Qwelly ბლოგი! - ოქრო (12)

შემთხვევითობას ეძინა

ოქროს მაძიებლის ნაკვალევზე (გაგრძელება)

      უცბად დაიჭექა, მაგრამ რა დაიჭექა! ჭექა-ქუხილის ღმერთი იყო, აბა სხვა ვინ იქნებოდა...

      - შემთხვევითობას ეძინა! ეძინა საღათას ძილით... მხოლოდ ჩემმა სიტყვამ გამოაფხიზლა, ჩემს შემდეგ ალაპარაკდა, სხვანაირად ხმასაც ვერ ამოიღებდა...

      მგონი, საკუთარ თავსაც გადააჭარბა, ისეთი ხმაური ატეხა…

გაგრძელება

დაამატა nunu qadagidze_მ!
თარიღი/დრო: აპრილი 24, 2019 წელი. 3:00pm — არ არის კომენტარები
_______________

მინავლებული ათინათი

ოქროს მაძიებლის ნაკვალევზე (გაგრძელება)

      მიინავლა ალისფერი ათინათი, მზესავით გაბრწყინდა რომელიღაც უცხო ვარსკვლავი, ოღონდ ლურჯი ფერის მზესავით. სირიუსი გამახსენდა, მიწიერი ცის მშვენება... ლურჯი შუქის ნამდვილი ნიაღვრები გადმოაფრქვია. ცხადია, ოქროს ნიღაბსაც მისწვდა. ხომ წარმოგიდგენიათ, რა სანახავი უნდა ყოფილიყო ოქროს ნიღაბი; ერთგვარი მომწვანო ფერი…

გაგრძელება

დაამატა nunu qadagidze_მ!
თარიღი/დრო: აპრილი 20, 2019 წელი. 1:00pm — არ არის კომენტარები
_______________

ლაპარაკობდა, როგორც გველეშაპი

ოქროს მაძიებლის ნაკვალევზე (გაგრძელება)

      იცით, ვინ წარმოთქვა ეს სიტყვები? ცეცხლოვანმა გველეშაპმა. არ გეხუმრებით, ნამდვილად ასე იყო, ვარსკვლავების მანათობელმა გირლიანდებმა გველეშაპი გამოსახეს იმ უფართოეს სივრცეში, რომელშიც იმჟამად ვიმყოფებოდით (მართლაც საზღვარი არ აქვს აქაური წალკოტის სასწაულებს). პირდაპირ სასაცილო იყო, მეტი რომ არ ვთქვათ, ცეცხლოვან…

გაგრძელება

დაამატა nunu qadagidze_მ!
თარიღი/დრო: აპრილი 17, 2019 წელი. 1:30pm — არ არის კომენტარები
_______________

მკითხველის ყურადღება

ოქროს მაძიებლის ნაკვალევზე (გაგრძელება)

      ცოტა ხნით ყურადღებას ვითხოვ მკითხველისაგან. ისეთი რამ უნდა გიამბოთ, ჭექა - ქუხილის ღმერთმა მოგვიანებით რომ გაგვიმხილა. იმ დროისთვის უკვე აღარ ვიყავით აუზის ძერწილ ნაპირებზე ჩამორიგებულნი, ვლაღობდით და ვმხიარულობდით სამოთხისდარ ბაღნარში. ჭექა - ქუხილის ღმერთს აბა რაღა დააოკებდა? ხომ ცნობილია მისი თავმომწონეობის…

გაგრძელება

დაამატა nunu qadagidze_მ!
თარიღი/დრო: აპრილი 10, 2019 წელი. 2:00pm — არ არის კომენტარები
_______________

გადმოღვრილი თასი

ოქროს მაძიებლის ნაკვალევზე (გაგრძელება)

    წავიდა პირველი და გადმოღვარა მიწაზე თავისი თასი, და გაუჩნდათ სასტიკი და საზარელი ჭრილობები ადამიანებს, რომელთაც მხეცის ნიშანი ჰქონდათ და მის ხატებას სცემდნენ თაყვანს.

   - რას იტყვი ამაზე? - ჰკითხა ორსახა ნიღაბმა ჭექა-ქუხილის ღმერთს. ამ ორთა შორის დიალოგის სახე მიიღო შემდგომმა საუბრებმა, როგორც უკვე ვთქვი.

   - ვიტყვი, რომ მართლაც…

გაგრძელება

დაამატა nunu qadagidze_მ!
თარიღი/დრო: აპრილი 3, 2019 წელი. 3:00pm — არ არის კომენტარები
_______________

გამაწბილებელი ნიღაბი

ოქროს მაძიებლის ნაკვალევზე (გაგრძელება)

      გამაწბილა ოქროს ნიღაბმა, თანაც როგორ... ერთი სიტყვა რაა, ერთი სიტყვითაც არ უხსენებია ოქრო, არა და არა. ამაოდ გამოვბასრე ყურები, იქნებ რამე წამოცდეს თავისი საიდუმლოების შესახებ-მეთქი. ლაპარაკით საკმაოდ საინტერესოდ ილაპარაკა, სხვა ნიღბებს არაფერში ჩამორჩენია... რა კარგად გამოიხმო კვაზარი ჩვენი ყოფიერების უშორესი…

გაგრძელება

დაამატა nunu qadagidze_მ!
თარიღი/დრო: მარტი 30, 2019 წელი. 1:30pm — არ არის კომენტარები
_______________

მზის ნიღაბი

ოქროს მაძიებლის ნაკვალევზე (გაგრძელება)

      უწინარეს ყოვლისა, მზის ნიღაბს შევეხმიანები (ასე დაიწყო ოქროს ნიღაბმა თავისი სიტყვა), ჩემთვის მეტად მახლობელია მისი მიგნება, რომ მხეცს ერთი თავი აქვს, ოღონდ შვიდმაგი წიაღით. ასედაც უნდა იყოს, ზღვიდან ამომავალი მხეცი სხვა სახით ვეღარც წარმომიდგენია. მე იგი მეშვიდე პერიოდის მძიმე მეტალს მაგონებს, რომელმაც…

გაგრძელება

დაამატა nunu qadagidze_მ!
თარიღი/დრო: მარტი 23, 2019 წელი. 2:00pm — არ არის კომენტარები
_______________

ვარსკვლავებამდე ამაღლებულები

ოქროს მაძიებლის ნაკვალევზე (გაგრძელება)

      თითქოს უცნაურია, არა? ვარსკვლავებამდე ავმაღლდი თქვენთან ერთად, ზღვიდან ამომავალ მხეცს კი სწორედ აქედან ვუსმენ ყველაზე უკეთ. მან მე ხმა მომაწვდინა, ძლევამოსილია ეს ხმა და არა მარტო... ძალიან დახვეწილიცაა ამავე დროს. სხვანაირად არც შეიძლებოდა ყოფილიყო, ის ხომ ლაპარაკობს.

      „მიეცა მას პირი, რათა…

გაგრძელება

დაამატა nunu qadagidze_მ!
თარიღი/დრო: მარტი 21, 2019 წელი. 3:30pm — არ არის კომენტარები
_______________

ჭექა-ქუხილის ღმერთი

ოქროს მაძიებლის ნაკვალევზე (გაგრძელება)

      უცბად ჭექა-ქუხილის ღმერთის როხროხი ისევ გაისმა, ნახევრად მთვლემარე ფიქრები დამიფრთხო:

      - იქნებ მეზღვაურთა რიგებში აღმოვაჩინოთ ზღვიდან ამომავალი მხეცი!

      - ჰო, ჰო! აჯობებს, ასედაც ვცადოთ, - აჟივჟივდნენ ნიღბები.

      თავი გავიქნიე, თითქოს აბეზარ ბუზს ვიშორებდი. არაფრის გაგონება არ…

გაგრძელება

დაამატა nunu qadagidze_მ!
თარიღი/დრო: მარტი 11, 2019 წელი. 9:00pm — არ არის კომენტარები
_______________

ოქროს მაძიებლის ნაკვალევზე

      ვინც ამ გზაზე ჩემამდე იარა, ჩემსავით იხსენებდა და აღწერდა ყველაფერს. ჩვენი პირველი ნაბიჯები ამ წალკოტში ზუსტად ერთნაირი თუ არ იყო, ძალიან კი ჰგავდნენ ერთმანეთს, ოღონდ... გარკვეული დროით. განსხვავებამ ცოტა მოგვიანებით იჩინა თავი, უფრო სწორად, განსხვავებათა მთელმა კრიალოსანმა.

      კინაღამ გადავიჩეხე ღრმა ორმოში, აი ეს გახლდათ ხსენებული კრიალოსანის პირველი მარცვალი. ჩემს წინამორბედს, ნამდვილად ვიცი, მსგავსი არაფერი შემთხვევია. ბეწვზე…

გაგრძელება

დაამატა nunu qadagidze_მ!
თარიღი/დრო: მარტი 5, 2019 წელი. 1:30pm — არ არის კომენტარები
_______________

ოქროს აღმომჩენი

      პირველი ადამიანი, ვინც ოქრო აღმოაჩინა, სულით და ხორცით ნამდვილი პოეტი იყო. მხოლოდ ლექსებს არ წერდა იმ უბრალო მიზეზის გამო, რომ წერა-კითხვა არ იცოდა. ხატვით კი ხატავდა ხანდახან, როცა ხასიათზე იყო და კუჭიც მაძღარი ჰქონდა. პირველყოფილი ადამიანების გამოქვაბულების კედლებზე დღემდე შემონახულ ნახატებში უეჭველად მისი ხელიც ურევია.

      ყველაზე მეტად კი ამომავალი მზის ყურება უყვარდა.

      როგორც დღეს არ…

გაგრძელება

დაამატა nunu qadagidze_მ!
თარიღი/დრო: აგვისტო 10, 2018 წელი. 1:30pm — არ არის კომენტარები
_______________

ყვითელი ეშმაკი

      თითქოს წარმოუდგენელია, მაგრამ ნაღდად ასეა; იმ ქალაქში ოქროს არაფრად აგდებდნენ, არ იცოდნენ მისი ფასი, არც მისი სილამაზე სწამდათ. არადა, ბედის ირონიაც ამას ჰქვია, ოქროთი უაღრესად მდიდარი იყო იქაურობა, მდინარეს ოქროს ქვიშა ჩამოჰქონდა, მახლობელ ტყეში თვითნაბადი ოქრო პირდაპირ ღია ცის ქვეშ ეყარა.

      და აი, ერთ მშვენიერ დღეს, ერთ უბრალო ხელოსანს, უფრო ზუსტად მჭედელს, აზრად მოუვიდა ოქროსგან გაეკეთებინა…

გაგრძელება

დაამატა nunu qadagidze_მ!
თარიღი/დრო: ივნისი 16, 2018 წელი. 1:00pm — არ არის კომენტარები
_______________

ყოველთვიური არქივი

2024

2023

2022

2021

2020

2019

2018

2017

2016

2015

2014

2013

2012

1999

ღონისძიებები

ბლოგ პოსტები

Important Notes

გამოაქვეყნა taoaxue_მ.
თარიღი: აპრილი 18, 2024.
საათი: 6:30am 0 კომენტარი

Spotting Extraction Points: Extraction points are marked by Blue Headstones that emerge from the ground. Listen for the telltale sound of rumbling rocks, signaling the  proximity of an extraction point.

Activating the Portal: Approach the Blue Headstone and interact with it by pressing the "F" key on your keyboard. This will open a blue portal, your ticket to safety.

Entering the Portal: Once the portal is active, step into it to initiate the extraction process. Keep an eye out…

გაგრძელება

A Deep Dive into purchase Night Crows Diamonds

გამოაქვეყნა millan Myra_მ.
თარიღი: აპრილი 13, 2024.
საათი: 10:00am 0 კომენტარი

In the realm of gaming, the allure of microtransactions often beckons players of  promises of rare loot, powerful weapons, and legendary mounts. But are these investments truly worth the cost? Today, we embark on a journey into the world of Night Crows, a popular online game, to unravel the mysteries behind its microtransaction system.

Meet Nathan Pay, a seasoned gamer and host of the Blan Crypto channel. With a passion for exploring the depths of virtual economies, Nathan dives…

გაგრძელება

purchase an instrument

გამოაქვეყნა millan Myra_მ.
თარიღი: აპრილი 10, 2024.
საათი: 11:00am 0 კომენტარი

In the blink of an eye, the procedure changed into the following: mine ores make smelt of ore to forge bronze daggers chicken execution, then sell the rest to the greedy clerk at the shop, and use the cash to buy tools. And on and so forth it goes on. As of now I've consumed all the energy drinks available I have available . I've never had to fight this intensely in my entire life to get rid of chickens. I took another bottle of red bull, knowing it…

გაგრძელება

დაძაბული ბიურო, მოლოტოველის სასამართლო და აქციების დასაწყისიც

გამოაქვეყნა Giorgi_მ.
თარიღი: აპრილი 8, 2024.
საათი: 11:30pm 0 კომენტარი

აპრილის შხაპუნა და ცოტა მომაბეზრებელი წვიმების ფონზე, აქტიური პოლიტიკური დღის წესრიგი გვაქვს. პრინციპში ამის მოლოდინი ისედაც იყო და წინაპირობაც, რადგან დღეს „გამჭვირვალობა“ პარლამენტის ბიუროს სხდომაზე გავიდა განსახილველად, ხოლო პარლამენტის წინ აქციები გაჩაღდა. დღეს 1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.6777 ლარია.

საქართველოს და მსოფლიოს ამბები | 8…

გაგრძელება

Qwelly World

free counters