ვიდრე პუტინი უკრაინას ანადგურებს, ნგრევისა და მოსპობის პარალელურად, შენების და მშვენიერების ერთი პოსტი უნდა შემოგთავაზოთ. ვიმოგზაურებთ შორეულ მექსიკაში. ჯერ გაზაფხული კიდევ შორს არის, თოვლიც არ გაგვისტუმრებია და ახლა ქარებიც დაგვემატა, მაგრამ ზაფხული მაინც მოვა. ჰოდა, ცოტა დროს გავუსწროთ - ბამბუკების კუნძულ სამოთხეში ჩაფლული ერთი სასტუმროა უნდა გაჩვენოთ თავისი გამორჩეული არქიტექტურით. მობულა (ქართულად სახელიც ვერ მოვუძებნე) ოკეანის უდაო…
დაამატა Tamila Moshiashvili_მ!
თარიღი/დრო: მარტი 26, 2022 წელი. 11:30pm —
არ არის კომენტარები
_______________
უსაშინლესი დღეები უდგას კაცობრიობის ერთ-ერთ რჩეულ ხალხს - უკრაინელებს და უკრაინას. უკვე ათი დღეა მთელი მსოფლიო მათი ამბებით ცხოვრობს და სამწუხაროდ, ჯერ არ უჩანს დასრულება პირი. ომი საშინელებაა, ყველაზე დიდი საშინელება რაც შეიძლება დაემართოს საზოგადოებას და ამიტომ ემოციურადაც კი რთულია ყოველი დღე. მაგრამ არსებობენ პროფესიები და ადამიანები, რომლებიც ამ ვითარებაშიც კი მუშაობენ. ფოტოგრაფები ხშირად ომის ცხელი წერტილებიდან გვთავაზობენ კადრებს,…
დაამატა Tamila Moshiashvili_მ!
თარიღი/დრო: მარტი 5, 2022 წელი. 10:15pm —
არ არის კომენტარები
_______________
მართალია ჩვენ ბუნება ყვავილებით, ლამაზი ბუჩქნარებით, მარადმწვანე ან სეზონური მცენარეებით, წიწვოვანი თუ ფოთლოვანი ან სულაც გამხმარი ტოტებით, დატოტილი ან აწოწილი ხეებით გიყვარს, მაგრამ როგორც ერთ ქართულ ფილმშია, ხის სიმაღლე მიწიდან კი არა, ფესვებიდან იზომებაო და დღევანდელ ჩვენს პოსტში, რამდენიმე ყველაზე ცნობილ და ფართოდგავრცელებულ მცენარეებს გაჩვენებთ სადაც თვალნათლივ დაიანხავთ, რომ მიწის ზემოთ თითქმის არაფერია იმასთან შედარებით, რაც მიწის…
დაამატა Tamila Moshiashvili_მ!
თარიღი/დრო: თებერვალი 19, 2022 წელი. 11:19pm —
არ არის კომენტარები
_______________
კარგი ხელსაქმოსანი, მხატვარი და მქარგავი (ან მქარგველი) უნდა გაგაცნოთ. დიტი ბარუა (Diti Baruah), ინდოეთიდან თავისი ხელოვნებით სამშობლოს ლანდშაფტებს ეფერება. მისი ნამუშევრები ჩრდილო-აღმოსავლეთ ინდოეთის საჰაერო ხედებს გადმოსცემენ პატარა საქარგავ მოლბერტებზე (წრეებზე). თავის ნამუშევრებში სხვადასხვა ტექნიკის გამოყენებით, იგი აერთიანებს ტექსტურ ნაკერებს (როგორიცაა ფრანგული კვანძები), დამუშავებულ თექას და ფუნჯით ხატვასაც კი, განსაკუთრებით დიდი…
დაამატა Tamila Moshiashvili_მ!
თარიღი/დრო: თებერვალი 12, 2022 წელი. 5:50pm —
არ არის კომენტარები
_______________
ჩვენთვის ცნობილი და ჩვენი კულტურისთვის დამახასიათებელი არცერთი ნიშა არ აქვს, მაგრამ ტაძარია. არც ბაზილიკაა, არც გუმბათოანია, არც ჯვარგუმბათოვანი და არც ნავისებური და ა.შ. და ა.შ. არამედ რაღაც სხვა - სრულიად სხვა, მაგრამ მაინც ტაძარი. იტალიური კომპანია Mario Cucinella Architects არაერთი წარმატებული და საერთაშორისო აღიარების პროექტის ავტორია, მისი პორტფოლიო ათობით ნამუშევარს ითვლის და ჩვენი დღევანდელი პოსტისთვის სანტა მარია გორეტის სახელობის…
დაამატა Tamila Moshiashvili_მ!
თარიღი/დრო: თებერვალი 6, 2022 წელი. 10:43pm —
არ არის კომენტარები
_______________
დღეს ისეთი ხელოვანი გვყავს სამასპინძლო რომელიც არავინ იცის როდიდან მოღვაწეობს და არც ისაა ცნობილი სად ისწავლა ვინ ასწავლა და საიდან მოდის და სად მიდის. სკულპტურები მრავლად ყოფილა ჩემს ბლოგში, მაგრამ დღევანდელი სკუპლტორი სრულიად განსხვავებული და განსაკუთრებულია. თავის მოტანილი თავადვე მიაქვს, მაგრამ ამ მოტანის პროცესში გამოჩნდებიან ხოლმე ფოტოგრაფები რომლებიც მის ხელოვნებას დროს უხანგრძლივებენ. დღეს ქარზე და მის ქვიშებზე უნდა გესაუბროთ. ბუნება…
დაამატა Tamila Moshiashvili_მ!
თარიღი/დრო: თებერვალი 5, 2022 წელი. 10:03pm —
არ არის კომენტარები
_______________
რაც უფრო ბევრი წელი გავა, მით უფრო გახდებიან ისტორიული პიროვნებები მითიური არსებები. მრავალწლიანი და მრავალსაუკუნოვანი სიშორის გამო, ისინი ხშირად რეალურებად აღარც აღიქმებიან, თითქოს გამოგონილი ადამიანები იყვნენ, სადღაც, წიგნებში რომ გაცოცხლდნენ და ისტორიას ისე დარჩნენ, როგორც ღმერთები რომელიმე წარმართული პანთეონიდან (პოსტში ასეთებიც არის, მართლა „ღმერთები“). არადა, რეალური ცხოვრებით იცხოვრეს და მოკვდნენ, შექმნეს ეპოქა და ახლა მათი პორტრეტები…
დაამატა Tamila Moshiashvili_მ!
თარიღი/დრო: იანვარი 30, 2022 წელი. 11:35pm —
არ არის კომენტარები
_______________
არადა ბიოტექნოლოგიების სტუდენტი იყო, ამ სპეციალობით დაამთავრა უმაღლესიც და ... საიდან მოხვდა მაკიაჟში არ ვიცი, ალბათ ბავშვობის გატაცებას და შინაგან მოთხოვნილებას ვერაფერი აღუდგება წინო, ე.წ. სამოტივაციო ამბებში რომ ამბობენ ხოლმე აქაც იგივე ვარიანტი იყო. მოკლედ, დღეს ენ გიანგის (An Giang) ხელოვნება უნდა წარმოგიდგინოთ. ჩემს ბლოგში არაერთხელ იყო ვარცხნილობის შესახებ ამბები, მაგრამ ამჯერად სრულიად ახალი და განსხვავებული სტილია - აი…
დაამატა Tamila Moshiashvili_მ!
თარიღი/დრო: იანვარი 29, 2022 წელი. 10:55pm —
არ არის კომენტარები
_______________
ზედმეტი კრეატიულობა და განსხვავებულობა, ვითომ შემოქმედებითობა მარაზმში რომ გადასდით ხოლმე, ხომ იცით? აი, ეგეთი ბლოგი მაქვს დღეს! არის ასეთი ცნობილი საიტი „ჩვენ გვინდა თეფშები“ და ამ საიტზე შეხვდებით ფოტოსურათებს მთელი მსოფლიოს გარშემო გადაღებულს სხვადასხვა კაფეებსა თუ რესტორნებში ან სასტუმრო სასადილოებში. ფოტოებზე კი აღბეჭდილია მეტად „ორიგინალურად“ მორთმეული საკვები, იქნება ეს მაკარონი, ხამანწკები, ნაყინი თუ უბრალო ხორცის დიდი ნაჭერი.…
დაამატა Tamila Moshiashvili_მ!
თარიღი/დრო: იანვარი 15, 2022 წელი. 9:26pm —
არ არის კომენტარები
_______________
ამჟამად, თავის პროფესიაში ფოტოგრაფი უწერია და მართლაც ასეა, საკმაოდ კარგი ფოტოგაფია, თუმცა ოდესღაც ლეგოს კონსტრუქტო-დიზაინერი იყო და ვინ იცის რამდენი ლეგო გამოვიდა მისი იდეით, თუმცა ეგ წარსულია. სათამაშოების დიზაინერი და ფოტოგრაფი დავიდ ემ ბირდი (David M Bird) სამხრეთ კინგსთაუნში, ამერიკაში მოღვაწეობს. ზღაპარში ძმობილის გადასარჩენად რკოს მაძიებელი რყილის ისტორია ხომ გახსოვთ, ღორს რომ უნდა ეჭამა ჯაგრის სანაცვლოდ, დევიდისთვის რკო სულ…
დაამატა Tamila Moshiashvili_მ!
თარიღი/დრო: იანვარი 9, 2022 წელი. 7:23pm —
არ არის კომენტარები
_______________
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, მცხეთა თბილისის მთავარეპისკოპოსის და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტის ილია II-ის ეპისტოლე:
ყოვლადსამღვდელონო მღვდელმთავარნო, ღირსნო მოძღვარნო, დიაკონნო, ბერ-მონოზონნო, ხელისუფალნო, საქართველოს წმინდა მართლმადიდებელი ეკლესიის ყოველნო წევრნო, მკვიდრნო ივერიისა და ჩვენი ქვეყნის საზღვრებს გარეთ მცხოვრებნო თანამემამულენო,
„აჰა, ქალწული მუცლად…
დაამატა ლაშა_მ!
თარიღი/დრო: იანვარი 7, 2022 წელი. 1:30am —
არ არის კომენტარები
_______________
შორეულ აღმოსავლეთში, მზის დაბადების ქვეყანაში სულ სხვაგვარ სუფრებს შლიან საპირველიანვროდ. ასე მაგალითად, ცნობილი ხელოვანი გაკუ (Gaku) თავის სუფრას ნამდვილ ხელოვნების საგამოფენო სივრცედ წარმოგვიდგენს და ჩვენთან რომ იტყვიან, ჭამა შეგენანებაო, აქ მართლა ვერ შეჭამ. როგორ გინდა თევზი ჭამო ბროკოლის გემოზე ან სტაფილო დრაკონად დააგემოვნო?…
დაამატა Tamila Moshiashvili_მ!
თარიღი/დრო: იანვარი 3, 2022 წელი. 9:56pm —
არ არის კომენტარები
_______________
როგორც ყველგან და ყველა ცდილობს განვლილ წელს თვალი გადაავლოს და ერთგვარი შეჯამება გააკეთოს, ქველზეც, ტრადიციულად ამგვარი საახალწლო პოსტი იდება ხოლმე 31 დეკემბერს. წელს მსგავსი რამ არ იქნება, რადგან გავლილი წელი, ყველაზე წარმოუდგენელი ფინალით დასრულდა, ისეთით, რომელიც ქველის არსებობის ისტორიაში არც განიხილებოდა. მაგრამ ...
მომავალი წელი მაინც უნდა იყოს:
ბედნიერი, წარმატებული, ბევრი სიხარულით და სიყვარულით სავსე…
დაამატა ლაშა_მ!
თარიღი/დრო: იანვარი 1, 2022 წელი. 12:01am —
1 კომენტარი
________________
ძველი წერილების კითხვა საახალწლო ტრადიციად მექცა. ეს წერილიც უკვე გაცვეთილი და გადაყვითლებუილა და ძალიან დიდი ხნი წინ იყო, ძალიან დიდი ხნის წინ, მაგრამ ხომ იყო.
წერილზე გარედან წამიწერია:
„ყველაზე მეტად იცი რა მახარებდა ამ აზრში? - ორსულობის პერიოდი
პირველად რომ დაგარტყავს ბავშვი და ეს იმხელა რაღაცაა რომ შენც გაგეღვიძება, გულით გრძნობ უბრალოდ...
მერე…
დაამატა Tamila Moshiashvili_მ!
თარიღი/დრო: დეკემბერი 31, 2021 წელი. 3:19pm —
არ არის კომენტარები
_______________
დღეს ნიუ იორკში ვართ, მსოფლიოს ერთ-ერთ ცენტრში (რა საინტერესოა, რამდენი ცენტრი შეიძლება არსებობდეს?) გრანდ ცენტრალზე და სრულიად გამჭვირვალე და მყიფე არქიტექტურას ვეცნობით. რა კარგი სიტყაა მყიფე და სულ მინდოდა სადმე დამეწერა, მაგრამ არ შეგეშინდეთ, ჩვენი შენობა საკმაოდ მყარად დგას. ისეთი შენობაა, თან რომ შენობაში ხარ და თან ღია ცის ქვეშ და ნიუ იორკის ყველა მხარეს ხედავ. მარადიულად განმეორებადი ოთახები კი ცალკე საოცრებაა. ახლახანს გახსნილი…
დაამატა Tamila Moshiashvili_მ!
თარიღი/დრო: დეკემბერი 18, 2021 წელი. 11:06pm —
არ არის კომენტარები
_______________
ხელოვნებისა და საინტერესო ამბების, ზოგჯერ კულინარიის, ზოგჯერ ფოტოგრაფიის ბლოგი მაქვს. იუმორის და განსაკუთრებით შავი იუმორისთვის ჯერ ადგილი არ გამომითავისუფლებია, მაგრამ ვცადოთ, იქნებ საინტერესო იყოს. რამდენიმე ცუდი ხუმრობის ფოტოკომიქსი შევარჩიე, რომელიც ბოლო დღეებია ძალიან პოპულარულია ინტერნეტ სივრცეში. დმიტრი პიანკოვის (Dmitri Piankov) კომიკური შავი იუმორი არც ძალიან სასაცილოა და არც მოსაწყენი, თავად შეაფასეთ:…
დაამატა Tamila Moshiashvili_მ!
თარიღი/დრო: დეკემბერი 11, 2021 წელი. 9:49pm —
არ არის კომენტარები
_______________
მარაო ყოველთვის მალავს რაღაც საინტერესოს, იდუმალს და ხშირად ამოუცნობ სილამაზესაც. რა ვქნა, ზამთარია, ცივა და ამიტომ არც მომაგონდა მისი მთავარი დანიშნულება და მხოლოდ გავამხატვრულე. დღეს არა მარაოზე, არამედ მარაოს უცნაურ და გენიალურ ხელოვანზე უნდა გესაუბროთ - სარა პარკი (Sarah Park) არა ფოტოგრაფი არამედ მხატვარია და ზეთით შესრულებული ეს საოცრად რეალისტური და რთული ნამუშევრები, სილამაზის ძებნისა და პოვნის გზად დაასათაურა. იპოვეთ…
დაამატა Tamila Moshiashvili_მ!
თარიღი/დრო: ნოემბერი 20, 2021 წელი. 11:39pm —
არ არის კომენტარები
_______________
ფოტოები ყველაფერს ვერ დაინახავს. ან შეიძლება ასეც ითქვას, რომ ფოტოები ისე ვერ დანახავენ, როგორც ხელოვანი მატვარი და მისი ფუნჯები. დღეს კვლა სამხრეთ კორეაში ვიმოგზაურებთ, უბრალოდ, ძველ კორეაში, რომელიც ჯერ კიდევ ცოცხალია და ვიდრე სულ გაქრება, ლი კეიონგი (Lee Me Kyeoung) ცდილობს თავის საქმედ აქციოს ყოველდღიური, ერთთავად ჩვეულებრივი ადგილების, მაღაზიების, ჯიხურების მხატვრულ ტილოებად ქცევა. ვიღაცა რომ უბრალო ჩაუვლის და ვერ შენიშნავს, იმას კეიონგი…
დაამატა Tamila Moshiashvili_მ!
თარიღი/დრო: ნოემბერი 14, 2021 წელი. 10:07pm —
1 კომენტარი
________________
სილამაზე სუბიექტურია. მართალია ყველას თავისებურად ესმის ის, მაგრამ მსოფლიოში არაერთი კონკურსი ტარდება რომელიც სხვადასხვა სილამაზეს გამოავლენს. საბოლოოდ, ჟიური ირჩევს ერთს, მაგრამ ეს მაინც არ ნიშნავს რომ საზოგადოება ამ არჩევანს გახდის მისთვის მოსაწონს. სიენას საერთაშორისო ფოტო დაჯილდოება მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი და ავტორიტეტული ფოტოდაჯილდოებაა. ათასობით ფოტო იღებს მონაწილეობას და გამარჯვებლები 11 სხვადასხვა კატეგორიაში ჯილდოვდებიან.…
დაამატა Tamila Moshiashvili_მ!
თარიღი/დრო: ოქტომბერი 24, 2021 წელი. 10:52pm —
არ არის კომენტარები
_______________
ხელოვნების თანამედროვე ნიმუშები ძვირადღირებული პროდუქციისგან არ იქმნება - ბუნებას უკეთ უნდა ვაკვირდებოდეთ. ამ სიტყვების ავტორი მე არ ვარ, ის ესპანელ ხელოვან ლორა დალა ვეკიას (Laura Dalla Vecchia) ეკუთვნის. დიახ, პირდაპირი მნიშვნელობით ბუნების ნაჩუქარ ფოთლებს იყენებს მოლბერტებად. არსად არ დადის და არაფერის ეძებს - უბრალოდ მიწაზე იყურება და ჩამოცვენილ ფოთლებს, ბუმბულებს აგროვებს. მისი არტი, სწორედ ამ ხმელ ფოთლებზე იქმნება - ქარგას.…
დაამატა Tamila Moshiashvili_მ!
თარიღი/დრო: ოქტომბერი 23, 2021 წელი. 10:02pm —
არ არის კომენტარები
_______________
2024
2023
2022
2021
2020
2019
2018
2017
2016
2015
2014
2013
2012
1999
Welcome to
Qwelly
გამოაქვეყნა taoaxue_მ.
თარიღი: აპრილი 19, 2024.
საათი: 6:00am
0 კომენტარი
0 მოწონება
A Seamless Living World: Throne and Liberty boasts a seamless and dynamic world, where environments and even dungeons adapt and change based on weather conditions and surrounding surroundings. This dynamic environment adds a layer of immersion and unpredictability to exploration and gameplay, constantly keeping players on their toes.
Immersive Narrative: The game's narrative weaves an intricate tapestry connecting the past, present, and future. While details remain scarce, this unique…
გაგრძელება
გამოაქვეყნა taoaxue_მ.
თარიღი: აპრილი 18, 2024.
საათი: 6:30am
0 კომენტარი
0 მოწონება
Spotting Extraction Points: Extraction points are marked by Blue Headstones that emerge from the ground. Listen for the telltale sound of rumbling rocks, signaling the proximity of an extraction point.
Activating the Portal: Approach the Blue Headstone and interact with it by pressing the "F" key on your keyboard. This will open a blue portal, your ticket to safety.
Entering the Portal: Once the portal is active, step into it to initiate the extraction process. Keep an eye out…
გაგრძელება
გამოაქვეყნა millan Myra_მ.
თარიღი: აპრილი 13, 2024.
საათი: 10:00am
0 კომენტარი
0 მოწონება
In the realm of gaming, the allure of microtransactions often beckons players of promises of rare loot, powerful weapons, and legendary mounts. But are these investments truly worth the cost? Today, we embark on a journey into the world of Night Crows, a popular online game, to unravel the mysteries behind its microtransaction system.
Meet Nathan Pay, a seasoned gamer and host of the Blan Crypto channel. With a passion for exploring the depths of virtual economies, Nathan dives…
გაგრძელება
გამოაქვეყნა millan Myra_მ.
თარიღი: აპრილი 10, 2024.
საათი: 11:00am
0 კომენტარი
0 მოწონება
In the blink of an eye, the procedure changed into the following: mine ores make smelt of ore to forge bronze daggers chicken execution, then sell the rest to the greedy clerk at the shop, and use the cash to buy tools. And on and so forth it goes on. As of now I've consumed all the energy drinks available I have available . I've never had to fight this intensely in my entire life to get rid of chickens. I took another bottle of red bull, knowing it…
გაგრძელება© 2024 George. •