Giorgi'ს ბლოგი || "ბლოგი" (673)

აიერაის გამოკვლეული მოსახლეობა და საერთო კანდიდატის პრობლემა

      ეგზიტპოლებამდე ჯერ კიდევ დიდი დროა, მაგრამ წინასწარ კვლევებს უკვე დებენ კარგად დაფინანსებული კომპანიები - ამჯერად აირაიმ დადო კვლევა ვის რა უნდა, ვინ ვის ირჩევს, რა აწუხებს და ა.შ. როგორც ხდება ხოლმე, ამ კვლევის შედეგებიც საპოლიტიკუროდ სალაპარაკო გახდა. ოპოზიცია ჯერ კიდევ ვერ ჩამოყალიბებულა საკუთარ კანდიდატზე პრემიერის თანამდებობაზე, მაგრამ გაერთიანების ილუზია მაინც იქმნება. კორონა 179 ახალი შემთხვევით არ კარგავს აქტუალობას. დოლარი 3.20…

გაგრძელება

დაამატა Giorgi_მ!
თარიღი/დრო: სექტემბერი 17, 2020 წელი. 11:00pm — არ არის კომენტარები
_______________

ტურიზმი და ეკონომიკა თბილისში, კორონას მწვერვალი და საარჩევნო საქმე

      კორონა ვირუსის ახალი მწვერვალები დაპყრობას ახერხებს საქართველოში - უკვე 196 შემთხვევაა. ქვეყნის მთავარი ამბავი სწორედ ამ გაზრდილი შემთხვევების მკურნალობის შესაძლებლობის გარკვევას ეძღვნება, ასევე არ ივიწყებენ საარჩევნოდ ხმების დაგროვების მცდელობას და აქტიური კამპანიები მიმდინარეობს. ტურიზმის აღდგენისთვის უკვე საერთაშორისო სხდომები იმართება თბილისში და რჩევა-დარიგება-დაპირებებიც მრავლად ისმის. რთველი კვლავ პრობლემდება და რაგბისტები უკვე ტყვიებს…

გაგრძელება

დაამატა Giorgi_მ!
თარიღი/დრო: სექტემბერი 16, 2020 წელი. 11:30pm — არ არის კომენტარები
_______________

ქართული კოვიდ ინფიცირებულები და წინასწარი ხმები

      ახალ წელს გილოცავთ! თუმცა, როცა კოვიდი 165 ახალ ქართულ შემთხვევას ითვლის, ჩვენს ქვეყანაში ყველა ნიუსი მის გარშემო ტრიალებს. და მასთან ერთად ჩვენი ქვეყნის პოლიტიკოსებისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი ამბავიც არ ცხრება - არჩევნები 2020 კარზე გვადგება და დღითიდღე აქტიურდებიან ხმების მსურველები. დოლარი სადღა მიფრინავს - 1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 3.1308 ლარია.

საქართველოს და მსოფლიოს ამბები / 14 სექტემბერი, 2020…

გაგრძელება

დაამატა Giorgi_მ!
თარიღი/დრო: სექტემბერი 14, 2020 წელი. 10:00pm — არ არის კომენტარები
_______________

კორონა და არჩევნები - ორ პოლუსზე ამბები

      კორონამ ისე ივაჟკაცა, რომ დღის მთავარი თემა სრულად მის გარშემო ტრიალებდა. ჩაკეტილი სკოლები, სიმკაცრე, ახალი რიცხვები, დაპირებები და მზადყოფნით დამშვიდება, მოწოდებები თავშეკავებისა და უსაფრთხოებისკენ და მრავალი სხვა. ასევე საარჩევნო წარდგენები და ოცნების ოცეული იყო საღამოს მთავარი ამბავი.

საქართველოს და მსოფლიოს ამბები / 10 სექტემბერი, 2020

      #Covid19GEO - კორონა იზრდება და როგორც პრემიერიგიორგი გახარია…

გაგრძელება

დაამატა Giorgi_მ!
თარიღი/დრო: სექტემბერი 10, 2020 წელი. 11:00pm — 1 კომენტარი
________________

კორონას მეორე სეზონის „ტრეილერი“

      მართალია ეპიდემილოგები ჯერ არ საუბრობენ დაბრუნებაზე, მაგრამ ფაქტია, რომ მინიმუმ ტრეილერი უკვე გამოჩნდა და აკრძალვებიც ნელ-ნელა იწყება. კორონა ვირუსის ახალი რიცხვები ათეულობით იზომება და ბოლო დღის განმავლობასი 44 შემთხვევა დაფიქსირდა საქართველოში. დღის მთავარი ამბავი სწორედ კორონას გარშემო დაწესებული ახალი შეზღუდვები იყო. არჩევნებს ჯერ საფრთხე არ ემუქრება, ამიტომ საარჩევნო კამპანია კვლავინდებურად გრძელდება. დოლარი კი ისევ მაღლა მიიწევს - 1 აშშ…

გაგრძელება

დაამატა Giorgi_მ!
თარიღი/დრო: სექტემბერი 9, 2020 წელი. 11:00pm — არ არის კომენტარები
_______________

მესამე პრეზიდენტის დაბრუნების პირობები, ვირუსის რეკორდები, ცესკოს ამბები და რუსული გაზი გერმანიას

      როცა მესამე პრეზიდენტი პრემიერობას თანხმდება, ოპოზიცია ერთიანდებაო, ქართული პოლიტიკური სახელმძღვანელოს შესავალში წერია (ჯერ არ დაბეჭდილა, მაგრამ ალბათ ჩაწერენ). დღის მთავარი ამბები, სწორედ მოახლოებულ არჩევნებს, ცესკოს გადაწყვეტილებებსა და საარჩევნოდ პარტია-კოალიციების ამბებს ეხებოდა. ასევე ყოფილი პრეზიდენტის ტრიუმფით დაბრუნების გეგმებს. გვირგვინოსანმა ვირუსმაც თავი გამოიჩინა და აჭარა გაწითლდა (ამბობენ ინფექციონისტები). დოლარი კვლავ გარბის და…

გაგრძელება

დაამატა Giorgi_მ!
თარიღი/დრო: სექტემბერი 8, 2020 წელი. 11:00pm — 2 კომენტარი
________________

დაუკვირვებელი არჩევნები, აფეთქება ფილარმონიასთან და გაზრდილი კორონა

      როცა კორონა მატულობს, დღის ყველა ამბავი მის გარშემო ბრუნავს. ურწმუნოებაცა და მორმწუნეობაც ვირუსის რეალურობასა და გამოგონილობაზე. ცხადია, პოლიტიკური აქტიურობა და ქულების წერა თავისუფალ მიმოსვლაზე თუ დარიგებულ ფულებზეც. ამას გარდა, საარჩევნოდ დამკვირვებლების ჩამოსვლის თემაც აქტუალურია და ჩვენი ქვეყნისთვის მსოფლიო მხარდაჭერაც რუსეთთან „ომობანაში“. როგორც ჩანს კიბერ ომშიც არ ვართ მაინცდამაინც ძლიერები.

საქართველოს და მსოფლიოს ამბები / 4…

გაგრძელება

დაამატა Giorgi_მ!
თარიღი/დრო: სექტემბერი 4, 2020 წელი. 11:00pm — 1 კომენტარი
________________

მომატებული კორონა, მომატებული კიბერშეტევა და #არჩევნები2020

      საშემოდგომო ამბებში, ვიდრა სკოლა და სწავლა აქტუალური გახდება და ნიუსებშიც რამე მსგავსი გამოჩნდება, დაწინაურებულია კორონას შემოძახილები, მომატებული შემთხვევები და შეშინებები, რომ ის სულ ჩვენთან იქნება. ცხადია არჩევნები და პოზიორობა და გარდაცვლილი ახალგაზრდები. კიბერშეტევები ლუგარზე.

საქართველოს და მსოფლიოს ამბები / 3 სექტემბერი, 2020

      კორონას შემოძახილები - კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით,…

გაგრძელება

დაამატა Giorgi_მ!
თარიღი/დრო: სექტემბერი 3, 2020 წელი. 11:00pm — არ არის კომენტარები
_______________

სექტემბრის მრავალმხრივი სიახლეებით დაიწყო შემოდგომა

      აგვისტომ განსაკუთრებული სიცხეების გარეშე დაგვტოვა, შემოდგომის პირველი დღე კი საკმაოდ ცხელი იყო - ბარხატოვან სეზონს რომ უხდება, ისეთი. მეტიც, ტემპერატურის მატებაა მოსალოდნელიო, წერენ სინოპტიკოსები, რამაც შესაძლოა, ტყის ხანძრების გაჩენის ხელშემწყობი პირობები შექმნას. განახლებები, ახალი სეზონები, ახალი ამბები მისთანანი სწორედ 1 სექტემბერს იწყება ხოლმე და დღევანდელი დღეც არ იყო გამონაკლისი - პარლამენტი ამუშავდა, არჩევნებისთვის მოლოდინმა მოიმატა,…

გაგრძელება

დაამატა Giorgi_მ!
თარიღი/დრო: სექტემბერი 1, 2020 წელი. 11:00pm — არ არის კომენტარები
_______________

გლოვის დღე, კორონავირუსით გარდაცვალება, მოგებული ბანკები და მაუწყებლობის კანონი

      კორონავირუსით კიდევ ერთი პაციენტი გარდაიცვალა საქართველოში, მე-19. ეს ამბავი და შესაბამისად, კორონავირუსის ნიუსები დღის ერთ-ერთ მეინსტრიმს წარმოადგენდა. მასთან ერთად შატილის ტრაგედიის გლოვის დღე, პატრიოტების დაფინანსების წყაროები რუსეთიდან, მაწყებლობის კანონის ცვლილებების კომენტირება, არჩევნებისთვის ოპოზიციონერების პოზიციები. ბანკებმა ამოისუნთქეს და მილიონ-მილიარდებიც მოიგეს.

საქართველოს და მსოფლიოს ამბები / 25 აგვისტო,…

გაგრძელება

დაამატა Giorgi_მ!
თარიღი/დრო: აგვისტო 25, 2020 წელი. 11:00pm — არ არის კომენტარები
_______________

შატილის ტრაგედია და ოპოზიციის მემორანდუმი

      შაბათ-კვირის უქმეები, კვირის მძიმე ტრაგედიამ სრულად გააუფერულა. გუშინ საღამოს, საზარელი ამბავი გავრცელა მედიის საშუალებით - 17 ადამიანი გარდაიცვალა შატილის გზაზე ხევში გადავარდნილ მიკროავტობუსში, 3 კი მძიმედ დაშავდა და ამ დრომდე სიკვდილს ებრძვის. ხვალინდელი დღე გლოვის დღედ გამოცხადდა საქართველოში. დღის მთავარი ამბავი სწორედ ეს იყო და ასევე ოპოზიციის გაერთიანება და მემორანდუმი ურთიერთდაცვაზე. დღესვე შაქარაშვილის საქმის სასამართლოც…

გაგრძელება

დაამატა Giorgi_მ!
თარიღი/დრო: აგვისტო 24, 2020 წელი. 10:30pm — არ არის კომენტარები
_______________

UNICEF-ის შეფასებები სოციალურ პროგრამებზე, ნორმალიზება რუსეთთან, არჩევნები და ფეხბურთელის საქმის სასამართლოები

      აგვისტო უჩვეულოდ გრილი და წვიმიანი გამოდგა. დღის წვიმიან ამბებს შორის გამორჩეულის სვანეთის შემთხვევა - პანდემიისგან ჩაკეტილი სვანეთი, ახლა მდინარემ ჩაკეტა და ლენტეხის ოთხი სოფელი მოსწყვიტა დანარჩენ საქართველოს. დღის მთავარია ამბავი გახმაურებული სასამართლოც იყო, ამჯერად შაქარაშვილის საქმის. ასევე მოახლოებული არჩევნები და მისი დამკვირვებლების რაოდენობა, UNICEF-ის კვლევის შედეგები და რუსეთთან ურთიერთობის ნორმალიზების…

გაგრძელება

დაამატა Giorgi_მ!
თარიღი/დრო: აგვისტო 21, 2020 წელი. 10:30pm — არ არის კომენტარები
_______________

სოციალური პროგრამების ახალი ანონსები და გამოძიებები მკვლელობა-გარდაცვალებაზე

      ორი მთავარი ამბავი იყო დღეს მეინსტრიმული და ორივე მათგანი ახალგაზრდების გარდაცვალებიდან გამომდინარე. ერთი თეთრიწყაროში, თამარ ბაჩალიაშვილის გარდაცვალების გამოძიებას ეხებოდა, ხოლო მეორე შაქარაშვილის საქმის გამოძიების შედეგებისა და სასამართლოს ამბებს. ცხადია არც საარჩევნო თემა დაკარგულა და მის გარშემო მითქმა-მოთქმა. სოციალური პროგრამების ახალი ანონსებიც ვიხილეთ პრემიერის მთავრობის მხრიდან.

საქართველოს და მსოფლიოს ამბები / 20 აგვისტო,…

გაგრძელება

დაამატა Giorgi_მ!
თარიღი/დრო: აგვისტო 20, 2020 წელი. 11:00pm — არ არის კომენტარები
_______________

ოპოზიციური ერთობის დეკლარაცია და არჩევნების მოგების ტექნიკები

      მნიშვნელოვნად აქტუალური თემები ცოტა მიწყნარდა და სამთავრობო-საოპოზიციო ანუ საარჩევნო ამბები გააქტიურდა. დღეს ოპოზიციურმა პარტიებმა საერთო დეკლარაციაც კი გააფორმეს ერთმანეთის ხმების დაცვაზე და საერთო კანდიდატებსაც უყარეს კენჭი. პირველი არხის დირექტორი გადადგა, მიზეზი კი თქვა, მაგრამ მაინც ბუნდოვნად და საოცრად გადადგა. ბელარუსის გამოსვლები ისევ მეინსტრიმულია მთელი მსოფლიოსთვის - ლუკაშენკოს არ სცნობენ.

საქართველოს და მსოფლიოს ამბები / 18…

გაგრძელება

დაამატა Giorgi_მ!
თარიღი/დრო: აგვისტო 18, 2020 წელი. 11:00pm — არ არის კომენტარები
_______________

მტკიცე ლუკაშენკო, ქართული ექსპერტიზა და რეზერვი ჯარის ნაცვლად

      მინსკსი ასიათაობით ადამიანი გამოვიდა ლუკაშენკოს გაპრეზიდენტების გასაპროტესტებლად. როგორც წესი მთელი მსოფლიოს ყურადღება ასეთი მასობრივი ამბებისკენ არის მიმართული. არც ქართველები ჩამორჩნენ და ქართული ყოვლისმცოდნეობით ბელარუსის შიდა საქმეების შეფასებებთან ერთად, განსხვავებული პოლიტ-გუნდების კრიტიკაც შეძლეს. ქვეყნის მთავარი ამბავი ეს იყო. მასთან ერთად კორონას ახალი შემთხვევები, არჩევნების სიახლოვე და სამწუხარო ამბები - გარდაცვლილი ადამიანების…

გაგრძელება

დაამატა Giorgi_მ!
თარიღი/დრო: აგვისტო 17, 2020 წელი. 10:30pm — არ არის კომენტარები
_______________

გაფიცული ბელარუსი და სწავლა სექტემბრიდან კოვიდის ხანაში

      აგვისტო სადაცაა წელში გადატყდება. დღეს აფხაზეთის ომში პირველი ტყვია გავარდა 28 წლის წინ. ცხადია, დაღუპულთა საფლავები შეამკეს და აფხაზეთის დაბრუნებაც პარტიებმა თავიანთი პროგრამის ნაწილად წარმოგვიდგინეს. დღის მთავარი ამბავი კი ქართულ-ბელარუსიულია, ქვეყნის შიგნით კორონას მომძლავრებასა და ამ პირობებში სწავლის საკითხს განიხილავდნენ, რეკომენდაციებსა და რჩევებს წერდნენ, ხოლო ბელარუსის ამბავი კი საერთაშორისოდ აქტუალური იყო და ჩვენც არ ჩამოვრჩენილვართ…

გაგრძელება

დაამატა Giorgi_მ!
თარიღი/დრო: აგვისტო 14, 2020 წელი. 10:30pm — არ არის კომენტარები
_______________

კორონასგან ჩაკეტილი სვანეთი და კანდიდატების ჭიდილი

      წინათ გასაჭირისა და შეჭირვების დროს ხალხი მთაში გარბოდა, ამჯერად ყველაზე მაღალი მთა ჩაიკეტა და იქიდან გამოქცევას ლამობენ. ის ორი კინკილა ტურისტიც კარანტინის ზონებში გადაიყვანეს - სვანეთში კორონას გავრცელებამ მისი ჩაკეტვა გამოიწვია. თბილისში კანდიდატებს ერთმანეთს აჯიბრებენ. ბაჩალიაშვილის საქმე ისევ პირადი ინფორმაციების გამომზეურებას მიყვება.

საქართველოს და მსოფლიოს ამბები / 10 აგვისტო, 2020

      კორონა მაღალ…

გაგრძელება

დაამატა Giorgi_მ!
თარიღი/დრო: აგვისტო 10, 2020 წელი. 10:30pm — არ არის კომენტარები
_______________

მეთორმეტე წელი აგვისტოს ომიდან

      როგორც ტრადიციულად აგვისტოში ხდება - დღევანდელი დღე სრულად მიეძღვნა 2008 წლის ომს, გახსენებებს, ურთიერთ ბრალდებებს, ოკუპანტის ლანძღვას, მუქარას და თითის ქნევას, ევროპელების შეგულიანებასა და სიტყვიერ მხარდაჭერას.

საქართველოს და მსოფლიოს ამბები / 7 აგვისტო, 2020

      საკორონე ამბები - საქართველოში კორონავირუსის 7 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, 7-ით გაიზარდა გამოჯანმრთელებულთა რაოდენობაც. მარინა ეზუგბაიას…

გაგრძელება

დაამატა Giorgi_მ!
თარიღი/დრო: აგვისტო 7, 2020 წელი. 11:00pm — არ არის კომენტარები
_______________

პრემიერის ანონსები და დარიგებული ფულები, ბაჩალიაშვილის საქმე და არჩევნობანა

      პრემიერმა გადაწყვიტა ხალხს ფული დაურიგოს. ახლა 17 წლის ჩათვლით მოზარდები, ახალგაზრდები დაფინანსდებიან 200 ლარით, ამას გარდა სხვა სოციალური პაკეტებიც მუშავდება ფულის დასარიგებლად. თუმცა ეკონომიკური პროგნოზები ერთმნიშვნელოვნად მძიმეა - ზამთარსა და მომავალ წელს უარესი იქნებაო. ცხადია არჩევნები და კორონა ლიდერობენ და ბაჩალიაშვილის საქმე კვლავ მეინსტრიმულია. აგვისტოს ამბავი - ომიდან კიდევ ერთი წელი.

საქართველოს და მსოფლიოს ამბები / 6…

გაგრძელება

დაამატა Giorgi_მ!
თარიღი/დრო: აგვისტო 6, 2020 წელი. 11:00pm — არ არის კომენტარები
_______________

ჟურნალისტური სტანდარტები შეყვარებულს, ბეირუთის აფეთქება და პირველი ტურისტები

      ცხელი აგვისტო ცხელი ამბებით დაიწყო - ოკუპაციის პრობლემაზე საზღვარგარეთული გამოხაურებები, კორონას ახალი შემთხვევები და კორონას ხანის მოსწავლეობა, სტუდენტობა და პოსტკორონული პირველი ტურისტები თბილისში, თბილისის ამბებში - ჭავჭავაძეზე გადაადგილების გაურკვევლობა ჭარბობდა. ცხადია სასამართლოები და გამოძიებები გაუჩინარება-დაკარგვა-გარდაცვალებაზე კვლავაც აქტუალურია. ბეირუთის ტერაქტშიც საქართველო გაჟღერდა - აფეთქებული ტანკერი ბათუმიდან…

გაგრძელება

დაამატა Giorgi_მ!
თარიღი/დრო: აგვისტო 5, 2020 წელი. 11:00pm — არ არის კომენტარები
_______________

ყოველთვიური არქივი

2024

2023

2022

2021

2020

2019

2018

2017

ღონისძიებები

ბლოგ პოსტები

Looking Forward: Questions and Possibilities

გამოაქვეყნა taoaxue_მ.
თარიღი: აპრილი 19, 2024.
საათი: 6:26am 0 კომენტარი

NCSoft's Expertise and Amazon's Infrastructure:

From NCSoft's perspective, partnering with Throne and Liberty Lucent Amazon Games leverages the experience of a company well-versed in operating and managing online services on a global scale. NCSoft highlights Amazon's expertise in "operations, localization, marketing, and community support," suggesting a collaborative effort to ensure a smooth launch and ongoing…

გაგრძელება

The controls for the Rabona Beforehand in FC 24

გამოაქვეყნა Nevillberger_მ.
თარიღი: აპრილი 19, 2024.
საათი: 6:24am 0 კომენტარი

How to accomplish the Rabona in FC 24? Screengrab via EA Sports The Rabona Afflicted is a best adeptness move, which agency players with FC 24 Coins a adeptness appraisement at and aloft four and bristles stars can accomplish it.

How to bubble flick in FC 24 - Annal to the best adeptness moves, and you'll acquisition the controls for the Rabona Fake. Similarly, appliance this ambush from centermost aloft the bend can be…

გაგრძელება

he game's narrative weaves

გამოაქვეყნა taoaxue_მ.
თარიღი: აპრილი 19, 2024.
საათი: 6:19am 0 კომენტარი

A Seamless Living World: Throne and Liberty boasts a seamless and dynamic world, where environments and even dungeons adapt and change based on weather conditions and surrounding surroundings. This dynamic environment adds a layer of immersion and unpredictability to exploration and gameplay, constantly keeping players on their toes.

Immersive Narrative: The game's narrative weaves an intricate tapestry connecting the past, present, and future. While details remain scarce, this unique…

გაგრძელება

Important Notes

გამოაქვეყნა taoaxue_მ.
თარიღი: აპრილი 18, 2024.
საათი: 6:30am 0 კომენტარი

Spotting Extraction Points: Extraction points are marked by Blue Headstones that emerge from the ground. Listen for the telltale sound of rumbling rocks, signaling the  proximity of an extraction point.

Activating the Portal: Approach the Blue Headstone and interact with it by pressing the "F" key on your keyboard. This will open a blue portal, your ticket to safety.

Entering the Portal: Once the portal is active, step into it to initiate the extraction process. Keep an eye out…

გაგრძელება

Qwelly World

free counters