Qwelly ბლოგი! - მოთხრობა (91)

ღამის რეისი

      ვერაფრით დავიძინე. ასეც იყო მოსალოდნელი, ჯერ ტელევიზორითა და კომპიუტერი გადავიტვირთე გონება, ამათი წყალობით დავიღლები და მალე მომეყვინთება-მეთქი, თქვენც არ მომიკვდეთ. შესაძლოა მიზეზი ერთი ჭიქა, მაგარი ყავა გახდა, მაგრამ აქამდე არ გამხდარა და ახლა რა მეტაკა?

      ასე იყო, თუ ისე, ჩემს თავს რომ დავუკვირდი, თვალდაჭყეტილს მეწერა გათენება, ამიტომ გადავწყვიტე, სახლში არ გავჩერებულიყავი. შემოდგომა იდგა, ოქტომბრის თვე,…

გაგრძელება

დაამატა თამუნა ქადაგიძე_მ!
თარიღი/დრო: ოქტომბერი 12, 2016 წელი. 4:30pm — 2 კომენტარი
________________

სოფო

      ყოველთვის მიყვარდა ბუნება და ცხოველები. გულგრილად ვერასოდეს ჩავუვლიდი ხოლმე ძაღლს, კატას თუ ლამაზ ფრინველს. რომ იტყვიან, თვალს მიხარებდა მათი ყურება. ვოცნებობდი სახლში ოთხფეხა მეგობარი მყოლოდა.

      სამწუხაროდ, ბავშვობაში ცხოველის შინ მიყვანა კატეგორიულად აკრძალული მქონდა. ჩემებს არ სძულდათ ცხოველები, მაგრამ არც იმდენად უყვარდათ, მათთვის ეპატრონათ. ვინმესთან სტუმრად, სულაც სკვერში ან ქუჩაში ვეფერებოდი და ვეთამაშებოდი ხოლმე ოთხფეხა…

გაგრძელება

დაამატა თამუნა ქადაგიძე_მ!
თარიღი/დრო: აგვისტო 4, 2016 წელი. 11:00pm — არ არის კომენტარები
_______________

ღვთის ნაკვალევზე

      - ჩქარა, ჩქარა... - გუნებაში განუწყვეტლივ იმეორებდა ნანი, თითქოს ეს სიტყვაც დაეხმარებოდა, რათა რაც შეიძლება სწაფად ერბინა. ცალი ხელით თავსაფრის ბოლოები შემოეკრიბა, რომ არ ეფრიალა, მეორეთი მკერდი ეჭირა, რძით სავსე, დამძიმებული. რძეს ვეღარ სწოვდა მისი პატარა, თუმცა ბევრს ცდილობდა ნანი, თუნდაც რამდენიმე წვეთი გადაეყლაპა პატარას. რაღაც ავადმყოფობა შეეყარა, სამიოდე დღეში სრულიად შეიცვალა, ვარდისფერი ლოყები გაუფითრდა, მერე კანი მოეჩვარა, ბალღურ…

გაგრძელება

დაამატა nunu qadagidze_მ!
თარიღი/დრო: მაისი 10, 2016 წელი. 11:30pm — 1 კომენტარი
________________

ზამთრის პირის სევდა

      თოვდა. დეკემბრის უკანასკნელი განთიადი დგებოდა. ჯერ კიდევ ეძინა თბილისს. მოქუფრულ ცაზე მთვარეც არსად ჩანდა... სითეთრე ებრძოდა ღამეს. ვეებერთელა ფანტელები ციდან ისე მოისწრაფოდნენ მიწისკენ, თითქოს რაღაც ახალი ამბავი უნდა ახარონო დედამიწას. გადათეთრებულიყო მთაწმინდა, თეთრად შეღებილიყო თბილისის ქუჩები, ისტორიად შემორჩენილი ჩუქურთმიანი აივნები, კრამიტის სახურავებსაც ფერი ეცვალათ, ზამთრის ზღაპრულ ქალაქს წააგავდა თბილისი. აქა-იქ მბჟუტავი ლამპიონები…

გაგრძელება

დაამატა ლაშა_მ!
თარიღი/დრო: სექტემბერი 30, 2015 წელი. 10:00pm — 2 კომენტარი
________________

არ გათეთრდების ყორანი

რედაქციაში შემოსულ კაცს იღლიაში საქაღალდის გრაგნილი ჰქონდა ამოჩრილი.ამოვიოხრე და ხელით სკამზე ვანიშნე: სტუმარი სკამის კიდეზე ჩამოჯდა და გრაგნილი მოუხერხებლად დაიდო მუხლებზე.

რითი შემიძლია გემსახუროთ?

თუ ნებას მომცემთ, ჯერ რამდენიმე სიტყვას საკუთარ თავზე მოგახსენებთ.

ბრძანეთ, უთხარი და კიდევ ერთხელ ამოვიხვნეშე.

მინდოდა, გამეფრთხილებინეთ, რომ პროფესიონალ მწერლად არ ვითვლები.

დიახ...

ომამდე კაფელის…

გაგრძელება

დაამატა natia_მ!
თარიღი/დრო: ოქტომბერი 25, 2014 წელი. 12:00am — 1 კომენტარი
________________

ნუ მიგვატოვებ, მზეო

რა კარგი იქნებოდა, ცა რომ სარკე იყოს. ვნახავდი ქვეყნებს, ამოვირჩევდი ყველაზე კარგ ქვეყანას, ყველაზე კარგ ხალხს და წავიდოდი ვიმოგზაურებდი.. ვნახავდი სად არის ომი, სად სიმშვიდეა; სადაც სიმშვიდეა, ალბათ, ყველას იქ მოუნდებოდა წასვლა, ცა რომ სარკე იყოს.. თუმცა, ცა რომ სარკე იყოს, ჩვენ ყველანი დავინახავდით ერთმანეთს, ვნახავდით, რომ არა ვართ ისე ცუდები, ჩვენ რომ გვგონია, არაფერი არ გვაქვს საჩხუბარი და ომები აღარ იქნებოდა.. ცა რომ სარკე იყოს, დავინახავდით ვის უჭირს ამ ქვეყანაზე, ვის ულხინს,…

გაგრძელება

დაამატა ლალი შარაშენიძე_მ!
თარიღი/დრო: მარტი 8, 2014 წელი. 1:13am — არ არის კომენტარები
_______________

ბიჭუნა ქრისტეს ნაძვის ხესთან

I - ბიჭი პატარა ხელით

Qwelly, ბლოგი, დოსტოევსკი, ლიტერატურა, მოთხრობა, საახალწლო, ქველი

ბავშვები უცნაური ხალხია

ისინი მუდამ მესიზმრებიან და მელანდებიან. საშობაო ნაძვის ხის მორთვამდე, შობის დღესასწაულის დადგომამდე ნაცნობი ქუჩის კუთხეში მუდამ ვხვდებოდი შვიდიოდე წლის ბიჭუნას. საშინელ ყინვაში მას თითქმის საზაფხულოდ ეცვა, მხოლოდ კისერზე მოეხვია რაღაც ძველმანი, ნიშანი იმისა, რომ გამოშვებამდე მასზე ვიღაცამ იზრუნა.…

გაგრძელება

დაამატა mariami_მ!
თარიღი/დრო: იანვარი 11, 2014 წელი. 5:00pm — 1 კომენტარი
________________

დედაზე

       დედაზე მე ისეთი რა უნდა ვთქვა, მაგრამ ჩემი მოსაყოლი მაინც უნდა მოვყვე. შარშან, გვიან შემოდგომაზე, ნოემბერში, ჩემს სოფელში ჩავედი. დამხვდა საცოდავი დედაჩემი -თითებდამჭკნარი, მაჯებდაწვრილებული. მაინც მიღიმოდა და მეუბნებოდა: - ხან ვწევარ, შვილო, ხან, აი, ასე დავრაცრაცებო. ვიყავი ერთ ღამეს და ერთ დღეს, თითქოს ეზო-ყორის მოწესრიგებით გართული, სინამდვილეში რაღაც ცოდვით შეწუხებული. მეორე საღამოს, უკვე შებინდებულზე წამოვედი. ჩვენიდან რკინიგზის სადგურამდე 4…

გაგრძელება

დაამატა ana_მ!
თარიღი/დრო: ოქტომბერი 21, 2013 წელი. 8:00pm — 2 კომენტარი
________________

ბებო - გოდერძი ჩოხელი

ისედაც მიტოვებულ სოფელში მიატოვეს ბებო. ზაფხულში ვერ მოიცალეს შვილებმა, ზოგი სამსახურს იმიზეზებდა, ისეთ ადგილებზე მუშაობდნენ, გაცდენა არაფრით არ შეიძლებოდა. შვებულება თითქმის ოთხივემ ერთად აიღო, ოჯახებით აიყარნენ და ზღვაზე წავიდნენ. იქიდან დაბრუნებულებს კი, ისევ უამრავი გადაუდებელი საქმე ელოდებოდათ თბილისში. მთელი ზაფხული მოლოდინში გაატარა ბებომ. ერთთავად თვალებზე სანთელივით გაყვითლებულ ხეს იჩრდილებდა და გზას გაჰყურებდა. გზას გასათიბი ბალახი…

გაგრძელება

დაამატა შორენა კენჭოშვილი_მ!
თარიღი/დრო: დეკემბერი 25, 2012 წელი. 8:00pm — 5 კომენტარი
________________

შველი ზამთარში

      შველი მარტო იყო. მარტო დადიოდა ზამთრის დანაღვლიანებულ ტყეში, წიწკნიდა ნედლად შემორჩენილ ბალახებს, კვნეტდა ნორჩ ყლორტებს, მწვანედ უქაფდებოდა პირი. ჩადიოდა ჩაღრმავებულში, ხმელი ფოთლებით სავსე ოდნავ ჩაბინდულ ხევში, დაეწაფებოდა პაწაწინა ტალღების ლიცლიცით მიმავალ მოშავო წყალს. სკუპით გადახტებოდა იმ წყალზე, ავიდოდა მაღლა, გაჩერდებოდა, იხედებოდა აქეთ-იქით, თუკი საეჭვოს არაფერს იგრძნობდა, ჩუმად დაიხავლებდა: _ ბეე! ბეე! _ არავინ გამოეპასუხებოდა და…

გაგრძელება

დაამატა შორენა კენჭოშვილი_მ!
თარიღი/დრო: ნოემბერი 6, 2012 წელი. 11:00pm — არ არის კომენტარები
_______________

უკანასკნელი ფოთოლი / The Last Leat

უკანასკნელი ფოთოლი

     ნიუ-ორკში, დიდი სახლის ერთ პატარა ოთახში ორი მხატვარი მეგობარი ცხოვრობდა. ერთ სიუ ერქვა, მეორეს – ჯონსი. დებივით ერთად ცხოვრობდნენ და მუშაობდნენ. შეკვეთებს იშვიათად იღებდნენ და ამიტომ ხშირად საჭმლის ფულიც არ ჰქონდათ. ცხოვრება მაინც უყვარდათ, უხაროდათ როცა მათი ნახატები ადამიანებს მოსწონდათ და თავს ყოველთვის ბედნიერად გრძნობდნენ.

     ნოემბერი დადგა.…

გაგრძელება

დაამატა ნათი მორბედაძე_მ!
თარიღი/დრო: ოქტომბერი 27, 2012 წელი. 2:30pm — 4 კომენტარი
________________

ყოველთვიური არქივი

2024

2023

2022

2021

2020

2019

2018

2017

2016

2015

2014

2013

2012

1999

ღონისძიებები

ბლოგ პოსტები

he game's narrative weaves

გამოაქვეყნა taoaxue_მ.
თარიღი: აპრილი 19, 2024.
საათი: 6:00am 0 კომენტარი

A Seamless Living World: Throne and Liberty boasts a seamless and dynamic world, where environments and even dungeons adapt and change based on weather conditions and surrounding surroundings. This dynamic environment adds a layer of immersion and unpredictability to exploration and gameplay, constantly keeping players on their toes.

Immersive Narrative: The game's narrative weaves an intricate tapestry connecting the past, present, and future. While details remain scarce, this unique…

გაგრძელება

Important Notes

გამოაქვეყნა taoaxue_მ.
თარიღი: აპრილი 18, 2024.
საათი: 6:30am 0 კომენტარი

Spotting Extraction Points: Extraction points are marked by Blue Headstones that emerge from the ground. Listen for the telltale sound of rumbling rocks, signaling the  proximity of an extraction point.

Activating the Portal: Approach the Blue Headstone and interact with it by pressing the "F" key on your keyboard. This will open a blue portal, your ticket to safety.

Entering the Portal: Once the portal is active, step into it to initiate the extraction process. Keep an eye out…

გაგრძელება

A Deep Dive into purchase Night Crows Diamonds

გამოაქვეყნა millan Myra_მ.
თარიღი: აპრილი 13, 2024.
საათი: 10:00am 0 კომენტარი

In the realm of gaming, the allure of microtransactions often beckons players of  promises of rare loot, powerful weapons, and legendary mounts. But are these investments truly worth the cost? Today, we embark on a journey into the world of Night Crows, a popular online game, to unravel the mysteries behind its microtransaction system.

Meet Nathan Pay, a seasoned gamer and host of the Blan Crypto channel. With a passion for exploring the depths of virtual economies, Nathan dives…

გაგრძელება

purchase an instrument

გამოაქვეყნა millan Myra_მ.
თარიღი: აპრილი 10, 2024.
საათი: 11:00am 0 კომენტარი

In the blink of an eye, the procedure changed into the following: mine ores make smelt of ore to forge bronze daggers chicken execution, then sell the rest to the greedy clerk at the shop, and use the cash to buy tools. And on and so forth it goes on. As of now I've consumed all the energy drinks available I have available . I've never had to fight this intensely in my entire life to get rid of chickens. I took another bottle of red bull, knowing it…

გაგრძელება

Qwelly World

free counters