Qwelly ბლოგი! - Qwelly (999)

არასდროს გასაგზავნი წერილი და უმისამართო მონატრება...

არასდროს გასაგზავნი წერილი

       ღამე უეცრად თავს რომ არ დამატყდეს თავისი ჯადოსნობით და მონატრებამ ყელში არ მომიჭიროს, ვეჩვევი ადრე შევაფარო თავი ბალიშს და საბანს. მაგრამ ამ უცნაურმა მონატრებამ ისე ამომიჩემა, რომ დილის ფერებს ჩემთან ერთად ხვდება და ღამის უფერობას ერთად ვეგებებით. როგორც ღამეა მისტიური, ასევეა ჩემი „შენდამი“  მონატრება, უმისამართო მონატრება.  თვალწინ მიდგას შენი სახე, თვალების ფერი,…

გაგრძელება

დაამატა თა _ მო_მ!
თარიღი/დრო: მაისი 27, 2014 წელი. 9:00pm — 4 კომენტარი
________________

არის ბნელი, რომელსაც თავისი სინათლე გააჩნია...

     ვერავითარი კანონი ვერ გვიშველის, თუ თვითონ მაქსიმალურად არ შევიცვალეთ. სრულყოფილი ადამიანი არ არსებობს... ჩვენ უნდა შევქმნათ ისეთი კანონი, რომელსაც კი არ უნდა დავემონოთ, არამედ - ვეზიაროთ, უნდა ვიგრძნოთ რომ ამ კანონის ნაწილნი ვართ. დღეს კაცობრიობის ცხოვრების წესი ისეთია, რომ უცოდველი არავინაა და ნურც ვინმე დაიჟინებს ამას! როგორ შეიძლება მე, ერთი ვიყო უდანაშაულო და სხვა ყველა დამნაშავე?! მე ვიზიარებ ყველას დანაშაულს და ამიტომ, მიჩნდება გამოსწორების…

გაგრძელება

დაამატა khatuna zitanishvili_მ!
თარიღი/დრო: მაისი 27, 2014 წელი. 1:00pm — არ არის კომენტარები
_______________

მიწა თუ ზეცა?!

      ღმერთის რწმენა და ძალაა, თან ისეთი ძალა, რომელსაც მთის გადადგმაც კი შეუძლია. ყველაზე დიდი და ძნელად აღქმელი ლაქა, რაც კი ოდესღაც ჩვენ სულს და თავს დამართნია, რწმენის შესუსტებაა, ანდა საერთოდ მისი დაკარგვა შემოქმედისთვის ძალიან მნიშვნელოვანია თავისი ქმნილებით დაინტერესება და მისი სწორად შეფასება კომპეტენტურ პირთა მიერ – მკითხველს ვგულისხმობ, რასაკვირველია.

      გულახდილად მოგახსენებთ– დღეს მკითხველის ინსტიტუტი, ფაქტიურად, სულს ღაფავს.…

გაგრძელება

დაამატა tamo_მ!
თარიღი/დრო: მაისი 27, 2014 წელი. 12:00pm — არ არის კომენტარები
_______________

დროებითი ერთმანეთით

"შენი თვალებით მე მეღმერთები " -

ციმციმა, ციმციმა თვალები... როგორც მუზას გამოგიყენებ,მოგწერ ბევრს და უამრავს .

შემოვინათებ შენს თვალებს, სადაც "ეშმაკები" დაძრწიან,

შენი ციმციმა, ციმციმა თვალები...

გიშვებ და ვერ გელევი, ჩემში შენს მცირედს ვტოვებ, რათა მივწერო მას.

ჩვენ დროებითი ერთმანეთით ავივსეთ სიცარიელე და ახლა

ციმციმა, ციმციმა თვალები დარჩა :)

"ჩემით თვალებით შენ გეღმერთები"

დაამატა თა _ მო_მ!
თარიღი/დრო: მაისი 25, 2014 წელი. 2:30pm — არ არის კომენტარები
_______________

გალაქტიკაა გალაკტიონი

გალაკტიონი ალბათ უფრო გალაქტიკაა

რომელიც

მზის სისტემამ უარყო,

შავმა ხვრელმა არ მიიღო და

ფარდობითობის თეორიამ ვერ დაამტკიცა.…

გაგრძელება

დაამატა თა _ მო_მ!
თარიღი/დრო: მაისი 25, 2014 წელი. 12:00am — არ არის კომენტარები
_______________

ეს სამყარო არც თუ ისე ცუდი ადგილია

1. იტალია

იტალიელმა მასწავლებმლმა შეიძინა 3-ბორბლიანი სატვირთო მანქანა და და გადააკეთა საბავშვო ბიბლიოტეკად ის დადის იტალიის სოფლებში და ცდილობს ბაცსვებს შეაყვაროს კითხვა..

2. ნორვეგია…

გაგრძელება

დაამატა მარი_მ!
თარიღი/დრო: მაისი 24, 2014 წელი. 3:30pm — 1 კომენტარი
________________

სადღაცისკენ

დგება ხოლმე დღეები,

როცა ნულდები...

არც პლიუსი გიწერია,

არც მინუსი...

მოხაზული ცარიელი სივრცე ხარ,

არც კენტი,

არც ლუწი...

დაღლილობისგან ნეკნები გტკივა,

ცხოვრების ნაპასებით

ფილტვებში დაგროვილი მოგონებები,

გაცრეცილი სუნთქვა,

რომელსაც ლანდი გასდის...

დაწყვეტილი ნერვების გროვა,

არსებობასა და

არარსებობას შორის გაჩხერილი ყოფა...

მომსკდარი…

გაგრძელება

დაამატა Restless_მ!
თარიღი/დრო: მაისი 24, 2014 წელი. 3:00pm — არ არის კომენტარები
_______________

სახლი ტბის პირას

არ მიყვარს:

თაროებზე შემოწყობილი

ხელუხლებელი წიგნებითა და

ანტიკვარული, თუ ახალი,

ბრენდული სერვიზებით სავსე სახლები,

სულის დამატებითი განზომილებებისგან დაცლილი...

შიგნით,

ტანზე შემოცმული ფაფუკი ხალათით,

ფეხებზე წამოცმული ბაჩუჩებითა და

შიშველი სიამაყით რომ დაბაჩუნობენ...

ჩემს ზე-ცის-ფერ ოცნებას

დიდი ხანია დაეპატრონა

სახლი ტბის პირას,

პატარა…

გაგრძელება

დაამატა Restless_მ!
თარიღი/დრო: მაისი 23, 2014 წელი. 9:00pm — არ არის კომენტარები
_______________

შორს

მე გავიქცევი...

დავტოვებ ჩემს უსულო სახლს

ჩემებურად მოუწესრიგებელი წესრიგით,

იატაკზე მიმობნეულ პურის ნამცეცებს,

და ჩიტებისთვის ღია ფანჯარას...

კიბეზე დავეშვები

მოგონებებით სავსე ზურგჩანთით,

restless-ობის აღმატებული შეგრძნებით,

სიცივისგან დასერილი სხეულით...

მაინც მივაღწევ,

ბევრჯერ ნახსენებ,

სიშორისკენ მიმავალ ძველ მატარებელს,

დაგლეჯილი ერთფეროვნებითა და

სულში გადაშლილი…

გაგრძელება

დაამატა Restless_მ!
თარიღი/დრო: მაისი 23, 2014 წელი. 9:00pm — არ არის კომენტარები
_______________

ვიცი როგორ მოგიფრთხილდე..

     შეუძლებელია წარსული უბრალოდ ჩამოირეცხო დაივიწყო და მორჩეს. მაგრამ მაინც გაგვახსენებს თავს შეცდომები , ისეთი შეცდომები გზებზე რომ არიან ჩამწკრივებულ ლამპიონებივით, თუმცა სულაც არ ანათებენ რომ სახლისკენ სავალი გზას. გაგვინათოს .

კარგია ოცნება, როცა მისი მიზეზი შენ ხარ, მაგრამ მე ხომ ბინძური რეალისტი ვარ და მხოლოდ წამიერად ვცილდები მიწას.

მძიმეა ჩემი ცხოვრება,…

გაგრძელება

დაამატა tamo_მ!
თარიღი/დრო: მაისი 22, 2014 წელი. 11:08pm — არ არის კომენტარები
_______________

გიყურებდე ბავშვურად მძინარს

ჩემს ოთახში

ისევ არ ანთია შუქი...

ფარდები სრულად ფარავს ფანჯრებს...

საათი ჩამოვხსენი...

აღარ ისმის დროის მექანიკური ხმაური...

შეციებული ვწევარ საწოლზე...

ვუსმენ მხოლოდ წვიმის,

სიჩუმისა და

გულისცემის აკომპანიმენტს...

ახლა,

ყველაზე მეტად მინდა,

გიყურებდე ბავშვურად მძინარს...…

გაგრძელება

დაამატა Restless_მ!
თარიღი/დრო: მაისი 22, 2014 წელი. 11:30am — 1 კომენტარი
________________

არის თუ არა ,,პადზემკის“ ბოლოს სინათლე

       რა მნიშვნელობა აქვს ბაკალავრის ბოლო წელს ითვლი, ხვალ სამახურში ხარ წაასვლელი, რაღაც სულელური საქმე გაქვს დასამთავრებელი თავისუფალ დღეს, თუ უბრალოდ ერთი ადამიანი ხარ, ვინც ახალგაღვიძებული ფიქრობს... ფიქრობ დღეს რას გააკეთებ, რა განიცდი, ზოგადად დღესაც ხომ განცდებს აფუძნებ და ისე წარმართავ მას. ფიქრობ მომავალზე. ეს უკანაკნელი ჩვენს რეალობაში (მხოლოდ საქართველოს არ ვიგულისხმებ) ბუნდოვნად ჟღერს და არც ისე იმედიანად გვესახება. თუმცა…

გაგრძელება

დაამატა elisabed_მ!
თარიღი/დრო: მაისი 21, 2014 წელი. 10:30pm — 3 კომენტარი
________________

საგამოცდო საკითხები ფსიქოთერაპიულ მიმდინარეობებში

ფსიქოლოგიური დახმარების ზოგადი დახასიათება (95).

ფსიქოკონსულტანტის პოზიციის ზოგადი დახასიათება (96).

ფსიქოლოგიური მხარდაჭერის ფორმები(თვითდახამრება, ოჯახი, მეგობრები, საგანმანათლებლო დაწესებულება, სამედიცინო დაწესებულება, მოძღვარი, უცნობი ადამიანი) (96-99).

ფსიქოთერაპიის ზოგადი დახასიათება (99-107).…

გაგრძელება

დაამატა tamo_მ!
თარიღი/დრო: მაისი 20, 2014 წელი. 10:10pm — 5 კომენტარი
________________

თოლია ჯონათან ლივინგსტონს!

      სალამი, ჩემო ძვირფასო ჯონათან! გადავწყვიტე, შენთვის ჩემი ფიქრებიდან ამონარიდი მომეწერა... ვიმედოვნებ ზღვის ნაპირზე შესვენებისას, ნახავ, რომ შენს სახელზე წერილია და წაიკითხავ... მეც შენნაირი სული ვარ ჯონა, ცხოვრებას მონდომებული და არა უაზრობაშემოცმულ, ნაღრძობ ყოფას…

გაგრძელება

დაამატა Restless_მ!
თარიღი/დრო: მაისი 20, 2014 წელი. 8:30pm — 9 კომენტარი
________________

ცხოვრება მშვენიერია!

ხელში კალამი მეჭირა, ფუნჯიც გვერდზე მქონდა მოთავსებული, ფერები შერჩეული, ტილოც გაპრიალებული...

მუზას ვეფერებოდი,გვერდიდან არ ვიშორებდი...

ნახატი დავიწყე, სათაურსაც ლამაზს ვუფიქრებდი,

მოოქროვილ ჩარჩოში ჩავსვამდი.…

გაგრძელება

დაამატა თა _ მო_მ!
თარიღი/დრო: მაისი 20, 2014 წელი. 1:00pm — 4 კომენტარი
________________

წამი

არსული - არა წარმავალი, არამედ მტკიცედ დამკვიდრებული აწმყოს განმსაზღვრელი.

წმყო - თითქმის არარსებული წამში წარსულად გარდაქმნილი, თავისუფალი ნებით მინიჭებული ქმედება.

ომავალი - ფუძე წარსულის და წამით არსებული აწმყოს ნატიფად გამოძერწილი…

გაგრძელება

დაამატა mariami_მ!
თარიღი/დრო: მაისი 18, 2014 წელი. 11:00pm — არ არის კომენტარები
_______________

კურკა - დავით ტურაშვილი

პირველად ვნახე დამამთვრებელ ზეიმზე, სადაც ანაკომ მრავალმნიშვნელოვნად დამპატიკა და კურკას გაგაცნობო დამპირდა, კურკა მარტლა ლამაზი ბიჭი აღმოცნდა, როგორც ანასგან ვიცოდი და ზემზე ევცა თეთრი ჩოხა, ეერთად დააყენეს ზეიმის ბოლოს და სურათი გადაუღეს. მერე ის სურათჳ ანამარიამმა თვის ოთაშ კედელზე გააკერა და მერე ზაფხულიც მოვიდა .

ოქტომბრიდან კურკა სხვა სკოლასი გადაიყვანეს და ანა-მარიამმა ისევ შემახსენა, კურკათან წაყვანის რომ შემპირდიო…

გაგრძელება

დაამატა meko_მ!
თარიღი/დრო: მაისი 16, 2014 წელი. 8:30pm — არ არის კომენტარები
_______________

რატომ არიან ღარიბები უფრო გახსნილები ურთიერთობაში ვიდრე მდიდრები?

ერთ ბრძენს კითხეს :
- რატომ არიან ღარიბები უფრო გახსნილები ურთიერთობაში ვიდრე მდიდრები?

- გაიხედე ფანჯრიდან რას ხედავ?

- ვხედავ, როგორ თამაშობენ ბავშვები ეზოში.

- ახლა კი ჩაიხედე სარკეში. რას ხედავ?

- საკუთარ თავს.

- ხედავ? ფანჯარაც და სარკეც მინისგან არის დამზადებული, მაგრამ…
გაგრძელება

დაამატა გვანცა_მ!
თარიღი/დრო: მაისი 16, 2014 წელი. 5:00pm — 2 კომენტარი
________________

ჯონ სტეინბეკი - კარგი არაფერი იკარგება

      ერთხელ ცნობილმა ამერიკელმა მწერალმა და ნობელის პრემიის ლაურეატმა ჯონ სტეინბეკმა საკუთარი შვილისგან წერილი მიიღო. ტომი (მისი შვილი) წერილში აღნიშნავდა, რომ სკოლაში ერთი გოგონა სახელად სუზანი შეუყვარდა. მწერალმა იმავე დღეს მისწერა საპასუხო წერილი შვილს: ნიუ იორკი,10 ნოემბერი, 1958 წელი ძვირფასო ტომ, დღეს დილით მივიღეთ შენი წერილი, მე რასაკვირველია ჩემს აზრს გეტყვი და დედაშენიც შეეცდება საკუთარი აზრი მოგწეროს. პირველი – ძალიან კარგია თუ…

გაგრძელება

დაამატა შორენა კენჭოშვილი_მ!
თარიღი/დრო: მაისი 16, 2014 წელი. 12:00pm — 2 კომენტარი
________________

დაბადების დღე მონასტერში (მესამედ)

       ვაპირებდი დამეწერა, დაო-დედაოობის მესამე დაბადების დღეთქო, მაგრამ ვიფიქრე რომ გაუგებარი იქნებოდა. 

       ჰო, უკვე მესამე დაბადების დღე მოვიდა. ეს ფოტო, ვარძიაში იმ წელსაა გადაღებული, რომლის …

გაგრძელება

დაამატა ლაშა_მ!
თარიღი/დრო: მაისი 15, 2014 წელი. 3:30am — 10 კომენტარი
________________

ყოველთვიური არქივი

2024

2023

2022

2021

2020

2019

2018

2017

2016

2015

2014

2013

2012

1999

ღონისძიებები

ბლოგ პოსტები

he game's narrative weaves

გამოაქვეყნა taoaxue_მ.
თარიღი: აპრილი 19, 2024.
საათი: 6:00am 0 კომენტარი

A Seamless Living World: Throne and Liberty boasts a seamless and dynamic world, where environments and even dungeons adapt and change based on weather conditions and surrounding surroundings. This dynamic environment adds a layer of immersion and unpredictability to exploration and gameplay, constantly keeping players on their toes.

Immersive Narrative: The game's narrative weaves an intricate tapestry connecting the past, present, and future. While details remain scarce, this unique…

გაგრძელება

Important Notes

გამოაქვეყნა taoaxue_მ.
თარიღი: აპრილი 18, 2024.
საათი: 6:30am 0 კომენტარი

Spotting Extraction Points: Extraction points are marked by Blue Headstones that emerge from the ground. Listen for the telltale sound of rumbling rocks, signaling the  proximity of an extraction point.

Activating the Portal: Approach the Blue Headstone and interact with it by pressing the "F" key on your keyboard. This will open a blue portal, your ticket to safety.

Entering the Portal: Once the portal is active, step into it to initiate the extraction process. Keep an eye out…

გაგრძელება

A Deep Dive into purchase Night Crows Diamonds

გამოაქვეყნა millan Myra_მ.
თარიღი: აპრილი 13, 2024.
საათი: 10:00am 0 კომენტარი

In the realm of gaming, the allure of microtransactions often beckons players of  promises of rare loot, powerful weapons, and legendary mounts. But are these investments truly worth the cost? Today, we embark on a journey into the world of Night Crows, a popular online game, to unravel the mysteries behind its microtransaction system.

Meet Nathan Pay, a seasoned gamer and host of the Blan Crypto channel. With a passion for exploring the depths of virtual economies, Nathan dives…

გაგრძელება

purchase an instrument

გამოაქვეყნა millan Myra_მ.
თარიღი: აპრილი 10, 2024.
საათი: 11:00am 0 კომენტარი

In the blink of an eye, the procedure changed into the following: mine ores make smelt of ore to forge bronze daggers chicken execution, then sell the rest to the greedy clerk at the shop, and use the cash to buy tools. And on and so forth it goes on. As of now I've consumed all the energy drinks available I have available . I've never had to fight this intensely in my entire life to get rid of chickens. I took another bottle of red bull, knowing it…

გაგრძელება

Qwelly World

free counters