მართლაც იგავმიუწვდომელია ახალი ამბების გავრცელების სისწრაფე: ახლადამოსულ მზეს ჯერაც ხეირიანად არ შეემაღლებინა... მზის საათთან წერწეტა ჩრდილი იწვა, რომლის ბოლოც უსასრულობას ერწყმოდა შორეთს მიღმა, როცა ხალხმა უკვე იწყო თავმოყრა სურამის ციხესთან. ხმა გავარდნილიყო, ვიღაც საშიშ დამნაშავეს ციხის კედელში ცოცხლად უპირებენ ჩატანებასო. სულ მალე გაივსო იქაურობა ჩქარი სიარულისგან აქოშინებული, სახეაწითლებული ადამიანებით. სურამის ციხის თაობაზე ისედაც…
დაამატა nunu qadagidze_მ!
თარიღი/დრო: იანვარი 26, 2021 წელი. 3:00pm —
არ არის კომენტარები
_______________
პირველი ადამიანი, ვინც ოქრო აღმოაჩინა, სულით და ხორცით ნამდვილი პოეტი იყო. მხოლოდ ლექსებს არ წერდა იმ უბრალო მიზეზის გამო, რომ წერა-კითხვა არ იცოდა. ხატვით კი ხატავდა ხანდახან, როცა ხასიათზე იყო და კუჭიც მაძღარი ჰქონდა. პირველყოფილი ადამიანების გამოქვაბულების კედლებზე დღემდე შემონახულ ნახატებში უეჭველად მისი ხელიც ურევია.
ყველაზე მეტად კი ამომავალი მზის ყურება უყვარდა.
როგორც დღეს არ…
დაამატა nunu qadagidze_მ!
თარიღი/დრო: აგვისტო 10, 2018 წელი. 1:30pm —
არ არის კომენტარები
_______________
უკვე მერამდენედ აგროვებ საკუთარ თავს
შემოდგომაზე ჩამოცვენილი ფოთლებივით.
დგახარ მარტო საკუთარ სიცივეში
და გეშინია ქარის ერთი დაბერვის.
მომლოდინე დამხვედრივით
დგახარ და იცდი.
დგახარ და იცდი.
აივლიან და ჩაივლიან მატარებლები.
არავინ.
თითქოს, ძველ, მიტოვებულ სადგურზე დგახარ,
სადაც დიდი ხანია აღარ აჩერებენ მატარებლები.
მაგრამ რატომღაც არავინ გეუბნება.
აიფარებ სახეზე…
დაამატა Restless_მ!
თარიღი/დრო: ივნისი 30, 2016 წელი. 9:00pm —
არ არის კომენტარები
_______________
მზე ჩავიდა და მთვარე ამოვიდა კი არა ხალხნო, შეხედეთ:
"მთიდან ჩამოსულმა ნახირმა თითქოს მზეც კუდზე მოიბა და სოფლის თავში ენგურში გადააგორა... უცბად შებინდდა."
"ახალი მთვარე მთებით შეკრულ ზეცაზე ყანაში გავარდნილ ნამგალივით აპრიალდა."
ლ. გოთუა
დაამატა სალომე_მ!
თარიღი/დრო: იანვარი 30, 2016 წელი. 2:30pm —
3 კომენტარი
________________
ქარი ბობოქრობს ხეივანში, ხეები ირხევიან, მთვარის სინათლე და სხივები კი დიდ სიცივეს გვპირდებიან. ფანჯრებიდან კი სინათლის თანაბარი შუქი აღწევს. ორი მოჩვენება დახეტიალობს სახლში, ფანჯრებს აღებენ, ჩურჩულებენ, ეშინიათ არ გაგვაღვიძონ, წარსული და მომავალი... ორშაბათი თუ სამშაბათი საინტერესოდ დასრულებული საუბარი ყოველთვის ფიქრს იწვევს წარსულსა და მომავალზე, წარსულზე იმიტომ რომ რევიზია მოგონებისა, მომავალზი კი დახვეწილი…
გაგრძელება
დაამატა Kakha_მ!
თარიღი/დრო: დეკემბერი 3, 2015 წელი. 9:30pm —
არ არის კომენტარები
_______________
სულ მინდოდა, რომ ჩემი ოთახის ფანჯრები ტყეში გასულიყო... ტყეში, სადაც იქნებოდა კამკამა მდინარე, ბევრი ბალახი, ფოთოლი, ხე... ოთხი ფერის სამყარო... სადაც მზის სხივი გამოანათებდა ხოლმე ფოთლებსშორისი ჭუჭრუტანებიდან, მე კი ვირბენდი ბევრს რომ ყველა სხივი დამეჭირა. ყველას თუ არა იმას მაინც დავიჭერდი მე რომ ძალიან მინდა და გამათბობდა თავისი არამიწიერი სითბოთი, მე კი ვიქნებოდი ისეთი მსუბუქი, რომ სულ ვიფრენდი დარჩენილი ცხოვრება...
დიახ,…
დაამატა salome_მ!
თარიღი/დრო: სექტემბერი 20, 2015 წელი. 12:30am —
1 კომენტარი
________________
მოარული სეზონი, აგვისტო წინ არის
ჩვეულებრივი დილა? რომელიც არაფრით განსხვავდება სხვა დილებისგან?... ამისთვის კი არაფერი განსაკუთრებული არაა საჭირო. შენ დგები, იღებ საწერ კალამს და დღიურს გადიხარ სახლიდან და გავიწყდება მოსასხამი, რადგან გარეთ ამინდია სუსხიანი. გადიხარ გარეთ ხედავ დიდი ხნის უნახავ…
გაგრძელება
დაამატა Kakha_მ!
თარიღი/დრო: ივლისი 28, 2015 წელი. 4:30pm —
არ არის კომენტარები
_______________
შაილოს ბიბლიოთეკა ერთ-ერთი საინტერესო ბიბლიოთეკაა, იგი არ მდებარეობს ცენტრალურ ქუჩაზე, მაგრამ არც სკაირაიდის გზაზეა, თანამედროვე ტექნიკით აღჭურვილი წიგნების საცავი ერთ-ერთი ყველაზე მომნუსხველი სანახაობაა, ცოტა ხნის უკან დასრულდა ციფრულ ენციკლოპედიაზე მუშაობა, ეს ენციკლოპედია სხვებისგან გამოირჩევა იმით რომ…
დაამატა Kakha_მ!
თარიღი/დრო: ივნისი 21, 2015 წელი. 9:22pm —
არ არის კომენტარები
_______________
მზე როცა ჩავა, დაბნელდება.. სახილველის დანახვა შეუძლებელი გახდება.
როცა მზე ჩავა, ცივი ქარები გაბატონდებიან და შეუკავებლად დაიწყებენ ბოდიალს ირგვლივ. ააწრიალებენ და აახმაურებენ ყველაფერს, ააშრიალებენ ხეზე შემორჩენილ შემომხმარ, სიცოცხლე მილეულ ფოთლებს და სამუდამოდ მოაცილებენ მშობლიურ ტოტებს. დაენარცხებიან და ისე გაიშლებიან პოხიერ მიწაზე, თითქოს არც კი ყოფილიყვნენ.. ჩაივლის ვინმე მგზავრი, შეხედავს ხეს…
დაამატა თათია_მ!
თარიღი/დრო: ივნისი 13, 2015 წელი. 4:30pm —
2 კომენტარი
________________
როდესაც მზე ჩავიდა დაიწყო გრძელი რამე, სიბნელეში ჩანს გრძელი მდინარე, ასევე კარგად მოჩანს შუქურა, რომელიც იქნება სიმღლით ერგასნახევარი, გრძელი და ბნელი ღამე იქნება წინ როგორც ჩანს, სქელი ღრუბელი ამის წინასწარმეტყველების შანს გვჩუქნის, ამ ადგილას ყველაზე უინტერესო ზღვაა რის, რომელიც არავის არაფერში ჭირდება, არც თევაობისთვის არც დასვენებისთვის და არც მზის ჩასვლა-ამოსვლისათვის, რაღაც ძალიან ემპათიის ნაკლებობას…
დაამატა Kakha_მ!
თარიღი/დრო: ივნისი 10, 2015 წელი. 11:00pm —
3 კომენტარი
________________
ოთახი მორთულია სურნელით
წვიმის წვეთები ეთამაშებიან გარედან ჩემს იასამნებს მე კი მათ ოთხში ვკლავ ეგოისტურად არვაძლე წვიმასთან თამაშის უფლებას
ყველაფერი ხომ გაცილებით გრძნობადია დღეს ვიდრე გუშინ ან გუშინწინ
ყველაფერი ხომ მომენტალურად ზუსტად ამ წამს ვიგრძენი და ვცდილობ გაგაგებინო…
დაამატა ცისია_მ!
თარიღი/დრო: მაისი 14, 2015 წელი. 4:30am —
2 კომენტარი
________________
იყო და არა იყო რა, ერთ ლამაზ, მზიან დღეს დაიბადა სიყვარული. სიყვარულმა მრავალ ქარს, ქარიშხალს და ბოროტებას გაუძლო. სიყვარულს უყვარდა, სილამაზე, სინაზე და მშვენიერება.
სიყვარულის ნაყოფი იყო, უნაზესი არსება ია და პეპელა, ვარდი და ენძელა. ისინი სიყვარულით არსებობდნენ და დღითიდღე მშვენდებოდნენ. მატი შვილებიც სიყვარულად იწოდებოდნენ და ასე მრავლდებოდნენ სიყვარულში. ცისარტყელა ყოველ დღე ალამაზებდა და…
დაამატა თათია_მ!
თარიღი/დრო: მარტი 11, 2015 წელი. 7:30pm —
არ არის კომენტარები
_______________
რა კარგი იქნებოდა, ცა რომ სარკე იყოს. ვნახავდი ქვეყნებს, ამოვირჩევდი ყველაზე კარგ ქვეყანას, ყველაზე კარგ ხალხს და წავიდოდი ვიმოგზაურებდი.. ვნახავდი სად არის ომი, სად სიმშვიდეა; სადაც სიმშვიდეა, ალბათ, ყველას იქ მოუნდებოდა წასვლა, ცა რომ სარკე იყოს.. თუმცა, ცა რომ სარკე იყოს, ჩვენ ყველანი დავინახავდით ერთმანეთს, ვნახავდით, რომ არა ვართ ისე ცუდები, ჩვენ რომ გვგონია, არაფერი არ გვაქვს საჩხუბარი და ომები აღარ იქნებოდა.. ცა რომ სარკე იყოს, დავინახავდით ვის უჭირს ამ ქვეყანაზე, ვის ულხინს,…
გაგრძელება
დაამატა ლალი შარაშენიძე_მ!
თარიღი/დრო: მარტი 8, 2014 წელი. 1:13am —
არ არის კომენტარები
_______________
დაამატა ცისია_მ!
თარიღი/დრო: თებერვალი 8, 2014 წელი. 1:30am —
19 კომენტარი
________________
სირცხვილდაკარგულივით მივშტერებივარ ყველა~
მგონია დრო უსასრულობით ფეთქავს...
გაგიღიმებდი მაგრამ სიყვარულისგან სიცოცხისუნარიანობა მაქვს მომატებული და მეშინია ჩემით არ დაიწყო ფეთქვა
მგონია რომ დროით თუ არ შეგწყვიტე შენ შემწყვეტ
და მთვარით არეკლილი სამყაროს ნაკუწებით შეწეპებულ დიაპაზონში ჩავეშვებით მხოლოდ მე და შენ
აფექტის მდგომარეობაში გული ხარობს სულს სტკივა
სიცილისგან გაყრუებული ბრბო კი გიჟად მნათლავს
ხანდახან ეჭვი მეპარება ჩემს სიგიჟეში და…
გაგრძელება
დაამატა ცისია_მ!
თარიღი/დრო: სექტემბერი 26, 2013 წელი. 1:30am —
არ არის კომენტარები
_______________
მზე მეთამაშება...
მზე მემალება...
კლდეებს ზემოთ აღმართულ ხეებს ეფარება ...
ხავსს სთხოვს შეიხიზნოს თავისი სხივები და ნამად გადააქციოს.
ხე და ხავსი თავის სამეფოში იფარებენ მზეს. თუმცა არა! მზეს არა! მზის იმ ანარეკლს, რომელიც ჩვენამდე აღწევს...
ჩაბნელებული და მზისგან მიტოვებული მე ისევ ველოდები მზეს... ველოდების ღიმილს თბილს და ჩასახუტებლად გამოწვდილ სხივს...
მზე კეთილია, დიდი და თბილი. მოწყენილ "მე"-ს ვერ გაუძლო და გამოიჭყიტა. ჯერ ერთი სხივი სტყორცნა,…
გაგრძელება
დაამატა salome_მ!
თარიღი/დრო: სექტემბერი 9, 2013 წელი. 12:53am —
25 კომენტარი
________________
2021
2020
2019
2018
2017
2016
2015
2014
2013
2012
1999
Welcome to
Qwelly
გამოაქვეყნა Giorgi_მ.
თარიღი: თებერვალი 26, 2021.
საათი: 11:02pm
0 კომენტარი
4 მოწონება
დღეს მელიას განმათავისუფლებელი აქციის პირველი დღე იყო, ერთგვარი მოთელვა და ძალების მოსინჯვა. უფრო ვრცელი და ჯაჭვური აქციები დაანონსდა და შესაბამისად, კიდევ რამდენიმე კვირის განმავლობაში აქციობანა იქნება მთავარი თემა. ამასობაში ეკონომიკა კიდევ უფრო ზარალდება და ზარალდება. დღეს ასევე სანაიას საქმის მოსმენაც იყო და მოძალადეებს პატიმრობა შეუფარდეს. კოვიდზე და ვაქცინაზე ჯერ სასიკეთო სიახლეები არ გვაქვს. კორონავირუსის სტატისტიკა ასეთია -…
გამოაქვეყნა Giorgi_მ.
თარიღი: თებერვალი 25, 2021.
საათი: 10:30pm
1 კომენტარი
4 მოწონება
კოლაუ ნადირაძის ლექსის დღეა დღეს. დღე რომლითაც საბჭოთა კავშირმა ჩვენი სამწლიანი დამოუკიდებლობა წაიღო. იუნკერებისთვის პატივის მიგების დღეც არის და მემორიალებზე ყვავილების მიტანის, წუთიერი დუმილის და დამოუკიდებლობაზე ბრძნული ფრაზების დღეა. დღის მთავარი თემა კი მაინც დაპატიმრებული და გასაჩივრებაარიდებული მელიაა და ასევე ჟურნალისტ ვახო სანაიაზე თავდასხმა. კორონავირუსის სტატისტიკა ასეთია - დადასტურებული შემთხვევა - 269800, ბოლო დღე-ღამეში - 362;…
გამოაქვეყნა Giorgi_მ.
თარიღი: თებერვალი 24, 2021.
საათი: 11:00pm
0 კომენტარი
4 მოწონება
ქვეყანა ამოსუნთქვას იწყებს. რეგულაციები ნელ-ნელა მსუბუქდება - რესტორნები ბრუნდება, ტრანსპორტი ამუშავდება, სპორტ დარბაზებიც კი იფუნქციონირებენ და ა.შ. მედიაში მელიას ამბავი ჯერ კიდევ მეინსტრიმია. კორონავირუსის სტატისტიკა ასეთია - დადასტურებული შემთხვევა - 269438, ბოლო დღე-ღამეში - 443; გამოჯანმრთელებული - 263257, ბოლო დღე-ღამეში - 461; გარდაცვლილი - 3463, ბოლო დღე-ღამეში - 6; კარანტინის რეჟიმში - 307. დოლარის ფასი ლარში - 3.3198.…
გამოაქვეყნა Giorgi_მ.
თარიღი: თებერვალი 23, 2021.
საათი: 11:00pm
3 კომენტარი
3 მოწონება
დღევანდელი ნიუსები საკმაოდ ვრცელი გამოდგა რადგან დილაადრიანად აჭრელდა მედია - გამთენიისას ნიკა მელია საკუთარ ოფისში დააკავეს. სპეცრაზმმა ის ჩაკეტილი კაბინეტში აიყვანა. ოპოზიცია ჭიდაობდა, მაგრამ დამარცხდა. დაანონსდა აქციები, იყო მსოფლიო შეშფოთებები და ჭკუის დარიგებები და მრავალი სხვა. მოკლედ, უკვე მერამდენე დღეა დღის მთავარი ამბავი მელიას გარშემო ტრიალებს. კორონავირუსის სტატისტიკა ასეთია - დადასტურებული შემთხვევა - 268995, ბოლო დღე-ღამეში -…
© 2021 George.
•