Giorgi'ს ბლოგი || "მარტი" (101)

მსოფლიო ომის პერიოდში, ქართული პოლიტიკა და ავტობუსების ახალი ნომრები

      ვინაიდან ჯერ კიდევ არავინ იცის ომი როდის დასრულდება, დღის მთავარი ამბები კვლავ უკრაინიდან იქნება. მაგრამ ამასთა ერთად, ძალიან ვრცელი და აქტიური ორშაბათი გამოდგა. ბოლო დღეების დიდთოვლობამ პრობლემები შექმნა, მაგრამ მოგვარებადი. დღეს სააკაშვილის სასამართლო პროცესი იყო და ტრადიციულად მისი გამოსვლები გამეინსტრიმდა, ასევე პრემიერის და მინისტრების გამოსვლები. პრეზიდენტისთვის წაყენებული სარჩელიც კვლავ აქტუალურია. ლარის ამბავი - 1 დოლარის ღირებულება -…

გაგრძელება

დაამატა Giorgi_მ!
თარიღი/დრო: მარტი 21, 2022 წელი. 11:30pm — არ არის კომენტარები
_______________

ომის წინა ხაზი, პოლონელი კოლეგა და შსს-ს პარლამენტის დღე

      როცა საქმე პარლამენტს ეხება, დღე უხვსიტყვიანი და მრავალკომენტარიანი გამოდის. დღესაც ასე იყო. ამჯერად, ვახტანგ გომელაურის საათი ჩაინიშნა და საკმაოდ ვრცელიც გამოდგა, თავისი მოხსენებიან-კითხვა-კომენტარებიანად. ომი არ წყდება უკრაინაში და დაბომბვები მშვიდობიან მოსახლეობაზე - უკრაინული პასუხი მტკიცედ დგომაა, ევროპული პასუხი კი საქნცია და „სხვის“ ომში ჩაურევნელობა. ლარის ამბავი - 1 დოლარის ღირებულება - 3.2178 ლარია.…

გაგრძელება

დაამატა Giorgi_მ!
თარიღი/დრო: მარტი 17, 2022 წელი. 11:30pm — არ არის კომენტარები
_______________

პრეზიდენტი საკანონმდებლო ტრიბუნასთან - ახალი ხმაურის მიზეზი

      ესეც მარტის განზოგება და უჩვეულოდ მოტრიალებული ზამთარი. თოვლია აღმოსავლეთ საქართველოში და ჯერ კიდევ თოვლიანი დღეები გველოდება სინოპტიკოსებს თუ დავუჯერებთ. მსოფლიო კვლავ უკრაინაში (პირობითად), თუმცა დახმარებები ომის მსვლელობას ვერ აჩერებ, დაბომბვებიც არ წყდება, არც საპირწონე სანქციები. საქართველოში როგორც იქნა საპარლამენტო დონეზე მოვინდომეთ ევროპაში შესვლა, მაგრამ პრეზიდენტის გუშინდელი გამოსვლა საკანონდემბლო ტრიბუნიდან, ორი დღის ყველაზე…

გაგრძელება

დაამატა Giorgi_მ!
თარიღი/დრო: მარტი 15, 2022 წელი. 11:00pm — არ არის კომენტარები
_______________

საქმე ჰააგაში და ომის ახალ-ახალი ფრონტები

      ჰააგის სასამართლოში აგვისტოს ომი ისევ გაიხსენეს, დამნაშავეებზე ძებნაც გამაოცხადეს და ეს ამბავი საქართველოს და ქართველი ხალხის მორიგ გამარჯვებად ჩაწერეს, ეს უკანასკნელი უკვე საქართველოში მოხდა. პარალელურად, ამერიკა კრძალავს ყველაფერს რაც შეუძლია, მაგრამ რუსეთი მაინც ბომბავს უკრაინას და აგრძელებს ომს. ლარის ამბავი - 1 დოლარის ღირებულება - 3.2308 ლარია.

საქართველოს და მსოფლიოს ამბები | 11…

გაგრძელება

დაამატა Giorgi_მ!
თარიღი/დრო: მარტი 11, 2022 წელი. 10:30pm — არ არის კომენტარები
_______________

ევროსაბჭო რუსეთის გარეშე და მოლაპარაკებები თურქულ კურორტზე

      მოლაპარაკებები დაიწყო, თუმცა ჯერ-ჯერობით ომის დასრულების კომენტარებს არცერთი მხარე არ აკეთებს, მეტიც პუტინი დამატებით მესიჯებს ავრცელებს ძლიერი და აღზევებული რუსეთის შესახებ. საპირწონედ, ევროსაბჭოდან რუსეთი უკვე „გარიცხეც“, უკრაინაში კი ბომბები უკვე სამშობიარო და საავადმყოფო სახლებს ხვდება. ჰააგა აქტიურად ინტერესდება ამ ომში დანაშაულების გამოძიებით. ლარის ამბავი - 1 დოლარის ღირებულება - 3.2644 ლარია.…

გაგრძელება

დაამატა Giorgi_მ!
თარიღი/დრო: მარტი 10, 2022 წელი. 11:30pm — არ არის კომენტარები
_______________

ეკონომიკა და ფინანსები დახლებსა და ბანკებში და უკრაინა ბომბების წვიმაში

      უკრაიანში ომია და საქართველოში დეფიციტის შიშით მაღაზიების გამოცარიელება - დაიტაცეს შაქარი, მარილი, ზეთი. აღმოჩნდა რომ უკრაინა არცერთის ძირითადი იმპორტიორი ქვეყანა არ არის და მათ შემოდინებას საფრთხე არ ემუქრება, მაგრამ ჭამა მაინც უპირველეს ყოვლისა. დღის მთავარი თემა კვლავ უკრაინის ომი და საშველ-მშველელის ამბავი იყო, ასევე გომელაურის საპარლამენტო საათი და ფინანსები ბანკსა და მაღაზიებში. ლარის ამბავი - 1 დოლარის ღირებულება - 3.4945…

გაგრძელება

დაამატა Giorgi_მ!
თარიღი/დრო: მარტი 9, 2022 წელი. 11:00pm — არ არის კომენტარები
_______________

ერთი ქვეყნის ომი ერთი ქვეყნის ომად

      ომმა არც კლარა ცეტკინობა იცის. მსოფლიო ქალთა დღეს ზეიმობდა იმდენად, რამდენადაც ეზეიმებოდათ, მაგრამ უკრაიანში კვლავ ბომბების წვიმა იყო და აფეთქებები ისმოდა. სანქციები არ სრულდება და ყოველდღიურად უფრო ფართოვდება, ჰოდა ფაქტიც ასეთია - მხოლოდ ამ სანქციების და საკუთარი ძლიერი ბუნების იმედადაა დარჩენილი უკრაინელი ხალხი. ლარის ამბავი - 1 დოლარის ღირებულება - 3.4233 ლარია.

საქართველოს და მსოფლიოს…

გაგრძელება

დაამატა Giorgi_მ!
თარიღი/დრო: მარტი 8, 2022 წელი. 10:30pm — არ არის კომენტარები
_______________

ღია ცის ომი, ქართული რძე და ყველი და ევროკავშირის კარზე კაკუნი შიდა პროტესტების ფონზე

      ომი ნელ-ნელა იქითკენ მიდის რომ ტყუილ მართლის გარკვევა ნელ-ნელა უფრო რთულდება და დაძაბული ვითარება კიდევ უფრო მიდი ჩიხისკენ. უკრაინა ცის დახურვას ითხოვს მაგრამ ნატო უარობს, დაბომბვა კი გრძელდება. ჩვენთან მთავრობას უმეგობრობაში ადანაშაულებენ და აქციებიც იმართება. ლარი ძალიან ემოციური ვალუტაა, როგორც მინისტრი დავითაშვილი ამბობს, დღეს ობიექტური ფაქტორები არ არის, რომ ლარი უფასურდებოდეს, ძირითადად ემოციური ფაქტორებია. ასე თუ ისე, ლარის ამბავი…

გაგრძელება

დაამატა Giorgi_მ!
თარიღი/დრო: მარტი 7, 2022 წელი. 11:30pm — არ არის კომენტარები
_______________

ჰუმანიტარული სიმშვიდე და პრეზიდენტები რუსთაველზე ეკრანიდან

      დაბომბვა შეწყდა მინიმუმ ჰუმანიტარული დახმარების მიღების მიზნით, თუმცა დილით ჯერ კიდევ იბომბებოდა უკრაინა. საღამოს უკვე ზელენსკიმ შეძლო და ტელეხიდით რამდენიმე ქალაქს და შეკრებილ მოსახლეობას მიმართა. საქართველოში კი აქტუალურია დამატებით ორი ამბავი - პრეზიდენტის პარლამენტში მოხსენება და რუსების შემოშვება-არ შემოშვების ამბავი. ლარის ამბავი - 1 დოლარის ღირებულება - 3.2744 ლარია.

საქართველოს და…

გაგრძელება

დაამატა Giorgi_მ!
თარიღი/დრო: მარტი 4, 2022 წელი. 11:00pm — არ არის კომენტარები
_______________

ევროპამდე გზა მოკლდება და ჰუმანიტარულ დერეფანზე შეთანხმება მიღწეულია

      დღეს დედის დღე აღინიშნება საქართველოში, თუმცა „მედიები“ ამაზე ძალიან ცოტას წერენ რადგან კვლავ მხოლოდ უკრაინის ზარი ისმის მთელს მსოფლიოში და მათ შორის საქართველოშიც. დღეს ისტორიული დღეა ქართული პოლიტიკისთვის, რადგან ევროკავშირის წევრობაზე განაცხადი გავაკეთეთ. შედეგებს ყველა პესიმისტურად და სკეპტიკურად უყურებს, მაგრამ განაცხადი მაინც ხმამაღალია და გასაისტორიებელი. ლარის ამბავი - 1 დოლარის ღირებულება - 3.2479 ლარია.…

გაგრძელება

დაამატა Giorgi_მ!
თარიღი/დრო: მარტი 3, 2022 წელი. 11:30pm — არ არის კომენტარები
_______________

საწევრო განაცხადი და ომის კვრეულის შესრულება

      ყოველი დაღამება ან ყოველი გათენება ბოლო კვირაა სრულად უკრაინული განწყობებით ივსება და მთელი მსოფლიო მისი ტრაგიკული ამბებით ივსება. უკვე ერთი კვირაა ომი არ წყდება და მოლაპარაკებების მიუხედავად დაბომბვები არ ნელდება. პარალელურად, ევროკავშირის წევრობაზე განაცხადი საქართველოშიც მომზადდა და ხვალ „განცხადდება“. ლარის ამბავი - 1 დოლარის ღირებულება - 3.2419 ლარია.

საქართველოს და მსოფლიოს ამბები |…

გაგრძელება

დაამატა Giorgi_მ!
თარიღი/დრო: მარტი 2, 2022 წელი. 10:00pm — არ არის კომენტარები
_______________

ომის ახალი, დამძიმებული ვითარება და პროტესტი თბილისში

      ომი რთულდება და უკვე მეექვსე დღეა უკრაინა კვლავ მარტო იბრძვის, იცავს თავს რუსეთის მრავალწახნაგოვანი თავდასხმებისგან. ნელ-ნელა დაბომბვებიც და გამოყენებული იარაღიც უფრო მძიმდება და ომი მთელი თავისი საშინელებით ედება „ევროპის ახალ გულს“, როგორც მას ზელენსკი უწოდებს. ამის ფონზე, საქართველოში არის არეულობა და პროტესტი არსებული მთავრობის და მისი გადაწყვეტილებების წინააღმდეგ. უკრაინაში თოვს, საქართველოში კი 4 მარტამდე 16 გრადუსამდე მოიმატებს…

გაგრძელება

დაამატა Giorgi_მ!
თარიღი/დრო: მარტი 1, 2022 წელი. 11:30pm — არ არის კომენტარები
_______________

შეუთანხმებელი პუნქტები რურუას ხარჯზე და პრეზიდენტის დაბადების დღე

      გამსახურდიას დაბადების დღეს, დამოუკიდებლობის მემორანდუმის დღეს, საქართველო ხელისუფლება და ოპოზიცია 5 პუნქტიან დოკუმენტზე ვერ შეთანხმდნენ. დღე ამ ნეგატივით დაიწყო, მაგრამ დილის ყველაზე ცუდი ამბავი ბოლო დროის ერთ-ერთი დიდი მოღვაწის ანზორ ერქომაიშვილის გარდაცვალების ნიუსი იყო. ანზორ ერქომაიშვილი კორონავირუსმა იმსხვერპლა. კოვიდპანდემია საქართველოში ასეთია- დადასტურებული შემთხვევა - 281761, ბოლო დღე-ღამეში - 616, გამოჯანმრთელებული - 273167, ბოლო…

გაგრძელება

დაამატა Giorgi_მ!
თარიღი/დრო: მარტი 31, 2021 წელი. 11:00pm — არ არის კომენტარები
_______________

მაგიდა გაშლილია და პოლიტიკოსებიც მოწვეულები არიან

      დღის მთავარი ამბავი ჯერ არ დასრულებულა. ვიდრე მოლაპარაკებების მაგიდა შეიკრიბებოდა, იქამდეც მთავარი ამბავი იყო, შეიკრიბა და ჯერ კიდევ მისკენ არის ყველა საინფორმაციო პორტალის მზერა მიმართული - როდის მორჩება და რომ მორჩება, რას იტყვიან, რა შედეგით დასრულდება ეს ამბავი. პარალელურად, კოვიდი გარბის, ვაქცინები მოდის, მსურველი ბევრია - აცრილი ცოტა. კოვიდპანდემია საქართველოში ასეთია- დადასტურებული შემთხვევა - 281145, ბოლო დღე-ღამეში - 673,…

გაგრძელება

დაამატა Giorgi_მ!
თარიღი/დრო: მარტი 30, 2021 წელი. 10:00pm — არ არის კომენტარები
_______________

შერიგების რაუნდის მომზადება და ჰესით დამოუკიდებლობა

      დღევანდელი დღე მოთელვა იყო მოლაპარაკებების წინ. მედიატორი ცალ-ცალკე პარტიებს შეხვდა და უკვე დღის ბოლოს დაანანონსა, რომ ხვალ დადებს დოკუმენტს - მოაწერენ ხელს, ხომ კარგი, არადა ჩემი ფეხი აღარ იქნება აქო. მთლად ასე არ უთქვამს, მაგრამ მგონი მაგის თქმა უნდოდა. კოვიდპანდემია საქართველოში ასეთია- დადასტურებული შემთხვევა - 280472, ბოლო დღე-ღამეში - 171, გამოჯანმრთელებული - 272601, ბოლო დღე-ღამეში - 382, გარდაცვლილი - 3765, ბოლო დღე-ღამეში - 14;…

გაგრძელება

დაამატა Giorgi_მ!
თარიღი/დრო: მარტი 29, 2021 წელი. 10:00pm — არ არის კომენტარები
_______________

მედიაციის მომდევნო ტური და ფაიზერი ქართულ ვენებში

      ქარტეხილები გველოდება, როგორც გადატანით, ასევე პირდაპირი მნიშვნელობით - იმიტომ, რომ ხვალიდან, 27 მარტიდან, საქართველოს ზოგიერთ რაიონში ძლიერი ქარია მოსალოდნელი. ორშაბათს მედიაციის ახალი რაუნდი იწყება და კვლავ დანიელსონი უმსაჯებს გუნდებს. დღის მთავარი თემაც ეს იყო, ასევე უკვე შემოსული ფაიზერის ვაქცინა და რიგი აცრის მსურველთათვის. არის ერთი საჭირო ინფორმაციაც, პირველი აპრილიდან ძველი სანომრე ნიშნის მქონე ავტომობილის მფლობელები დაჯარიმდებიან.…

გაგრძელება

დაამატა Giorgi_მ!
თარიღი/დრო: მარტი 26, 2021 წელი. 11:00pm — არ არის კომენტარები
_______________

აუთვისებელი ვაქცინები და კომენტარების ანალიზი

      ავტოკეფალიის აღდგენის დღე. ქვეყნის მთავარი ამბავი კი 40K ვაქცინიდან, მხოლოდ მეათედი გვაქვს ათვისებული. საერთაშორისო გამოხმაურებებიდან კი შიდა დაპირისპირებები და სათავისოდ ამოჭრილი ტექსტები იყო. კოვიდპანდემია საქართველოში - დადასტურებული შემთხვევა - 279027, ბოლო დღე-ღამეში - 399, გამოჯანმრთელებული - 271278, ბოლო დღე-ღამეში - 356, გარდაცვლილი - 3732, ბოლო დღე-ღამეში - 10; კარანტინის რეჟიმში - 262. დოლარის ფასი ლარში - 3.3473.…

გაგრძელება

დაამატა Giorgi_მ!
თარიღი/დრო: მარტი 25, 2021 წელი. 11:00pm — არ არის კომენტარები
_______________

ამერიკელი სენატორები და ევროპელი კომისრები საქართველოს სვეზე

      ჯერ კიდევ გუშინვე ცხადი იყო, რომ მთელი დღე სენატორების გუშინდელ გამოსვლებს დაუკავშირდებოდა. განცხადებები, მართლაც დღის მთავარი განსახილველი თემა იყო, ამას დაემატა ევრო-კომისრების დასკვნები და მთელი დღე მხოლოდ ჩვენი ევროპულ-ამერიკული მხარე ისმოდა. ვაქცინაცია პრობლემაა, ამიტომ შეიძლება საყოველთაო გახდეს. კოვიდპანდემია საქართველოში - დადასტურებული შემთხვევა - 278628, ბოლო დღე-ღამეში - 450, გამოჯანმრთელებული - 270922, ბოლო დღე-ღამეში - 254,…

გაგრძელება

დაამატა Giorgi_მ!
თარიღი/დრო: მარტი 24, 2021 წელი. 10:30pm — არ არის კომენტარები
_______________

შერიგების ახალი შესაძლებლობა, კომიკური აცრები და კვლევები

      წვიმიანი დღეები გრძელდება. სულ ბოლო ცნობებით, ამერიკის სენატში საქართველოს საკითხზე მსჯელობენ სენატორები. ჩვენთანაც დღის მთავარი ამბავი, დანიელსონის განმეორებით ვიზიტის დაანონსბა იყო - ახალი და მორიგებებზე. კოვიდ ვაქცინაცია გრძელდება კურიოზული ამბებით. კოვიდპანდემია საქართველოში - დადასტურებული შემთხვევა - 278178, ბოლო დღე-ღამეში - 528, გამოჯანმრთელებული - 270668, ბოლო დღე-ღამეში - 299, გარდაცვლილი - 3714, ბოლო დღე-ღამეში - 4; კარანტინის…

გაგრძელება

დაამატა Giorgi_მ!
თარიღი/დრო: მარტი 23, 2021 წელი. 11:00pm — არ არის კომენტარები
_______________

გახარიას მოქცევა, მეწყერი თბილისში და ვაქცინაცია პენსიონერებში

      ვაქცინაცია ახალ ეტაპზე გადადის. ახლა უკვე კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაცია 65 წელს ზევით ასაკის საქართველოს მოქალაქეებისთვისაც ხდება ხელმისაწვდომი. რა ამის პასუხია და გახარია პოლიტიკაში ბრუნდება, პრინციპში - არც წავსულვარო ამბობს, მხოლოდ გადავდექიო. კოვიდპანდემია საქართველოში - დადასტურებული შემთხვევა - 277650, ბოლო დღე-ღამეში - 242, გამოჯანმრთელებული - 270369, ბოლო დღე-ღამეში - 396, გარდაცვლილი - 3710, ბოლო დღე-ღამეში - 10; კარანტინის…

გაგრძელება

დაამატა Giorgi_მ!
თარიღი/დრო: მარტი 22, 2021 წელი. 11:00pm — არ არის კომენტარები
_______________

ყოველთვიური არქივი

2024

2023

2022

2021

2020

2019

2018

2017

ღონისძიებები

ბლოგ პოსტები

he game's narrative weaves

გამოაქვეყნა taoaxue_მ.
თარიღი: აპრილი 19, 2024.
საათი: 6:00am 0 კომენტარი

A Seamless Living World: Throne and Liberty boasts a seamless and dynamic world, where environments and even dungeons adapt and change based on weather conditions and surrounding surroundings. This dynamic environment adds a layer of immersion and unpredictability to exploration and gameplay, constantly keeping players on their toes.

Immersive Narrative: The game's narrative weaves an intricate tapestry connecting the past, present, and future. While details remain scarce, this unique…

გაგრძელება

Important Notes

გამოაქვეყნა taoaxue_მ.
თარიღი: აპრილი 18, 2024.
საათი: 6:30am 0 კომენტარი

Spotting Extraction Points: Extraction points are marked by Blue Headstones that emerge from the ground. Listen for the telltale sound of rumbling rocks, signaling the  proximity of an extraction point.

Activating the Portal: Approach the Blue Headstone and interact with it by pressing the "F" key on your keyboard. This will open a blue portal, your ticket to safety.

Entering the Portal: Once the portal is active, step into it to initiate the extraction process. Keep an eye out…

გაგრძელება

A Deep Dive into purchase Night Crows Diamonds

გამოაქვეყნა millan Myra_მ.
თარიღი: აპრილი 13, 2024.
საათი: 10:00am 0 კომენტარი

In the realm of gaming, the allure of microtransactions often beckons players of  promises of rare loot, powerful weapons, and legendary mounts. But are these investments truly worth the cost? Today, we embark on a journey into the world of Night Crows, a popular online game, to unravel the mysteries behind its microtransaction system.

Meet Nathan Pay, a seasoned gamer and host of the Blan Crypto channel. With a passion for exploring the depths of virtual economies, Nathan dives…

გაგრძელება

purchase an instrument

გამოაქვეყნა millan Myra_მ.
თარიღი: აპრილი 10, 2024.
საათი: 11:00am 0 კომენტარი

In the blink of an eye, the procedure changed into the following: mine ores make smelt of ore to forge bronze daggers chicken execution, then sell the rest to the greedy clerk at the shop, and use the cash to buy tools. And on and so forth it goes on. As of now I've consumed all the energy drinks available I have available . I've never had to fight this intensely in my entire life to get rid of chickens. I took another bottle of red bull, knowing it…

გაგრძელება

Qwelly World

free counters