Qwelly ბლოგი! - ნიუსები (948)

მმართველი გუნდის გუნდურობა მოსამართლეების საქმეზე, გირაოთი მოჩხუბარი პრეზიდენტი, ნობელიანტი თბილისში და ვენესუელას არეულობა

      იანვარი ნელ-ნელა მიწურისკენ მიემართება და სხვა ამბებს შორის, გამორჩეული კვლავ მოსამართლეობის ამბავი იყო. ეს გახდა სწორედ ქართული ოცნების, მმართველი გუნდის შეკრების მიზეზი და დღის მეორე მთავარ თემად სწორედ უმრავლესობის შეკრება დასახელდა, იყო ასევე მოჩხუბარი პრეზიდენტის გირაოს ამბავიც და მსჯავრდებული დედა.

საქართველოს და მსოფლიოს ამბები / 24 იანვარი, 2019/

      მოსამართლეობის ამბავი - სერგო მეთოფიშვილი…

გაგრძელება

დაამატა Giorgi_მ!
თარიღი/დრო: იანვარი 24, 2019 წელი. 11:00pm — არ არის კომენტარები
_______________

ქართველების ევროპული ტრიბუნა, ფედერაციის მოჩხუბარი პრეზიდენტი და დედაქალაქური ამბები

      ბოლო დროს ცუდ ამბებს კიდევ უფრო ცუდი ამბები მოჰყვება ხოლმე. აფეთქებას 4 წლის ბავშვის გარდაცვალება მოჰყვა, დღეს ასევე 4 წლის ბავშვმა სადეზინფექციო საშუალება დალიაო, ამბობდნენ. სხვა ამბები, დღევანდელ დღეს, ოთხოზორია-ტატუნაშვილის სიას უკავშირდებოდა, ასევე ჭიდაობის ამბებს, პრემიერისა და პრეზიდენტის შეხვედრებს და სხვა.

საქართველოს და მსოფლიოს ამბები / 23 იანვარი, 2019/

      ოთხოზორია-ტატუნაშვილის სია - „ევროპული…

გაგრძელება

დაამატა Giorgi_მ!
თარიღი/დრო: იანვარი 23, 2019 წელი. 10:30pm — არ არის კომენტარები
_______________

პრეზიდენტი ევროპაში, სასამართლო სისტემის ჩამოუყალიბებლობა, მოჭიდავეების გარჩევები და მოზარდის გარდაცვალება

      დღის მთავარი ამბავი დაიწყო პრეზიდენტის ევროპაში მოგზაურობით. სხვა მთავარ ამბებს შორის იყო სასამართლოს ნიუსები, მოჭიდავეების დაპირისპირებაც და კიდევ ერთი სამწუხარო ამბავი - მოზარდის გარდაცვალება, რომელში ეჭვმიტანილიც მისი მშობელია.

საქართველოს და მსოფლიოს ამბები / 22 იანვარი, 2019/

      პრეზიდენტი ევროპაში - სალომე ზურაბიშვილი ბელგიაში ქართველ სტუდენტებს შეხვდა. საქართველოს პრეზიდენტი ბელგიაში ქართულ…

გაგრძელება

დაამატა Giorgi_მ!
თარიღი/დრო: იანვარი 22, 2019 წელი. 11:00pm — 1 კომენტარი
________________

დაკარგული მეზღვაური, მოსამართლეების განცხადება, განათლების ინფრასტრუქტურა და ჟურნალისტის გარდაცვალება

      ყინვიანი ღამეებისა და მეტნაკლებად მზიანი იანვრის ფონზე, დღის მთავარი ამბები განსაკუთრებული სიჭრელი არ გამოირჩევიან. ორი ძირითადი მიმართულებით იყო დღეს მედია აქტიური - ერთი, ეს გახლავთ იუსტიციის გარშემო განვითარებული ამბები და მეორე, განათლების მინისტრის ვრცელი ტრიბუნა მომავალ გეგმებზე. დღის სამწუხარო ამბად იქცა ტევე პირველის ჟურნალისტის, ლევან ჩხაიძე გარდაცვალება. რაც შეეხება ხვალინდელ ამინდს, ნალექიანი სამშაბთია ნაწინასწარმეტყველები - 22…

გაგრძელება

დაამატა Giorgi_მ!
თარიღი/დრო: იანვარი 21, 2019 წელი. 11:00pm — არ არის კომენტარები
_______________

აფეთქების პასუხისმგებლობა, განათლების ქალაქი და წითელას ეპიდემია

      იანვრის სადღესასწაულო ნიუსები სრულად გადაფარა ტრაგედიებმა. ყველა საინფორმაციო სწორედ ამ თემებზეა გადართული და დღეს უკვე გამოძიების და დაკავებების პირველი ამბებიც გამოჩნდა. ამას გარდა, დღევანდელი დღე განათლების მომავალსაც მიეძღვნა. უკვე დაუსრულებელ თემად იქცა მოსამართლეების სია და ეპიდემიებში, ღორს წითელა ცვლის.

საქართველოს და მსოფლიოს ამბები / 18 იანვარი, 2019/

      აფეთქების პასუხისმგებლობა - ალეკო…

გაგრძელება

დაამატა Giorgi_მ!
თარიღი/დრო: იანვარი 18, 2019 წელი. 11:00pm — არ არის კომენტარები
_______________

გლოვის დღე

      2019 წლის 17 იანვრის დღის მთავარი ამბავი, საწუხაროდ, ტრაგიკულია და 4 გარდაცვლილსა და რამდენიმე დაშავებულ ოჯახზე იუწყება - ეს დღე, დიდ დიღომში მომხდარი აფეთქების გამო გლოვის დღედ გამოცხადდა. დღეს უავდრობაც დაემატა და გრიპის ვირუსს წითელას ეპიდემიაც.

საქართველოს და მსოფლიოს ამბები / 17 იანვარი, 2019/

      გლოვის დღე - შსს-მ დიდ დიღომში მომხდარ აფეთქებასთან დაკავშირებით გამოძიება დაიწყო. კახა კალაძე - დიდი…

გაგრძელება

დაამატა Giorgi_მ!
თარიღი/დრო: იანვარი 17, 2019 წელი. 11:00pm — არ არის კომენტარები
_______________

აფეთქება დიდ დიღომში, მერიის ტრიბუნა, მოსამართლეების სია და გახსნილი მონასტერი

      მთელი დღე ჩვეულებრივვ, რიგით ამბებად ჩაივლიდა, რომ არა საღამოს, დიდ დიღომში მომხდარი აფეთქება, რომელსაც მოჰყვა მსხვერპლი. არიან დაშავებულები. ამას გარდა დღესაც ისმოდა საუბრები მოსამართლეებზე, მერის განცხადებები და კომენტარები პოლიტიკურ თუ არაპოლიტიკურ თემებზე. და კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ნიუსი - ხვალ საქართველოში ამინდი მკვეთრად გაუარესდება, მთაში თოვლი, ზღვაზე კი შტორმია მოსალოდნელი.

საქართველოს და მსოფლიოს ამბები / 16 იანვარი,…

გაგრძელება

დაამატა Giorgi_მ!
თარიღი/დრო: იანვარი 16, 2019 წელი. 11:00pm — არ არის კომენტარები
_______________

დაკეტილი მონასტერი, მმართველების შეუთანხმებლობა, ავტოკეფალიის სიხარულის გაზიარება და გრიპის პრობლემები

     დღის მთავარი ამბები მმართველი გუნდის შიგნით არსებულმა გაურკვევლობამ თუ გარკვეულობამ და კამათებმა დაიკავეს. დიდი ბლოკი სწორედ მათი ამბების მიმოხილვას დაეთმო. დღეს სხვა თემებიც იყო აქტუალური - განსაკუთრებით, გრიპის პრობლემები, ასევე ავტოკეფალიის მილოცვა, მაჩალიკაშვილების ამბავი და კირკიტაძის უდანაშაულობა. მთავარ თემად იქცა ჯვრის მონასტრის დაკეტვის ამბავიც.

საქართველოს და მსოფლიოს ამბები / 15 იანვარი, 2019/…

გაგრძელება

დაამატა Giorgi_მ!
თარიღი/დრო: იანვარი 15, 2019 წელი. 9:30pm — 2 კომენტარი
________________

გრიპის ეპიდემია, ხორავას საქმის მორიგი სასამართლო, პრეზიდენტის ვრცელი ინტერვიუ და სკანდალები მმართველებში

      კიდევ ერთი კვირის მიწურულს ქვეყნის მთავარი თემა არის გრიპი და მისი ეპიდემიურობა, ასევე ხორავას საქმის გამოძიება. გასკანდალებული ბესელიას საქმე და პრეზიდენტის მედია გამოსვლა.

საქართველოს და მსოფლიოს ამბები / 11 იანვარი, 2019/

      გრიპის ეპიდემიური ამბებიდან - დავით სერგეენკოს ინფორმაციით, ზოგიერთ აფთიაქში პირბადეების ნაკლებობა რამდენიმე საათიანი იყო და ის მალევე აღმოიფხვრა. დავით სერგეენკო სეზონური გრიპის…

გაგრძელება

დაამატა Giorgi_მ!
თარიღი/დრო: იანვარი 11, 2019 წელი. 11:30pm — არ არის კომენტარები
_______________

მულტიმილიონერების ბიზნესი, იუსტიცია და მოსამართლეობა, გრიპის საშიშროება და სასწრაფო ავარიაში

      საახალწლ ზეიმებიდან, ძველი ახალი წლის ზეიმებამდე საქმიანი დღეები ნელ-ნელა უფრო აქტიურდება. 10 იანვრის ძირითადი მიმართულებები ბიზნესის ამბებს და ორ მთავარ ბიზნესმენს უკავშირდებოდა, ასევე იუსტიციის და მოსამართლეობის ამბავს, მთავარია გადაუდებელი ვირუსები და სასწრაფოს მძღოლის ავარია.

საქართველოს და მსოფლიოს ამბები / 10 იანვარი, 2019/

      ბიზნეს გარჩევები - გიგი უგულავა - ფაქტია, მამუკა ხაზარაძეს ბიძინა…

გაგრძელება

დაამატა Giorgi_მ!
თარიღი/დრო: იანვარი 10, 2019 წელი. 11:00pm — არ არის კომენტარები
_______________

უკრაინის ეკლესია საქართველოში, ეპისტოლის გამოხმაურებები, ბესელიას ამბები და გრიპით სიკვდილიანობა

      ბედნიერი ყოფილიყოს 2019 წელი. მხოლოდ სასიხარულო ამბები ყოფილიყოს ჩვენი ქველინიუსის ლენტში და მხოლოდ ბედნიერება, წინსვლა, გამარჯვება, წარმატება, პატიება, სიყვარული ისმოდეს მთელს მსოფლიო მედიაში.

      მართალია, ეს კეთილი სურვილბია, მაგრამ 2019 წლის პირველივე ამბავი ცუდ ამინდზეა - 9 იანვარს საქართველოს მთიან რეგიონებში ძლიერი თოვლი, ზღვაზე კი, 4-5-ბალიანი შტორმია მოსალოდნელი. მეორე მთავარი ამბავიც საავდროა - დღეიდან პირველადი ჯანდაცვის 5…

გაგრძელება

დაამატა Giorgi_მ!
თარიღი/დრო: იანვარი 8, 2019 წელი. 10:30pm — არ არის კომენტარები
_______________

რეკლამების აუქციონი, უდანაშაულო ბახალა და ბესელიას ყოფნა არ ყოფნა ქართულ ოცნებაში

      ამ წლის ბოლო პარასკევიც მიიწურა და ძირითადად, რამდენიმე მიმართულებით გადანაწილდა დღის მთავარია ამბები - ერთი უკავშირდებოდა ეკა ბესელიას გადადგომას, მეორე სინოდის განჩინების ამონარიდებს, ასევე იყო უვადოდ დანიშნული მოსამართლის ავან-ჩავანი, რეკლამების აუქციო და უდანაშაულოდ ცნობილი ბახალა.

საქართველოს და მსოფლიოს ამბები / 28 დეკემბერი, 2018 /

      სინოდის დადგენილებებიდან - წმინდა სინოდმა 12 მაისი საქართველოს…

გაგრძელება

დაამატა Giorgi_მ!
თარიღი/დრო: დეკემბერი 28, 2018 წელი. 11:00pm — არ არის კომენტარები
_______________

სინოდის კრება უკრაინის ამბებზე, ბესელიას გადადგომა ანუ აუხდენელი ოცნება, უვადო მურუსიძე და ოსებთან გაუბედაობა

      წლის ბოლოს გადადგომის ტრადიციას ჯერ კიდევ პრემიერმა ღარიბაშვილმა ჩაუყარა საფუძველი და ახლა, დღის მთავარ ხმაურიან ამბად იქცა, ეკა ბესელიას წასვლა დაკავებული თანამდებობიდან. როგორც განცხადდა, საქმე მურუსიძის უვადო მოსამართლეობას და სხვა ამბებს ეხებოდა. დღის მთავარი თემა ასევე წმინდა სინოდის კრება გახდა.

საქართველოს და მსოფლიოს ამბები / 27 დეკემბერი, 2018 /

      წმინდა სინოდი - საპატრიარქოში დღეს წმინდა სინოდის…

გაგრძელება

დაამატა Giorgi_მ!
თარიღი/დრო: დეკემბერი 27, 2018 წელი. 11:00pm — 4 კომენტარი
________________

გაზის იაფი ტარიფები, უამინდობის მოლოდინი, მოსამართლეთა დანიშვნა და პანკისის სპეცოპერაციის წლისთავი

      ძლიერი სიცივე, როგორც ძველები იტყოდნენ, ძვალსა და რბილში ატანდა, მაგრამ თოვლი მაინც არსად იყო. ხვალინდელ დღეზე კი სინოპტიკოსები გვპირდებიან უფრი ძლიერ ყინვას, ძლიერ თოვლსაც, ნისლსა და ქარბუქს. დღის სხვა ამბებში განსაკუთრებით საყურადღებო გამოდგა ბუნებრივი აირის გაიაფება, უმნიშვნელოდ, მაგრამ მაინც გაიაფება. ასევე მაჩალიკაშვილის საქმის წლისთავის აქცია და მოსამართლეობის დილემა.

საქართველოს და მსოფლიოს ამბები / 26 დეკემბერი, 2018…

გაგრძელება

დაამატა Giorgi_მ!
თარიღი/დრო: დეკემბერი 26, 2018 წელი. 8:30pm — არ არის კომენტარები
_______________

აღსაყდრების ზეიმი, ხორავას მეორე წელი, მოსამართლეობა, გაჭირვება, მლრდ ბიუჯეტში და გრიპის ეპიდემიობანა

      25 დეკემბერს ქრისტიანული სამყაროს ნაწილი შობას ზეიმობს, საქართველოში კი სპირიდონ ტრიმიფუნტელის დღე და პატრიარქის აღსაყდრების წლისთავი აღნიშნება - პატრიარქის აღსაყდრებიდან 41 წელი შესრულდა. დღის ამბებში იყო მინისტრის გამოსვლების კომენტირება ხორავას საქმის განხილვა, მოსამართლეები და საშიშად ეპიდემიური გრიპი.

საქართველოს და მსოფლიოს ამბები / 25 დეკემბერი, 2018 /

      აღსაყდრების კომენტარები - მამუკა ბახტაძე -…

გაგრძელება

დაამატა Giorgi_მ!
თარიღი/დრო: დეკემბერი 25, 2018 წელი. 11:00pm — 1 კომენტარი
________________

მოსამართლეთა კანდიდატურები და ცესკოს თავმჯდომარეობა, კოკოს ავადმყოფობა და ხანდაზმული საქმეების ბედი

      ახალი წლის წინ თოვლი არ გვეღირსა დედაქალაქში, სამაგიეროდ წვიმები და არამდგრადი ამინდი, კიდევ სამი დღე გაგრძელდებაო, წერენ სინოპტიკოსები. ხვალ 25 დეკემბერია და სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია მეორის აღსაყდრებიდან 41-ე წელი სრულდება. დღევანდელი კი სასამართლოსა და ცესკოს მიეძღვნა.

საქართველოს და მსოფლიოს ამბები / 24 დეკემბერი, 2018 /

      უკანონო ნაძვჭრა - წინასაახალწლოდ წიწვოვანი ნარგავების…

გაგრძელება

დაამატა Giorgi_მ!
თარიღი/დრო: დეკემბერი 24, 2018 წელი. 11:00pm — არ არის კომენტარები
_______________

შს მინისტრის საპარლამენტო მოხსენება, გამოძიების გაგრძელების მოთხოვნა, გრიპი და ცესკოს თავმჯდომარეობა

      დეკემბრის კიდევ ერთი კვირა მიიწურა და წინასაახალწლო განწყობების პარალელურად, პარლამენტში შს მინისტრს უსმენდნენ. დღის მთავარი ამბავი სწორედ მინისტრი საპარლამენტო გამოსვლა იყო და ყველა კომენტარი მის გარშემო კეთდებოდა. ქებაი და დიდება, ლანძღვაი და კრულვაი, ყველაფერი მინისტრს ერგო. ამასთანავე გრიპი ნიუს გახმიანდა, გამსახურდიების მოთხოვნები და სხვა.

საქართველოს და მსოფლიოს ამბები / 21 დეკემბერი, 2018 /

     …

გაგრძელება

დაამატა Giorgi_მ!
თარიღი/დრო: დეკემბერი 21, 2018 წელი. 11:00pm — არ არის კომენტარები
_______________

აყალმაყალზე დაკავებულები, ლეგალური ევროპა, სალარიძე საპატრიარქოში და მიმოქცეული ნიუსები

      დღევანდელი დღეს ნიკოლოზობა აღინიშნება და სიონში, პატრიარქმა სადღესასწაულო წირვა აღავლინა - ილია მეორე - არ ყოფილა შემთხვევა, რომ გაჭირვებულ ადამიანს მიემართოს წმინდა ნიკოლოზისთვის და წმინდა ნიკოლოზს უარი ეთქვას.

საქართველოს და მსოფლიოს ამბები / 19 დეკემბერი, 2018 /

      კახეთის ამბებზე დაკავებები - აქციებზე დაკავება - შინაგან საქმეთა სამინისტრომ ოპოზიციის მხარდამჭერზე ძალადობისთვის 2 პირი დააკავა. პოლიციელზე…

გაგრძელება

დაამატა Giorgi_მ!
თარიღი/დრო: დეკემბერი 19, 2018 წელი. 11:00pm — არ არის კომენტარები
_______________

ნაციონალების აგრესიული აქცია და დაკავებულები, პრეზიდენტის ამუშავება, რობაქიძის საქმის განაჩენი და მინისტრი გახარია

      ქვეყანას ახალი პრეზიდენტი ოფიციალურად ჰყავს, რადგან მან გასულ კვირას ფიცი დადო ღმრთისა და ერის წინაშე. თუმცა, იმ დღეს ექსცესების გარეშე არ ჩაუვლია, რადგან ნაციონალებმა აქციები გამართეს და იმ აქციებს შესაბამისი დაკავებები მოჰყვა, რაც მედიაში განხილვის თემად იქცა. ამასთანავე, დღეს რობაქიძეების საქმის განაჩენი გამოქვეყნდა და პრეზიდენტიც ამუშავდა.

საქართველოს და მსოფლიოს ამბები / 18 დეკემბერი, 2018 /

     …

გაგრძელება

დაამატა Giorgi_მ!
თარიღი/დრო: დეკემბერი 18, 2018 წელი. 10:30pm — არ არის კომენტარები
_______________

ინაუგურაციის რეპეტიცია, რობაქიძის საქმის ბოლო, არჩევნების განსხვავებულობა და მოშიმშილე გამსახურდიები

      ხვალ უქმეები იწყება და ამ უქმეების ბოლოს ინაუგურაციაა და ახალი ქალი პრეზიდენტი გვეყოლება. იქამდე, დღეს გენერალური რეცეპტიცია გაიამრთა კახეთში. აასთანავე, დღესვე რობაქიძს საქმის დასკვნითი სასამართლო გაიამრთა. გამსახურდიებმა კი პროკურატურაში შიმშილი დაიწყეს.

საქართველოს და მსოფლიოს ამბები / 14 დეკემბერი, 2018 /

      სადა ინაუგურაცია - ბასა ფოცხიშვილი - ეს იქნება წესების დაცვით გაკეთებული სადა, კულტურული…

გაგრძელება

დაამატა Giorgi_მ!
თარიღი/დრო: დეკემბერი 14, 2018 წელი. 11:00pm — არ არის კომენტარები
_______________

ყოველთვიური არქივი

2024

2023

2022

2021

2020

2019

2018

2017

2016

2015

2014

2013

2012

1999

ღონისძიებები

ბლოგ პოსტები

One of the greatest class cannons

გამოაქვეყნა taoaxue_მ.
თარიღი: აპრილი 16, 2024.
საათი: 4:52am 0 კომენტარი

I believe that assassination is seriously undervalued, especially for tos. It does almost

Resto Shamans are quite good healers particularly when combined to the spell cleave. However, they do kind are struggling with mana, and they do rely heavily upon casting. They do acquire abilities, such as Riptide Earth living weapon as well stone cloth totem, but they are still struggling with some instant cast healing like holy shock or the kind a disc priest has.

In a nutshell, shamans…

გაგრძელება

A Deep Dive into purchase Night Crows Diamonds

გამოაქვეყნა millan Myra_მ.
თარიღი: აპრილი 13, 2024.
საათი: 10:00am 0 კომენტარი

In the realm of gaming, the allure of microtransactions often beckons players of  promises of rare loot, powerful weapons, and legendary mounts. But are these investments truly worth the cost? Today, we embark on a journey into the world of Night Crows, a popular online game, to unravel the mysteries behind its microtransaction system.

Meet Nathan Pay, a seasoned gamer and host of the Blan Crypto channel. With a passion for exploring the depths of virtual economies, Nathan dives…

გაგრძელება

The rest portion of my coins to purchase an instrument

გამოაქვეყნა millan Myra_მ.
თარიღი: აპრილი 10, 2024.
საათი: 11:00am 0 კომენტარი

In the blink of an eye, the procedure changed into the following: mine ores make smelt of ore to forge bronze daggers chicken execution, then sell the rest to the greedy clerk at the shop, and use the cash to buy tools. And on and so forth it goes on. As of now I've consumed all the energy drinks available I have available . I've never had to fight this intensely in my entire life to get rid of chickens. I took another bottle of red bull, knowing it…

გაგრძელება

დაძაბული ბიურო, მოლოტოველის სასამართლო და აქციების დასაწყისიც

გამოაქვეყნა Giorgi_მ.
თარიღი: აპრილი 8, 2024.
საათი: 11:30pm 0 კომენტარი

აპრილის შხაპუნა და ცოტა მომაბეზრებელი წვიმების ფონზე, აქტიური პოლიტიკური დღის წესრიგი გვაქვს. პრინციპში ამის მოლოდინი ისედაც იყო და წინაპირობაც, რადგან დღეს „გამჭვირვალობა“ პარლამენტის ბიუროს სხდომაზე გავიდა განსახილველად, ხოლო პარლამენტის წინ აქციები გაჩაღდა. დღეს 1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.6777 ლარია.

საქართველოს და მსოფლიოს ამბები | 8…

გაგრძელება

Qwelly World

free counters