Qwelly ბლოგი! - ბლოგი (1,000)

კარასინის შემოთავაზება თბილისის არჩევანზე, ოცნების დაშლილი გაზაფხული, ელიავას რეკრეაცია და უალტერნატივო ნაფიცები

      ხვალ უკვე გაზაფხულია. ზამთრის ბოლო დღის მთავარი ამბები კი რუსეთთან ჩვენს ურთიერთობებს და კარასინის განცხადებას დაეთმო. იყო ასევე, შემოდგომით მოსული გუნდის, გაზაფხულის პრობლემები და ოპოზიციის ნაოცნებარი დაშლის ახდენა, ასევე კალაძის და დედაქალაქის ამბები.

საქართველოს და მსოფლიოს ამბები / 28 თებერვალი, 2019/

      რუსეთთან ურთიერთობები - გიგა ბოკერია არ გამორიცხავს, რომ კარასინის გაფრთხილება ანაკლიის პორტის…

გაგრძელება

დაამატა Giorgi_მ!
თარიღი/დრო: თებერვალი 28, 2019 წელი. 11:00pm — არ არის კომენტარები
_______________

ბანკები პარლამენტში, გუნდის ჩათი, პრემიერის შეფასებები და წინასწარმეტყველებები და საპატრიარქო მამალაძის გასაჯაროვებაზე

      დღის მთავარ თემებს რამდენიმე ძირითადი ფერი ჰქონდა გადაკრული. პირველი ფერი ოცნების გუნდის შიდა ამბებს წარმოადგენდა, მეორე და ყველაზე მკვეთრი ფერი კვლავ მოლურჯო-მოცისფრო იყო და თიბისი ბანკის გარშემო განვითარებულ მოვლნებს და ეროვნული ბანკის პრეზიდენტის პარლამენტში გამოსვლას წარმოაჩენდა, პრემიერის ტრიბუნამ თავისი ფერი დაიკავა და ბოლოს მამალაძეების ამბავიც გაფერადდა კიდევ ერთხელ.

საქართველოს და მსოფლიოს ამბები / 26 თებერვალი,…

გაგრძელება

დაამატა Giorgi_მ!
თარიღი/დრო: თებერვალი 26, 2019 წელი. 11:00pm — არ არის კომენტარები
_______________

ოსკარი 2019, დაკარგული დამოუკიდებლობა, ეკონომიკური რეიტინგები და თავშესაფარი გერმანიაში

      დღის მთავარ მოვლენათა შორის ერთ-ერთი დაწინაურებული იყო მსოფლიო კინო მოვლენა -…

გაგრძელება

დაამატა Giorgi_მ!
თარიღი/დრო: თებერვალი 25, 2019 წელი. 11:30pm — არ არის კომენტარები
_______________

ოსკარის 2019 წლის დაჯილდოების გამარჯვებულები

ოსკარი 2019 სრული სია

      შარშანდელი ოსკარისგან განსხვავები, წელს თარიღი ძველ, ისტორიულ ადათ წესებს დაუბრუნდა და ისევ 25 თებერვალს, გამთენიისას, მაშინ როცა ჩვენთან უნდა ერიჟრაჟა, ხოლო დოლბის თეატრში მწუხრდებოდა, მსოფლიო კინოვარსკვლავები შეიკრიბნენ წლის ყველაზე მასშტაბური კინოდაჯილდოებაზე. მაყურებლები კი მთელი მსოფლიოდან…

გაგრძელება

დაამატა ლაშა_მ!
თარიღი/დრო: თებერვალი 25, 2019 წელი. 10:30pm — 1 კომენტარი
________________

შემსბუქებული არყოფნის ბილიკზე

ბუმერანგი (ამონარიდი)

      ფრიად შემსბუქებული დავადექი არყოფნის ბილიკს, აღარც ოქროს გვირგვინი, აღარც სამკაულები, თანაც ფეხშიშველა... ცხადია, ახლა კიდევ უფრო უცნაური სანახვი ვიქნებოდი. კიდევ კარგი, წინ არავინ მხვდებოდა.

      ახლა შევამჩნიე, თურმე მთელი არყოფნის ბილიკი წვეტიანი ქვებით ყოფილა მოფენილი. ძალიან უსიამოვნოდ მჩხვლეტდნენ ფეხისგულებში, ფეხშიშველა სიარულს მიუჩვეველს, მაგრამ ამას არ…

გაგრძელება

დაამატა nunu qadagidze_მ!
თარიღი/დრო: თებერვალი 25, 2019 წელი. 2:30pm — არ არის კომენტარები
_______________

შინაური ცხოველების საწოლები

      თბილ და რბილ ლოგინში გამოძინება არა მხოლოდ ადამიანებს, არამედ სხვა ცოცხალ არსებებსაც ძალიან უყვართ. მართალია, დათვები ბუნებრივად რბილები და თბილები არიან, ამიტომ მათი ბუნაგები ლუდოვიკოს რბილი ავეჯით ვერ დაიკვეხნიან, მაგრამ არსებობენ ისეთი ცხოველები, რომლებზე ზრუნვაც, ხშირად, მრავალგზის აღემატება შვილებზე ზრუნვასაც.

      განებივრებული ძაღლების ცხოვრება ჰოლივუდში ცხოვრებას ჰგავს, მაგრამ მიუსაფარი ძაღლების მეტი რა არის? სწორედ მათზე…

გაგრძელება

დაამატა Tamila Moshiashvili_მ!
თარიღი/დრო: თებერვალი 24, 2019 წელი. 10:34pm — 2 კომენტარი
________________

ნაქსოვი პროდუქცია

      მართალია საკვების მოპოვება, ჭამა და ამ გზით თავის გადარჩენა კაცობრიობის მთავარ საზრუნავთა შორის ერთ-ერთი უპირატესია, მაგრამ ზოგიერთი ამ საკვების მიღმა უფრო საინტერესო რამეებსაც ხედავს. მაგალითად, ადამიანებს შეუძლიათ ჯანმრთელი და ჯანსაღი ზღვის პროდუქტები ისე მოაწყოს, რომ საჭმელად უვარგისი იყოს, მაგრამ სახილველად კარგი. ანდა ფუნთუშეული წონის მომატებას კი არ უწყობდეს ხელს, პირიქით, თვალის გახარებას. ქეით ჯენკინსი (Kate Jenkins) სწორედ…

გაგრძელება

დაამატა Tamila Moshiashvili_მ!
თარიღი/დრო: თებერვალი 23, 2019 წელი. 10:14pm — 3 კომენტარი
________________

მოშორებული ავი ჩვენება

ბუმერანგი (ამონარიდი)

      მოვითქვი სული, მოვიშორე ავი ჩვენება, და ახლა უკვე ქვეითად გავუდექი გზას. ცეცხლოვანი ჩირაღდნების ნიაღვრები აღარ ჰბურავდნენ შორს გაზიდულ ცისკიდურს, ცხადად ვხედავდი არყოფნის ბილიკს, თვით უსასრულობამდე გაწვართულს... და რაღა თქმა უნდა, არც ფლოქვების გრიალის ხმა ისმოდა, მეც ძალიან კმაყოფილი გახლდით ყოველივე ამით.

      ალბათ უცნაური სანახავი კი ვიქნებოდი... როგორი საქმეა;…

გაგრძელება

დაამატა nunu qadagidze_მ!
თარიღი/დრო: თებერვალი 22, 2019 წელი. 3:30pm — არ არის კომენტარები
_______________

ხაზარაძის გადადგომა

      მოვლენების ამგვარ განვითარებას არავინ მოელოდა. გულშემატკივრებიც მრავლად ჰყადა და რაც მთავარია პოლიტიკისთვის - ფულიც არ ჰქონდა სადმე საძებარი, გავლენებიც არ უნდა აკლდეს, მაგრამ მაინც გადადგა - საქართველოს მეორე პრეზიდენტის გადადგომის შედეგ, ასეთი ხმაურიანი გადადგომა არ ყოფილა. დღის ამბებში ტრადიციაც ქცეული მოსამართლეებიც ისმოდნენ და პრეზიდენტის ევროპული შეხვედრებიც.

საქართველოს და მსოფლიოს ამბები / 21 თებერვალი, 2019/…

გაგრძელება

დაამატა Giorgi_მ!
თარიღი/დრო: თებერვალი 21, 2019 წელი. 11:00pm — არ არის კომენტარები
_______________

პოლიციასთან ურჩობა, საგუნდო გამოსვლები, ინფრასტრუქტურის მინისტრი პარლამენტში და ფასიანი პარკინგი მთელს ქალაქში

      კვირის განზოგებაზე, დღის მთავარი ამბები რამდენიმე ძველი თუ ახალი მიმართულებებით გადანაწილდა - ერთი რომ ქართული ოცნება შეიკრიბა გუნდურად და გუნდური განცხადებაც გაავრცელა, შემდეგ ძველი თემა იყო იუსტიცია და მოსამართლეები. დღეს ინფრასტრუქტურის მინისტრიც წარსდგა პარლამენტში და თბილისის მერიამ ფასიანი პარკინგიც დააანონსა ივლისიდან.

საქართველოს და მსოფლიოს ამბები / 20 თებერვალი, 2019/

      ოცნების გუნდური შეკრებები…

გაგრძელება

დაამატა Giorgi_მ!
თარიღი/დრო: თებერვალი 20, 2019 წელი. 10:30pm — არ არის კომენტარები
_______________

ფრანგი პრეზიდენტები საქართველოზე, თიბისის მეპატრონის თეთრი ფული, დეკანოზის და თემიდას აქტიურობა

      ამბობენ ქარები ხვალიდან ჩადგება, მაგრამ იქამდე ვიდრე ისევ ძლიერად ქრის, ბევრი რამ გაფუჭდა - ზოგან ხე მოტყა, ზოგან აივანი ჩამოინგრა და ავტომობილებს დაეცა და ა.შ. ქვეყანაშიც პოლიტიკური ქარბუქია - ზოგი ქარი უბერავს საფრანგეთიდან ევროპული მოტივებით, ზოგიც მილიარდელი ბანკირების ჯიბიდან და საქმიანობებიდან, ზოგიერთიც თემიდას სამართლიანობიდან. ქარი ქრის დეკანოზის გარშემოც. ცოტა პენსიაც და სხვა თემებიც. აქტიური იყო პარლამენტიც და კიდევ უფრო მეტ…

გაგრძელება

დაამატა Giorgi_მ!
თარიღი/დრო: თებერვალი 19, 2019 წელი. 11:30pm — 1 კომენტარი
________________

ავადმყოფი დეკანოზი, ხარაძის ბანკი, პრეზიდენტი ევროპულ სამშობლოში, ახალი კანონები და სასჯელები

      მართალია სარქისის ისტორია ისეთივე ლეგენდაა, როგორც მრავალი სხვა ძველი თუ ახალი ლეგენდა, მაგრამ ფაქტია რომ თებერვლის ქარებმა დაღალა მთელი ქვეყანა. კარგი ამბავი, ამ მხრივ ისაა, რომ საქართველოში 20 თებერვლიდან გამოიდარებსო, ამბობენ სინოპტიკოსები. ამინდების გამოკეთებამდე, დღევანდელი დღის მთავარ ამბებში იყო დეკანოზის ავადმყოფობის ამბავი, ასევე ხაზარაძის თეთრი ფულები და კანონები და სასჯელები.

საქართველოს და მსოფლიოს ამბები / 18 თებერვალი,…

გაგრძელება

დაამატა Giorgi_მ!
თარიღი/დრო: თებერვალი 18, 2019 წელი. 11:30pm — 2 კომენტარი
________________

ჰარარი „რევოლუციები“

      ადამიანის განვითარების ისტორიაზე სრული და ზუსტი წარმოდგენისათვის აუცილებელია მისი დაკავშირება ფიზიკის, ქიმიისა თუ ბიოლოგიის მეცნიერებათა განვითარების ეტაპებთან.

      ისტორიის განვითარების პროცესი, ჰარარის მიხედვით, სამ ფუნდამენტურ რევოლუციას მოიცავს, შემეცნებითი (კოგნიტური - 7000 წლის წინ), აგრარული (12000 წლის წინ) და სამეცნიერო ( სულ რაღაც 500 წლის)

      ადამიანთა მსგავსი არსებები ბევრად ადრე ცხოვრობდნენ დედამიწაზე, ვიდრე…

გაგრძელება

დაამატა Ketevan_მ!
თარიღი/დრო: თებერვალი 18, 2019 წელი. 12:00am — არ არის კომენტარები
_______________

მანათობელი მაკიაჟი

      გვჩვევია ხოლმე განსაკუთრებული მონდომებით გამოპრანჭვა - დღეს ისე უნდა გამოვიყურებოდე, ვანათებდეო - იტყვიან ხოლმე ქალბატონები. ცხადია, ამას ბუნებრივი, თანდაყოლილი სილამაზეც ხელს უნდა უწყობდეს, მაგრამ პირდაპირი მნიშვნელობით - განათებაც - სრულიად შესაძლებელია. ადრე თუ მხოლოდ კაბების ბრწყინვალებას და სიბრჭყვიალეს ექცეოდა ყურადღება, ახლა მაკიაჟიც შესაძლოა ბზინავდეს. ნორვეგიელმა რიტა სინოვე შარმამ (Rita Synnøve Sharma), ნამდვილად რომ…

გაგრძელება

დაამატა Tamila Moshiashvili_მ!
თარიღი/დრო: თებერვალი 16, 2019 წელი. 10:07pm — 1 კომენტარი
________________

კმაყოფილი მებაღე

ბუმერანგი (ამონარიდი)

      მეტი რომ აღარ შეიძლებოდა, ისეთი კმაყოფილი იყო მებაღე. როგორც ჩანს, ენატრებოდა თავისი ამბები (გამოცდილებით დაგროვილი) ვინმესთვის გაეზიარებინა, მე კი სანიმუშო მსმენელი გამოვდექი. ბავშვის წერილი გვერდზე გადადო, საქაღალდეს წაეტანა, ქაღალდების დასტა ამოიღო, პირველი ფურცელი წინ დაიდო.

      - ბუმერანგი! - გამოაცხადა დიდი ამბით.

      - რა ბუმერანგი? - ვკითხე გაოცებულმა.

      -…

გაგრძელება

დაამატა nunu qadagidze_მ!
თარიღი/დრო: თებერვალი 16, 2019 წელი. 1:00am — 2 კომენტარი
________________

ეროვნული უსაფრთხოება, ჩანაწერებზე დაკავებულები, ღმერთის რჩეული ტრამპი და საუნივერსიტეტო ნიუსები

      ერთობ მონოტონურ კვირას ახალი ამბავი მოჰყვა - ბანკების სექტორის გააქტიურება. თუმცა, მთლად ახალიც არ იყო - თიბისი ბანკის პრობლემა ადრევე გამოიკვეა. ასევე ეროვნული უსაფრთხოები საბჭოს თემაც ნელ-ნელა იკრებს ძალას. ცალკეა უნივერსიტეტების ამბები და მოსამართლეები ხომ არ გვივიწყებენ.

საქართველოს და მსოფლიოს ამბები / 14 თებერვალი, 2019/

      მოსამართლეების თემა - რამაზ საყვარელიძე - მოსამართლეების თემაზე…

გაგრძელება

დაამატა Giorgi_მ!
თარიღი/დრო: თებერვალი 14, 2019 წელი. 11:00pm — 1 კომენტარი
________________

სამოსამართლო ამბები, ნორვეგიაში ხმაურიანი ქართველები, სტატიტიკის ამბები და ჩრდილოეთ მაკედონია

      საცამეტთებერვლო ამბებში კიდევ ერთი მინისტრი წარსდგა პარლამენტის წინაშე და ამჯერად ქვეყნის ეკონომიკურ-ფინანსურ მომავალს უჭვრეტდა მთელი საკანონმდებლო ორგანო დღეს. დღის მთავარ ამბევში ასევე შეამჩნევდით უკვე მოყირჩებულ სამოსამართლეო თემას და ბოლო დროის ილიაუნურ აბებს. დღეს, აქტიურად განიხილავდნენ ნორვეგიაში ქართველების დაკავებასაც.

საქართველოს და მსოფლიოს ამბები / 13 თებერვალი, 2019/

      მოსამართლეთა ნიუსები -…

გაგრძელება

დაამატა Giorgi_მ!
თარიღი/დრო: თებერვალი 13, 2019 წელი. 11:00pm — 1 კომენტარი
________________

დამწუხრებული ოთახი

ძველი ოთახი დამწუხრებულა,

თითქოს დაღლილა ამდენის ნახვით,

ჰაერიც მძიმეა მასში,

ხნიერი კედლებიც...

ფიქრობს ოთახი, დიახ, ის ფიქრობს...

ამას ვერ იგრძნობთ ახალ სახლში, არ აღიქმება;

მას გადაეცა გრძნობა და გონება სულიერთაგან,

ვისაც მასში უცხოვრია და ისიც ფიქრობს, იხსენებს...

აი, ცოლ - ქმარი დაბრუნდა ისევ სხვა ქალაქიდან,

დიასახლისი ვაზას ყვავილებით

მაგიდის შუაგულში დგამს,

ბავშვი ცელქობს, კატა…

გაგრძელება

დაამატა თამუნა ქადაგიძე_მ!
თარიღი/დრო: თებერვალი 13, 2019 წელი. 10:30pm — არ არის კომენტარები
_______________

მოსამართლეობის ვადები და იურისპუდენცია, კირკიტაძის პატიმრობაში დატოვება და მერიისთვის ნებადართული მილიონები

      დღევანდელი დღეც არ ყოფილა განსხვავებული და სრულიად ახალი ამბებით წარმოდგენილი. თითქოს ბოლო კვირების განმავლობაში, ერთი და იმავე თემას მრავალგზის დაუბრუნდნენ მთავარი აქტორები. დღესაც განიხილებოდა სასამართლოს და მოსამართლეების მომავალი, ასევე თბილისის მრავალმილიონიანი სესხისა თუ ბიუჯეტის ინფრასტრუქტურული ხარჯვა, დღის მთავარ ამბად იქცა კირკიტაძი პატიმრობაში დატოვებაც.

საქართველოს და მსოფლიოს ამბები / 12 თებერვალი, 2019/…

გაგრძელება

დაამატა Giorgi_მ!
თარიღი/დრო: თებერვალი 12, 2019 წელი. 11:00pm — არ არის კომენტარები
_______________

თბილისური პარლამენტი, ბელგიაში შეკრებილი მიშისტები, სლოვაკური სტუმრობა, მოსამართლეობა და სკოლის ომბუდსმენი

      თბილი თებერვლის გაგრძელებად ის წინასწარმეტყველებაც შეიძლება ჩაითვალოს, რომლის მიხედვითაც თებერვლის შუა რიცხვამდე, ანუ მთელი კვირა უნალექე და მზიანი ამინდი გველის. იქამდე კი ახალი კვირა დაიწყო კვირის ამბებით, რომელიც მიხეილ სააკაშვილმა ისევ დაისაკუთრა და ამჯერად, ბელგიაში მოაწყო მომხრეებთან შეკრება. თბილისში კი ამ განხილვების გარდა, დღეს მოსამართლეების თემა, სკოლები და ომბუდსმენი, ასევე, სლოვაკი სტუმრის განცხადებები ისმოდა.

საქართველოს…

გაგრძელება

დაამატა Giorgi_მ!
თარიღი/დრო: თებერვალი 11, 2019 წელი. 10:30pm — არ არის კომენტარები
_______________

ყოველთვიური არქივი

2024

2023

2022

2021

2020

2019

2018

2017

2016

2015

2014

2013

2012

1999

ღონისძიებები

ბლოგ პოსტები

he game's narrative weaves

გამოაქვეყნა taoaxue_მ.
თარიღი: აპრილი 19, 2024.
საათი: 6:00am 0 კომენტარი

A Seamless Living World: Throne and Liberty boasts a seamless and dynamic world, where environments and even dungeons adapt and change based on weather conditions and surrounding surroundings. This dynamic environment adds a layer of immersion and unpredictability to exploration and gameplay, constantly keeping players on their toes.

Immersive Narrative: The game's narrative weaves an intricate tapestry connecting the past, present, and future. While details remain scarce, this unique…

გაგრძელება

Important Notes

გამოაქვეყნა taoaxue_მ.
თარიღი: აპრილი 18, 2024.
საათი: 6:30am 0 კომენტარი

Spotting Extraction Points: Extraction points are marked by Blue Headstones that emerge from the ground. Listen for the telltale sound of rumbling rocks, signaling the  proximity of an extraction point.

Activating the Portal: Approach the Blue Headstone and interact with it by pressing the "F" key on your keyboard. This will open a blue portal, your ticket to safety.

Entering the Portal: Once the portal is active, step into it to initiate the extraction process. Keep an eye out…

გაგრძელება

A Deep Dive into purchase Night Crows Diamonds

გამოაქვეყნა millan Myra_მ.
თარიღი: აპრილი 13, 2024.
საათი: 10:00am 0 კომენტარი

In the realm of gaming, the allure of microtransactions often beckons players of  promises of rare loot, powerful weapons, and legendary mounts. But are these investments truly worth the cost? Today, we embark on a journey into the world of Night Crows, a popular online game, to unravel the mysteries behind its microtransaction system.

Meet Nathan Pay, a seasoned gamer and host of the Blan Crypto channel. With a passion for exploring the depths of virtual economies, Nathan dives…

გაგრძელება

purchase an instrument

გამოაქვეყნა millan Myra_მ.
თარიღი: აპრილი 10, 2024.
საათი: 11:00am 0 კომენტარი

In the blink of an eye, the procedure changed into the following: mine ores make smelt of ore to forge bronze daggers chicken execution, then sell the rest to the greedy clerk at the shop, and use the cash to buy tools. And on and so forth it goes on. As of now I've consumed all the energy drinks available I have available . I've never had to fight this intensely in my entire life to get rid of chickens. I took another bottle of red bull, knowing it…

გაგრძელება

Qwelly World

free counters