სამყარო ისეთი რომ იყოს, როგორც ბავშვები ხატავენ, უფრო მრავალფეროვანი იქნებოდა. სრულიად განსხვავებული სპილოები, ზებრები, დელფინები და ბატები. პრინციპში, რატომაც არ შეიძლება, ისედათ ვაქციოთ ყოველივე, როგორც ჩვენ გვინად? (შესაძლებლობების პრობლემაა) რა იქნება შევცვალოთ ფერები, ფორმები, ზომები, სტანდარტები. ზოგიერთი კეთილი მამიკო ცდილობს შვილს შეუქმნას ისეთი რეალობა, როგორიც პატარას თავად წარმოუდგენია. განსაკუთრებით მხატვარი ბავშვების ოჯახები…
დაამატა ლაშა_მ!
თარიღი/დრო: ოქტომბერი 26, 2016 წელი. 10:00pm —
3 კომენტარი
________________
სვეტიცხოვლის მგალობლების და ნიქოზელების მეგობრობა უკვე ათეულ წელზე მეტს ითვლის. მეუფე ისაიასთან დამეგობრებულებმა, ცხინვალთან ახლოს, ისტორიულ ნიქოზში არაერთხელ აღვავლინეთ წირვა. ღვთაების ტაძარში თითქოს უკვე ჩვენი ადგილიც გვაქვს. ერთ-ერთი პირველი სტუმრობისას, ზამთარში,…
დაამატა ლაშა_მ!
თარიღი/დრო: ოქტომბერი 24, 2016 წელი. 9:30pm —
არ არის კომენტარები
_______________
შეიძლება ისეც გიყვარდეს, მასთან ერთად სიბერეც კი გქონდეს წარმოდგენილი.
დაამატა qeti_მ!
თარიღი/დრო: ოქტომბერი 22, 2016 წელი. 8:00pm —
1 კომენტარი
________________
ტკბილხმოვანებას დავაბრალო, თავმდაბალი კაცის იმიჯი არ მაძლევს მაგის საშუალებას. თან, ვფიქრობ, რეალობასთან უფრო ახლოს იქნება, თუ ვიტყვი, რომ პეპელა სააბაზანოში, იმ ერთადერთი ნათელი წერტილის გამო შემოფრინდა, რომელიც საშხაპის თავზე ანათებდა.
სიმღერაში გართულს, ხელზე პატარა, მაგრამ არა გასლიკულ-გალეული, საკმაოდ ჩაპუტკუნებული პეპელა დამაფრინდა. ფერზე შევატყვე, რომ ნათურაზე გაზრდილი, მოვლილი, კაი ოჯახიშვილი პეპელა იყო.…
გაგრძელება
დაამატა ლაშა_მ!
თარიღი/დრო: ოქტომბერი 20, 2016 წელი. 1:26pm —
5 კომენტარი
________________
მატარებლის სადგურზე მივედით.
- გამარჯობა, მატარებელი მალე მოვა?
- 7 საათიანი ჩამოივლის ახლა.
- დიდი მადლობა. ბილეთი თქვენთან უნდა ვიყიდო?
- შეგიძლია ჩემთან იყიდო, შეგიძლია მატარებელში აიღო.
- თქვენთან ვიყიდი.
- ნება შენია.…
დაამატა ლაშა_მ!
თარიღი/დრო: ოქტომბერი 18, 2016 წელი. 9:30pm —
არ არის კომენტარები
_______________
დღეს ისევ გაწვიმდა, შემოდგომაა და
რა გიკვირს, ფოთლებსაც დაეტყოთ სიყვითლე,
ახლა ისევ მოდის სევდა წარსულიდან
და ასე მგონია, ცოტაც და ვიყვირებ ...
სველ ასფალტს ეცემა ყვითელი ნათება,
ირეკლავს და თან შლის წვეთები ნაბიჯებს,
ქალაქში ბინდია, ქალაქში…
დაამატა xatia lekiashvili_მ!
თარიღი/დრო: ოქტომბერი 18, 2016 წელი. 2:00am —
4 კომენტარი
________________
კრაბის სალათით თავს რომ იწონებთ ქართველი მზარეულები, თავად კიბორჩხალას თუ სცემთ ჯეროვან პატივს საინტერესოა. მართალია, პარიზში, ლონდონში, მილანში Fashion Week-ის ელიტური დღესასწაულები იმართება ხოლმე, მაგრამ ჩინელებმა გადაწვიტეს კიბორჩხალები სათანადოდ დაეფასებინათ და მათთვისაც მოეწყოთ სანახაობა CRABWALK. სულ ახლახანს, საგანგებოდ გამოპრანჭეს საყვარელი, მოშინაურებული და ჩასუქებული კიბოები და მოაწყეს კიბორჩხალის მოდის…
დაამატა ლაშა_მ!
თარიღი/დრო: ოქტომბერი 12, 2016 წელი. 10:00pm —
1 კომენტარი
________________
ერთხელ, ქართველები უცხო პლანეტაზე გადაასახლეს. რადგან ვამბობ რომ უცხოა, ე.ი. მზის სისტემაში არ შედის, ამიტომ ნუ ჩამეძიებით ასტროფილებო. მთელს პლანეტაზე მხოლოდ ქართველები დასახლდნენ და თან ისე, რომ საკუთარი მიწაც გაატანეს, კავკასიონით, შავი ზღვის სანაპირო ზოლით, უდაბნოებით, დინოზავრის ნაკვალევით, სამაროვნებით, კასპის თიხებით, იმიერით და ამიერით, გამთლიანებული საქართველოს ტერიტორიული საზღვრებით.
ერთი მხრივ ბედნიერებაა, როდესაც არც…
დაამატა ლაშა_მ!
თარიღი/დრო: ოქტომბერი 11, 2016 წელი. 8:30pm —
1 კომენტარი
________________
ადამიანო, ნურასოდეს ნუ დაგავიწყდება, რომ შენ მარტო ხარ. ნურავის ნუ დაუცდი, ნურაფრის იმედი ნუ გექნება, რაც შეიძლება ჩქარა დაიწყე და ააგე შენი ასაგები კოშკი.
/რევაზ ინანიშვილი/
დომენიკო, იცი, ადამიანები გაუცხოვდნენ. მზერაც, რაღაცნაირად, ცივი და დამცინავი გაუხდათ. მათი სახეები "შეყინულღიმილიანდა". გაიცრიცა. სიყალბე შეერია. თვალებისაც უნდა მეშინოდეს, დომენიკო ?? ადამიანის უნდა მეშინოდეს ?? არ შეიძლება…
დაამატა nini_მ!
თარიღი/დრო: ოქტომბერი 10, 2016 წელი. 12:30pm —
2 კომენტარი
________________
მომავალი ოთხი წელი მეტნაკლებად განსაზღვრულია ანუ საპარლამენტო არჩევნები 2016 დასრულდა. ახლა ველოდებით იმის გარკვევას, ვინ აირჩიეს, თორემ პასუხი კითხვაზე რატომ აირჩიეს ყოველთვის არარელევანტურია და იმდენნაირად ფორმულირებული, რომ სიჯანსაღე აღარ იგრძნობა. პრინციპში, რა არის გასაკვირი? არჩევნები ჰქვია თორემ, რეალურად სადაა არჩევანი? ცუდი, ცუდი, ცუდი, ცუდი ... ვრცელი სიაა და ისიც კი არ ვიცი, ცუდზე ცუდი ან უარესი რომელია? ჰოდა, არჩევანიც გაკეთებულია…
დაამატა ლაშა_მ!
თარიღი/დრო: ოქტომბერი 8, 2016 წელი. 8:30pm —
7 კომენტარი
________________
ერთ ადგილზე დგომა რეალურად ნიშნავს უკან დახევას, ამიტომ აუცილებელია სულ წინ გადაიდგას ნაბიჯი. შესაძლოა დიდი ნაბიჯი არ იყოს, მაგრამ მცირე მაინც გადასადგმელია. ასეა წერაშიც. შესაძლოა კარგი ვერაფერი დაწერო, მაგრამ აუცილებლად უნდა დაწერო. თუნდაც სისულელე იყოს, თუნდაც იდეა არ მოგდიოდეს, თუნდაც თემატიკაც არ იცოდე, რაზე დაწერო, მაინც უნდა დაწერო, რადგან ასეა საჭირო.
ვინ ადგენს ამ საჭიროებებს? დრო!
დროა სწორედ ის ფაქტორი,…
დაამატა ლაშა_მ!
თარიღი/დრო: ოქტომბერი 7, 2016 წელი. 10:00pm —
1 კომენტარი
________________
უკვე მივეჩვიეთ იმას, რომ მმკ-მ ყველა იდეა უნდა გააფუჭოს და გაანადგუროს, თუნდაც ID ბარათების. სულ რამდენიმე დღის წინ, BBC-ს მთავარი საიტის და ინტერეაქტივის გვერდი გატეხეს რუსმა ჰაკერებმა ისე, თითქოს არაფერი - შევიდნენ და გამოვიდნენ. და ასეთ ვითარებაში, საქართველოში ელექტრონული ID ბარათების ალტერნატივის მოთხოვნა, არა როგორც ამ ქვეყნის მოქალაქეთა უსაფრთხოების გარანტად, არამედ 666-ით, ეშმაკის ნიშნით და სისულელეებით დაიტვირთა. ამ ქვეყანაში…
დაამატა ლაშა_მ!
თარიღი/დრო: ოქტომბერი 2, 2016 წელი. 8:01pm —
9 კომენტარი
________________
ბოლო ორი ღამე ფილმებში არ მიმართლებს. მიუხედავად იმისა, რომ შერჩეულ თრილერ-დეტექტივებს მსოფლიო მოწონებები და რეიტინგები არ აკლდა. არც დასამახსოვრებელი დამრჩენია რამე და არც გასაზრდელი. ორ ფილმს მოგიყვებით ერთად.
პირველი იყო Snowpiercer (ქართულად თარგმნილი როგორც "თოვლს მიღმა"). პომიდვრებმა (Rotten Tomatoes 95%) და როჯერტ ებერტმა (Roger Ebert - 3.5/4) შემაცდინეს და…
დაამატა ლაშა_მ!
თარიღი/დრო: სექტემბერი 27, 2016 წელი. 11:00pm —
3 კომენტარი
________________
თქვენ უნდა გენახათ, როგორ გავათრიე ჩემზე დიდი წითელი სავარძელი აივანზე. იმდენი ვებრძოლე აივნის ვიწრო კარს, რომ მივხვდი თავსატეხები მიყვარს. დაახლოებით რვა წუთი ვფიქრობდი რა ტრაექტორიით გამეძვრინა კარებში ეს ფუმფულა სიამოვნება, ისე რომ პრიალა წკრიალა მინის კარები არ დამემსხვრია. თავსატეხი წარმატებით ამოვხსენი, სუპერგმირიც მეგონა თავი. მოვკალათდი ამ ღრუბელში, იმ იმედით რომ წავიკითხავდი, მაგრამ ნურას უკაცრავად, კითხვაზე მეტად დაკვირვება და…
დაამატა გოგონა ყვავილის სახელით_მ!
თარიღი/დრო: სექტემბერი 20, 2016 წელი. 12:51am —
3 კომენტარი
________________
ბევრი თეორია არსებობს ადამიანზე, მის ბუნებაზე, ქცევებზე, რომლებიც ხან უჩვეულოა, ხანაც სრულიად ჩვეულებრივი გარშემო მყოფი საზოგადოებისთვის. ადამიანი, იმის მიუხედავად რომ ხანდახან კარგავს თავის ნამდვილ, ადამიანურ სახეს და ცხოველი ხდება, მაინც ვფიქრობ რომ ღმერთის ხატად არის შექმნილი, ამიტომ დარწმუნებული ვარ, რომ ყველა ადამიანშია ის რაღაც რასაც სახელს ვერ მოუძებნი და ზოგიერთი ნამუსს, ზოგი სულს, ზოგი კი შინაგან კულტურას უწოდებს. რა არის ის რაღაც…
დაამატა ნინო მუშკუდიანი_მ!
თარიღი/დრო: სექტემბერი 19, 2016 წელი. 11:25pm —
2 კომენტარი
________________
პოსტსაბჭოთა ქვეყნებში დაბადებულებს, წარსული, ფენტეზის ჟანრის ფილმებად გვესახება და ბრტყელ-ბრტყელ ტექსტებში გამოკვეხებულ სამყაროდ რჩება. ასეთ ფონზე, ჩრდილოეთ კორეა ნამდვილი საგანძურია. ისევე, როგორც ნიუ იორკში მოხვედრა მომავალში მოგზაურობას ჰგავს (ოღონდ, ძალიან შორეულში აღარ), ასევე წარსულში სამოგზაუროდ ჩრდილოეთ კორეა ზედგამოჭრილი ადგილია. ფოტოებს, რომლის ჩვენებასაც ვაპირებ, თითქოს უკვე შევხვედრილვარ ბებია-ბაბუების თაობის…
დაამატა ლაშა_მ!
თარიღი/დრო: სექტემბერი 19, 2016 წელი. 6:52pm —
1 კომენტარი
________________
მარტში, ჰო, ალბათ მარტი იყო, როცა ახალ ოფისში ამაყად შევაბიჯე. უკვე ვიცოდი, რომ სამსახური მქონდა. მაგრამ მაინც ვნერვიულობდი. მეორე სართულზე ავწკაპუნდი, დერეფანს გავუყევი და თაგვისფერ კარებთან დაბალი, სასიამოვნო გარეგნობის, მომღიმარი პუტკუნაზე უფრო პუტკუნა ქალი დამხვდა. პირველი, რაც გავიფიქრე სამსახურს არ ეხებოდა:
- ნეტა რატომ აცვია ასეთი მჭიდრო შარვალი ?!
გამიღიმა და მთხოვა დამლოდებოდა. მეც ჩამოვჯექი. თან ფიქრი…
დაამატა გოგონა ყვავილის სახელით_მ!
თარიღი/დრო: სექტემბერი 15, 2016 წელი. 9:30pm —
1 კომენტარი
________________
მცხეთის წმინდა ათორმეტმოციქულთა სახელობის მართლმადიდებლური საშუალო სკოლა უკვე ორი ათეული წლისაა. ამ დღესთან დაკავშირებით, სკოლაში, საზეიმო ღონისძიება გაიმართა. მოწვეულ სტუმართა შორის იყვნენ საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალური ეკლესიის წმინდა სინოდის წევრები: მიტროპოლიტი იოანე (გამრეკელი), მიტროპოლიტი დანიელი (დათუაშვილი), მიტროპოლიტი თეოდორე (ჭუაძე) და მიტროპოლიტი გერასიმე (შარაშენიძე); ხელისუფლების წარმომადგენლები; მწერალი -…
დაამატა ლაშა_მ!
თარიღი/დრო: სექტემბერი 15, 2016 წელი. 8:00pm —
არ არის კომენტარები
_______________
განსაკუთრებული კრიზისის დროს, ფილმებზე წერა შესანიშნავი გამოსავალი ყოფილა. არადა დასაწერის მეტი რა არის, აგერ დღეს ახალი წელია და სკოლა-ბაღებშის სწავლა იწყება, ერთი კარგი პოსტი განათლებაზე ურიგო არ იქნებოდა; ქუთაისში 60 000 სტუდენტისთვის უნივერსიტეტი უნდა აშენდეს და მშვენიერი ამბავია განხილვისთვის, მართლა გვჭირდება ის უნივერსიტეტი თუ არა?! წეღან ყური მოვკარი, ოთარ ეგაძე თეატრიდან გაუშვესო, ნეტავ რატომ?! ეკონომიკა, ეკოლოგია, განათლება,…
დაამატა ლაშა_მ!
თარიღი/დრო: სექტემბერი 14, 2016 წელი. 6:27pm —
21 კომენტარი
________________
თქვენ მცხეთელი ხართ? ძალიან მიყვარს მცხეთა, ძალიან ლამაზი ადგილია. როგორ მიხარია ხოლმე სვეტიცხოველში ჩამოსვლა. რაღაც განსაკუთრებულ სიმშვიდეს ვგრძნობ როცა მცხეთაში მოვდივარ. მე სამთავროში დავდივარ ხოლმე, დედებთან ისეთი კარგია. მცხეთაში საქეიფოდ ჩამოსვლა არის ყველაზე მაგარი მოგონებები ჩვენი სამეგობროსი. - ეს ტექსტები იმის მეათედია ან მეასედია რაც მომისმენია და რაც თქმულა ჩემს გარშემო მცხეთის შესახებ. ეს უბრალო ხალხისგან, მაგრამ რაც ისტორიამ…
დაამატა ლაშა_მ!
თარიღი/დრო: სექტემბერი 6, 2016 წელი. 9:09pm —
3 კომენტარი
________________
2024
2023
2022
2021
2020
2019
2018
2017
2016
2015
2014
2013
2012
1999
Welcome to
Qwelly
გამოაქვეყნა taoaxue_მ.
თარიღი: აპრილი 24, 2024.
საათი: 5:00am
0 კომენტარი
0 მოწონება
Embracing the Unknown
While the decision to eschew PTRs may result in more bugs and glitches, it also paves the way for unexpected delights and unforgettable moments. In a world where information is readily available and secrets are few and far between, the allure of the unknown holds a special charm. By allowing players to stumble upon WoW Classic SoD Gold new content organically, the Season of Discovery rekindles the spirit…
გამოაქვეყნა taoaxue_მ.
თარიღი: აპრილი 19, 2024.
საათი: 6:00am
0 კომენტარი
0 მოწონება
A Seamless Living World: Throne and Liberty boasts a seamless and dynamic world, where environments and even dungeons adapt and change based on weather conditions and surrounding surroundings. This dynamic environment adds a layer of immersion and unpredictability to exploration and gameplay, constantly keeping players on their toes.
Immersive Narrative: The game's narrative weaves an intricate tapestry connecting the past, present, and future. While details remain scarce, this unique…
გაგრძელება
გამოაქვეყნა taoaxue_მ.
თარიღი: აპრილი 18, 2024.
საათი: 6:30am
0 კომენტარი
0 მოწონება
Spotting Extraction Points: Extraction points are marked by Blue Headstones that emerge from the ground. Listen for the telltale sound of rumbling rocks, signaling the proximity of an extraction point.
Activating the Portal: Approach the Blue Headstone and interact with it by pressing the "F" key on your keyboard. This will open a blue portal, your ticket to safety.
Entering the Portal: Once the portal is active, step into it to initiate the extraction process. Keep an eye out…
გაგრძელება
გამოაქვეყნა millan Myra_მ.
თარიღი: აპრილი 13, 2024.
საათი: 10:00am
0 კომენტარი
0 მოწონება
In the realm of gaming, the allure of microtransactions often beckons players of promises of rare loot, powerful weapons, and legendary mounts. But are these investments truly worth the cost? Today, we embark on a journey into the world of Night Crows, a popular online game, to unravel the mysteries behind its microtransaction system.
Meet Nathan Pay, a seasoned gamer and host of the Blan Crypto channel. With a passion for exploring the depths of virtual economies, Nathan dives…
გაგრძელება© 2024 George. •