Qwelly ბლოგი! - სიახლეები (837)

ომის წლისთავი

      ომის წლისთავი მოვიდა. მოლოდინები - ორ თვეში რუსეთი ყველაფერს აიღებს ან სანქციები მაქსიმუმ სამ-ოთხ თვეში რუსეთს თვითონ დაშლის - არ გამართლდა. ომის წლისთავის აღნიშვნა კვლავ ომში მოუწია უკრაინას და მის გულშემატკივარ მსოფლიოს. ცხადია, დღის მთავარი ამბავი სწორედ ეს იყო საქართველოში და პოლიტიკური განცხადებებიც მთლიანად ამ თემის გარშემო ტრიალებდა და მომიჯნავედ - ევროკავშირის გზა. ცხადია, ბოლო კვირის რეზონანსული ამბავიც - აგენტებად რეგისტრაციების…

გაგრძელება

დაამატა Giorgi_მ!
თარიღი/დრო: თებერვალი 24, 2023 წელი. 11:00pm — არ არის კომენტარები
_______________

სინოდის მოკლე სხდომა, ჯანმრთელობის და ევროპულ-რუსული ამბები

      უკვე ბოლო წლების ტრადიციად გვექცა რომ თებერვლის შუა რიცხვებში ზამთარი უნდა დაგვიდგეს - სინოპტიკოსებიც ამბობენ, რომ საქართველოში უამინდობა 18 თებერვლამდე გაგრძელდება. დღის მთავარი ამბავი სინოდის სხდომა იყო, რომელიც უკვე ძალიან დიდი ხაინა არ ჩატარებულა და დღესაც ძალიან სწრაფად, ორმოციოდე წუთში დასრულდა, თუმცა ოქმი ამ დრომდე არ გამოქვეყნებულა. ასევე ევროკავშირის და რუსეთი გზა, ახალი ელჩი და სხვა ამბები შეგვხვდა მეინსტრიმში. დღეს 1 აშშ დოლარის…

გაგრძელება

დაამატა Giorgi_მ!
თარიღი/დრო: თებერვალი 14, 2023 წელი. 11:00pm — არ არის კომენტარები
_______________

კულტურა ცენზურით თუ ბიუროკრატია? პრემიერი საერთაშორისო ტრიბუნაზე

      უცნაური, უჩვეულო ამინდით დაიწყო ორშაბათი - თოვდა და მზე დაგვნათოდა. ფაქტია რომ ძალიან აცივდა და უახლოესი დღები ასეთი იქნება. დღის მთავარი ამბავი კულტურას და მის მინისტრ წულუკიანს უკავშირდებოდა, ასევე პრემიერის ფართო, საერთაშრორისო ტრიბუნიდან გამოსვლები და შეხვედრები, ცოტა ოპოზიციური სიჭრელე და ანონსები აქციებზე, მიშა და ა.შ. დღეს 1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.6619 ლარია.…

გაგრძელება

დაამატა Giorgi_მ!
თარიღი/დრო: თებერვალი 13, 2023 წელი. 11:30pm — არ არის კომენტარები
_______________

ჟურნალისტური ქცევა პარლამენტში, თავდაცვა ამერიკაში და საკინკლაო ამბები

      თებერვლის სრული კვირიაკე მიილია. დღის მთავარ ამბავს თავდაცვის მინისტრის ამერიკელ კოლეგასთან შეხვედრა და განცხადებები წარმოადგენდა, ცხადია ფართო გამოხმაურება მოჰყვა ამ თემას. ჩვენი პოლიტიკური კულტურისთვის დამახასიათებელი ერთმანეთის საკინკლაო ამბებიც მრავლად იყო. ასევე საპარლამენტო განხილავ ჟურნალისტების საკანონმდებლო ორგანოში მოღვაწეობის შესახებ. ტრაგედია და უკრაინის ომიც ასევე მეინსტრიმში იყო. დღეს 1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.6670…

გაგრძელება

დაამატა Giorgi_მ!
თარიღი/დრო: თებერვალი 10, 2023 წელი. 11:00pm — არ არის კომენტარები
_______________

გვარების დღე - დეგნანი, კობახიძე, სააკაშვილი, უგულავა, ზელენსკი, ესებუა

      მთელი მსოფლიო თურქეთ-სირიის ტრაგედიით არის მოცული და შესაბამისად, სიახლეების მთავარი ამბავი ისევ იქიდან ისმის. ქვეყნის შიგნით, ოპოზიციური განწყობების, პოზიციური რუსული ფრენა-სიკეთეების, სააკაშვილის გამოსაშვები აქციების და ამერიკის ელჩის განცხადებებია პოპულარული. ცოტა ცესკო, ცოტა უგულავა და დაჭერილი ტერორისტის უდანაშაულობებიც აქტუალურია. დღეს 1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.6702 ლარია.…

გაგრძელება

დაამატა Giorgi_მ!
თარიღი/დრო: თებერვალი 9, 2023 წელი. 11:30pm — 1 კომენტარი
________________

თურქეთის ტრაგედია, პრეზიდენტის ამბები და ოპოზიციის ბოიკოტი-აქციები

      როცა პარლამენტი ამუშავდება, დღის ნიუსფიდი უფრო მრავალფეროვანი ხდებაო, ნათქვამი არ არის, მაგრამ დაკვირვებაა. აქტუალობა ცხადია ყველაზე მძიმე და ტრაგიკულ თემას ჰქონდა - თურქეთში მომხდარ მიწისძვრებს. რაც შეეხება ქვეყნის შიდა ამბებს, აქ ბოიკოტი, აქციები, მიშას ჯანმრთელობა და ევროპულ მომავალზე კომენტარები იყო. პრეზიდენტის ვრცელი განცხადებაც გავრცელდა დღის ბოლოს. მეტეოროლოგიური პირობების გამო საავტომობილო გზებზე სპეციალური რეჟიმები მოქმედებს. დღეს 1…

გაგრძელება

დაამატა Giorgi_მ!
თარიღი/დრო: თებერვალი 7, 2023 წელი. 11:30pm — არ არის კომენტარები
_______________

ახალი თავმჯდომარე კარგად „გვისო“

      თებერვალი დადგება და თოვლი ძალას მოიკრეფსო, ამბობენ სინოპტიკოსები და მაღალ მთაში 2 თებერვლიდან დიდთოვლობა გველის. ეს იანვარიც ასე მიილია. თვის ბოლოს კვლავ ოპოზიციური პარტია იყო მეინსტრიმის წამმართველი - ნაციონალურ მოძრაობაში არჩევნები ჩატარდა და მასში ლევან ხაბეიშვილმა გაიმარჯვა. დღის ერთ-ერთი მთავარი ამბავი არჩევნების შეფასებები იყო, ცხადია სააკაშვილის თემაც არ კარგავს აქტუალობას და ასევე ეკონომიკური პროგნოზები, კორუფცია, ომი უკრაინაში და…

გაგრძელება

დაამატა Giorgi_მ!
თარიღი/დრო: იანვარი 31, 2023 წელი. 11:00pm — არ არის კომენტარები
_______________

ფინანსური სამინისტრო, უკრაინასთან გაურკვევლობა და ნაციონალობაში შეჯიბრი

      ყინვიანი ღამის მიუხედავად, მომდევნო დღეებში ჯერ უნალექო ამინდი იქნება, 28 იანვრიდან კი ცოტა შეიძლება წამოთოვოს. პოლიტიკურ ველზე სიახლები არ თოვს - დღეს ფინანსთა მინისტრი იყო აქტუალური, ასევე ნაციონალურ მოძრაობაში მოსალოდნელი არჩევნები და პოზიციების დალაგება, ცოტა უკრაიანსთან ურთიერთობები და ივანიშვილი და მისი ქონება შვეიცარიის ბანკში. დღეს 1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.6451 ლარია.…

გაგრძელება

დაამატა Giorgi_მ!
თარიღი/დრო: იანვარი 26, 2023 წელი. 11:00pm — არ არის კომენტარები
_______________

კასიანოვის „დაწუნებები“ და ლაგუნას განახლება, თბილისის შენარჩუნება

      ეს იანვარიც მიილევა სადაცაა. დღეს ედუარდ შევარდნაძის დაბადების დღე არავის გაახსენდა, მიხა ხელაშვილი კი გაიხსენეს. ყველაზე დიდი ოპოზიციურ პარტიაში შიდა კინკლაობის პარალელურად, მიშა გამოხსნის გეგმაზეც მუშაობენ და როგორც ერთ-ერთი ლიდერი ამბობს, ფიზიკურადაც კი აპირებს მიშას გამოყვანას კლინიკა-ციხიდან. უკრაინელი კასიანოვი მეგობრობას, დიპლომატიას და ზოგადად, მხარდაჭერას გვიწუნებს, აქაურები კი ვიშვიშებენ. კალაძე ლაგუნას ანახლებს და თბილისის ძველ…

გაგრძელება

დაამატა Giorgi_მ!
თარიღი/დრო: იანვარი 25, 2023 წელი. 11:00pm — არ არის კომენტარები
_______________

აქციის ანონსი, პარტიის დასაკუთრება და ხელისუფალი ხელის გაშვერით

      ღამე-დილით ცოტა სუსხი კი გვაქვს, მაგრამ მთლიანობაში თვის ბოლომდე, საქართველოში უნალექო ამინდია მოსალოდნელი. პოლიტიკური კინკლაობები არ სრულდება და ხელის გაშვერა ვინ პატრიოტია და ვინ მოღალატე, ასევე ვინ მიიწევს რუსეთისკენ და ვინ ევროპისკენ. მოკლედ, პოლიტიკოსებს საქმის კეთება მხოლოდ ურთიერთბრალდებებში გადაეზარდათ. დღეს 1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.6504 ლარია.

საქართველოს და მსოფლიოს…

გაგრძელება

დაამატა Giorgi_მ!
თარიღი/დრო: იანვარი 23, 2023 წელი. 11:00pm — არ არის კომენტარები
_______________

ევროპის გზა რუსეთზე და ლიფტების მესაკუთრე კორპუსელები

      18 იანვარი უცნაური ნისლის ქვეშ გათენდა და თურმე, როგორც გარემოს ეროვნული სააგენტო იუწყებოდა - ატმოსფერულ ჰაერში მყარი ნაწილაკების მატება, ტრანსსასაზღვრო დაბინძურებას უკავშირდება და დიდი ალბათობით, ყარაყუმის უდაბნოდან მტვრის მასების გავრცელებითაა გამოწვეული ანუ ნისლი კი არა, მტვერი იყო მთელს აღმოსავლეთზე გადაკრული. ამ მთვერსა და ბურუსში პოლიტიკური ამბებიც შესაბამისი გამოდგა - ვრცელი თემა იყო ჩვენი ქვეყნის ევროპულ-რუსულ მსოფლხედვაზე, ასევე ნაც.…

გაგრძელება

დაამატა Giorgi_მ!
თარიღი/დრო: იანვარი 18, 2023 წელი. 11:00pm — არ არის კომენტარები
_______________

ძალა ხალხისა სააკაშვილზედ, ჯანმრთელობა მედიკამენტებით და ჟურნალისტიკა ქუჩებში

      ახალი წლის ყველა აღნიშვნა ჩვენს კულტურაში მორჩა და შედარებიათ აქტიური სამუშაო კვირაც დაიწყო. ცხადია კვლავ სააკაშვილის გარშემო ვრცელი ამბებით და ამ ამბებში გახვეული ახალი პარტიით ამბიციური სახელწოდებით - „ხალხის ძალა“. მასთან ერთად ძველი და კარგად გამოცდილი „ოპო“ თუ „პო“ პარტიების კომენტარებით. მთავარი ამბავი იყო ჯანდაცვა და მედიჯკამენტები და ასევე, 5 ივლისს მოვლენები ჟურალისტებზე ძალადობის სამართლებრივი ასპექტები. დღეს 1 აშშ დოლარის…

გაგრძელება

დაამატა Giorgi_მ!
თარიღი/დრო: იანვარი 16, 2023 წელი. 11:00pm — არ არის კომენტარები
_______________

ევრო-ამერიკული გაურკვევლობები და პატიმრის ქარი

      ისეთი ამინდებია, აღმოსავლეთში თოვს და დასავლეთში მზეა და ძლიერი ქარი, ისეთი ქარი, რომ ნაძვის ხეც კი მოსართავების გარეშე დატოვა. რაც შეეხება პოლიტიკურ ამინდს - კვლავ მიხეილ სააკაშვილის ქარი ქრის, მისი ჯანმრთელობა და ვირუსები, ასევე ხალისუფლების და უკრაინის თუ ევრო-ამერიკელების ურთიერთობებზე კომენტარები და ცხადია, უკრაინის ცხელი წერტილები. დღეს 1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.6867 ლარია.…

გაგრძელება

დაამატა Giorgi_მ!
თარიღი/დრო: იანვარი 11, 2023 წელი. 11:30pm — არ არის კომენტარები
_______________

ფარული არაავთენტურობა, ბუკების დაბრუნება და ხმაურიანი პატიმარი

      თითქოს პოლიტიკურ ველზე მხოლოდ ოპოზიცია იყოს დარჩენილი, დღის მთავარ ამბებში მხოლოდ ნაციოანლური მოძრაობა და მისი პატიმარი ლიდერი აქტიურობენ. ასევე, ფარული ჩანაწერები რომელთა ავთეტურობაც არავის დაუდასტურებია, მაგრამ უკვე განიხილავენ და აკომენტარებენ. ზამთარი ჯერ კიდევ ძლიერდება აღმოსავლეთში და თოვა შეწყვეტას არ აპირებს უახლოს დღეებში. უკრაინაში კვლავ ომი, რთული და ხანგრძლივი ომი. დღეს 1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.6941 ლარია.…

გაგრძელება

დაამატა Giorgi_მ!
თარიღი/დრო: იანვარი 10, 2023 წელი. 11:30pm — არ არის კომენტარები
_______________

ახალი წელი 2023-ში და პირველი სამუშაო დღე

      პირველ რიგში გილოცავთ ახალ წელს #qwellynews-ის ერთგულ მკითხველებს. სიუხვის, წარმატების, ბედნიერების და სულ კარგი ნიუსების წელი ყოფილიყოს (ცოტა არარეიტინგულია, მაგრამ მაინც სჯობს კარგი ამბები აღვწერო). ახალი წელი ტრადიციული ამბებით დაიწყო - ინტოქსიკაციებით სასმელ-საჭმლისგან და ფოიერვერკების დაზიანებებით, მათ…

გაგრძელება

დაამატა Giorgi_მ!
თარიღი/დრო: იანვარი 9, 2023 წელი. 11:00pm — არ არის კომენტარები
_______________

გაუმართავი ვიდეოზარი და ევროპელების კრიტიკით სავსე მორიგი რეზოლუცია

      დღეს კვლავ მიხელ სააკაშვილის დღე გამოდგა - ის სასამართლოზე ვიდეოზარით უნდა ჩართულიყო, მაგრამ ამის ტექნიკური გამართვა ვერ მოხერხდა, ამიტომ კვლავ მის გარეშე ჩატარდა და გადაიდო სასამართლო განხილვა. სასამართლოს წინ შეკრებილებმა კვლავ არაერთი კომენტარი გააკეთეს და აქციებისკენ მოგვიწოდეს. უფრო მნიშვნელოვანი ამბავი იყო ევროპარლამენტის რეზოლუცია, მერე ევროპარლამენტარების კომენტარები და შემდეგ ქართველი პოლიტიკოსების განხილვები და განხილვების…

გაგრძელება

დაამატა Giorgi_მ!
თარიღი/დრო: დეკემბერი 14, 2022 წელი. 11:30pm — არ არის კომენტარები
_______________

დამცველის არ არსებობა, ანაკლიის გაჭიანურებული პორტი და პასუხისმგებლობა ჯანმრთელობაზე

      სააკაშვილის ამბებს ცოტა ომბუდსმენიც წამოეწია. ცხადია, ჯერ ისევ მიშა ლიდერობს მეინსტრიმში, მაგრამ ანაკლია, ომბუდსმენი და ევროპის ღია-დახურული კარიც აქტუალური თემა იყო დღეს. საქმე ისაა, რომ კანდიდატზე კიდევ ვერ თანხმდებიან და ისიც არ იციან ოდესმე თუ შეთანხმდებიან, ანაკლიის აშენებას კი სახელმწიფო გეგმავს. რაც შეეხება მესამე პრეზიდენტს, მის ჯანმრთელობაზე პასუხისმგებლობას უკვე ევროპარლამენტარებიც „გვაკისრებენ“. დღეს 1 აშშ დოლარის ოფიციალური…

გაგრძელება

დაამატა Giorgi_მ!
თარიღი/დრო: დეკემბერი 13, 2022 წელი. 11:30pm — არ არის კომენტარები
_______________

ახალი წლის ატრიბუტი და პატიმარი ჯანმრთელობით

      განწყობაზე თბილისის მერია უკვე ზრუნავს და დღის ბოლოს, დედაქალაქის მთავარი ნაძვის ხე საზეიმოდ აინთო. ხალხიც იყო შეკრებილი საზეიმო კონცერტზე, ხოლო გუშინდელი აქციის დროს დატოვებული ფოტოები, გადაიტანეს გმირთა მოედანზე. სხვა მთავარი ამბავი პრეზიდენტ სააკაშვილზეა და მის ჯანმრთელობაზე, მის გარშემო მბრუნავ ოპოზიციაზე და აქციებზე. პარალელურად ქვეყნის ადგილი და მტრის ვინაობა გახდა დასაკონკრეტებლად რთული და საკომენტარო ამბავი. დღეს 1 აშშ დოლარის…

გაგრძელება

დაამატა Giorgi_მ!
თარიღი/დრო: დეკემბერი 9, 2022 წელი. 11:30pm — არ არის კომენტარები
_______________

სააკაშვილის ავადმყოფობა და დაანონსებული აქციები

      როგორც ჩანს მთელი კვირა მიხეილ სააკაშვილს დაეთმობა. მისი ჯანმრთლობა კრიტიკულად მძიმეაო ამბობენ ერთნი, მეორენი კი არ უჯერებენ და ასე დაუსრულებლად. მეინსტრიმი სწორედ პრეზიდენტის უჭმელობას დაეთმო. ასევე უკრაინაში მებრძოლ ქართველებს და ჩვენს ევროპულ-რუსულ გზაგასაყარს. დღეს 1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.6902 ლარია.

საქართველოს და მსოფლიოს ამბები | 7 დეკემბერი,…

გაგრძელება

დაამატა Giorgi_მ!
თარიღი/დრო: დეკემბერი 7, 2022 წელი. 11:30pm — არ არის კომენტარები
_______________

ომში დაღუპვის განხილვები, თბილისის მშვიდობა და პოლიტიკური ქულები

      როცა გარეთ ჩამოუყალიბები თოვლია წვიმასა და თოვაში რომ ვერ გარკვეულა, ეგაა ავდარი, ე.ი. უკვე კარგად დაზამთრდა. დღის მთავარ ამბავს ორი ძირითადი მიმართულება ჰქონდა - პრეზიდენტის ჯანმრთელობა და უკრაინაში დაღუპული ქართველი მეომრების სამძიმარი, რომელიც ძალიან რეზონანსული იყო. საბანკო და ფინანსური ამბებიც ისმოდა, მაგრამ არააქტიურად. დღეს 1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.6987 ლარია.…

გაგრძელება

დაამატა Giorgi_მ!
თარიღი/დრო: დეკემბერი 5, 2022 წელი. 11:30pm — არ არის კომენტარები
_______________

ყოველთვიური არქივი

2024

2023

2022

2021

2020

2019

2018

2017

2016

2015

2014

2013

2012

1999

ღონისძიებები

ბლოგ პოსტები

Dive In to the Beat: An Introduction to Hearing Rap Audio

გამოაქვეყნა EFTcheat_მ.
თარიღი: მარტი 28, 2024.
საათი: 4:30am 0 კომენტარი







Rap tunes, with its infectious beats, poetic lyrics, and charming storytelling, happens to be a dominant pressure within the audio business and a cultural phenomenon throughout the world. From its humble beginnings from the streets of New York City to its latest standing as a worldwide genre influencing vogue, language, and social actions, rap has progressed into a diverse and dynamic art type embraced by hundreds of thousands. For anyone who is new to rap or seeking to…

გაგრძელება

Study Recombinant Protein Creation

გამოაქვეყნა EFTcheat_მ.
თარიღი: მარტი 27, 2024.
საათი: 12:00am 0 კომენტარი







Proteins tend to be the workhorse molecules that generate nearly each Organic program. Using the escalating recognition of the purpose of proteins in numerous investigate and production things to do, basically isolating them from their natural host cells are unable to meet the escalating need of the market. Chemical synthesis can be not a practical option for this endeavor a result of the size and complexity of proteins. As a substitute, the developments manufactured…

გაგრძელება

Gradient Media in Biomedical Investigate

გამოაქვეყნა EFTcheat_მ.
თარიღი: მარტი 26, 2024.
საათი: 11:30pm 0 კომენტარი







In the realm of biomedical study, the quest for precise separation and isolation methods has led scientists to explore revolutionary solutions. Among these, Axis-Protect Density Gradient Media stands out to be a formidable Device, revolutionizing the best way we isolate cells, organelles, and particles in various applications starting from medical diagnostics to standard analysis.



Density gradient centrifugation has extended been a cornerstone system in Organic…

გაგრძელება

კანონი ოჯახური ღირებულებებით და საუმცირესობოდ, ხელმომწერების მარში და პრემიერი სომხეთში

გამოაქვეყნა Giorgi_მ.
თარიღი: მარტი 25, 2024.
საათი: 11:32pm 0 კომენტარი

დღეს საქართველოს ეკლესიის ავტოკეფალიის აღდგენის დღეა. ცხადია, ამ საკითხზე ტრადიციული მილოცვები გავრცელდა. თუმცა დღის მთავარ თემად კვლავ პოლიტიკური ამბები ლიდერობდა და საარჩევნო წელს, არჩევნებისთვის მოფიქრებული და რედაქტირებული კანონები. გამორჩეული იყო ოჯახური ღირებულებებით წარმოდგენილი კანონპროექტი ლჯბთ თემის უფლებების შემცირებით, ასევე, საარჩევნო ბარიერები, უმცირესობათა დღესასწაულები და ა.შ. დღის მთავარი…

გაგრძელება

Qwelly World

free counters