Qwelly ბლოგი! - ნიუსები (944)

პროპორციული სისტემის ნაცვლად, პროპორციული გინება პარლამენტში და ომი აღმოსავლეთში

      როცა პარლამენტში საკონსტიტუციო ცვლილებაა, მაშინ დიდი ხმაური იქნებაო - ძველი ქართული, საპარლამენტო ანდაზაა. ხმაური კი იმდენად ძლიერი გამოდგა, რომ ცემა-ტყებაში გადაიზარდა და საკანონმდებლო ორგანო კიდევ ერთხელ დაემსგავსა ბირჟას, არადა 2020 წლის არჩევნების ბედი უნდა გადაწყვეტილიყო. დღის სხვა მთავარი ამბავი უკავშირდებოდა ოკუპაციას და მოსამართლეებს, ასევე ომს ისრაელში.

საქართველოს და მსოფლიოს ამბები / 12 ნოემბერი, 2019…

გაგრძელება

დაამატა Giorgi_მ!
თარიღი/დრო: ნოემბერი 12, 2019 წელი. 11:30pm — არ არის კომენტარები
_______________

მაყურებლების ანტი მაყურებლები - უჩვეულო კინოჩვენება, წყალტუბო და ანაკლია, მაღაროელების ახალი გაფიცვები და მოსამართლეთა კომპეტენცია

      ნოემბრის ახალი კვირის დასაწყისი უქმეების და კულტურის განხილვით დაიწყო - ფილმი პრემიერა იმაზე უფრო ხმაური გამოდგა, ვიდრე ეს ფილმი თავად მოიფიქრებდა (ან იქნება, ამიტომაც გადაიღეს რომ ეხმაურა). დღის სხვა ამბავი იყო ევრო მეგობრობა და თავმჯდომარეობა ევროკავშირში, ასევე მოსამართლეების კომპეტენცია და საერთაშორისო პროექტების ქართული ავან-ჩავანი - ანაკლია, წყალტუბო და მისთანანი. არც საეკლესიო ამბები დატოვებულა ყურადღების მიღმა - ახალი ინტერვიუები და…

გაგრძელება

დაამატა Giorgi_მ!
თარიღი/დრო: ნოემბერი 11, 2019 წელი. 8:30pm — არ არის კომენტარები
_______________

საშვიდნოემბრო გახსენება, განათლება უმინისტროდ და ნატო უჩვენოდ

      ნოემბრის ერთ-ერთ ტრადიციად ქცეული დღე - 7 ნოემბრის გახსენება და იმედში შეჭრის დღემდე დაუსრულებელი სასამართლოები - ცხადია ერთ-ერთი თემა დღეს ეს იყო. მთავარი თემა განათლებას და უმინისტროდ დარჩენილ სამინისტროს უკავშირდებოდა, ასევე ნატოსთან ჩვენს სამომავლო, შესაძლო ინტეგრაციას.

საქართველოს და მსოფლიოს ამბები / 7 ნოემბერი, 2019

      საპატრიარქოს ნიუსი - საპატრიარქოს სპეციალურმა კომისიამ მარტვილში მუშაობა…

გაგრძელება

დაამატა Giorgi_მ!
თარიღი/დრო: ნოემბერი 7, 2019 წელი. 11:30pm — არ არის კომენტარები
_______________

ხმაურის ახალი ტალღა საპატრიარქოდან, ფილმის ჩვენების პრობლემა და კონფერენცია თავდაცვაზე

      ჯერ წინა არ ჩამცხრალა, არ გაქარწყლებულა და უკვე ახალი ტალღა წამოვიდა საპატრიარქოს ამბებიდან - ამჯერად უცხოეთში მოღვაწე მღვდლის პოსტებიგ ახდა აქტუალური. ცხადია ჭყონდიდის თემა ისევ გრძელდება. დღეს აქტუალური იყო კინოჩვენება და მისი პრობლემატიკა, მოსამართლეობა და საერთაშორისო კონფერენცია ბათუმში.

საქართველოს და მსოფლიოს ამბები / 6 ნოემბერი, 2019

      ამბების ახალი ტალღა საპატრიარქოში -…

გაგრძელება

დაამატა Giorgi_მ!
თარიღი/დრო: ნოემბერი 6, 2019 წელი. 10:00pm — არ არის კომენტარები
_______________

ეპარქიის გადაბარება და უდანაშაულობის მტკიცება, ბიძინას სახალხო ქონება და ლარის ინფლაცია

      გამოსადარებელი დღეები გველოდება წინ როგროც იუწყებიან ზამთრულად აციებულ ნოემბერშიც იქნება თბილი დღეები - 8 ნოემბრამდე ქვეყნის მასშტაბით უნალექო ამინდი შენარჩუნდება. არ ცხრება საეკლესიო ნიუსები და ეპისკოპოს პეტრეს გარშემო განცხადებები და შეფასებები, ასევე ბიძინა ივანიშვილის საქველმოქმედო ამბების განხილვა და საარჩევნო სამზადისები. 

საქართველოს და მსოფლიოს ამბები / 5 ნოემბერი, 2019

      ეკლესიის…

გაგრძელება

დაამატა Giorgi_მ!
თარიღი/დრო: ნოემბერი 5, 2019 წელი. 11:30pm — არ არის კომენტარები
_______________

უარი შიომღიმელობაზე, სინანული როგორც გამოძიების დასრულება და კავშირები თურქეთთან, კომისიური შეწყალება

      ნოემბერი დადგაო და დიდთოვლობა მთას დაატყდაო, არადა ჯერ სულ პირველი ნოემბერია, მაგრამ ფაქტია, რომ სიცივეებმა კარგად მოუჭირეს ძვალ-რბილს, წვიმა, დაბალი ტემპერატურა და ქარიანი ამინდები მთელს საქართველოს მოედო. ცხადია, გუშინდელი ამბავი ჯერ არ მიჩუმდება, ამიტომ დღის მთავარი თემა ისევ საპატრიარქოს და მეუფეების გარშემო ტრიალებდა - ჭყონდიდი, ბოდბე, შიომღვიმე და მორჩილება-დაუმორჩილებლობა.

საქართველოს და მსოფლიოს ამბები / 1 ნოემბერი,…

გაგრძელება

დაამატა Giorgi_მ!
თარიღი/დრო: ნოემბერი 1, 2019 წელი. 10:00pm — არ არის კომენტარები
_______________

სინოდის სხდომა - მთელი დღის ამბავი

      შესავალი ალბათ არ გამოგვივა, რადგან დღის ყველაზე დიდი თემა საქართველოს სამოციქულო ეკლესიის სინოდის სხდომა და მისი შედეგები იყო.

საქართველოს და მსოფლიოს ამბები / 31 ოქტომბერი, 2019

      ყველაზე ხმაურიან სინოდის სხდომა - ყველა ამბავს მივყვეთ ქრონოლოგიურად, დილიდან. პატრიარქის ექიმი - ილია მეორე ჯანმრთელად არის, შესაბამისად, შეძლებს, რომ ჩვეულებრივად უხელმძღვანელოს წმინდა სინოდის…

გაგრძელება

დაამატა Giorgi_მ!
თარიღი/დრო: ოქტომბერი 31, 2019 წელი. 11:00pm — არ არის კომენტარები
_______________

წმინდა სინოდის განჩინება - 31.10.2019

      საქართველოს ეკლესიის უახლეს ისტორიაში, ერთ-ერთი ყველაზე ხმაურიანი სხდომა გაიმართა დღეს, საქართველოს საპატრიარქოში. სხდომა დაიწყო ჩანიშნული დროისამებრ - 12:00 საათზე. ტრადიციულად სხდომას თავმჯდომარეობდა უწმინდესი და უნეტარესი სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსი, ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტი ილია II, ხოლო დამსწრეთა შორის იყო - 42 მღვდელთმთავარი.

     …

გაგრძელება

დაამატა ლაშა_მ!
თარიღი/დრო: ოქტომბერი 31, 2019 წელი. 8:00pm — 2 კომენტარი
________________

ჩანიშნული სინოდი, ანაკლიისა და წყალტუბოს პროექტები, ისრაელის საგანგებო მზადება

      როგორც შემოდგომის შუა თვეს შეეფერება, პოლიტიკური აქტიურობა და ტემპერატურა ნელ-ნელა მატულობს, საპირწონედ კლებულობს ამინდის სითბო და დღეს ქარებმა უკვე შეაწუხეს დედაქალაქიც. სხვა წუხილი ისმოდა ახალ ამბებში - საოკუპაციო ზოლის მუდმივი პრობლემა, სინოდის საგანგებო სხდომა და განსახილველ თემებზე მარჩიელობა, წყალტუბო და ანაკლია - გახმაურებული პროექტები და გენ პროკურორის განათლების ფურცლებიც.

საქართველოს და მსოფლიოს ამბები / 30…

გაგრძელება

დაამატა Giorgi_მ!
თარიღი/დრო: ოქტომბერი 30, 2019 წელი. 10:30pm — არ არის კომენტარები
_______________

კიბერშეტევა მსოფლიოს გასაგონად, საპატრიარქო გამადიდებელი ლინზით, არჩევნებისთვის ქულები და ტერიტორიები მილიარდელს

      შემოდგომამ კუდი მაინც მოიქნია და ბოლო დღეები ისევ წვიმიანი და სუსხიანი იქნებაო, იტყობინებიან სინოპტიკოსები - 31 ოქტომბრიდან 2 ნოემბრამდე. გუშინ ქართული ამბები მსოფლიო ამბებიც გახდა, რადგან კიბერ შეტევის მასშტაბებმა ბიბისიც კი ჩვენზე აალაპარაკა. ამასთანავე, არ დასრულებულა მეუფე იაკობის ინტერვიუს გამოხმაურებები და ნელ-ნელა უფრო აქტიურდება მომავალი წლის საარჩევნო ციებ-ცხელება - ქულების დაწერა, ხმების წინასწარი დათვლა და გამარჯვებების…

გაგრძელება

დაამატა Giorgi_მ!
თარიღი/დრო: ოქტომბერი 29, 2019 წელი. 7:30pm — არ არის კომენტარები
_______________

იაკობის ხმამაღალი ინტერვიუ და წასვლა თანამდებობიდან, ისლამური სახელმწიფოს ახალი ლიდერი

      ოქტომბერმა თბილად ჩაიარა და ისე სწრაფად ჩაიარა, უკან მოხედვაც კი ვერ მოვასწარით და ნელ-ნელა უფრო და უფრო ვუახლოვდებით ზამთარს. პოლიტიკური ოქტომბერი კვლავ გამორჩეული იყო ოკუპაციით, სამთავრობო ჩხუბებით და სათანამდებებო გადაადგილებებით, ბოლო დღეები კი ეკლესიის „სენსაციებს მიეძღვნა“.

საქართველოს და მსოფლიოს ამბები / 28 ოქტომბერი, 2019

      მეუფე იაკობის სკანდალური ინტერვიუ - მეუფე იაკობის ინტერვიუ ბოლო დღეების…

გაგრძელება

დაამატა Giorgi_მ!
თარიღი/დრო: ოქტომბერი 28, 2019 წელი. 8:30pm — არ არის კომენტარები
_______________

ბიუჯეტი ღვინობისთვეში, საგარეო საქმეთა მინისტრების ხმაურიანი შეხვედრა და ქრისტიანობა პოლიტიკურ მართვაში

      ღვინობისთვე დაიწყო და საშემოდგომოდ მზის გაფიცხებაც დაანონსდა - 5 ოქტომბრის ჩათვლით, მაღალი ტემპერატურა გველოდება. ოქტომბერი 2020 წლის ბიუჯეტმა გახსნა და ამ ბიუჯეტის განაწილების განხილვამ, კრიტიკამ, ქებამ ან მოთქმამ. დღის მთავარი ამბავი, საქართველოს და რუსეთის მინისტრების შეხვედრაც გახლდათ და ამის გამო მინისტრის საპარლამენტო დაბარება. არ წყდება პრეზიდენტის შემწყნარებლობის თემის განხილვა და ბესელიას კადრებიც არავის…

გაგრძელება

დაამატა Giorgi_მ!
თარიღი/დრო: ოქტომბერი 1, 2019 წელი. 9:36pm — არ არის კომენტარები
_______________

პრეზიდენტი გაეროში და ახალი კანდიდატი პარლამენტში

      პრეზიდენტი როგორც ქვეყნის სახე და სიმბოლო, დღეს სრულიად საერთაშორისოდ გამოიყურებოდა - საპრეზიდენტო შეხვედრები, სიტყვით გამოსვლა გაეროს ანსამბლეის სესიაზე და მრავალი სხვა. დღის თემა იყო კიდევ ერთი მოსამართლის გამოკითხვა, ასევე ბესელიას გარშემო ხმაკინკლობა.

საქართველოს და მსოფლიოს ამბები / 25 სექტემბერი, 2019

      პრეზიდენტი საქართველოზე საქართველოს გარეთ - სალომე ზურაბიშვილი დღეს გაეროს გენერალური ასამბლეის…

გაგრძელება

დაამატა Giorgi_მ!
თარიღი/დრო: სექტემბერი 25, 2019 წელი. 11:35pm — 3 კომენტარი
________________

სამართლის ქართული სამსჯავრო

      ახალი დღე მოსამართლის კანდიდატს მიეძღვნა. ძირისძირობამდე გამოიკითხა, დაიკითხა, განიკითხა და ისე დატოვა პარლამენტი. ამას გარდა პრეზიდენტის მოწყალების ამბავიც არ ტოვებს ნიუსლენტს.

საქართველოს და მსოფლიოს ამბები / 23 სექტემბერი, 2019

      მოსამართლის დაკითხა - იურიდიულ საკითხთა კომიტეტში მოსამართლეობის კანდიდატებთან გასაუბრება შედგა. ეკა ბესელია - ძალიან გაბრაზებული ვარ, რადგან მოსამართლეობის კანდიდატების…

გაგრძელება

დაამატა Giorgi_მ!
თარიღი/დრო: სექტემბერი 23, 2019 წელი. 11:30pm — არ არის კომენტარები
_______________

შეწყალება როგორც დანაშაული, აქციების აღნიშვნა თვეგამოშვებით, ექსტრადირება რუსეთში და მილოცვა ხაჯიმბას

      შემოდგომას ისე არაფერი უხდება, როგორც ფოთოლცვენა, ამინდის გაუარესება რომელიც უკვე გვიწყინასწარმეტყველეს სინოპტიკოსებმა - 22 სექტემბრიდანო და რა თქმა უნდა, ცხელ-ცხელი აქციები. მალე აქციების აღნიშვნასაც დავიწყებთ. დღეს მთავარი ამბავი კვლავ პრეზიდენტის მიერ შეწყალების ლეგიტიმურობას და კანონიერებას ეხებოდა და სხვა მხარეს იყო - პორნოგრაფიის პრობლემა, დევნილები, სეპარატიზმი, რუსეთში ექსტრადირება და ა.შ.

საქართველოს და მსოფლიოს ამბები / 20…

გაგრძელება

დაამატა Giorgi_მ!
თარიღი/დრო: სექტემბერი 20, 2019 წელი. 9:30pm — არ არის კომენტარები
_______________

დასკვნები ცუდ განვითარებაზე და მოწყალება შეწყალების გარეშე

      ისევ აცივდა, ისევ გაწვიმდა და ვინ იცის როდემდე გაგრძელდება. როგორც იტყობინებიან, საქართველოში რამდენიმე დღის განმავლობაში არამდგრადი ამინდია მოსალოდნელი. დღეს კი, ვიდრე წვიმა შეგვაწუხებდა, დღის მთავარ ამბად NDI-ს მორიგი კვლევა იქცა, რომელმაც ქვეყნის მოსახლეობის უკმაყოფილებაზე დადო შედეგები, ხოლო მეორე ვრცლადაქტიური თემა პრეზიდენტის მოწყალების ინსტიტუტი გამოდგა.

საქართველოს და მსოფლიოს ამბები / 17 სექტემბერი, 2019…

გაგრძელება

დაამატა Giorgi_მ!
თარიღი/დრო: სექტემბერი 17, 2019 წელი. 11:04pm — არ არის კომენტარები
_______________

სწავლის დასაწყისი და განათლების ეროვნულობა, პატრიოტიზმი „ანტირუსული“ ძახილით

      სექტემბერის მთელი ხიბლი სწორედ დღევანდელ დღეს გადმოიღვარა - სწავლა დაიწყო და ათეთრებული, აბავშვებული, ამხიარულებული და გაოცებული ქალაქი მშვენიერი სანახავი იყო. დღის ამბავიც სწორედ, განათლების და მომავლის შესახებ გვიყვებოდა.

საქართველოს და მსოფლიოს ამბები / 16 სექტემბერი, 2019

      სწავლა დაიწყო! - საქართველოს საჯარო სკოლებში სწავლა დაიწყო. დავით ბაქრაძე - თითოეულ პირველკლასელს სწავლის დაწყებას ვულოცავ,…

გაგრძელება

დაამატა Giorgi_მ!
თარიღი/დრო: სექტემბერი 16, 2019 წელი. 11:30pm — არ არის კომენტარები
_______________

ხაზარაძის 12 მეგობარი, სამართლის მცოდნე მოსამართლეები, სპიკერი კონფერენციაზე და მოჩხუბარი დეპუტატი

      დღეეები უფრო საინტერესოდ ვითარდება პოლიტიკურ სარბიელზე, ვიდრე ამას ჩვეულნი ვართ ახალზაფხულგამოვლილზე. ცხადია, დასვენებულები უფრო აქტიურებიც არიან, მაგრამ ... ერთი სიტყვით, ხაზარაძემ ლელოს გატანა გადაწყვიტა და დღეს მცირე პერფორმანსიც მოაწყო ანაკლიაში, გუშინ ინაშვილმა კონფერენციაზე შტურმით შესვლა მოინდომა, ხოლო კვიციანი ცხვრებმა გააბრაზეს და „მსტვენავებს“ დაერია. რა თქმა უნდა, სასამართლოს ამბავიც, მთავარი თემა იყო დღევანდელ…

გაგრძელება

დაამატა Giorgi_მ!
თარიღი/დრო: სექტემბერი 12, 2019 წელი. 11:30pm — 1 კომენტარი
________________

ახალი მთავრობა გახარიას თაოსნობით, მთავარი არხი და აქციები გადადგომის მიუხედავად

      ამიტომ არის შემოდგომა ახალი სიცოცხლით სავსე - სულ რაღაც ერთი კვირაა დაიწყო სექტემბერი, ერთი კვირაა ქველინიუსი არ დაწერილა და უკვე მთავრობის ცვლილებაა ჩვენს ქვეყანაში. გახარია გადადგა, მაგრამ ივნისის აქციები არ მორჩენილა. ამინდმაც თითქოს ხელი შეუწყო და სინოპტიკოსების პროგნოზით, 12 სექტემბრამდე არამდგრადი ამინდი შენარჩუნდება. მთავრობა უკვე ნდობაგამოცხადებულია და დღეიდან მუშაობასაც შეუდგა. უქმეებიც კი არ იყო „უქმე“ და ამიტომ…

გაგრძელება

დაამატა Giorgi_მ!
თარიღი/დრო: სექტემბერი 9, 2019 წელი. 11:00pm — 1 კომენტარი
________________

ჩორჩანას საგუშაგოები

      აგვისტოს მიწურულის ბოლო სამუშაო დღე საკმაოდ ღრუბლიანი, ავდრიანი და წვიმიანი გამოდგა. არა მარტო ამ კონტინენტზე, დედამიწის მეორე სამყაროშიც. ჩვენი ქვეყნის მთავარ პრობლემად სახელდებული ოკუპაცია ისევ აქტუალურია და ამჯერად კიდევ რამდენიმე სოფელში არის გაურკვევლობა და დაძაბულობა, დღის მეინსტრიმიც სრულად ამ თემას მიეძღვნა.

საქართველოს და მსოფლიოს ამბები / 30 აგვისტო, 2019

      საგუშაგოები ოსეთთან - ე.წ. სამხრეთ…

გაგრძელება

დაამატა Giorgi_მ!
თარიღი/დრო: აგვისტო 30, 2019 წელი. 11:00pm — არ არის კომენტარები
_______________

ყოველთვიური არქივი

2024

2023

2022

2021

2020

2019

2018

2017

2016

2015

2014

2013

2012

1999

ღონისძიებები

ბლოგ პოსტები

აქტიური თავმჯდომარე, პირომანი მოზარდის საქმე და სხვ.

გამოაქვეყნა Giorgi_მ.
თარიღი: მარტი 28, 2024.
საათი: 11:35pm 0 კომენტარი

ევროპულ მუნდიალზე საქართველოს ეროვნული ნაკრების საგზურის მიღების შემდეგ, ქვეყანა ნელ-ნელა გამოერკვია სიხარულის ემოციიდან და როგორც იქნა ცხოვრება ძველ კალაპოტს დაუბრუნდა. ჯერ კიდევ პენალტების, გოლების, ემოციების, ჟივილ-ხივლის პერიოდია, მაგრამ დღის ამბები, ასე თუ ისე მოგროვდა ნიუს-მწერლებში. აქტიური იყო შალვა პაპუაშვილის მრავალმხრივი კომენტარები და ინტერვიუები, მათ შორის საკონსტიტუციო ცვლილებებზე და სასამართლო…

გაგრძელება

Dive In to the Beat: An Introduction to Hearing Rap Audio

გამოაქვეყნა EFTcheat_მ.
თარიღი: მარტი 28, 2024.
საათი: 4:30am 0 კომენტარი







Rap tunes, with its infectious beats, poetic lyrics, and charming storytelling, happens to be a dominant pressure within the audio business and a cultural phenomenon throughout the world. From its humble beginnings from the streets of New York City to its latest standing as a worldwide genre influencing vogue, language, and social actions, rap has progressed into a diverse and dynamic art type embraced by hundreds of thousands. For anyone who is new to rap or seeking to…

გაგრძელება

Study Recombinant Protein Creation

გამოაქვეყნა EFTcheat_მ.
თარიღი: მარტი 27, 2024.
საათი: 12:00am 0 კომენტარი







Proteins tend to be the workhorse molecules that generate nearly each Organic program. Using the escalating recognition of the purpose of proteins in numerous investigate and production things to do, basically isolating them from their natural host cells are unable to meet the escalating need of the market. Chemical synthesis can be not a practical option for this endeavor a result of the size and complexity of proteins. As a substitute, the developments manufactured…

გაგრძელება

Gradient Media in Biomedical Investigate

გამოაქვეყნა EFTcheat_მ.
თარიღი: მარტი 26, 2024.
საათი: 11:30pm 0 კომენტარი







In the realm of biomedical study, the quest for precise separation and isolation methods has led scientists to explore revolutionary solutions. Among these, Axis-Protect Density Gradient Media stands out to be a formidable Device, revolutionizing the best way we isolate cells, organelles, and particles in various applications starting from medical diagnostics to standard analysis.



Density gradient centrifugation has extended been a cornerstone system in Organic…

გაგრძელება

Qwelly World

free counters