Qwelly ბლოგი! - post (41)

ნიქსონი და ვირჯინია

   ლონდონმა უამრავი ახალგაზრდა "სმიტი" შთანთქა. არც ვირჯინია და სხვა უჩვეულო ეროვნული სახელების მქონე ადამიანებს არ ინდობდა. მშობლებს სურდათ, შვილები გამორჩეული ყოფილიყვნენ და განსხვავებულ სახელებს არქმევდნენ. ვირჯინია იუსტონ-როუდზე ცხოვრობდა. აქ კვლავ მოხდა რაღაც ცვლილება. ვარდისფერი, ოვალური, მიამიტი სახე ორიოდე წელიწადში დაუსუსტდა, დაეძაბა და მტრული, ცივი იერი მიიღო. რას ეტყოდა ყველაზე ყურადღებიანი და მზრუნველი მეგობარი, ახლა რომ დაენახა? ალბათ, იმას, რასაც…

გაგრძელება

დაამატა Kakha_მ!
თარიღი/დრო: ივლისი 18, 2016 წელი. 11:30pm — არ არის კომენტარები
_______________

რასაც ვერ ვხედავთ

art | blog | ბლოგი | ხელოვნება | პოეზია | შემოქმედება

   როცა რომელიმე შემოქმედის შესახებ ვიწყებთ (ამ ბოლო დროს ძალიან მოზღვავებულ პოეზიას განვიცდით) განხილვას, ურიგო არაა ზოგჯერ მის სახელოსნოშიაც შევიხედოთ, (შემოქმედება ჰომ იქ იბადება) რადგან შეიძლება ისეთ რამეს შევხვდეთ, რაც უფრო ნათლად დაგვანახებს ხელოვანის შემოქმედებით სახეს. შემოქმედის მიერ თავის შემოქმედებაზე გაკეთებული შენიშვნა ძალიან კრიტიკულია, მაგრამ რასაც იგი ჩათვლის სწორად ვერცერთი კრიტიკოსის შენიშვნას…

გაგრძელება

დაამატა Kakha_მ!
თარიღი/დრო: ნოემბერი 3, 2015 წელი. 9:30am — 2 კომენტარი
________________

მოლოდინი და რეალობა

molodini | realoba | მოლოდინი და რეალობა | ბლოგი | სტატია

   არსებობს ერთი შეხედულება, რომელსაც დღეს წამდაუწუმ გაიგონებთ - თეატრების კულისებში ეს არის პიესა. ამ აზრს უნდა  ყურადღება სამართლიანადაც მივაქციოთ, რამეთუ პიესა შეიძლება დაიწეროს ყველგან, თეატრშიაც და შინაც. ოღონდ გააჩნია, ვინ წერს. ცხადია, არაფერი განსაკუთრებული აღმოჩენა არ იქნება თუ ვიტყვით, რომ თეატრშიაც დაწერილა ბევრი პიესა, რომელთაც არავითარი მხატვრული ღირებულება არ გააჩნიათ და სახლშიაც. მომხდარა პირიქითაც:…

გაგრძელება

დაამატა Kakha_მ!
თარიღი/დრო: ოქტომბერი 29, 2015 წელი. 11:30pm — არ არის კომენტარები
_______________

ძარცვის თავადები

ძარცვის თავადები | qwelly | blog | იები

   ნეტავ ვინ იტყვის, რად გაჩნდა ამქვეყნად ყველა ეს ხვადაგი, ძარცვის თავადი, ფეოდალი, პოლიტიკოსი, ბატონიშვილი, ამდენი ცხოველი, ისტლენდის სისხლისმწოველი. მარად ქვეყნის დიდებაზე გალობენ და მის ძარცვას კი არ თაკილობენ; ქვეყნის ღლეტით რომ ვერ იჯერეს გული, სხვისი ბეღლის შესანსვლას ლამობენ. ემუქრებიან გერმანიას, იტალიის დაპყრობა სურთ, ალბანეთს კი ეფერებიან.

   ბეიანის გარეუბანში…

გაგრძელება

დაამატა Kakha_მ!
თარიღი/დრო: ოქტომბერი 20, 2015 წელი. 9:30pm — არ არის კომენტარები
_______________

ასაკი და მდგომარეობა

ასაკი და მდგომარეობა | planet | qwelly | ასაკი | პლანეტა | ჩანაწერი | უელბეკი

   უპირველეს ყოვლისა, და ყველაზე მნიშვნელოვანი ჩემს ავლადიდებაში მე მყავს ჩემივე მე(ego), ეგო - იგივე - ლენი ბურგუნდელი, ხათრიანი და დარდიმანდი ბიჭი, ღიპიანი, ჩასუქებული, ჩაკურატებული, არც მთლად ჭაბუკი ორმოცდაათ წელს გადასული, მაგრამ ჯანიანი, კარგად ჩასხმული, საღკბილებიანი, ნაფოტასავით მკვირცხლთვალებიანი.

   ვერ გეტყვით, რომ ჭაღარა მაგრამ შევერცხლილი! იმაშიც გამოგიტყდებით,…

გაგრძელება

დაამატა Kakha_მ!
თარიღი/დრო: ოქტომბერი 19, 2015 წელი. 8:30pm — არ არის კომენტარები
_______________

ხიდისა და ფოტოაპარატის შესახებ

   სიუჟეტი „დეტექტიურია“: თბილისში, მშრალ ხიდზე მკვლელობა ხდება. მოკლული საბავშვო წიგნების ცნობილი ილუსტრატორია. იმდენად, რამდენადაც მკვლელობა შემოდგომაზე მოხდა, ხიდზე ძალიან ბევრი ფოტოაპარატით შეიარაღებული ტურისტი იყო. გამომძიებელი ფიქრობს, რომ მკვლელის პოვნაში ხიდზე იმ დღეს გადაღებული ფოტოები დაეხმარება. ამიტომ ის ინტერნეტში აქვეყნებს თხოვნას, გაუგზავნონ კონკრეტულ დღეს და კონკრეტულ რიცხვში მშრალ ხიდზე გადაღებული ფოტოები. თხოვნის მიზეზად…

გაგრძელება

დაამატა Kakha_მ!
თარიღი/დრო: ოქტომბერი 16, 2015 წელი. 9:30pm — არ არის კომენტარები
_______________

ტექნიკის შესახებ

   შუა საუკუნეების ადამიანების უმრავლესობა, წერს ავტორი, დროის უმეტესობას საკუთარი ფიზიკური უსაფრთხოების უზრუნველყოფას ანდომებდა. უსაფრთხოების უზრუნველყოფის პროცესი კი ამავე დროს საფრთხის მიმართ შიშის დაძლევის პროცესია. თუკი მართებულია ის დებულება, რომლის მიხედვითაც ტექნიკის ისტორია ყოველდღიური ფიზიკური უსაფრთხოების უზრუნველყოფის ისტორიაა, მართებულია ის დებულებაც, რომ მთელი ტექნიკის ისტორია შეიძლება…

გაგრძელება

დაამატა Kakha_მ!
თარიღი/დრო: ოქტომბერი 14, 2015 წელი. 10:00pm — არ არის კომენტარები
_______________

მითები ჩემ შესახებ

qwelly | blog | კარლ გუსტავ იუნგი | მითები | ჩანაწერი

   წიგნი არც იუნგიანურ-სტრუქტურალისტურ ტრადიციას უჭერს მხარს, რომლის მიხედვითაც მითები ჩვენს ცნობიერებაში (არაცნობიერში) ჩადებული სტრუქტურებია არქეტიპები ან ბინარული ოპოზიციები, რომლებიც უნივერსალურია და წარმართავს ჩვენს ქმედებებსა და აზრებს.

   წიგნი იწყება მითების ჩვეულებრივი და გაზიარებული აღწერებით. უგური იმეორებს უკვე საკმაოდ გაცვეთილ მოსაზრებებს, რომ კოსმოგონიური მითები…

გაგრძელება

დაამატა Kakha_მ!
თარიღი/დრო: ოქტომბერი 13, 2015 წელი. 9:00pm — არ არის კომენტარები
_______________

სამი მეგობარი

qwelly | blog | friends

   მკაცრი აზრით, ამ წიგნს ვერც ლიტერატურის თეორიას და ვერც ამ ბოლო დროს ჩვენში პოპულარულ „ლიტერატურის შედარებით კვლევა“ იქნება. სპარსული და ევროპული წყაროების კვლევით, წიგნის ავტორი მიდის დასკვნამდე, რომ ასეთი სიუჟეტი „ვეფხისტყაოსნის“ შექმნამდე უბრალოდ არ არსებობდა. ავტორი მიმოიხილავს სარაინდო რომანების სიუჟეტებს და ფაბულებს შეფარვით დასცინის მეცნიერ რუსთველოლოგებს და ამბობს,…

გაგრძელება

დაამატა Kakha_მ!
თარიღი/დრო: ოქტომბერი 12, 2015 წელი. 9:00pm — არ არის კომენტარები
_______________

მისი თვალების ზღვა, მისი სმენის უდაბნო

qwelly | წიგნები | ბლოგი | პოლიტიკა | საბჭოთა კავშირი | წარმატება

   წიგნი გამოცდილების შესახებ. როგორ ხდება გამოცდილების გადაცემა; რა ხდება ამ გადაცემისას; ბოლოს და ბოლოს, არსებობს თუ არა საერთოდ გამოცდილების გადაცემა, როგორც სოციალური ფაქტი, თუ ის მორიგი ინტელექტუალური მითია; იქნებ მხოლოდ გამოცდილების გადაცემა არსებობს და მეტი არაფერი? თუმცა, მივყვეთ წიგნს თავიდან: მოქმედება პოსტსაბჭოთა სივრცეში ვითარდება. წიგნი სამი ნაწილისაგან შედგება. თითოეულ…

გაგრძელება

დაამატა Kakha_მ!
თარიღი/დრო: ოქტომბერი 11, 2015 წელი. 9:00pm — არ არის კომენტარები
_______________

ჟირაფები

qwelly | animals | ჟირაფები | ცხოველები

   წიგნის ავტორი ჩვეულებრივი მწერალია, რომელიც გვიყვება ამბებს ჟირაფებზე: ზოგს – წაკითხულს, ზოგს – მოსმენილს, ზოგს – მისი აფრიკაში მოგზაურობისას ნანახს. მაგრამ მთავარი ამ წიგნის სათაურია. შეიძლება ავტორის მიერ გამოთქმული სურვილია ან მისტიფიკაცია, მაგრამ წიგნის გარეკანი, უფრო სწორად კი სერიის სახელწოდება, ინტერესის აღმძვრელია; სერიის სათაური, რომლის ერთადერთი წიგნიც ჯერჯერობით ალან კარნიეს „ჟირაფებია“, ასე ჟღერს –…

გაგრძელება

დაამატა Kakha_მ!
თარიღი/დრო: ოქტომბერი 10, 2015 წელი. 7:30pm — არ არის კომენტარები
_______________

ვებერიანელები

   სიუჟეტის ცენტრში რამდენიმე ჟურნალისტია. ისინი ჩრდილოევროპელები არიან და ქვეყნის მთავარ ქალაქში საინფორმაციო სააგენტო აქვთ გახსნილი. ქვეყნის ცენტრალური ნაწილის ეკონომიკის და სოციალური ცვლილებების რამდენიმეწლიანი რეპორტირების დაკვირვების შემდეგ ერთ-ერთი…

გაგრძელება

დაამატა Kakha_მ!
თარიღი/დრო: ოქტომბერი 4, 2015 წელი. 11:00pm — არ არის კომენტარები
_______________

იშვიათი და გადაშენების პირას მყოფი იდეოლოგიები

utopia | უტოპია | იდეოლოგია | qwelly

      წიგნი (იშვიათი და გადაშენების პირას მყოფი იდეოლოგიები) სოციალური უტოპიაა. შეიძლება ზოგი არ დაეთანხმოს და თქვას, რომ ის უფრო ანტიუტოპიაა. მაგრამ ამ რომანის ტიპოლოგია მაინც მკითხველისათვის არის მინდობილი. თუმცა, თუკი სოციალური უტოპია აღწერს: ა) შეუძლებელ ვითარებას; ბ) ვითარებას, როდესაც მოგვარებულია ჩვენს გარემოში არსებული გადაუჭრელი პრობლემები, მაშინ "ნაკრძალი" უფრო უტოპია გამოდის. წიგნი იწყება საპროტესტო…

გაგრძელება

დაამატა Kakha_მ!
თარიღი/დრო: ოქტომბერი 1, 2015 წელი. 7:00pm — 4 კომენტარი
________________

ნამდვილი კინო

      ბევრი წიგნი არსებობს კინოს სემიოტიკასა და კინოს მიერ წარმოქმნილ სემანტიკურ ველებზე. გერერას წიგნი არც კინოს სემანტიკაზეა, არც კინოს სემიოტიკაზე, არც კინოს სოციოლოგიაზე და არც კინოს ეკონომიკაზე. "რეალური კინო" ლიტერატურის ჟანრს უფრო მიეკუთვნება, ვიდრე კვლევას. მაგრამ სწორედ ამ ლიტერატურად ყოფნის გამო ის ძალიან საინტერესოა და კინოს შესახებ ახალ ცოდნას თუ არა, ახალ ხედვას მაინც გვთავაზობს. თუმცა ეს ხედვა სულაც არ…

გაგრძელება

დაამატა Kakha_მ!
თარიღი/დრო: სექტემბერი 30, 2015 წელი. 4:30pm — არ არის კომენტარები
_______________

ადგილი სადაც უნდა დაიგვიანო

day | qwelly | blog | ბლოგი | სტატია | მზიანი დღე | ფოტო

  ჰენრიმ უგულოდ გაადათვალიერა სტუმართა სია, შემდეგ მათი ვინც უნდა მოსულიყვნენ, წვეულებაზე თითქმის ყველა მოვიდა,გარდა ხუთი აზალგაზრდისა, სამი მათგანი ერთად არიან, ხოლო დანარჩენი ორი კი ცალ-ცალკე. "ისინი უკვე სულ ახლოს მოვიდნენ. სასტუმროს წინღა გაშორდა მათი ფიგურები ერთმანეთს. მაღლა ხომ არ ამოიხედავენ? არა, არც ერთმა არ ამოიხედა. „თქვენ დამივიწყეთ, ფიქრობდა ბიჭი რაღაც შმაგი მძულვარებით,…

გაგრძელება

დაამატა Kakha_მ!
თარიღი/დრო: სექტემბერი 19, 2015 წელი. 7:00pm — არ არის კომენტარები
_______________

უსაფრთხო შენიღბვა

sun | light | უსაფრთხო შენიღბვა | qwelly

      მართლაც სამწუხარო ამბავია, მარტინის გარდაცვალება, იგი ხომ მხოლოდ 18 წლის იყო, (ახალგაზრდა მარტინი ფილტვების ანთებით გარდაიცვალა)... ამ ფაქტს ყველა თავისებურად შეხვდა, მაგრამ როგორც ყოველთვის საერთო ის იყო რომ ასეთი ახალგაზრდა გარდაიცვალა, როცა უკვე მისი შემოქმედების უნარი დაიწყებდა პროდუქტის მიღებას... (რა თქმა უნდა იყვნენ ისეთებიც ვინც ამ ყველაფერში მხოლოდ წმინდა პრაქტიკულ მიზნებს ხედავდა, რომ იგი ტიტანი…

გაგრძელება

დაამატა Kakha_მ!
თარიღი/დრო: სექტემბერი 13, 2015 წელი. 12:00am — არ არის კომენტარები
_______________

ახალი დღის ანარეკლი

qwelly | blog | ახალი დღე | მზე

   მელნის მიერ არეკლილმა გამოსახულებამ, დიდ შთაბეჭდილება მოახდინა მოხუც "მეფეზე". ხუთასიოდე წლის წიგნში ამოკითხული უცნაური ადბდა-უბდა მეფის გამრთობის სიცოცხლის გადამრჩენელად ექცა, უსასრულო მობეზრება დამელანქოლია უკვე დიდი ხანია რაც სუფევს ამ დიდი ქალაქში, მის რეგიონებში ჯერ კვლავ არის "სიცოცხლე" რომელიც მობეზრებაში არ გადაზრდილა, უსასრულო ჩაკეტილობამ წლიდან წლამდე მოლოდინმა და წარმოსახვამ რომ ეს წელიც ისეთივე…

გაგრძელება

დაამატა Kakha_მ!
თარიღი/დრო: სექტემბერი 1, 2015 წელი. 12:30pm — არ არის კომენტარები
_______________

სანამ ჩემპიონები გავხდებით

- ბაღებში მზის სხივები აღწევდა,სქელი მუხის  ფოთლები ფარავენ მზის სხივებს, ჩვენ ვიმყოფებით აბელიარის ბაღებში. ნათდებოდა, კრთებოდა და კვლავ ნათდებოდა, სასამართლოს შენობაზე ზარმა სამჯერ ჩამოჰკრა, სასამართლო უკვე წლებია გამოუყენებელია, და ახლა იქ განთავსებულია…

გაგრძელება

დაამატა Kakha_მ!
თარიღი/დრო: აგვისტო 26, 2015 წელი. 4:30pm — 2 კომენტარი
________________

გემის მართვას გამოცდილება ჭირდება

გემის მართვას გამოცდილება ჭირდება

   თხუთმეტი წელიწადი ხელიხელჩაკიდებული დავეხეტებოდი ამ ქალაქში ჩემ უცნაურ მეგობართან ერთად, ბოლო დროს ხანდახან სადღაც დაიკარგება ხოლმე, რამდენიმე დღით და უეცრად გამოჩნდება საიდანღაც, ხან პარკში ვხედავ და ხან…

გაგრძელება

დაამატა Kakha_მ!
თარიღი/დრო: აგვისტო 21, 2015 წელი. 6:00pm — არ არის კომენტარები
_______________

კიბიდან კარისკენ

კიბიდან კარისკენ

თორმეტი წლის უკან...

მაღალგოთიკური, სახლები, ზამთარი მოახლოვდა, თოვს,შენობები ერთმანეთზე ვიწრო გასასვლელებით არიან დაკავშირებულნი,თოვლის ფანტელები ყველგან აღწევენ, როდესაც მატარებლიდან ჩამოვიდა, მაშნ იცნო დატოვებული მხარე, აქ ხომ დიდ დროს ატარებდა, ნადირობდა…

გაგრძელება

დაამატა Kakha_მ!
თარიღი/დრო: აგვისტო 11, 2015 წელი. 2:30pm — არ არის კომენტარები
_______________

ყოველთვიური არქივი

2020

2019

2018

2017

2016

2015

2014

2013

2012

1999

ღონისძიებები

ბლოგ პოსტები

ცესკომ მანდატები დაარიგა, ოპოზიცია მტკიცე უარზეა, მინისტრები აქტიურობენ

გამოაქვეყნა Giorgi_მ.
თარიღი: დეკემბერი 3, 2020.
საათი: 10:44pm 0 კომენტარი

      ნატოში სულ კარგ რამეებს ამბობენ - უნდა დავახლოვდეთო, საქართველო ჩვენთვის მნიშვნელოვანიაო მაგრამ ჯერ ვერ მიგიღებთო. ცესკომ, საბოლოოდ დაადგინა შედეგები და გამარჯვებულ-დამარცხებულებიც ოფიციალურად წარადგინა. საქმე ისაა, რომ ოპოზიცია კვლავაც მტკიცეს დგას თავის უარზე, ხოლო კორონავირუსი ყველა პრობლემის სათავეს წარმოადგენს. სვანები არ გეგონოთ - კოვიდიანები - 147636 დადასტურებული, აქედან გამოჯანმრთელებული - 124568, გარდაცვლილი - 1387, კარანტინში -…

გაგრძელება

ცხოვრება კიდევ უფრო გაძვირდება!

გამოაქვეყნა Giorgi_მ.
თარიღი: დეკემბერი 2, 2020.
საათი: 11:00pm 1 კომენტარი

      ზამთრის სუსხში გაზის ფასი გაეზრდა იურიდიულ პირებს, გარდა პურის მწარმოებლებისა. სავალალო ანონსია. პური არ გაძვირდება აპრილამდე და მერე ვნახოთო. ოპოზიციამ, ვადამდელი არჩევნებია ჩვენი ერთადერთი სასაუბრო თემაო და მეორე მხრივ, პოლიტიკოსების სასამართლო საქმეებს აპროტესტებენ. ვაქცინას ველოდებით ორ-სამ კვირაში, იქამდე კი ვითვლით კოვიდიანებს - 143376 დადასტურებული, აქედან გამოჯანმრთელებული - 121621, გარდაცვლილი - 1342, კარანტინში - 1980. რაც შეეხება…

გაგრძელება

სასესხო დოკუმენტები - შესაძლებლობები და პრობლემები

გამოაქვეყნა EFTcheat_მ.
თარიღი: დეკემბერი 2, 2020.
საათი: 9:00pm 0 კომენტარი

When Notary Signing Agents go to the signing table, they bring countless pages of documents, and borrowers often have questions about them. But there is fine line between what an NSA can and cannot say, and Servicenummer often gets phone calls asking relating to this.

Whilst you may explain loan documents, you are never permitted to make clear how loan documents will affect borrowers. Yet how can you define "explain, " and how do you know when you have crossed the line?

Why…

გაგრძელება

ახალ ოცწლედში შესვლის ბიუჯეტი და კარტოგრაფია სასამართლოში

გამოაქვეყნა Giorgi_მ.
თარიღი: დეკემბერი 1, 2020.
საათი: 11:00pm 0 კომენტარი

      დეკემბერი დადგაო და არაფერიც არ შეიცვალა - ოპოზიცია ისევ ინარჩინებს პრინციპულობას შეუსვლელობაზე, მეათე მოწვევის პარლამენტი კი პირველი სხდომისთვის ემზადება და სავარაუდოდ, 11 დეკემბერს გამართავს. დღის მთავარი ამბავი 2021 წლის ბიუჯეტის განყოფა იყო და კარტოგრაფიაც კვლავ აქტუალურია. კოვიდ-პოპულაცია - 139343 დადასტურებული, აქედან გამოჯანმრთელებული - 117560, გარდაცვლილი - 1303, კარანტინში - 1978. რაც შეეხება დოლარს, მისი ფასი 3.3185…

გაგრძელება

Qwelly World

free counters