Qwelly ბლოგი! - ფიქრები (13)

ერთხელ ამოვისუნთქე და.... (11.02.13)

 ცხოვრების გზა თავისუფალი და ლამაზი უნდა იყოს, მაგრამ ჩვენ დავკარგეთ ეს გზა. სიხარბემ მოწამლა ადამიანთა სულები, მსოფლიო სიძულვილისგან ბარიკადებით გადაიღობა. ჩვენ განვავითარეთ სისწრაფე, მაგრამ მასში ჩავიკეტეთ. ,,მანქანებმა'' გზა გაგვიხსნეს სიმდიდრისკენ, ცოდნამ ცინიკურები გაგვხადა, ნიჭიერებამ კი – გაგვაბოროტა. ჩვენ ვფიქრობთ ძალიან ბევრს და ვგრძნობთ ძალიან ცოტას. ,,მანქანებზე'' მეტად ჩვენ ადამიანობა გვჭირდება, ნიჭიერებაზე მეტად – სიკეთე და თავაზიანობა. ამ…

გაგრძელება

დაამატა maka_მ!
თარიღი/დრო: მაისი 21, 2018 წელი. 6:19pm — 1 კომენტარი
________________

პირველი სიტყვა

   შუაღამიანი მიყვარს, სრული სიჩუმე და ფრთაგაშლილი, უსამანო ფიქრი. ოთარის გზაზე მიმავალი ერთი კაცივით, ფიქრების ჭაში ჩაყურყუმალება და თევზივით გულში ფიქრის დაგუბება. დროც დროა და შაბათის - ყველაზე ფიქრიანი, კვირის ზიარების მოლოდინში თვისთა ცოდვათა მორევში გადასაშვები და დამაფიქრველნი. ამ საღამოსაც ჩამითრია ამ მორევმა და სახარებისეული შენდობის ეპიზოდმა, ჯერ მოყვასის წინ რომ უნდა დაეგო, ითხოვო შენდობა და შემდეგ შესწირო მსხვერპლი…

გაგრძელება

დაამატა ელი გორდელიანი_მ!
თარიღი/დრო: დეკემბერი 10, 2017 წელი. 5:59am — არ არის კომენტარები
_______________

ყოფნა არყოფნა

ყოფნა-არ ყოფნა და მასზე ფიქრი იქცა ადამიანის მთავარ პრობლემად, რა არის ყოფნა? რა არის არ ყოფნა? ეს ის ორი კითხვაა, რომელიც გულს უსერავს და გონებას ულპობს ადამის ძეს გაჩენის დღიდან, რადგან შეუცნობელი დარჩა დღემდე, აზრი ყოფნის და აზრი არ ყოფნის.

მას ვისაც არ ახსოვს გარდასული დღეები და ვერ ხვდება მომავალს, ვადარებ გემს რომლის მესაჭესაც ჩაეძინა და მიუყვება დინებას იქით, საითაც ქარი დაუბერავს. გემის აღსასრული კი დადგება მალე,…

გაგრძელება

დაამატა aadada_მ!
თარიღი/დრო: ოქტომბერი 16, 2017 წელი. 12:00pm — არ არის კომენტარები
_______________

მისალოცი დღეები

არ ვიცი რამდენად შეესაბამება ჩემი მოსაზრების გამოთქმა ამ გვერდის სტანდარტებს ან რამდენად კორექტულად გამომვა ეს, მაგრამ რადგან ამას აწერია დღიური,თავის უფლებას მივცემ გამოვიყენო დანიშნულებისამებრ. მით უფრო,რომ ახლა რეალურ დღიურში ჩაწერა მეზარება.

ჩემი დისკომფირტი-ესაა მისალოცი დღეები, დღეები როცა ვისვენებთ თან გვილოცავენ ან არ ვისვენებთ და ისე გვილოცავენ. განსაკუთრებით ის მომენტია დამთრგუნველი,როცა უბრალოდ გეუბნებიან "გილოცავ დღევანდელ დღეს" და შენც ცდილობ სახეზე არ დაგეტყოს და მექანიკურად… გაგრძელება

დაამატა ხატია_მ!
თარიღი/დრო: ოქტომბერი 15, 2017 წელი. 12:40am — 9 კომენტარი
________________

კვირის ლიტურგიის ფიქრები

      ცხადია, იმის მტკიცება, რომ ბიბლია ცხოვრების წიგნია, ბორბლის თავიდან გამოგონებას ჰგავს. უბრალოდ, თუკი დღეს, კიდევ, სადმე (იქნებ დარჩნენ ასეთებიც) ჩნდება შეკითხვა, რა არის ცხოვრება? რა არის სიცოცხლე? რა არის სიცოცხლის საზრისი? მათ პასუხად, დღევანდელ საღმრთო ლიტურღიაზე, წმინდა წერილიდან, სახარების ორი ეპიზოდი ამოიკითხეს. პირველი ეპიზოდი, იოანე ღმრთისმეტყველის სახარებიდან, ეხება, საიდუმლო სერობის ჟამს იესოს ლოცვას, მაცხოვარი მიმართავს მამას:…

გაგრძელება

დაამატა ლაშა_მ!
თარიღი/დრო: მაისი 28, 2017 წელი. 5:00pm — არ არის კომენტარები
_______________

ციფრული ქადაგება

      კამათი იმის შესახებ, ოცდამეერთე საუკუნეში ქრისტეს ექნებოდა თუ არა ფეისბუკი, რამდენიმე ბლოგზე შემხვდა (მომიჯნავე თემებია, ჯიპით ივლიდა თუ არა, რა ეცმეოდა და ა.შ.). როგორც წესი, ამ კამათების მიზეზი და საფუძველი სოციალურ ქსელებში გააქტიურებული სასულიერო პირები ხდებიან ხოლმე. კამათის მონაწილენი, ორივე მხრიდან, სახარებისეულ ციტატებს იშველიებენ და საკუთარი კონოტაციებით გვთავაზობენ, რათა თავიანთი სიმართლე დაამოწმონ.

      სოციალურ…

გაგრძელება

დაამატა ლაშა_მ!
თარიღი/დრო: მარტი 16, 2017 წელი. 11:30pm — 2 კომენტარი
________________

Пока незнакомцу

хочу любить...

Хочу любить, хочу дышать и улыбаться,

хочу любить тебя, себя и всех.

Хочу любить любовь твою...

Хочу любить вздох твой,

твои руки и объятия,

дыхание, стук сердца и всего тебя.

Хочу любить глаза, взгляд на меня и мысли твои,

твои шаги,

твой приход,

уход...

Хочу любить всё твоё...

Хочу вдохнуть весну с тобой,

чтоб вместе любили мы…

გაგრძელება

დაამატა თა _ მო_მ!
თარიღი/დრო: ნოემბერი 8, 2013 წელი. 10:30pm — 9 კომენტარი
________________

შენზე ფიქრები

ლამაზი გოგო ხარ, უბრალოდ თავნება.

ეს გული შენით ყოველთვის გათბება.

ფიქრები მთავრდება,სიტყვები ლაგდება,

შემზე ფიქრები რატომ არ მთავრდება?!

ყოველი დილა შენზე ფიქრს ვუნდები.

მე შენს ხასიათს ვერგადაურჩები.

უბრალო სიტყვით სიყვარულს…

გაგრძელება

დაამატა nikoloz loria_მ!
თარიღი/დრო: ოქტომბერი 21, 2013 წელი. 11:00pm — არ არის კომენტარები
_______________

დიდი საქმეა!

   "თითქოს იმდენი რამა მაქვს სათქმელი, მაგრამ დიდია და ვერ ვერევი, თავი ვერ მომიყრია. ზოგჯერ მეჩვენება, თითქოს მთელი სამყარო, მთელი სიცოცხლე, ყველაფერი ჩემს არსებაში შემოჭრილიყოს და მთხოვდეს მათზე ვილაპარაკო. ვგრძნობ,-ო, რატომ არ შემიძლია ამისი აღწერა, - ვგრძნობ მთელ სიდიადეს ამისას, მაგრამ პირს რომ დავაღებ, ბალღივით ავლუღლუღდები. ძალიან ძნელი საქმეა, სიტყვებით ჩამოაყალიბო შენი ფიქრები და გრძნობები ხოლო მერე კი დაწერო და წარმოთქვა, რათა მკითხველიცა და მსმენელიც შენი…

გაგრძელება

დაამატა თათია_მ!
თარიღი/დრო: ოქტომბერი 4, 2013 წელი. 11:30am — არ არის კომენტარები
_______________

არავის

სველ მიწაზე ფეხის გულებით ვგრძნობ..

მე გარდავიცვლები შენგან ეულად შენი ფიქრებით,.. ჩვენით მივიწყებულ სილამაზის ეულ მიხვრამოხვაში.. მე გარდავიცვლები შენით სავსე სიშორით დაღლილი.. 

აჰა სევდანარევი თითქმის მობეზრებული დაღლილი სევდით და ისევ და ისევ ყველასგან…

გაგრძელება

დაამატა ცისია_მ!
თარიღი/დრო: აგვისტო 1, 2013 წელი. 8:00pm — 1 კომენტარი
________________

სიყვარულით სიყვარულში

ატალახებულ მიწაზე ჩუმი, ჩემი ფეხის ნაკვალევიღა ჩანს.. თითქმის ყველა დაემალა სიყვარულიფერ წვიმას, ასე რომ მოისწრაფოდა ჩვენსკენ ჩვენს ჩასახუტბლად.

და მე ისევ და ისევ ოცნებებში ატმისსფერკაბიანი ნაწნავებით...

და რეალობა მე თავზე თმა შეურჩენელი ვდგავაარ შავი კაბით და ვეგებები სიყვარულით წვიმის წვეთებს, წვეთებს რომელიც თვალსაც კი მარიდებენ,...

და ისინი ეხეთქებიან ჩემს კანს....

დავიბენი... წვიმამ სიყვარულით გაჯღენთილმა დღეს ბრძოლა გამომიცხადა და გამახსნედა გულის ფეთქვა,…

გაგრძელება

დაამატა ცისია_მ!
თარიღი/დრო: ივლისი 22, 2013 წელი. 1:10am — 2 კომენტარი
________________

თუ გაგებუტე, იმას ნუ იტყვი გულს უხარია შენი სიშორე

      სიყვარული-ო, რა მშვენიერი და ამაღლებულია ეს გრძნობა. მე მჯერა სიყვარულის, მაგრამ ცარიელი სიყვარულის არ მწამს, რომელიც მხოლოდ უაზროდ ლაქლაქებს და სიტყვით ვერ ამტკიცებს. გრძნობას მრავალსიტყვაობა არ უყვარს. ის უსათუოდ თვალებით ლაპარაკობს და მაინც სინამდვილეში რა არის სიყვარული?ამაზე დანამდვილებით ვერავინ ისაუბრებს. სიყვარული სხვადასხვაგვარია: სამშობლოს, ერის, მეგობრების, მშობლებისა და ახლობლების სიყვარული, მაგრამ მათგან განსხვავებული და…

გაგრძელება

დაამატა შორენა კენჭოშვილი_მ!
თარიღი/დრო: ნოემბერი 15, 2012 წელი. 6:00pm — 9 კომენტარი
________________

მარტოობა

ისევ ფიქრები... რა ვქნა არ შემიძლია არ ვიფიქრო, როცა მენატრები, ვფიქრობ და ვხვდები, რომ ისევ მიყვარხარ, შორიდან მიყვარხარ და მენატრები, უშენობა ძალიან ძალიან ძნელია, ფიქრი კი უსაზღვროა... უსაზღვროა სევდა და ცრემლებიც... საშინელ მარტოობასა და სიცარიელეს ვგრძნობ, გულში ისევ მიყვარხარ, ძველებურად მიყვარხარ და გელოდები, მაგრამ სასაცილოა ლოდინი, როცა ვიცი რომ სამუდამოდ წახვედი ჩემი ცხოვრებიდან... ვოცნებობ შენს დანახვას, მინდა წამით…

გაგრძელება

დაამატა თამუნა გოგინაშვილი_მ!
თარიღი/დრო: ნოემბერი 5, 2012 წელი. 12:30am — 9 კომენტარი
________________

ყოველთვიური არქივი

2024

2023

2022

2021

2020

2019

2018

2017

2016

2015

2014

2013

2012

1999

ღონისძიებები

ბლოგ პოსტები

Important Notes

გამოაქვეყნა taoaxue_მ.
თარიღი: აპრილი 18, 2024.
საათი: 6:30am 0 კომენტარი

Spotting Extraction Points: Extraction points are marked by Blue Headstones that emerge from the ground. Listen for the telltale sound of rumbling rocks, signaling the  proximity of an extraction point.

Activating the Portal: Approach the Blue Headstone and interact with it by pressing the "F" key on your keyboard. This will open a blue portal, your ticket to safety.

Entering the Portal: Once the portal is active, step into it to initiate the extraction process. Keep an eye out…

გაგრძელება

A Deep Dive into purchase Night Crows Diamonds

გამოაქვეყნა millan Myra_მ.
თარიღი: აპრილი 13, 2024.
საათი: 10:00am 0 კომენტარი

In the realm of gaming, the allure of microtransactions often beckons players of  promises of rare loot, powerful weapons, and legendary mounts. But are these investments truly worth the cost? Today, we embark on a journey into the world of Night Crows, a popular online game, to unravel the mysteries behind its microtransaction system.

Meet Nathan Pay, a seasoned gamer and host of the Blan Crypto channel. With a passion for exploring the depths of virtual economies, Nathan dives…

გაგრძელება

purchase an instrument

გამოაქვეყნა millan Myra_მ.
თარიღი: აპრილი 10, 2024.
საათი: 11:00am 0 კომენტარი

In the blink of an eye, the procedure changed into the following: mine ores make smelt of ore to forge bronze daggers chicken execution, then sell the rest to the greedy clerk at the shop, and use the cash to buy tools. And on and so forth it goes on. As of now I've consumed all the energy drinks available I have available . I've never had to fight this intensely in my entire life to get rid of chickens. I took another bottle of red bull, knowing it…

გაგრძელება

დაძაბული ბიურო, მოლოტოველის სასამართლო და აქციების დასაწყისიც

გამოაქვეყნა Giorgi_მ.
თარიღი: აპრილი 8, 2024.
საათი: 11:30pm 0 კომენტარი

აპრილის შხაპუნა და ცოტა მომაბეზრებელი წვიმების ფონზე, აქტიური პოლიტიკური დღის წესრიგი გვაქვს. პრინციპში ამის მოლოდინი ისედაც იყო და წინაპირობაც, რადგან დღეს „გამჭვირვალობა“ პარლამენტის ბიუროს სხდომაზე გავიდა განსახილველად, ხოლო პარლამენტის წინ აქციები გაჩაღდა. დღეს 1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.6777 ლარია.

საქართველოს და მსოფლიოს ამბები | 8…

გაგრძელება

Qwelly World

free counters