Qwelly ბლოგი! - Qwelly (999)

ოსკარის 2024 წლის დაჯილდოება - გამარჯვებულები და ნომინირებულები

ოსკარი 2024 სრული სია

      11 მარტი კინომოყვარულთა და ამერიკული კინოს ხელოვანთა ზეიმით დაიწყო. რა თქმა უნდა ამერიკაში, კალიფორნიაში, ლოს ანჯელესში და დოლბის თეატრში. ოსკარების რიგით 96-ე დაჯილდოებას წელს ჯიმი კიმელი უძღვებოდა. მოულოდნელობებით სავსე ოსკარი იყო და არ ვიცოდით ვინ აიღებდაო, მასეც ვერ ვიტყვით, რადგან ნოლანმა ბომბასავით ფილმი…

გაგრძელება

დაამატა ლაშა_მ!
თარიღი/დრო: მარტი 11, 2024 წელი. 11:01am — არ არის კომენტარები
_______________

სტადიონი ხიდისუბანში

ახლა როცა ავტობუსების ამბები ასე თუ ისე ამუშავებულია და ხიდის მშენებლობაზეც ბოლო დღეებია გიგანტურ ამწეს ვხედავ, საზრუნავ-საწერი ხომ არ გამომელეოდა და მინდა კიდევ ერთი საქმე საზეო წამოვწიო წინ.

ბოლო რამდენიმე თვეა ჩვენი უბანი - ხიდისუბანი (ყოფ. აზნევთი) გადათხრილია. საშვილიშვილო საქმე გაკეთდა და წყლის მილები შეიცვალა, ახლა კი გზის დაგების სამუშაოები იწყება. მართლა მნიშვნელოვანი ამბავი მოხდა,…

გაგრძელება

დაამატა ლაშა_მ!
თარიღი/დრო: თებერვალი 3, 2024 წელი. 12:51am — არ არის კომენტარები
_______________

რეკომენდაციები ავტობუსების შესანარჩუნებლად

სხვის დაწერილს და ჭორებად მოსმენილს, საკუთარი თვალით ნანახი და ხელშენახები ჯობიაო. ვიდრე თავად არ მოვსინჯე, არ გამოვცადე, არ დავემგზავრე, ვერა და ვერ დავიჯერე - რას ვიზამთ, ყველა ჩვენგანში ცხოვრობს „ურწმუნო“ თომა. ამიტომ, როცა ანონსები მესმოდა ავტობუსების შესახებ, ყურსაც არ ვიბერტყავდი და არაფერს ვწერდი. ხომ წაგიკითხავთ ვითომსამოტივაციო ამბები, რომლებშიც ავტორები გვიზიარებენ გამოცდილებას იმის შესახებ, თუ…

გაგრძელება

დაამატა ლაშა_მ!
თარიღი/დრო: იანვარი 10, 2024 წელი. 12:00pm — 2 კომენტარი
________________

პატრიარქი საშობაო ეპისტოლე 2024

პატრიარქის საშობაო ეპისტოლე გუშინ, საშობაო ლიტურგიის პარალელურად, ღამით გამოქვეყნდა და ტაძრებში გახმიანდა. ეპისტოლეში აქცენტები გაკეთებულია შობის დღესასწაულის მნიშვნელობაზე, ქრისტიანობის უნიკალურობასა და გამორჩეულობაზე, გამოხსნაზე, მესიის მომლოდინე სამყაროს შემზადებაზე და ბოლოს, ტექნოლოგიური განვითარების ფონზე (ხელოვნურ ინტელექტზე საუბრობს პატრიარქი) ადამიანური ურთიერთობების საჭიროებასა და…

გაგრძელება

დაამატა ლაშა_მ!
თარიღი/დრო: იანვარი 7, 2024 წელი. 1:00am — არ არის კომენტარები
_______________

გილოცავთ ახალ 2024 წელს!

      კიდევ ერთ და კიდევ მრავალ ახალ წელს ზეიმობს ქველი. და სანამ ქვეყანაზედ ერთი კაცი მაინც იქნება (და ერთი კი არა, ასობით არიან, უბრალოდ, შეუძლებლად რთული საპოვნელნი გახდნენ), ვისაც სიკეთის კეთების სურვილი ექნება, იქამდე:

მოგილოცავთ ახალ წელს!…

საახალწლო, მილოცვა, ახალი წელი, 2022, ქველი, ბლოგი, qwelly

გაგრძელება

დაამატა ლაშა_მ!
თარიღი/დრო: იანვარი 1, 2024 წელი. 12:08am — 1 კომენტარი
________________

ქაღალდის პორტრეტები

ჩვენ გვყავდა ისეთი პოეტები, რომლებსაც ფურცლები არ ჰქონდათ ლექსის დასაწერად და ისეთი მხატვრებიც, რომლებიც საღებავებს მინიმალურ პალიტრასაც ვერ შოულობდნენ და რაც ჰქონდათ იმ ფერებში ხატავდნენ, ან სულაც ნახშირით. ბლოგის დღევანდელი მასპინძელი კი, მართალია საღებავს საერთოდ არ იყენებს, სამაგიეროდ აუარება ქაღალდს „აფუჭებს“ (კეცავს) პორტრეტების შესაქმნელად. ქაღალდს და წებოს. პორტრეტები ცალსახად შთამბეჭდავი გამოდის,…

გაგრძელება

დაამატა Tamila Moshiashvili_მ!
თარიღი/დრო: დეკემბერი 16, 2023 წელი. 11:06pm — არ არის კომენტარები
_______________

ბონსაი კერამიკაში

როგორც ბეტონის კედლებში ამოხეთქილი ბალახი ანდა ქვაფენილს შორის ამოსული პატარა ყვავილები, ისეა დღევანდელი ჩვენი არტიც ბონსაის შესახებ. პატრიკ ბერგსმას ნამუშევრებში, ფაიფურის მშრალ უსიცოცხლო ჭურჭელში ამოცოცხლებული ელასტიური ფლორაა წარმოდგენილი. ჰოლანდიელი მხატვარი იყენებს მკვდარი ბონსაის ხეებისა და ნაპოვნი ფაიფურის ჭურჭლის ნამსხვრევებს, ნაწილებს და მათი შეერთებით ქმნის ახალ ნახევრადცოცხალ ხელოვნებას, დინამიურ…

გაგრძელება

დაამატა Tamila Moshiashvili_მ!
თარიღი/დრო: ოქტომბერი 16, 2023 წელი. 12:44am — არ არის კომენტარები
_______________

ანტონიო და დავითი

ჯემალ ქარჩხაძის შესახებ აბიტურიენტობის პერიოდში შევიტყე 4-5წლის წინ. მისი ნაწარმოები „იგი“, როგორც მოგეხსენებათ, მე-12 კლასის პროგრამაშია შეტანილი. შესაბამისად, პირველი გადაკვეთა ავტორთან იმ პერიოდში მქონდა. რატომღაც ქარჩხაძის ამ ნაწარმოებმა დიდად ვერ მომხიბლა და რომ არა იმდროინდელი საჭიროება, ალბათ ჩემს მეხსიერებაში არც ჩარჩებოდა ეს გაადაკვეთა. ასეთი შთაბეჭდილებები შესაძლოა დატვირთული წლის და გადაღლილობის ბრალიც იყო... ამ გადმოსახედიდან მხოლოდ ეს თუ შემიძლია…

გაგრძელება

დაამატა Ekaterine_მ!
თარიღი/დრო: სექტემბერი 23, 2023 წელი. 10:30pm — 4 კომენტარი
________________

რეტრო მეტრო

ფოტოგრაფების მძიმე და ნერვშეუტოკებელი პროფესიის ამბავი ხომ იცით? საათოებით რომ შეუძლიათ ჩასაფრებულები ისხდნენ და კარგი კადრისთვის ყველაფერი დაივიწყონ (ზოგჯერ, მორალური კოდექსიც კი). ჩვენი დღევანდელი ფოტოგრაფი თავისი რვაწლიანი მიწისქვეშეთური „მივლინებით“ ერთი-ერთი ყველაზე ცნობილი ხელოვანია თავის პროფესიაში. შვეიცარიელმა ფოტოგრაფმა ვილი სპილერმა (Willy Spiller) მრავალი წელი გაატარა ნიუ იორკის მეტროს…
გაგრძელება

დაამატა Tamila Moshiashvili_მ!
თარიღი/დრო: სექტემბერი 23, 2023 წელი. 8:21pm — არ არის კომენტარები
_______________

პუტკუნა ყველაფერი ლამაზია

პუტკუნებზე რამე ხოტბა უნდა მოვიფიქრო და დავწერო, ცოტა მხატვრულად, პეტურად და სუფრაზე სათქმელ ლექსად რომ ღირდეს. არადა, ფაქტია რომ ფუმფულა ყველაფერი ლამაზია, სათუთია, კეთილია და იმდენად თბილია, რომ ბოროტებას ვერ გაივლებს გულში და ვერ შეძლება რაიმე დაგიშაოს. მახსოვს, აქ იყო ანიმაციები მსუქან ცხოველებზე, ვერ ვიპოვე და ჩემი ფოტოკოლექცია მინდა გაგიზიაროთ, ერთ-ერთი ნიჭიერი ფოტომანიპულატორის შემოქმედებიდან.…

გაგრძელება

დაამატა Tamila Moshiashvili_მ!
თარიღი/დრო: სექტემბერი 2, 2023 წელი. 11:09pm — არ არის კომენტარები
_______________

შერეული ტექნიკა ნაკეთობაში

      ამჯერად მეორადი მასალების ხელოვნება იქნება ჩვენი ბლოგის თემა. მიტოვებული ნივთები ახალ სიცოცხლეს პოულობენ ბრიტანელი ხელოვანის მარკ ოლივერის (Mark Oliver) მომხიბვლელ სკულპტურებში. მარკი ამუშავებს ყველაფერს, ლითონის ჯართიდან სათამაშო ბანქომდე, ყურადღებით აწყობს სხვადასხვა ნაწილებს, სანამ არ შექმნის საოცარ ფიგურებს, რომლებიც ფანტასტიკურ მწერებს წააგავს. ალბათ ბავშვობაში ენტომოლოგი უნდოდა გამოსულიყო, მაგრამ ხელოვნებამ სძლია და არც თუ…

გაგრძელება

დაამატა Tamila Moshiashvili_მ!
თარიღი/დრო: ივლისი 9, 2023 წელი. 11:30pm — არ არის კომენტარები
_______________

გაცოცხლება საკუთარ ნახატებში

      ალბათ, ფიქრობთ რომ დღეს ჩემი ბლოგი ცნობილ გენიოსს ეძღვნება, რომელიც ხატავდა ისე, როგორც ხედავდა, მაგრამ არა. ვან გოგი არ არის დღევანდელი მასპინძელი. მასზე შეყვარებული და მისი სტილით, ფერწერით, ხაზით და ფორმით შთაგონებული ილუსტრატორი ალირეზა მაგადამ (Alireza Karimi Moghaddam) უნდა წარმოგიდგინოთ. წლების განმავლობაში ილუსტრატორის ნამუშევრებმა მრავალი ტრანსფორმაცია განიცადა. მოგადმის ზოგიერთი ილუსტრაცია გვთავაზობს პოსტ-იმპრესიონისტის…

გაგრძელება

დაამატა Tamila Moshiashvili_მ!
თარიღი/დრო: ივლისი 2, 2023 წელი. 11:35pm — არ არის კომენტარები
_______________

სიურეალიზმი არ მომკვდარა! ბუნებაში გადავიდა

      ყოველწლიურად გლობალურ დათბობის შესახებ არაერთი კონფერენცია იმართება, მაგრამ ჩემს ბლოგში როგორც წესი კონფერენციებზე არ ვპოსტავ. არც დღეს ვღალატობ ბლოგის იდეას და რა თქმა უნდა ხელოვნებაზე ვისაუბრებთ. კლიმატის კრიზისი გარდაუვალია და ის გვხვდება ჩვენი ცხოვრების თითქმის ყველა ასპექტში. ცხადია, უპირველესად ბუნებაში. მხატვარი აკა ანტიონიო სეგურა, ფსევდონიმით დულკი (DULK, Aka Antionio Segura) თავის ნამუშევრებს სწორედ კლიმატური კრიზისის…

გაგრძელება

დაამატა Tamila Moshiashvili_მ!
თარიღი/დრო: ივნისი 26, 2023 წელი. 12:09am — არ არის კომენტარები
_______________

ავტომობილების სული

      ხელოვნურ ინტელექტად სახელდებული კომპიუტერული უზრუნველყოფა უკვე დიდი ხანია მწველი ინტერესის და დაკვირვების ობიექტია. რაც დრო გადის, უფრო და უფრო იხვეწება და იმის მიხედვით, რამდენად დახვეწილი კოდი აქვს გაწერილი, საინტერესო შედეგებს იძლევა. დღევანდელი ჩვენი პოსტიც AI-ს გამოყენებით შექმნილ პოსტერებს ეძღვნება, რომელიც ერთ-ერთმა სალიზინგო კომპანიამ შვეიცარიაში დაუკვეთა Chat-GPT4_ს, გაუწერა მანიშნებლები, გასაღები-სიტყვები, ე.წ. keyword_ები და…

გაგრძელება

დაამატა Tamila Moshiashvili_მ!
თარიღი/დრო: ივნისი 18, 2023 წელი. 10:18pm — არ არის კომენტარები
_______________

ალბომები ლეგოს სამყაროში

      მუსიკალური ალბომები ყურისთვის ჰანგებით ნეტარება და თვალისთვის სანახაობის დღესასწაულიო, ამბობენ მელომანები. მიუხედავად იმისა, რომ პირველი თავისთავად აშკარაა და არავინ დაობს, მეორეს ზოგჯერ ივიწყებენ. საუბარია ალბომის ყდაზე, პოსტერზე. ალბომის ყდის არტი არის ხელოვნება ცალკე კატეგორია. თანამედროვე მუსიკის ისტორიაში, მთელი მსოფლიოს მასშტაბით ასობით დასამახსოვრებელი ალბომი შეიქმნა - დასამახსოვრებელი როგორც მუსიკალურად, რომელსაც ლეგენდარული…

გაგრძელება

დაამატა Tamila Moshiashvili_მ!
თარიღი/დრო: ივნისი 3, 2023 წელი. 8:05pm — არ არის კომენტარები
_______________

ყვავილებით გამოზრდილი

      მზის დაბადების ქვეყანაში, ყველაფერი განსაკუთრებით რომ დაკვირვებადი, გააზრებადი და შესაბამისი დამოკიდებულებით ნასაზრდოებია, ეგ უკვე ვიცით, მაგრამ დღევანდელმა ჩვენა მასპინძელმა მხატვარმა (Hiroki Takeda) ჰიროკი ტეკედამ გადაწყვიტა, რომ რადგან ბუნებრივ გარემოში ცხოველები თავს უფრო ბედნიერად გრძნობენ, სახლიდან გასიერნებაც კი სულ სხვა ბედნიერებას სძენს მათ, რა იქნება ამ ბედნიერებით აღსავსეები რომ ავღბეჭდოო და ფოტოგადაღებას კი არ შეუდგა,…

გაგრძელება

დაამატა Tamila Moshiashvili_მ!
თარიღი/დრო: მაისი 6, 2023 წელი. 11:17pm — არ არის კომენტარები
_______________

მეტალის ტალღები, შხეფები

      როგორც წესი, როდესაც ამბობენ ქანდაკებას, გულისხმობენ სტატიკურ ფიგურას, რომელიც გაშეშებულია დროში. ან თუნდაც გულისხმობდნენ ფიგურას, რომელიც მოძრაობას გამოახატავს - მაგალითად ნაბიჯს დგამს, მაგრამ სტატიკურია, გახევებული, გაშეშებული. ამის საპასუხოდ, დღევანდელი ბლოგში გიამბობ ერთ ჩინელ ხელოვანზე, რომელიც პეკინში მოღვაწეობს. გაიცანით ჟენგ ლუ (Zheng Lu) და მისი წლის შხეფები. ისინი არა მხოლოდ მოძრაობას გამოხატავენ, არამედ ცვალებადობასაც რაც…

გაგრძელება

დაამატა Tamila Moshiashvili_მ!
თარიღი/დრო: აპრილი 22, 2023 წელი. 8:36pm — არ არის კომენტარები
_______________

სააღდგომო ეპისტოლე 2023

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსისა და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტის, ილია II-ის სააღდგომო ეპისტოლე

      ყოვლადსამღვდელონო მღვდელმთავარნო, ღირსნო მოძღვარნო, დიაკონნო, ბერ-მონოზონნო, ხელისუფალნო, საქართველოს წმინდა მართლმადიდებელი ეკლესიის ყოველნო წევრნო, მკვიდრნო ივერიისა და ჩვენი ქვეყნის საზღვრებს გარეთ მცხოვრებნო თანამემამულენო,…

გაგრძელება

დაამატა ლაშა_მ!
თარიღი/დრო: აპრილი 16, 2023 წელი. 12:09pm — არ არის კომენტარები
_______________

ანთებული ბონსაი

      ფოსგრაფია ოთახში შემოვიდა უფრო კონკრეტულად - სტუდიაში და ბონსაის „შემოეხვია“. ამჯერად, ფოტოგრაფი ვიტორ შიეტი ხაზს უსვამს ბონსაის ხეების სილამაზეს თავის ხშირადგანახლეებად კოლექციაში „Impermanent Sculptures“ (ჩემი ბლოგის მკითხველებს ეცოდინებათ ამ კოლექციის ერთ-ერთი წინა სერია. ახლებს დაგილიკავთ „…

გაგრძელება

დაამატა Tamila Moshiashvili_მ!
თარიღი/დრო: აპრილი 2, 2023 წელი. 10:57pm — არ არის კომენტარები
_______________

ოსკარის 2023 წლის დაჯილდოება - გამარჯვებულები და ნომინირებულები

ოსკარი 2023 სრული სია

      თითქმის საუკუნოვანმა კინოდაჯილდოების ამერიკულმა ცერემონიამ დღეს გამთენიისას 95-ედ გამოავლინა საუკეთესოები. ყველაფერი ტრადიციულად შედგა - ამერიკა, კალიფორნია, ლოს ანჯელესი, დოლბის თეატრი. წამყვანის შერჩევაზე, მავერიკის სტილში, რაღაც სახუმარო ვიდეოც კი გადაიღეს, თუ როგორ შეარჩიეს წამყვანად ჯიმი კიმელი. ომი…

გაგრძელება

დაამატა ლაშა_მ!
თარიღი/დრო: მარტი 13, 2023 წელი. 7:36pm — 3 კომენტარი
________________

ყოველთვიური არქივი

2024

2023

2022

2021

2020

2019

2018

2017

2016

2015

2014

2013

2012

1999

ღონისძიებები

ბლოგ პოსტები

he game's narrative weaves

გამოაქვეყნა taoaxue_მ.
თარიღი: აპრილი 19, 2024.
საათი: 6:00am 0 კომენტარი

A Seamless Living World: Throne and Liberty boasts a seamless and dynamic world, where environments and even dungeons adapt and change based on weather conditions and surrounding surroundings. This dynamic environment adds a layer of immersion and unpredictability to exploration and gameplay, constantly keeping players on their toes.

Immersive Narrative: The game's narrative weaves an intricate tapestry connecting the past, present, and future. While details remain scarce, this unique…

გაგრძელება

Important Notes

გამოაქვეყნა taoaxue_მ.
თარიღი: აპრილი 18, 2024.
საათი: 6:30am 0 კომენტარი

Spotting Extraction Points: Extraction points are marked by Blue Headstones that emerge from the ground. Listen for the telltale sound of rumbling rocks, signaling the  proximity of an extraction point.

Activating the Portal: Approach the Blue Headstone and interact with it by pressing the "F" key on your keyboard. This will open a blue portal, your ticket to safety.

Entering the Portal: Once the portal is active, step into it to initiate the extraction process. Keep an eye out…

გაგრძელება

A Deep Dive into purchase Night Crows Diamonds

გამოაქვეყნა millan Myra_მ.
თარიღი: აპრილი 13, 2024.
საათი: 10:00am 0 კომენტარი

In the realm of gaming, the allure of microtransactions often beckons players of  promises of rare loot, powerful weapons, and legendary mounts. But are these investments truly worth the cost? Today, we embark on a journey into the world of Night Crows, a popular online game, to unravel the mysteries behind its microtransaction system.

Meet Nathan Pay, a seasoned gamer and host of the Blan Crypto channel. With a passion for exploring the depths of virtual economies, Nathan dives…

გაგრძელება

purchase an instrument

გამოაქვეყნა millan Myra_მ.
თარიღი: აპრილი 10, 2024.
საათი: 11:00am 0 კომენტარი

In the blink of an eye, the procedure changed into the following: mine ores make smelt of ore to forge bronze daggers chicken execution, then sell the rest to the greedy clerk at the shop, and use the cash to buy tools. And on and so forth it goes on. As of now I've consumed all the energy drinks available I have available . I've never had to fight this intensely in my entire life to get rid of chickens. I took another bottle of red bull, knowing it…

გაგრძელება

Qwelly World

free counters