ქარი დაძრწის, ქურდიც დაძრწის,
ანიავებს ორივე...
თუ ცხოვრება არ გასწორდა და
კაცი არ გამოსწორდა, აქარწყლებენ ორივე.
მშიერ სხეულში სუსტი სული თვალის სარკმლიდან იცქირება:
სადაა ეხლა ის მაძღარი სიყვარული?
მას ვერ დაიჭერს სარკლიდან სული,
დადის უსინდისო სიცივე,
აზრობს უსინდისოდ ყველაფერს,
არ სცხვენიათ ყვავილების,
არც ბალახის და არც…
დაამატა ნათელა_მ!
თარიღი/დრო: ოქტომბერი 3, 2015 წელი. 6:00pm —
არ არის კომენტარები
_______________
ათრთოლებული თვალების შემყურე ვხდები, როგორ მინდა შენთან სიახლოვე, წამითაც რომ არ მოგშორდე ისე და ჩემთან იყო, ვიცოდე რას აკეთებდე, რატომ და მახარებდეს ყოველი შენი ამოსუნთქვა.
ვუყურებ კინოს და ვხედავ, როგორ კარგად გრძნობს გოგო ბიჭთან თავს, როგორ შესციცინებენ თვალებში და…
დაამატა გიორგი ლოგუა_მ!
თარიღი/დრო: სექტემბერი 28, 2015 წელი. 1:20pm —
არ არის კომენტარები
_______________
ძველი ტაძრის გაციებულ კედლებს როცა ვეხები, მთელი ჩემი დარდი, ტკივილი, ცოდვა, სიკეთე, თუ სიხარული, ერთგან იყრის თავს, სადაც ძალიან ხშირად უსიამოვნოდ მტკივა, ჩემი ცოდვების გამო გული მქნეჯნის, სინანულის ცრემლები თვალებს რომ მოაწვება და დედა ღვთისას ხატის დანახვის დროს, როგორ თბილად მომეგებებიან, შემომეხვევიან თბილი ხელები და ღვთისმშობელთან მისვლისთანავე, როგორ უმალ, მოსიყვარულედ ჩამიკრავს გულში, ხელები მეფერებიან და მეფერებიან... დედობრივი…
დაამატა Tinano Star_მ!
თარიღი/დრო: სექტემბერი 22, 2015 წელი. 9:00pm —
1 კომენტარი
________________
გოგო: ძალიან გთხოვ წავიდეთ :(
ბიჭი: დაღლილი ვარ, სულ ვმუშაობ, შენს სახეზე კი ისევ უკმაყოფილებას ვხედავ :/
გოგო: მინდა სულ ჩემს გვერდით იყო :(
ბიჭი: სულ შენს გვერდით ვარ როცა სამსახურიდან მოვდივარ, მაშინაც კი, როცა მუშაობის დროს შენზე ვფიქრობ :/
გოგო: იცი, ბედნიერი არ ვარ :(
ბიჭი: ჩემით უკმაყოფილო ხარ? რაც გინდა ის გაქვს, სადაც გინდა იქ დადიხარ, რასაც გინდა იმას აკეთებ :/
გოგო: ფული ბედნიერებას ვერ მანიჭებს,…
დაამატა Tako ^_^_მ!
თარიღი/დრო: სექტემბერი 12, 2015 წელი. 6:30pm —
3 კომენტარი
________________
ძველავეჯიან ოთახში საწოლზე ხანიერი ქალი იწვა: სულით და ხორცით ერთნაირად გატანჯული. იწვა გარინდებული, თითქოს ტკივილებს ყურს უგდებსო. ის იყო, ზოგჯერ გვერდს თუ იცვლიდა ნელა, სეჭირვებით, უძლურად და ჩუმი გმინვით ამხნევებდა ტკივილს. დაგნებდი, არაფერს გავნებ, შენთან ვარო. სახე არაფერს ხატავდა; გაშტერებოდა ყველა მიმიკა და ფერიც არაფრისმთამელი დასდებოდა. მხოლოდ თვალები იყო რაღაცნაირი გამომეტყველების, აი ისეთი, თუ გინახავთ დასაკლავად შებოჭილი საქონელი…
დაამატა elisabed_მ!
თარიღი/დრო: სექტემბერი 12, 2015 წელი. 10:00am —
არ არის კომენტარები
_______________
მომნატრებია არიფანობა,
ჩვენი ლაღობა და ერთად ყოფნა.
სუფრა მწირი და გული უხვი,
ფინჯანში ყავა და მკითხაობა.
სჯა-მასლაათი ყოფნა-არყოფნის,
ჩვენი ოცნება და მონატრება,
ეჰ, იყოს ჩვენი არიფანობა,
იმ დროის ნახული თავისუფლება.
ისლით შეკრული გამოდგა ტივი,
კიდეც დაშალა ცხოვრების ღელვამ,
და სასწაულად გადავრჩით მაშინ
თუმცა გავრიყეთ ერთურთი…
დაამატა elisabed_მ!
თარიღი/დრო: სექტემბერი 12, 2015 წელი. 9:00am —
არ არის კომენტარები
_______________
მერამდენედ უნდა გაქცევა .... მერამდენედ უნდა მიატოვოს ეს სისხლიანი ადგილი, ვერ გაიგებ როგორ სტკივა, ვერ მიხვდები თუნდ მისი ნაკვალევი რაოდენ სევდას ტოვებს. თველები?
- ოჰ, თვალები გამჯდარი სიძულვილით და სიღატაკითსავსე.
სხივი მომკვდარი!
ია სინაზედაკარგული!!!!!!!
უყვარდი!!!!
კაცი_სავსე, კაცი_კაცია! კაცი ჰო კაცი და მისი თვალები!
- ღიმილი?
- ოჰ, ღიმილი, მშვენიერი, ყალბი,! სავსე ბედნიერებით, რა ლამაზია, რა…
დაამატა ცისია_მ!
თარიღი/დრო: სექტემბერი 3, 2015 წელი. 11:30pm —
4 კომენტარი
________________
- "დიადია", ყოფილი ოსტროვსკის ქუჩაზე 3 ლარად მიგვიყვან? - ჰკითხა ახალგაზრდა კაცმა ტაქსის მძღოლს, რომელსაც ისეთივე გადაღლა და მოთენთილობა ეხატა სახეზე, როგორც ამ ორ ახალგზარდას, ეხლახან კაზინოდან რომ გადმოჭრეს ქუჩა. მძღოლმა გაისიგრძეგანა უიღბლო ღამე და უხასიათოდ თავი დაუქნია.
იგი ნელა მართავდა მანქანას. წვიმდა, მინა კი ნელა, უღიმღამოდ იწმინდებოდა. აქ, ზღვის მხარეს, ქუჩები უფრო წესრიგში იყო. მსუბუქი…
დაამატა elisabed_მ!
თარიღი/დრო: აგვისტო 30, 2015 წელი. 10:30pm —
არ არის კომენტარები
_______________
როცა მგონია, რომ ამდენი ხნის მერე
გამოჩნდები და იმ ნაბიჯების ხმას გაამართლებ,
რომელიც თითქოს ფეხდაფეხ დამყვება,
შენ არ მოდიხარ.
როცა წვიმს და მოქცევა იწყება.
როცა ყველაფერს თეთრი ნისლი ფარავს.
და მხრებზე მაწევს…
გაგრძელება
დაამატა Restless_მ!
თარიღი/დრო: აგვისტო 30, 2015 წელი. 8:00pm —
3 კომენტარი
________________
უბრალოდ ღამეა
უბრალოდ ცივა
უბრალოდ სიმარტოვეა
უბრალოდ სევდააა
უბრალოდ ხმაურია
უბრალოდ ვტირი
უბრალოდ სიცარიელეა
უბრალოდ ვღელავ
უბრალოდ წამები გადის
უბრალოდ მოდის…
დაამატა ცისია_მ!
თარიღი/დრო: აგვისტო 30, 2015 წელი. 4:00am —
არ არის კომენტარები
_______________
ჩემი სული გამომწყვდეულია ჩემს სხეულში..
სევდისგან დაღლილი თითები თვალების გასწვრივ გაურკვეველ მოძრაუბებს ასრულებენ
ალბათ ისინიც გლოვობენ უმოძრაობას..
ცარიელ ოთახს ყველაფერი სჯობს..
სულში კი სევდააა .. ის ფარავს ...
შენ მხოლოდ ჩემი სახელი იცი .. იცი რაფერის თვალები მაქვს .. როგორი ცხვირი ან როგორი აღნაგობა მაქვს ჩემი სულის შენ არაფერი იცი...
ჩემი სული სხეულშია…
დაამატა ცისია_მ!
თარიღი/დრო: აგვისტო 21, 2015 წელი. 4:30am —
არ არის კომენტარები
_______________
არ ვამართლებ ჩემს საქცილს,არც მაქვს რაიმე თავის გასამართლებელი საბუთი იმისა,რომ თქვენგან ვიართლო თავი... ჩემი პოსტები,ფოტოები რაც ამ გვერდზე გამაჩნდა ყველაფერი მოვსპე,მიუხედავად იმისა რომ ამ ქმედებას გაფრთხილებებიც ერთვოდა თან. ვნანობ!
ვნანობ!
მართლა ვნანობ!! არ ვიცი ვის რამდენად,ან როგორ შეგიძლიათ რომ გამიგოთ,მაგრამ გულწრფელად ვამბობ რომ ვნანობ.
არ არის საჭირო ყოველ წამს შემოსვლისთანავე მახსენოს ვინმემ,ან "ქველის"კანონები ან ჩემი საქციელი. ყველაფერი კარგად მესმის.…
დაამატა nathalie_მ!
თარიღი/დრო: აგვისტო 20, 2015 წელი. 10:30am —
1 კომენტარი
________________
ტროპარი: მთასა ზედა ფერი იცვალე, ქრისტე ღმერთო, და უჩუენე მოწაფეთა შენთა დიდებაჲ შენი ძალისაებრ მათისა და გამოგვიბრწყინვე ჩუენცამ ცოდვილთა ნათელი შენი მიუაჩრდილებელი, მეოხებითა ღმრთისმშობელისათა ნათლისა მომცემელო უფალო, დიდება შენდა.
კონდაკი: მთასა ზედა ფერი იცვალე ქრისტე ღმერთო და რაოდენ ძალ-ედვა მოწაფეთა შენთა, დიდებაჲ შენი უჩუენე. რათა რაჟამს იხილონ ჯუარცმაჲ შენი, გულისხმა ჰყონ, ვითარმედ ვნებაჲ იგი ნებსით…
დაამატა tsira_მ!
თარიღი/დრო: აგვისტო 19, 2015 წელი. 7:30pm —
1 კომენტარი
________________
ერთი... ორი... ხუთი ... ნაბიჯებს ვითვლით. კიდევ ერთი გუბეა წინ, ესეც თუ "გადავცურეთ", ისე რომ არ დავსველდეთ, ჩვენთვისაც გადაიღებს წვიმა. შენი ლექსებისგან შეკოწიწებულ ქოლგას შენივე კარადის ბოლო თაროზე მივუჩენ ადგილს.
დამიჯერე, გუბის იქით მარტოობის პროსპექტს მზის ამოსვლის ქუჩა შეცვლის. ცოტაც მოითმინე, მალე სულში ჩაგისახლდები, შენთან ავიშენებ ბუდეს ... ჩამოიფერთხე ეგ სევდა სახიდან, არ მინდა ამღვრეული თვალებით მიყურებდე,…
დაამატა tiko_მ!
თარიღი/დრო: აგვისტო 18, 2015 წელი. 3:00pm —
8 კომენტარი
________________
ასეც ხდება.
ზოგიერთებისთვის წასვლა უფრო მარტივია,
ვიდრე ერთმანეთთან მისვლა
და უბრალოდ ჩახუტება.
ჩემთვის ყოველთვის მოსვლა იყო
უფრო მარტივი,
ვიდრე მეგრძნო,
როგორ რჩებოდი ჩემს ზურგს უკან,
ხელში შერჩენილი განახევრებული სიგარეტით,
ღრმა სუნთქვით,
სიშორისკენ მიმართული მზერით..
დამძიმებული ნაბიჯებით..
და მეც, მარტოჩრდილად დარჩენილს
გზა გამეკვლია შინისაკენ.
სადაც წვიმები უფრო…
დაამატა Restless_მ!
თარიღი/დრო: აგვისტო 14, 2015 წელი. 11:00am —
არ არის კომენტარები
_______________
მე მოგიყვებით უცნაურ, არასაინტერესო და სახალისო ანგელინასა და ჯუმბერის love story-ს, მათი ურთიერთობა ბიბლიოთეკაში დაიწყო, შემდეგ იყო პაემნები საჯაროში, უკანა სკამზე ჩურჩულით, ლაპარაკი და თვალის პაჭუნი, მაგრამ ერთხელაც ჯუმბერმა არ ჩაუხვია გუდიაშვილზე და მათ გზა განაგრძეს, ანგელინა ფიქრობდა "- მეშველა, მიტაცებსო..." თუმცა ის შეცდა, ჩვენი ჯუმბერი ნოვატორი აღმოჩნდა და მოტაცება მისთვის მიუღებელი გახლდათ, ასე აღმოჩნდა ანგელინა პირველად…
დაამატა ანა_მ!
თარიღი/დრო: აგვისტო 13, 2015 წელი. 5:30pm —
7 კომენტარი
________________
კრიტიკული აზროვნების თეორია ერთ-ერთი განსაკუთრებულია და თავისი არსით ლიტერატურათმცოდნეთა ინტერესს იწვევს.
ამ მხრივ, კრიტიკული აზროვნების მეთოდებს შორის განსაკუთრებულია ედვარდ ბონო და მისი ნაშრომი: "აზროვნების ექვსი ქუდი".
ედვარდ დე ბონო – ბრიტანელი ფსიქოლოგი, მწერალი…
დაამატა jina_მ!
თარიღი/დრო: აგვისტო 9, 2015 წელი. 8:00pm —
არ არის კომენტარები
_______________
შენ მიხვდები, რომ დღეს
იანვრის ცა მეტია, ვიდრე
ადამიანთა ცრურწმენა
რომ თარსი რიცხვია ცამეტი;
ფერებს იცვლიან ცისარტყელები
და ცა მეტია, ფერებზე მეტი,
მზიან ლოლოებს მოვეფერებით,
ჩემს ფანჯარასთან რომ წასკდათ წვეთი,
ზამთრის დარიან ამინდს ტირიან.
სიცივემ იკლო თებერვლის ცამეტს,
ჭადარი იფხანს ტოტებს ტილიანს,
კვირტებსაც ცა მეტს გვპირდება, ცა – მეტს.
მარტი ახლოა,…
დაამატა მარი_მ!
თარიღი/დრო: აგვისტო 6, 2015 წელი. 9:00pm —
5 კომენტარი
________________
იყო და არა იყო რა... სტოპ! რა იყო და რა აღარ არის?, იქნებ თქვენი ზღაპრები ერთი დიდი ტყუილია და მხოლოდ პოლიტიკოსის საარჩევნო დაპირებებს თუ ჩამოუვარდება მაშტაბურობით. ოდესმე გიფიქრიათ, რატომ არიან ბოროტი ჯადოქრები ბოროტები? იქნებ იმიტომ, რომ ჩვენი ზღაპრების გმირები არიან იდეალურები? რატომ ხდება ყოველ ზღაპარში ერთი და იგივე და რატომ ემსგავსება ლათინო-ამერიკულ სერიალს? რატომაა ყველა პრინცესა ლამაზი და რატომ ჰყავთ პრინცებს თეთრი რაში და არა სხვე…
დაამატა ანა_მ!
თარიღი/დრო: აგვისტო 6, 2015 წელი. 3:00am —
2 კომენტარი
________________
მენავეების ხმაური და გონდოლების ზედაპირული შეცურვა წყალში...
- შენ! იცი, რომ წყლის სიწყნარე იზიდავს ადამიანებს?
- კი, მაგრამ აქ ხომ არავინ მოდის...
- როგორ არა, აქ წყვილები ერთმანეთს სიყვარულს უხსნიან.
- და შენ გჯერა?
- კი მჯერა!
- არა ! ეს მოჩვენებითია, შენ შეგხვედრია? ის აქ არ ხარობს.
- ხარობს! კი შემხვედრია, გაიხედე ის ყველგან არის სადაც გინდა…
დაამატა makuna_მ!
თარიღი/დრო: აგვისტო 4, 2015 წელი. 11:30pm —
2 კომენტარი
________________
2024
2023
2022
2021
2020
2019
2018
2017
2016
2015
2014
2013
2012
1999
Welcome to
Qwelly
გამოაქვეყნა taoaxue_მ.
თარიღი: აპრილი 25, 2024.
საათი: 5:30am
0 კომენტარი
0 მოწონება
Now that Amirdrassil has been ascetic on Mythic difficulty, Angel of Warcraft admirers accepting absolutely candid the stats for Fyr’alath, the Dream Render–the Emblematic weapon abandoned by Fyrakk. One emphasis at this afire new Angel of Warcraft weapon proves it is one of the best able items in the adventuresome acclimatized now.When Angel of Warcraft ancient adverse Apparatus 10.2, Guardians of the Dream, it teased Fyr’alath, the Dream Render–a new two-handed Emblematic axe abandoned by…
გაგრძელება
გამოაქვეყნა taoaxue_მ.
თარიღი: აპრილი 19, 2024.
საათი: 6:00am
0 კომენტარი
0 მოწონება
A Seamless Living World: Throne and Liberty boasts a seamless and dynamic world, where environments and even dungeons adapt and change based on weather conditions and surrounding surroundings. This dynamic environment adds a layer of immersion and unpredictability to exploration and gameplay, constantly keeping players on their toes.
Immersive Narrative: The game's narrative weaves an intricate tapestry connecting the past, present, and future. While details remain scarce, this unique…
გაგრძელება
გამოაქვეყნა taoaxue_მ.
თარიღი: აპრილი 18, 2024.
საათი: 6:30am
0 კომენტარი
0 მოწონება
Spotting Extraction Points: Extraction points are marked by Blue Headstones that emerge from the ground. Listen for the telltale sound of rumbling rocks, signaling the proximity of an extraction point.
Activating the Portal: Approach the Blue Headstone and interact with it by pressing the "F" key on your keyboard. This will open a blue portal, your ticket to safety.
Entering the Portal: Once the portal is active, step into it to initiate the extraction process. Keep an eye out…
გაგრძელება
გამოაქვეყნა millan Myra_მ.
თარიღი: აპრილი 13, 2024.
საათი: 10:00am
0 კომენტარი
0 მოწონება
In the realm of gaming, the allure of microtransactions often beckons players of promises of rare loot, powerful weapons, and legendary mounts. But are these investments truly worth the cost? Today, we embark on a journey into the world of Night Crows, a popular online game, to unravel the mysteries behind its microtransaction system.
Meet Nathan Pay, a seasoned gamer and host of the Blan Crypto channel. With a passion for exploring the depths of virtual economies, Nathan dives…
გაგრძელება© 2024 George. •