Qwelly ბლოგი! - Qwelly (999)

ჩემი ამინდია

       წვიმს......ისე თითქოს ზეცას სურს თავისი დარდი სპეტაკ წვეთებს გაატანოს. ჩემი ამინდია.....ხეტიალი მინდა.....გარეთ გავდივარ......თმა არ დამივარცხნია,არც კი მიცდია,ისე როგორც მჩვევია ხოლმე,სპონტანურად წამოვვარდი და დავტკბი წვიმის სურნელით,კმაყოფილი მიწის ოხშივარით,გამოცოცხლებული ფოთლებით.თითქოს ხელახლა დავიბადე,შვებას ვგრძნობ წვეთები რომ მელამუნება....ქოლგა არც გამიშლია.....მე ხომ ცხოვრებაში ქოლგა რა დამიჭერია ხელში...მე ხომ არავის იმედად არ ვყოფილვარ…

გაგრძელება

დაამატა sofiko_მ!
თარიღი/დრო: ივნისი 9, 2014 წელი. 9:00pm — არ არის კომენტარები
_______________

მანძილი არყოფნამდე

ჩვეულებრიობისგან დაღლილი მოვდიოდი

სახლისკენ. სადარბაზოში შემოსულს,

ჰამლეტი გამახსენდა

და კიბეებზე

"ყოფნა-არყოფნა" გავითვალე...

დავიწყე "ყოფნით",

და ჩემი კარის წინ,

კიბის…

გაგრძელება

დაამატა Restless_მ!
თარიღი/დრო: ივნისი 9, 2014 წელი. 3:00pm — არ არის კომენტარები
_______________

ტკივილიდან ტკივილამდე 1 წელი

    ეს ტკივილზე, ჩემთვის გამოუთქმელ ტკივილზეა, რომლის გახსენებაც უცრემლოდ ვერ გაივლის ჩემს გონებას. ტკივილზე რომელსაც ჩემი გონების და გულის დიდი ნაწილი უკავია... ეხლა ცრემლები ხელს ძალიან მიშლის, ფურცლებს მისველებს, ნაწერს მიფუჭებს. იმდენი რამ მაქვს სათქმელი და იმდენად გამოუთქმელი. არ ვიცი რამდენად შევძლებ მელნით ამ გამწარებული ტკბილი ხსოვნის ფურცელზე გადატანას.

     2013 წლის 6 ივნისი, ვითომდა ერთი ჩვეულებრივი დღე, მაგრამ ამ…

გაგრძელება

დაამატა natia_მ!
თარიღი/დრო: ივნისი 8, 2014 წელი. 10:00pm — 3 კომენტარი
________________

დრამის პიკი

       „სიყვარული ცხოვრების უდიდესი დრამაა.. სიკვდილი არსებითად ბევრად ნაკლებ დრამატულია: ის დასასრული ყოველი მოძრაობისა და მხოლოდ სიყვარულის თვალსაზრისით ეძლევა მას საშინელი აზრი და მნიშვნელობა: იმიტომ, რომ აუტანელია არა სიკვდილი თავისთავად არამედ სიყვარულის სიკვდილი“

დაამატა natia_მ!
თარიღი/დრო: ივნისი 8, 2014 წელი. 3:30pm — არ არის კომენტარები
_______________

რომელს ამირჩევდი?

მე რომ გავორებულიყავი

შენ რას იზამდი?

რომელს ამირჩევდი? –

მე - შენებურს თუ მე - ახლებურს?

რას გასამებულხარ?

უარმყავი ოთხჯერ ზედიზედ ან გამითვალე

ჩურჩულით.

გამომიწოდე შენი ხუთი თითი…

გაგრძელება

დაამატა თა _ მო_მ!
თარიღი/დრო: ივნისი 6, 2014 წელი. 11:00pm — 6 კომენტარი
________________

მე კი მგონია ის არაფრიდან იწყებოდა

რამდენჯერ მიფიქრია

წვეთოვანით შემეყვანა ჩემი სიყვარული შენ

ძარღვებში

რომ ვნებისაგან გაგიჟებულს ვენები მოგეფხანა.

მაგრამ, მერე შემეშინდა

ქავილი უსიამოვნო ალერგიაში არ გადაგზრდოდა და

აკვიატებული იდეის დროული…

გაგრძელება

დაამატა თა _ მო_მ!
თარიღი/დრო: ივნისი 6, 2014 წელი. 10:30pm — არ არის კომენტარები
_______________

უსათაურო-უავტორო

სულში ჩამხედე... ხედავ?

რა ფერებია სულში

ახლა რომ იყო, ჩემთან

ჩაგიხუტებდი გულში

დამიძახებდე ნეტავ

დღესაც, როგორმე გავძლებ

ოღონდ, ვისუნთქო შენთან

და შენი ცქერით გავძღე

ზეცას ახედე… ხედავ?

ობლად დარჩენილ ღრუბელს

როგორ მტკიოდი მე და

როგორ, მიყვარდი წუხელ

და საოცარი დილა

თენდება, შენით მთვრალი

თვალებს, მისველებს წვიმა

ცრემლის ატყვია კვალი

წარსულს, ფეხდაფეხ მივდევ.…


გაგრძელება

დაამატა nika shelia_მ!
თარიღი/დრო: ივნისი 6, 2014 წელი. 5:00pm — 3 კომენტარი
________________

წმინდა სინოდის განჩინება (2014, 3 ივნისი)

       რამდენიმე დღის წინ, 3 ივნისს, საქართველოს სამოციქულო ეკლესიის საპატრიარქო რეზიდენციაში შედგა საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის ეპისკოპოსთა წმინდა სინოდის კრება. კრების დადგენილება გამოქვეყნდა საპატრიარქოს ოფიციალურ ვებ გვერდზე რომელსაც უცვლელად გთავაზობთ! 

       კრებას თავმჯდომარეობდა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი,მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსი და…

გაგრძელება

დაამატა ლაშა_მ!
თარიღი/დრო: ივნისი 5, 2014 წელი. 5:00pm — 2 კომენტარი
________________

სარკმელს ატუზულამა

სარკმელს ატუზულამა..

ჭიქა ყავით ხელში,

ფურცლებს მოვაბნიე ისევ შენზე ლექსი....

ჩემი მუზა შენ ხარ,ლექსის შემოქმედი.

მე კი გეფერები ჩემი სტრიქონებით,

რითმში ჩავატიე ჩუმი მელოდია,

ლექსად გადმოგეცი ჩემი ემოცია..................

დაამატა sofiko_მ!
თარიღი/დრო: ივნისი 4, 2014 წელი. 9:30pm — არ არის კომენტარები
_______________

მარტოობა, სიცარიელე

      ღამეა, წვიმის ხმაურმა და ნოსტალგიურმა სურნელმა, ღამისეული სიმყუდროვე შემოაფრქვია ნაცრისფერი გარემოდან საძინებელში.. როგორც ყოველთვის ჩაფიქრებული ვარ, ბევრს ვფიქრობ და ვწყდები გარემოს.. რიტორიკული კითხვები კი თან დამყვება.. მაინც რა იწვევს ადამიანში სიცარიელეს?! მარტოობას?! როცა უამრავი ადამიანი გყავს გვერდით, რომლებიც სითბოთი და სიყვარულით განებივრებენ, მაგრამ თავს მაინც დაცარიელებულად და გრძნობაგამოცლილივით გრძნობ.. უცნაურია.. გაგეცინა არაა?? შენ ხომ…

გაგრძელება

დაამატა Salius_მ!
თარიღი/დრო: ივნისი 3, 2014 წელი. 1:30am — 1 კომენტარი
________________

წუხელის როგორ მესიზმრე

იცი, წუხელის როგორ მესიზმრე?

ჩემსკენ გაწვდილი თბილი ხელებით....

თითქოს რაღაცას მეუბნებოდი

მე კი ვერაფრით, ვეღარ ვხვდებოდი,

თითქოს დაკარგეს სიტყვებმა ძალა,

დავკარგეთ რწმენა უსიტყვოდ თქმულის

ვეღარ ვიჭერდი, იმ მზერას შენთან,

რომელიც ძალას მმატებდა სულში.

ერთი იმედი მქონდა მე იმის,

რომ შენი ხილვა…

გაგრძელება

დაამატა sofiko_მ!
თარიღი/დრო: ივნისი 2, 2014 წელი. 11:30pm — არ არის კომენტარები
_______________

თეთრი ღამე

როცა გულის ხმაური არ გაძინებს,

როცა თითებს შორის ნაპრალებში

მთვარის შუქიც ვეღარ აღწევს..

როცა ოთახი მონატრებით ვეღარ სუნთქავს..

როცა სისხლში გარეული ფიქრები

ვენიდან ვენაში ინაცვლებენ..

მოგონებები პულსში ფეთქავენ და

ისევ ხედავ გადამფრენ ფრინველებს,

მიუხედავად იმისა, რომ ღამეა..

მიფრინავენ სადღაც..

-მდე -ს გარეშე...

აკვირდები ფარდას და იცი,

რომ ქუჩაში გამვლელმა

შეიძლება შენი სილუეტი მაინც…

გაგრძელება

დაამატა Restless_მ!
თარიღი/დრო: ივნისი 2, 2014 წელი. 7:30pm — არ არის კომენტარები
_______________

ნუ გეშინიათ ცხოვრების

თვალით ამოხეული და გულზე ამოტვიფრული ციტატები

იოანე სინელი:

     "იმედი არაფერია, თუ მას რაიმე არ უმაგრებს ზურგს: ღვთის იმედი არაფერია, თუ მის უკან რწმენა არ დგას. მომავლის იმედი არაფერია, თუ საფუძვლად გეგმა არ უდევს. ოჯახის იმედი არაფერია, თუ დაფასება არ ახლავს თან. სიყვარულის…

გაგრძელება

დაამატა შორენა კენჭოშვილი_მ!
თარიღი/დრო: ივნისი 2, 2014 წელი. 6:00pm — არ არის კომენტარები
_______________

მიზნისკენ სწრაფვა

თვალით ამოხეული და გულზე ამოტვიფრული ციტატები

ჯონ ვებსტერის შემოქმედებიდან:

      "ხალხის უმეტესობა კი არ ცხოვრობს, გარბის. ცდილობს, რაც შეიძლება მალე მიაღწიოს მიზანს და სირბილისაგან ქანცგაწყვეტილი კარგავს ამქვეყნიური სილამაზის შეგრძნების უნარს. ერთ მშვენიერ დღეს ადამიანი…

გაგრძელება

დაამატა შორენა კენჭოშვილი_მ!
თარიღი/დრო: ივნისი 2, 2014 წელი. 6:00pm — არ არის კომენტარები
_______________

რადიკარულად განსხვავებული მსოფლიო

მსოფლიო, რომ დღით დღე ვითარდება და იცვლება ალბათ ამაში ორი აზრი არ არსებობს, თუ რა ხდებოდა წარსულსი ამას ან ზველი ვიდეო მასლაბეით, ან ფოტობით ვგებულობთ... ამიტომ გარკვეული პერიოდის განმავლობაში ისეთი რამ ხდებოდა ალბათ არც კი გავიფიქრებიტ, ამიტომ თავლი გადავავლოტ წარსულ მოვლენებს...

1. ის დრო, როდესაც ყველა მამკაცი ქუდს ატარებდა…

გაგრძელება

დაამატა მარი_მ!
თარიღი/დრო: ივნისი 1, 2014 წელი. 12:00am — 5 კომენტარი
________________

ქართული კერამიკა

გვიანბრინჯაო-ადრერკინის ხანის აღმოსავლურ-ქართული კერამიკა

       როგორც ცნობილია, აღოსავლეთ საქართველი მეტად მდიდარია კერამიკური წარმოებისთვის საჭირო ნედლეულით და აქ მცხოვრები ხალხიც უძველესი დროიდან მოკიდებული ინტენსიურად მისდევს თიხის ნაწარმის დამზადებას. გვიანბრინჯაო-რკინის ხანაში თხას ფართო გამოყენება აქვს, ადამიანი თხისგან ყველაზე დიდი რაოდენობით…

გაგრძელება

დაამატა marikunamari_მ!
თარიღი/დრო: მაისი 30, 2014 წელი. 11:30am — არ არის კომენტარები
_______________

კოლხურ-ყობანური ცულები

      პირველი ათასწლეულის დასაწყისში, დაახლოებით ძვ.წ მეცხრე საუკუნის ბოლოდან მთელ ამიერკავკაშაშ ფართოდ ვრცელდება სახვითი ხელოვნების ერთ, მტკიცედ ჩამოყალიბებული მხატვრული მიმდინარეობა. ხელოვნების ამ წრისათვის დამახასიათებელი ძეგლები დამზადებულია ბრინჯაოსგან, ისინი შემკულია გრაფიკული დეკორით შესრულებული მრავალფიგურიანი კომპოზიციებით. ამ სტილს პირობითად კავკასიურ ცხოველურ სტილს უწოდებენ, ეს მხატვრული მიმდინარეობა უძველესი ხელოვნების მეთად თავისებურ…

გაგრძელება

დაამატა marikunamari_მ!
თარიღი/დრო: მაისი 30, 2014 წელი. 11:00am — არ არის კომენტარები
_______________

პატარა პოსტუკა დიდ ადმინუკას

მოკლედ შენ ასეთი "პოსტუკა" არ გეკადრება და ამაზე ბევრად გრანდიოზული რამის ღირსი ხარ, მაგრამ ეს "ნაუცბადევი" რაღაც მაინც უნდა გამეკეთებინა ☺ ბოლობოლო გაგაცინებს მაინც :D

ე.ი ვინაიდან და რადგანაც ყველა წესისა და კანონის მიხედვით ყველას აქვს დაბადების დღის აღსანიშნავი ერთი დღე, მეც წინასწარ მოვაგროვე ხალხი რათა შენთვის მოელოცათ ეს დღე (ანუ ეს დავწერე იმ იმედით,…

გაგრძელება

დაამატა თა _ მო_მ!
თარიღი/დრო: მაისი 30, 2014 წელი. 1:30am — 4 კომენტარი
________________

მამა გაბრიელი დიდი წმინდანი და დიდი სალოსია

      "ხელი უნდა გაიწოდო და გლახაკად უნდა დაჯდეო". სამების ლავრის შესასვლელში ერთი უცნაურად შემოსილი ქალატონი ზის და მომლოცველებს მოწყალებას სთხოვს. ვინც მას იცნობს, იცის, რომ მისი სახელია ნათელა-ნათია. ბევრს ახსოვს ტაძრებში მოსიარულე ეს ქალბატონი, რომელიც თავისი ასევე უცნაური ქცევით თუ შეძახილებით ხალხის ყურადღებას იქცევდა... ნათელას სიყვარულით ვკითხე,

- უცნაური ხომ არ ხართ უცხოს თვალში-მეთქი.

- ჰო, ძალიან ბევრს ვეუცნაურები,…

გაგრძელება

დაამატა შორენა კენჭოშვილი_მ!
თარიღი/დრო: მაისი 30, 2014 წელი. 12:00am — არ არის კომენტარები
_______________

ამ აპრილის ფონზე

ამ აპრილის ფონზე, არ დადგება დარი,

არ შეწყდება ალბათ საშინელი ქარი,

მე ყველაზე მეტად მიყვარს ერთი ქალი

მას კი კვლავაც ისე უყვარს მისი ქმარი.



ზოგჯერ ვნატრობ დილით, გაგაღვიძო კოცნით

მაგრამ ალბათ იმ წუთს შენ სხვა კაცი გკოცნის.

საძინებლის კარებს ღამით ღიას ვტოვებ,

იქნებ დილით ჩემთვის სასწაული მოხდეს.



არ მსურს დაჯერება, რომ შენ ჩემი არ ხარ

არ მსურს იმის ფიქრი რომ სხვას ცოლად ყავხარ.

მინდა დილით კარგო გიკოცნიდე…

გაგრძელება

დაამატა nika shelia_მ!
თარიღი/დრო: მაისი 28, 2014 წელი. 2:30pm — არ არის კომენტარები
_______________

ყოველთვიური არქივი

2024

2023

2022

2021

2020

2019

2018

2017

2016

2015

2014

2013

2012

1999

ღონისძიებები

ბლოგ პოსტები

Density Gradient Centrifugation

გამოაქვეყნა EFTcheat_მ.
თარიღი: მარტი 29, 2024.
საათი: 5:30am 0 კომენტარი







Nycodenz, a broadly applied reagent in laboratory options, holds important significance in the field of mobile biology and biochemistry. In the following paragraphs, we will take a look at the multifaceted mother nature of Nycodenz, its programs, and how it revolutionizes density gradient centrifugation techniques.



What is Nycodenz?

Nycodenz is a non-ionic, iso-osmotic iodinated density gradient medium commonly used in cell separation and purification…

გაგრძელება

აქტიური თავმჯდომარე, პირომანი მოზარდის საქმე და სხვ.

გამოაქვეყნა Giorgi_მ.
თარიღი: მარტი 28, 2024.
საათი: 11:35pm 0 კომენტარი

ევროპულ მუნდიალზე საქართველოს ეროვნული ნაკრების საგზურის მიღების შემდეგ, ქვეყანა ნელ-ნელა გამოერკვია სიხარულის ემოციიდან და როგორც იქნა ცხოვრება ძველ კალაპოტს დაუბრუნდა. ჯერ კიდევ პენალტების, გოლების, ემოციების, ჟივილ-ხივლის პერიოდია, მაგრამ დღის ამბები, ასე თუ ისე მოგროვდა ნიუს-მწერლებში. აქტიური იყო შალვა პაპუაშვილის მრავალმხრივი კომენტარები და ინტერვიუები, მათ შორის საკონსტიტუციო ცვლილებებზე და სასამართლო…

გაგრძელება

Dive In to the Beat: An Introduction to Hearing Rap Audio

გამოაქვეყნა EFTcheat_მ.
თარიღი: მარტი 28, 2024.
საათი: 4:30am 0 კომენტარი







Rap tunes, with its infectious beats, poetic lyrics, and charming storytelling, happens to be a dominant pressure within the audio business and a cultural phenomenon throughout the world. From its humble beginnings from the streets of New York City to its latest standing as a worldwide genre influencing vogue, language, and social actions, rap has progressed into a diverse and dynamic art type embraced by hundreds of thousands. For anyone who is new to rap or seeking to…

გაგრძელება

Study Recombinant Protein Creation

გამოაქვეყნა EFTcheat_მ.
თარიღი: მარტი 27, 2024.
საათი: 12:00am 0 კომენტარი







Proteins tend to be the workhorse molecules that generate nearly each Organic program. Using the escalating recognition of the purpose of proteins in numerous investigate and production things to do, basically isolating them from their natural host cells are unable to meet the escalating need of the market. Chemical synthesis can be not a practical option for this endeavor a result of the size and complexity of proteins. As a substitute, the developments manufactured…

გაგრძელება

Qwelly World

free counters