თათია'ს ბლოგი || "ბლოგი" (7)

აპრილის ნათება

      ხანდახან არის მარტოობაშიაც რაღაც რომანტიული და ამოუხსნელი, მისტიური და ოაზისივით მაცოცხლებელი.. ღამეები იცრიცებიან დღეების მოლოდინში და გრძნობ რამდენად დიდი და მიუწვდომელია უფალი, რამდენად ბრძენი და კეთილისმყოფელია იგი..

      განა სასწაული არ არის - გამთეენიისპირზედ, ახლადგამოღვიძებული, შეიგრძნობდე უშრეტ ძალას ბედნიერებისას და სიყვარულისას, მაარტოობისას რომელიც სრულებითაც არ არის მარტო, ეული...

      განა სასწაული არ…

გაგრძელება

დაამატა თათია_მ!
თარიღი/დრო: მაისი 3, 2018 წელი. 1:00pm — არ არის კომენტარები
_______________

ფერადი იაპონია

      ფერების ფესტივალი ანუ ფერების აფეთქება იაპონიაში ყოველწლიურად, ივლისსა და აგვისტოში იმართება. ტრადიცია მე-18 საუკინიდან იღებს სათავეს და მას შემდეგ აქტიურად მიმდინარეობს. ფესტივალს სახელად "ჰანაბი ტაიკი" ეწოდება. ზემოდ ხსენებულ სანახაობას ათასობით ადამიანი ესწრება. არიან ადგილობრივები, ტურისტები და ასევე სპეციალურად ამ ფესტივალისთვის ჩამოსული სტუმრები. წარმოიდგინეთ, რა სასიამოვნო იქნება ყოველ ღამე ათასობით ფერთა ცვენა, რომელიც ადამიანებზე ღიმილის, პოზიტივისა…

გაგრძელება

დაამატა თათია_მ!
თარიღი/დრო: სექტემბერი 24, 2017 წელი. 10:12pm — არ არის კომენტარები
_______________

დიდი ღამის ფიქრები

   საქართველოს ცის ქვეშ მრავალ ჭირს და ვაებას, ცრემლს და კვნესას, ტანჯვასა და სისხლის ღვრას გაუვლია. ისტორიამ ჩვენამდე მრავალი ფაქტი და მოვლენა შემოინახა, დაიწერა და მიეძღვნა მრავალი ნაწარმოები გმირების, ჩვენი ისტორიის უკვდავსაყოფად.. ერთ-ერთი ჩემთვის ძვირფასი მწერლის, გრიგოლ აბაშიძის ნაწარმოებია სწორედ "დიდი ღამე", სადაც მთელი რიგი სიცხადითაა გადმოცემული "რანი ვიყავით და რად ვიქეცით".. საქართველოს სხეულს ჭია ჭამდა.. მეფეთა უზრუნველობამ ყმებსაც ხელი ააღებინა…

გაგრძელება

დაამატა თათია_მ!
თარიღი/დრო: აგვისტო 6, 2017 წელი. 2:30am — არ არის კომენტარები
_______________

ნისლი

      არის დღეები როდესაც ადამიანები ამინდებს ემსგავსებიან, ან პირიქით, ამინდები ემსგავსებიან ადამიანებს...

Qwelly, ამინდი, ბლოგი, ილურა, ნისლი, ქველი

      დღე ერთია და რამდენნაირად იცვლება ადამიანი, რამდენს ფიქრობს, იცინის, ტირის, სწყინს და უხარია.. მე მაინც ამინდებიდან ნისლს გამოვარჩევდი.. ნისლები ფიქრებს ჰგავს, რომელიც ძალუმად აწევს ადამიანს გონებაში და უმღვრევს იმ წყალს, რომელიც კამკამებდა. მოვა ნისლი, დაგაწვება და აღარ შემოგეცლება სანამ მზე არ…

გაგრძელება

დაამატა თათია_მ!
თარიღი/დრო: ივნისი 23, 2017 წელი. 10:00am — 2 კომენტარი
________________

ფოტოგრაფი ლურჯი სამყაროდან

Conceptual Photography    ავანგარდის  მნიშვნელოვანი მიმდინარეობაა - კონცეპტუალიზმი. არტ–მოღვაწეობის არსი კონცეპტუალიზმში განიხილება იდეაში. ტრადიციული ხელოვნებისგან განსხვავებით აქ პირველ რიგში დგას არა იდეის გამოსახვა, არამედ თავად  იდეა.  ამ მიმდინარეობაში მთავარია კონტექსტი, მნიშვნელობები, ასოციაციები. ნახატის არა თვალით, არამედ გონებით აღქმა.

   კონცეპტუალური ფოტოგრაფი ანა ანტი ყოველთვის…

გაგრძელება

დაამატა თათია_მ!
თარიღი/დრო: ივნისი 20, 2017 წელი. 1:42pm — არ არის კომენტარები
_______________

თეთრი აპრილი

      ხელები უსიცოცხლოდ ჰკიდია სხეულს,როგორც ზამთარში ხეებს ტოტები... უძილობისაგან თვალები ჩაშავებული და ჩაცვენილია, იმ როიალივით რომელსაც საუკუნეა არავინ შეხხებია..

      სიცოცხლის, მშვენიერების, აყვავების, აპრილობის, ყვავილთა ცვენის დრო იდგა. ცა მიმზიდველი მზერით უცქერდა ცოდვილთა საცხოვრისს და ანატრებინებდა თავს... უსიცოცხლო კი ამ ყოველივეს ვერ ხედავდა, განა თვალები არ ჰქონდა?! ჰქონდა! მაგრამ მისი გული სულაც არ მზიანობდა მზით, არც აპრილის…

გაგრძელება

დაამატა თათია_მ!
თარიღი/დრო: აპრილი 20, 2017 წელი. 12:00pm — არ არის კომენტარები
_______________

ზამთრიდან გაზაფხულამდე

   დილა შემომეპარა მამლის ყივილთან ერთად და თავი მძიმედ ავწიე ბალიშიდან.. კვლავ მარტოობის შეგრძნებითა და უარაფრო გრძნობით გათენდა. იშვიათად თენდება ასე, მაგრამ მაინც თენდება.. ვიცოდი, რომ დღეს არაფერი მოხდებოდა განსაკუთრებული. მოვემზადე და უხალისოდ გავუყევი გზას უნივერსიტეტისაკენ.

   გზად ხალხს ვუყურებდი და ვერაფერს ვამჩნევდი, გაყინული თვალებით იყურებოდნენ და ვერც სიხარულს ამოიკითხავდი მათგან და ვერც - წუხილს.. გვერდი ვიბრუნე…

გაგრძელება

დაამატა თათია_მ!
თარიღი/დრო: დეკემბერი 13, 2016 წელი. 12:00am — 4 კომენტარი
________________

ღონისძიებები

ბლოგ პოსტები

დაბარებული პრემიერის ვრცელი გამოსვლა, ლუგარის რუსული რევიზია და გამოხმაურებები

გამოაქვეყნა Giorgi_მ.
თარიღი: მაისი 28, 2020.
საათი: 11:25pm 2 კომენტარი

      გილოცავთ ამაღლების დღესასწაულს! დამოუკიდებლობის დღე გადაგორდა თუ არა, კვირის მთავარ ამბად იქცა პრემიერ მინისტრის საპარლამენტო სტუმრობა. ბოლო ორი დღეა ყველა სიახლე ამ სტუმრობის გარშემო იტრიალებდა, რომ არა ჩრდილო მეზობელი და მეორე მთავარი თემა - ლუგარის ლაბორატორიის რუსეთული ჩაკირკიტება. კოვიდ სტატისტიკა - საქართველოში: 738 შემთხვევა, გამოჯანმრთელებული - 573, გარდაცვლილი - 12. მსოფლიოში: დადასტურებული შემთხვევა - 5 929 312, გამოჯანმრთელებული -…

გაგრძელება

დამოუკიდებლობიდან 102-ე წელი!

გამოაქვეყნა Giorgi_მ.
თარიღი: მაისი 26, 2020.
საათი: 10:53pm 2 კომენტარი

      წვიმები წვიმებს მისდევენ მიდიან, მაგრამ ამ სიმღერის გაგრძელება არ გამოვა, რადგან დღეიდან, დაპირებისამებრ გამოიდარა. ახლა მთავარი ამბავი - კორონა უკან დაიხიე! საქართველო დამოუკიდებელია! გილოცავთ დამოუკიდებლობის დღეს! თვის ბოლომდე კოვიდ სტატისტიკა - საქართველოში: 732 შემთხვევა, გამოჯანმრთელებული - 537, გარდაცვლილი - 12. მსოფლიოში: დადასტურებული შემთხვევა - 5 643 071, გამოჯანმრთელებული - 2 408 433, გარდაცვლილი - 349 940, სამკურნალო - 2 990…

გაგრძელება

ჩალის ლუდი

გამოაქვეყნა CSCCA_მ.
თარიღი: მაისი 26, 2020.
საათი: 1:00pm 0 კომენტარი

Animal Crossing New Horizons has been loved by players since its initial release. Players can cultivate and maintain ideal villages on desert islands. In the game, players no longer need to be disturbed by epidemics and can also obtain a considerable number of Animal Crossing Bells in new ways. Players can make handicrafts by shopping. In addition, players can also plant fruit trees to obtain fruit outside the island at a very low price of 500 ACNH Bells. Like the real world, players also…

გაგრძელება

რწმენის ფერადი ადგილები

გამოაქვეყნა Tamila Moshiashvili_მ.
თარიღი: მაისი 24, 2020.
საათი: 9:19pm 1 კომენტარი

      მეჩეთების ფერადოვნებასა და სიჭრელეზე სტატიები არ აკლია ინტერნეტს, მაგრამ ასჯერ გაგონილს ერთხელ ნანახი სჯობსო. ვიდრე პირდაპირ ნახვას შეძლებთ, იქამდე სჯობს კარგი ფოტოგრაფის კარგი ფოტოხელოვნება იპოვოთ - ფატემ ჰოსეინ აღაი (Fatemeh Hosein Aghaei) მეჩეთების სილამაზესა და მრავალფეროვნებას ირანში დაჰყვება. ისპაჰანი ამ მხრივ გამორჩეული ქალაქია ამიტომ ფოტოების უმრავლესობა სწორედ ამ ქალაქიდანაა. სპარსული კულტურა და აღმოსავლური ფერები დღევანდელი…

გაგრძელება

Qwelly World

free counters