კორონა ვირუსზე მხოლოდ ერთსღა ამბობს მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის ხელმძღვანელი - სოლიდარობა და გვერდში დგომა გვიშველისო. ეს მსოფლიო ამბავი, ხოლო ქვეყნის შიდა ამბავი, რომელმაც მსოფლიოს ყურადღებაც კი მიიპყრო სტატიებით და კომენტარებით - უგულავას ციხეში აღმოჩენის ამბავია. მთელი დღე მუქარების და თავის მართლების ტექსტებს მიეძღვნა. მეორე ამბავიც ამავე თემას უკავშირდება - კონსესუსი არ ჩანს ჰორიზონტზე და ამიტომ ჯერ კიდევ რთულია პროპორციების…
დაამატა Giorgi_მ!
თარიღი/დრო: თებერვალი 11, 2020 წელი. 11:00pm —
1 კომენტარი
________________
ყინვიანი კვირა დაიწყო და ჯერ მხოლოდ შესავალიაო ამბობენ, რადგან დღეს და ხვალ ყინვა კიდევ უფრო მოიკრებს ძალებს, ხოლო 12_ში თოვლიც იგეგმება და ზღვაზე კი შტორმი. პოლიტიკური შტორმი კი დაკავებით დაიწყო - დღეს გიგი უგულავას ფონდის საქმეზე 3 წლიანი პატიმრობა მიუსაჯა და დააკავა კიდეც - უგულავა თავად გამოცხადდა შსს-ში. როგორც პოლიტიკოსის დაკავებისას ხდება ხოლმე, დღის მთავარი თემა სწორედ ეს ამბავი იყო. არჩევნები კარზეა მომდგარი და ჯერ კიდევ ვერ…
დაამატა Giorgi_მ!
თარიღი/დრო: თებერვალი 10, 2020 წელი. 11:00pm —
არ არის კომენტარები
_______________
უქმეებზე მაინც იგუნდავეთო ამინდმა და 8-10 თებერვალი სიცივით, ქარით და ნალექით (თოვლის მოლოდინით) დაგვიანონსა. ქვეყნის სამართავ პულტთან მოსაკალათებლად კვლავ ბრძოლაა გაჩაღებული და ახლა პროპორციებზე დაობენ, ამას გარდა შოთაზე ფაქტობრივად დაბრუნდა პროკურორის თანამდებობაზე - ახლა პარლამენტისგან ელოდება ნდობის გამოცხადებას. დღეს ევროკავშირის ანგარიშიც გამოქვეყნდა და როგორც ყველა ანგარიშზე ხდება ხოლმე, განხილვების და კომენტარების მთავარი ობიექტი…
დაამატა Giorgi_მ!
თარიღი/დრო: თებერვალი 7, 2020 წელი. 10:30pm —
არ არის კომენტარები
_______________
უკვე სეირნობაც კი შეიძლებოდა თბილისის მზიან ქუჩებში. თებერვალმა გაზაფხულის განყწობა შექმნა ერთი დღით და პირველ სასიამოვნო დღედ ჩაეწერა 2020 წლის ამბებში. პოლიტიკურ სარბიელზე კი ეუთო/ოდირის დასკვნის ინტერპრეტაციები იყო ფოკუსირების მთავარი წერტილი. ათას ადამიანს ათასი აზრი აქვსო ნათქვამია, მაგრამ ამჯერად წაკითხულის გააზრებასა და წაკითხულის სურვილისამებრ ინტერპრეტაციებს ეხებოდა საქმე. მთავრობა ოპოზიციას მიუთითებდა გააზრებისკენ, ოპოზიცია კი…
დაამატა Giorgi_მ!
თარიღი/დრო: თებერვალი 6, 2020 წელი. 11:00pm —
არ არის კომენტარები
_______________
თებერვალი დედაქალაქისთვის უალექოდ დაიწყო, მაგრამ ნაცრისფერი, სევდისფერი ან ვინმესთვის არყისფერი დღეები მაინც არ გამომზეურებულა. ხუთი თებერვალიც არ იყო გამონაკლისი - დღევანდელმა დღემ ნიუს სამყაროს თავი დაამახსოვრა რამდენიმე მიმართულებით - უპირველესი დილიდან დაწყებული საპარლამენტო სხდომა და პარლამენტის წინ გამართული აქციები იყო. პარლამენტში დღეს ჯანდაცვის მინისტრის მოსმენაც და მისთვის კითხვების დასმაც მთავარ ამბებში მოხვდა. კობახიძის წინასწარი…
დაამატა Giorgi_მ!
თარიღი/დრო: თებერვალი 5, 2020 წელი. 11:30pm —
არ არის კომენტარები
_______________
ადრე ქვეყანა გამოფხიზლდებოდა ხოლმე, შეიძრებოდა და რაიმე ღირებულზე მაინც დაფიქრდებოდა ხოლმე, როდესაც ასეთი უბედურება დატრიალდებოდა რაც ბაღდადში მოხდა. მაგრამ ამჯერად ესეც კი არ იყო - პოლიტიკური განცხადებები და ბრალდებებიც კი ისმოდა დღეს და ვინ ვის რას საყვედურობდა და რას სთხოვდა, კაცი ვერ გაიგებდა. დღის მთავარი ამბავი სწორედ ოჯახის გარდაცვალების თემა იყო. მეორე თემა გახლავთ პროკურორად შოთაძის გასაუბრება. ასევე განათლების ამბები და ბოლო დღეების…
დაამატა Giorgi_მ!
თარიღი/დრო: თებერვალი 4, 2020 წელი. 10:00pm —
არ არის კომენტარები
_______________
ჩვენს ქვეყანაში პოლიტიკური ამბები ისევ პოლარიზებულია და ნაც-ქოცების დაპირისპირებებზეა დამოკიდებული. დღის აქციები, გამოსვლები, კომენტარები, ბრალდებები თუ თავის მართლებები მთლიანად ამერიკული შენიშვნებით იყო გაჯერებული. ცხადია, არც კორონა ვირუსი დარჩენილა ყურადღების მიღმა და ჩვენს ქვეყანაში შემოსული თითოეული ტურისტი, თუ უბრალოდ გაციებული ნებისმიერი ადამიანი განსაკუთრებული ყურადღების ცენტრში ექცევა.
დაამატა Giorgi_მ!
თარიღი/დრო: თებერვალი 3, 2020 წელი. 11:00pm —
1 კომენტარი
________________
აბრეშუმის გზა მკვეთრად დამოკლებულა. ვირუსი დღის მთავარი თემაა და რაც უფრო მატულებს გარდაცვლილთა და დაინფიცირებულთა რაოდენობა, მით მეტად ხმაურობს კორონა ვირუსი როგორც ქვეყნის შიგნით, ისე ქვეყნის გარეთ. პარალელურად, ქვეყნის შიგნით ისევ საგარეო წერილების ხმა ისმის - კონგრესმენების წერილი ამჯერად პრემიერმა გახარიამ მიიღო და მის გარშემო კეთდებოდა განცხადებები. მეუფე პეტრე კი საეკლესიო სასამართლოს დამკვიდრებას ითხოვს, ხოლო პირველ განსასჯელად…
დაამატა Giorgi_მ!
თარიღი/დრო: იანვარი 30, 2020 წელი. 10:00pm —
არ არის კომენტარები
_______________
სხვა მოლოდინი ვერც იქნებოდა - მთელი დღის განმავლობაში ჩვენი პრეზიდენტის სტუმართმოყვარეობის განხილვა იყო, მითუფრო რომ ეს სტუმართმოყვარეობა კანონის გვერდის ავლით უნდა განხორციელდეს. ვერც განმარტებებმა და ვერც ფრაზების შინაარსის თარგმანებამ ვერ გაანეიტრალა ოპოზიციის კრიტიკა პრეზიდენტის ევროსაბჭო-გამოსვლაზე. დღის მეორე თემა მაცალიკაშვილებს უკავშირდებოდა და მამის პარლამენტში შესვლის სურვილს, ბრძოლას კართან.
დაამატა Giorgi_მ!
თარიღი/დრო: იანვარი 29, 2020 წელი. 11:00pm —
1 კომენტარი
________________
იანვარი დასასრულისკენ მიდის და ქვეყანა საგაზაფხულო სამზადის იწყებს - ამინდში წვიმებმა თოვლის მოლოდინი ჩაანაცვლა და ყინვაც უბრალოდ დაბალ ტემპერატურად გადაკეთდა. ქვეყანაში და მთავარი ამბავი მეგრულია - იზოროების სატელევიზიოდ გახმაურებული საქმე დღის პირველი თემაა, მეორე კი პრეზიდენტის ევროპული გამოსვლა და კრიტიკული კითხვები კოლეგებისა და თუ დეპუტატებისგან. მაჩალიკაშვილების გამოძიებაც შეწყდა. ცხადია ბოლო დღეების მთავარ თემად რჩება ჩინური ვირუსი,…
დაამატა Giorgi_მ!
თარიღი/დრო: იანვარი 28, 2020 წელი. 6:30pm —
არ არის კომენტარები
_______________
იანვრის ვირუსებმა შიდა ზამთრის ციება აღმოსავლეთიდან მოიტანეს და სიცივის ნაცვლად, ცხოველების ჭამისგან აკიდებული სასიკვდილო შხამი გაავრცელეს მსოფლიოში. ამიტომ ჩინური კორონავირუსის ამბავი დიდი ხანია გასცდა რომელიმე ქვეყნის შიდა პრობლემას. საქართველოშიც ერტ-ერთი ყველაზე აქტუალური აბავი სწორედ ამ თემას უკავშირდება, დღის მეორე თემა ამერიკასა და ევროპაში ქართული სახელმწიფოს იმიჯი და პრობლემების მათეული ხედვა-შეფასება-განხილვა…
დაამატა Giorgi_მ!
თარიღი/დრო: იანვარი 27, 2020 წელი. 11:00pm —
1 კომენტარი
________________
იანვარში ზამთარმა კუდი იმდენად მოიქნია, რამდენადაც საშინელი ყინვა, ქარი და სიცივე გაუჯდა ძვალ-რბილს, თოვლი და წყაპი არ გვაქვს. სინოპტიკოსების ინფორმაციით, 25-27 იანვარს ყინვაა მოსალოდნელი, მაღალმთაში კი ტემპერატურა -20 გრადუსამდე დაეცემაო. ტემპერატურამ ძალიან აიწია ბარში - მაღალი ტემპერატურის თემები - მაღალი ჩინის ოჯახის წევრობა, მოზარდების ზრდასრული დანაშაული, ნაცემი დეპუტატი, ძვირი რეკლამა და კონგრესმენების ახალი…
დაამატა Giorgi_მ!
თარიღი/დრო: იანვარი 24, 2020 წელი. 11:30pm —
1 კომენტარი
________________
ჩვენი სწრაფვა დასავლეთისკენ იმდენად დიდია, რომ საკმარისია რომელიმე კონგრესმენმა 535_დან, რამე დაწერს ჩვენზე, მთელი დღის მეინსტრიმი სწორედ კონგრესმენის წერილს ეძღვნება - ასე იყო დღესაც, როდესაც კონგრესმენისგან კრიტიკული წერილი დავიმსახურეთ ბევრი სხვადასხვა მიმართულებით. დღის ამბებში აქტიურად დაბრუნდა სარალიძე-კალანდიების ამბები, ასევე, ავსტრალიიდან უკვე ჩინეთში გადავიდა მსოფლიო ყურადღება და ამჯერად ახლადგამოჩეკილი ვირუსის…
დაამატა Giorgi_მ!
თარიღი/დრო: იანვარი 23, 2020 წელი. 11:30pm —
3 კომენტარი
________________
დღის მთავარი ამბავი, ერთმნიშვნელოვნად, ომბუდსმენისა და მინისტრ წულუკიანის საპარლამენტო გამოსვლები და დაპირისპირება გახლდათ. კომპეტენცია, ცოდნა, საქმიანობა, რეფორმები, პრობლემები - ეს ის საკითხებია, რომლებსაც ეს ორი ქალბატონი დიდის მონდომებით უწუნებდა ერთმანეთს. დღის ერთ-ერთი ხმაურიანი თემა შორიდან, ევროპარლამენტიდან ისმოდა - პარლამენტარებმა კრიტიკული კითხვებით, შეფასებებით დახუნძლეს ქართული წარმომადგენლობა. კალაძი ისევ თბილისის ტრანსპორტსა და…
დაამატა Giorgi_მ!
თარიღი/დრო: იანვარი 21, 2020 წელი. 7:00pm —
1 კომენტარი
________________
როგორც ჩანს წყენამ წყალბურთელებსაც ავნო - დღეს ის იყო წარმატებას ულოცავდნენ ქართველ წყალბურთელებს, რომ საღამოს ტრაგიკულად დამარცხდნენ რუსეთის ეროვნულ ნაკრებთან - ანგარიშით 14 - 13. თუმცა დღის მთავარი ამბავი, განათლებისა და კულტურის სამინისტროების განყოფა იყო, სავარაუდო სამთავრობო ცვლილებები, სტატისტიკა, და სხვა წვრილ-მსხვილი ამბები.
…
დაამატა Giorgi_მ!
თარიღი/დრო: იანვარი 20, 2020 წელი. 11:00pm —
1 კომენტარი
________________
ქველინიუსის მთავარი აბავი - ქართული სოციალური ქსელი, მილიონიანი მკითხველით - დიახ, www.qwelly.com-ის მკითხველთა რაოდენობა მილიონზე მეტია. დღის სხვა ამბებში, NDI-ის კვლევის შედეგებია,…
დაამატა Giorgi_მ!
თარიღი/დრო: იანვარი 17, 2020 წელი. 11:30pm —
3 კომენტარი
________________
როდესაც NDI კვლევას აქვეყნებს, მაშინვე დღის მთავარი ამბავი სწორედ კვლევის შედეგები ხდება, კვლევის პროცესის, კითხვარის, შერჩევის და მთელი წინარე პროცესის გამოუკვლეველად. დღესაც ასე იყო - შედეგების განხილვას, მოწონება-დაწუნებას დაეთმო მთელი დღე. ასევე დღის მთავარი თემა იყო აფხაზეთში მიმდინარე პროცესები, შოთაძის სავარაუდო დაბრუნება პროკურატურაში - გენერალურ პროკურორად, ასევე სერგეენკოს მინისტრობისას მედიკამენტების ვადაგასულობის…
დაამატა Giorgi_მ!
თარიღი/დრო: იანვარი 16, 2020 წელი. 7:00pm —
2 კომენტარი
________________
ზამთარი კუდის ქნევას თავს არ ანებებს და ამ შუა ღამისას წვიმა-თოვლი წამოაყარა, ალბათ ნალექი იქნება, მაგრამ სითბო შენარჩუნდება - თოვლს არავინ ელის. ამას გარდა, ქვეყანაში მთავარი თემა, ამჯერად, მორიგი საერთაშორისო ორგანიზაციის დასკვნა-რეკომენდაციებია - ადამიანის უფლებები. დღის მეორე თემა, პარლამენტარების თავშეყრის ქუთაისურ შენობას ეხებოდა, ასევე რუსეთის გადამდგარ მთავრობასა და სემეკის ტარიფებს.
დაამატა Giorgi_მ!
თარიღი/დრო: იანვარი 15, 2020 წელი. 11:30pm —
1 კომენტარი
________________
ახალი ათწლეულის მეორე სამუშაო კვირა მიიწურა და ქვეყანაში, დღის მთავარი თემა ოკუპირებული ტერიტორიების ბედ-იღბალია. ამჯერად, არა მათი შემოერთების ან დაბრუნების საკითხი, არამედ ტერიტორიებზე არსებული ე.წ. მთავრობების შიდა საქმეები (რომლებში ჩახედვის მცდელობაზეც კი უარს გვეუბნებიან). ცხადია ანაკლიის პროექტი აქტუალურ თემებში ბრუნდება და საზღვარგარეთიდან ცხელი ომისა და ცეცხლოვანი კუნძულ-კონტინენტის მოუშუშებელი პრობლემები…
დაამატა Giorgi_მ!
თარიღი/დრო: იანვარი 10, 2020 წელი. 8:00pm —
არ არის კომენტარები
_______________
ქვეყნის შიგნით დღის მთავარი თემა ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის ჯერ-ჯერობით ერთადერთ ინვესტორტან შეწყვეტილი ხელშეკრულება გახლდათ - ანაკლიის განვითარების კონსორციუმტან ხელშეკრულება ოფიციალურად შეწყდა და მთავრობა აპირებს პირგასამეხლოც გადაახდევინოს, საპირწონედ - კონსორციუმი ჩივის. დღეს გახდა ცნობილი, რომ ერთ თვეში ვანო მერაბიშვილი ნანატრ თავისუფლებას მიიღებს, ხოლო აფხაზეთში ხაჯიმბას აუმხედრდნენ. ცხადია, ირან-ერაყ-აშშ-ს ამბები არ ტოვებს…
დაამატა Giorgi_მ!
თარიღი/დრო: იანვარი 9, 2020 წელი. 11:23pm —
არ არის კომენტარები
_______________
2024
2023
2022
2021
2020
2019
2018
2017
2016
2015
2014
2013
2012
1999
Welcome to
Qwelly
გამოაქვეყნა taoaxue_მ.
თარიღი: აპრილი 25, 2024.
საათი: 5:43am
0 კომენტარი
0 მოწონება
Now that Amirdrassil has been ascetic on Mythic difficulty, Angel of Warcraft admirers accepting absolutely candid the stats for Fyr’alath, the Dream Render–the Emblematic weapon abandoned by Fyrakk. One emphasis at this afire new Angel of Warcraft weapon proves it is one of the best able items in the adventuresome acclimatized now.When Angel of Warcraft ancient adverse Apparatus 10.2, Guardians of the Dream, it teased Fyr’alath, the Dream Render–a new two-handed Emblematic axe abandoned by…
გაგრძელება
გამოაქვეყნა taoaxue_მ.
თარიღი: აპრილი 19, 2024.
საათი: 6:00am
0 კომენტარი
0 მოწონება
A Seamless Living World: Throne and Liberty boasts a seamless and dynamic world, where environments and even dungeons adapt and change based on weather conditions and surrounding surroundings. This dynamic environment adds a layer of immersion and unpredictability to exploration and gameplay, constantly keeping players on their toes.
Immersive Narrative: The game's narrative weaves an intricate tapestry connecting the past, present, and future. While details remain scarce, this unique…
გაგრძელება
გამოაქვეყნა taoaxue_მ.
თარიღი: აპრილი 18, 2024.
საათი: 6:30am
0 კომენტარი
0 მოწონება
Spotting Extraction Points: Extraction points are marked by Blue Headstones that emerge from the ground. Listen for the telltale sound of rumbling rocks, signaling the proximity of an extraction point.
Activating the Portal: Approach the Blue Headstone and interact with it by pressing the "F" key on your keyboard. This will open a blue portal, your ticket to safety.
Entering the Portal: Once the portal is active, step into it to initiate the extraction process. Keep an eye out…
გაგრძელება
გამოაქვეყნა millan Myra_მ.
თარიღი: აპრილი 13, 2024.
საათი: 10:00am
0 კომენტარი
0 მოწონება
In the realm of gaming, the allure of microtransactions often beckons players of promises of rare loot, powerful weapons, and legendary mounts. But are these investments truly worth the cost? Today, we embark on a journey into the world of Night Crows, a popular online game, to unravel the mysteries behind its microtransaction system.
Meet Nathan Pay, a seasoned gamer and host of the Blan Crypto channel. With a passion for exploring the depths of virtual economies, Nathan dives…
გაგრძელება© 2024 George. •