Qwelly ბლოგი! - თოვლი (13)

დამნაშავე სიტყვები

- წავედით, ვიპოვეთ ახალი თავშესაფარი. კედლებიც გვექნება და ჭერიც. რბილი საწოლიც თოვლის ქულასთვის - სიხარულით შემოვარდა კოლომბო.

- შორს არის?

- არა, მალე მივალთ და დაცულებიც ვიქნებით.

- კოლომბო, იცი დღეს აქ ჯესიკა იყო - თოვლის ქულა თამაშ-თამაშით მივიდა კოლომბოსთან.

- ჯესიკა? - კოლომბომ მარიას გადახედა.

- ჰო, მგონი ჯესიკა ერქვა. რავიცი, მარიამ ასე დაუძახა და... მარია, ხო ჯესიკა იყო? - მიმართა თოვლის ქულამ…

გაგრძელება

დაამატა ლაშა_მ!
თარიღი/დრო: მარტი 12, 2016 წელი. 8:30pm — არ არის კომენტარები
_______________

სიამოვნება ზურგით თრევით

      ბევრი აღარ უხეტიალიათ. მალე მონახეს პატარა სახლი შეეფარნენ და იმ ღამით იქ დარჩნენ. მეორე დილით კოლომბო, ტარაკანი და მიოდი საჭმლის მოსატანად წავიდნენ. მარია სახლის სადარაჯოდ დარჩა და თოვლის ქულაც მან ჩაიბარა.

- რატომ არ შეიძლება მეც რომ კოლომბოს და ტარაკანს გავყვე? - თოვლის ქულას თამაში უნდოდა და ტარაკანი ამისთვის ყველაზე კარგი ვარიანტი იყო.

- იმიტომ რომ ჯერ პატარა ხარ. დაგავიწყდა? ორი დღის წინ თოვლში ვერც კი დადიოდი.

-…

გაგრძელება

დაამატა ლაშა_მ!
თარიღი/დრო: თებერვალი 22, 2016 წელი. 9:00pm — არ არის კომენტარები
_______________

გაქცევის დროა

- რა მძინარა ყოფილხარ თოვლის ქულა. - თვალი გაახილა თუ არა, თავზე მიოდი ედგა.

- გადი იქით შე აფერისტო, არაფერი აქვს ამას მოსაპარი ხომ ხედავ, რას ელაქუცები. - ტარაკანმა გვერდი გაჰკრა მიოდს.

      მიოდი სადღაც გაიძურწა.

- ადექი, ჭამის დროა თოვლის ქულავ, მარიამ რძე მოგიმზადა, შეუდარებლად ამზადებს ყველაფრს. წამო და მალე უკეთ იქნები.

      თოვლის ქულა ნელ-ნელა წამოდგა, საბნდა გამოძვრა. თავზე ჭერი რომ ეგონა, თხელი ყავისფერი და…

გაგრძელება

დაამატა ლაშა_მ!
თარიღი/დრო: იანვარი 29, 2016 წელი. 8:30pm — 1 კომენტარი
________________

ნათლიების გუნდი

 - მოდი, მოდი გამოგათრიო, რა იყო თოვლში გორაობა გიყვარს. თუ აქამდე შენიანები არასოდეს გინახავს? გამარჯობა! ბიჭებო, მოდით აქ, სივრცეში დაკარგული მეგობარი გვყავს.

      ამის თქმა იყო და სანდომიანთვალებიანი ყავისფერის გვერდით, სამი "ბიჭი" გამოჩნდა, ერთი შავი იყო, ერთი ყავისფერი და ერთიც კრემისფერი.

 - ვახ, რა საყვარლად გამოიყურება, სად იპოვე?

 - თოვლიდან გადმოვარდა, მერე გამოძვრა, მერე ჩემს ხმაზე გაიქცა და ახლა კიდევ გამოვაძვრინე…

გაგრძელება

დაამატა ლაშა_მ!
თარიღი/დრო: იანვარი 11, 2016 წელი. 9:30pm — არ არის კომენტარები
_______________

ბეღურა და თოვლი

      ახალი წლის წინა ღამე იყო. სარკმელს მიკრული პატარა და-ძმა ჩამუქებულ ზეცას ასცქეროდა. არსად არ ჩანდნენ თოვლის ფიფქები, ერთიც არ ტრიალებდა ჰაერში. არადა, როგორ უნდოდათ ბავშვებს თოვლი საახალწლოდ, როგორ ნატრობდნენ ...

      ერთმა ბეღურამ უყურა, უყურა დაღონებულ და-ძმას, მერე ფრთა ფრთას შემოჰკრა და ქალაქის თავზე გაწოლილ მძიმე ღრუბლებს მიაშურა. ღრუბლის რბილ კალთაზე უთვალავ თოვლის ფიფქს ეძინა მყუდროდ და ტკბილად.

 - რა დროს ძილია -…

გაგრძელება

დაამატა nunu qadagidze_მ!
თარიღი/დრო: დეკემბერი 30, 2015 წელი. 12:30am — არ არის კომენტარები
_______________

კონტაქტი გარესამყაროსთან

      ვრცელი და ნათელი სივრცეა. ადგილ-ადგილ თეთრი მასა მოკრიალებული და მოსწორებულია, ზოგიერთ ადგილას შეგროვებული და ბორცვივით ამაღლებული. იქით რომ გაიხედავთ საითაც ყიჟინა წავიდა, დაინახავთ მათ მარცხნივ და მარჯვნივ თეთრი მასა როგორ იყრება და გორას აკეთებს. დგას ერთ ადგილას და მხოლოდ თავს ატრიალებს, თვალებს აცეცებს. კარგად უნდა გაერკვეს სად არის და რა ხდებოდა მის გარშემო. მზე მართლაც თბილი გამოდგა და ხელებსა და ფეხებში უკვე სითბოსაც…

გაგრძელება

დაამატა ლაშა_მ!
თარიღი/დრო: დეკემბერი 28, 2015 წელი. 9:30pm — 2 კომენტარი
________________

პირველი მარტოობა

      დილანდელივით ფხაკუნზე გაეღვიძა. ალბათ მეგობრებმა მოაკითხეს. უცბად ეს ფხაკუნი მისკენ დაიძრა და მის ძირში გაიფხაკუნა. გრძნობს როგორ მიათრევს რაღაც ძალა გაურკვეველი მიმართულებით. მერე უცბად სიმსუბუქე, მერე ფრენა ამ თეთრ მასასთან ერთად და უფრო დიდ სითეთრეში ვარდნა. "ნეტავ რა მოხდა? ახლა სად არის?" ვერაფერს ხედავს, არადა მნიშვნელოვანია იპოვოს კარი, რომლიდანაც სითბო გამოდის. უნდა სცადოს და ეს გაყინული ფეხები როგორმე გაათბოს, აამოძრაოს. ნელ-ნელა…

გაგრძელება

დაამატა ლაშა_მ!
თარიღი/დრო: დეკემბერი 22, 2015 წელი. 8:30pm — არ არის კომენტარები
_______________

სტუმრების გაცნობა

      შეამჩნია, რომ ფანჯრებიდან შუქი იმაზე მეტად შემოდიოდა, ვიდრე დილით, როცა თვალი პირველად გაახილა. მერე კარგად დააკვირდა - ფანჯრები გაუწმენდიათ. მიუახლოვდა და იქიდან დაიწყო თავისი მეგობრების ცქერა. ყურებაში იმდენად გაერთო, ვერც კი მიხვდა ფანჯარას როგორ მიაწვა. გაიღო და გადავარდა, ჯერ თოვლში გადაკოტრიალდა და შემდეგ მოლიპულ აივანზე დაეცა. იქაც თოვლი დახვდა, კიდევ მოუწია თოვლში კოტრიალი.

      წუთის წინ სასიამოვნო სიგრილე, უცბად საშინელ…

გაგრძელება

დაამატა ლაშა_მ!
თარიღი/დრო: დეკემბერი 20, 2015 წელი. 7:30pm — 7 კომენტარი
________________

თეთრი სტუმრები

      მისი გაღვიძება სიხარულის შეძახილით აღნიშნეს, თუმცა ვერ ხვდებოდა რატომ, მათ ხომ უფრო ადრე გაიღვიძეს?! მაგრამ ახლა ფიქრის დრო არ ჰქონდა, მთავარი იყო წყურვილი მოეკლა. იწრიალა ოთახში, იბორიალა, ეძება, ბოლოს მიირბინა თავის სარწყულთან და გემრიელად გამოცალა. წყურვილი რომ მოიკლა, გაჩერდა და მძიმედ ამოისუნთქა. ღია კარში წუთისოფლის თეთრი სტუმრები მოჩანდნენ, გაუჩერებლად მოდიოდნენ ზემოდან.

      "ესენი არიან თეთრი სტუმრები?!" - გაიფიქრა - "გუშინ,…

გაგრძელება

დაამატა ლაშა_მ!
თარიღი/დრო: დეკემბერი 10, 2015 წელი. 10:30pm — 1 კომენტარი
________________

შემოდგომას ვყიდულობ

ვიდრე მიწა თოვლს ამოახველბს,

და ზამთარი მოსვლას ვიდრე ჯიუტობს,

ჩამილაგეთ ჩემოდანში ფოთლები

ტალახიან შემოდგომას ვყიდულობ.

ჩამომისხით ტოტებიდან ბოთლებში

ფერები და ნურაფერს კითხულობთ.

ვიდრე მიწა ზამთარს ამოახველებს

ტალახიან შემოდგომას ვყიდულობ!

დაამატა თამუნა ჭყოიძე_მ!
თარიღი/დრო: ნოემბერი 2, 2014 წელი. 5:30pm — არ არის კომენტარები
_______________

25 თებერვალი - კოლაუ ნადირაძე

25 თებერვალი, კოლაუ ნადირაძე, საბჭოთა ოკუპაციის დღე, საბჭოთა ჯარების შემოსვლა, პოეზია, ქველი, ლექსი, poetry, qwelly, occupation, cccp, kolau nadiradze, sabchota kavshiri, okupacia, ოკუპაცია, 25 tebervali

25 თებერვალი

თოვდა და თბილისს ებურა თალხი,

დუმდა სიონი და დუმდა ხალხი

ძილღვიძლად იყო ქალაქი ჩემი,

საშინელებას კვლავ სჭედდა გრდემლი.

ისევ გოლგოთა სისხლი და ცრემლი,

მშობელო დედავ ისევ გაგყიდეს,

ისევ წამების ჯვარი აგკიდეს

არ…

გაგრძელება

დაამატა nika shelia_მ!
თარიღი/დრო: თებერვალი 25, 2014 წელი. 2:00pm — 2 კომენტარი
________________

ისევ გადაუღებლად თოვს

თოვს... ო, რა ლამაზად თოვს... ციდან ფიფქები ცვივა... თოვლი მახსენებს წარსულს... და თვალზე ცრემლი მცვივა. ოდესღაც ასე თოვდა... სულში სიცივე ჩადგა... გარეთ ბობოქრობს ქარი, რაღაცას ბრაზობს ალბად. თოვლი კი ისევ მოდის, ნაზად ეცემა მიწას... ისევ მრისხანებს ქარი ვინ იცის მას რა სტკივა. თოვლის ფიფქები ნაზი... ეხეთქებიან მინას... შველას ითხოვენ თითქოს ქარმა გზა აუბნიათ. უმწეო თოვლის ფიფქო... რითი გიშველო მითხარ, მე თუ გავაღებ სარკმელს... გწამდეთს იქნება გვიან. თოვლი კი ისევ მოდის, ისევ ფიფქები…

გაგრძელება

დაამატა jana_მ!
თარიღი/დრო: თებერვალი 2, 2014 წელი. 5:00pm — 2 კომენტარი
________________

ზამთარი და მე

     სამყაროში ყველაფერი ლამაზია.. თოვლის ფანტელებიც კი.. ხშირად ლამაზად მოფრინავენ ლამაზი პარა   ნაზი ფიფქები, მიყვარს თოვლისგან გათეთრებულ ქუჩებში სიარული . ბავშვების ჯრიამული , თოვლი მოსულაო, როცა ვხედავ რომ გარეთ ყველაფერს თეთრი სამოსი აქვს გადაცმული,ასე მგონია თითქოს ყლაფერი თოვლივით სუფთა და ,გულწრფელი.როგორ მინდა ასეთი სუბთა იყოს მთელი სამყარო,მაგრამ თოვლსაც გამოერევა ხოლმე სადგაც შავი ტალახი .ხანდახან მეც მომდომია ბავშვებთან გუნდაობა და მათ სიხარულში ჩარევა…

გაგრძელება

დაამატა tamo_მ!
თარიღი/დრო: დეკემბერი 27, 2013 წელი. 10:00pm — 3 კომენტარი
________________

ყოველთვიური არქივი

2019

2018

2017

2016

2015

2014

2013

2012

1999

ღონისძიებები

ბლოგ პოსტები

ბოქლომების პერფორმანსი მაჟორიტარებს, ოქრუაშვილის მსჯავრი რობაქიძის საქმეზე და დეზინფორმაცია მედიაში

გამოაქვეყნა Giorgi_მ.
თარიღი: ნოემბერი 22, 2019.
საათი: 7:37pm 0 კომენტარი

      პიკეტირებით, შეშითა და ქვიშით დაწყებული აქცია, სულ მალე ბოქლომებისა და ბიუროების აკეტვის აქციებში გადაიზარდა. თუ რევოლუციამდე მივიდა საქმე, ალბათ ბოქლომების რევოლუციას უწოდებენ და სიამაყით…

გაგრძელება

გველის ტყავი გველის მაგივრად

გამოაქვეყნა nunu qadagidze_მ.
თარიღი: ნოემბერი 21, 2019.
საათი: 2:30pm 0 კომენტარი

გაცოცხლებული ქარაგმა (გაგრძელება)

      ერთხელ ყვავილოვან მდელოზე დავსეირნობდით მე და ჩემი პაწია მზეები. მე მათ ვასწავლიდი, თუ როგორ უნდა…

გაგრძელება

ობიექტური სასამართლოს მოლოდინის ხმაური, ექიმი საოკუპაციო ტყვეობაში და რეფინანსირება და თბილისი

გამოაქვეყნა Giorgi_მ.
თარიღი: ნოემბერი 20, 2019.
საათი: 11:30pm 0 კომენტარი

      სასამართლო საინფორმაციო ობიექტივის ფოკუსში იყო. ბევრ საქმეს შორის, რომელიც დღეს იმართებოდა, განსაკუთრებით აქტუალური და ხმაურიანი იყო, მოლოდინისამებრ, 18 ნოემბრის აქციაზე დაკავებულთა სასამართლო.…

გაგრძელება

კვლევა ცხელ კვალზე, აქციის შედეგები და დაკავებულების სასამართლო, ექიმი ოკუპაციურ ტყვეობაში

გამოაქვეყნა Giorgi_მ.
თარიღი: ნოემბერი 19, 2019.
საათი: 11:30pm 0 კომენტარი

      პიკეტირების, ბოქლომების, ქვიშებისა და შეშის აქციები არ აპირებენ დასრულებას, თუმცა სამუშაო კვირა უფრო მშვიდი და ნაკლებ ხმაურიანი გამოდგა, როგორც მოსალოდნელი იყო, პრინიპში. მაგრამ ამ სიჩუმეში,…

გაგრძელება

Qwelly World

free counters