თათია'ს ბლოგი || "ზამთარი" (4)

ზამთრის სითბო

Qwelly, blog, dey, ilura, winter, ბლოგი, დღე, ზამთარი, ილურა, ილურას ბლოგი, სითბო

      ზამთარი უკვე ხანში იყო შესული. სიო არსაიდან იძვროდა, ქალაქი ჩვეულ რიტმს მიჰყვებოდა და დღის გასრულებას ლამობდა.. დალოცვილ მზეს დროებით ძალა შემატებოდა, სხივებს დედამიწას უგზავნიდა და ათბობდა. თეთრი ღრუბლები ცას სამკაულად ეკვროდნენ და იწელებოდნენ..

      ლექციების დასრულებისთანავე ავტოსადგურისკენ გავემართე და ტრანსპორტში ადგილი მძღოლის გვერდით დავიკავე. ფიქრებში ჩაძირული გოგონების სიცილმა გამომაფხიზლა.…

გაგრძელება

დაამატა თათია_მ!
თარიღი/დრო: თებერვალი 16, 2016 წელი. 8:00pm — 4 კომენტარი
________________

მარტო შთენილი......

   მარტო მე  შემოვრჩი ცივსა და გაყინულ ზამთარს... ასეა, ყველა მაღალი, ოდესღაც მარტო რჩება! ყველამ თავისი გზა მონახა, მე კიდევ... მეღა შემოვრჩი გაშიშვლებულ ბროწეულის ხეს და ვფიქრობ, რა კარგი იყო ყვავილობა, კვირტობა, შემდეგ ჩვენ ნაყოფად ვიქეცით, გვიხაროდა ერთად ყოფნა, მე და, ჩემს და-ძმებს. ისინი წავიდნენ მე დავრჩი. ახლა სრულიად, უსარგებლო…

გაგრძელება

დაამატა თათია_მ!
თარიღი/დრო: იანვარი 12, 2014 წელი. 4:00pm — არ არის კომენტარები
_______________

ცხოვრება

  "ცხოვრება ქურქია შვილო, რომელშიც სულ მცივა... ეს ხალხი, ეს საზოგადოება კი ზამთარს ჰგავს, მათი გამოხედვა, ძუნწად ჩავლილი ნაბიჯები, თვალები, ზამთრის ამინდებივით ცივია, ხოლო ისინი კი ვინც მოწყალებას არ იშურებენ, ზამთარში იშვიათ, თუმცა თბილ და მზიან ამინდებს ჰგვანან..."

დაამატა თათია_მ!
თარიღი/დრო: სექტემბერი 28, 2013 წელი. 11:00am — არ არის კომენტარები
_______________

მმმ ... მინდა

      მინდა იცი რაა? ერთ ლამაზ სოფელში, ძველი ხის სუროებიანი სახლი, ცოოტა ბნელი, ძველებური ავეჯი და ბიბლიოთეკა. პატარა, მოხერხებული მაგიდა, ცხელი ყავა და რამე მართლა კარგი და დიდი წიგნი. თბილი, ნაქსოვი ტანსაცმელი მეცმევა. გარემო წყნარი, მშვიდი უნდა იყოს. კიდევ ბუხარი და შეშის ტკაცა-ტკუცი ნელი, წყნარი თოვა. ღრუბლიანი ამინდი, აი, ისეთი რა, მე რომ მიყვარ, ძაანაც ცივი არა. აი ისეთი დღეს რომაა. თოვლით გადათეთრებული, ქათქათა მიწა.. სიჩუმე, სიწყნარე,…

გაგრძელება

დაამატა თათია_მ!
თარიღი/დრო: იანვარი 9, 2013 წელი. 6:30pm — 3 კომენტარი
________________

ღონისძიებები

ბლოგ პოსტები

რა შორი ყოფილა შენამდე, თბილისო ანუ ისევ მარშრუტკები?!

გამოაქვეყნა ლაშა_მ.
თარიღი: მაისი 29, 2021.
საათი: 11:30pm 2 კომენტარი

სკოლაში მათემატიკას კარგად ვსწავლობდი.

მეუბნებოდნენ, A წერტილიდან უმოკლესი მანძილი B წერტილამდე ტოლია, B წერტილიდან A წერტილამდე უმოკლესი მანძილისო.

® მარი კიური

      ის ჟურალისტი ხომ გახსოვთ, „სერჩის“ ცოდნას რომ გვამადლიდა? ჰოდა, რომ „დასერჩოთ“ მცხეთა, გუგლისავე აღწერილობაში ამოიკითხავთ - მცხეთა თბილისიდან დაშორებულია 20 კილომეტრით. ახლა,…

გაგრძელება

შუაშისტი გუმათელები, ქირურგია სასამართლოში და 2024-ში ევროკავშირში თან კი, თან არა!

გამოაქვეყნა Giorgi_მ.
თარიღი: მაისი 28, 2021.
საათი: 11:31pm 2 კომენტარი

      ჯერ-ჯერობით წრეზე დავდივართ, იგულისხმება ის რომ დღის ამბებში კვლავ ამნისტიის კანონპროექტი, მოსამართლეების დანიშვნა-არ დანიშნვა ისმის და მისთანები. დღეს ასევე გახარიას პარტიის ლოგო გამოჩნდა და ხვალი პრეზენტაციის ანონსები. გუშინ გუმათში დაკავებულების სასამართლოებიც ჩაინიშნა და პროტესტის ორჭოფობული გამოხმაურებებიც. ევროკავშირში გველიან, მაგრამ არ მიგვიღებენ. დოლარმაც ცოტა კიდევ დაიწია - ჩვენს ქვეყანაში, 1 აშშ დოლარი - 3.2779 ლარია.…

გაგრძელება

რიონელები გუმათთან საპროტესტო ყიჟინით, გაძვირებული გაზი და ამნისტიის დამტკიცბის დასაწყისი

გამოაქვეყნა Giorgi_მ.
თარიღი: მაისი 27, 2021.
საათი: 11:00pm 0 კომენტარი

      მაისი ბოლო ისევ აქტიური იქნება და ბუნებაც გააქტიურდება, როგორც ააონსებენ - წვიმები და ძლიერი ქარები გველის. რაც შეეხება პოლიტიკურ ასპარეზს - პარლამენტმა დღეს ამნისტიის კანონპროექტი ნახევრად დაამტკიცა, ასევე დღეს, პოლონელი კოლეგა ესტუმრა ჩვენს პრეზიდენტს, პრემიერსა და პარლამენტის თავმჯდომარეს. დღის მთავარი საინფორმაციო ამბავი მაინც რიონის მცველების შეუპოვარი პროტესტია, ამჯერად ისევ ხეობაში, გუმათთან. დოლარმაც ცოტა კიდევ დაიწია - ჩვენს…

გაგრძელება

ჰესით პარალიზება შუაგულ თბილისში, ამნისტიის პოლიტიკური ამბები და მინსკი სკანდალში

გამოაქვეყნა Giorgi_მ.
თარიღი: მაისი 24, 2021.
საათი: 11:30pm 1 კომენტარი

      თბილისი უქმებიდან მოყოლებული აქციების მთავარ ეპიცენტად იქცა, როგორც ადრე. ამჯერად აქციას პარტიებისგან არც ისე მოწონებული და დაფასებული მოძრაობა მართავს, რომელიც ჰესის წინააღმდეგ გაერთიანდა და ხელისუფლებას მოთხოვნებიც წაუყენა. დღის მთავარი ამბავი სწორედ ეს აქციებია, თბილისის პიკეტირება და პარალიზება - როგორც თავად აანონსებენ. საერთაშორისო სკანდალია მინსკში. ჩვენთან, ამინდები გაუარესდებაო იუწყებიან სინოპტიკოსები - 25 მაისს, დღის მეორე…

გაგრძელება

Qwelly World

free counters