როგორც ჩანს კორონა აქციებზე არავის გადაედება, ამიტომ არჩევნების შედეგების გაპროტესტება არ მთავრდება და კიდევ უფრო მასშტაბური აქციებია დაანონსებული. პარალელურად, კორონამ უკვე 50K-ს გადააბიჯა და უფრო წინ მიიწევს უზარმაზარი ნაბიჯებით - კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევა - 51993, გამოჯანმრთელებული - 37019, გარდაცვლილი - 423, კარანტინში - 3094. დოლარი 3.3613 ლარი ღირს.
დაამატა Giorgi_მ!
თარიღი/დრო: ნოემბერი 6, 2020 წელი. 11:30pm —
არ არის კომენტარები
_______________
როგორც ჩანს კიდევ დიდხანს უნდა ვისმინოთ არჩევნების გამოხმაურებები, მიუხედავად კოვიდის რეკორდული წინსვლისა ჩვენს ქვეყანასა და დანარჩენ მსოფლიოში, ახლა ხმები და არჩევნები უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე კოვიდი და ჯანმრთელობა. აქციებმა პარლამენტიდან ცესკოში კოვიდით დადასტურებული რიცხვები - 49218, გამოჯანმრთელებული - 33459, გარდაცვლილი - 401, კარანტინში - 3160. დოლარმა ისევ მოიმატა - 3.4 ლარი გახდა.
დაამატა Giorgi_მ!
თარიღი/დრო: ნოემბერი 5, 2020 წელი. 11:00pm —
არ არის კომენტარები
_______________
ზამთარი მოდის, სვანეთში უკვე მოთოვა და ლეჩური-ომალოს მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია, ბარში 3-5 ნოემბერს საქართველოს ზოგიერთ რაიონში ნალექია მოსალოდნელი. ბუნების აციების პარალელურად, ჯერ-ჯერობით მხურვალებაა პოლიტიკაში და კვლავ არჩევნების შედეგების პროტესტია. ნიცას შემდეგ ვენაში მოხტა ტერაქტი. კორონას ახალი შეზღუდვები დაიწყო რადგან შემთხვევების მატებაა - ხვალიდან პირბადის ტარება ღია სივრცეშიც სავალდებულო ხდება, ჯარიმა კი 20…
დაამატა Giorgi_მ!
თარიღი/დრო: ნოემბერი 3, 2020 წელი. 11:00pm —
2 კომენტარი
________________
არჩევნები ჩატარდა. როგორც ევროპული სადამკვირვებლო მისიები ამბობენ, მეტწილად თავისუფალ გარემოში ჩატარდა და შედეგებიც ლეგიტიმურიაო, მეზობელი აზერბაიჯანი პრემიერს და ოცნებას გამარჯვებასაც ულოცავს უკვე, მაგრამ მეათე მოწვევის პარლამენტი ოპოზიციური სპექტრის მხრიდან ბოიკოტირებულია და მხოლოდ ქართული ოცნებაა ჯერ-ჯერობით პარლამენტში შემსვლელი. დაგეგმილია აქციები. კორონა არ ჩერდება - - დადასტურებული შემთხვევა - 42579, გამოჯანმრთელებული - 26800,…
დაამატა Giorgi_მ!
თარიღი/დრო: ნოემბერი 2, 2020 წელი. 10:59pm —
1 კომენტარი
________________
ვიდრე მეათე მოწვევის პარლამენტის დეპუტატებს აირჩევს ქვეყანა, არჩევნების წინა ღამე ყველაზე გრძელიაო, უთქვამთ ანტიკურ ცესკოელებს. დღეც სრულად ხვალინდელ არჩევნებს მიეძღვნა, თუმცა იყო გუშინდელი ავტოსაგზაო შემთხვევა და ტრაგედია, იყო მოსამართლეების კონფერენცია, ფინანსები და ყარაბაღზე მოლაპარაკებებიც. კოვიდის სტატისტიკა - დადასტურებული შემთხვევა - 37263, გამოჯანმრთელებული - 19810, გარდაცვლილი - 285, კარანტინში - 3070. ლარის ფასი - აშშ დოლარი 3.2327…
დაამატა Giorgi_მ!
თარიღი/დრო: ოქტომბერი 30, 2020 წელი. 11:30pm —
არ არის კომენტარები
_______________
არჩევნებამდე ერთი დღეღა რჩება და ცხადია, ყველაზე ვრცელი ამბავი სწორედ მას მიეძღვნა, თუმცა დილა პრემიერმა დაიწყო და მთავრობის გეგმები გაგვაცნო, საღამო კი ნაციონალური მოძრაობის ყრილობამ დაასრულა თავისუფლების მოედაზე. კორონაც არსად წასულა, შემთხვევები მატულობს და სტატისტიკა ასეთია - დადასტურებული შემთხვევა - 35567, გამოჯანმრთელებული - 16904, გარდაცვლილი - 273, კარანტინში - 3324. ლარის ფასი - აშშ დოლარი 3.2338 ლარია.
დაამატა Giorgi_მ!
თარიღი/დრო: ოქტომბერი 29, 2020 წელი. 11:00pm —
არ არის კომენტარები
_______________
საარჩევნოდ ტერორისტული ამბავი თუ ასეთ გამოხმაურებებს გამოიწვევდა და ამდენი დღე დარჩებოდა მეინსტრიმში, ბევრი ვერ წარმოიდგენდა ალბათ, მაგრამ ფაქტია ასე მოხდა. კორონა უკვე 1700 კაცს ითვლის ყოველდღიურად, უფრო ჩაშლილი კოვიდ ამბავი ასეთია - დღეის მდგომარეობით დადასტურებული შემთხვევა - 24562, გამოჯანმრთელებული - 9751, გარდაცვლილი - 183, კარანტინში - 4408. ლარის ამბავი - აშშ დოლარის ფასია 3.2202 ლარი.
დაამატა Giorgi_მ!
თარიღი/დრო: ოქტომბერი 23, 2020 წელი. 11:00pm —
არ არის კომენტარები
_______________
რთული და დაძაბული იყო ზუგდიდის ტერორისტული აქტი - საქ. ბანკში შევარდნილმა 4 მილიონი ჩაიდო და წავიდა, მაგრამ ინტერნეტ სივრცეს დიდი ხანია ამდენი არცერთ თემაზე არ უხუმრია რაც გუშინდელმა ტერაქტმა გამოიმუშავა. დღის მთავარია ამბავი დღესაც ეს იყო, კორონა უკვე 1500-ზეა ასული და არჩევნებამდე 10-ზე ნაკლებ დღეში, მხოლოდ ურთიერთბრალდებებია დარჩენილი. ადგილობრივი კორონა რიცხვებში - დადასტურებული შემთხვევა - 22803, გამოჯანმრთელებული - 9401, გარდაცვლილი -…
დაამატა Giorgi_მ!
თარიღი/დრო: ოქტომბერი 22, 2020 წელი. 10:30pm —
1 კომენტარი
________________
მეორედ ათასეულს ზემოთ ანუ 1186 ახალი შემთხევა 24 საათში და რა გასაკვირია, რომ დღის მთავარი ამბავი სწორედ კოვიდ19-ია. მთავრობის განცხადებები, გამოსვლები, გადაწყვეტილებები და კრიტიკა ცუდ მენეჯმენტზე. ამას ემატება კარზე მომდგარი არჩევნები და საარჩევნოდ ხმების მოსაგროვებლად გაკეთებული მრავალი განცხადება და თავის ქება-სხვების ლანძღვა. ადგილობრივი კორონა რიცხვებში - დადასტურებული შემთხვევა - 18663, გამოჯანმრთელებული - 8338, გარდაცვლილი - 143,…
დაამატა Giorgi_მ!
თარიღი/დრო: ოქტომბერი 19, 2020 წელი. 10:30pm —
არ არის კომენტარები
_______________
შესავალ სიტყვაში მხოლოდ არჩევნების თემა დომინირებს, ასევე კორონასგან გამოწვეული ახალი შეზღუდვები და დახურული სკოლა-ბაღები. კარტოგრაფიამ გარეჯიდან თბილისში, თბილისიდან კი სტრასბურგში გადაინაცვლა და იქ საჩივრდება. რაც შეეხება კორონას რიცხვებს - დადასტურებული შემთხვევა - 15327, გამოჯანმრთელებული - 7613, გარდაცვლილი - 124. რაც შეეხება ჩვენი ეკონომიკის მეტრს - აშშ დოლარის ფასი 3.2186 ლარია.
დაამატა Giorgi_მ!
თარიღი/დრო: ოქტომბერი 16, 2020 წელი. 10:30pm —
არ არის კომენტარები
_______________
დავიწყოთ თბილი ამბებით, რომელსაც სინოპტიკოსები გვპირდებიან - მომდევნო დღეებში, ვიდრე 18 ოქტომბრამდე, ქვეყანაში კარგად ჩამოთბება, დასავლეთ საქართველოში ტემპერატურა 32 გრადუსამდეც კი მოიმატებს. ტემპერატურამ დღეს მკვეთრად მოიმატა კოვიდის მაჩვენებლებში - 919 ახალი შემთხვევა დაფისირდა და ყველა სხვა ამბავი ამ თემამ გადაფარა. არჩევნებამდე ორი კვირაა დარჩენილი და ყველა ნიუსი არჩევნების ჭრილშიც განიხილება, მათ შორისაა კარტოგრაფების საქმეც. კოვიდ…
დაამატა Giorgi_მ!
თარიღი/დრო: ოქტომბერი 15, 2020 წელი. 9:30pm —
1 კომენტარი
________________
კირიონის ჩვენება კიდევ რამდენიმე დღე იქნება მთავარი ნიუსი და დაკავებული ექსპერტების ამბავი უფრო მნიშვნელოვანი გამოდგა, ვიდრე საზღვრის დაგენის პრობლემები. დასაჭერია თუ არა ექსპერტი მოღალატეობის ბრალით, ჯერ კიდევ ბევრი სასამართლოს მიზეზი იქნება. არჩევნებიც კარზეა მომდგარი და ურთიერთ ქიშპობაც მოწინავეა, არც კორონა გვივიწყებს ასეული შემთხვევებით. სტატისტიკისთვის - დადასტურებული შემთხვევა - 12272, გამოჯანმრთელებული - 6538, გარდაცვლილი - 93. 1 აშშ…
დაამატა Giorgi_მ!
თარიღი/დრო: ოქტომბერი 12, 2020 წელი. 10:30pm —
2 კომენტარი
________________
ყველა ამბავი გადაწონა გარეჯის ამბავმა და რუკების დაკარგვის-პოვნის ნიუსებმა. დაკავებულ ექსპერტებს ბრალი წარედგინათ და ახლა მხოლოდ გასაჩივრებები და სასამართლოების კვირები გველის. დღის მთავარი ამბავი სწორედ ეს იყო და მასთან ერთად საარჩევნოდ საჭირო განცხადებები. კორონას სტატისტიკას რაც შეეხება, 1 ბევრეულს გადაცდა შემთხვევების რაოდენობა - დადასტურებული შემთხვევა - 10225, გამოჯანმრთელებული - 5553, გამოჯანმრთელებული - 5553. ერთი აშშ დოლარი…
დაამატა Giorgi_მ!
თარიღი/დრო: ოქტომბერი 8, 2020 წელი. 10:30pm —
1 კომენტარი
________________
რა ხდება ქვეყანაში? კორონა სირცხვები ასეულებით იზომება უკვე კვირაზე მეტია, გაურკვეველია გარეჯის საკითხი და გამოძიება-დაკავება-ბრალდებები აქტუალური ხდება, საუბარია დამალულ რუკებზეც კი, რუსეთმა ჟენევაში საუბარზე უარი გვითხრა, თვითაღიარებულები პუტინს ემადლიერებიან და ყარაბაღში ისევ ომია. არ ვივიწყებთ საარჩევნო ორომტრიალსაც. ქართული კორონას სტატისტიკა - კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევა - 9753, გამოჯანმრთელებული - 5235, გარდაცვლილი -…
დაამატა Giorgi_მ!
თარიღი/დრო: ოქტომბერი 7, 2020 წელი. 11:00pm —
არ არის კომენტარები
_______________
ქვეყნის შიგნით მთავარი ამბავია კორონა და ევროკავშირის შემოთვლილი საყვედურები მოსამართლეებთან დაკავშირებით, მაგრამ უფრო მნიშვნელოვანი ამბები ხდება ჩვენს სამეზობლოში - ყარაბაღში ომი არ წყდება, სირია კი აფხაზეთის დამოუკიდებლობას აღიარებს, ყირგიზეთში გადატრიალებაა. საშინაო კოვიდ სტატისტიკას რაც შეეხება - კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევა - 9245, გამოჯანმრთელებული - 4887, გარდაცვლილი - 58. 1 დოლარი 3.2209 ლარია.
დაამატა Giorgi_მ!
თარიღი/დრო: ოქტომბერი 6, 2020 წელი. 11:00pm —
არ არის კომენტარები
_______________
ქვეყანაში აცივდა, ტემპერატურა მკვეთრად დაეცა და წვიმამ კიდევ უფრო მოიტანა შემოდგომა-ზამთრის განწყობა, სინოპტიკოსების აზრით, მსგავსი ამინდი რამდენიმე დღე გაგრძელდება. სხვა მხრივ, ქვეყნის შიგნით, არაფერი შეცვლილა - დღის წესრიგს ისევ არჩევნების გარემო ქმნის, ასევე კოვიდ 19-ის პანდემია და ჩვენი ევროპული მომავალი. სამეზობლოსთან ჯერ ტერიტორიის პრობლემა და მეზობლების ომი. სტატისტიკას რაც შეეხება - კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევა - 7093,…
დაამატა Giorgi_მ!
თარიღი/დრო: ოქტომბერი 2, 2020 წელი. 11:00pm —
არ არის კომენტარები
_______________
სავარაუდოდ, მომდევნო რამდენიმე დღე, თუ თვის ბოლომდე არა, ერთსა და იმავე წრეზე იტრიალებს დღის მთავარი ამბები. კორონას სტატისტიკა უცნაური პროგრესიით იზრდება, პარალელურად ლარი, გაურკვეველ სვლებს აკეთებს, ქვეყანაში პარტიების სიების რეგისტრაცია დასრულდა და ისეთი უცნაური ხალხი მოხვდა სიებში, ყველა გაოცებულია. საარჩევნოდ, მოგოებებით დაბრუნდა ბიძინა ივანიშვილიც. ყარაბაღში კვლავ ომია. კორონავირუსის დადასტურებული 6640 შემთხვევაა, მათ შორის…
დაამატა Giorgi_მ!
თარიღი/დრო: ოქტომბერი 1, 2020 წელი. 11:00pm —
არ არის კომენტარები
_______________
რაც მარნეულში ხდება ყოვლად მიუღებელია - ამბობენ ჟურნალისტები და თანხმდებიან, რომ ყველას ცემა შეიძლება, გარდა ჟურნალისტებისა. დღის მთავარი ამბავი სწორედ საარჩევნო ნიადაგზე დაპირისპირებებსა და ხელის შეშლებს მიეძღვნა. იყო მეორე არანაკლებ საყურადღებო თემა - აზერბაიჯანთან დაკარგული საზღვარი. ცხადია, კორონავირუსის ახალი სტატისტიკაც საინტერესოა - კორონავირუსის დადასტურებული 6192 შემთხვევაა, მათ შორის გამოჯანმრთელებული - 3120 და გარდაცვლილი - 39. რაც…
დაამატა Giorgi_მ!
თარიღი/დრო: სექტემბერი 30, 2020 წელი. 11:00pm —
არ არის კომენტარები
_______________
მნიშვნელოვანი და ვრცელი აბებით სავსეა დღე, თუმცა განსაკუთრებული სიჭრელით ან მრავალფეროვნებით სულაც არ გამოირჩევა. ცხადია, კორონას გაზრდილი შემთხვევები კვლავ N1 ამბებია, ასევე საარჩევნო გარემოს შეფასებები და ოპონეტების გამოსვლები. დღეს უკვე ევროკავშირსა და ნატოსთან დაახლოებაზე მოლაპარაკებებიც დაწინაურდა, აზერბაიჯანის საზღვარი და ცხადია, #BreakingNews ომი სამეზობლოში. კორონავირუსის დადასტურებული 5866 შემთხვევაა, მათ შორის გამოჯანმრთელებული -…
დაამატა Giorgi_მ!
თარიღი/დრო: სექტემბერი 29, 2020 წელი. 10:00pm —
1 კომენტარი
________________
ორი მთავარი თემის გარშემო ტრიალებს მედია და სავარაუდოდ, ყოველგვარი წინასწარმეტყველების ნიჭის გარეშეც ცხადია, რომ მომავალშიც ასე გაგრძელდება. ერთი კორონას გაზრდილი შემთხვევები და მკურნალობის შესაძლო შეუძლებლობა და მეორე მხრივ, წინასაარჩევნო გარემო თავისი სრული სისასვსით, თუმცა შედარებით მცირე არეულობით. კორონავირუსის დადასტურებული 4399 შემთხვევაა, მათ შორის გამოჯანმრთელებული - 1705 და გარდაცვლილი - 26. 1 დოლარის ოფიციალური ფასი დღეს 3.2897…
დაამატა Giorgi_მ!
თარიღი/დრო: სექტემბერი 24, 2020 წელი. 10:00pm —
არ არის კომენტარები
_______________
2024
2023
2022
2021
2020
2019
2018
2017
2016
2015
2014
2013
2012
1999
Welcome to
Qwelly
გამოაქვეყნა taoaxue_მ.
თარიღი: აპრილი 24, 2024.
საათი: 5:00am
0 კომენტარი
0 მოწონება
Embracing the Unknown
While the decision to eschew PTRs may result in more bugs and glitches, it also paves the way for unexpected delights and unforgettable moments. In a world where information is readily available and secrets are few and far between, the allure of the unknown holds a special charm. By allowing players to stumble upon WoW Classic SoD Gold new content organically, the Season of Discovery rekindles the spirit…
გამოაქვეყნა taoaxue_მ.
თარიღი: აპრილი 19, 2024.
საათი: 6:00am
0 კომენტარი
0 მოწონება
A Seamless Living World: Throne and Liberty boasts a seamless and dynamic world, where environments and even dungeons adapt and change based on weather conditions and surrounding surroundings. This dynamic environment adds a layer of immersion and unpredictability to exploration and gameplay, constantly keeping players on their toes.
Immersive Narrative: The game's narrative weaves an intricate tapestry connecting the past, present, and future. While details remain scarce, this unique…
გაგრძელება
გამოაქვეყნა taoaxue_მ.
თარიღი: აპრილი 18, 2024.
საათი: 6:30am
0 კომენტარი
0 მოწონება
Spotting Extraction Points: Extraction points are marked by Blue Headstones that emerge from the ground. Listen for the telltale sound of rumbling rocks, signaling the proximity of an extraction point.
Activating the Portal: Approach the Blue Headstone and interact with it by pressing the "F" key on your keyboard. This will open a blue portal, your ticket to safety.
Entering the Portal: Once the portal is active, step into it to initiate the extraction process. Keep an eye out…
გაგრძელება
გამოაქვეყნა millan Myra_მ.
თარიღი: აპრილი 13, 2024.
საათი: 10:00am
0 კომენტარი
0 მოწონება
In the realm of gaming, the allure of microtransactions often beckons players of promises of rare loot, powerful weapons, and legendary mounts. But are these investments truly worth the cost? Today, we embark on a journey into the world of Night Crows, a popular online game, to unravel the mysteries behind its microtransaction system.
Meet Nathan Pay, a seasoned gamer and host of the Blan Crypto channel. With a passion for exploring the depths of virtual economies, Nathan dives…
გაგრძელება© 2024 George. •