ახლა, ვუსმენდი წვიმის
აკორდებს, აჟღერებულს
მსოფლიო მელანქოლიის მინორში...
ჩემს ფანჯრებზე იმარცვლებოდა
ნოტებად და მესმოდა
როგორ აყოლებდა ხმას
რომელიღაც რომანტიკოსი ჩიტი...
ვფიქრობდი არაფერზე,
და მაინც,
ალბათ რაღაცაზე...
ჩემი ნაბოდვარით აჭრელებული
ფურცლები მოვაგროვე
და გავაკეთე ბევრი
ქაღალდის თვითმფრინავი...
ბახის "ჰაერით" ავუვსე ავზები,
რიგრიგობით ვუშვებდი
ხელიდან, და…
დაამატა Restless_მ!
თარიღი/დრო: ივლისი 28, 2016 წელი. 5:00pm —
1 კომენტარი
________________
როცა მგონია, რომ ამდენი ხნის მერე
გამოჩნდები და იმ ნაბიჯების ხმას გაამართლებ,
რომელიც თითქოს ფეხდაფეხ დამყვება,
შენ არ მოდიხარ.
როცა წვიმს და მოქცევა იწყება.
როცა ყველაფერს თეთრი ნისლი ფარავს.
და მხრებზე მაწევს…
გაგრძელება
დაამატა Restless_მ!
თარიღი/დრო: აგვისტო 30, 2015 წელი. 8:00pm —
3 კომენტარი
________________
ასეც ხდება.
ზოგიერთებისთვის წასვლა უფრო მარტივია,
ვიდრე ერთმანეთთან მისვლა
და უბრალოდ ჩახუტება.
ჩემთვის ყოველთვის მოსვლა იყო
უფრო მარტივი,
ვიდრე მეგრძნო,
როგორ რჩებოდი ჩემს ზურგს უკან,
ხელში შერჩენილი განახევრებული სიგარეტით,
ღრმა სუნთქვით,
სიშორისკენ მიმართული მზერით..
დამძიმებული ნაბიჯებით..
და მეც, მარტოჩრდილად დარჩენილს
გზა გამეკვლია შინისაკენ.
სადაც წვიმები უფრო…
დაამატა Restless_მ!
თარიღი/დრო: აგვისტო 14, 2015 წელი. 11:00am —
არ არის კომენტარები
_______________
ხანდახან, მაინც დავფიქრდები ხოლმე,
ჩემი დღეებიდან
რომელი მენატრება ყველაზე მეტად.
და ისევ იქ მივდივარ.
შუა შემოდგომის ბოლო დღესთან.
ყოველთვის,
როცა გავდივარ ადგილებს,
რომლებმაც ერთად დაგვიმახსოვრეს,
ფეხებში მედებიან მოგონებები,
და ნაბიჯარეულს ისევ მინდება
შეუჩერებლად ვიარო.
შენი თითების შეხებამდე.
ისევ დადგება…
დაამატა Restless_მ!
თარიღი/დრო: ივლისი 13, 2015 წელი. 1:00am —
1 კომენტარი
________________
ისეთი ღამეებია რთული, როცა კოშმარები კი არ გესიზმრება, თვითონ გადაიქცევი საკუთარი თავის კოშმარად. უძილო, უჰაერო, უსიბნელო (როცა საიდანღაც შუქი გიწვავს ისედაც ამწვარ თვალებს), უსულო ღამეები, რომლებიც გაძლებას გართმევენ, მთელ შინაგანს გტკენენ... და ფიქრობ, არ ჯობია ადგე და ფანჯრიდან გახვიდე? სწორედ მაშინ, როცა მზის პირველი სხივის ნახვას მოასწრებ,…
დაამატა Restless_მ!
თარიღი/დრო: მაისი 26, 2015 წელი. 1:00am —
არ არის კომენტარები
_______________
აღარ ვიცი,
როდის ამოდის მზე.
როდის შემოდის ჩემს ოთახში
მისი სინათლე.
გადის დღეები
და ჩვენ ჩუმად ვართ.
ალბათ ამიტომ.
არც ერთხელ გითქვამს
მზის ამოსვლა ვნახოთო ერთად.
მაგრამ კმაროდა ისიც ჩემთვის,
რასაც ამბობდი.
და ფანჯარასთან მდგარი,
მარტო,
ციდან მოფრენილ მზის ბეღურებს
მხრებზე ვისვამდი.
ახლა ვუყურებ მხოლოდ ღამეს.
და სიმარტოვეს.
და აღარც ვიცი,
თუ…
დაამატა Restless_მ!
თარიღი/დრო: მაისი 18, 2015 წელი. 1:30pm —
არ არის კომენტარები
_______________
წვიმს და ფანჯარასთან ვდგავარ ძველებურად,
ისევ უძილო და ღამენათენები.
გხედავ ეზოში ხარ, მელოდები
გვირილებით ხელში.
როგორ მინდა გამოვაღო კარი,
კიბეზე დავეშვა,
და არეულ ნაბიჯებს შევაძლებინო
შენამდე მოიყვანონ ჩემი გაყინული თითები.
მაგრამ მაინც,
ძველებურად ვდგავარ…
დაამატა Restless_მ!
თარიღი/დრო: აპრილი 25, 2015 წელი. 5:30pm —
8 კომენტარი
________________
დღესაც,
როცა გარეთ მშვენიერი ამინდია,
და ვუყურებ როგორ დასეირნობენ:
ამაყად მომზირალი სახეები,
რომლებიც საკუთარი თუ
ოთხფეხა მეგობრის,
ძვირფასიანი „იმიჯის“ მიღმა
ვერავის და ვეღარაფერს ამჩნევენ;
ხელჩაკიდებული წყვილები,
რომელთაც ყველაზე მეტად არ სჭირდებათ
იცოდნენ, რას ვფიქრობ მე,
როცა მათ ვხედავ;
და გონებაშიც
კარუსელივით ტრიალებენ
მთელი მე-თი…
დაამატა Restless_მ!
თარიღი/დრო: აპრილი 17, 2015 წელი. 9:30pm —
3 კომენტარი
________________
და გააგრძელონ ვაგონებმა უსასრულოდ
რელსებზე დაგან...
მიდიოდეს არსად.
უბრალოდ მიდიოდეს.
ასე.
დროში გაწელილი...
და სხვაგან.
ჰორიზონტს იქით.
დილიდან ნერვებს წუხილი მიჭამს და გავქრე…
დაამატა Restless_მ!
თარიღი/დრო: მარტი 3, 2015 წელი. 11:00pm —
არ არის კომენტარები
_______________
დაამატა Restless_მ!
თარიღი/დრო: მარტი 3, 2015 წელი. 10:30pm —
არ არის კომენტარები
_______________
თოვს და...
სველი ტოტებივით
დამძიმებული ხელებით ვდგავარ.
შეციებული,
მხრებში მოხრილი...
ვდგავარ და ფიფქებს ვუშვერ
ნაწვიმარ თვალებს.
დიდი ხანია აღარ ჰყოფნით
ჰაერი კედლებს.
დიდი ხანია უშუქობა წელავს ღამეებს.
აღარ ვეძებ სიტყვებს სიჩუმისთვის.
ვინც მოკუმულ ხელებზე შემომხედავს,
ისინიც ეტყვიან…
დაამატა Restless_მ!
თარიღი/დრო: თებერვალი 24, 2015 წელი. 2:30pm —
არ არის კომენტარები
_______________
ყოველდღე,
როცა მხრებით დამაქვს
ნეკნებჩალეწილი დეკემბერი,
და წინ მხვდებიან
გამარტივებული სახეები,
ერთადერთი,
რაც შემიძლია გავაკეთო,
თავის დახრა და
მიწის ყურებაა...
რა უნდა ავარსკვლავებდეს
ზეცას თვალებში,
როცა წვეთწვეთობით გასდით დღეებს
ჩვენი სიახლოვე...
როცა უბრალოდ ყოფნა მიჭირს,
ნერვებმორეულს,
ცივ კედლებს არ აქვთ შენი მხრები,
რომ…
დაამატა Restless_მ!
თარიღი/დრო: დეკემბერი 7, 2014 წელი. 2:00pm —
არ არის კომენტარები
_______________
ქუჩა-ქუჩა დამაქვს
არანორმალური გულისცემა და
მშრალი ყინვით დაბზარული ძარღვები...
არც შენ მოდიხარ და
აღარც თოვლი მოდის...
უშენობისფერი დაჰკრავს ყველა ნაბიჯს...
გაბზარულ ლავიწებს ვუშვერ საკენკად
ჩემს ფანჯარასთან მოფრენილ ჩიტებს...
ფილტვებს აღარ ჰყოფნით
ჩემს თმას შეტოვებული
შენი სუნთქვა...
ცხოვრებას არ აქვს ორი თავი
რომ უპატრონოს ჩემნაირ…
დაამატა Restless_მ!
თარიღი/დრო: დეკემბერი 4, 2014 წელი. 10:30pm —
არ არის კომენტარები
_______________
არაფერი.
გარდა დღეებში ჩამოწოლილი
თეთრი სიცარიელისა და
გაყინული თითების...
ფანჯარასთან გათენებული ღამეების,
ამქვეყნიურობას დაშორებული მსუბუქი
ნაბიჯების და ნეკნებს შორის გაჩხერილი
არსებობისა...
დგანან -
მოკუმულ ხელებში მოქცეული
უშენობაშემოცმული დეკემბერი...
უმთვარო ღამეებში აყეფებული
ძაღლები ეზოში,
და ცხოვრება,
რომელიც ძვლებში გამტვრევს და
ამით…
დაამატა Restless_მ!
თარიღი/დრო: დეკემბერი 4, 2014 წელი. 1:00am —
6 კომენტარი
________________
ისევ წუხილის სუნი ასდის
ამ შემოდგომას,
ფოთლების ცვენას არ უხდება ცარიელი
დღეების გემო...
არაფერია ჩემს ოთახში
სიჩუმის გარდა,
ვერ შევეჩვიე, ისე გდია
უშინაარსოდ...
ვდგავარ და ისევ,
თხელ ძარღვებში სიცივე ჟონავს,
ქუჩის გულგრილმა სახეებმა
ძვლებში დამტეხეს...
წვიმის ნასუნთქი აღარ ეყოთ
ჰაერი ალბათ,
ადგნენ მზისფერი ბეღურებიც და
მიმატოვეს...
ამ შემოდგომას არ უხდება…
გაგრძელება
დაამატა Restless_მ!
თარიღი/დრო: ოქტომბერი 14, 2014 წელი. 5:30pm —
არ არის კომენტარები
_______________
არაფერი.
უბრალოდ მახსენდება და ახლაც მავსებს რაღაცნარად...
მზიურში ვიყავი საქანელებზე... ამაში გასაკვირი და გასაოცარი არაფერია, მაგრამ იქ, საქანელის პირდაპირ, სკამზე იჯდა ერთი ხანში შესული კაცი და მასთან მიდიოდნენ მტრედები... კეთილი სახით მიყურებდა და მიღიმოდა... მგონი ორივემ ერთად წარმოვიდგინეთ ის ჩემს ადგილას, საქანელაზე... როგორ არ გამეღიმებოდა... ვუყურებდი და ვგრძნობდი რომ ვივსებოდი, როგორც ყოველთვის ყელში მწვდა ემოციები, თვალები ამიცრემლიანდა, ასე კარგი წიგნის კითხვისას…
გაგრძელება
დაამატა Restless_მ!
თარიღი/დრო: სექტემბერი 26, 2014 წელი. 5:00pm —
1 კომენტარი
________________
"იგი ცა და დედამიწასავით განსხვავდებოდა"...
- იასუნარი კავაბატა; თოვლიანი მხარე
წვიმდა და შემოდგომას არ ეკავა ხელში არც ქოლგა, არც საწვიმარი ეცვა, ფეხშიშვლი და თმაგაშლილი იდგა და წვიმდა... იდგა, და წვიმდა... ოთხს ოცი აკლდა და ის უკვე მესამედ ისხამდა ფინჯან ყავას... მთელი სხეული უთრთოდა, თითქოს დედემიწაც მასთან ერთად კანკალებდა... თავში ყველაფერი კარუსელივით უტრიალებდა,…
დაამატა Restless_მ!
თარიღი/დრო: სექტემბერი 22, 2014 წელი. 7:30pm —
6 კომენტარი
________________
ვწევარ ღამისფერი ჩრდილებით
სავსე ოთახში
ნეკნებში გაჩხერილი მოგონებებით
და სუნთქვა მიჭირს...
მე, ისევ ვწერ
შენზე...
როცა ვიცი,
რომ ამ სტრიქონებს წაიკითხავენ…
გაგრძელება
დაამატა Restless_მ!
თარიღი/დრო: ივლისი 14, 2014 წელი. 1:00am —
3 კომენტარი
________________
წამიანი ინტერვალებით მესმის,
როგორ კენკავს დრო
ჩემს ყოფნას...
ვეღარ გაუძლო დაწყვეტილი
ნერვების გროვამ
და დავამტვრიე ღამისფერი
ყველა ისარი...
გული ისე ცემს,
უეჭველი საზღვრებს სცილდება,
მისი ბიძგების ბალი
ალბათ ლავიწს გაბზარავს...
ვგრძნობ, რომ ვილევი...
ღამე ავსებს ვენებს სიგიჟით...
კლავიშებს ვახრჩობ სინაზეში
სუსტი…
დაამატა Restless_მ!
თარიღი/დრო: ივნისი 23, 2014 წელი. 10:00pm —
არ არის კომენტარები
_______________
ხანდახან,
როცა ფურცლებდაგლეჯილ წიგნს ემსგავსები,
გინდა მოვიდეს ვინმე და
მოგიფრთხილდეს,
რომ ცოტა ხანში,
მხოლოდ ყდა არ დარჩე,
მხოლოდ სათაურით...
ხანდახან,
როცა ოთხად მოკეცილი
ნაჩვევად დევხარ,
ყელში…
დაამატა Restless_მ!
თარიღი/დრო: მაისი 20, 2014 წელი. 9:00pm —
2 კომენტარი
________________
Welcome to
Qwelly
გამოაქვეყნა taoaxue_მ.
თარიღი: აპრილი 19, 2024.
საათი: 6:00am
0 კომენტარი
0 მოწონება
A Seamless Living World: Throne and Liberty boasts a seamless and dynamic world, where environments and even dungeons adapt and change based on weather conditions and surrounding surroundings. This dynamic environment adds a layer of immersion and unpredictability to exploration and gameplay, constantly keeping players on their toes.
Immersive Narrative: The game's narrative weaves an intricate tapestry connecting the past, present, and future. While details remain scarce, this unique…
გაგრძელება
გამოაქვეყნა taoaxue_მ.
თარიღი: აპრილი 18, 2024.
საათი: 6:30am
0 კომენტარი
0 მოწონება
Spotting Extraction Points: Extraction points are marked by Blue Headstones that emerge from the ground. Listen for the telltale sound of rumbling rocks, signaling the proximity of an extraction point.
Activating the Portal: Approach the Blue Headstone and interact with it by pressing the "F" key on your keyboard. This will open a blue portal, your ticket to safety.
Entering the Portal: Once the portal is active, step into it to initiate the extraction process. Keep an eye out…
გაგრძელება
გამოაქვეყნა millan Myra_მ.
თარიღი: აპრილი 13, 2024.
საათი: 10:00am
0 კომენტარი
0 მოწონება
In the realm of gaming, the allure of microtransactions often beckons players of promises of rare loot, powerful weapons, and legendary mounts. But are these investments truly worth the cost? Today, we embark on a journey into the world of Night Crows, a popular online game, to unravel the mysteries behind its microtransaction system.
Meet Nathan Pay, a seasoned gamer and host of the Blan Crypto channel. With a passion for exploring the depths of virtual economies, Nathan dives…
გაგრძელება
გამოაქვეყნა millan Myra_მ.
თარიღი: აპრილი 10, 2024.
საათი: 11:00am
0 კომენტარი
0 მოწონება
In the blink of an eye, the procedure changed into the following: mine ores make smelt of ore to forge bronze daggers chicken execution, then sell the rest to the greedy clerk at the shop, and use the cash to buy tools. And on and so forth it goes on. As of now I've consumed all the energy drinks available I have available . I've never had to fight this intensely in my entire life to get rid of chickens. I took another bottle of red bull, knowing it…
გაგრძელება© 2024 George. •