ფოტო და ვიდეოგრაფი, ანდა, უფრო სწორად, ფილმოგრაფი მაიკ ოლბინსკი (Mike Olbinski), უკვე მრავალი წელია საქორწილო დღესასწაულების გადაღებებით არის დაკავებული და პროფესიული საქმიანობა დიდი პოპულარობითაც დაუფასდა - მისი ვიდეორგოლები ერთ-ერთი საუკეთესოა და რეიტინგული. მაგრამ გარდა შემოსავლის ძიებისა, ყველა ხელოვანს საკუთარი სიყვარულის ობიექტიც უნდა ჰყავდეს - მაიკისთვის ერთ-ერთი ასეთია შტორმების დევნა მთელს ამერიკაში და მათი აღბეჭდვა ფირზე -…
დაამატა Tamila Moshiashvili_მ!
თარიღი/დრო: აგვისტო 17, 2019 წელი. 10:14pm —
არ არის კომენტარები
_______________
ტარტი ალბათ ყველაზე ნაკლებად გურმანული დესერტია, მაგრამ აგერ უკვე რამდენი წელია მისი მორთვა-მოკაზმვა და მოხატვა, მხატვრობის მიმდინარეობად იქცა. კულინარიული ხელოვნება ხოლმე, პირისთვის გემრიელის გარდა, თვალისთვის სანახაობრივს ნიშნავს - თავიდან რომ თვალი ჭამს. ამ ტარტებში, თვალი საერთოდ არ ჭამს. ჯესიკა ლაი კლარკ-ბოინი (Jessica Leigh Clark-Bojin) დისნეის მოყვარე მხატვარია და ხელმაჯრვეობით გამორჩეული.…
დაამატა Tamila Moshiashvili_მ!
თარიღი/დრო: აგვისტო 10, 2019 წელი. 11:23pm —
2 კომენტარი
________________
ადრენალინის მოზღვავება სიცოცხლესთან თამაშით შეიძლებაო და ადრენალინის მოზღვავებაზე დამოკიდებულთა ფოტოებზე აღბეჭდვა, დიდი ხანია ფოტოგრაფთა საყვარელი მიმართულებაა. ექსტრემალებს უკვე დიდი ხანია რედ ბული „აფრთიანებთ“ და ამ დაფრთიანებულ ექსტრემალებს კიდევ, სხვები დასდევენ რომ შემდეგ კონკურსები მოიგონ.
დავიწყოთ გამარჯვებულით.…
დაამატა Tamila Moshiashvili_მ!
თარიღი/დრო: ივლისი 28, 2019 წელი. 11:24pm —
არ არის კომენტარები
_______________
ისტორიული თოჯინების სერია საკმაოდ ძველი მოფიქრებაა, ჯერ კიდევ ბარბების გამოჩენამდე არსებობდა ცნობილი პერსონების გასათამაშოების მცდელობები. ჩვენ დღევანდელ გმირს, დიტო ვონს (Dito Von) მომავალში აუცილებლად შევხვდებით, სხვა ნამუშევრების გამო, მაგრამ დღეს მისი თოჯინების პროექტი ჩვენი ყურადღების ცენტრში. ბოლონიაში, იტალიაში მოღვაწე არტისტმა საკმაოდ დახვეწილი და მოხუცი პერსონებისგან, ძალიან საყვარელი და მხიარული საბავშვო სათამაშოები შექმნა.…
დაამატა Tamila Moshiashvili_მ!
თარიღი/დრო: ივლისი 21, 2019 წელი. 11:09pm —
არ არის კომენტარები
_______________
მაშინ როდესაც ძალიან ბევრს ფიქრობენ ქალაქის იერსახეზე, ადგენენ რეგულაციებს, გენ-გეგმებს, გასცემებ ნებართვებს ან აჩერებენ მშენებლობებს, თუმცა ერთიანი ხაზი მაინც არ გვაქვს მოფიქრებული, ვფიქრობ, მშვენიერი იდეაა ილუზიური არქიტექტურა. სამწუხაროდ, ზაჰა ჰადიდი გარდაიცვალა აგერ უკვე სამი წელია მაგრამ არც გარდაცვალებამე არ იყო ქართული პროექტებით დაკავებული - არ გაგვიმართლა, წარმოშობით ერაყელია და არც ბებია ჰყავდა ქართველი, მაგრამ ამ შემთხვევაში არაა…
დაამატა Tamila Moshiashvili_მ!
თარიღი/დრო: ივლისი 20, 2019 წელი. 4:00pm —
არ არის კომენტარები
_______________
სიმწვანის სიურეალისტური გამოსახვა ჩვენს ყოველდღიურ, ცოცხალ გარემოში ემერიკ ჩანთიერის (Émeric Chantier) მორიგი გატაცებაა და თავისი სკულპტურები სწორედ ამ მიმართულებით არის წარმოდგენილი. ემერიკმა მწვანე ბუნების, მინდორ-ველების სიურეალიზმი, სკულპტურებით წარმოადგინა - ადამიანები, ცხოველები, მტაცებლები, მოფიქრალები და სხვა. მწვანე გულიც ფეთქავს ისე, როგორც ბუნების მაცოცხლებელი. „ფანტაზირებული ბუნება“ ასე დაარქვა თავის შთაგონებას და…
დაამატა Tamila Moshiashvili_მ!
თარიღი/დრო: ივლისი 14, 2019 წელი. 11:03pm —
არ არის კომენტარები
_______________
მხატვარი და დიზაინერი სენა რუნა (Sena Runa) წარმოშობით თურქია. ბედის უკუღმართობით თუ ბედის მადლიერებით, ახლა პორტუგალიის დედაქალაქში ცხოვრობს და მოღვაწეობს, არ ივიწყებს რა საკუთარ სამშობლოს, მისი ხელოვნების ფერები სრულად აღმოსავლურია, მაგრამ მარტო ფერები არა - ჩუქურთმები, ჩახუჭუჭებელი ორნამენტები მისი ქაღალის ფიგურების მთავარი მხატვრული ღირებულებაა.…
დაამატა Tamila Moshiashvili_მ!
თარიღი/დრო: ივლისი 13, 2019 წელი. 11:17pm —
არ არის კომენტარები
_______________
ჩვენი ოთხფეხა მეგობრები, ზოგჯერ არც ისე ოთხფეხები არიან. თუ, ყურადღებით დააკვირდებით მათ სურვილებს და მიზნისკენ სწრაფვის საშუელებებს, ადვილად შეამჩნევთ რომ დიდი ადამიანებივითაც შეუძლიათ მოძრაობა. სწორედ, რამდენიმე ასეთი კადრი გახდა ფოტოგრაფ ალექსის რეინადის (Alexis Reynaud) შთაგონების წყარო და ამის შემდეგ, მთელი ფოტოსესია მოაწყო ორ ფეხზე მოარული კატების.…
დაამატა Tamila Moshiashvili_მ!
თარიღი/დრო: ივლისი 6, 2019 წელი. 10:23pm —
არ არის კომენტარები
_______________
დღევანდელ საღამოს ძალიან ბევრი მეფიქრებოდა ჭამაზე ამიტომ ერთი მოგზაური ფოტოგრაფის, გრეგ სეგალის (Gregg Segal) შემოქმედება უნდა გაგიზიაროთ. სამოგზაუროდ ამერიკა, ინდოეთი, მალაიზია, გერმანია, საფრანგეთი, იტალია, სენეგალი, არაბეთი და ბრაზილია შეარჩია და დაიწყო მოზარდების რაციონის - კვირეულის ფოტოგადაღება. რა მიირთვით ამ კვირაში? მოდი გადავიღოთ.
შედეგები ქვემოთ:
1. კავაკანი…
დაამატა Tamila Moshiashvili_მ!
თარიღი/დრო: ივნისი 30, 2019 წელი. 11:58pm —
არ არის კომენტარები
_______________
მართალია ციფრულ სამყაროში ყველა გამოსახულება ფიქსელებად (პიქსელებად) იშლება მაგრამ არსებობენ ხელოვანები, რომლებიც ფიქსელებით აწყობენ გამოსახულებას, რომელიც სულაც არ არის ციფრულ სამყაროში. გამოსახულებას უფრო სწორად - სკულპტურა უნდა ვუწოდოთ. ჩვენი დღევანდელი ხელოვანი გახლავთ ტაივანელი სკულპტორი ჰსუ ტანგ ჰანი (Hsu Tung Han) და მისი შთამბეჭდავი სკუპლტურები.…
დაამატა Tamila Moshiashvili_მ!
თარიღი/დრო: ივნისი 29, 2019 წელი. 10:33pm —
არ არის კომენტარები
_______________
წარმოშობით სამხრეთ აფრიკიდან არის, მაგრამ ამჯერად შვეიცარიაში ცხოვრობს, ციურიხში და ისე მოხდა, რომ შვეიცარიის მთავარმა სავიზიტო ბარათმა - ალპებმა - მისი გონება სრულად დაიპყრო. დღევანდელი ჩვენი ხელოვანია ზაკ ვან ბილიონი (Zak van Biljon), ფოტოგრაფი, რომელმაც მაღალი მთების, თეთრი თუ მწვანე-ცისფერი მყინვარების ალტერნატიული ხედვა შემოგვთავაზა - მსუბუქი ვარდისფერი და მკვეთრი წითელი ტონალობა ყოველგვარი მწვანის ნაცვლად. ფოტომანიპულაცია…
დაამატა Tamila Moshiashvili_მ!
თარიღი/დრო: ივნისი 23, 2019 წელი. 6:28pm —
არ არის კომენტარები
_______________
სამყარო შეიძლება გამოიგონო და ზღაპრად აქციო, ან გამოიგონო და ფილმი გადაიღონ, მართალია შეიძლება ფინალი არ ვარგოდეს (თუ მარტინი დონის მწერალი ხარ), მაგრამ ფანტაზიის ხორც-შესხმა პრობლემას არ წარმოადგენს, ან გამოიგონო სამყარო და დახატო, აღარაფერს ვამბობ, რომ შესაძლებელია გამოგონილი სამყაროს მუსიკა შექმნა. მაგრამ კიდევ არის საშუალება, ფანტაზიით სავსე სამყარო ჯერ გამოჭრა ქაღალდით ან პერგამენტით და შემდეგ აანთო. სწორედ, მრავალფეროვანი და მანათობელი…
დაამატა Tamila Moshiashvili_მ!
თარიღი/დრო: ივნისი 16, 2019 წელი. 11:39pm —
არ არის კომენტარები
_______________
თუ ფოტომანიპულაციებს კარგად ფლობ ან უბრალოდ ფოტოშოპისთვის ბევრი დრო გრჩებათ და ფოტოგრაფიაც არ არის შორს შენგან, მინიმუმ ცნობილი პიროვნებების ცნობილი ფოტოები გინახავთ შეგიძლიათ იმ ფოტოებზე საკუთარი ადგილიც მონიშნოთ. საკუთარ კოლაჟს, ჩინელმა ფოტოგრაფმა სილინ ლიუმ (Silin Liu) „დროში მოგზაურობა“ დაარქვა და გადაწყვიტა შორეული აღმოსავლეთიდან, ნებისმიერ კუთხეში და ნებისმიერ დროში (ცხადია, ფოტოისტორიის დაწყების შემდეგ) ემოგზაურა. ამის…
დაამატა Tamila Moshiashvili_მ!
თარიღი/დრო: ივნისი 15, 2019 წელი. 10:57pm —
არ არის კომენტარები
_______________
ბოლო ხანებში ჩემი ბლოგი ფაქტობრივად ხელოვნების ბლოგად გადაკეთდა და ბევრი შემოქმედის ნამუშევარი წარმოვადგინე, მაგრამ ამ მიმართულებით ჯერ კიდევ ბევრია აღმოსაჩენი. ჩვენი დღევანდელი გმირი წარმოშობით კალიფორნიელი კრეიგ ალანი (Craig Alan). ათეულ წელზე მეტია რაც ამ ალბომს ქმნის რომლის სახელია პოპულუსი (Populus).
ერთი შეხედვით რიგითი პორტრეტებია, ცნობილი…
დაამატა Tamila Moshiashvili_მ!
თარიღი/დრო: ივნისი 8, 2019 წელი. 11:23pm —
არ არის კომენტარები
_______________
როცა საკუთარი სოფელი ძალიან გიყვარს და არ გეთმობა მისი გაჩანაგება, მიუხედავად ასაკისა აიღებ ფუნჯს და სოფელს გაანახლებ. მართალია, ზუსტად ვერ ვიტყვი ამ სოფლის ინფრასტრუქტურის განყოფილება რას აკეთებს, მაგრამ სოფლის ერთი რიგითი მკივდრი რომ მთელი მსოფლიოს ყურადღების ცენტრში მოხვდა ფაქტია. ცისარტყელა ბაბუა იმიტომ დაარქვეს, რომ ქვემოთ წარმოდგინლი ქუჩები, თავიდან ბოლომდე ჰუანგ იანგ-ფუს (Huang Yung-fu) შემოქმედებაა. ბაბუა ამჟამად 96 წლისაა,…
დაამატა Tamila Moshiashvili_მ!
თარიღი/დრო: ივნისი 2, 2019 წელი. 10:45pm —
არ არის კომენტარები
_______________
ჩაციებული ხილის სეზონი მოვიდა, კარგად ჩაყინული და სიცხისგან მაგრილობელი ხილის. მართალია, ყველა ხილმოყვარე მაინც საზამთროს ელოდება, მაგრამ საზამთრომდეც ბევრი სხვადასხვა ტკბილეულით შეიძლება პირის გაგემრიელება.
ზოგიერთები მხოლოდ ჭამაზე და გემოზე როდი ფიქრობენ - ხელოვნებით გატაცებულნი ვიზუალურ გაფორმებაზეც არიან ორიენტირებულები. ჩვენი დღევანდელი გმირი საინი (Sine), ინტერნეტში, თავისი ტრენდული არხით - foodbites - გახდა…
დაამატა Tamila Moshiashvili_მ!
თარიღი/დრო: ივნისი 1, 2019 წელი. 10:22pm —
არ არის კომენტარები
_______________
მთელი საქართველო დამოუკიდებლობის დღეს ზეიმობს. უამრავი აქცია და ღონისძიება ანონსდებოდა კვირებით ადრე და მართალია ამინდმა მთლად საზეიმოდ არ მოიცალა, ცოტ-ცოტა ყველგან აღინიშნა დღესასწაული. მე კი საქართველოს ეროვნული არქივის ციფრულ კატალოგებს გადავხედე და ხელახლად გამოცხადებულ დამოუკიდებლობამდე ერთი წლით ადრე, 1990 წელს საოცდაექვსმაისო აქციებს გადავაწყდი. როგორც ერონული არქივი იწერება, ფოტოები ანა მიქაუტაძის პირადი კოლექციებიდან არის. მინდა…
დაამატა Tamila Moshiashvili_მ!
თარიღი/დრო: მაისი 26, 2019 წელი. 6:46pm —
არ არის კომენტარები
_______________
ზუსტად არ ვიცი როდის დაიწყო ბუშტების სამყარო და ისტორია, ვინ იყო ის პირველი ვინც ბუშტი მოიგონა და მერე ბავშვებს აჩუქა, მაგრამ ყველა ბავშვისთვის საყვარელი და სასურველი საჩუქარი რომ გამოიგონა, ფაქტია. ცნობილი ფილმის ერთ-ერთი მთავარი მომენტიც მინდა გაგახსენოთ:
ჯიმ ქერი არ იქნება ჩვენი დღევანდელი გმირი, მის ნაცვლად, იაპონელი ხელოვანი მასაიოში მაცუმოტო (Masayoshi Matsumoto) უნდა გაგაცნოთ. მაცუმოტოს…
დაამატა Tamila Moshiashvili_მ!
თარიღი/დრო: მაისი 25, 2019 წელი. 11:14pm —
არ არის კომენტარები
_______________
ისე ჩამოცხა, ნელ-ნელა სიგრილის წყლის რეზერვუარები და შადრევნების ძებნას ვიწყებთ - მეტი სინოტივე და მეტი სიგრილე სჭირდება გამომშრალ სხეულებს. ვიდრე თბილისის შადრევნებს შემოგთავაზებდეთ, მინდა მსოფლიოს კლასიკოსების ნაუშევრები თუ კლასიკად აღიარებული შადრევნების საუკეთესო ექვსეული წარმოგიდგინოთ.
დავიწყოთ…
დაამატა Tamila Moshiashvili_მ!
თარიღი/დრო: მაისი 19, 2019 წელი. 11:38pm —
არ არის კომენტარები
_______________
ბოლო სეზონმა საბოლოოდ დაასამარა სერიალის ეპიკურობის და განსაკუთრებულობის, საინტერესოობისა და აღმაფრთოვანებლობის იდეა, მაგრამ ინტერესი ჯერ კიდევ არ ქრება HBO-ს ერთ-ერთი ყველაზე გახმაურებული პროდუქტის შესახებ. სამეფო კარის თამაშების ბოლო სერიის მოლოდინში, ერთი რუსი ხელოვანის - სალავატ ფიდაის (Salavat Fidai) სკულპტურების კოლექცია მინდა გაგიზიაროთ. ქველის მკითხველთათვის სიახლეს არ წარმოადგენ ფანქრის გამოთლის ხელოვნება, მაგრამ სამეფო…
დაამატა Tamila Moshiashvili_მ!
თარიღი/დრო: მაისი 18, 2019 წელი. 10:26pm —
1 კომენტარი
________________
2023
2022
2021
2020
2019
2018
2017
2014
2013
Welcome to
Qwelly
გამოაქვეყნა taoaxue_მ.
თარიღი: აპრილი 25, 2024.
საათი: 5:30am
0 კომენტარი
0 მოწონება
Now that Amirdrassil has been ascetic on Mythic difficulty, Angel of Warcraft admirers accepting absolutely candid the stats for Fyr’alath, the Dream Render–the Emblematic weapon abandoned by Fyrakk. One emphasis at this afire new Angel of Warcraft weapon proves it is one of the best able items in the adventuresome acclimatized now.When Angel of Warcraft ancient adverse Apparatus 10.2, Guardians of the Dream, it teased Fyr’alath, the Dream Render–a new two-handed Emblematic axe abandoned by…
გაგრძელება
გამოაქვეყნა taoaxue_მ.
თარიღი: აპრილი 19, 2024.
საათი: 6:00am
0 კომენტარი
0 მოწონება
A Seamless Living World: Throne and Liberty boasts a seamless and dynamic world, where environments and even dungeons adapt and change based on weather conditions and surrounding surroundings. This dynamic environment adds a layer of immersion and unpredictability to exploration and gameplay, constantly keeping players on their toes.
Immersive Narrative: The game's narrative weaves an intricate tapestry connecting the past, present, and future. While details remain scarce, this unique…
გაგრძელება
გამოაქვეყნა taoaxue_მ.
თარიღი: აპრილი 18, 2024.
საათი: 6:30am
0 კომენტარი
0 მოწონება
Spotting Extraction Points: Extraction points are marked by Blue Headstones that emerge from the ground. Listen for the telltale sound of rumbling rocks, signaling the proximity of an extraction point.
Activating the Portal: Approach the Blue Headstone and interact with it by pressing the "F" key on your keyboard. This will open a blue portal, your ticket to safety.
Entering the Portal: Once the portal is active, step into it to initiate the extraction process. Keep an eye out…
გაგრძელება
გამოაქვეყნა millan Myra_მ.
თარიღი: აპრილი 13, 2024.
საათი: 10:00am
0 კომენტარი
0 მოწონება
In the realm of gaming, the allure of microtransactions often beckons players of promises of rare loot, powerful weapons, and legendary mounts. But are these investments truly worth the cost? Today, we embark on a journey into the world of Night Crows, a popular online game, to unravel the mysteries behind its microtransaction system.
Meet Nathan Pay, a seasoned gamer and host of the Blan Crypto channel. With a passion for exploring the depths of virtual economies, Nathan dives…
გაგრძელება© 2024 George. •