ვაქცინაცია ისეთ ძალებს იკრებს, რომ მალე ყველა აიცრება, ან ვინც არ აიცრება, მარგინალიზდება. ამიტომ დღის ერთ-ერთი მთავარი ამბავი სწორედ ეს არის, სხვა მიმართულებებიც მრავლად იყო - თავდაცვის მინისტრის გამოსვლა, მერე ფინანსთა მინისტრისა და მისი მოადგილის საპარლამენტო ამბები, ასევე ცესკოს თავმჯდომარის ვაკანსია და კალაძის წინასაარჩევნო კამპანია, ცხადია, ბოკუჩავას და პაპუაშვილის ამბებიც განიხილებოდა. ვალუტის კურსი - 1 აშშ დოლარი - 3.1191…
დაამატა Giorgi_მ!
თარიღი/დრო: ივლისი 22, 2021 წელი. 11:00pm —
არ არის კომენტარები
_______________
ადრე უკევ დავწერე, როცა ევროპელები მოდიან, მთელი დღე მათია მეთქი. ამჯერადაც ასე იყო. დღეს კიდევ ერთხელ გვეწვია შარლ მიშელი და მთელი დღეს მის გარშემო დატრიალდებოდა, რომ არა კიდევ ორი უცხოელი სტუმარი - ორი პრეზიდენტი, მოლდოვისა და უკრაინის. ეს ყველანი ბათუმში შიკრიბდნენ სამიტზე და დღის მთავარი ამბები მთლიანად მათ დაისაკუთრეს. ვალუტის კურსი - 1 აშშ დოლარი - 3.1076 ლარია.
დაამატა Giorgi_მ!
თარიღი/დრო: ივლისი 19, 2021 წელი. 11:30pm —
არ არის კომენტარები
_______________
მეოთე ტალღაც მოვიდა. ამჯერად, სერფინგით ვერ ისიამოვნებთ, ეს კოვიდის ტალღების გაგრძელებაა და უკვე შესაძლო შეზღუდვებზეც საუბრობენ. მძიმე ვითარებაა. დღეს კვლავ 5 ივლისის ამბების გამოძიება იყო მთავარი თემა და ამ დღის გამოხმაურებებიც, განსაკუთრებით ევროპულ-ამერიკული შეშფოთებები და კომენტარები. დღე, სვეტიცხოველში რუსულად გალობდნენ და ესეც გახმაურდა. შესაძლოა ძალიან დაცხეს და ტემპერატურამ 39 გრადუსს გადააჭარბოს. ვალუტის კურსი - 1 აშშ დოლარი - 3.1221…
დაამატა Giorgi_მ!
თარიღი/დრო: ივლისი 16, 2021 წელი. 11:30pm —
არ არის კომენტარები
_______________
რამდენიმე ტელევიზია დღეს ჩუმად არის. მაუწყებლობა შეწყვიტეს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის გადადგომის მოთხოვნით. დღის მთავარი ამბები კიდევ სამი მიმართულებით განვითარდა - ერთი პანდემია და მისი მეოთხე ტალღაა, რომელშიც შევდივართ და აცრის დასაჯავშნი საიტიც არ გვიმუშავებს. მეორე ევროკომისიის შესაძლო სანქციები და მესამე და პოზიტიური - ზაზა გახელაძე თავისუფალია. ვალუტის კურსი - 1 აშშ დოლარი - 3.1430 ლარია.…
დაამატა Giorgi_მ!
თარიღი/დრო: ივლისი 14, 2021 წელი. 11:00pm —
არ არის კომენტარები
_______________
ჩხუბებმა პარლამენტში გადაინაცვლა და ამჯერად ოპოზიციონერებმა სხდომა ჩაშალეს ხელცართული დაპირისპირებით. მათ გვერდით მედიის წარმომადგენლები იყვნენ. ჟურნალისტების აქცია მთელი დღის განმავლობაში მიმდინარეობდა რუსთაველზე და ჯერ კიდევ არ დასრულებულა. დღეს პრემიერის განცხადებებს ახალი მწვავე ტალღები მოჰყვა ხოლო მოსამართლეები უკვე პარლამენტით დამტკიცდნენ. ვალუტის კურსი - 1 აშშ დოლარი - 3.1429 ლარია.…
დაამატა Giorgi_მ!
თარიღი/დრო: ივლისი 12, 2021 წელი. 11:00pm —
არ არის კომენტარები
_______________
აქციებზე ჩხუბს შესაძლოა მძიმე შედეგები მოჰყვესო, ამჯერად დაკავებები და სასჯელები ჟურნალისტებზე თავმდამსხმელებს. კოვიდი ისევ მატულობს და ამჯერად ახალი შტამებით. პრემიერი გზებს ხსნის და რეგიონების განვითარებას აანონსებს, ცესკოსთვის და სასამართლოსთვის ხალხის არჩევა მიმდინარეობს. ტოკიოს ოლიმპიადა უმაყურებლოდ ჩაივლის. ვალუტის კურსი - 1 აშშ დოლარი - 3.1446 ლარია.
დაამატა Giorgi_მ!
თარიღი/დრო: ივლისი 8, 2021 წელი. 11:00pm —
არ არის კომენტარები
_______________
ისევ ჭრელი დროშები და ისევ უაზრო დაპირისპირებები. დღეს მთავარი ამბები შედარებით გაიშალა - ევროკომისარი იმყოფებოდა თბილისში და მასთან პრემიერის შეხვედრა დღის ერთ-ერთი მთავარი ამბავი იყო, მითუფრო რომ ევროკომისარმა გასული დღეების ამბებზეც ისაუბრა. ასევე მოძალადეების დასჯის ამბები ისმოდა, უგულავასა და ძიუდოისტს შორის სასამართლოში სიტყვიერი კამათიც ამოვიკითხეთ და მინისტრთა ელიტის ანონსებიც მოვისმინეთ - იყო მოსამართლისა და ცესკოს უფროსის…
დაამატა Giorgi_მ!
თარიღი/დრო: ივლისი 7, 2021 წელი. 10:30pm —
არ არის კომენტარები
_______________
როგორც ნავარაუდები იყო ერთ აქციას მეორე მოჰყვა და მეორეც არეულობაში გადაიზარდა - ამ წუთებში კვლავ ხმაურია რუსთაველზე. მდუმარე აქცია ხმაურიანი გამოვიდა. დღეს უკვე სპეცრაზმიც ჩაერთო საქმეში და პოლიციამ მშვიდობიანად განარიდა რუსთაველს მდუმარე აქციონერები. დღეს კიდევ აქტიური იყო მოსამართლეებისა და ეკონომიკის საკითხები. ვალუტის საქმე ასეთია - 1 აშშ დოლარი - 3.1478 ლარია.
დაამატა Giorgi_მ!
თარიღი/დრო: ივლისი 6, 2021 წელი. 11:30pm —
არ არის კომენტარები
_______________
ივნისმა ქველინიუსი გარეშე ჩაიარა სუბიექტური თუ ობიექტური მიზეზების გამო, ამიტომ პირდაპირ ახალ თვეში, ცხელ ზაფხულში მოგესალმებთ. დღევანდლი დღე, კვირის დასაწყისი მართლაც ძალიან ცხელი იყო და სავარაუდოდ, დიდხანს გაგვყვება. დღეს, რუსთაველის გამზირზე ორი აქცია გაიმართა და დიდი ხმაურიც იყო. მთელი დღე ამ ამბავს მიეძღვნა. მართალია კვლავინდებურად ცხელა, მაგრამ სინოპტიკოსები მაინც წვიმასა და ელ-ჭექს გვიწინასწარმეტყველებენ 9 ივლისამდე. ქვეყანაში, 1 აშშ…
დაამატა Giorgi_მ!
თარიღი/დრო: ივლისი 5, 2021 წელი. 11:00pm —
არ არის კომენტარები
_______________
ივლისის ბოლოა და სტიქიები უკვე დღის მთავარი ამბავია. ამჯერად რაჭა მოექცა დღის მეინსტრიმში. არჩევნების მოახლოება ჯერ თითქოს არ უნდა იგრძნობოდეს, მაგრამ ყველაფერი რაც ქვეყანაში ხდება სწორედ არჩევნებს მიწერება, მათ შორის რურუას 4 წლიანი პატიმრობა, ამერიკული წერილები და ანაკლიის კონსორციუმის სარჩელიც კი.
ფეხმოკიდებული კორონა საქართველოს ტერიტორიაზე -…
დაამატა Giorgi_მ!
თარიღი/დრო: ივლისი 30, 2020 წელი. 9:30pm —
არ არის კომენტარები
_______________
ჩამოუყალიბებეი და მიმობნეული ამინდის პარალელურად, ქვეყანაშიც არეულობა და მიმობნეულობაა. უკვე ყოველდღიური ნიუსის შემადგენელი ნაწილია ვისამე დაკარგვა და მერე ძებნა-ძიება და პოვნის შიშიც კი. არჩევნები ახლოვდება და უკვე მრავალგზის გამოცდილი და ნამუშევარი ხერხებით ისევ-ისე ასმენინებენ ამომრჩეველს იმას, რაც მათი აზრი მოეწონება ხალხს. დღის მთავარი ამბავი ისევ კოვიდია, ისევ არჩევნები, ზარი ამერიკიდან და იდუმალი გარდაცვალების…
დაამატა Giorgi_მ!
თარიღი/დრო: ივლისი 28, 2020 წელი. 10:30pm —
არ არის კომენტარები
_______________
აია სოფიას გარშემო ლოცვა და გალობა - მსოფლიოს ერთი მთავარი თემა სწორედ ეს გახლავთ. მეორე თემა ცხადია, კორონას მსოფლიო სტატისტიკური ამბები რჩება და ახლა უკვე ვაქცინის შექმნა-შეუქმნელობა, მილიარდელები ახალი ბიზნეს ქეისებით. ლოკალური ამბები მედიაში მხოლოდ გარდაცვალებებს ეხებოდა - შაქარაშვილის საქმეს დაემატა ბაჩალიაშვილის საქმე.
პადემიის მეორე ტალღა -…
დაამატა Giorgi_მ!
თარიღი/დრო: ივლისი 23, 2020 წელი. 10:30pm —
1 კომენტარი
________________
მარნეული განმეორებით ჩაკეტვას ცოტა გადარჩა. ეპიდემილოგებმა მსგავსი გადაწყვეტილებისგან თავი შეიკავეს. პოლიტიკურ ნაწილში, სადაც თავშეკავება უცხო ხილია, ერთმნიშვნელოვნად, არჩევნები ლიდერობს. ჯერ დიდი დროა იქამდე, მაგრამ ურთიერთ ლანძღვა უკვე დაწყებულია - ყველას სჯერა საკუთარი გამარჯვების. ხორავას საქმეზე მსჯავრდებულს მსჯავრი განესაზღვრა.
ჯანაცვა რაც პირდაპირ…
დაამატა Giorgi_მ!
თარიღი/დრო: ივლისი 21, 2020 წელი. 10:30pm —
არ არის კომენტარები
_______________
ენითაღუწერელი სიცხე იყო, მაგრამ ამ მზისა და ხვატის მიუხედავად, დღეს, მინდორში მაინც შედგა მმართველი პარტიის საარჩევნო კანდიდატების წარდგენა. დღის მეინსტრიმი სწორედ ამ თემას ეკუთვნოდა მედიაში. ასევე კორონას ახალი შემთხვევები ისმოდა და იკითხებოდა, შაქარაშვილის საქმეზე ახალი საექსპერტო დასკვნები და აზერბაიჯანული გამოცემის ხმაურიანი ინფორმაცია - სომხეთმა იარაღი საქართველოს გავლით მიიღოვო!
დაამატა Giorgi_მ!
თარიღი/დრო: ივლისი 20, 2020 წელი. 9:30pm —
არ არის კომენტარები
_______________
ჩინეთი რისი ჩინეთია ეკონომიკური ზრდა არ ჰქონოდა სულ მალე, თუნდაც კორონას პერიოდშივე. დღის ამბები ელ კომუნიკაციების კანონია, ასევე რუსეთის რიტორიკა და საარჩევნო რეიტინგები და კანდიდატებით ტრაბახობანა. ძალიან ჩამოცხა დღეს, თუმცა 18 ივლისამდე საქართველოს ზოგიერთ რაიონში ძლიერი წვიმა და ქარია მოსალოდნელიო. დოლარის კურსს რაც შეეხება - აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 3.0652 ლარი გახდა.
დაამატა Giorgi_მ!
თარიღი/დრო: ივლისი 16, 2020 წელი. 11:00pm —
არ არის კომენტარები
_______________
დღესასწაულის ქველინიუსი ცოტა პოლიტიზირებული და შედარებით ხმაურიანი გამოდგა. ცხადია, ბოლო დღეების და კვირების მთავარი ამბავი ისევ ფეხბურთელის საქმეა, რომელსაც ოპოზიციური მედია აშუქებს, ნაკლებ ოპოზიციური კი აქა-იქ ნიუსებს უთმობს. დღის მთავარი ამბავი პარლამენტარების საქმიანობასაც ეხებოდა და ოცნების შიდა პოლიტ-სახეების საქმეს.
ქართველი კორონა ათ ასეულს ასცდა…
დაამატა Giorgi_მ!
თარიღი/დრო: ივლისი 15, 2020 წელი. 11:00pm —
არ არის კომენტარები
_______________
ნელ-ნელა იწყება ავიაფრენების და საზღვრების გახსნა და ახალი ქვეყნები ჩნდებიან ჩვენს ტურისტულ რუკაზე, თუმცა ჯერ არავინ იცი ვინმე ჩამოვა თუ არა. ქვეყნის შიგნით კი ამერიკისგან დასამსახურებელ 15%-ზე დაობენ და ერთმანეთს ეკამათებიან. შაქარაშვილის საქმეზე კი ყოველ დღე ახალი აბდა-უბდა დეტალები ჩნდებიან.
კორონას ტურისტული კარანტინი და შეზღუდვა-რეგლამენტები - მარინა…
დაამატა Giorgi_მ!
თარიღი/დრო: ივლისი 9, 2020 წელი. 11:00pm —
არ არის კომენტარები
_______________
ივლისი ისე დაიწყო, ქველინიუსი ვერ დაბრუნდა. საბედნიეროდ, კორონა არაფერ შუაშია და გარკვეული ხარვეზების გამო შეგვიწყდა ნიუსების შეგროვება, მაგრამ დღეიდან ვბრუნდებით მომავლის იმედით. დავიწყოთ ამ კვირის ამბებიდან ვიდრე დღევანდელ დღემდე. შაქარაშვილის საქმე ერთ-ერთ გახმაურებულ საქმედ იქცევა. ბევრი გაურკვევლობისა და დამალული ამბების ან გამოგონილი სიუჟეტების გამო, გამოძიება ძალიან იწელება და რთულდება. დღის მეორე ამბავი ამერიკისგან 60 მლნ-ს დაკარგვის…
დაამატა Giorgi_მ!
თარიღი/დრო: ივლისი 8, 2020 წელი. 11:00pm —
არ არის კომენტარები
_______________
არ გამოვიდოდა ივლისი ქველინიუსის დაბრუნების გარეშე გასულიყო. დიდი და გამორჩეული სიახლეებით ვერ გაგაკვირვებთ ერთსა და იმავე წრეზე ვტრიალებდით ეს დღეები, თუ არ ჩავთვლით იმ ფაქტს, რომ 1 დოლარის ღირებულება უკვე 3 ლარზეა ასული და ეს ასტრონომიული სიჩქარე სადამდე მიგვიყვანს, კაცმა არ იცის. ამასობაში, მედიის პრობლემებს ვალებიც დაემატა. ასევე თიბისის მეპატრონეების საქმე - საკუთარ ბიზნეს აზიანებდითო და სასამართლოს უზენაესობა. კიდევ, კალაძის…
დაამატა Giorgi_მ!
თარიღი/დრო: ივლისი 31, 2019 წელი. 11:00pm —
არ არის კომენტარები
_______________
ევროპის დედაქალაქი სიცხეებს ებრძვის, ხოლო ჩვეთან წვიმები და ქარიანი ღამეები არ კარგავენ აქტუალობას და უკან არ იხევენე - მერე რა რომ სადაცაა აგვისტო მოვა. პოლიტიკურ ნიუსრუმში კი სავსეა ამბები მამუკა ხაზარაძის გარშემო და იქვე, ანაკლიის პორტიც არის. ასევე ახალი მკვლელობები, ოქრუაშვილის დაკავება და ცხადია, უმსხვილესი ბანკირის გარშემო განვითარებული მოვლენები.
დაამატა Giorgi_მ!
თარიღი/დრო: ივლისი 25, 2019 წელი. 10:30pm —
არ არის კომენტარები
_______________
2024
2023
2022
2021
2020
2019
2018
2017
Welcome to
Qwelly
გამოაქვეყნა taoaxue_მ.
თარიღი: აპრილი 25, 2024.
საათი: 5:30am
0 კომენტარი
0 მოწონება
Now that Amirdrassil has been ascetic on Mythic difficulty, Angel of Warcraft admirers accepting absolutely candid the stats for Fyr’alath, the Dream Render–the Emblematic weapon abandoned by Fyrakk. One emphasis at this afire new Angel of Warcraft weapon proves it is one of the best able items in the adventuresome acclimatized now.When Angel of Warcraft ancient adverse Apparatus 10.2, Guardians of the Dream, it teased Fyr’alath, the Dream Render–a new two-handed Emblematic axe abandoned by…
გაგრძელება
გამოაქვეყნა taoaxue_მ.
თარიღი: აპრილი 19, 2024.
საათი: 6:00am
0 კომენტარი
0 მოწონება
A Seamless Living World: Throne and Liberty boasts a seamless and dynamic world, where environments and even dungeons adapt and change based on weather conditions and surrounding surroundings. This dynamic environment adds a layer of immersion and unpredictability to exploration and gameplay, constantly keeping players on their toes.
Immersive Narrative: The game's narrative weaves an intricate tapestry connecting the past, present, and future. While details remain scarce, this unique…
გაგრძელება
გამოაქვეყნა taoaxue_მ.
თარიღი: აპრილი 18, 2024.
საათი: 6:30am
0 კომენტარი
0 მოწონება
Spotting Extraction Points: Extraction points are marked by Blue Headstones that emerge from the ground. Listen for the telltale sound of rumbling rocks, signaling the proximity of an extraction point.
Activating the Portal: Approach the Blue Headstone and interact with it by pressing the "F" key on your keyboard. This will open a blue portal, your ticket to safety.
Entering the Portal: Once the portal is active, step into it to initiate the extraction process. Keep an eye out…
გაგრძელება
გამოაქვეყნა millan Myra_მ.
თარიღი: აპრილი 13, 2024.
საათი: 10:00am
0 კომენტარი
0 მოწონება
In the realm of gaming, the allure of microtransactions often beckons players of promises of rare loot, powerful weapons, and legendary mounts. But are these investments truly worth the cost? Today, we embark on a journey into the world of Night Crows, a popular online game, to unravel the mysteries behind its microtransaction system.
Meet Nathan Pay, a seasoned gamer and host of the Blan Crypto channel. With a passion for exploring the depths of virtual economies, Nathan dives…
გაგრძელება© 2024 George. •