Qwelly ბლოგი! - რესტლესი (27)

ადამიანები (?)

ჩვენ,

ვცხოვრობთ ადამიანებს შორის,

რომლებიც ოცნებებს

არაფრად ჩაგითვლიან,

სიცილს დააყრიან

და შემდეგ,

ცეცხლშიც შეგიყრიან...

"გულუბყრვილოდ" შემოგცინებენ,

ზურგიდან ტალახს გესვრიან,

გადაგივლიან,

გასვრილ ხელებს შეგაწმენდენ,

გაგყიდიან,

ან გიყიდიან,

სულერთია...

პიროვნულობას გაგხდიან,

მონობას შემოგაცმევენ,

სულს ამოგართმევენ,

კუბოსთან გულიანად გაიცინებენ,

და…

გაგრძელება

დაამატა Restless_მ!
თარიღი/დრო: ივნისი 12, 2014 წელი. 11:30am — 4 კომენტარი
________________

მანძილი არყოფნამდე

ჩვეულებრიობისგან დაღლილი მოვდიოდი

სახლისკენ. სადარბაზოში შემოსულს,

ჰამლეტი გამახსენდა

და კიბეებზე

"ყოფნა-არყოფნა" გავითვალე...

დავიწყე "ყოფნით",

და ჩემი კარის წინ,

კიბის…

გაგრძელება

დაამატა Restless_მ!
თარიღი/დრო: ივნისი 9, 2014 წელი. 3:00pm — არ არის კომენტარები
_______________

თეთრი ღამე

როცა გულის ხმაური არ გაძინებს,

როცა თითებს შორის ნაპრალებში

მთვარის შუქიც ვეღარ აღწევს..

როცა ოთახი მონატრებით ვეღარ სუნთქავს..

როცა სისხლში გარეული ფიქრები

ვენიდან ვენაში ინაცვლებენ..

მოგონებები პულსში ფეთქავენ და

ისევ ხედავ გადამფრენ ფრინველებს,

მიუხედავად იმისა, რომ ღამეა..

მიფრინავენ სადღაც..

-მდე -ს გარეშე...

აკვირდები ფარდას და იცი,

რომ ქუჩაში გამვლელმა

შეიძლება შენი სილუეტი მაინც…

გაგრძელება

დაამატა Restless_მ!
თარიღი/დრო: ივნისი 2, 2014 წელი. 7:30pm — არ არის კომენტარები
_______________

სადღაცისკენ

დგება ხოლმე დღეები,

როცა ნულდები...

არც პლიუსი გიწერია,

არც მინუსი...

მოხაზული ცარიელი სივრცე ხარ,

არც კენტი,

არც ლუწი...

დაღლილობისგან ნეკნები გტკივა,

ცხოვრების ნაპასებით

ფილტვებში დაგროვილი მოგონებები,

გაცრეცილი სუნთქვა,

რომელსაც ლანდი გასდის...

დაწყვეტილი ნერვების გროვა,

არსებობასა და

არარსებობას შორის გაჩხერილი ყოფა...

მომსკდარი…

გაგრძელება

დაამატა Restless_მ!
თარიღი/დრო: მაისი 24, 2014 წელი. 3:00pm — არ არის კომენტარები
_______________

სახლი ტბის პირას

არ მიყვარს:

თაროებზე შემოწყობილი

ხელუხლებელი წიგნებითა და

ანტიკვარული, თუ ახალი,

ბრენდული სერვიზებით სავსე სახლები,

სულის დამატებითი განზომილებებისგან დაცლილი...

შიგნით,

ტანზე შემოცმული ფაფუკი ხალათით,

ფეხებზე წამოცმული ბაჩუჩებითა და

შიშველი სიამაყით რომ დაბაჩუნობენ...

ჩემს ზე-ცის-ფერ ოცნებას

დიდი ხანია დაეპატრონა

სახლი ტბის პირას,

პატარა…

გაგრძელება

დაამატა Restless_მ!
თარიღი/დრო: მაისი 23, 2014 წელი. 9:00pm — არ არის კომენტარები
_______________

შორს

მე გავიქცევი...

დავტოვებ ჩემს უსულო სახლს

ჩემებურად მოუწესრიგებელი წესრიგით,

იატაკზე მიმობნეულ პურის ნამცეცებს,

და ჩიტებისთვის ღია ფანჯარას...

კიბეზე დავეშვები

მოგონებებით სავსე ზურგჩანთით,

restless-ობის აღმატებული შეგრძნებით,

სიცივისგან დასერილი სხეულით...

მაინც მივაღწევ,

ბევრჯერ ნახსენებ,

სიშორისკენ მიმავალ ძველ მატარებელს,

დაგლეჯილი ერთფეროვნებითა და

სულში გადაშლილი…

გაგრძელება

დაამატა Restless_მ!
თარიღი/დრო: მაისი 23, 2014 წელი. 9:00pm — არ არის კომენტარები
_______________

გიყურებდე ბავშვურად მძინარს

ჩემს ოთახში

ისევ არ ანთია შუქი...

ფარდები სრულად ფარავს ფანჯრებს...

საათი ჩამოვხსენი...

აღარ ისმის დროის მექანიკური ხმაური...

შეციებული ვწევარ საწოლზე...

ვუსმენ მხოლოდ წვიმის,

სიჩუმისა და

გულისცემის აკომპანიმენტს...

ახლა,

ყველაზე მეტად მინდა,

გიყურებდე ბავშვურად მძინარს...…

გაგრძელება

დაამატა Restless_მ!
თარიღი/დრო: მაისი 22, 2014 წელი. 11:30am — 1 კომენტარი
________________

ყოველთვიური არქივი

2024

2023

2022

2021

2020

2019

2018

2017

2016

2015

2014

2013

2012

1999

ღონისძიებები

ბლოგ პოსტები

he game's narrative weaves

გამოაქვეყნა taoaxue_მ.
თარიღი: აპრილი 19, 2024.
საათი: 6:00am 0 კომენტარი

A Seamless Living World: Throne and Liberty boasts a seamless and dynamic world, where environments and even dungeons adapt and change based on weather conditions and surrounding surroundings. This dynamic environment adds a layer of immersion and unpredictability to exploration and gameplay, constantly keeping players on their toes.

Immersive Narrative: The game's narrative weaves an intricate tapestry connecting the past, present, and future. While details remain scarce, this unique…

გაგრძელება

Important Notes

გამოაქვეყნა taoaxue_მ.
თარიღი: აპრილი 18, 2024.
საათი: 6:30am 0 კომენტარი

Spotting Extraction Points: Extraction points are marked by Blue Headstones that emerge from the ground. Listen for the telltale sound of rumbling rocks, signaling the  proximity of an extraction point.

Activating the Portal: Approach the Blue Headstone and interact with it by pressing the "F" key on your keyboard. This will open a blue portal, your ticket to safety.

Entering the Portal: Once the portal is active, step into it to initiate the extraction process. Keep an eye out…

გაგრძელება

A Deep Dive into purchase Night Crows Diamonds

გამოაქვეყნა millan Myra_მ.
თარიღი: აპრილი 13, 2024.
საათი: 10:00am 0 კომენტარი

In the realm of gaming, the allure of microtransactions often beckons players of  promises of rare loot, powerful weapons, and legendary mounts. But are these investments truly worth the cost? Today, we embark on a journey into the world of Night Crows, a popular online game, to unravel the mysteries behind its microtransaction system.

Meet Nathan Pay, a seasoned gamer and host of the Blan Crypto channel. With a passion for exploring the depths of virtual economies, Nathan dives…

გაგრძელება

purchase an instrument

გამოაქვეყნა millan Myra_მ.
თარიღი: აპრილი 10, 2024.
საათი: 11:00am 0 კომენტარი

In the blink of an eye, the procedure changed into the following: mine ores make smelt of ore to forge bronze daggers chicken execution, then sell the rest to the greedy clerk at the shop, and use the cash to buy tools. And on and so forth it goes on. As of now I've consumed all the energy drinks available I have available . I've never had to fight this intensely in my entire life to get rid of chickens. I took another bottle of red bull, knowing it…

გაგრძელება

Qwelly World

free counters