Qwelly ბლოგი! - Qwelly (999)

კოჭლი ქსელი

   გვმართებს  ვიცოდეთ, რომ სურვილი რომელიც არ იქნება გამოხატული(ვნახეთ საინტერესოდ მოსაუბრე ადამიანი ან უბრალოდ დავინტერესდით ვინმეთი რომელზეც გვქონდა სურვილი რომ ახლოს "მივსულიყავით"), ის იქნება "გადატანილი" (მოხდა მისი გადატანა) რამაც წარმოქმნა მინიმალური დონით ნერვოზის გამოღვიძება, ზოგი ფსიქ.ანალიტიკოსი (მაგ.ფროიდი) მცდარად უწოდებს რომ საზოგადოების ტაბუმ(კლიშემ) იმოქმედა ადამიანზე, და მან საკუთარი სურვილი "ჩაიბრუნა" ან საქმე გვაქვს მორცხვობასთან, ორივე და…

გაგრძელება

დაამატა Kakha_მ!
თარიღი/დრო: ივლისი 11, 2020 წელი. 8:30pm — 2 კომენტარი
________________

ნამდვილი მეთევზე

      თევზაობა არ არის ჰობი, ეს ავადმყოფობაა. ნამდვილი მეთევზე იმით იცნობა, როგორ ჰყვება. თუ ექვსგირვანქიანი წვერას აღწერისას ფეხზე წამოდგა, ხელები გაშალა და ოთახის მთელ სიგრძეზე გადახტა, არ ყოფილა ნამდვილი მეთევზე, მაგრამ თუ მღელვარებისგან ხმა უწყდება, ცრემლი სდის და მთელ ტანში ჟრუანტელი უვლის - ჩვენიანია. ნამდვილი მეთევზეები მარტონი არიან თავიანთ ავადმყოფობასთან, როგორც ჩინელები - ოპიუმის ჩიბუხთან. მზისა და ქაშაყის ქერცლიდან არეკლილი სინათლის…

გაგრძელება

დაამატა ბექა ხოჯავა_მ!
თარიღი/დრო: ივნისი 25, 2020 წელი. 11:30am — არ არის კომენტარები
_______________

ბავშვი დავაძნოთ ხელში

ორგანიზმის სტრუქტურები და მათი ფუნქციები ერთმანეთს რომ კარგად შეესაბამებოდეს, აუცილებელია ორ წლამდე ბავშვი დავაძნოთ ხელში ქანავით, შეუსვენებლად მინიმუმ ნახევარი საათი მაინც.
პ.ს ბავშვი რაც უფრო მძიმე და მოუსვენარია, მით უფრო კარგად აისახება აღნიშნული ქმედება შედეგზე. :)

დაამატა თამარი_მ!
თარიღი/დრო: ივნისი 13, 2020 წელი. 2:30pm — 8 კომენტარი
________________

დიდი ხელოვან-გამომგონებელი გარდაიცვალა - კრისტო

      გასულ კვირას, 31 მაისს, თითქმის 85 წლის ასაკში, გარდაიცვალა მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი თანამედროვე ხელოვანი, არტისტი კრისტო (Christo). კრისტო ყველას თავისი გრანდიოზული (პირდაპირი მნიშვნელობით გრანდიოზული) ნამუშევრებით დაამახსოვრდა ხალხს და ასეც შევა ხელოვნების ისტორიაში. მისი გარდაცვალებით, მსოფლიომ ერთ-ერთი დიდი ინოვატორი და იდეატორი დაკარგა - ასე გამოეხმაურა ხელოვანთა საზოგადოება კრისტოს…

გაგრძელება

დაამატა Tamila Moshiashvili_მ!
თარიღი/დრო: ივნისი 6, 2020 წელი. 11:08pm — 1 კომენტარი
________________

ჩალის ლუდი

Animal Crossing New Horizons has been loved by players since its initial release. Players can cultivate and maintain ideal villages on desert islands. In the game, players no longer need to be disturbed by epidemics and can also obtain a considerable number of Animal Crossing Bells in new ways. Players can make handicrafts by shopping. In addition, players can also plant fruit trees to obtain fruit outside the island at a very low price of 500 ACNH Bells. Like the real world, players also…

გაგრძელება

დაამატა CSCCA_მ!
თარიღი/დრო: მაისი 26, 2020 წელი. 1:00pm — არ არის კომენტარები
_______________

რწმენის ფერადი ადგილები

      მეჩეთების ფერადოვნებასა და სიჭრელეზე სტატიები არ აკლია ინტერნეტს, მაგრამ ასჯერ გაგონილს ერთხელ ნანახი სჯობსო. ვიდრე პირდაპირ ნახვას შეძლებთ, იქამდე სჯობს კარგი ფოტოგრაფის კარგი ფოტოხელოვნება იპოვოთ - ფატემ ჰოსეინ აღაი (Fatemeh Hosein Aghaei) მეჩეთების სილამაზესა და მრავალფეროვნებას ირანში დაჰყვება. ისპაჰანი ამ მხრივ გამორჩეული ქალაქია ამიტომ ფოტოების უმრავლესობა სწორედ ამ ქალაქიდანაა. სპარსული კულტურა და აღმოსავლური ფერები დღევანდელი…

გაგრძელება

დაამატა Tamila Moshiashvili_მ!
თარიღი/დრო: მაისი 24, 2020 წელი. 9:19pm — 1 კომენტარი
________________

დღესასწაულის მოკლე ბლოგი

      აღდგომიდან მეხუთე კვირას, ქრისტეს ეკლესია ზეიმობს დღეს ანდა უფრო მართებულად რომ ვთქვათ, იხსენებს იმ დღეს, როდესაც მაცხოვარი ჩვენი იესო ქრისტე სამარიტელ ქალს შეხვდა სუქარში, იაკობის ჭასთან. ადრე უკვე დავწერე გულისტკივილით, რომ არ შეიძლება ხარება დღის სიხარული გადაფაროს წმინდა ქალაქის კურთხევის დღესასწაულმა (იხ.…

გაგრძელება

დაამატა ლაშა_მ!
თარიღი/დრო: მაისი 17, 2020 წელი. 9:00pm — 1 კომენტარი
________________

პორტრეტები უწინ და ახლა

      ბოლო დროს ტრენდული გახდა ფოტოსერია „მდე და შემდეგ“ - როდესაც საქმე დეკორატიულ, სამეურნეო ან სარემონტო ცვლილებებს ეხება, ან მეორე ვარიანტი, ერთგვარი მოდიფიცაკია „მაშინ და ახლა“ - ასეთ დროს ვხედავთ წარსულსა და აწმყოში გადაღებულ ფოტოებს. დღევანდელ სერიაშიც სწორედ ამ მიმართულებას წარმოგიდგენთ. ფოტოსერია ერთ-ერთი საუკეთესოდ დამუშავებულ, დაფოტოშოპებულ ვარიანტად აღიარეს ბლოგერებმა, ხოლო მისი ავტორს, არდ გელინკს…

გაგრძელება

დაამატა Tamila Moshiashvili_მ!
თარიღი/დრო: მაისი 9, 2020 წელი. 10:27pm — 3 კომენტარი
________________

ჰოლანდიის კუკენჰოფი - ხალხისგან დაცლილი სამოთხე

      ჰოლანდიის სავიზიტო ბარათი მისი წისქვილები და ტიტების ულამაზესი, უვრცელესი პლანტაციებია. ეს ყველას კარგად მოეხსენება, მაგრამ ამ საოცარ თვალუწვდენელ ტიტების მინდვრებს შორის, გამორჩეულია კუკენჰოფის ბაღი (Holland’s Keukenhof), რომელშიც ჩვენი დღევანდელი მასპინძელი ხელოვანი, ფოტოგრაფი ამ კორონა-კომენდანტის პირობებში შეიპარა და ხალხისგან დაცლილი და ლაღად აყვავებული ბუნების შთამბეჭდავი ფოტოები გადაიღო. ალბერტ დროსის…

გაგრძელება

დაამატა Tamila Moshiashvili_მ!
თარიღი/დრო: მაისი 2, 2020 წელი. 10:30pm — 2 კომენტარი
________________

მეგობარი

      უმრავლესობა ადამიანებს გვყოლია წარმოსახვითი მეგობარი ბავშვობის წლებში, ზოგს მერეც - დიდობაში და მიჰყვება სიცოცხლის ბოლომდე...

      ეს არის მეგობარი, რომელიც მუდამ ჩვენს გვერდითაა; ყველაფერს გვიგებს უსიტყვოდ, ჩვენს აზრებს იზიარებს, გრძნობებს განიცდის, უმეტესწილად გვეთანხმება, ხანდახან გადავხედავთ კიდეც ხოლმე ერთმანეთს და ეშმაკური ღიმილით თვალს ვუკრავთ, ჩვენ ხომ ვიცით, რაშიცაა საქმეო;

     …

გაგრძელება

დაამატა თამუნა ქადაგიძე_მ!
თარიღი/დრო: აპრილი 29, 2020 წელი. 10:30pm — არ არის კომენტარები
_______________

მორღვეული სივრცე

      საფეხური, კიდევ საფეხური, კიდევ მომდევნო... . . . ფართო საფეხურები, გალაქულივით კრიალა ზედაპირებით. მეტად თავმდაბალნი, სულ ოდნავ ქედმაღლობენ ერთმანეთის მიმართ, ალბათ ერთი თითის დადებაზე, მეტით ნამდვილად არა. ყოველ შემთხვევაში, მე ასე შევიგრძნობ. თანაც ეს თავმდაბალი საფეხურები დამრეცად არიან განლაგებულნი... ვიტყოდი, მეტისმეტად დამრეცად. თითქოს ვიღაცამ საგანგებოდ იზრუნა, რათა ამ საფეხურებზე სიარულისას ოდნავი დაღლაც კი არ მეგრძნო.…

გაგრძელება

დაამატა nunu qadagidze_მ!
თარიღი/დრო: აპრილი 29, 2020 წელი. 4:30pm — არ არის კომენტარები
_______________

ორი სათამაშო

... ადამიანის ცნობიერება „დროის ოკეანის

სანაპიროსთან დაფარფატებს, როგორც

პეპელა წყლის ზედაპირზე, და ეძებს ხომალდს.“

უპანიშადები

      ქვიშის საათზე მინდა გესაუბროთ, ამ ბალღურ-ეშმაკურ სათამაშოზე. მისი სული და გული მინის ორი კონუსია, წვეროებით ერთმანეთზე მირჩილული. წვეროების გარდა მინის კონუსებს არაფერი აქვთ…

გაგრძელება

დაამატა nunu qadagidze_მ!
თარიღი/დრო: აპრილი 26, 2020 წელი. 3:00pm — არ არის კომენტარები
_______________

ორიგინალური პირბადეები

      ვინაიდან ჯერ პიკის პერიოდშიც კი არ ვართ, წინ კიდევ დიდი ხნის კორონობანა მოგვიწევს, ეგეც არ იყოს, უკვე გვეუბნებიან რომ უნდა ვისწავლოთ კორონასთან ერთად ცხოვრობა, კოჰაბიტაცია უნდა მოხდეს ვირუსთანო და ა.შ. ცხადია, ადამიანი, როგორც ყველა გარემოსა და სიტუაციასთან ადვილად შემგუებელი, ახალ დროშიც ადვილად გამონახავს არსებობის ფორმებს, მანამდე კი პირბადეების (აუცილებელია მათი ტარება ყველა დახურულ სივრცეშიც კი) ახალი დიზაინები გვაქვს -…

გაგრძელება

დაამატა Tamila Moshiashvili_მ!
თარიღი/დრო: აპრილი 25, 2020 წელი. 11:05pm — 1 კომენტარი
________________

ფინანსური კაპიტალი და ფინანსური ოლიგარქია

      კერძოდ: საბანკო კაპიტალის კონცენტრაცია და ცენტრალიზაცია

      კაპიტალისტურ საზოგადოებაში მონოპოლიების ბატონობა ახასიათებს არა მარტო მრეწველობის სფეროს. მსხვილ საწარმოთა უპირატესობას კანონი წვრილ და საშუალო საწარმოთა მიმართ, რაც გულისხმობს მეცნიერებისა და ტექნიკის მიღწევების მეტ-ნაკლები ზომით წარმოებაში დანერგვას, მოქმედებს საბანკო საქმეშიც. მსგავსად მრეწველობისა, თავისუფალი კონკურენცია იწვევს კონცენტრაციას, ხოლო კონცენტრაცია, მიღწევს…

გაგრძელება

დაამატა rusudan_მ!
თარიღი/დრო: აპრილი 12, 2020 წელი. 12:30pm — 2 კომენტარი
________________

განახლების ფორმა - საკორონე ხელოვნება

      კორონავირუსმა ბევრი დრო გამოგვიჩინა, ეს დრო სახლში უნდა გავატაროთ - სახლში ჯდომამ კი სახლის დალაგება, ძველი და მივიწყებული ნივთების აღმოჩენა, გაცოცხლება ან სანაგვეზე მოსროლა დააყენა დღის წესრიგში. თითქოს იწინასწარმეტყველაო ჩვენმა დღევანდელმა მასპინძელმა ხელოვანმა, როდესაც წლების წინ წამოიწყო ყველაზე დროტევადი და ნერვმსუბუქი საქმიანობა - ქსოვა. შვედეთში მოღვაწე ხელოვანმა ულა სტინა-ვიკანდერმა (Ulla Stina-Wikander) ძველი ნივთები,…

გაგრძელება

დაამატა Tamila Moshiashvili_მ!
თარიღი/დრო: აპრილი 11, 2020 წელი. 10:58pm — არ არის კომენტარები
_______________

რამდენიმე მზის ამოსვლაში

   არის ცნობილი და კონკრეტული მეცნიერების წრე, რომელთა სტატუსი აღემატება მათ ცოდნას მაგრამ დაბალია გარემოსა და რეალობაზე, რადგან მათ გადაწყვიტეს (ანუ გაყიდეს თავის რამდენიმე თვის ხელფასსზე და უნის რექ. სტატუსზე, რეალობა, სიმართლე, ადამიანობა სინდისი ) ჩამოყალიბება და ფორმირება თაობის, პირველად გადადგეს ნაბიჯი ყველაფერი ძველის გაწმენდა თაობისთვის, მიკერება თითქოს მოძველებული, სადმე კრემლის ოთახებში დაიგეგმა და…

გაგრძელება

დაამატა Kakha_მ!
თარიღი/დრო: აპრილი 10, 2020 წელი. 9:30pm — 2 კომენტარი
________________

კოსმოსური (არა კვანტური) დაბნეულობა

      ისე მყისიერად შედგა, თითქოს რაღაც უხილავ დაბრკოლებას გადააწყდაო.... არა, ეს უკვე მეტისმეტი იყო, სიზმარს თუ ჯადოქრობას ჰგავდა, საკუთარ (თუ საოცრად მსგავს ) ქუჩაზე ამოეყო თავი.

      დაერჭო შუა ტროტუარზე... კარგა დიდი ადგილი მონიშნა ჩამრგვალებულ- ჩაპუტკუნებული სხეულით. ირგვლივ ისე ევლებოდა მოსიარულე ხალხის ნაკადები, როგორც ჭორომს ევლება მდინარის ტალღები. მუჯლუგუნებსაც ბლომად ღებულობდა ყოველი მხრიდან, მაგრამ თითქოს ვერც კი აღიქვამდა…

გაგრძელება

დაამატა nunu qadagidze_მ!
თარიღი/დრო: აპრილი 6, 2020 წელი. 11:00pm — არ არის კომენტარები
_______________

პურის ცხობა ხელოვნების სახელით

      ცხელი პური გემრიელია, პური და ყველი გემრიელია, პური არსობისა, კიდევ უფრო გემრიელია, მაგრამ არსებობენ ხაბაზები, რომლებიც ფიქრობენ, რომ პური უფრო მეტი შეიძლება იყოს, ვიდრე მხოლოდ „ყველაფარზე მისაყოლებელი“ პროდუქტი. ეს საცხობი, ვისზეც ახლა უნდა დავწერო, „ქერი და ხორბალა“ (Blondie + Rye), ოკეანის გაღმიდან, ოკეანის გამოღმა აოცებს დამთვალიერებელს, ხოლო თავის ქალაქში - დამგემოვნებლებს. როცა გემო ასეთი წარმატებული გამოვიდა, შეფუთვაზე ფიქრი…

გაგრძელება

დაამატა Tamila Moshiashvili_მ!
თარიღი/დრო: აპრილი 5, 2020 წელი. 10:55pm — 2 კომენტარი
________________

ჩიტების სახლი

      იმ დღეს მათი ჩხუბი მოწმენდილ ცაზე მეხის გავარდნას ჰგავდა. უფრო შეხმატკბილებულ ძმაკაცებს ვერსად შეხვდებოდით, ბოლო ხანებში კიდევ უფრო დაუტკბნენ ერთმანეთს... თუ სადმე ახსენებდნენ შაშვის სახელს, იქ კაკაბიც უნდა ყოფილიყო, ანდა პირიქით. მგონი მამლების ჩხუბის გამო წაკამათდნენ, ერთი „ხტუნიას“ აქებდა, მეორე „ძიძგილას“. საუბედუროდ, სხვადასხვა ფალავნის თაყვანისმცემლები იყვნენ განუყრელი ძმაკაცები. თუმცა უწინ თურმე ორივე ერთ ფალავანს ეთაყვანებოდა, მაგრამ…

გაგრძელება

დაამატა nunu qadagidze_მ!
თარიღი/დრო: აპრილი 1, 2020 წელი. 7:30pm — არ არის კომენტარები
_______________

სოციალური დისტანცია ალბომებზე

      სოციალური დისტანცია ყველას შეეხო. სამწუხაროა, რომ ძველი პერიოდის ეპიდემიების - გიგანტების მძვინვარები დროს, ხალხის გართობის საშუალებებზე ძალიან ცოტა ვიცით, მაგრამ ახლა ინტერნეტის, ტექნოლოგიების და ფოტოშოპის ხანაში რამდენიმე საინტერესო კოლაჟი გვაქვს. დღეისთვის კი ლოს-ანჯელესში მოღვაწე ჯგუფის, აქტივისტას (Activista) ერთი პროექტი უნდა წარმოგიდგინოთ. 6 ფუტის დისტანცია, ან ჩვენებურად, 2 მეტრიანი დისტანცია ცნობილი ალბომების ქოვერების…

გაგრძელება

დაამატა Tamila Moshiashvili_მ!
თარიღი/დრო: მარტი 29, 2020 წელი. 11:00pm — არ არის კომენტარები
_______________

ყოველთვიური არქივი

2020

2019

2018

2017

2016

2015

2014

2013

2012

1999

ღონისძიებები

ბლოგ პოსტები

RuneScape continues to grow more than ever

გამოაქვეყნა Megaomgchen_მ.
თარიღი: ოქტომბერი 20, 2020.
საათი: 4:00am 0 კომენტარი

Naturally the team and I are saddened that some gamers are upset about free spins and some also do not enjoy the capacity to also purchase extra spins, however, the truth is 90% of our members are still enjoying the Squeal of Fortune on a daily basis and RuneScape gold more than 70 percent of our free players use the Squeal of Fortune daily also - which makes it a number of the most widely appreciated content release thus far. Nearly all our players also continue to take advantage of the…

გაგრძელება

ათასეული კორონა და ქება-კრიტიკა საარჩევნოდ

გამოაქვეყნა Giorgi_მ.
თარიღი: ოქტომბერი 19, 2020.
საათი: 10:57pm 0 კომენტარი

      მეორედ ათასეულს ზემოთ ანუ 1186 ახალი შემთხევა 24 საათში და რა გასაკვირია, რომ დღის მთავარი ამბავი სწორედ კოვიდ19-ია. მთავრობის განცხადებები, გამოსვლები, გადაწყვეტილებები და კრიტიკა ცუდ მენეჯმენტზე. ამას ემატება კარზე მომდგარი არჩევნები და საარჩევნოდ ხმების მოსაგროვებლად გაკეთებული მრავალი განცხადება და თავის ქება-სხვების ლანძღვა. ადგილობრივი კორონა რიცხვებში - დადასტურებული შემთხვევა - 18663, გამოჯანმრთელებული - 8338, გარდაცვლილი - 143,…

გაგრძელება

ველოარტი ანუ ხელოვნება ველოსიპედით

გამოაქვეყნა Tamila Moshiashvili_მ.
თარიღი: ოქტომბერი 18, 2020.
საათი: 10:24pm 0 კომენტარი

      იმ თაობის გოგოებს მივეკუთვნები, რომაული არდადეგები რომ ყველაზე რომანტიკული და საყვარელი ფილმი მიაჩნიათ და ველოსიპედით კატაობა არა უბრალო გართობა, არამედ გრეგორისთან ერთად სეირნობად აღიქმებოდა. ოდრი ხომ ყველა ჩვენგანის სათაყვანებელი გოგო იყო. კალათიანი ველოსიპედი იშვიათობა იყო ჩვენს ქალაქში, მაგრამ ბიჭებისგან ნათხოვარს, კბილს ვინ გაუსინჯავდა რომ დაეწუნებინა? რას მოვაყოლე ამხელა ტექსტი? ამ ველოსიპედის ჯაჭვები „ცეპები“ ხშირად წყდებოდა და უბის…

გაგრძელება

ნახევრადღია არჩევნები და გაცხარებული ურთიერთკრიტიკა

გამოაქვეყნა Giorgi_მ.
თარიღი: ოქტომბერი 16, 2020.
საათი: 10:30pm 0 კომენტარი

      შესავალ სიტყვაში მხოლოდ არჩევნების თემა დომინირებს, ასევე კორონასგან გამოწვეული ახალი შეზღუდვები და დახურული სკოლა-ბაღები. კარტოგრაფიამ გარეჯიდან თბილისში, თბილისიდან კი სტრასბურგში გადაინაცვლა და იქ საჩივრდება. რაც შეეხება კორონას რიცხვებს - დადასტურებული შემთხვევა - 15327, გამოჯანმრთელებული - 7613, გარდაცვლილი - 124. რაც შეეხება ჩვენი ეკონომიკის მეტრს - აშშ დოლარის ფასი 3.2186 ლარია.

საქართველოს და მსოფლიოს ამბები / 16 ოქტომბერი,…

გაგრძელება

Qwelly World

free counters