რაც არ უნდა მზის მოყვარე იყოთ და სითბოს ეშურებდეთ წელიწადის ყველა დროს, შეუძლებელია ზამთრის ის თეთრი მშვენიერება არ დააფასოთ, რომელიც ამ სეზონს ახლავს. გადათეთრებულ მინდორს არ ვგულისხმობ მხოლოდ - ზამთარი მთელი თავისი ძლიერებით. თითქოს უსიცოცხლო, მაგრამ ფორმებში შენახული და ფორმებით გამაოგნებელი თოვლი. გახსოვთ ალბათ, ამერიკა რომ ყინვაზე წუწნებდა შარდან, მაგის პოსტიც გვქონდა -…
დაამატა Tamila Moshiashvili_მ!
თარიღი/დრო: დეკემბერი 26, 2020 წელი. 10:18pm —
1 კომენტარი
________________
მიუხედავად პანდემიისა, შეზღუდვებისა და აკრძალვებისა მთელი მსოფლიოს გარშემო, ქორწილობა არც ისე ადვილი ასაკრძალი გახდა. არაერთმა შეყვარებულმა წყვილმა მოახერხა მარადიული სიყვარულის ფიცის დადება და ამ ყველაფრის ფოტოზე აღბეჭდვა (ზოგჯერ ისეც ხდება, რომ მთელი ქორწილის იდეა, ფოტოგადაღებაა და მეტი არაფერი). საქორწილო დღესასწაულების ერთ-ერთი ცნობილი კომპანია, Junebug Wedding, აგერ უკვე მეექვსე წელია, წლის საუკეთესო საქორწილო ფოტოგადაღების…
დაამატა Tamila Moshiashvili_მ!
თარიღი/დრო: დეკემბერი 19, 2020 წელი. 11:07pm —
არ არის კომენტარები
_______________
დღეს, შავ-თეთრ ფოტო ფოტოგრაფის სტილს გამოხატავს ან ამა თუ იმ სურათზე ეფექტის შერჩევის ვარიანტს. ტონების, კონტრასტების, ჩრდილების გამოსაკვეთად, ფოტოგრაფები ხშირად აშავთეთრებენ სურათებს, თუმცა ეს ახლა. იყო დრო, როდესაც უბრალოდ სხვა ვარიანტი არ არსებობდა - განა მაშინ სამყარო შავ-თეთრი იყო?! არა, უბრალოდ ამ სამყაროს ფერადი აღბეჭდვა პრობლემას წარმოადგენდა და მხოლოდ მხატვრებს შეეძლოთ. მაშინ სიშავთეთრე არა ფოტოშოპ ეფექტი, არამედ ფოტოს ერთადერთი…
დაამატა Tamila Moshiashvili_მ!
თარიღი/დრო: დეკემბერი 13, 2020 წელი. 10:01pm —
1 კომენტარი
________________
რამდენიმე კვირის წინ, გერმანულენოვამა ტვიტერ პროფაილმა წამოიწყო კამპანია გერმანულად ვრცელ ჰეშტეგზე: #KunstGeschichteAlsBrotbelag. ქართული ენისა არ იყოს, არც გერმანულია მაინცდამაინც ტვიტერზე მორგებული. ჰეშტეგი ითარგმნება შემდეგნაირად: ხელოვნების ისტორია, როგორც სენდვიჩი. როგორც ბოლო პერიოდში ხშირად ხდება, მსგავსი წამოწყებები, ე.წ. ჩელენჯები სწრაფად ვრცელდება, რომ იტყვიან - ვირუსულად. საქმე ისაა, რომ დედამიწის გარშემო, როგორც ჩანს…
დაამატა Tamila Moshiashvili_მ!
თარიღი/დრო: დეკემბერი 5, 2020 წელი. 10:02pm —
არ არის კომენტარები
_______________
ფაქტი, რომ მსოფლიო მოსახლეობის მხოლოდ 1-2% იბადება წითელი თმით, ამ ადამიანებს განსაკუთრებულს ხდის. ზოგჯერ, ეს განსაკუთრებულობა დადებითად წაადგებათ ხოლმე, ზოგჯერ კი ჩაგვრისა და ბულინგის მსხვერპლნიც გამხდარან. ჩვენი დღევანდელი მასპინძელი ფოტოგრაფია. შესავლიდან გამომდინარე, აღარ გაგიკვირდებათ, თუ დავწერ, რომ წარმოშობით შოტლანდიელია, ანუ იმ ქვეყნიდან არის, სადაც წითური ადამიანები, შეიძლება ითქვას, უმავლესობაშიც არიან - ყველგან იპოვით ერთ წითურს…
დაამატა Tamila Moshiashvili_მ!
თარიღი/დრო: ნოემბერი 28, 2020 წელი. 8:41pm —
არ არის კომენტარები
_______________
მთელს მსოფლიოში, უამრავი კუნძულია, რომლის ყიდვაც შეგიძლია და დასახლება, მაგრამ ზოგჯერ გამოუსაგარი და შეუძლებელი ხდება კუნძულზე ცხოვრება. ოცნებების ასასრულებლა კი კოპენჰაგენში ხელოვნური კუნძულები შექმნეს, რომელსაც სადაც გინდა იქ წაიღებ. მოტივტივე კუნძულების პარკი სულ მალე გაიხსნება კოპენჰაგენის ნავსადგურში. დანიურმა კომპანიამ, სტუდიო ფოკსტროტმა (Studio Fokstrot) და ავსტრალიელმა არქიტექტორმა მარშალ ბლეჩერმა (Marshall Blecher) მოიფიქრეს…
დაამატა Tamila Moshiashvili_მ!
თარიღი/დრო: ნოემბერი 22, 2020 წელი. 10:52pm —
არ არის კომენტარები
_______________
ამერიკულ დღესასწაულებს შორის, ერთ-ერთი ყველაზე საყვარელი დღეა - მადლიერების დღე. როგორც წესი, ამ დღეს ინდაური იკვლება და გემრიელადაც იწვება, თავისი ამოვსებული „სტომაქით“ - ლიმონი, ბრინჯი, ხახვი, მწვანილები და ა.შ. ისიც ტრადიციაა, რომ ერთი ინდაური აუცილებლად უნდა შეიწყალოს პრეზიდენტმა - წელს ეს ბაიდენს მოუწევს, ალბათ. პოლიტიკური პოსტი არ გვექნება - დღეს მადლიერების მეორე გემრიელ გაგრძელებაზე უნდა დავწერო - ღვეზელი, რომელიც ამ დღის ტრადიციაა.…
დაამატა Tamila Moshiashvili_მ!
თარიღი/დრო: ნოემბერი 14, 2020 წელი. 9:37pm —
არ არის კომენტარები
_______________
თანამედროვე მონე და რენუარი, იმპრესიონისტების ახალი თაობის წარმომადგენელი და კიდევ ბევრი სხვა ეპითეტი მიუძღვნეს ჩვენს დღევანდელ მასპინძელს რემინგტონ რობინსონს (Remington Robinson). მისი ფერები მართლაც კლასიკოსი იმპრესიონისტების ფერებს ჰგავს, მაგრამ ტექნიკა, რომელსაც რობინსონი იყენებს, ერთობ უჩვეულო და საწვალებელია. მოგზაურობა შორს არ უწევს, წარმოშობით ამერიკელია, კოლორადოს შტატიდან და ამ უკანასკნელში ყველაფერი აქვს, რისი გადატანაც…
დაამატა Tamila Moshiashvili_მ!
თარიღი/დრო: ნოემბერი 8, 2020 წელი. 8:58pm —
არ არის კომენტარები
_______________
იტალიური დიზაინი ანტიკური ხანიდან ცნობილი, პოპულარული და დაფასებულია. თანამედროვე სამყაროშიც ბევრი არაფერი შეცვლილა - იტალიური დეფილეები, მოდის კვირეულები, დიზაინერები და მოდელები მსოფლიოს მოდის სტანდარტს ქმნიან. ცნობილი ბრენდები მათ გარშემო ტრიალებს, მაგრამ კორონამ აქაც შეიტანა თავისი კვალი. დეფილე ძალიან განსახვავებულად და დისტანციის სრული დაცვით ჩატარდა - საუბარია მოსკინოს (Moschino) კოვიდ-დეფილეზე. წარმოიდგინეთ ამდენი ახალი…
დაამატა Tamila Moshiashvili_მ!
თარიღი/დრო: ოქტომბერი 24, 2020 წელი. 10:59pm —
1 კომენტარი
________________
იმ თაობის გოგოებს მივეკუთვნები, რომაული არდადეგები რომ ყველაზე რომანტიკული და საყვარელი ფილმი მიაჩნიათ და ველოსიპედით კატაობა არა უბრალო გართობა, არამედ გრეგორისთან ერთად სეირნობად აღიქმებოდა. ოდრი ხომ ყველა ჩვენგანის სათაყვანებელი გოგო იყო. კალათიანი ველოსიპედი იშვიათობა იყო ჩვენს ქალაქში, მაგრამ ბიჭებისგან ნათხოვარს, კბილს ვინ გაუსინჯავდა რომ დაეწუნებინა? რას მოვაყოლე ამხელა ტექსტი? ამ ველოსიპედის ჯაჭვები „ცეპები“ ხშირად წყდებოდა და უბის…
დაამატა Tamila Moshiashvili_მ!
თარიღი/დრო: ოქტომბერი 18, 2020 წელი. 10:24pm —
არ არის კომენტარები
_______________
უამრავ ნაგებობას შორის, მთელი მსოფლიოს გარშემო, ერთ-ერთი გამორჩეული და საინტერესოა ნოეს კიდობანი (რომ შემოანხულიყო, მთლად უკეთესი). არცაა გასაკვირი, რადგან ის (კიდობანი) უშუალოდ ღმერთის არქიტექურული მოდელით და მითითებებით შეიქმნა, მისი პროექტია და თუნდაც მხოლოდ ამითია საინტერესო. მისი ძიება, წარღვნის შემდეგ გაჩერების ადგილი და ამ ადგილი ტრაბახობა, თავმოწონება, განძისთვის ინდიანა ჯონის ამბები და მრავალი სხვა, ცხადია, ბიბლიურ კიდობანს არ აკლდა,…
დაამატა Tamila Moshiashvili_მ!
თარიღი/დრო: ოქტომბერი 11, 2020 წელი. 8:56pm —
არ არის კომენტარები
_______________
წარმოიდგინეთ გასული საუკუნის სამოცდაათი-ოთხმოციანი წლების რიგითი საბჭოთა სამსახური, სადაც მბეჭდავი, ხშირად ამერიკულ დანადგარზე, რომელსაც ჯერ რუსული ასოები ჰქონდა მიხატული და შემდეგ ქართული ჩაწერილი - მელნით, ცდილობს როგორმე, განცხადების ტექსტი ხელნაწერიდან ბეჭდურად აქციოს. ამ დრომდე, დიდი ხნით ადრე გაჩნდა თანამდებობა და დღემდე არსებობს, რომელსაც ჰქვია მბეჭდავი-ამკრეფი ანდა მკრეფავი. ჰოდა, ასეთი მბეჭდავისთვის…
დაამატა Tamila Moshiashvili_მ!
თარიღი/დრო: ოქტომბერი 4, 2020 წელი. 10:11pm —
1 კომენტარი
________________
ამას ხომ მეც მოვიფიქრებდი და გავაკეთებდი?! - ყველაზე ხშირი გაფიქრება, როდესაც რაიმე მსგავსს ვნახულობ - მარტივსა და საინტერესოს. ხელოვანი ტაილერ კლარკი (Tyler Clark) რომელიც აქამდე მხოლოდ მხატვრობით ირჩენდა თავს, ახლა ხატვასთან ერთად მინი დეკორაციების კეთებას შეუდგა. საქმე ისაა, რომ შავი გოგონების პორტრეტების ხატვით გატაცებულს ცოტა უფრო მეტის და დასამახსოვრებლის შექმნა უნდოდა - გადაწყვიტა რეალიზმი შეეძინა საკუთარი ნამუშევრებისთვის.…
დაამატა Tamila Moshiashvili_მ!
თარიღი/დრო: სექტემბერი 20, 2020 წელი. 9:07pm —
არ არის კომენტარები
_______________
ბებიის შემწვარი ერბო-კვერცხი მართლაც ტკბილი მოსაგონარია. ახლა ვინღა შეწვავს კვერცხს ერბოში? საშინელ 90-იანებში, მარგარინში შემწვარიც რომ არ გვქონდა, მერე მთელი თაობა გავზარდეთ ზეთში შემწვარი კვერცხით. ახლა სხვაგვარად აღარ გვეგემრიელება. ყიყლიყო, თოხლო კვერცხი, თვალებად შემწვარი, ათქვეფილი ყველთან ერთად და მრავალი სხვა ვარიანტი, ყველა მოშიებულმა ადამიანმა იცის, მაგრამ ზოგჯერ ბავშვები უფრო მეტს მოითხოვენ, განსაკუთრებით უჭმელი ბავშვები. ამიტომ…
დაამატა Tamila Moshiashvili_მ!
თარიღი/დრო: სექტემბერი 12, 2020 წელი. 10:19pm —
2 კომენტარი
________________
დღეს გერმანელი თინეიჯერი გოგონა, მილენა (Milena) უნდა გაგაცნოთ. ის სულ რაღაც 17 წლისაა, მაგრამ მისმა პოპულარობამ ინსტაგრამზე უკვე მიიქცია მრავალთა ყურადღება. მილენა არც მომღერალია, არც სექსუალური ტოპ მოდელი, არც რომელიმე ფეხბურთელის ცოლი. მილენა მოყვარული, დიახ, ის ასე უწოდებს საკუთარ თავს, მოყვარული სტილისტია და თმების დეკორატიული მოწყობის სიყვარულით არის აღვილი. თმებისა და თმის წნულებისადმი მისმა სიყვარულმა უკვე ინტერნეტ აღიარება…
დაამატა Tamila Moshiashvili_მ!
თარიღი/დრო: სექტემბერი 6, 2020 წელი. 10:47pm —
2 კომენტარი
________________
ფანტასტიკური ამბების გამომგონებლებს დიდი გავლენის მოხდენა შეუძლიათ მიმდევრებზე. დღევანდელი პოსტის ამბავიც, სწორედ ამ შთაგონებას უკავშირდება, ინსპირატორებად კი უოლტ დისნეი, დონ ბლაზი, ბეატრიქს პოტერი და ასტრიდ ლინგრენი გვევლინებიან. შვედეთში ხელოვანთა ჯგუფმა, სახელით ანონიმაუს (AnonyMouse) ხელნაკეთი მინიატურული ქალაქი-სოფელი შეუქმნა პატარა მრღნელებს. მინიატურული სახლების ინტერიერი მუყაოსგან დაამზადეს, ხოლო ფასადზე ნამდვილმა…
დაამატა Tamila Moshiashvili_მ!
თარიღი/დრო: აგვისტო 30, 2020 წელი. 11:11pm —
2 კომენტარი
________________
მათ ეპოქები შექმნეს, მათ ისტორია საკუთარ პიროვებებს მოარგეს, მათ სამყაროს საკუთარი ამბები შესთავაზებს და მეტრად დაუსახეს. როდესაც ამბობენ, რომ ადამიანები სოციალიზაციის პროცესში ყალიბდებიან იმად, რანიც არიან, სწორე ასეთი ადამიანები ცვლიან ამ თეზისსა და თეორიას. მათ, მსოფლიო ისტორია რომის იმპერატორებად იცნობს. მაგრამ მათი სახეები მხოლოდ სკულპტრებზე, მონეტებზე და ფრესკებზეა შემორჩენილი. ამ უკანასკნეზე ან მიმსგავსებით, ან ალეგორიულად - ეპოქის…
დაამატა Tamila Moshiashvili_მ!
თარიღი/დრო: აგვისტო 29, 2020 წელი. 10:43pm —
არ არის კომენტარები
_______________
მელომანები ამბობენ, როცა მუსიკა გიყვარს, შეკრების საშუალებას გამონახავო. ინგლისელები კი ნამდვილი მელომანები აღმოჩნდნენ. პანდემიის პირობებშიც კი მოიფიქრეს, როგორ ჩაეტარებინათ პირველი შოუ ღია ცის ქვეშ და შეეკრიბათ ათასობით მსმენელი. ბრიტანულ ახალციხეში, ნიუკასლში, ვირჯინ მანი იუნით არენაზე (Virgin Money Unity Arena) პანდემიისგან ოდნავ ამოსუნთქვის შემდეგ, პირველი კონცერტი ჩატარდა სოციალური დისტანციის დაცვით. სპეციალურად მოწყობილ 2 კვ.მ-ის…
დაამატა Tamila Moshiashvili_მ!
თარიღი/დრო: აგვისტო 16, 2020 წელი. 9:22pm —
2 კომენტარი
________________
კორონას ეპოქის შემოქმედება არ მგონია მსოფლიო კულტურის ისტორიასი ახალ რენესანსად შევიდეს, მაგრამ ეპიდემიების ისტორიაში ყველაზე არტისტულ ხანად ნამდვილად შევა. რამდენიმე კვირის წინ ალბომებზე დისტანციის დაცვა უკვე შევეხეთ - სოციალური დისტანცია ალბომებზე, ახლა კი ერთ საკარანტინე სასტუმროს ფოტოგრაფია უნდა შემოგთავაზოთ. ლონდონის ერთ გარეუბანში არის პატარა სასტუმრო, სიდმარ…
დაამატა Tamila Moshiashvili_მ!
თარიღი/დრო: აგვისტო 9, 2020 წელი. 11:38pm —
არ არის კომენტარები
_______________
მთელი დედამიწა სცენაა - ასეთი სლოგანი გაეშურა ანა ულმანი (Anna Ulman) ესპანეთის ქუჩებში და მარბელას სანაპიროებზე მოცეკვვავეების გადასაღებად. ცხადია, მოცეკვავეებიც თან გაიყოლა, მაგრამ სანახაობა შთამბეჭდავი გამოვიდა. ცეკვა როგორც სულის გამოძახილი, ანდა სულის მოძრაობა, ერთ-ერთი ყველაზე უფრო სახასიათო და გამომსახველობითი ხელოვნებაა, სწორედ ამიტომ ცეკვამ ქალაქები გამოაცოცხლა. ანას ობიექტივი ძირითადად ბალერინებსა და ბალერონებს დაეთმო,…
დაამატა Tamila Moshiashvili_მ!
თარიღი/დრო: აგვისტო 8, 2020 წელი. 7:46pm —
2 კომენტარი
________________
2023
2022
2021
2020
2019
2018
2017
2014
2013
Welcome to
Qwelly
გამოაქვეყნა taoaxue_მ.
თარიღი: აპრილი 25, 2024.
საათი: 5:30am
0 კომენტარი
0 მოწონება
Now that Amirdrassil has been ascetic on Mythic difficulty, Angel of Warcraft admirers accepting absolutely candid the stats for Fyr’alath, the Dream Render–the Emblematic weapon abandoned by Fyrakk. One emphasis at this afire new Angel of Warcraft weapon proves it is one of the best able items in the adventuresome acclimatized now.When Angel of Warcraft ancient adverse Apparatus 10.2, Guardians of the Dream, it teased Fyr’alath, the Dream Render–a new two-handed Emblematic axe abandoned by…
გაგრძელება
გამოაქვეყნა taoaxue_მ.
თარიღი: აპრილი 19, 2024.
საათი: 6:00am
0 კომენტარი
0 მოწონება
A Seamless Living World: Throne and Liberty boasts a seamless and dynamic world, where environments and even dungeons adapt and change based on weather conditions and surrounding surroundings. This dynamic environment adds a layer of immersion and unpredictability to exploration and gameplay, constantly keeping players on their toes.
Immersive Narrative: The game's narrative weaves an intricate tapestry connecting the past, present, and future. While details remain scarce, this unique…
გაგრძელება
გამოაქვეყნა taoaxue_მ.
თარიღი: აპრილი 18, 2024.
საათი: 6:30am
0 კომენტარი
0 მოწონება
Spotting Extraction Points: Extraction points are marked by Blue Headstones that emerge from the ground. Listen for the telltale sound of rumbling rocks, signaling the proximity of an extraction point.
Activating the Portal: Approach the Blue Headstone and interact with it by pressing the "F" key on your keyboard. This will open a blue portal, your ticket to safety.
Entering the Portal: Once the portal is active, step into it to initiate the extraction process. Keep an eye out…
გაგრძელება
გამოაქვეყნა millan Myra_მ.
თარიღი: აპრილი 13, 2024.
საათი: 10:00am
0 კომენტარი
0 მოწონება
In the realm of gaming, the allure of microtransactions often beckons players of promises of rare loot, powerful weapons, and legendary mounts. But are these investments truly worth the cost? Today, we embark on a journey into the world of Night Crows, a popular online game, to unravel the mysteries behind its microtransaction system.
Meet Nathan Pay, a seasoned gamer and host of the Blan Crypto channel. With a passion for exploring the depths of virtual economies, Nathan dives…
გაგრძელება© 2024 George. •