Qwelly ბლოგი! - qwelly (347)

ხევში ნათქვამი ლექსი ვარ

ხევში ნათქვამი ლექსი ვარ.

მთავ მოდი შემეკამათე.

ნისლში ჩავწექი... შენი ვარ.

კლდის ქიმზე მოლაპარაკე.

ცაო ფიქრები შეჰკარი.

გაღმა... მაჩუქე ფერია...

გერგეტის მთისა მწვერვალი

გრძნობებად შემომერია.

დარიალს ვუხმე ვაჟკაცსა

გულზე იარებს ვხედავდი.

თერგზე ჯირითით გადმოვალ,

ლაღი ოცნების მხედარი.

შეგებებები .... გაკოცებ...

ლოყას ნიავქარს მივანდობ.

შაირით ჩამოგიქროლებ

გრძნობებზე ისე…

გაგრძელება

დაამატა nino_მ!
თარიღი/დრო: ივლისი 29, 2019 წელი. 3:00pm — არ არის კომენტარები
_______________

უბანი პოეტებისთვის - ლურჯი მარგალიტი

      ბარათაშვილი ალბათ ასეთ ქუჩებში ინატრებდა რამდენიმე დღის ან კვირის გატარებას. ქუჩებში, რომელშიც ყველა ეტრფოდა - ცისა ფერს, ლურჯსა ფერსს, პირველად ქმნილსა ფერს და არ ამქვეყნიერს... მაგრამ, სამწუხაროდ, ამის საშუალება არ ჰქონია. სამაგიეროდ „ლურჯი მარგალიტის“ მოსახლეობას ესმის კარგად ქართველი კლასიკოსი, რომანტიკოსის. პატრიოტიზმს მრავალი პოსტი მივუძღვენით, მაგრამ ჩვენში მაინც ქუჩაში ყვირილი აღიქმება პატრიოტიზმად, ამ პატარა სოფლის მოსახლეობამ,…

გაგრძელება

დაამატა Tamila Moshiashvili_მ!
თარიღი/დრო: ივლისი 7, 2019 წელი. 10:54pm — არ არის კომენტარები
_______________

დაუბრუნებელი ვალი

ვინ გადაურჩა წარღვნას

      თხუთმეტიოდე წლის თუ იქნებოდა მაშინ, ჯერ ისევ უწვერული, სხარტი და მხიარული ყმაწვილი, სწორედ ასეთი დოქით გაატანა ღვინო მამამისმა მუშტართან. ამის საფასური უკვე აღებული მაქვს და ეს ღვინო უსიკვდილოდ უნდა ჩააბარო პატრონსო, გააფრთხილა. ნოე მაშინვე გაუდგა გზას, ლაღად მიაბიჯებდა სოფლის ორღობეებში, სხვა დროსაც არაერთხელ შეუსრულებია მამის…

გაგრძელება

დაამატა nunu qadagidze_მ!
თარიღი/დრო: ივნისი 13, 2019 წელი. 3:30pm — არ არის კომენტარები
_______________

ვინ გადაურჩა წარღვნას?!

წარღვნა

      ასეთ გადაუღებელ წვიმას კარგი არაფერი შეიძლებოდა მოჰყოლოდა; მან არამარტო მდინარეები აამღვრია და კალაპოტიდან ამოაგდო, ადამიანთა ცხოვრების ჩვეული დინებაც სრულიად შეცვალა. დაცარიელდა ფართო სახელოსნო, აღარ ისმოდა ქვაზე საჭრეთლის ფხაჭუნი, ხელოსანთაგან აქ აღარავინ ირჯებოდა. საკუთარ ოჯახებს მიაშურეს. რაიმე უნდა ეღონათ, თავიც…

გაგრძელება

დაამატა nunu qadagidze_მ!
თარიღი/დრო: ივნისი 11, 2019 წელი. 3:30pm — არ არის კომენტარები
_______________

მომაჯადოებლობა

      ჩრდილოეთის (პოლარული) ციალი, ალბათ, ერთ-ერთი ულამაზესია იმ მოვლენათაგან, რომლის ხილვის საშუალებასაც ბუნება გვაძლევს. პოლარული ციალი ორივე ნახევარსფეროს მაღალი განედების ოვალური სარტყელის ზონაში აღინიშნება, რომელთაც დედამიწის მაგნიტური სარტყელი არტყამს, ანუ ავრორალურ ოვალებში. გამოვლინება ძირითადად ჩრდილოეთით ან სამხრეთით ხდება. ის ყველაზე ხშირი გაზაფხულობითა და შემოდგომობითაა, პიკი კი ბუნიობისასაა. ხანგრძლივობა რამდენიმე საათიდან რამდენიმე…

გაგრძელება

დაამატა Ekaterine_მ!
თარიღი/დრო: ივნისი 5, 2019 წელი. 11:30pm — 1 კომენტარი
________________

შემთხვევითობას ეძინა

ოქროს მაძიებლის ნაკვალევზე (გაგრძელება)

      უცბად დაიჭექა, მაგრამ რა დაიჭექა! ჭექა-ქუხილის ღმერთი იყო, აბა სხვა ვინ იქნებოდა...

      - შემთხვევითობას ეძინა! ეძინა საღათას ძილით... მხოლოდ ჩემმა სიტყვამ გამოაფხიზლა, ჩემს შემდეგ ალაპარაკდა, სხვანაირად ხმასაც ვერ ამოიღებდა...

      მგონი, საკუთარ თავსაც გადააჭარბა, ისეთი ხმაური ატეხა…

გაგრძელება

დაამატა nunu qadagidze_მ!
თარიღი/დრო: აპრილი 24, 2019 წელი. 3:00pm — არ არის კომენტარები
_______________

მინავლებული ათინათი

ოქროს მაძიებლის ნაკვალევზე (გაგრძელება)

      მიინავლა ალისფერი ათინათი, მზესავით გაბრწყინდა რომელიღაც უცხო ვარსკვლავი, ოღონდ ლურჯი ფერის მზესავით. სირიუსი გამახსენდა, მიწიერი ცის მშვენება... ლურჯი შუქის ნამდვილი ნიაღვრები გადმოაფრქვია. ცხადია, ოქროს ნიღაბსაც მისწვდა. ხომ წარმოგიდგენიათ, რა სანახავი უნდა ყოფილიყო ოქროს ნიღაბი; ერთგვარი მომწვანო ფერი…

გაგრძელება

დაამატა nunu qadagidze_მ!
თარიღი/დრო: აპრილი 20, 2019 წელი. 1:00pm — არ არის კომენტარები
_______________

ლაპარაკობდა, როგორც გველეშაპი

ოქროს მაძიებლის ნაკვალევზე (გაგრძელება)

      იცით, ვინ წარმოთქვა ეს სიტყვები? ცეცხლოვანმა გველეშაპმა. არ გეხუმრებით, ნამდვილად ასე იყო, ვარსკვლავების მანათობელმა გირლიანდებმა გველეშაპი გამოსახეს იმ უფართოეს სივრცეში, რომელშიც იმჟამად ვიმყოფებოდით (მართლაც საზღვარი არ აქვს აქაური წალკოტის სასწაულებს). პირდაპირ სასაცილო იყო, მეტი რომ არ ვთქვათ, ცეცხლოვან…

გაგრძელება

დაამატა nunu qadagidze_მ!
თარიღი/დრო: აპრილი 17, 2019 წელი. 1:30pm — არ არის კომენტარები
_______________

მკითხველის ყურადღება

ოქროს მაძიებლის ნაკვალევზე (გაგრძელება)

      ცოტა ხნით ყურადღებას ვითხოვ მკითხველისაგან. ისეთი რამ უნდა გიამბოთ, ჭექა - ქუხილის ღმერთმა მოგვიანებით რომ გაგვიმხილა. იმ დროისთვის უკვე აღარ ვიყავით აუზის ძერწილ ნაპირებზე ჩამორიგებულნი, ვლაღობდით და ვმხიარულობდით სამოთხისდარ ბაღნარში. ჭექა - ქუხილის ღმერთს აბა რაღა დააოკებდა? ხომ ცნობილია მისი თავმომწონეობის…

გაგრძელება

დაამატა nunu qadagidze_მ!
თარიღი/დრო: აპრილი 10, 2019 წელი. 2:00pm — არ არის კომენტარები
_______________

დალასისს და დენვერის დაპირისპირება

Nuggets still wary of depleted Mavericks

The Denver Nuggets went from a solid hold to a shaky one on the No. 2 spot in the Western Conference as the Houston Rockets kept winning and climbing. It didn't help that Denver went into a tailspin, losing four of five games and getting an earful from coach Michael Malone after a poor effort at Golden State on Friday. Malone's words, emphasized over the three-day gap between games, had an impact. The Nuggets put together one of their best…

გაგრძელება

დაამატა thechampionrings_მ!
თარიღი/დრო: მარტი 15, 2019 წელი. 3:00pm — არ არის კომენტარები
_______________

ვონდერლენდის გამოფენა

      ალისას მოგზაურობის შემდეგ, ვინ მოთვლის რამდენმა ბავშვმა თუ მოზრდილმა ისურვა და ინატრა ემოგზაუროა საუცრებათა სამყაროში. ქართულად, ხშირად აღარც კი თარგმნიან ვონდერლენდს იმდენად დიდია მისი პოპულარულობა მთელი მსოფლიოს მასშტაბით. ფოტოგრაფმა კირსტი მიჩელიმა (Kirsty Mitchell) კი შთამბეჭდავი გამოფენა მოაწყო, რომლის თითოეული დამთვალირებელი ვონდერლენდის მოგზაურობას საკუთარ თავზე გამოცდის.…

ნახატები, ფოტოგრაფია, ვონდერლენდი, ბლოგი, Qwelly, wonderland, blog, photogaphy

ნახატები, ფოტოგრაფია, ვონდერლენდი, ბლოგი, Qwelly, wonderland, blog, photogaphy

გაგრძელება

დაამატა Tamila Moshiashvili_მ!
თარიღი/დრო: მარტი 9, 2019 წელი. 10:57pm — 1 კომენტარი
________________

ოქროს მაძიებლის ნაკვალევზე

      ვინც ამ გზაზე ჩემამდე იარა, ჩემსავით იხსენებდა და აღწერდა ყველაფერს. ჩვენი პირველი ნაბიჯები ამ წალკოტში ზუსტად ერთნაირი თუ არ იყო, ძალიან კი ჰგავდნენ ერთმანეთს, ოღონდ... გარკვეული დროით. განსხვავებამ ცოტა მოგვიანებით იჩინა თავი, უფრო სწორად, განსხვავებათა მთელმა კრიალოსანმა.

      კინაღამ გადავიჩეხე ღრმა ორმოში, აი ეს გახლდათ ხსენებული კრიალოსანის პირველი მარცვალი. ჩემს წინამორბედს, ნამდვილად ვიცი, მსგავსი არაფერი შემთხვევია. ბეწვზე…

გაგრძელება

დაამატა nunu qadagidze_მ!
თარიღი/დრო: მარტი 5, 2019 წელი. 1:30pm — არ არის კომენტარები
_______________

შინაური ცხოველების საწოლები

      თბილ და რბილ ლოგინში გამოძინება არა მხოლოდ ადამიანებს, არამედ სხვა ცოცხალ არსებებსაც ძალიან უყვართ. მართალია, დათვები ბუნებრივად რბილები და თბილები არიან, ამიტომ მათი ბუნაგები ლუდოვიკოს რბილი ავეჯით ვერ დაიკვეხნიან, მაგრამ არსებობენ ისეთი ცხოველები, რომლებზე ზრუნვაც, ხშირად, მრავალგზის აღემატება შვილებზე ზრუნვასაც.

      განებივრებული ძაღლების ცხოვრება ჰოლივუდში ცხოვრებას ჰგავს, მაგრამ მიუსაფარი ძაღლების მეტი რა არის? სწორედ მათზე…

გაგრძელება

დაამატა Tamila Moshiashvili_მ!
თარიღი/დრო: თებერვალი 24, 2019 წელი. 10:34pm — 2 კომენტარი
________________

დაგვიანებული საჩუქარი

     

    "სამყაროსა და სულის სიცოცხლე გრძელდება მხოლოდ იმ წინააღმდეგობის წყალობით, რასაც ძნელად საცნაური საგნები გვიწევენ. საკმარისია, ყველაფერი შევიცნოთ, რომ ყოველივე გაქრეს, განქარდეს. ცნობირების მიერ კიდით - კიდემდე განწონილი სამყაროს არსებობა იმდენადვე იქნება შესაძლებელი, რამდენადაც მხილებული გაიძვერობა ან გაქნილი თალთმაქცის ოინი, რომლის საიდუმლო აღარავისთვის წარმოადგენს საიდუმლოებას"

პოლ ვალერი…

გაგრძელება

დაამატა nunu qadagidze_მ!
თარიღი/დრო: ოქტომბერი 27, 2018 წელი. 3:00pm — არ არის კომენტარები
_______________

ჟმუროვის დეპრესიის საკვლევი ტესტი - დეპრესიული მდგომარეობის სიმძიმის შესაფასებელი

ჟმუროვის ტესტი, ფსიქოლოგია, ტესტები

      გაინტერესებთ რამდენად დეპრესიული ხართ? მაშინ გააკეთეტ ეს ტესტი. აირჩიეთ თქვენთვის მისაღები ერთი ვარიანტი და ჩაინიშნეთ ფურცელზე.

1.

ა) ჩემი გუნება-განწყობა ახლა არაა იმაზე უფრო დაწეული (მოწყენილი), ვიდრე ჩვეულებრივად.

ბ) ალბათ ის უფრო დაწეული, ვიდრე ჩვეულებრივად;

გ) კი, ის უფრო დაწეულია, ვიდრე ჩვეულებრივად;

დ) ჩემი გუნება-განწყობა ახლა ბევრად უფრო დაწეულია, ვიდრე…

გაგრძელება

დაამატა nino geldiashvili_მ!
თარიღი/დრო: ივლისი 8, 2018 წელი. 1:00am — არ არის კომენტარები
_______________

ახალი დედამიწელი

- ჩვენ აქ ვერაფერსაც ვერ ვიპოვით, - თქვა ახალგაზრდამ, ბარი მიწაში ჩაარჭო და წელში გაიმართა. ჭაღარას თავიც არ აუწევია, გულმოდგინედ ჩიჩქნიდა მიწას ხისტარიანი მომცრო ნიჩბით. რაკი პასუხს ვერ ეღირსა, ახალგაზრდამ ოქროსფერი ხელთათმანები ისე ენერგიულად დაიჭიმა თითებზე, თითქოს დაგროვლ ჯავრს გზა მისცაო და მუშაობა განაგრძო. ოქროსფერივე კომბინეზონი თევზის ქერცლივით მჭიდროდ შემოტმასნოდა ტანზე. ჭაღარას მოლურჯო ფერის სრული კომბინეზონი ემოსა, ხელთათმანები კი…

გაგრძელება

დაამატა nunu qadagidze_მ!
თარიღი/დრო: ივნისი 19, 2018 წელი. 2:00pm — არ არის კომენტარები
_______________

ზაფხულის სეზონი 2018

      მიუხედავად წვიმებისა სეტყვისა მიწისძვრისა და სხვა სტიქიური მოვლენებისა ჟამთა ცვლილება გარდაუვალია და აი ზაფხულის სეზონიც დადგა, შეიძლება მეჩვენება მაგრამ თითქოს ხალხის დიდ ნაწილს ჩემს გარშემო სულ არ აქ განწყობა და ყველას ეზარება თითქოს დაღლილები არიან შეძლება ფინანსური მომენტია რამეთუ ზაფხულში დასვვენება გარკვეულ ხარჯებთან არის დაკავშირებული თან ეს ფასები და ტარიფებიც ყოველწლიურად ძვირდება, მე მაგალითად სოფელი, რომ არ მქონდეს…

გაგრძელება

დაამატა vako_მ!
თარიღი/დრო: ივნისი 11, 2018 წელი. 4:00pm — არ არის კომენტარები
_______________

მიწიერი ღმერთი

      მხატვარი რომ ვიყო, ჩაფიქრებულ ადამიანს დავხატავდი: თავი ჩაუღუნავს, მხრებზე თითქოს მძიმე ტვირთი დასწოლია, შუბლიც ერთიანად ნაოჭებით დაფარვია... ყველაზე ცხადად სწორედ შუბლზე ეტყობა, ათასგვარი საზრუნავი რომ ჯიჯგნის და აწამებს.

      მერედა, რამ დაუმძიმა შუბლი ადამიანს, რა მიუძღვის წინ უამრავ საზრუნავთა ჯაჭვს?

      კარგი კითხვაა, მართლაც.

      პასუხიც კარგი მოსდევს: ოქრო, უწინარეს ყოვლისა!

      დიახ, ყველა საზრუნავი…

გაგრძელება

დაამატა nunu qadagidze_მ!
თარიღი/დრო: მაისი 29, 2018 წელი. 3:00pm — 3 კომენტარი
________________

გაყიდვადი წიგნების შეჯამება

      ქველნო წარმოგიდგენთ ამა წლის რამდენიმე თვის ყველაზე კარგად გაყიდვადი და ტოპ 10 რეიტინგული წიგნების ჩამონათვალს რაც, რა თქმა უნდა, საინტერესოა, რადგან ჩვენი ინტერნეტ სივრცე ქველი ვრცელი ელექტრონული ბიბლიოთეკის მფლობელია, მაგრამ საინტერესოსთან ერთად ეს ყველივე გასაოცარი და საკვირველია ვიღაცამ შეიძლება ისიც კი იფიქროს ალბათ რომელიმე ვითომ მწერლის შემთხვევაში რაიმე გარიგებას ჰქონდაო ადგილი, გარიგებას, ჩაწყობას ან რაიმე…

გაგრძელება

დაამატა vako_მ!
თარიღი/დრო: მაისი 9, 2018 წელი. 1:00pm — არ არის კომენტარები
_______________

ათეისტის წირვა

ოგიუსტ ბორჟას უძღვნის მისი მეგობარი დე ბალზაკი.

      ექიმმა ბიანშონმა მეცნიერება გაამდიდრა მნიშვნელოვანი ფიზიოლოგიური თეორიით. მან ჯერ კიდევ ახალგაზრდობაშივე მოიხვეჭა სახელი პარიზის სამეცნიერო ფაკულტეტზე, რომელიც ევროპის ექიმების მიერ განათლების ცენტრად იქნა აღიარებული. სანამ თერაპევტის სპეციალობას მიიღებდა, იგი დიდხანს მუშაობდა ქირურგად. სწავლის პირველ ხანებში ბიანშონს…

გაგრძელება

დაამატა vako_მ!
თარიღი/დრო: მარტი 7, 2018 წელი. 5:00pm — არ არის კომენტარები
_______________

ყოველთვიური არქივი

2024

2023

2022

2021

2020

2019

2018

2017

2016

2015

2014

2013

2012

1999

ღონისძიებები

ბლოგ პოსტები

Important Notes

გამოაქვეყნა taoaxue_მ.
თარიღი: აპრილი 18, 2024.
საათი: 6:30am 0 კომენტარი

Spotting Extraction Points: Extraction points are marked by Blue Headstones that emerge from the ground. Listen for the telltale sound of rumbling rocks, signaling the  proximity of an extraction point.

Activating the Portal: Approach the Blue Headstone and interact with it by pressing the "F" key on your keyboard. This will open a blue portal, your ticket to safety.

Entering the Portal: Once the portal is active, step into it to initiate the extraction process. Keep an eye out…

გაგრძელება

A Deep Dive into purchase Night Crows Diamonds

გამოაქვეყნა millan Myra_მ.
თარიღი: აპრილი 13, 2024.
საათი: 10:00am 0 კომენტარი

In the realm of gaming, the allure of microtransactions often beckons players of  promises of rare loot, powerful weapons, and legendary mounts. But are these investments truly worth the cost? Today, we embark on a journey into the world of Night Crows, a popular online game, to unravel the mysteries behind its microtransaction system.

Meet Nathan Pay, a seasoned gamer and host of the Blan Crypto channel. With a passion for exploring the depths of virtual economies, Nathan dives…

გაგრძელება

purchase an instrument

გამოაქვეყნა millan Myra_მ.
თარიღი: აპრილი 10, 2024.
საათი: 11:00am 0 კომენტარი

In the blink of an eye, the procedure changed into the following: mine ores make smelt of ore to forge bronze daggers chicken execution, then sell the rest to the greedy clerk at the shop, and use the cash to buy tools. And on and so forth it goes on. As of now I've consumed all the energy drinks available I have available . I've never had to fight this intensely in my entire life to get rid of chickens. I took another bottle of red bull, knowing it…

გაგრძელება

დაძაბული ბიურო, მოლოტოველის სასამართლო და აქციების დასაწყისიც

გამოაქვეყნა Giorgi_მ.
თარიღი: აპრილი 8, 2024.
საათი: 11:30pm 0 კომენტარი

აპრილის შხაპუნა და ცოტა მომაბეზრებელი წვიმების ფონზე, აქტიური პოლიტიკური დღის წესრიგი გვაქვს. პრინციპში ამის მოლოდინი ისედაც იყო და წინაპირობაც, რადგან დღეს „გამჭვირვალობა“ პარლამენტის ბიუროს სხდომაზე გავიდა განსახილველად, ხოლო პარლამენტის წინ აქციები გაჩაღდა. დღეს 1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.6777 ლარია.

საქართველოს და მსოფლიოს ამბები | 8…

გაგრძელება

Qwelly World

free counters