Qwelly ბლოგი! - ხელოვნება (199)

ქაღალდის პორტრეტები

ჩვენ გვყავდა ისეთი პოეტები, რომლებსაც ფურცლები არ ჰქონდათ ლექსის დასაწერად და ისეთი მხატვრებიც, რომლებიც საღებავებს მინიმალურ პალიტრასაც ვერ შოულობდნენ და რაც ჰქონდათ იმ ფერებში ხატავდნენ, ან სულაც ნახშირით. ბლოგის დღევანდელი მასპინძელი კი, მართალია საღებავს საერთოდ არ იყენებს, სამაგიეროდ აუარება ქაღალდს „აფუჭებს“ (კეცავს) პორტრეტების შესაქმნელად. ქაღალდს და წებოს. პორტრეტები ცალსახად შთამბეჭდავი გამოდის,…

გაგრძელება

დაამატა Tamila Moshiashvili_მ!
თარიღი/დრო: დეკემბერი 16, 2023 წელი. 11:06pm — არ არის კომენტარები
_______________

ბონსაი კერამიკაში

როგორც ბეტონის კედლებში ამოხეთქილი ბალახი ანდა ქვაფენილს შორის ამოსული პატარა ყვავილები, ისეა დღევანდელი ჩვენი არტიც ბონსაის შესახებ. პატრიკ ბერგსმას ნამუშევრებში, ფაიფურის მშრალ უსიცოცხლო ჭურჭელში ამოცოცხლებული ელასტიური ფლორაა წარმოდგენილი. ჰოლანდიელი მხატვარი იყენებს მკვდარი ბონსაის ხეებისა და ნაპოვნი ფაიფურის ჭურჭლის ნამსხვრევებს, ნაწილებს და მათი შეერთებით ქმნის ახალ ნახევრადცოცხალ ხელოვნებას, დინამიურ…

გაგრძელება

დაამატა Tamila Moshiashvili_მ!
თარიღი/დრო: ოქტომბერი 16, 2023 წელი. 12:44am — არ არის კომენტარები
_______________

რეტრო მეტრო

ფოტოგრაფების მძიმე და ნერვშეუტოკებელი პროფესიის ამბავი ხომ იცით? საათოებით რომ შეუძლიათ ჩასაფრებულები ისხდნენ და კარგი კადრისთვის ყველაფერი დაივიწყონ (ზოგჯერ, მორალური კოდექსიც კი). ჩვენი დღევანდელი ფოტოგრაფი თავისი რვაწლიანი მიწისქვეშეთური „მივლინებით“ ერთი-ერთი ყველაზე ცნობილი ხელოვანია თავის პროფესიაში. შვეიცარიელმა ფოტოგრაფმა ვილი სპილერმა (Willy Spiller) მრავალი წელი გაატარა ნიუ იორკის მეტროს…
გაგრძელება

დაამატა Tamila Moshiashvili_მ!
თარიღი/დრო: სექტემბერი 23, 2023 წელი. 8:21pm — არ არის კომენტარები
_______________

შერეული ტექნიკა ნაკეთობაში

      ამჯერად მეორადი მასალების ხელოვნება იქნება ჩვენი ბლოგის თემა. მიტოვებული ნივთები ახალ სიცოცხლეს პოულობენ ბრიტანელი ხელოვანის მარკ ოლივერის (Mark Oliver) მომხიბვლელ სკულპტურებში. მარკი ამუშავებს ყველაფერს, ლითონის ჯართიდან სათამაშო ბანქომდე, ყურადღებით აწყობს სხვადასხვა ნაწილებს, სანამ არ შექმნის საოცარ ფიგურებს, რომლებიც ფანტასტიკურ მწერებს წააგავს. ალბათ ბავშვობაში ენტომოლოგი უნდოდა გამოსულიყო, მაგრამ ხელოვნებამ სძლია და არც თუ…

გაგრძელება

დაამატა Tamila Moshiashvili_მ!
თარიღი/დრო: ივლისი 9, 2023 წელი. 11:30pm — არ არის კომენტარები
_______________

გაცოცხლება საკუთარ ნახატებში

      ალბათ, ფიქრობთ რომ დღეს ჩემი ბლოგი ცნობილ გენიოსს ეძღვნება, რომელიც ხატავდა ისე, როგორც ხედავდა, მაგრამ არა. ვან გოგი არ არის დღევანდელი მასპინძელი. მასზე შეყვარებული და მისი სტილით, ფერწერით, ხაზით და ფორმით შთაგონებული ილუსტრატორი ალირეზა მაგადამ (Alireza Karimi Moghaddam) უნდა წარმოგიდგინოთ. წლების განმავლობაში ილუსტრატორის ნამუშევრებმა მრავალი ტრანსფორმაცია განიცადა. მოგადმის ზოგიერთი ილუსტრაცია გვთავაზობს პოსტ-იმპრესიონისტის…

გაგრძელება

დაამატა Tamila Moshiashvili_მ!
თარიღი/დრო: ივლისი 2, 2023 წელი. 11:35pm — არ არის კომენტარები
_______________

სიურეალიზმი არ მომკვდარა! ბუნებაში გადავიდა

      ყოველწლიურად გლობალურ დათბობის შესახებ არაერთი კონფერენცია იმართება, მაგრამ ჩემს ბლოგში როგორც წესი კონფერენციებზე არ ვპოსტავ. არც დღეს ვღალატობ ბლოგის იდეას და რა თქმა უნდა ხელოვნებაზე ვისაუბრებთ. კლიმატის კრიზისი გარდაუვალია და ის გვხვდება ჩვენი ცხოვრების თითქმის ყველა ასპექტში. ცხადია, უპირველესად ბუნებაში. მხატვარი აკა ანტიონიო სეგურა, ფსევდონიმით დულკი (DULK, Aka Antionio Segura) თავის ნამუშევრებს სწორედ კლიმატური კრიზისის…

გაგრძელება

დაამატა Tamila Moshiashvili_მ!
თარიღი/დრო: ივნისი 26, 2023 წელი. 12:09am — არ არის კომენტარები
_______________

ავტომობილების სული

      ხელოვნურ ინტელექტად სახელდებული კომპიუტერული უზრუნველყოფა უკვე დიდი ხანია მწველი ინტერესის და დაკვირვების ობიექტია. რაც დრო გადის, უფრო და უფრო იხვეწება და იმის მიხედვით, რამდენად დახვეწილი კოდი აქვს გაწერილი, საინტერესო შედეგებს იძლევა. დღევანდელი ჩვენი პოსტიც AI-ს გამოყენებით შექმნილ პოსტერებს ეძღვნება, რომელიც ერთ-ერთმა სალიზინგო კომპანიამ შვეიცარიაში დაუკვეთა Chat-GPT4_ს, გაუწერა მანიშნებლები, გასაღები-სიტყვები, ე.წ. keyword_ები და…

გაგრძელება

დაამატა Tamila Moshiashvili_მ!
თარიღი/დრო: ივნისი 18, 2023 წელი. 10:18pm — არ არის კომენტარები
_______________

ალბომები ლეგოს სამყაროში

      მუსიკალური ალბომები ყურისთვის ჰანგებით ნეტარება და თვალისთვის სანახაობის დღესასწაულიო, ამბობენ მელომანები. მიუხედავად იმისა, რომ პირველი თავისთავად აშკარაა და არავინ დაობს, მეორეს ზოგჯერ ივიწყებენ. საუბარია ალბომის ყდაზე, პოსტერზე. ალბომის ყდის არტი არის ხელოვნება ცალკე კატეგორია. თანამედროვე მუსიკის ისტორიაში, მთელი მსოფლიოს მასშტაბით ასობით დასამახსოვრებელი ალბომი შეიქმნა - დასამახსოვრებელი როგორც მუსიკალურად, რომელსაც ლეგენდარული…

გაგრძელება

დაამატა Tamila Moshiashvili_მ!
თარიღი/დრო: ივნისი 3, 2023 წელი. 8:05pm — არ არის კომენტარები
_______________

ყვავილებით გამოზრდილი

      მზის დაბადების ქვეყანაში, ყველაფერი განსაკუთრებით რომ დაკვირვებადი, გააზრებადი და შესაბამისი დამოკიდებულებით ნასაზრდოებია, ეგ უკვე ვიცით, მაგრამ დღევანდელმა ჩვენა მასპინძელმა მხატვარმა (Hiroki Takeda) ჰიროკი ტეკედამ გადაწყვიტა, რომ რადგან ბუნებრივ გარემოში ცხოველები თავს უფრო ბედნიერად გრძნობენ, სახლიდან გასიერნებაც კი სულ სხვა ბედნიერებას სძენს მათ, რა იქნება ამ ბედნიერებით აღსავსეები რომ ავღბეჭდოო და ფოტოგადაღებას კი არ შეუდგა,…

გაგრძელება

დაამატა Tamila Moshiashvili_მ!
თარიღი/დრო: მაისი 6, 2023 წელი. 11:17pm — არ არის კომენტარები
_______________

მეტალის ტალღები, შხეფები

      როგორც წესი, როდესაც ამბობენ ქანდაკებას, გულისხმობენ სტატიკურ ფიგურას, რომელიც გაშეშებულია დროში. ან თუნდაც გულისხმობდნენ ფიგურას, რომელიც მოძრაობას გამოახატავს - მაგალითად ნაბიჯს დგამს, მაგრამ სტატიკურია, გახევებული, გაშეშებული. ამის საპასუხოდ, დღევანდელი ბლოგში გიამბობ ერთ ჩინელ ხელოვანზე, რომელიც პეკინში მოღვაწეობს. გაიცანით ჟენგ ლუ (Zheng Lu) და მისი წლის შხეფები. ისინი არა მხოლოდ მოძრაობას გამოხატავენ, არამედ ცვალებადობასაც რაც…

გაგრძელება

დაამატა Tamila Moshiashvili_მ!
თარიღი/დრო: აპრილი 22, 2023 წელი. 8:36pm — არ არის კომენტარები
_______________

ანთებული ბონსაი

      ფოსგრაფია ოთახში შემოვიდა უფრო კონკრეტულად - სტუდიაში და ბონსაის „შემოეხვია“. ამჯერად, ფოტოგრაფი ვიტორ შიეტი ხაზს უსვამს ბონსაის ხეების სილამაზეს თავის ხშირადგანახლეებად კოლექციაში „Impermanent Sculptures“ (ჩემი ბლოგის მკითხველებს ეცოდინებათ ამ კოლექციის ერთ-ერთი წინა სერია. ახლებს დაგილიკავთ „…

გაგრძელება

დაამატა Tamila Moshiashvili_მ!
თარიღი/დრო: აპრილი 2, 2023 წელი. 10:57pm — არ არის კომენტარები
_______________

ასაკის ნაცვალი უკვდავება

      ადრე გადაჭრილ ხეებსა და მორებზე ზოლებს ითვლიდნენ ხის ასაკის დასადგენად, ახლა თუ სადმე მორის ნაჭრი შეხვდა დღევანდელ მასპინძელ ხელოვანს, ყველაფერს შედევრების შესაქმნელად იყენებს. უნდა გაგაცნოთ ჩიკაგოში მცხოვრები ხელოვანი ზოი ფისტი (Zoe Feast), რომელიც თავის ნამუშევრებს ხის გულზე ქარგავს (არაპირდაპირი მნიშვნელობით). მჭიდროდ შეფუთული ბოტანიკური ნიმუშებიდან დაწყებული ცხოველების მხიარული სახეებით თუ პერსონაჟების დიზაინით…

გაგრძელება

დაამატა Tamila Moshiashvili_მ!
თარიღი/დრო: თებერვალი 19, 2023 წელი. 10:41pm — არ არის კომენტარები
_______________

ხელნაკეთი სავარძელი

      ახალღა დავაკვირდი, რომ ჩემი ბლოგის მკითხველებისთვის ჯერ 2023 წელიც არ მიმილოცია. გილოცავთ, სიკეთით და სიხარულით სავსე ყოფილიყოს ეს ახალი წელიწადი, ხვავით და ბარაქით დატვირთული.

      სიმდიდრე ნამდვილად არ აკლია ჩემს დღევანდელ პოსტს და საერთოდ, მგონია რომ ამ კულტურაში სიმდიდრე სულ სხვაგვარად ესმით. ეგვიპტეში უნდა ვიმოგზაუროთ, იქ სადაც ათასწლეულების წინაც კი სხვა განზომილებაში ხედავდნენ კულტურას, შემოქმედებას, სიმდიდრეს და ამის მშვენიერი…

გაგრძელება

დაამატა Tamila Moshiashvili_მ!
თარიღი/დრო: იანვარი 29, 2023 წელი. 10:48pm — არ არის კომენტარები
_______________

პატარა პოტერჰედები

      ბოლო პერიოდში ძალიან პოპულარული გახდა ხელოვნური ინტელექტის გამოყენებით ამა თუ იმ ფოტომანიპულაციების შესრულება. დღეს პოტერჰედები უნდა გავახარო და წარმოდგენილი სერიის ავტორმაც (სახელი ვერ ვიპოვე, მხოლოდ მისი ინტერნეტი სახელი - benmornin მაქვს), სწორედ ხელოვნური ინტელექტის გამოყენებით მოახერხა ცნობილი პერსონაჟების დაპატარავება პირდაპირი მნიშვნელობით - დაბავშვება. იმდენად საინტერესო და საყვარელი შედეგი გამოუვიდა, რომ არ შემეძლო არ…

გაგრძელება

დაამატა Tamila Moshiashvili_მ!
თარიღი/დრო: დეკემბერი 10, 2022 წელი. 9:34pm — არ არის კომენტარები
_______________

სკულტურა კერამიკაში ანუ ჩაის ჩამოსმის ხელოვნება

      ფინჯან ჩაიზე ჩამოვარდა საუბარი და ჩაის კულტურაზე, მე კი ჩაიდნების თვალიერებას შევყევი და საბოლოოდ მიჩელ გრაფტონი (Mitchell Grafton) აღმოვაჩინე. ეს ახალგაზრდა ხელოვანი 19 წლის ასაკიდან ქმნის უნიკალურ სკულპტურულ ჭურჭელს და ნახატებს კერამიკაში. წარმოშობით ლუიზიანად არის და იქვე დაამთავრა ხელოვნების სკოლა, მიიღო არქიტექტორის ხარისხი და ამჟამად ფლორიდაში მოღვაწეობს. მისი ხელნაკეთი ნამუშევრები საკმოად შთამბეჭდავია და მთელი მსოფლიოს…

გაგრძელება

დაამატა Tamila Moshiashvili_მ!
თარიღი/დრო: ოქტომბერი 31, 2022 წელი. 12:47am — არ არის კომენტარები
_______________

ფოტომიკროგრაფიის კონკურსის წლევანდელი გამარჯვებულები

      მეცნიერები კარგი ხელოვანები არიან. ეს აქსიომაა რომელიც ყველამ კარგად იცის და ცხადია, მეცნიერებაში არის შემოქმედების უდიდესი დოზა. მაგრამ ამჯერად არა საკუთარ სპეციალობაში, არამედ ფოტოგრაფიაში მათი ხელოვნება უნდა წარმოგიდგენოთ. 1975 წლიდან ფოტოაპარატების ერთ-ერთი უმსხვილესი მწარმოებელი კორპორაცია ნიკონი ყოველწლიურ კონკურსს მართავს სახელწოდებით „ფოტომიკროგრაფიის დაჯილდოება“. ფოტოკონკურსში ლოგიკურია, რომ ფოტოგრაფებიც მონაწილეობენ, მაგრამ ვინაიდან…

გაგრძელება

დაამატა Tamila Moshiashvili_მ!
თარიღი/დრო: ოქტომბერი 15, 2022 წელი. 7:00pm — არ არის კომენტარები
_______________

ყვავილების ნისლეული

      ფოტოგრაფიაში ცალკე მეცნიერება ინსტალაციები და დეკორაციები, რომელთა გარეშეც ფოტოს იმ ეფექტით ვერ გადაიღებთ, რომლითაც გსურს. დღევანდელი ფოტო სესია, ერთ-ერთი დასტურია ამის. საუკუნეების განმავლობაში, მხატვრები გადმოსცემდნენ ყვავილების ეფემერულ სილამაზეს ნატურმორტულ ნახატებში. ჩვენი დღევანდელი მასპინძელი, ჰოლანდიელი ფოტოგრაფი რობერტ პიკი (Robert Peek) პატივს სცემს ამ საუკუნოვან ტრადიციას, უბრალოდ ფუნჯის ნაცვლად კამერით და მოლბერტის…

გაგრძელება

დაამატა Tamila Moshiashvili_მ!
თარიღი/დრო: ოქტომბერი 9, 2022 წელი. 10:02pm — არ არის კომენტარები
_______________

დაკეცილი ქანდაკება ანუ სკულპტურა კუბიკში

      სკულპტორები გამიბრაზდნენ, დიდი ხანია ჩვენზე არ დაგიწერიაო, - მომივიდა წერილები. ამიტომ ყველაზე თანამედროვე ამბავი ვიპოვე ინტერნეტში და უნდა გაგიზიაროთ. კლასიკოსები ალბათ ვერც წარმოიდგენდნენ მათ შედევრებს ასეთი ბედი თუ ეწეოდათ, მაგრამ ადამ პარკერ სმიტს (Adam Parker Smith) სხვა გეგმები აქვს. ამ ცნობილმა, თანამედროვე სკულპტორმა, ახალი ხაზის კოლექცია წარადგინა სახელწოდებით „მსხვრევა“ Crush. რომში ნასწავლ-დახელოვნებული…

გაგრძელება

დაამატა Tamila Moshiashvili_მ!
თარიღი/დრო: ოქტომბერი 2, 2022 წელი. 10:41pm — არ არის კომენტარები
_______________

მანათობელი ხელები

      ამბობენ, თბილი ხელებით უფრო მეტი სიყვარულის გადაცემა შეიძლება, ვიდრე სიტყვებითო. არ ვიცი სინამვილეში როგორაა, მაგრამ ჩვენი დღევანდელი მასპინძელიც ასე ფიქრობს. მხატვარი ზარინა სიტუმორანგი (Zarina Situmorang) განსაკუთრებული აქცენტით ხატავს ხელებს და ხაზს უსვამს მათ გამოყვანილ, დახველი, ნატიფ სილამაზეს. როგორც თავად აღნიშნავს, კარავაჯოს სინათლე-სიბნელის თამაშის დრამატურგიითაა შთაგონებული. და გადაწყვიტა თავადაც ამ სინათლის ეფექტით…

გაგრძელება

დაამატა Tamila Moshiashvili_მ!
თარიღი/დრო: ივლისი 17, 2022 წელი. 6:33pm — არ არის კომენტარები
_______________

ადამიანი და ბუნება ერთ სკულპტურაში

      მთელი მუზეუმია ილინოისის შტატში ამ იდეით - Morton Arboretum და დღეს ჩვენ სამხრეთ აფრიკელი ხელოვანი უნდა გავიცნოთ. დანიელ პოპერი (Daniel Popper) შთაგონებულია ადამიანის და ბუნების ერთიანობის, ემოციური თუ ბიოლოგიური ბმის გამოსახვით სკულპტურაში. 2021 წლიდან მოყოლებული, მისი გამოფენა ათასობით ჰექტარზე გადაჭიმულ მუზეუმშია გახსნილი და არაერთი შესანიშნავი სკულპტურის ავტორმა, კიდევ რამდენიმე ახალი ნამუშევარი შემჰმატა გამოფენას. სანამ…

გაგრძელება

დაამატა Tamila Moshiashvili_მ!
თარიღი/დრო: ივნისი 18, 2022 წელი. 10:59pm — არ არის კომენტარები
_______________

ყოველთვიური არქივი

2024

2023

2022

2021

2020

2019

2018

2017

2016

2015

2014

2013

2012

1999

ღონისძიებები

ბლოგ პოსტები

A Deep Dive into purchase Night Crows Diamonds

გამოაქვეყნა millan Myra_მ.
თარიღი: აპრილი 13, 2024.
საათი: 10:00am 0 კომენტარი

In the realm of gaming, the allure of microtransactions often beckons players of  promises of rare loot, powerful weapons, and legendary mounts. But are these investments truly worth the cost? Today, we embark on a journey into the world of Night Crows, a popular online game, to unravel the mysteries behind its microtransaction system.

Meet Nathan Pay, a seasoned gamer and host of the Blan Crypto channel. With a passion for exploring the depths of virtual economies, Nathan dives…

გაგრძელება

The rest portion of my coins to purchase an instrument

გამოაქვეყნა millan Myra_მ.
თარიღი: აპრილი 10, 2024.
საათი: 11:00am 0 კომენტარი

In the blink of an eye, the procedure changed into the following: mine ores make smelt of ore to forge bronze daggers chicken execution, then sell the rest to the greedy clerk at the shop, and use the cash to buy tools. And on and so forth it goes on. As of now I've consumed all the energy drinks available I have available . I've never had to fight this intensely in my entire life to get rid of chickens. I took another bottle of red bull, knowing it…

გაგრძელება

დაძაბული ბიურო, მოლოტოველის სასამართლო და აქციების დასაწყისიც

გამოაქვეყნა Giorgi_მ.
თარიღი: აპრილი 8, 2024.
საათი: 11:30pm 0 კომენტარი

აპრილის შხაპუნა და ცოტა მომაბეზრებელი წვიმების ფონზე, აქტიური პოლიტიკური დღის წესრიგი გვაქვს. პრინციპში ამის მოლოდინი ისედაც იყო და წინაპირობაც, რადგან დღეს „გამჭვირვალობა“ პარლამენტის ბიუროს სხდომაზე გავიდა განსახილველად, ხოლო პარლამენტის წინ აქციები გაჩაღდა. დღეს 1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.6777 ლარია.

საქართველოს და მსოფლიოს ამბები | 8…

გაგრძელება

გაუმჭვირვალე ფულის პრობლემა ქართულ საზოგადოებაში

გამოაქვეყნა Giorgi_მ.
თარიღი: აპრილი 3, 2024.
საათი: 11:00pm 0 კომენტარი

არჩევნების წელია და როგორც ჩანს აქციებიც ანონსდება - აბა, სხვა რა ახსნა უნდა ჰქონდეს გავლენების შესახებ კანონის თავიდან დაინიცირებას იგივე ტექსტით და განსხვავებული სათაურით. ცხადია, დღის მთავარი თემა ეს იყო. ასევე კვოტირების გაუქმების განხილვა და სხვა საარჩევნო გადაძახილები. ასევე ქალაქის კალაძისეული განახლებები. დღეს 1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.6840 ლარია.…

გაგრძელება

Qwelly World

free counters