Qwelly ბლოგი! - სიყვარული (123)

ჩვენს შორის სიყვარულია!

Qwelly, blog, love, არს, ბლოგი, მამა შვილი, სიყვარული

- მამა ადამიანები რატომ ტირიან დღეს, მაშინ როცა გუშინ იცინოდნენ?

  რადგან სიხარული და სევდა გარდაუვალია შვილო, ის ჩვენშია, ერთმანეთისგან განუყოფელნი.

- მა რა არის წუთისოფელი?

  ის ჩვენი დროებითი სამყოფელია.

- მამა საიდან მოვედით ან სად წავალთ?

  მოვედით მარადისობიდან და მარადისობას მივეცემით.

- მა შენ ხომ არასოდეს მიმატოვებ?

  მხოლოდ თვალი ტოვებს თვალს, გული გულს…

გაგრძელება

დაამატა თათია_მ!
თარიღი/დრო: დეკემბერი 17, 2015 წელი. 12:30am — არ არის კომენტარები
_______________

ძველმოდური რჩევები

      ტვიტერმა საკონტროლო გასროლით გამანადგურა, როდესაც თავის იმიჯს კიდევ ერთხელ უღალატა და გაფავორიტების ვარსკვლავი შეცვალა გულით და მოწონებად აქცია მთელი გაფავორიტებული მიკრობლოგეთი.

ძველმოდური რჩევები, რჩევა, სიყვარული, შეყვარებული, დღიური, ბლოგი, ქველი, პირველი კოცნა, კალენდარი, qwelly, blog, kiss, flowers, lovers, love, rchevebi, sheyvarebuli, siyvaruli, dzvelmoduri

      მაგრამ ახლა ამაზე არ ვაპირებ საუბარს. აქედან მხოლოდ გული და მის გარშემო განვითარებული მოვლენები მესაჭიროება.

      დიახ, დღეს მეც გადაღეჭილ თემაზე - სიყვარულზე დავწერ, უფრო სწორედ რამდენიმე რჩევა იმ მამაკაცებს,…

გაგრძელება

დაამატა ლაშა_მ!
თარიღი/დრო: ნოემბერი 20, 2015 წელი. 5:30pm — 14 კომენტარი
________________

ზამთრის პირის სევდა

      თოვდა. დეკემბრის უკანასკნელი განთიადი დგებოდა. ჯერ კიდევ ეძინა თბილისს. მოქუფრულ ცაზე მთვარეც არსად ჩანდა... სითეთრე ებრძოდა ღამეს. ვეებერთელა ფანტელები ციდან ისე მოისწრაფოდნენ მიწისკენ, თითქოს რაღაც ახალი ამბავი უნდა ახარონო დედამიწას. გადათეთრებულიყო მთაწმინდა, თეთრად შეღებილიყო თბილისის ქუჩები, ისტორიად შემორჩენილი ჩუქურთმიანი აივნები, კრამიტის სახურავებსაც ფერი ეცვალათ, ზამთრის ზღაპრულ ქალაქს წააგავდა თბილისი. აქა-იქ მბჟუტავი ლამპიონები…

გაგრძელება

დაამატა ლაშა_მ!
თარიღი/დრო: სექტემბერი 30, 2015 წელი. 10:00pm — 2 კომენტარი
________________

მგონი შეგეჩვიე, მგონი შემიყვარდი

მგონი შეგეჩვიე.

      ათრთოლებული თვალების შემყურე ვხდები, როგორ მინდა შენთან სიახლოვე, წამითაც რომ არ მოგშორდე ისე და ჩემთან იყო, ვიცოდე რას აკეთებდე, რატომ და მახარებდეს ყოველი შენი ამოსუნთქვა.

მგონი შეგეჩვიე.

      ვუყურებ კინოს და ვხედავ, როგორ კარგად გრძნობს გოგო ბიჭთან თავს, როგორ შესციცინებენ თვალებში და…

გაგრძელება

დაამატა გიორგი ლოგუა_მ!
თარიღი/დრო: სექტემბერი 28, 2015 წელი. 1:20pm — არ არის კომენტარები
_______________

სიყვარული თრობას ჰგავს

 alcohol, blog, love, post, qwelly, qwellyblog, ალკოჰოლი, ბახუსი, ბედნიერება, დალევა, თრობა, მეცნიერება, მირაჟი, ნაბახუსევი, რეალობა, საფასური, სიყვარული, ქველი, ჯანმრთელობა, სიმთვრალე, სიფხიზლე, ფხიზელი, მთვრალი

      მოგისმენიათ ალბათ, რომ სიყვარული იმ მეცნიერებას ჰგავს, რომელსაც შეუძლია კარგად აწონ-დაწონოს, დათვალოს, შეადაროს, შეაჯამოს, მთელ სამოცნიერო გამოცდილებაზე, სამეცნიერო შუქზე გახედოს, მაგრამ მაინც ვერასდროს შეძლებს გადაჭრით იწინასწარმეტყველოს შედეგები, უტყუარი, შეუმცდარი მოლოდინები. სწორედ ამიტომ არ არსებობს სიყვარულის მეცნიერება - ზუსტმეცნიერებათა შორის, მაგრამ დღეს მინდა სიყვარული ალკოჰოლს დავუკავშირო.

 …

გაგრძელება

დაამატა ლაშა_მ!
თარიღი/დრო: სექტემბერი 21, 2015 წელი. 6:30pm — 15 კომენტარი
________________

გოგო და ბიჭი

გოგო: ძალიან გთხოვ წავიდეთ :(

ბიჭი: დაღლილი ვარ, სულ ვმუშაობ, შენს სახეზე კი ისევ უკმაყოფილებას ვხედავ :/

გოგო: მინდა სულ ჩემს გვერდით იყო :(

ბიჭი: სულ შენს გვერდით ვარ როცა სამსახურიდან მოვდივარ, მაშინაც კი, როცა მუშაობის დროს შენზე ვფიქრობ :/

გოგო: იცი, ბედნიერი არ ვარ :(

ბიჭი: ჩემით უკმაყოფილო ხარ? რაც გინდა ის გაქვს, სადაც გინდა იქ დადიხარ, რასაც გინდა იმას აკეთებ :/

გოგო: ფული ბედნიერებას ვერ მანიჭებს,…

გაგრძელება

დაამატა Tako ^_^_მ!
თარიღი/დრო: სექტემბერი 12, 2015 წელი. 6:30pm — 3 კომენტარი
________________

შექმნილი პრობლემები

      ნუ შექმნი პრობლემას იქ სადაც ის არ არსებობს! სამწუხაროდ ამ მარტივი ჭეშმარიტების გაცნობიერებას უმრავლესობა ვერ ახერხებს. ყველაზე მყარია ქორწინება იმ წყვილს შორის რომელთა ურთიერთობა გიჟურ ვნებაზე ან ურთიერთობაზე კი არ არის დამყარებული არამედ გონივრულ სწორ გათვლაზე. საქმე ფინანსურ გარიგებებზე არარის მთავარი და გადამწყვეტი, ყოველთვის ემოციური აფექტების გარეშე მიღებული გადაწყვეტილებაა .. ფსიქოლოგიური კომფორტი, - აი რაარის მთავარი,…

გაგრძელება

დაამატა tatiana_მ!
თარიღი/დრო: სექტემბერი 11, 2015 წელი. 3:30pm — 5 კომენტარი
________________

მე და შენ

მერამდენედ უნდა გაქცევა .... მერამდენედ უნდა მიატოვოს ეს სისხლიანი ადგილი, ვერ გაიგებ როგორ სტკივა, ვერ მიხვდები თუნდ მისი ნაკვალევი რაოდენ სევდას ტოვებს. თველები?

- ოჰ, თვალები გამჯდარი სიძულვილით და სიღატაკითსავსე.

სხივი მომკვდარი!

ია სინაზედაკარგული!!!!!!!

უყვარდი!!!!

კაცი_სავსე, კაცი_კაცია! კაცი ჰო კაცი და მისი თვალები!

- ღიმილი?

- ოჰ, ღიმილი, მშვენიერი, ყალბი,! სავსე ბედნიერებით, რა ლამაზია, რა…

გაგრძელება

დაამატა ცისია_მ!
თარიღი/დრო: სექტემბერი 3, 2015 წელი. 11:30pm — 4 კომენტარი
________________

სული

ჩემი სული გამომწყვდეულია ჩემს სხეულში..

სევდისგან დაღლილი თითები თვალების გასწვრივ გაურკვეველ მოძრაუბებს ასრულებენ

ალბათ ისინიც გლოვობენ უმოძრაობას..

ცარიელ ოთახს ყველაფერი სჯობს..

სულში კი სევდააა .. ის ფარავს ...

შენ მხოლოდ ჩემი სახელი იცი .. იცი რაფერის თვალები მაქვს .. როგორი ცხვირი ან როგორი აღნაგობა მაქვს ჩემი სულის შენ არაფერი იცი...

ჩემი სული სხეულშია…

გაგრძელება

დაამატა ცისია_მ!
თარიღი/დრო: აგვისტო 21, 2015 წელი. 4:30am — არ არის კომენტარები
_______________

ბალიშის ქვეშ დამალული წერილი

      ერთი... ორი... ხუთი ... ნაბიჯებს ვითვლით. კიდევ ერთი გუბეა წინ, ესეც თუ "გადავცურეთ", ისე რომ არ დავსველდეთ, ჩვენთვისაც გადაიღებს წვიმა. შენი ლექსებისგან შეკოწიწებულ ქოლგას შენივე კარადის ბოლო თაროზე მივუჩენ ადგილს.

      დამიჯერე, გუბის იქით მარტოობის პროსპექტს მზის ამოსვლის ქუჩა შეცვლის. ცოტაც მოითმინე, მალე სულში ჩაგისახლდები, შენთან ავიშენებ ბუდეს ... ჩამოიფერთხე ეგ სევდა სახიდან, არ მინდა ამღვრეული თვალებით მიყურებდე,…

გაგრძელება

დაამატა tiko_მ!
თარიღი/დრო: აგვისტო 18, 2015 წელი. 3:00pm — 8 კომენტარი
________________

აი, მესმის სისულელე

      მე მოგიყვებით უცნაურ, არასაინტერესო და სახალისო ანგელინასა და ჯუმბერის love story-ს, მათი ურთიერთობა ბიბლიოთეკაში დაიწყო, შემდეგ იყო პაემნები საჯაროში, უკანა სკამზე ჩურჩულით, ლაპარაკი და თვალის პაჭუნი, მაგრამ ერთხელაც ჯუმბერმა არ ჩაუხვია გუდიაშვილზე და მათ გზა განაგრძეს, ანგელინა ფიქრობდა "- მეშველა, მიტაცებსო..." თუმცა ის შეცდა, ჩვენი ჯუმბერი ნოვატორი აღმოჩნდა და მოტაცება მისთვის მიუღებელი გახლდათ, ასე აღმოჩნდა ანგელინა პირველად…

გაგრძელება

დაამატა ანა_მ!
თარიღი/დრო: აგვისტო 13, 2015 წელი. 5:30pm — 7 კომენტარი
________________

იყო და არა იყო რა... (ზღაპარი დიდებისთვის)

      იყო და არა იყო რა... სტოპ! რა იყო და რა აღარ არის?, იქნებ თქვენი ზღაპრები ერთი დიდი ტყუილია და მხოლოდ პოლიტიკოსის საარჩევნო დაპირებებს თუ ჩამოუვარდება მაშტაბურობით. ოდესმე გიფიქრიათ, რატომ არიან ბოროტი ჯადოქრები ბოროტები? იქნებ იმიტომ, რომ ჩვენი ზღაპრების გმირები არიან იდეალურები? რატომ ხდება ყოველ ზღაპარში ერთი და იგივე და რატომ ემსგავსება ლათინო-ამერიკულ სერიალს? რატომაა ყველა პრინცესა ლამაზი და რატომ ჰყავთ პრინცებს თეთრი რაში და არა სხვე…

გაგრძელება

დაამატა ანა_მ!
თარიღი/დრო: აგვისტო 6, 2015 წელი. 3:00am — 2 კომენტარი
________________

თქვი სიყვარულო შენი ძალა მაინც რაშია?!!

სიყვარულია გზა სიშორე ცრემლი გოდება.

შეახებ ხელს და აღარასდროს განმეორდება.

სიყვარულია სიმარტოვე ხელის სიშორე

ხორციელ ვნებას ავყვებით და უმალ ვიშორებთ,

სიყვარულია ტაჯ-მაჰალის თეთრი ცრემლები,

სიყვარულია მე რომ ასე თავზე ვევლები.

სიყვარულისთვის ბაირონმა კუბო არჩია,

უნდა შესწირო ყველაფერი რაც გაგაჩნია,

სიყვარულისთვის დაენარცხა ქვაზე ტაბიძე,

სიყვარულისთვის სასთუმალზე რაღაც გვაღვიძებს,

სიყვარულია…

გაგრძელება

დაამატა ani_მ!
თარიღი/დრო: ივლისი 22, 2015 წელი. 12:00pm — არ არის კომენტარები
_______________

ნუთუ მართლა ვიპოვი სიყვარულს?!

      მღელვარეა ზღვა... დუმილით შემომცქერიან ლურჯი ზღვის ტალღები. ირგვლივ სიჩუმეა... სიცარიელე. ქვის ლოდზე მჯდომი ფიქრებში ვარ გართული. უცებ ვდგები და მივდივარ... მივუყვები ზღვის უკაცრიელ ნაპირს. მინდა წავიდე შორს, სადაც ვერავინ მომძებნის და ვიქნები ჩემთვის, ჩემს ფიქრებთან და ოცნებებთან განმარტოვებული. მივდივარ და უცებ ხმა მესმის: "გააგრძელე გზა, იარე და სიყვარულს იპოვი." ვისი ხმა იყო?! ნუთუ თვით ღმერთმა ჩამომძახა ზეციდან. და კვლავ…

გაგრძელება

დაამატა თამუნა გოგინაშვილი_მ!
თარიღი/დრო: ივლისი 10, 2015 წელი. 11:30pm — 3 კომენტარი
________________

დაინახო და გაგიხარდეს

რომ დაინახო და გაგიხარდეს,
რაღაცა მაინც უნდა გიყვარდეს.

რაღაცა მაინც უნდა გჯეროდეს -
ნაძალადევად რომ არ მღეროდე.

ტყუილუბრალოდ რომ არ იღწვოდე -
რაღაცა მაინც უნდა იცოდე,

რაღაცა მაინც უნდა გახსოვდეს -
რომ არ დანებდე მტერს არასოდეს.

დაამატა mariam wiklauri_მ!
თარიღი/დრო: ივლისი 9, 2015 წელი. 1:30pm — არ არის კომენტარები
_______________

უფალო მისმენ?

god, qwelly, poetry, ლოცვა, სიყვარული, ტანჯული, უფალო, ძალა

- უფალო მისმენ?

- გისმენ

- დაჩოქილი გთხოვ მომეცი ძალა,

მომეცი ძალა, რომ გავუმკლავდე,

ამ დიდ სიყვარულს გულში რომ ვმალავ,

გული სწრაფად ძგერს უფალო გესმის?

გული რომ მტკივა რატომ არ მშველი?

ღმერთო, მომხედე სული მიკვდება,

ტანჯვით რომ ვკვდები ნუთუ არ გესმის?

ღმერთო, ვერ გხედავ, სადა ხარ ნეტა?

თვალთ დამიბნელდა, უფალო, ვკვდები?

სიყვარული მკლავს…

გაგრძელება

დაამატა nino geldiashvili_მ!
თარიღი/დრო: ივნისი 7, 2015 წელი. 3:00am — 5 კომენტარი
________________

სიყვარულის ხელოვნება

     ერიხ ფრომი (Fromm, Erich) (1900–1980) ფსიქოანალიტიკოსი და ფილოსოფოსი. დაიბადა ფრანკფურტში 1900 წლის 23 მარტს. სწავლობდა სოციოლოგიასა და ფსიქოლოგიას, 1922 წელს ჰაიდელბერგის უნივერსიტეტში მოიპოვა ფილოსოფიის დოქტორის ხარისხი. სწავლობდა მიუნჰენისა და ბერლინის ფსიქოანალიტიკურ ინსტიტუტში. 1934 წელს ფრომი გაემგზავრა აშშ-ი და ასწავლიდა კოლუმბიის, იელის და მიჩიგანის უნივერსიტეტებში. ასევე უილიამ ალანსონ უაიტის ფსიქიატრიის ინსტიტუტში.…

გაგრძელება

დაამატა კოტე ჩაჩიბაია_მ!
თარიღი/დრო: მაისი 22, 2015 წელი. 7:30pm — 2 კომენტარი
________________

ერთი ხარ, მაგრამ არა მარტივი

ერთი ხარ, მაგრამ არა მარტივი

არ არის ხოლმე მარტივი.

გადმოვაწყობ ნახატებს და

თითოეული ფურცლიდან

ჩემი ხელით დახატული

ჩვენი ერთად ყოფნა შემომყურებს.

ახლა წვიმების სეზონია.

და ყოველი დღე

დაუსრულებელი,

უმთვარო ღამეებივით იწელება.

ყოველთვის,

როცა გავდივარ გარეთ და

მეუთვალავედ ვიკრობ ფეხებზე

ერთი და იგივე ადგილების…

გაგრძელება

დაამატა Restless_მ!
თარიღი/დრო: მაისი 10, 2015 წელი. 12:00am — არ არის კომენტარები
_______________

შეცივნული

შეცივნებული

შეცივნებული, ცისია, ცისია როსტიაშვილის ბლოგი, ქველიბლოგი, ქველიპოსტი, ქველი, სიცივე, იასამანი, სიყვარული, ატმისფერკაბიანი გოგონა, ოცნება, სიზმარი, ადამიანობა, მიწა, qwelly, blog, cisia, sicive, cisias blog, iasamani, dream, ocneba, dreamer

     ვერაფერსაც ვერ ვხვდები და ვერაფერიც ვერ ვიცი გარდა გრძნობებისა, რომლებმაც ჩემი დახრჩბა დაიწყეს..

     ლამაზისეულია ყველაფერი და ამ სილამაზის მიღმა იმდენი სიმახინჯეა, რომ დაინახო გულისრევით მოკვდები

     ეს იასამნებს ჰგავს - ხელს გაიშვერ, მოწყვეტ და…

გაგრძელება

დაამატა ცისია_მ!
თარიღი/დრო: მაისი 2, 2015 წელი. 12:00am — არ არის კომენტარები
_______________

გაზაფხულის მოლოდინში

გაზაფხულის მოლოდინში

     გრძნობები რომ დუღს არაფრისმომცემ სხეულში... რეალობაა ...ქუჩაში გავლისაას სურნელით მორთულ ხეს რომ შეხედავ და ხვდები რომ სუნთქავ.. მაგრამ ალბათ იმაშიც დამეთანხმებით რომ მხოლოდ აყვავებულ ხეს არუნდა შეეძლოს გაგრძნობინოს სიცოცხლისუნარიანობა..

   …

გაგრძელება

დაამატა ცისია_მ!
თარიღი/დრო: აპრილი 9, 2015 წელი. 4:30am — არ არის კომენტარები
_______________

ყოველთვიური არქივი

2024

2023

2022

2021

2020

2019

2018

2017

2016

2015

2014

2013

2012

1999

ღონისძიებები

ბლოგ პოსტები

he game's narrative weaves

გამოაქვეყნა taoaxue_მ.
თარიღი: აპრილი 19, 2024.
საათი: 6:00am 0 კომენტარი

A Seamless Living World: Throne and Liberty boasts a seamless and dynamic world, where environments and even dungeons adapt and change based on weather conditions and surrounding surroundings. This dynamic environment adds a layer of immersion and unpredictability to exploration and gameplay, constantly keeping players on their toes.

Immersive Narrative: The game's narrative weaves an intricate tapestry connecting the past, present, and future. While details remain scarce, this unique…

გაგრძელება

Important Notes

გამოაქვეყნა taoaxue_მ.
თარიღი: აპრილი 18, 2024.
საათი: 6:30am 0 კომენტარი

Spotting Extraction Points: Extraction points are marked by Blue Headstones that emerge from the ground. Listen for the telltale sound of rumbling rocks, signaling the  proximity of an extraction point.

Activating the Portal: Approach the Blue Headstone and interact with it by pressing the "F" key on your keyboard. This will open a blue portal, your ticket to safety.

Entering the Portal: Once the portal is active, step into it to initiate the extraction process. Keep an eye out…

გაგრძელება

A Deep Dive into purchase Night Crows Diamonds

გამოაქვეყნა millan Myra_მ.
თარიღი: აპრილი 13, 2024.
საათი: 10:00am 0 კომენტარი

In the realm of gaming, the allure of microtransactions often beckons players of  promises of rare loot, powerful weapons, and legendary mounts. But are these investments truly worth the cost? Today, we embark on a journey into the world of Night Crows, a popular online game, to unravel the mysteries behind its microtransaction system.

Meet Nathan Pay, a seasoned gamer and host of the Blan Crypto channel. With a passion for exploring the depths of virtual economies, Nathan dives…

გაგრძელება

purchase an instrument

გამოაქვეყნა millan Myra_მ.
თარიღი: აპრილი 10, 2024.
საათი: 11:00am 0 კომენტარი

In the blink of an eye, the procedure changed into the following: mine ores make smelt of ore to forge bronze daggers chicken execution, then sell the rest to the greedy clerk at the shop, and use the cash to buy tools. And on and so forth it goes on. As of now I've consumed all the energy drinks available I have available . I've never had to fight this intensely in my entire life to get rid of chickens. I took another bottle of red bull, knowing it…

გაგრძელება

Qwelly World

free counters