Qwelly ბლოგი! - Qwelly (999)

ასაკის ნაცვალი უკვდავება

      ადრე გადაჭრილ ხეებსა და მორებზე ზოლებს ითვლიდნენ ხის ასაკის დასადგენად, ახლა თუ სადმე მორის ნაჭრი შეხვდა დღევანდელ მასპინძელ ხელოვანს, ყველაფერს შედევრების შესაქმნელად იყენებს. უნდა გაგაცნოთ ჩიკაგოში მცხოვრები ხელოვანი ზოი ფისტი (Zoe Feast), რომელიც თავის ნამუშევრებს ხის გულზე ქარგავს (არაპირდაპირი მნიშვნელობით). მჭიდროდ შეფუთული ბოტანიკური ნიმუშებიდან დაწყებული ცხოველების მხიარული სახეებით თუ პერსონაჟების დიზაინით…

გაგრძელება

დაამატა Tamila Moshiashvili_მ!
თარიღი/დრო: თებერვალი 19, 2023 წელი. 10:41pm — არ არის კომენტარები
_______________

ხელნაკეთი სავარძელი

      ახალღა დავაკვირდი, რომ ჩემი ბლოგის მკითხველებისთვის ჯერ 2023 წელიც არ მიმილოცია. გილოცავთ, სიკეთით და სიხარულით სავსე ყოფილიყოს ეს ახალი წელიწადი, ხვავით და ბარაქით დატვირთული.

      სიმდიდრე ნამდვილად არ აკლია ჩემს დღევანდელ პოსტს და საერთოდ, მგონია რომ ამ კულტურაში სიმდიდრე სულ სხვაგვარად ესმით. ეგვიპტეში უნდა ვიმოგზაუროთ, იქ სადაც ათასწლეულების წინაც კი სხვა განზომილებაში ხედავდნენ კულტურას, შემოქმედებას, სიმდიდრეს და ამის მშვენიერი…

გაგრძელება

დაამატა Tamila Moshiashvili_მ!
თარიღი/დრო: იანვარი 29, 2023 წელი. 10:48pm — არ არის კომენტარები
_______________

პატარა პოტერჰედები

      ბოლო პერიოდში ძალიან პოპულარული გახდა ხელოვნური ინტელექტის გამოყენებით ამა თუ იმ ფოტომანიპულაციების შესრულება. დღეს პოტერჰედები უნდა გავახარო და წარმოდგენილი სერიის ავტორმაც (სახელი ვერ ვიპოვე, მხოლოდ მისი ინტერნეტი სახელი - benmornin მაქვს), სწორედ ხელოვნური ინტელექტის გამოყენებით მოახერხა ცნობილი პერსონაჟების დაპატარავება პირდაპირი მნიშვნელობით - დაბავშვება. იმდენად საინტერესო და საყვარელი შედეგი გამოუვიდა, რომ არ შემეძლო არ…

გაგრძელება

დაამატა Tamila Moshiashvili_მ!
თარიღი/დრო: დეკემბერი 10, 2022 წელი. 9:34pm — არ არის კომენტარები
_______________

სკულტურა კერამიკაში ანუ ჩაის ჩამოსმის ხელოვნება

      ფინჯან ჩაიზე ჩამოვარდა საუბარი და ჩაის კულტურაზე, მე კი ჩაიდნების თვალიერებას შევყევი და საბოლოოდ მიჩელ გრაფტონი (Mitchell Grafton) აღმოვაჩინე. ეს ახალგაზრდა ხელოვანი 19 წლის ასაკიდან ქმნის უნიკალურ სკულპტურულ ჭურჭელს და ნახატებს კერამიკაში. წარმოშობით ლუიზიანად არის და იქვე დაამთავრა ხელოვნების სკოლა, მიიღო არქიტექტორის ხარისხი და ამჟამად ფლორიდაში მოღვაწეობს. მისი ხელნაკეთი ნამუშევრები საკმოად შთამბეჭდავია და მთელი მსოფლიოს…

გაგრძელება

დაამატა Tamila Moshiashvili_მ!
თარიღი/დრო: ოქტომბერი 31, 2022 წელი. 12:47am — არ არის კომენტარები
_______________

ფოტომიკროგრაფიის კონკურსის წლევანდელი გამარჯვებულები

      მეცნიერები კარგი ხელოვანები არიან. ეს აქსიომაა რომელიც ყველამ კარგად იცის და ცხადია, მეცნიერებაში არის შემოქმედების უდიდესი დოზა. მაგრამ ამჯერად არა საკუთარ სპეციალობაში, არამედ ფოტოგრაფიაში მათი ხელოვნება უნდა წარმოგიდგენოთ. 1975 წლიდან ფოტოაპარატების ერთ-ერთი უმსხვილესი მწარმოებელი კორპორაცია ნიკონი ყოველწლიურ კონკურსს მართავს სახელწოდებით „ფოტომიკროგრაფიის დაჯილდოება“. ფოტოკონკურსში ლოგიკურია, რომ ფოტოგრაფებიც მონაწილეობენ, მაგრამ ვინაიდან…

გაგრძელება

დაამატა Tamila Moshiashvili_მ!
თარიღი/დრო: ოქტომბერი 15, 2022 წელი. 7:00pm — არ არის კომენტარები
_______________

ყვავილების ნისლეული

      ფოტოგრაფიაში ცალკე მეცნიერება ინსტალაციები და დეკორაციები, რომელთა გარეშეც ფოტოს იმ ეფექტით ვერ გადაიღებთ, რომლითაც გსურს. დღევანდელი ფოტო სესია, ერთ-ერთი დასტურია ამის. საუკუნეების განმავლობაში, მხატვრები გადმოსცემდნენ ყვავილების ეფემერულ სილამაზეს ნატურმორტულ ნახატებში. ჩვენი დღევანდელი მასპინძელი, ჰოლანდიელი ფოტოგრაფი რობერტ პიკი (Robert Peek) პატივს სცემს ამ საუკუნოვან ტრადიციას, უბრალოდ ფუნჯის ნაცვლად კამერით და მოლბერტის…

გაგრძელება

დაამატა Tamila Moshiashvili_მ!
თარიღი/დრო: ოქტომბერი 9, 2022 წელი. 10:02pm — არ არის კომენტარები
_______________

დაკეცილი ქანდაკება ანუ სკულპტურა კუბიკში

      სკულპტორები გამიბრაზდნენ, დიდი ხანია ჩვენზე არ დაგიწერიაო, - მომივიდა წერილები. ამიტომ ყველაზე თანამედროვე ამბავი ვიპოვე ინტერნეტში და უნდა გაგიზიაროთ. კლასიკოსები ალბათ ვერც წარმოიდგენდნენ მათ შედევრებს ასეთი ბედი თუ ეწეოდათ, მაგრამ ადამ პარკერ სმიტს (Adam Parker Smith) სხვა გეგმები აქვს. ამ ცნობილმა, თანამედროვე სკულპტორმა, ახალი ხაზის კოლექცია წარადგინა სახელწოდებით „მსხვრევა“ Crush. რომში ნასწავლ-დახელოვნებული…

გაგრძელება

დაამატა Tamila Moshiashvili_მ!
თარიღი/დრო: ოქტომბერი 2, 2022 წელი. 10:41pm — არ არის კომენტარები
_______________

ჰიჯაბის ბუნტი

      ბოლო კვირაა ირანში არეულობებია - ბუნტი, რევოლუციის, გადადგომის მოთხოვნები და ა.შ. ყველაფერი კი მას შემდეგ დაიწყო, რაც ირანის მორალის პოლიციამ მაჰსა ამინი ჰიჯაბის არასწორად ტარების გამო დააპატიმრა, შემდეგ კი ამინი გარდაიცვალა. ამას მთელი ირანის მასშტაბით აქციები მოჰყვა. აქციების მონაწილეები ჰიჯაბებს წვავენ და ყვირიან: „სიკვდილი დიქტატორს!“ ამ ფონზე ინტერნეტში არაერთი ფოტო კოლაჟი მომზადდა, სადაც ქალების ფოტოებს წარწერა აქვთ - ქალები ირანში…

გაგრძელება

დაამატა Tamila Moshiashvili_მ!
თარიღი/დრო: სექტემბერი 25, 2022 წელი. 10:13pm — არ არის კომენტარები
_______________

კოსმოსური ემბლემები

      მას შემდეგ რაც, ჯეიმს ვებმა სამყარო ახალი თვალით გვაჩვენა, რა გასაკვირია რომ გაიზარდა მისი პოპულარობა მარკეტინგულ სამყაროშიც. ჯერ კიდევ გაფრენის წინ დამზადდა მოვლენის აღმნიშვნელი პატჩი (ჩვენებურად ალბათ უფრო ემბლემა, იარლიყი, სიმბოლო, რომელიც როგორც წესი ამოქარგულია გარკვეულ მატერიაზე და შემდეგ მაგრდება ტანისამოსზე ან სპეც ტანსაცმელზე. შეიძლება ბეიჯიც ეწოდოს და ა.შ.). ტიმ განიონის (Tim Gagnon) ემბლემებს თითქმის ყველა კოსმოსური მიღწევა ახსოვთ…

გაგრძელება

დაამატა Tamila Moshiashvili_მ!
თარიღი/დრო: ივლისი 31, 2022 წელი. 11:25pm — არ არის კომენტარები
_______________

მანათობელი ხელები

      ამბობენ, თბილი ხელებით უფრო მეტი სიყვარულის გადაცემა შეიძლება, ვიდრე სიტყვებითო. არ ვიცი სინამვილეში როგორაა, მაგრამ ჩვენი დღევანდელი მასპინძელიც ასე ფიქრობს. მხატვარი ზარინა სიტუმორანგი (Zarina Situmorang) განსაკუთრებული აქცენტით ხატავს ხელებს და ხაზს უსვამს მათ გამოყვანილ, დახველი, ნატიფ სილამაზეს. როგორც თავად აღნიშნავს, კარავაჯოს სინათლე-სიბნელის თამაშის დრამატურგიითაა შთაგონებული. და გადაწყვიტა თავადაც ამ სინათლის ეფექტით…

გაგრძელება

დაამატა Tamila Moshiashvili_მ!
თარიღი/დრო: ივლისი 17, 2022 წელი. 6:33pm — არ არის კომენტარები
_______________

სამყარო ფართო ხედით

      ალბათ თვეც გავიდა რაც ბოლოს ბლოგში რამე გამოვაქვეყნე. ზაფხული თავისებური უღონობით გამოირჩევა, მაგრამ ეგ თურმე აქ, დედამიწაზეა ასე. შორეულ სამყაროში მხოლოდ ახლა შეგვახედეს და ცხადია, გვერდს ვერ ავუვლიდი, უბრალოდ არ შემეძლო არ გამომექვეყნებინა და ლოგიკურად, ვერც სხვა რამეზე მექნებოდა პოსტი, გარდა იმ უზენაესი შემოქმედის საოცარ ქმნილებაზე რასაც სამყარო, კოსმოსი ჰქვია. ორშაბათს ნასას ტელესკოპმა სახელად „ჯეიმს ვებმა“ მთელი მსოფლიო აალაპარაკა იმ…

გაგრძელება

დაამატა Tamila Moshiashvili_მ!
თარიღი/დრო: ივლისი 16, 2022 წელი. 6:30pm — არ არის კომენტარები
_______________

ადამიანი და ბუნება ერთ სკულპტურაში

      მთელი მუზეუმია ილინოისის შტატში ამ იდეით - Morton Arboretum და დღეს ჩვენ სამხრეთ აფრიკელი ხელოვანი უნდა გავიცნოთ. დანიელ პოპერი (Daniel Popper) შთაგონებულია ადამიანის და ბუნების ერთიანობის, ემოციური თუ ბიოლოგიური ბმის გამოსახვით სკულპტურაში. 2021 წლიდან მოყოლებული, მისი გამოფენა ათასობით ჰექტარზე გადაჭიმულ მუზეუმშია გახსნილი და არაერთი შესანიშნავი სკულპტურის ავტორმა, კიდევ რამდენიმე ახალი ნამუშევარი შემჰმატა გამოფენას. სანამ…

გაგრძელება

დაამატა Tamila Moshiashvili_მ!
თარიღი/დრო: ივნისი 18, 2022 წელი. 10:59pm — არ არის კომენტარები
_______________

პეპილის კაბები უფრთოდ

      „იგრძენით თქვენს ტანზე პეპლები“ ასეთია ესპანური დამოდელო ფირმის ახალი კოლექციის სლოგანი. Bibian Blue ბარსელონაში, უნიკალური კაბების კოლექციას ქმნის, კაბის მთელი იდეა ისეთია, თითქოს ისინი აწყობილია პეპლის ნაზი ფრთების სხვადასხვა ნაწილებით. მთლიანი ზედაპირის დიზაინი პეპლის სხვადასხვა სახეობებს მიბაძავით არის შექმნილი. ტანზე შეიძლება მოირგოთ მონარქი თავისი ნათელი ნარინჯისფერი ფერებით, ასევე მინდვრის პეპლები და მრავალი სხვა. პატარ-პატარა…

გაგრძელება

დაამატა Tamila Moshiashvili_მ!
თარიღი/დრო: მაისი 21, 2022 წელი. 11:04pm — არ არის კომენტარები
_______________

კოცნის თანამედროვე ხელოვნება

      თუკი რამემ შეარყია თანამედროვე ხელოვნების სამყარო, ცხადია, დემნა გვასალიას შემდეგ ☺, ეს არის NFT-ები. NFT (Non-fungible token) თანამედროვე კულტურის აუცილებელი შემადგენელი ნაწილი გახდა. NTF ერთგვარი, უნიკალური ხელოვნებაა, შეუცვლელი, რომელსაც სხვა ვერაფრით ჩაანაცვლებ და თავის უნიკალურობას გიყვება და ამ უნიკალურობას ყიდის არც თუ ისე მცირე ფასად. ამ ხელოვნების მთელი იდეა მის კრიპტოობაშია. NFT არის Ethereum blockchain-ის ნაწილი. თავის მხრვი,…

გაგრძელება

დაამატა Tamila Moshiashvili_მ!
თარიღი/დრო: მაისი 9, 2022 წელი. 5:56pm — არ არის კომენტარები
_______________

ომის სხვა მხარე

      უკრაინაში ომის დაწყებიდან, არაერთი საოცარი ისტორია გავრცელდა და არაერთმა ამბავმა მონუსხა მსოფლიო. სამწუხაროდ, ჯერ კიდევ ევრი ჩუმი და დამალული ისტორიის მოსმენა მოგვიწევს. ერთ ამბავი მაქვს მეც. ბევრი ფოტო გავრცელდა, როგორ იცავენ უკრაინელები საკუთარ შინაურ ცხოველებს, ზოგს ხელში აყვანილი მიჰყავს, ზოგი ცდილობს უსაფრთხო ადგილი უპოვოს და ა.შ. დღეს ერთ ქალბატონი უნდა გაგაცნოთ, რომელიც ცდილობს ყველა ცხოველი, რომელიც ომის ქარ-ცეცხლში დარჩა, შეიფაროს.…

გაგრძელება

დაამატა Tamila Moshiashvili_მ!
თარიღი/დრო: მაისი 7, 2022 წელი. 11:12pm — არ არის კომენტარები
_______________

სააღდგომო ეპისტოლე 2022

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსისა და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტის, ილია II-ის სააღდგომო ეპისტოლე

      ყოვლადსამღვდელონო მღვდელმთავარნო, ღირსნო მოძღვარნო, დიაკონნო, ბერ-მონაზონნო, ხელისუფალნო, საქართველოს წმინდა მართლმადიდებელი ეკლესიის ყოველნო წევრნო, მკვიდრნო ივერიისა და ჩვენი ქვეყნის საზღვრებს გარეთ მცხოვრებნო თანამემამულენო,…

გაგრძელება

დაამატა ლაშა_მ!
თარიღი/დრო: აპრილი 24, 2022 წელი. 5:30am — არ არის კომენტარები
_______________

კომედიგრაფია

      დღეს ბუნების მშვენიერება გვექნება სანახავი. უფრო კონკრეტულად, ბუნების სულიერი მშვენიერება. ფოტოკონკურსებს შორის, ერთ-ერთი ყველაზე მხიარული იუმორისტიული, კომედიური კადრების კონკურსი, რომლებშიც სხვადასხვა ცხოველები არიან აღბეჭდილები. კომედიური ველური ბუნების დაჯილდოება წელსაც გაიმართა და საუკეთესო ნამუშევრებიც გამაოქვეყნეს ოფიციალურ საიტზე. მთელი იდეა ის არის, რომ კადრი ისე დაიჭირო, რაიმე ამბავს გიყვებოდეს ან უბრალოდ ღიმილს გვრიდეს მნახველს.…

გაგრძელება

დაამატა Tamila Moshiashvili_მ!
თარიღი/დრო: აპრილი 10, 2022 წელი. 11:27pm — არ არის კომენტარები
_______________

ტანსაცმელი თუ სხეული?!

      დღეს ერთდროულად არა ერთი, არამედ ორი მასპინძელი გვეყოლება. არაფერი განსაკუთრებული არ არის მათში და არც მაინცდამაინც ხელოვენები არიან, ამიტომ არც უწოდე ასე. ისინი უბრალოდ ინსტაგრამზე ბლოგერობენ და მოიფიქრეს ერთი საინტერესო პროექტი - ერთნაირი სტილის ტანისამოსი სხვადასხვა სხეულზე. დენის მერსედესი (ფოტოზე პუტკუნა) და მარია კასტელანო (ფოტოზე გამხდარი) ჩვეულებრივი ბლოგერი გოგონები არიან, რომლებიც მგონი ჩემს ბლოგს ათვალიერებენ. გახოვთ ხომ, ჩემმა…

გაგრძელება

დაამატა Tamila Moshiashvili_მ!
თარიღი/დრო: აპრილი 9, 2022 წელი. 11:55pm — არ არის კომენტარები
_______________

ოსკარის 2022 წლის დაჯილდოება - გამარჯვებულები და ნომინირებულები

ოსკარი 2022 სრული სია

      უკრაინის ომის პერიოდში დიდი ამბავი იყო ატეხილი ოსკარის 94-ე დაჯილდოებასთან დაკავშირებით. რამდენიმე დღის წინ, შონ პენი იმასაც ამბობდა, ზელენსკი აუცილებლად უნდა გამოვიდეს ოსკარზე, თორემ ჩემს ოქროს კაცუნას გადავადნობო. არ ვიცი შონი შეასრულებს თუ არა თავის მუქარას, მაგრამ ორსკარი ტრადიციულად შედგა - ამერიკა,…

გაგრძელება

დაამატა ლაშა_მ!
თარიღი/დრო: მარტი 28, 2022 წელი. 10:30pm — 1 კომენტარი
________________

ყველაზე უჭკუო მოდელები

      რით განსხვავდება ჩვენგან ხომ გახსოვთ? წიიინ... წიიინ... წინსწრაფვით! როგორ არ მომიმზადებია, იმერულად - წყემალში ან საწებელში, ბროწეულის წვენშიც კი; ნიორწყალში ხომ საერთოდ სუპერკერძად გამომდის, იქით რაჭულად, შქმერულს ვამზადებ ხოლმე; ფრთები და ბარკლები ხომ ქეეფსიზე უკეთ შემიძლია შებრაწო. ეს საჭმელს რაც შეეხება, ისე კიდევ მორნებალი და მებრძოლებიც მინახავს მაგრამ მოდელი, თან ფოტომოდელი ქათამი პირველად ვნახე. ფოტოგრაფი ალექს ტენ ნაპელი (Alex…

გაგრძელება

დაამატა Tamila Moshiashvili_მ!
თარიღი/დრო: მარტი 27, 2022 წელი. 10:57pm — არ არის კომენტარები
_______________

ყოველთვიური არქივი

2024

2023

2022

2021

2020

2019

2018

2017

2016

2015

2014

2013

2012

1999

ღონისძიებები

ბლოგ პოსტები

აქტიური თავმჯდომარე, პირომანი მოზარდის საქმე და სხვ.

გამოაქვეყნა Giorgi_მ.
თარიღი: მარტი 28, 2024.
საათი: 11:35pm 0 კომენტარი

ევროპულ მუნდიალზე საქართველოს ეროვნული ნაკრების საგზურის მიღების შემდეგ, ქვეყანა ნელ-ნელა გამოერკვია სიხარულის ემოციიდან და როგორც იქნა ცხოვრება ძველ კალაპოტს დაუბრუნდა. ჯერ კიდევ პენალტების, გოლების, ემოციების, ჟივილ-ხივლის პერიოდია, მაგრამ დღის ამბები, ასე თუ ისე მოგროვდა ნიუს-მწერლებში. აქტიური იყო შალვა პაპუაშვილის მრავალმხრივი კომენტარები და ინტერვიუები, მათ შორის საკონსტიტუციო ცვლილებებზე და სასამართლო…

გაგრძელება

Dive In to the Beat: An Introduction to Hearing Rap Audio

გამოაქვეყნა EFTcheat_მ.
თარიღი: მარტი 28, 2024.
საათი: 4:30am 0 კომენტარი







Rap tunes, with its infectious beats, poetic lyrics, and charming storytelling, happens to be a dominant pressure within the audio business and a cultural phenomenon throughout the world. From its humble beginnings from the streets of New York City to its latest standing as a worldwide genre influencing vogue, language, and social actions, rap has progressed into a diverse and dynamic art type embraced by hundreds of thousands. For anyone who is new to rap or seeking to…

გაგრძელება

Study Recombinant Protein Creation

გამოაქვეყნა EFTcheat_მ.
თარიღი: მარტი 27, 2024.
საათი: 12:00am 0 კომენტარი







Proteins tend to be the workhorse molecules that generate nearly each Organic program. Using the escalating recognition of the purpose of proteins in numerous investigate and production things to do, basically isolating them from their natural host cells are unable to meet the escalating need of the market. Chemical synthesis can be not a practical option for this endeavor a result of the size and complexity of proteins. As a substitute, the developments manufactured…

გაგრძელება

Gradient Media in Biomedical Investigate

გამოაქვეყნა EFTcheat_მ.
თარიღი: მარტი 26, 2024.
საათი: 11:30pm 0 კომენტარი







In the realm of biomedical study, the quest for precise separation and isolation methods has led scientists to explore revolutionary solutions. Among these, Axis-Protect Density Gradient Media stands out to be a formidable Device, revolutionizing the best way we isolate cells, organelles, and particles in various applications starting from medical diagnostics to standard analysis.



Density gradient centrifugation has extended been a cornerstone system in Organic…

გაგრძელება

Qwelly World

free counters