Lia (baia) beriani'ს ბლოგი || "qwelly" (13)

ძველი ბავშვობა

ჩვენ ის ბავშვები ვართ ვისაც დედები აივნიდან ეძახდნენ სახლში ამოდიო. ჩვენ ვართ ისინი, ვინც წერილებს ფურცელზე წერდნენ და არა მობილურზე. ჩვენ ვართ ისინი, ვისი მეგობრებიც online-ის ნაცვლად ეზოში იყვნენ. ჩვენ ვართ ისინი ვინც ონლაინ თამაშების ნაცვლად დახუჭობანას ვთამაშობდით. ჩვენ ის ბავშვები ვართ შუქი რომ მოდიოდა და ვყვიროდით მთელი უბანი ერთად. ის ბავშები ვართ პოკემონებს რომ ვაგროვებდით და დენდი გქვონდა. ის ბავშვები ვართ ტურბოს ნაკლეიკებზე, რომ ჯეირნს ვთამაშობდით და…

გაგრძელება

დაამატა lia (baia) beriani_მ!
თარიღი/დრო: ოქტომბერი 29, 2015 წელი. 7:00pm — 15 კომენტარი
________________

მეოცნებე

     არსებობს ღამეები, რომლებიც მხოლოდ მაშინ შეიძლება არსებობდნენ, როცა ახალგაზრდა ხარ. ეს არის ღამე, როდესაც ცა ისეა ვარსკვლავებით მოჭედილი, ისეთი ნათელია, რომ შეხედავ თუ არა, უნებურად საკუთარ თავს ეკითხები: ნუთუ ასეთი ცის ქვეშ გაბრაზებული და უხასიათო ადამიანებიც ცხოვრობენ? ასეთ ღამეებს ყველაზე მეტად მეოცნებეები აფასებენ. მეოცნებე ჩვეულებრივი ადამიანი არ არის. ძირათადად მოფარებულ ადგილებში სახლობს, თითქოს მზესაც კი ემალება. მეოცნებეს ნაცნობები არ…

გაგრძელება

დაამატა lia (baia) beriani_მ!
თარიღი/დრო: ივნისი 9, 2015 წელი. 8:30pm — არ არის კომენტარები
_______________

ბოროტება არ არსებობს

      ბოროტება არ არსებობს. ბოროტება არის იგივე რაც სიბნელე და სიცივე. ბოროტება ღმერთის ნაკლებობაა ადამიანში. სიტყვა იმის გამომხატველი რომ ადამიანმა ღმერთის რწმენა დაკარგა. ბოროტება არაა რწმენა და სიყვარული, რაც არსებობს როგორც სითბო და სინათლე. იგი რეზულტატია იმისა, რომ ადამიანის გულში ღმერთის სიყვარულისა და რწმენის ნაკლებობა. იგი მოდის მაშინ როცა არაა ღმერთი, როგორც სიცივე მოდის როცა ქრება სითბო და მოდის სიბნელე როცა არ არის…

გაგრძელება

დაამატა lia (baia) beriani_მ!
თარიღი/დრო: ოქტომბერი 13, 2013 წელი. 4:30pm — არ არის კომენტარები
_______________

წერე ქართულად!

       მეცნიერებმა დაადგინეს რომ ქართული ანბანით დაწერილი ქართული ტექსტი უფრო ადვილად იკითხება ვიდრე ლათინური ან რუსული. მსოფლიოში სულ 14 ერს აქვს შესაძლებლობა იამაყოს საკუთარი უნიკალური ანბანით, მათ შორისაა საქართველო.

       დღესდღეობით ქართულად წერა არ წარმოადგენს განსაკუთრებულ სირთულეს, ვინაიდან თითქმის ყველა თანამედროვე კომპიუტერზე, მობილურსა თუ პლანშეტზე, შესაძლებელია ქართული შრიფტის ინსტალაცია და…

გაგრძელება

დაამატა lia (baia) beriani_მ!
თარიღი/დრო: სექტემბერი 17, 2013 წელი. 9:30pm — 11 კომენტარი
________________

როგორ უყვართ ახლა ერთმანეთი !

- ბიჭო, - უთხრა თვალებდაწითლებულმა გურამმა ცქიტოს, - ლეილასთან როგორა გაქვს საქმე?

- ისე რა.

- ნინოს სულ დაანებე თავი?

- რა ვიცი, კარგი გოგოა, ხომ იცი, მერე მეცოდება კიდეც. ერთგან უთქვამს, მაგან რო თავი დამანებოს, გავგიჟდებიო. ცოდვაა, ისეთი გული აქვს, მართლა რამე არ დაემართოს. ჯერ ცოტა დავშორდები და მერე უფრო ადვილი იქნება.

- ჰო, ეგრე სჯობია. მაგრამ სულელი ხარ, რომ თავს ანებებ.

- როგორ, ცოლად ხომ არ მოვიყვანო?

- რატომაც არა.

- თუმცა რა ვიცი, შეიძლება…

გაგრძელება

დაამატა lia (baia) beriani_მ!
თარიღი/დრო: ივლისი 27, 2013 წელი. 1:02am — 1 კომენტარი
________________

გწამდეს. აბა, მაშ სხვა რაღა დაგვრჩენია?

" - მხოლოდ ერთი რამ შეიძლება ითქვას: უნდა გწამდეს კაცს. გწამდეს. აბა, მაშ სხვა რაღა დაგვრჩენია?

- რა უნდა გწამდეს?

- ღმერთი... და კეთილი საწყისის არსებობა ადამიანში.

- მერედა განა თქვენ არასოდეს შეგპარვიათ ამაში ეჭვი?

- როგორ არა, - მიუგო ბერიკაცმა, - ხშირად. მაშ, სხვაფრივ როგორ შეიძლება…

გაგრძელება

დაამატა lia (baia) beriani_მ!
თარიღი/დრო: ივლისი 10, 2013 წელი. 12:00am — 2 კომენტარი
________________

რატომ ტირიან ადამიანები?

– რა გატირებს?

– რაღაც გამახსენდა.

– მაინც?

– აი, ეხლა ორმა კაცმა ჩამოიარა და რატომღაც გამახსენდა, რომ ამ კაცებმა ოდესღაც ზუსტად აქ ჩამოიარეს.

– მერე რა გატირებს?

– ხშირად მემართება ესეთი რაღაცები. ხშირად ვაკეთებ რაღაცას და რატომღაც მგონია, რომ ოდესღაც ეს უკვე იყო.

– ეგ მეც მემართება, რა არის მანდ სატირალი?

– რა და, მეშინია როდესმე კიდევ ასე რომ განმეორდეს ჩემი ცხოვრება.

– გინდა შენზე მოთხრობა დავწერო?

– არ მინდა.

–…

გაგრძელება

დაამატა lia (baia) beriani_მ!
თარიღი/დრო: ივნისი 11, 2013 წელი. 1:20am — არ არის კომენტარები
_______________

ყველაფერს აქვს ქვეყნიერებაზე დასაწყისი და დასასრული

"ყველაფერს აქვს ქვეყნიერებაზე დასაწყისი და დასასრული, ბაბუა, მე დღეს თუ ხვალ გავთავდები. უბედურებაა, როდესაც კაცი შეუცნობელში მიდის, ამიტომ არ მეშინია, რომ გითხრა, ტყუილი იქნება, მეშინია, მაგრამ შენ არ შეშინდე, ბაბუა... თუ არაფერში მივდივარ საშიში არაფერია, რადგან არაფერში არაფერი არ არსებობს. თუ მართლა უნდა გარდავიცვალო და მეტი არაფერი, მაშინ მითუმეტეს არ უნდა შეგეშინდეს, ისევ ამ ქვეყნად დავრჩები და სხვა სახით მოვალ, ან ხედ, ან ბალახად, ან ჩიტად, ან ძაღლად... იცოდე…

გაგრძელება

დაამატა lia (baia) beriani_მ!
თარიღი/დრო: მარტი 31, 2013 წელი. 12:00am — 2 კომენტარი
________________

გოდერძი ჩოხელის უკანასკნელი ჩანაწერი

‎ჩემი უბედურება იცი რა არი?იმედი მაქვს გადაწურული.მივხვდი,რო კარგად აღარ გავხდები.ეგ მაგიჟებს.ვერ ველევი!ვერ შევეგუე,რო ცუდად ვარ და კარგად აღარ ვიქნები. გარეთ არ შემიძლია გავიდე.ჰაერი რო ჩავისუნთქო,ისე მომიჭერს ხოლმე,თითქო მარწუხებს მიჭერენ. ეხლაც,ან ცივი წყალი რო დავლიო,ცუდად ვხდები.ხშირად სიცოცხლის ღონე არ მაქვს. 53 წლის ვარ. მაგაზე მწყდება გული. მამაჩემო 80 წლისაა და მთებში თიბავს.მინდოდა მე...ც ეგრე ვყოფილიყავი... ვყოფილიყავი რა,მეცოცხლა რა,თან გამეხარა,რა იქნებოდა! აღარც ჭრელი ქვის…

გაგრძელება

დაამატა lia (baia) beriani_მ!
თარიღი/დრო: მარტი 9, 2013 წელი. 12:39am — 1 კომენტარი
________________

სიკვდილი რომ არ იყოს

   სიკვდილი რომ არ იყოს, აღარ იქნებოდა ამქვეყნად გულადი და ლაჩარი, მდიდარი და მონა,თვით სიკეთე და ბოროტებაც არ იქნებოდა... სიკვდილი რომ არ იყოს არ დაგვჭირდებოდა არც ბრძოლა და ერთმანეთის ჟლეტა, მაგრამ არც მოსავლისთვის მიწის დაბარვა დაგვჭირდებოდა, არც ოსტატური სიტყვა-პასუხი, არც ვისიმე შიში გვექნებოდა და არც კეთილები ვიქნებოდით, არც ბედნიერნი და არც უბედურნი-აღარაფერი არ ვიქნებოდით, ვიღა გაგვარჩევდა, სიკვდილი რომ არ იყო... მთელი ის ჩვენი უსასრულო სიცოცხლე აღარაფერი…

გაგრძელება

დაამატა lia (baia) beriani_მ!
თარიღი/დრო: იანვარი 12, 2013 წელი. 1:00am — 6 კომენტარი
________________

ჰელადოს

      მესამე დღეს, მდინარე კელასურის შესართავთან, ზღვამ ახალგაზრდა ბიჭის სხეული გამორიყა. უფრო სწორად, იგი სტარავერმა მებადურებმა გამოიტანეს და როდესაც სილაზე დაასვენეს, იქვე მობანავე ბიჭებს დაგვიძახეს გვამის ამოსაცნობად. ბიჭს სახე წაშლილი ჰქონდა. ვერავინ ვერ იცნო იგი. მხოლოდ მე, მე ვიცანი, როდესაც თავზარდაცემულმა მის გაშლილ მკერდზე ლურჯად ამოსვირინგებული HELLADOS წავიკითხე. უკანმოუხედავად და სულმოუთქმელად გავირბინე პლაჟი, სანაპირო, რკინიგზის…

გაგრძელება

დაამატა lia (baia) beriani_მ!
თარიღი/დრო: დეკემბერი 1, 2012 წელი. 7:00pm — 3 კომენტარი
________________

გულიდან სისხლის წვეთები



მე ვწერ ამ სტრიქონებს ქარიან ღამეში, როდესაც წვიმის წვეთები ეცემიან მინას და როცა სიშორეზე ტირის როიალი.

მე ახლა მაგონდება ჩემი ცხოვრების ქარიშხლიანი დღეები და სინანულის ჟრუანტელი მივლის.

თანაც მიხარია, რომ ვარ ტერენტი გრანელი.

წინ უფსკრულია და შავი ნისლი მახვევია ირგვლივ.

მე ქვეყნის გაჩენიდან ნელა მოვდიოდი…

გაგრძელება

დაამატა lia (baia) beriani_მ!
თარიღი/დრო: ნოემბერი 5, 2012 წელი. 6:00pm — 1 კომენტარი
________________

ფესვები

ნუ გეშინია, არა ვართ გველები. ამ მაღალს მთაზე გველს რა უნდა? ტყუილად შეკრთი, ჩვენ კაცს არაფერს ვავნებთ, არ მოვსწამლავთ. გარედან რომ დაჭმუჭნილი, ხმელი ტყავი გვაკრავს, იმან შეგაშინა? ერთს დროს ჩვენ სხვა ფერი და იერი გვედო. დრომ, ჟამთა ვითარებამ შეგვიცვალა სახე და ახლა, მწყემსი წამოგვაწყდება ზედ თუ მონადირე, უნდა შეკრთეს, მანამ ახლოს გვნახავს, სანამ შეიგნებს, რომ ჩვენ ერთის მუხის ხმელი ფესვები ვართ და სხვა არა-რა. ერთს დროს ჩვენ უზარმაზარ მუხას ვკვებდით, საზრდოს ვაწვდიდით, ძუძუს ვაწოვებდით.…

გაგრძელება

დაამატა lia (baia) beriani_მ!
თარიღი/დრო: ნოემბერი 5, 2012 წელი. 4:36pm — 1 კომენტარი
________________

ღონისძიებები

ბლოგ პოსტები

Dive In to the Beat: An Introduction to Hearing Rap Audio

გამოაქვეყნა EFTcheat_მ.
თარიღი: მარტი 28, 2024.
საათი: 4:30am 0 კომენტარი







Rap tunes, with its infectious beats, poetic lyrics, and charming storytelling, happens to be a dominant pressure within the audio business and a cultural phenomenon throughout the world. From its humble beginnings from the streets of New York City to its latest standing as a worldwide genre influencing vogue, language, and social actions, rap has progressed into a diverse and dynamic art type embraced by hundreds of thousands. For anyone who is new to rap or seeking to…

გაგრძელება

Study Recombinant Protein Creation

გამოაქვეყნა EFTcheat_მ.
თარიღი: მარტი 27, 2024.
საათი: 12:00am 0 კომენტარი







Proteins tend to be the workhorse molecules that generate nearly each Organic program. Using the escalating recognition of the purpose of proteins in numerous investigate and production things to do, basically isolating them from their natural host cells are unable to meet the escalating need of the market. Chemical synthesis can be not a practical option for this endeavor a result of the size and complexity of proteins. As a substitute, the developments manufactured…

გაგრძელება

Gradient Media in Biomedical Investigate

გამოაქვეყნა EFTcheat_მ.
თარიღი: მარტი 26, 2024.
საათი: 11:30pm 0 კომენტარი







In the realm of biomedical study, the quest for precise separation and isolation methods has led scientists to explore revolutionary solutions. Among these, Axis-Protect Density Gradient Media stands out to be a formidable Device, revolutionizing the best way we isolate cells, organelles, and particles in various applications starting from medical diagnostics to standard analysis.



Density gradient centrifugation has extended been a cornerstone system in Organic…

გაგრძელება

კანონი ოჯახური ღირებულებებით და საუმცირესობოდ, ხელმომწერების მარში და პრემიერი სომხეთში

გამოაქვეყნა Giorgi_მ.
თარიღი: მარტი 25, 2024.
საათი: 11:32pm 0 კომენტარი

დღეს საქართველოს ეკლესიის ავტოკეფალიის აღდგენის დღეა. ცხადია, ამ საკითხზე ტრადიციული მილოცვები გავრცელდა. თუმცა დღის მთავარ თემად კვლავ პოლიტიკური ამბები ლიდერობდა და საარჩევნო წელს, არჩევნებისთვის მოფიქრებული და რედაქტირებული კანონები. გამორჩეული იყო ოჯახური ღირებულებებით წარმოდგენილი კანონპროექტი ლჯბთ თემის უფლებების შემცირებით, ასევე, საარჩევნო ბარიერები, უმცირესობათა დღესასწაულები და ა.შ. დღის მთავარი…

გაგრძელება

Qwelly World

free counters