ნათელა'ს ბლოგი || "ქველი" (10)

მოკლე ჩართვები ყოველდღიურობაში

ნაწყვეტი "მე და მუზა"-დან

Natela Gorgoshadze-Dumbadzisa, blog, qwelly, ბლოგი, ვალი, მარათონი, მე და მუზა, მოკლე ჩართვა, მოკლე ჩართვები, ნათელა გორგოშაძე-დუმბაძისა, ქველი, ყოველდღიურობა

      ... ფიქრებით გზას გავუყევი. ერთგან ხალხი შევნიშნე; მე ხომ მათ ვეძებ. ტირილი იყო. ახალგაზრდა ბიჭს გლოვობდნენ. ამდენ აფუჩნულ, სოფლიდან ჩამოსულ მოხუცებსა და შუახნის ხალხში მამაოც დავინახე. "ქრისტიანი ყოფილა",- გამიელვა თავში. შევყევი ერთ-ერთ ნაკადს. წინ ყვაილიანი მიდოდა, მერე ქალები, მერე მამაკაცები. ასეა…

გაგრძელება

დაამატა ნათელა_მ!
თარიღი/დრო: ივლისი 22, 2016 წელი. 12:31pm — არ არის კომენტარები
_______________

სიკვდილ-სიცოცხლე აზდაკის გარეშე

      ქუჩაში მიდიოდა ორსული ქალი; ერთი ბავშვი ხელში აეყვანა, მეორეზე ხელი ჩაეკიდა, სულ უფროსი, ასე ექვსიოდე წლის, კაბის კალთაზე ხელჩაფრენილი მიყვებოდა; მომავლისათვის საიმედო სურათმა გენეალოგიური ხის ასოციაცია შემიქმნა.

      გზის გადაჭრისას ქალი ძალიან ფრთხილობდა, მძღოლმაც გამოიჩინა სიფრთხილე.

      ვიღაც მუშა "კაჭკაზე" მარჯვედ ხელებჩაფრენილი ტვირთს მიარბენინებდა ნაბიჯაჩქარებული მეპატრონის ფეხდაფეხ. მუშას სახეზე უნებური, რაღაც…

გაგრძელება

დაამატა ნათელა_მ!
თარიღი/დრო: მარტი 4, 2016 წელი. 1:30pm — არ არის კომენტარები
_______________

ისევ მოკლე ჩართვები ყოველდღიურ ცხოვრებაში, ანუ ცნობისმოყვარე მე და მუზა

      რა ხანია მე და მუზა ერთმანეთს დავეკარგეთ. ეხლა ვთხოვე, ისევ გვეხილა ჩვეულებრივ კაცთა ყოველდღიური ცხოვრების ჭიამაია საით მიფრინავდა.

      მუზას მოლოდინში მოსაცდელ სკამზე ხანიერ ქალს მივუჯექი. ცოტა ხანში ტელეფონმა დარეკა. ჩემი არ იყო. ქალმა უპასუხა. ათი წუთის შემდეგ ახალგაზრდა გოგონა მოვიდა. ეტყობა, ნაგვიანევიშვილი ან ნაადრევი შვილიშვილი იყო. მან ქალს რაღაც მისცა. მერე უთხრა, ორი საათი დრო მაქვს, ეხლა გაგყვები, აიღე პენსია და ჩვენთან…

გაგრძელება

დაამატა ნათელა_მ!
თარიღი/დრო: იანვარი 20, 2016 წელი. 5:00pm — 2 კომენტარი
________________

მაისი

მაისი ოცდაექვსობს,
ჩვენ კი რაღას ვაკეთებთ?!
სითყვებით რომ ვქლესაობთ,
საქმეში ხომ ვთამაშობთ.
მაისმა იმაისა,
ჩვენ კი დავრჩით ვარდებად.
წავა წლები,გადავა
და გაგვყვება დარდებად.
ჩვვენ გვეწადა დიდება,
თუმცა დავრჩით გიდებად.
...ისევ ბრძოლა გვინდება,
გამარჯვების ღირსება.

ნათელა გორგოშაძე-დუმბაძე
2015 წ. მაისი.

დაამატა ნათელა_მ!
თარიღი/დრო: იანვარი 20, 2016 წელი. 4:30pm — არ არის კომენტარები
_______________

ისევ ხეტიალი მუზასთან ერთად

      ეკლესიაში წავედით. ჩემდა გასაკვირად, ჭიშკართან მათხოვრები არ ისხდნენ.ერთ სკამზე ალუმინის ძველი თასი იდო. მოშორებით მეყვავილე მოხუცი ქალი ღობის კიდეზე ჩამომჯდარიყო და მოწყენილი უფლისა, გამოხედვით გამვლელ-გამომვლელს ყვავილს ჩრიდა და აბეზრებდა თავს.

      ეკლესიის ეზოში გრძელ სკამებზე ვაჟები და გოგონები ისხდნენ. მათ ხმამაღლა საუბარს შიგადაშიგ ხმამაღალივე სიცილი მოჰყვებოდა. ზოგი ერთმანეთს ამასხარავებდა. მე გული მომივიდა, ზღვისპირა პარკი…

გაგრძელება

დაამატა ნათელა_მ!
თარიღი/დრო: იანვარი 6, 2016 წელი. 5:00pm — არ არის კომენტარები
_______________

გაქცეული ოცნება

ოცნებები გამექცნენ,
ნიავ-ნიავ მივყვები...
ქარში რომ არ დავეცე
ხეებს მივეხუტები.
დაე, ზიარად გავიყოთ სევდა,
რომ არ დაგვატყდეს ჩვენ მარტოობა,
დევნის თუ შურის გავიყოთ დარდი,
თუნდ შუღლის იყოს, ოღონდ გავიყოთ,
მარტოობაში საშველიც რაა?!
არაა, არაა!

ნათელა გორგოშაძე-დუმბაძე
2015. 11.

დაამატა ნათელა_მ!
თარიღი/დრო: დეკემბერი 31, 2015 წელი. 1:30pm — არ არის კომენტარები
_______________

ვერთერის სული ქალში

"თუმცა მარტო თვალნი ასზრდოა მისი ცქერით."

შექსპირი

      ჩვენ შევხვდით 17 წლის შემდეგ. მაგრამ არც მე და, მგონი, არც შენ, არ გვიფიქრია რომ წლები მოგვემატა. იმ წუთას მე 18-ის, შენ კი 26 წლის იყავი. რამდენი დრო გავიდა... ბუნება 17-ჯერ დაჭაბუკდა, ჩვენ კი... თუმც ეხლა მივხვდი, რომ ჩვენი უიღბლო სიყვარული ბონონიის ქვა ყოფილა, ოღონდ ღამით კი არ ანათებს, მხოლოდ მაშინ, როცა გული მოგონებას მიეცემა. და…

გაგრძელება

დაამატა ნათელა_მ!
თარიღი/დრო: ნოემბერი 14, 2015 წელი. 11:00pm — არ არის კომენტარები
_______________

ყოფა თუ იავარყოფა?

      გზა გათელილი, ოღროჩოღრო, ამოთხრილ-გადათხრილი; თხრილებში წყალი, გზისპირას ქვები და ნაგვის ხროვა. ღობისძირას შეჩერებული ქაღალდის კორიანტელი...

      მიდიან, მოდიან, გადადიან, გადმოდიან. მანქანა თხრილში ვარდება; თხრილიდან საბურავმა ქვა ააგდო; ვიღაცას მოხვდა; იწყევლება; მძღოლს წყევლა არ სწვდება, თუნდაც გაიგონოს...

      ტროლეიბუსი ჩერდება. ადამიანები ჩამოდიან, ერთმანეთს არ აცლიან, ჯიკაობენ... ამ მშიერ ქვეყანაში მსუქნები ბევრია;…

გაგრძელება

დაამატა ნათელა_მ!
თარიღი/დრო: ნოემბერი 14, 2015 წელი. 10:30pm — არ არის კომენტარები
_______________

მე და მუზა

მოკლე ჩართვები ყოველდღიურ ცხოვრებაში

ანუ

ცნობისმოყვარე "მე და მუზა"

      შეწუხებული მუზა სხვა დროს სხვა კლინიკაშიც წავიყვანე. მას გავუმხილე, რომ თვალით ნახულს და ყურით გაგონილს, რატომღაც, სარკის ფილოსოფია დავარქვი. გაეღიმა; ალბათ მისი წილიც დაინახა ჩემებურ წარმოსახვაში.

      პატარა კლინიკის მოსაცდელში დავჯექი. მეხუთე ვიყავი, თუმცა ჯერ ანალიზის…

გაგრძელება

დაამატა ნათელა_მ!
თარიღი/დრო: ნოემბერი 14, 2015 წელი. 10:00pm — არ არის კომენტარები
_______________

ყოფა

Natela Gorgoshadze-Dumbadzisa, poetry, qwelly, ბლოგი, დღიური, კაცი, მშიერი, ნათელა გორგოშაძე-დუმბაძის პოეზია, ნათელა გორგოშაძე-დუმბაძისა, ნიავი, პოეზია, სარკმელი, სინდისი, სირცხვილი, სხეული, ქარი, ქველი, ქურდი, ყოფა

ქარი დაძრწის, ქურდიც დაძრწის,

ანიავებს ორივე...

თუ ცხოვრება არ გასწორდა და

კაცი არ გამოსწორდა, აქარწყლებენ ორივე.

მშიერ სხეულში სუსტი სული თვალის სარკმლიდან იცქირება:

სადაა ეხლა ის მაძღარი სიყვარული?

მას ვერ დაიჭერს სარკლიდან სული,

დადის უსინდისო სიცივე,

აზრობს უსინდისოდ ყველაფერს,

არ სცხვენიათ ყვავილების,

არც ბალახის და არც…

გაგრძელება

დაამატა ნათელა_მ!
თარიღი/დრო: ოქტომბერი 3, 2015 წელი. 6:00pm — არ არის კომენტარები
_______________

ღონისძიებები

ბლოგ პოსტები

Density Gradient Centrifugation

გამოაქვეყნა EFTcheat_მ.
თარიღი: მარტი 29, 2024.
საათი: 5:30am 0 კომენტარი







Nycodenz, a broadly applied reagent in laboratory options, holds important significance in the field of mobile biology and biochemistry. In the following paragraphs, we will take a look at the multifaceted mother nature of Nycodenz, its programs, and how it revolutionizes density gradient centrifugation techniques.



What is Nycodenz?

Nycodenz is a non-ionic, iso-osmotic iodinated density gradient medium commonly used in cell separation and purification…

გაგრძელება

აქტიური თავმჯდომარე, პირომანი მოზარდის საქმე და სხვ.

გამოაქვეყნა Giorgi_მ.
თარიღი: მარტი 28, 2024.
საათი: 11:35pm 0 კომენტარი

ევროპულ მუნდიალზე საქართველოს ეროვნული ნაკრების საგზურის მიღების შემდეგ, ქვეყანა ნელ-ნელა გამოერკვია სიხარულის ემოციიდან და როგორც იქნა ცხოვრება ძველ კალაპოტს დაუბრუნდა. ჯერ კიდევ პენალტების, გოლების, ემოციების, ჟივილ-ხივლის პერიოდია, მაგრამ დღის ამბები, ასე თუ ისე მოგროვდა ნიუს-მწერლებში. აქტიური იყო შალვა პაპუაშვილის მრავალმხრივი კომენტარები და ინტერვიუები, მათ შორის საკონსტიტუციო ცვლილებებზე და სასამართლო…

გაგრძელება

Dive In to the Beat: An Introduction to Hearing Rap Audio

გამოაქვეყნა EFTcheat_მ.
თარიღი: მარტი 28, 2024.
საათი: 4:30am 0 კომენტარი







Rap tunes, with its infectious beats, poetic lyrics, and charming storytelling, happens to be a dominant pressure within the audio business and a cultural phenomenon throughout the world. From its humble beginnings from the streets of New York City to its latest standing as a worldwide genre influencing vogue, language, and social actions, rap has progressed into a diverse and dynamic art type embraced by hundreds of thousands. For anyone who is new to rap or seeking to…

გაგრძელება

Study Recombinant Protein Creation

გამოაქვეყნა EFTcheat_მ.
თარიღი: მარტი 27, 2024.
საათი: 12:00am 0 კომენტარი







Proteins tend to be the workhorse molecules that generate nearly each Organic program. Using the escalating recognition of the purpose of proteins in numerous investigate and production things to do, basically isolating them from their natural host cells are unable to meet the escalating need of the market. Chemical synthesis can be not a practical option for this endeavor a result of the size and complexity of proteins. As a substitute, the developments manufactured…

გაგრძელება

Qwelly World

free counters