ეპისკოპოს პეტრეს გარშემო განცხადებები და შეფასებები, ასევე ბიძინა ივანიშვილის საქველმოქმედო ამბების განხილვა და საარჩევნო სამზადისები. 

საქართველოს და მსოფლიოს ამბები / 5 ნოემბერი, 2019

      ეკლესიის…

გაგრძელება

დაამატა Giorgi_მ!
თარიღი/დრო: ნოემბერი 5, 2019 წელი. 11:30pm — არ არის კომენტარები
_______________

უარი შიომღიმელობაზე, სინანული როგორც გამოძიების დასრულება და კავშირები თურქეთთან, კომისიური შეწყალება

      ნოემბერი დადგაო და დიდთოვლობა მთას დაატყდაო, არადა ჯერ სულ პირველი ნოემბერია, მაგრამ ფაქტია, რომ სიცივეებმა კარგად მოუჭირეს ძვალ-რბილს, წვიმა, დაბალი ტემპერატურა და ქარიანი ამინდები მთელს საქართველოს მოედო. ცხადია, გუშინდელი ამბავი ჯერ არ მიჩუმდება, ამიტომ დღის მთავარი თემა ისევ საპატრიარქოს და მეუფეების გარშემო ტრიალებდა - ჭყონდიდი, ბოდბე, შიომღვიმე და მორჩილება-დაუმორჩილებლობა.

საქართველოს და მსოფლიოს ამბები / 1 ნოემბერი,…

გაგრძელება

დაამატა Giorgi_მ!
თარიღი/დრო: ნოემბერი 1, 2019 წელი. 10:00pm — არ არის კომენტარები
_______________

სინოდის სხდომა - მთელი დღის ამბავი

      შესავალი ალბათ არ გამოგვივა, რადგან დღის ყველაზე დიდი თემა საქართველოს სამოციქულო ეკლესიის სინოდის სხდომა და მისი შედეგები იყო.

საქართველოს და მსოფლიოს ამბები / 31 ოქტომბერი, 2019

      ყველაზე ხმაურიან სინოდის სხდომა - ყველა ამბავს მივყვეთ ქრონოლოგიურად, დილიდან. პატრიარქის ექიმი - ილია მეორე ჯანმრთელად არის, შესაბამისად, შეძლებს, რომ ჩვეულებრივად უხელმძღვანელოს წმინდა სინოდის…

გაგრძელება

დაამატა Giorgi_მ!
თარიღი/დრო: ოქტომბერი 31, 2019 წელი. 11:00pm — არ არის კომენტარები
_______________

წმინდა სინოდის განჩინება - 31.10.2019

      საქართველოს ეკლესიის უახლეს ისტორიაში, ერთ-ერთი ყველაზე ხმაურიანი სხდომა გაიმართა დღეს, საქართველოს საპატრიარქოში. სხდომა დაიწყო ჩანიშნული დროისამებრ - 12:00 საათზე. ტრადიციულად სხდომას თავმჯდომარეობდა უწმინდესი და უნეტარესი სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსი, ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტი ილია II, ხოლო დამსწრეთა შორის იყო - 42 მღვდელთმთავარი.

     …

გაგრძელება

დაამატა ლაშა_მ!
თარიღი/დრო: ოქტომბერი 31, 2019 წელი. 8:00pm — 2 კომენტარი
________________

ჩანიშნული სინოდი, ანაკლიისა და წყალტუბოს პროექტები, ისრაელის საგანგებო მზადება

      როგორც შემოდგომის შუა თვეს შეეფერება, პოლიტიკური აქტიურობა და ტემპერატურა ნელ-ნელა მატულობს, საპირწონედ კლებულობს ამინდის სითბო და დღეს ქარებმა უკვე შეაწუხეს დედაქალაქიც. სხვა წუხილი ისმოდა ახალ ამბებში - საოკუპაციო ზოლის მუდმივი პრობლემა, სინოდის საგანგებო სხდომა და განსახილველ თემებზე მარჩიელობა, წყალტუბო და ანაკლია - გახმაურებული პროექტები და გენ პროკურორის განათლების ფურცლებიც.

საქართველოს და მსოფლიოს ამბები / 30…

გაგრძელება

დაამატა Giorgi_მ!
თარიღი/დრო: ოქტომბერი 30, 2019 წელი. 10:30pm — არ არის კომენტარები
_______________

კიბერშეტევა მსოფლიოს გასაგონად, საპატრიარქო გამადიდებელი ლინზით, არჩევნებისთვის ქულები და ტერიტორიები მილიარდელს

      შემოდგომამ კუდი მაინც მოიქნია და ბოლო დღეები ისევ წვიმიანი და სუსხიანი იქნებაო, იტყობინებიან სინოპტიკოსები - 31 ოქტომბრიდან 2 ნოემბრამდე. გუშინ ქართული ამბები მსოფლიო ამბებიც გახდა, რადგან კიბერ შეტევის მასშტაბებმა ბიბისიც კი ჩვენზე აალაპარაკა. ამასთანავე, არ დასრულებულა მეუფე იაკობის ინტერვიუს გამოხმაურებები და ნელ-ნელა უფრო აქტიურდება მომავალი წლის საარჩევნო ციებ-ცხელება - ქულების დაწერა, ხმების წინასწარი დათვლა და გამარჯვებების…

გაგრძელება

დაამატა Giorgi_მ!
თარიღი/დრო: ოქტომბერი 29, 2019 წელი. 7:30pm — არ არის კომენტარები
_______________

იაკობის ხმამაღალი ინტერვიუ და წასვლა თანამდებობიდან, ისლამური სახელმწიფოს ახალი ლიდერი

      ოქტომბერმა თბილად ჩაიარა და ისე სწრაფად ჩაიარა, უკან მოხედვაც კი ვერ მოვასწარით და ნელ-ნელა უფრო და უფრო ვუახლოვდებით ზამთარს. პოლიტიკური ოქტომბერი კვლავ გამორჩეული იყო ოკუპაციით, სამთავრობო ჩხუბებით და სათანამდებებო გადაადგილებებით, ბოლო დღეები კი ეკლესიის „სენსაციებს მიეძღვნა“.

საქართველოს და მსოფლიოს ამბები / 28 ოქტომბერი, 2019

      მეუფე იაკობის სკანდალური ინტერვიუ - მეუფე იაკობის ინტერვიუ ბოლო დღეების…

გაგრძელება

დაამატა Giorgi_მ!
თარიღი/დრო: ოქტომბერი 28, 2019 წელი. 8:30pm — არ არის კომენტარები
_______________

ყოველთვიური არქივი

2024

2023

2022

2021

2020

2019

2018

2017

2016

2015

2014

2013

2012

1999

ღონისძიებები

ბლოგ პოსტები

Important Notes

გამოაქვეყნა taoaxue_მ.
თარიღი: აპრილი 18, 2024.
საათი: 6:30am 0 კომენტარი

Spotting Extraction Points: Extraction points are marked by Blue Headstones that emerge from the ground. Listen for the telltale sound of rumbling rocks, signaling the  proximity of an extraction point.

Activating the Portal: Approach the Blue Headstone and interact with it by pressing the "F" key on your keyboard. This will open a blue portal, your ticket to safety.

Entering the Portal: Once the portal is active, step into it to initiate the extraction process. Keep an eye out…

გაგრძელება

A Deep Dive into purchase Night Crows Diamonds

გამოაქვეყნა millan Myra_მ.
თარიღი: აპრილი 13, 2024.
საათი: 10:00am 0 კომენტარი

In the realm of gaming, the allure of microtransactions often beckons players of  promises of rare loot, powerful weapons, and legendary mounts. But are these investments truly worth the cost? Today, we embark on a journey into the world of Night Crows, a popular online game, to unravel the mysteries behind its microtransaction system.

Meet Nathan Pay, a seasoned gamer and host of the Blan Crypto channel. With a passion for exploring the depths of virtual economies, Nathan dives…

გაგრძელება

purchase an instrument

გამოაქვეყნა millan Myra_მ.
თარიღი: აპრილი 10, 2024.
საათი: 11:00am 0 კომენტარი

In the blink of an eye, the procedure changed into the following: mine ores make smelt of ore to forge bronze daggers chicken execution, then sell the rest to the greedy clerk at the shop, and use the cash to buy tools. And on and so forth it goes on. As of now I've consumed all the energy drinks available I have available . I've never had to fight this intensely in my entire life to get rid of chickens. I took another bottle of red bull, knowing it…

გაგრძელება

დაძაბული ბიურო, მოლოტოველის სასამართლო და აქციების დასაწყისიც

გამოაქვეყნა Giorgi_მ.
თარიღი: აპრილი 8, 2024.
საათი: 11:30pm 0 კომენტარი

აპრილის შხაპუნა და ცოტა მომაბეზრებელი წვიმების ფონზე, აქტიური პოლიტიკური დღის წესრიგი გვაქვს. პრინციპში ამის მოლოდინი ისედაც იყო და წინაპირობაც, რადგან დღეს „გამჭვირვალობა“ პარლამენტის ბიუროს სხდომაზე გავიდა განსახილველად, ხოლო პარლამენტის წინ აქციები გაჩაღდა. დღეს 1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.6777 ლარია.

საქართველოს და მსოფლიოს ამბები | 8…

გაგრძელება

Qwelly World

free counters