Giorgi'ს ბლოგი || "მაისი" (77)

შეურიგებლობა ნარკორეალიზატორებს, 17 მაისის გეგმები და გაუქმებული თანასწორობა, ქართული შავი პარასკევი, 30 მილიონიანი მერია და ბინები ხალხს

      სითბო-სიცხემ მოიმატა ქვეყანაში და ასევე მოიმატა აქტიურობამ პოლიტიკურ თუ არაპოლიტიკურ ველებზე. ხვალ, 17 მაისია, ამაღლების დღესასწაული წელს ამ დღეს დაემთხვა, მაგრამ ამასთანავე არის ოჯახის სიწმინდის და ფობიებთან ბრძოლის დღე და დაანონსებული აქციები დაძაბულობას მატებს ამ თარიღს (თუმცა, ბოლო წუთს, ანუ სულ რამდენიმე წუთის წინ თანასწორობის მოძრაობამ უარი თქვა თავისი სიტყვის და გამოხატვის თავისუფლებაზე). დღე კიდევ აქტიური იყო მერიაში - 30 მლნ ეჩუქათ…

გაგრძელება

დაამატა Giorgi_მ!
თარიღი/დრო: მაისი 16, 2018 წელი. 10:30pm — არ არის კომენტარები
_______________

პროტესტანტი მოცეკვავე მებრძოლები, დაკავებული ნარკოგამსაღებლები, ნარკოპოლიტიკა და შეფასებები, ნატო საქართველოში

      ასეთი აქტიური და სიახლემრავალი უქმეები დიდი ხანია არ ყოფილა. მთელი ორშაბათიც უქმეების მოგონებას და შეფასებას გადაყვა. დაბოლოოდ შსს და ხმაურელები შეთანხმდნენ, სასამართლომ კი 8 ადამიანი ჩასვა ციხეში ნარკორეალიზაციის ბრალდებით. გადაიარა უქმეებმა და მზემაც გამოანათა, სინოპტიკოსების პროგნოზით, 14-17 მაისს საქართველოში ტემპერატურა 28 გრადუსამდე მოიმატებს. სხვა სიახლე ის არის, რომ ნატო შემოვიდა ჩვენში.

საქართველოს და მსოფლიოს ამბები / 14…

გაგრძელება

დაამატა Giorgi_მ!
თარიღი/დრო: მაისი 14, 2018 წელი. 9:00pm — არ არის კომენტარები
_______________

გამჭვირვალე კვლევა, ყრილობით დაბრუნებელი ფუძემდებელი, მცირემეწარმეობა ბანკების ენაზე და კანონმცველების ეპიზოდები

      მოღრუბლულობასა და წვიმას ვეღარ ვებრძვითო და სინოპტიკოსებიც ამას პროგნოზირებენ, რომ, 14 მაისამდე საქართველოში წვიმები იქნება. იქამდე კი დღეის ცხოვრებით ვიცხოვროთ - დღეს დიდი ყრილობა იყო. პრინციპში, ყრილობა ბევრი არაფერი, უბრალოდ მთელი დღე ამ ყრილობაზე საუბრობდნენ საინფორმაციოები. ამასთანავე, მეორე თემა კვლავ ფინანსები, ბანკები და მცირე ბიზნესის, წვრილი მეწარმეების ხელშეწყობის მოწონებები იყო. რეზონანსული იყო საერთაშორისო გამჭვირვალობა…

გაგრძელება

დაამატა Giorgi_მ!
თარიღი/დრო: მაისი 11, 2018 წელი. 10:00pm — არ არის კომენტარები
_______________

დაბრუნება ავიაციაში, შეუთანხმებელი ძიუდოისტები, ნარკორეალიზაციის მძიმე სასჯელი და ისრაელის დაბომბვები ახლო აღმოსავლეთში

      დღევანდელი დღე იმით გამოირჩეოდა, რომ მთელ საქართველოში არეული ამინდი იყო - ზოგან წვიმდა, ზოგან ქროდა, ზოგან მზე იყო - მოკლედ, ამას გარდა, დღის მთავარ თემას წარმოადგენდა ნარკოგაყიდვები, ძიუდოისტების შეურიგებლობა და საქართველოს დაბრუნება დიდ ავიაციაში. მსოფლიო კი იმაზე საუბრობს - ტრამპი რომ უნდა შეხვდეს კიმ ჩენ ინს და ისრაელმა რომ ირანი სირიაში დაბომბა.

საქართველოს და მსოფლიოს ამბები / 10 მაისი, 2018 /

     …

გაგრძელება

დაამატა Giorgi_მ!
თარიღი/დრო: მაისი 10, 2018 წელი. 10:30pm — არ არის კომენტარები
_______________

ვეტერანების ზეიმის დღე, პრეზიდენტის კანდიდატობა და პრეზიდენტობის იდეა, ნარკოტიკების მაღაზიები ინტერნეტში და ირანის ბირთვული საფრთხე

      ზეიმიც არ შეგვიძლია წყნარად და დაპირისპირების გარეშე? მართალია ძალიან წვიმიანი დღე გამოდგა, მაგრამ 9 მაისი, ფაშიზმზე გამარჯვების დღე მაინც იზეიმეს ჩვენმა ვეტერანებმა და უფრო მეტად მილოცვებით თავმომწონე პოლიტიკოსებმა თუ პოლიტიკურმა გაერთიანებებმა, ანდა პოლიტიკურად აღტკინებულმა ადამიანებმა. მაგრამ დაპირისპირება იქაც იყო - ვიღაცას სსრკ-ს დროშა არ მოეწონა, ვიღაცას ოკუპანტი გენერლების ფოტოები და ა.შ. დღეს ასევე საუბრობდნენ პრეზიდენტობის…

გაგრძელება

დაამატა Giorgi_მ!
თარიღი/დრო: მაისი 9, 2018 წელი. 8:30pm — არ არის კომენტარები
_______________

ძიუდოისტების პროტესტი, დაბალი პროცენტები ბანკებს, უსაფრთხოების პაკეტები, ოსეთის ჩაკეტილობა და განათლების გეგმა

      ნარკოპოლიტიკა ისევ პრობლემებშია გახვეული, არადა გაზაფხული ისედაც მრავალსურნელოვანია და რაღა საჭიროა სხვა, არ ვიცი. მაგრამ არის ისე, როგორც არის და გარდაცვლილი ახალგაზრდების კვალდაკვალ მძაფრდება ანტინარკოტიკული განცხადებები - მაგრამ მარტო სიტყვები, არაფერს შველის. ამას გარდა, ძიუდოისტები აჯანყდნენ პრეზიდენტის წინააღმდეგ. ფინანსთა მინისტრმა პროცენტების დაწევა იწყებაო, დაგვაიმედა და ოსებმა კი, ჩაკეტილობა არჩიეს.

საქართველოს და მსოფლიოს…

გაგრძელება

დაამატა Giorgi_მ!
თარიღი/დრო: მაისი 7, 2018 წელი. 10:00pm — 3 კომენტარი
________________

ნობელის გარეშე დარჩენილი ლიტერატურა, პარკირება იაფად, ეკონომიკა აზიურად, მსჯავრდებული გირჩელები და ზარმაცი პარლამენტი

      მაისის მოსვლამ ვარდებიც მოიტანა და ვარდებამდე პოლიტიკური ამბებიც - გამოზაფხულება ყველაფერს დაეტყო - მაგალითად, ეკონომიკამ აზიური ელფერი შეიძინა, პრეზიდენტმა პრესისთვისაც მოიცალა. იქით გირჩები დაიჭირეს, მერიამ პარკირების ადგილების ჩუქება დაიწყო, ერთი კია - პარლამენტარები ისევ ზარმაცობენ და ა.შ.

საქართველოს და მსოფლიოს ამბები / 4 მაისი, 2018 /

      ეკონომიკის განვითარება ჩვენში, აზიურად, ხან ევროპულად - ვერნერ…

გაგრძელება

დაამატა Giorgi_მ!
თარიღი/დრო: მაისი 4, 2018 წელი. 9:30pm — არ არის კომენტარები
_______________

პარლამენტიდან წასული მთავრობა და პრეზიდენტი, მემანქანეების თბილისი, სახალხო დამცველი და არჩევნებგადადებული სომხეთი

      დღის მთავარი თემა იყო პარლამენტში მისული პრეზიდენტი, მისი მოხსენება და შემდეგ ვერ გამართული დებატები. უფრო სწორად, დებატების პრინციპი ასეთი იყო - ჯერ პრეზიდენტი გამოვიდოდა მოხსენებით, შემდეგ პარლამენტარები ისაუბრებდნენ პრეზიდენტზე და დაუსვამდნენ კითხვებს და ალბათ, ბოლოს პრეზიდენტი გასცემდა პასუხს, მაგრამ ასე არ მოხდა. სხვა თემა იყო თბილისის მერიის ამბავი - ხვალ მეტროს მემანქანეები შეიძლება გაიფიცონ, შეიძლება არა, ვნახოთ.

საქართველოს…

გაგრძელება

დაამატა Giorgi_მ!
თარიღი/დრო: მაისი 2, 2018 წელი. 11:00pm — არ არის კომენტარები
_______________

აკრძალული თამბაქო, ბიძინას მეორე რაუნდი, ძიუდოისტები და პრეზიდენტთან ჩანიშნული დებატები

      მოწევის მავნებლობით დაიწყო გაზაფხულის ბოლო თვე - პირველი მაისი. თამბაქოს სიამტკბილობაზე საუბრობდნენ და აკრძალვების თუ ნებადართვების ადგილებიც დაამტკიცეს. ასევე, დღის აქტუალური თემა იყო პოლიტსაბჭო ქართულ ოცნებაში, პოლიცია, ევროდახმარება და მომიჯნავე თემები. დღის დასასრულს, ერთი მარგალიტიც გამოჩნდა - გუგული მაღრაძე - ჭარბწონიანობაზე შესაძლოა კონკრეტული რეგულაციები არ გატარდეს, თუმცა აღნიშნული საკითხი პრობლემატურია.

საქართველოს და…

გაგრძელება

დაამატა Giorgi_მ!
თარიღი/დრო: მაისი 1, 2018 წელი. 11:00pm — 2 კომენტარი
________________

აზერბაიჯანელი ჟურნალისტი, საპატრიარქოს ამბები და პოლიციის დღე

      გუშინ ღამის ნიუსებიც დღეს დილით იწერებოდა ინტერნეტ მედიაში, ამიტომ დავიწყოთ გუშინდელი ხმაურიანი ამბებით და შემდეგ დღევანელ დღესაც შევავლოთ თვალი.

საქართველოს და მსოფლიოს ამბები /31 მაისი, 2017/

      ცენტრალური ამბაბი უკავშირდება საპატრიარქოს და ყველაფერს ერთ ბლოკში მოვაქცევ: პატრიარქის დაცვის სამსახურს ზურაბ ბუჩუკური აღარ ხელმძღვანელობს და მის ნაცვლად, პატრიარქის დაცვის უფროსის თანამდებობაზე შესაძლოა ვანო კობაიძე…

გაგრძელება

დაამატა Giorgi_მ!
თარიღი/დრო: მაისი 31, 2017 წელი. 10:30pm — არ არის კომენტარები
_______________

მილიონები და ციანიდები, ნატოში შესვლა და ევროპამინდა

      მაისის მიწურულს, ცოტა მზემაც გამოანათა და ქვეყნის დღის ნიუსებიც უფრო გამოცოცხლდნენ ან გამოცხელდნენ.

საქართველოს და მსოფლიოს ამბები /30 მაისი, 2017/

      არ წყდება საუბრები ეგრედწოდებული ციანიდის საქმის და შეიძლება უკვე თამამად ითქვას, ციანიდის სკანდალის გარშემო. დღეს დეკანოზ მამალაძს სასამრთლო გაიმართა, სადაც მამაომ ძველი ადვოკატების დატოვებაც ითხოვა და მოსამართლე დაეთანხმა და სახაზინო ადვოკატებზეც არ თქვა უარი. მომდევნო…

გაგრძელება

დაამატა Giorgi_მ!
თარიღი/დრო: მაისი 30, 2017 წელი. 10:30pm — არ არის კომენტარები
_______________

საპატრიარქოს იურისტი და ნატოს ღია კარი

      დღის პირველ ნიუსებად, გასული უქმეების განცხადებები გავრცელდა. თან როგორც კვირის პირველი სამუშაო დღე, საკმაოდ აქტიური და დატვირთული იყო მაის-ივნისის გადამკვეთი ორშაბათი.

საქართველოს და მსოფლიოს ამბები /29 მაისი, 2017/

      საქართველოს პრემიერ მინისტრმა, გიორგი კვირიკაშვილმა ჯეროვანი კითხვა-მიგება გამართა რუსეთის ფედერაციის დუმის განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის თავმჯდომარის, ვიაჩესლავ ნიკონოვისთან, უფრო სწორად…

გაგრძელება

დაამატა Giorgi_მ!
თარიღი/დრო: მაისი 29, 2017 წელი. 10:30pm — არ არის კომენტარები
_______________

დამოუკიდებლობის დღის ზეიმები

      დღის ყველა სიახლე უკავშირდებოდა დღევანდელ ეროვნულ დღესასწაულს, დღეს საქართველო დამოუკიდებლობის აღდგენიდან 26 წლის იუბილეს აღნიშნავს.

საქართველოს და მსოფლიოს ამბები /26 მაისი, 2017/

ვუერთდები მილოცვებს და გილოცავთ დამოუკიდებლობის დღეს! მრავალს დაესწარით!

      დილიდან გადაიკეტა გზები, 26 მაისის ღონისძიებებთან დაკავშირებით თბილისში ავტომანქანების მოძრაობა შეიზღუდა, ასევე…

გაგრძელება

დაამატა Giorgi_მ!
თარიღი/დრო: მაისი 26, 2017 წელი. 10:30pm — არ არის კომენტარები
_______________

გარემოს დაცვა, ნატოს საპარლამენტო სამიტი და ჩვენი კონსტიტუცია

      დღევანდელი დღის პირველი და შეიძლება ითქვას, მთავარია სიახლე ისაა, რომ დღეს მართლმადიდელური ეკლესია ამაღლების დღესასწაულს ზეიმობს, წელს არა მხოლოდ მართლმადიდებლური, არამედ კათოლიკური ეკლესიაც დღეს ზეიმობს ამაღლებას. იხილეთ (…

გაგრძელება

დაამატა Giorgi_მ!
თარიღი/დრო: მაისი 25, 2017 წელი. 10:30pm — არ არის კომენტარები
_______________

ევროკომისიის დასკვნები, ელჩი სამხრეთ ოსეთში და მსჯავრდებული დეპუტატი

საქართველოს და მსოფლიოს ამბები /24 მაისი, 2017/

      დღევანდელი დილის პირველი ნიუსი წინა ღამის ამბებს უკავშირდებოდა, რომელიც გვამცნობდა რომ ბერლინში საკონსტიტუციო რეფორმაზე მსჯელობა დასრულდა. პარლამენტის თავმჯდომარემ განაცხადა, „ვენეციის კომისიის რეკომენდაციები აუცილებლად იქნება გათვალისწინებული“. ანა დოლიძე, საქართველოს პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანმა, თითქოს ეჭვით თქვა: „მნიშვნელოვანია, თუ რამდენად იქნება გათვალისწინებული ის…

გაგრძელება

დაამატა Giorgi_მ!
თარიღი/დრო: მაისი 24, 2017 წელი. 10:30pm — არ არის კომენტარები
_______________

გადაიკითხე მთელი დღე 2

საქართველოს და მსოფლიოს ამბები /23 მაისი, 2017/

      დილის პირველი ინფორმაცია ეხებოდა, საქართველოში თურქეთის პრემიერ-მინისტრის ვიზიტს, რომელიც სწორედ დღეს დაიწყო და მთავრობის ადმინისტრაციაში დღეს თურქეთის პრემიერ-მინისტრის დახვედრის ოფიციალური ცერემონია გაიმართა. ვიზიტის შეფასება: „ეს არის უპრეცედენტოდ მაღალი დონის ვიზიტი ასეთი შემადგენლობით“. დღესვე, საქართველო-თურქეთის მაღალი დონის სტრატეგიული თანამშრომლობის საბჭოს მეორე სხდომა…

გაგრძელება

დაამატა Giorgi_მ!
თარიღი/დრო: მაისი 23, 2017 წელი. 10:30pm — არ არის კომენტარები
_______________

გადაიკითხე მთელი დღე

      მინდა შევქმნა ბლოგი, რომელშიც თავმოყრილი იქნება თითეული დღის ახალი ამბები. ნიუსების ბლოგი. სიახლეები დაიდება ყოველდღე, 22:30-ზე.

საქართველოს ამბები /22 მაისი, 2017/

      ჩვენს ქვეყანაში სამართლის სფერო ყველაზე აქტუალურია დღის ამბებში.

      ინტერნეტ ნიუსები აქტიურად აშუქებდნენ თორდია-ფარცხალაძის ამბავს, აუდიტის სამსახურიდან პროკურატურამ ფარცხალაძის საქმე გამოითხოვა. თორდია აცხადებს: კადრებით დასტურდება, რომ პირველი…

გაგრძელება

დაამატა Giorgi_მ!
თარიღი/დრო: მაისი 22, 2017 წელი. 10:30pm — არ არის კომენტარები
_______________

ყოველთვიური არქივი

2024

2023

2022

2021

2020

2019

2018

2017

ღონისძიებები

ბლოგ პოსტები

Density Gradient Centrifugation

გამოაქვეყნა EFTcheat_მ.
თარიღი: მარტი 29, 2024.
საათი: 5:30am 0 კომენტარი







Nycodenz, a broadly applied reagent in laboratory options, holds important significance in the field of mobile biology and biochemistry. In the following paragraphs, we will take a look at the multifaceted mother nature of Nycodenz, its programs, and how it revolutionizes density gradient centrifugation techniques.



What is Nycodenz?

Nycodenz is a non-ionic, iso-osmotic iodinated density gradient medium commonly used in cell separation and purification…

გაგრძელება

აქტიური თავმჯდომარე, პირომანი მოზარდის საქმე და სხვ.

გამოაქვეყნა Giorgi_მ.
თარიღი: მარტი 28, 2024.
საათი: 11:35pm 0 კომენტარი

ევროპულ მუნდიალზე საქართველოს ეროვნული ნაკრების საგზურის მიღების შემდეგ, ქვეყანა ნელ-ნელა გამოერკვია სიხარულის ემოციიდან და როგორც იქნა ცხოვრება ძველ კალაპოტს დაუბრუნდა. ჯერ კიდევ პენალტების, გოლების, ემოციების, ჟივილ-ხივლის პერიოდია, მაგრამ დღის ამბები, ასე თუ ისე მოგროვდა ნიუს-მწერლებში. აქტიური იყო შალვა პაპუაშვილის მრავალმხრივი კომენტარები და ინტერვიუები, მათ შორის საკონსტიტუციო ცვლილებებზე და სასამართლო…

გაგრძელება

Dive In to the Beat: An Introduction to Hearing Rap Audio

გამოაქვეყნა EFTcheat_მ.
თარიღი: მარტი 28, 2024.
საათი: 4:30am 0 კომენტარი







Rap tunes, with its infectious beats, poetic lyrics, and charming storytelling, happens to be a dominant pressure within the audio business and a cultural phenomenon throughout the world. From its humble beginnings from the streets of New York City to its latest standing as a worldwide genre influencing vogue, language, and social actions, rap has progressed into a diverse and dynamic art type embraced by hundreds of thousands. For anyone who is new to rap or seeking to…

გაგრძელება

Study Recombinant Protein Creation

გამოაქვეყნა EFTcheat_მ.
თარიღი: მარტი 27, 2024.
საათი: 12:00am 0 კომენტარი







Proteins tend to be the workhorse molecules that generate nearly each Organic program. Using the escalating recognition of the purpose of proteins in numerous investigate and production things to do, basically isolating them from their natural host cells are unable to meet the escalating need of the market. Chemical synthesis can be not a practical option for this endeavor a result of the size and complexity of proteins. As a substitute, the developments manufactured…

გაგრძელება

Qwelly World

free counters