Giorgi'ს ბლოგი || "სიახლეები" (421)

მთავრობის გეგმა, საგანგებო მდგომარეობის მოხსნის ეტაპები და აგრო სექტორის კორონიზაცია

      პარასკევია დღესაო, მთავრობამ დადო გეგმაო! მთელი დღის მეინსტრიმი სწორედ ამ გეგმამ დაიკავა და მისმა განხილვამ, წაკითხვამ, ჩაკითხვამ და ა.შ. მოცემულ დროს, კორონას რიცხვები ასეთია - დადასტურებული შემთხვევა - 444, გამოჯანმრთელებული - 132, გარდაცვლილი - 5. მსოფლიოში - დადასტურებული შემთხვევა - 2 802 118, გამოჯანმრთელებული - 776 306, გარდაცვლილი - 195 443.

საქართველოს და მსოფლიოს ამბები / 24 აპრილი, 2020

     …

გაგრძელება

დაამატა Giorgi_მ!
თარიღი/დრო: აპრილი 24, 2020 წელი. 11:00pm — 3 კომენტარი
________________

აგრარული სექტორი და კორონა, პურის ფასი და აქციები, მკურნალობა და ტესტირება

      პარასკევის მოლოდინში, მაშინ როდესაც მთავრობა წარადგენს კრიზისულ გეგმებს, დღეს მაინც აქციები და პროტესტი ისმის - სად წავიღოთ პროდუქცია? ან რა იქნება კრიზისში? ესაა მთავარი კითხვები, პასუხები კი ხვალ იქნებაო ამბობენ. ამ დროისთვის კორონას რიცხვები ასე გამოიყურება - დადასტურებული შემთხვევა - 420, გამოჯანმრთელებული - 111, გარდაცვლილი - 5. მსოფლიოში - დადასტურებული შემთხვევა - 2 698 521, გამოჯანმრთელებული - 739 971, გარდაცვლილი - 188 873. რადგან…

გაგრძელება

დაამატა Giorgi_მ!
თარიღი/დრო: აპრილი 23, 2020 წელი. 11:00pm — 1 კომენტარი
________________

პრეზიდენტის ბრძანების დამტკიცება, აქცია მარნეულში და ახალი ამბები კლინიკებიდან

      და აი ისიც, პარლამენტმა ოფიციალურად დაამტკიცა საგანგებო მდგომარეობის გახანგრძლივება. მთელი დღე ამ საკითხებს მიეძღვნა, მოლოდინს, ანგარიშების მოთხოვნას, ერთმანეთის ყვედრებას, სიამაყესა და კრიტიკას პარლამენტში. საბოლოოდ, პარლამენტმა მაინც დააკანონა პრეზიდენტის მიმართვა. არ ვუღალატოთ ახალ ტრადიციებს. ამ დროისთვის, საქართველოში დადასტურებული შემთხვევა - 416, გამოჯანმრთელებული - 107, გარდაცვლილი - 5. მთელი მსოფლიოს კოვიდ სტატისტიკა - დადასტურებული…

გაგრძელება

დაამატა Giorgi_მ!
თარიღი/დრო: აპრილი 22, 2020 წელი. 10:30pm — 3 კომენტარი
________________

გახანგრძილებული საგანგებო მდგომარება, ლავროვი ქართულ პოლიტიკაში და კორონა-კრიტიკა

      დღეს ყველა ელოდა ავტომობილებით გადაადგილების შეზღუდვის დასასრულს, სწორედ 24:00-ზე უნდა დასრულებული აღნიშნული, მაგრამ კვირის ბოლომდე გაახანგრძლივა მთავრობამ. სწორედ, ეს საგანგებო მდგომარეობა, შეზღუდვები და ეკომონიკა იყო დღის მთავარი ამბავი. ასევე გუშინდელი მკვლელობა და ცხადია, კორონას გამოხმაურებები. ბოლო დროის ტრადიციად ქცეული ინფიცირებულთა რიცხვები ასეთია. დადასტურებული შემთხვევა - 408, გამოჯანმრთელებული - 97, გარდაცვლილი - 4. მთელი მსოფლიოს…

გაგრძელება

დაამატა Giorgi_მ!
თარიღი/დრო: აპრილი 21, 2020 წელი. 10:30pm — 1 კომენტარი
________________

ქრისტეს აღდგომა სადღესასწაულოდ, გამოხმაურებები, ბრმა მკვლელობა და კორონას არითმეტიკა

      ქრისტე აღსდგა! გილოცავთ აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს. მრავალს დაესწარით. გასული უქმეების მთავარი ამბავი სწორედ აღდგომის ღამისთევის ლიტურგია იყო - მათი თვალიც კი ტაძრებისკენ იყო მიმართული, ვისაც აღდგომის ამბავის სულაც არ სჯერად. ტაძრებში მრევლი ცოტა შეიკრიბა, ამიტომ დიდი კრიტიკა არ მოჰყოლია დღესასწაულს. ახლა სასაფლაოების მონიტორინგი მიმდინარებს მთელს საქართველოში. მთავარ ამბებს ვერ ასცდება კორონას რიცხვები: საქართველოში, ამ…

გაგრძელება

დაამატა Giorgi_მ!
თარიღი/დრო: აპრილი 20, 2020 წელი. 10:30pm — 1 კომენტარი
________________

ავტომობილებით გადაადგილების შეზღუდვა, სუს-ის ანგარიში და სააღდგომო თხოვნები #დარჩისახლში

      კორონავირუსის ახალი რიხვები ახალი შეშფოთების და ახალი რეგულაციების მიზეზი გახდა დღეს, ასევე მთავარი ამბავი იყო ინფექციონისტების თხოვნები და საპატრიარქო-მთავრობის ერთბლივი შეთანხმება-გადაწყვეტილებები. დღეს, დიდი ხუთშაბათის, ანუ საიდუმლო სერობის დღე აღინიშნებოდა და წირვა აღევლინა სამების ტაძარში. კორონას რიცხვები კი ასე გამოიყურება - საქართველოში ამ დროისთვის - დადასტურებული შემთხვევა - 348, გამოჯანმრთელებული - 76, გარდაცვლილი - 3. მსოფლიოსთვის…

გაგრძელება

დაამატა Giorgi_მ!
თარიღი/დრო: აპრილი 16, 2020 წელი. 11:00pm — 4 კომენტარი
________________

აღდგომა მრევლით, სასაფლაოები უხალხოდ და დიდი ქალაქების ზღუდეები

      კორონას რიცხვები მსოფლიოდან და საქართველოდან კვლავ დღის მთავარი ამბავია. მოცემულ მომენტში - დადასტურებული შემთხვევა - 306, გამოჯანმრთელებული - 71, გარდაცვლილი - 3. მთელი მსოფლიოსთვის იგივე მაჩვენებლები - 2 006 513 დადასტურებული, 501 758 - გამოჯანმრთელებული, 128 886 გარდაცვლილი. დღეს საქართველოში ყველა საპატრიარქოსა და მთავრობის შეთანხმების გახმიანებას ელოდებოდა. ამ მიმართულებით მთავარი ამბავი ასეთია - 21:00 სთ-ზე მივა მრევლი სააღდგომო…

გაგრძელება

დაამატა Giorgi_მ!
თარიღი/დრო: აპრილი 15, 2020 წელი. 10:30pm — 2 კომენტარი
________________

საგანგებო დეკადა, ჩაკეტილი ქალაქები და ვირუსი ეკლესიაში

      გამკაცრებები ანონსებიდან რეალობად იქცევა - ხვალიდან, 21:00-დან, საქართველოს დიდ ქალაქებში შესვლა ან იქიდან გამოსვლა იკრძალება. მიზეზი - კორონავირუსის შემთხვევათა მომატება. ამ მხრივ სტატისტიკური მონაცემები ასეთია - საქართველოსთვის მოცემულ დროს - 296 დადასტურებული შემთხვევა, 69 გამოჯანმრთელებული, 3 გარდაცვლილი. მსოფლიოსთვის - 1 980 856 დადასტურებული „ქეისი“, 465 899 გამოჯანმრთელებული, 125 018 გარდაცვლილი. სამწუხაროდ, 14 აპრილი, როგორც დედა ენის…

გაგრძელება

დაამატა Giorgi_მ!
თარიღი/დრო: აპრილი 14, 2020 წელი. 10:30pm — 1 კომენტარი
________________

საგანგებო მდგომარეობის ამოწურვის მოახლოება, სააღდგომო ღამისთევა და პანდემიის ძალმომრეობა

      ახალი კვირა დაიწყო ძველი სტატისტიკური მონაცემებით. ამ დროისთვის კორონავირუსით ინფიცირებული მოსახლეობა საქართველოში - დადასტურებული შემთხვევა - 272, გამოჯანმრთელებული - 68, გარდაცვლილი - 3; მსოფლიოში - დადასტურებულია 1909244 შემთხვევა, განიკურნა - 440273, გარდაიცვაა - 118497. კარგი ამბები - სითბო დარჩება 15 აპრილამდე მაინც.

საქართველოს და მსოფლიოს ამბები / 13 აპრილი, 2020

      მკურნალობის ამბები - ბათუმში,…

გაგრძელება

დაამატა Giorgi_მ!
თარიღი/დრო: აპრილი 13, 2020 წელი. 11:06pm — 1 კომენტარი
________________

გათავისუფლების მუხტი, კორონა-კოლონია და მოახლოებული დღესასწაულები

      აპრილის გმირობის დღეს, წლევანდელი აპრილისგან განსხვავებით, მაშინ ყველა ქუჩაში იყო და კომენდატის საათმა და სწორედ დღევანდელმა დღემ უბიძგა ხალხს სახლში შეკეტილიყო. დღეს 9 აპრილია - 31 წელი შესრულდა იმ დღიდან. ქვეყანაში კი მთავარი ამბავი პანდემიასთან ბრძოლაა და ამ დროისთვის საქართველოში დადასტურებული შემთხვევათა რაოდენობა - 218, მათგან გამოჯანმრთელებული - 51, გარდაცვლილი კი - 3. მთელს მსოფლიოში აღირიცხა - 1 577445, გამოჯანმრთელდა 348129 და…

გაგრძელება

დაამატა Giorgi_მ!
თარიღი/დრო: აპრილი 9, 2020 წელი. 11:00pm — 2 კომენტარი
________________

სახლის პრობლემები, სურსათი, ჩაკეტილი ვანი და სხვა კოვიდ-ამბები

      წვიმიანი და ცივი ამინდების მიყოლებით მიეწყო აპრილი დღეები, არ ჩანს გამოდარება და არც ჩანს კორონას შეთხელების სტატისტიკაც. საქართველოს რიცხვები - დადასტურებული - 211, გამოჯანმრთელებული - 50, გარდაცვლილი - 3; მთელი მსოფლიოს სტატისტიკა - აღრიცხული - 1495574, გამოჯანმრთელებული - 319101, გარდაცვლილი - 319101. დღის კიდევ ერთი ცუდი ამბავი იყო მშენებლობის-რეაბილიტაციის დროს დაშავებული მუშები. ამასობაში დოლარი მეტნაკლებად მყარად დგას - 3.1794 ლარი…

გაგრძელება

დაამატა Giorgi_მ!
თარიღი/დრო: აპრილი 8, 2020 წელი. 11:00pm — 3 კომენტარი
________________

ხარების დღესასწაულზე კორონას ამბები

      დღეს, მართლმადიდებლურმა ეკლესიამ, საქართველოში, ხარების დღესასწაული იზეიმა (იხ. ხარების დღის შესახებ). ზეიმის პარალელურად კი კორონა ამბები კვლავ მეინსტრიმულია. რიცხვები საქართველოდან: დადასტურებული - 196, გამოჯანმრთელებული - 46, გარდაცვლილი- 3. ანალოგიური მონაცემები მთელი…

გაგრძელება

დაამატა Giorgi_მ!
თარიღი/დრო: აპრილი 7, 2020 წელი. 10:30pm — 3 კომენტარი
________________

სახლიდან ლოცვა, კორონა და განათლება, ინსტრუქციები და ავტობუსები

      კორონავირუსის რიცხვები საქართველოსა და მსოფლიოსთვიტს. ამ დროისთვის, საქართველოში აღრირცხული კორონავირუსიანების საერთო რაოდენობაა - 188, აქედან 39 გამოჯანმრთელდა, 2 კი გარდაიცვალა. იგივე სტატისტიკა მთელი მსოფლიოსთვის - 1323641 ინფიცირებული, აქედან ~277 გამოჯანმრთელებული და ~ 74k გარდაცვლილი. მკურნალობის რეჟიმში რჩება ~ 973K მსოფლიო მოქალაქე. სინოპტიკოსები ცუდ ამინდს გვპირდებიან, ხოლო ვალუტის ჯიხურები 1 დოლარს, 3.1740 ლარად…

გაგრძელება

დაამატა Giorgi_მ!
თარიღი/დრო: აპრილი 6, 2020 წელი. 10:00pm — არ არის კომენტარები
_______________

ეკონომიკის ფრონტი კორონას ერაში, გადადებული აღდგომა და რეკომენდაციები საქართველოში, ახალი ინფიცირებები

      დავიწყოთ ტრადიციულად სტატიტიკური მონაცემებით, რომლებიც კორონა ვირუსთან დაკავშირებით ამ დროისთვის გვაქვს საქართველოსა და მსოფლიოში - 155 დადასტურებული, აღრიცხული შემთხვევა და აქედან 27 განკურნებული. საღამოს შფოთის მიზეზი იყო, სამედიცინო დახმარების ექიმის დავირუსება. კორონას გამოძახილი მსოფლიოში - 1 080 376, აქედან ~ 228K გამოჯანმრთელებული, ~58K გარდაცვლილი და ~795K აქტიური პაციენტი. ამ ღამით ძლიერ წვიმას…

გაგრძელება

დაამატა Giorgi_მ!
თარიღი/დრო: აპრილი 3, 2020 წელი. 10:30pm — 1 კომენტარი
________________

კოვიდ 19-ის მილიონიანი პოპულაცია

      აპრილი კორონას თვე იქნება, უნდა ვიბრძოლოთ რომ მაისიც არ იყოს - ასეთია WHO-ს და საქართველოს მთავრობის მიდგომაც. მსოფლიო სტატისტიკა ~ 1M-ზე მეტი ინფირიცრებული, ~ 52K-მდე გარდაცვლილი, ~ 211K-მდე განკურნებული. ამჟამად აქტიური ~ 742K. საქართველოში - 134 შემთხვევა და 26 განკურნებული.

საქართველოს და მსოფლიოს ამბები / 2 აპრილი, 2020

      კორონავირუსის ქართული ამბები - მარინა ეზუგბაიას განცხადებით, მათ კლინიკაში…

გაგრძელება

დაამატა Giorgi_მ!
თარიღი/დრო: აპრილი 2, 2020 წელი. 11:30pm — არ არის კომენტარები
_______________

კორონას რიცხვები, 2 მლრდ ბიუჯეტიდან და მლოცველი მრევლი ეზოში

      აპრილი დადგაო და წვიმა-ქარი გაძლიერდაო - 3 აპრილამდე ასეა ნათქვამი წინაპართაგან. რაც შეეხება კორონას რიცხვებს ამ დროისთვის - დავიწყოთ საქართველოდან - 117 აღრიცხული შემთხვევა, აქედან 23 განკურნებული. მსოფლიოში - 918,126 და 193, 350 განკურნებული. ყველაზე მეტი, აქტიური პაციენტის ათეული: ამერიკა ~ 192k; იტალია ~ 81k; ესპანეთი ~ 70k; გერმანია ~ 57k; საფრანგეთი ~ 42k; ირანი ~ 29k; დიდი ბრიტანეთი ~ 27k; თურქეთი ~ 15k; შვეიცარია ~ 14k და ნიდერლანდები…

გაგრძელება

დაამატა Giorgi_მ!
თარიღი/დრო: აპრილი 1, 2020 წელი. 11:00pm — არ არის კომენტარები
_______________

კომენდანტის საათამდე გამკაცრებული აკრძალვები, საეკლესიო ამბები და მსოფლიო ვირუსომი

      კორონანიუსი არის დღის, კვირის, თვის და ისე მიდის საქმე, წლი მთავარი ამბავი. სიახლე რიცხვებში - 100 ინფიცირებული და აქედან 20 გამოჯანმრთელებული, მთელი მსოფლიოს მასშტაბით, ინფიცირებულთა რიცხვმა 770 K-ს გადააჭარბა, აქტიური შემთხვევები 570 K-ზე მეტი. დღეს ჩვენს ქვეყანასი თითქმის კომენდანტის საათი გამოცხადდა და რიგი შეზღუდვები დაწესდა და აკრძალვები გამკაცრდა.

საქართველოს და მსოფლიოს ამბები / 30 მარტი, 2020

     …

გაგრძელება

დაამატა Giorgi_მ!
თარიღი/დრო: მარტი 30, 2020 წელი. 11:00pm — 2 კომენტარი
________________

კორონას რიცხვები, მსოფლიო ვირუსული ომიანობა და ერთობლივი ლოცვა

      კორონას ამბები, საერთო ლოცვა და დოლარის მაღალი ნიშნული - 3.2896. ნატოს მდივნის პოზიტიური შეფასებები ჩვენი ბრძოლის მეთოდებისა და კერძო ტესტები ან პირბადეები. კარგი ამბავიც არის - ორ კვირაში, საქართველოში ჰაერის დაბინძურების მაჩვენებელი შემცირებულია.

საქართველოს და მსოფლიოს ამბები / 27 მარტი, 2020

      შიდა კორონა - ამ დროის მონაცემებით: საქართველოში, კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევა - 83 და მათ შორის…

გაგრძელება

დაამატა Giorgi_მ!
თარიღი/დრო: მარტი 27, 2020 წელი. 11:30pm — არ არის კომენტარები
_______________

კორონას ამბები და ბრძოლის მეთოდები

      დღეს საქართველოსთვის უმნიშვნელოვანესი დღეა, თუმცა მილოცვებიც კი გადაავიწყდა ქვეყანას - საქართველოს სამოციქულო მართლმადიდებელი ეკლესია დღეს ავტოკეფალიის აღდგენის დღეა. გამორჩეული სიახლე არ გვქონია - ისევ კრონა, ახალი ინფიცირება, გარდაცვლილები და საპატრიარქოს მომდევნო განცხადება დისტანციაზე, წირვა-ლოცვაზე სიარულსა და ზიარებაზე.

საქართველოს და მსოფლიოს ამბები / 25 მარტი, 2020

      ინფიცირება - საქართველოში…

გაგრძელება

დაამატა Giorgi_მ!
თარიღი/დრო: მარტი 25, 2020 წელი. 11:00pm — 3 კომენტარი
________________

სწრაფი ტესტები და ახალი შემთხვევები, გაფრენილი დოლარი

      დღის მთავარი ამბები ჩვეულად კორონას გარშემო ვითარდება - საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევათა რაოდენობა ამ დროისთვის 70 ადამიანია. აქედან 9 პაციენტი გამოჯანმრთელდა. სავალალოდ აქვს საქმე ქართულ ლარს ან დოლარს აქვს ძალიან წარმატებულად - 1 დოლარის ოფიციალური 3.4494 ლარია.

საქართველოს და მსოფლიოს ამბები / 24 მარტი, 2020

      შინაური კორონა - ჩინეთის ელჩი - კორონავირუსის დაფიქსირებისთანავე,…

გაგრძელება

დაამატა Giorgi_მ!
თარიღი/დრო: მარტი 24, 2020 წელი. 11:00pm — არ არის კომენტარები
_______________

ღონისძიებები

ბლოგ პოსტები

საერთო კანდიდატის გამონახვა და ცვლილებების დამტკიცების პრობლემა

გამოაქვეყნა Giorgi_მ.
თარიღი: ივნისი 3, 2020.
საათი: 11:11pm 1 კომენტარი

      ივნისის სითბო ქარმა და წვიმა-გრიგალმა გადაფარა, მაგრამ ხვალ ისევ გამოიდარებს. პოლიტიკური ასპარეზი და ნიუსები სრულად ეთმობა არჩევნებისთვის სამზადისს და კანონპროექტის დამტკიცებას. ოპოზიციას კანდიდატის პრობლემები აქვს, მთავრობას კანონპროექტის მიღების, რურუას თორაძეების საქმის და ჯანდაცვის მინისტრის დროის გამონახვის.

საქართველოს და მსოფლიოს ამბები / 3 ივნისი, 2020

      კოვიდ-ამბები - მარინა ეზუგბაია - ინფექციურ…

გაგრძელება

ტყის კოდექსის დამტკიცება, რურუა კონსტიტუციის მეტერი, კორონას ახალი კლასტერები

გამოაქვეყნა Giorgi_მ.
თარიღი: ივნისი 1, 2020.
საათი: 11:00pm 0 კომენტარი

      ყველაზე თბილი სეზონი ქრისტიანული ზეიმით და ბავშვთა დღით დაიწყო და ალბათ ყველაზე ლოგიკური გადასვლაა ზაფხულის სეზონზე. ცხადია დღი მთავარი ამბები ასეთი ხალისიანი და ბედნიერი არ ყოფილა. დავიწყოთ საამინდო ამბებით - ივნისის პირველი ხუთეული წვიმიანი, თუმცა ცხელ-თბილი იქნებაო. ჩვენთან კორონას ახალი კლასტერები ვლინდება, მაგრამ აკრძალვები მაინც მცირდება - მეტიც, რესტორნები ამუშავდნენ. ტყის კოდექსიც დაამტკიცეს და რურუას პატიმრობა წყვეტს ახლა…

გაგრძელება

დაბარებული პრემიერის ვრცელი გამოსვლა, ლუგარის რუსული რევიზია და გამოხმაურებები

გამოაქვეყნა Giorgi_მ.
თარიღი: მაისი 28, 2020.
საათი: 11:00pm 2 კომენტარი

      გილოცავთ ამაღლების დღესასწაულს! დამოუკიდებლობის დღე გადაგორდა თუ არა, კვირის მთავარ ამბად იქცა პრემიერ მინისტრის საპარლამენტო სტუმრობა. ბოლო ორი დღეა ყველა სიახლე ამ სტუმრობის გარშემო იტრიალებდა, რომ არა ჩრდილო მეზობელი და მეორე მთავარი თემა - ლუგარის ლაბორატორიის რუსეთული ჩაკირკიტება. კოვიდ სტატისტიკა - საქართველოში: 738 შემთხვევა, გამოჯანმრთელებული - 573, გარდაცვლილი - 12. მსოფლიოში: დადასტურებული შემთხვევა - 5 929 312, გამოჯანმრთელებული -…

გაგრძელება

დამოუკიდებლობიდან 102-ე წელი!

გამოაქვეყნა Giorgi_მ.
თარიღი: მაისი 26, 2020.
საათი: 10:53pm 2 კომენტარი

      წვიმები წვიმებს მისდევენ მიდიან, მაგრამ ამ სიმღერის გაგრძელება არ გამოვა, რადგან დღეიდან, დაპირებისამებრ გამოიდარა. ახლა მთავარი ამბავი - კორონა უკან დაიხიე! საქართველო დამოუკიდებელია! გილოცავთ დამოუკიდებლობის დღეს! თვის ბოლომდე კოვიდ სტატისტიკა - საქართველოში: 732 შემთხვევა, გამოჯანმრთელებული - 537, გარდაცვლილი - 12. მსოფლიოში: დადასტურებული შემთხვევა - 5 643 071, გამოჯანმრთელებული - 2 408 433, გარდაცვლილი - 349 940, სამკურნალო - 2 990…

გაგრძელება

Qwelly World

free counters