Qwelly ბლოგი! - ანტიადამიანი (18)

იპოვე შენი მეტაფორა

იპოვე შენი მეტაფორა

ტალახში

წყალში

ცაში

ჭაში

ჭამაში

სმაში...

იპოვე

"მე"-ში

შენში

ჩემში

მასში

იმაში

გადადი სხვაშიც...

თუ პოვნა არ შეგიძლია

გაბედე და კითხე

ჭიამაიას

თავკომბალას

ლოქოს

ლენცოფას

ცოფს

და

ცელოფანს ბუერას ტოტზე რომ კონწიალებს.

დააკვირდი ყველას და ყველაფერს

ვინც (რაც) შეგხვდება გზაზე ან…

გაგრძელება

დაამატა თამუნა ჭყოიძე_მ!
თარიღი/დრო: მაისი 1, 2015 წელი. 5:30pm — 5 კომენტარი
________________

ამის პატრონმა რა ქნას?

მე გველისმჭამელი ვარ

მე ვერ ვხედავ

მე - ვხედავ-თ.

მე - მრავლობითი რიცხვი ვართ.

მე - გვიხარია, როცა ქუჩაში ნამდვილ მათხოვარს ვხედავთ,

და მე გვიხარია, როცა გვაგინებენ

გუმწრფელად გვაგინებენ.

მე…

გაგრძელება

დაამატა თამუნა ჭყოიძე_მ!
თარიღი/დრო: დეკემბერი 5, 2014 წელი. 10:00am — 4 კომენტარი
________________

იყო და არა იყო რა

იყო და არა იყო რა, 
მდგრადი განვითარების მეტი რა იქნებოდა?!
იყო ცარიელი ურნები 
და სავსე ქუჩები.
ადამიანები იზეპირებდნენ ფუნქციბს,
ნივთები ბაძავდნენ ადამიანებს.
ადამიანებმა განვითარების აპოგეას მიაღწიეს
და დადუმდნენ
როგორც იქნა
ტექნიკაც განვირთადა.
05.12.2014.

დაამატა თამუნა ჭყოიძე_მ!
თარიღი/დრო: დეკემბერი 5, 2014 წელი. 12:00am — 8 კომენტარი
________________

ჰიბრიდული მაცივრის საყინულეში

ყოველი შემოდგომის ბოლოს ფოთოლცვენის ხმაურისაგან გადაღლილი

ვიკეტები

ჰიბრიდული მაცივრის საყინულეში,

რომ

არ შევხვდე ახალ წელს,

რომელიც აუცილებლად მოვა.

არ გავაკეთო თოვლის ბაბუა,

რომელიც ბავშვობას შემახსენებს.

ვერ დავინახო თეთრი მუყაოს ხეები,

რომლებსაც ტოტებქვეშ გარღვეული იღლიები უჩანთ.

თეთრი მუყაოს სახლები,

რომლებსაც დაკეტილი ფანჯრები აქვთ.

თეთრი მუყაოს სახურავები,

სადაც შოშიებივით სხედან ანტენები…

გაგრძელება

დაამატა თამუნა ჭყოიძე_მ!
თარიღი/დრო: ნოემბერი 20, 2014 წელი. 1:30am — 1 კომენტარი
________________

ნეტარ არიან!

დავიწყეთ ჩვენც რომ არ გვახსოვს

და დიზონავრებიც რომ არაფერს გვეუბნებიან იქიდან.

დათბა და დავიბადეთ.

ენა გამოვუყავით თუ არა აერთმანეთს

გამოქვაბულებიდან გამოვძვერით  და

ანტიკვარებივით მუზეუმში გამოვიკეტეთ

ანუ გავხდით ანტიკურები და შევქმენით მითები.

უფრო სწორად შეგვეშინდა

ამქვეყნიური ბელადების ბელადობის და

მოვიგონეთ ღმერთები.

ხოლო როცა ღმერთი თავისი ფეხით  მოვიდა დედამიწაზე

გაოცებისაგან პირდაღებულებმა ლურსმნები…

გაგრძელება

დაამატა თამუნა ჭყოიძე_მ!
თარიღი/დრო: ნოემბერი 5, 2014 წელი. 11:01am — 6 კომენტარი
________________

შემოდგომას ვყიდულობ

ვიდრე მიწა თოვლს ამოახველბს,

და ზამთარი მოსვლას ვიდრე ჯიუტობს,

ჩამილაგეთ ჩემოდანში ფოთლები

ტალახიან შემოდგომას ვყიდულობ.

ჩამომისხით ტოტებიდან ბოთლებში

ფერები და ნურაფერს კითხულობთ.

ვიდრე მიწა ზამთარს ამოახველებს

ტალახიან შემოდგომას ვყიდულობ!

დაამატა თამუნა ჭყოიძე_მ!
თარიღი/დრო: ნოემბერი 2, 2014 წელი. 5:30pm — არ არის კომენტარები
_______________

რა კარგი იქნებოდა

რა კარგი იქნებოდა აქლემი რომ ვყოფილიყავი

ზუგრზე ამობურცული კუზივით მეყვარებოდი -

რომ ვერ ვხედავ, მაგრამ ვიცი ჩემი სხეულის

განუყოფელი ნაწილია და მსიმოვნებს,

რომ ჩემია და ჩემშია, როგორც ფურთხის წელვადი გუნდა.

რა იქნებოდა აქლემი რომ ვყოფილიყავი?

კუზში დავიგროვებდი მთელი წლის სამყოფ

დარდსა და წყენას და ყოველდღე გაგიღიმებდი.

ვერავინ მაიძულებდა მელაპარაკა და ნაცოხარი ამომეღო

მანამ, სანამ…

გაგრძელება

დაამატა თამუნა ჭყოიძე_მ!
თარიღი/დრო: ოქტომბერი 30, 2014 წელი. 11:00am — 1 კომენტარი
________________

თითები

სისხლის ჯგუფი უარყოფითი მაქვს, ხასიათიც და ადამიანებისგან თითის ანაბეჭდებით განვსხვავდები მეთქი მინდოდა მეთქვა, მაგრამ... ბევრი ვეძებე თუ ცოტა ვეძებე, როცა სხვების თითები შევამჩნიე, მივხვდი რომ უთითებო ვიყავი. ალბათ ამიტომაც დავიწყე ოცნება თითებზე. ყოველ ღამე თითებიანი ანგელოზები მესიზმრებოდნენ, შეიძლება ეშმაკებიც იყვნენ, მაგრამ მე რას გავიგებდი ან რას დავეძებდი, მთავარია რომ თითები ქონდათ.

არ მახსოვს როგორ გადავიტანე ის ამბავი ბავშვები,…

გაგრძელება

დაამატა თამუნა ჭყოიძე_მ!
თარიღი/დრო: ოქტომბერი 29, 2014 წელი. 5:30pm — 3 კომენტარი
________________

ყვითელი ავტობუსი

ყვითელი ავტობუსი ცხელი კარტოფილის ქვაბივით თუხთუხებს. ,,კანგაცლილი საზოგადოება“ პოსტერებით აჭრელებულ მინებს მთელი ძალით ეჭყლიტება. გაბრტყელებული სახეები ანიმაციის გმირებივით გამოიყურებიან. ისე ძლიერად მადგას ზორბა მოხუცი ფეხზე, რომ სიმწრით სალარო აპარატს ვებღაუჭები და ვცდილობ ღია ფანჯრისკენ მივაბრუნო თავი. ზედ ჩემ ცხვირთან ჩაკურატებულ დეიდას ოფლიანი იღლია აღუმართავს და გაანჩხლებული თვალებით შემომყურებს. ცდილობს კართან ატუზულ მასას გვერდი აუქციოს და პირველსავე შესაძლებლობაზე უბილეთო მგზავრის…

გაგრძელება

დაამატა თამუნა ჭყოიძე_მ!
თარიღი/დრო: სექტემბერი 16, 2014 წელი. 11:30am — 6 კომენტარი
________________

ვერდამდგარი გაზაფხულები (65 მილიონი წლის წინ)

რაღაც რბილმა და სველმა გამაღვიძა. ვიგრძენი, რომ მთელი სხეული ბაბუაწვერას ბუსუსებით მქონდა დაფარული, რომლებიც თითქოსდა საგანგებოდ დაესველებინათ წყლით. ვიფიქრე, რომ ეს შვილოზავრის მორიგი ოინი იყო და ძილი გავაგრძელე. დილით შევამჩნიე, რომ ბაბუაწვერები მიწიდან კი არა (რატომღაც) ციდან ცვიოდნენ. გუშინდელთან შედარებით მათი რაოდენობა საგრძნობლად გაზრდილიყო. შვილოზავრი სიცივისგან კანკალებდა და მამაზავრს ეხუტებოდა. მე წიხლი გავკარი და ვუბრძანე, ეს კომედია…

გაგრძელება

დაამატა თამუნა ჭყოიძე_მ!
თარიღი/დრო: სექტემბერი 16, 2014 წელი. 11:00am — 8 კომენტარი
________________

ნაპირი

არ არის საჭირო გადაცურო ზღვა და თქვა: ნაპირზე გავედი

თუ შენ იწყებ ცურვას, მაშასადამე ნაპირზეც დგახარ,

ზღვის რომელიღაც ნაპირზე და მარილიან სიჩუმეს უსმენ.

არ არის ადვილი თავდაყირა დადგე და ფეხებიდან გაზომო შენი სიმაღლე

თუ ორ ფეხზე დგომისას ჰორიზონტი მიწის პირია

ხელებზე დგომისას ცის ნაგლეჯის მეტს ვერაფერს დაინახავ.

არ აქვს მნიშნელობა დაადგენ თუ არა სამყაროს საზღვრებს,

მეტეორები მაინც ტეროროსტებივით აფეთქდებიან და

პლანეტებიც საღეჭი რეზინის…

გაგრძელება

დაამატა თამუნა ჭყოიძე_მ!
თარიღი/დრო: სექტემბერი 15, 2014 წელი. 12:30pm — არ არის კომენტარები
_______________

კითხვები - კითხვისნიშნები

მარცხენა ხელის მაჯაზე

ცისფრად ამობურცულ ძარღვს რომ საჩვენებელ თითს დაადებ და

იგრძნობ როგორ გეკუმშება ვიღაცის გული უცნაურად გადიდებულ მუცელში,

როგორ იმატებს ბიუსჰალტერის ზომა თვიდან-თვემდე და ნეკნებს გისერავს

მხოლოდ მაშინ მიხვდები, რომ აქამდე ფუტურო ხე იყავი და

საკუთარ ტოტებზე თავის ჩამოხრჩობის სურვილი გკლავდა.

დაამატა თამუნა ჭყოიძე_მ!
თარიღი/დრო: სექტემბერი 4, 2014 წელი. 9:30pm — 1 კომენტარი
________________

ატომი

პირველად რომ დავეცი არ მტკენია,

მეორედ დაცემასაც შევეგუე,

ფეხებდასერილი ავდექი და

წვიმის სადინარებს შევეყუდე.

მესამე დაცემაზე წამომცდი და

სული საყვედურით შემიბერე,

ძველი, დახეული ნაჭრებისგან

სხეული…

გაგრძელება

დაამატა თამუნა ჭყოიძე_მ!
თარიღი/დრო: სექტემბერი 4, 2014 წელი. 9:30pm — 3 კომენტარი
________________

ადამოპლატა

დედამიწა უზარმაზარი სენსორული ეკრანია,

რომლის დედაპლატაზე მილიონობით არსებაა გამოსახული,

 მათ შორის ადამიანიც.

იმის გამო, რომ ადამიანის სხეულის  მასა

ბევრად აღემატება მისი სულის წონას

(საქონლის ხორცის სასწორის მონაცემების მიხედვით)

და ზოგჯერ უსულგულობის მაჩვენებელიც დეგრადირებულია

ამიტომ მათ განმასხვავებელი საზომი ერთეულებით: კილობაიტებით, მეგაბაიტებითა და გიგაბაიტებით  აღნიშნავენ.

გარდა ამისა, ადამიანები აიქიუ მაჩვენებლის წყალობით…

გაგრძელება

დაამატა თამუნა ჭყოიძე_მ!
თარიღი/დრო: აგვისტო 26, 2014 წელი. 10:13pm — არ არის კომენტარები
_______________

ფრთები

,,ფრთები, ფრთები გვინდა",
თორემ
ფრანებს თუ გავუშვებთ
ზედ დავეკიდებით.
,,ფრთები, ფრთები გვინდა",
თორემ
მთის თავზე ცა ისე ახლოა
თითის წვერითაც შევეხებით.
,,ფრთები, ფრთები გვინდა",
თორემ
თუ არ გავფრინდებით
მიწაზე სიარულსაც შევეჩვევით
ა დ ა მ ი ა ნ ე ბ ი ვ ი თ.
20.08.14

დაამატა თამუნა ჭყოიძე_მ!
თარიღი/დრო: აგვისტო 26, 2014 წელი. 10:11pm — არ არის კომენტარები
_______________

გამრავალმარტივება ანუ გამრავლება მარტივად ☺

მე ვარ ციფრი ერთი

არც მეტი, არც ნაკლები.

თუმცა მე ვიმატებ და ვიკლებ,

ვიბერები და ვხდები.

შესაძლებელია ოდესმე დიდ რიცხვადაც გადავიქცე.

აი ისეთად, რომ ვერ დათვლი

მაგალითად: უთვალავი.

შენ ჩემი განზოგადებული სიყვარულის

კონკრეტული მაგალითი ხარ,

მსგავსი იმ მაგალითისა…

გაგრძელება

დაამატა თამუნა ჭყოიძე_მ!
თარიღი/დრო: ივლისი 15, 2014 წელი. 6:00pm — არ არის კომენტარები
_______________

გთავაზობთ დამწვარი სიტყვებით მომზადებულ, სიყვარულის მეტაფორებით შენიღბულ, პოეზიის მარტივ რეცეპტს

ინგრედიენტები:

  • მეტაფორა
  • ქალი
  • ძალადობა

უპირველესყოვლისა ავიღოთ ერთჯერადი ქალი, რომელიც სახლის პირობებში საკმაოდ ადვილი შესანახია და ძალიან იშვიათია საცხოვრებელი, სადაც ერთი…

გაგრძელება

დაამატა თამუნა ჭყოიძე_მ!
თარიღი/დრო: ივნისი 24, 2014 წელი. 7:00pm — 3 კომენტარი
________________

არ იცი



ავტორი: თამარ ჭყოიძე

არ იცი

შენ  ჩემი  თვალების  ფერიც  კი  არ  იცი,

არ  იცი  რა  მწყინს  და  არ  იცი  რა  მართობს.

ჩაწნული …

გაგრძელება

დაამატა თა _ მო_მ!
თარიღი/დრო: დეკემბერი 20, 2013 წელი. 8:20pm — 7 კომენტარი
________________

ყოველთვიური არქივი

2019

2018

2017

2016

2015

2014

2013

2012

1999

ღონისძიებები

ბლოგ პოსტები

ცისარტყელა თურქულ არქიტექტურაში

გამოაქვეყნა Tamila Moshiashvili_მ.
თარიღი: ნოემბერი 17, 2019.
საათი: 10:38pm 0 კომენტარი

      ბევრ თურქს რომ ჰკითხოთ, სტამბულს ეს გარეუბანი უბრალოდ ჩვეულებრივ ფერადი სახლების თავშეყრის ადგილია და განაკუთრებული არც არაფერია იქ, მაგრამ ხელოვანები ხომ იმიტომ არსებობენ რომ ჩვეულებრივობა…

გაგრძელება

ფაუნა და კულინარია

გამოაქვეყნა Tamila Moshiashvili_მ.
თარიღი: ნოემბერი 16, 2019.
საათი: 11:08pm 1 კომენტარი

      ფოტომანიპულაციებმა შეიძლება ზებრაც კი შოკოლადივით გემრიელი გახადოს, მელიისგან ტოსტი მოგამზადებინოს და თაგვები ბაბუაწვერასავით გაგაფურცლინოს. ყოველშემთხვევაში, ყველა ეს იდეა რონალდ ონგს (Ronald…

გაგრძელება

უცხო ღიმილი

გამოაქვეყნა nunu qadagidze_მ.
თარიღი: ნოემბერი 16, 2019.
საათი: 2:00pm 0 კომენტარი

გაცოცხლებული ქარაგმა (გაგრძელება)

      ჩემს პაწია მზეს ძალიან სიამოვნებს, როდესაც ჰამაკში ვარწევ ხოლმე, მაშინვე თვალებს მილულავს და ტკბილად…

გაგრძელება

გერმანული მოდელით შეთავაზებული აქციები და ისევ გატაცებული ექიმი

გამოაქვეყნა Giorgi_მ.
თარიღი: ნოემბერი 15, 2019.
საათი: 11:03pm 1 კომენტარი

      ნოემბერი და რუსთაველზე აქციები მგონი ისეთ ტრადიციად დამკვიდრდება, მომავალ თაობებს რომ უნდა უთხრან - არ დავივიწყოთ ჩვენი ძირ-ძველი ტრადიციებიო და პერფორმანსებად შეიძლება შემოინახოს ისტორიამ. ფაქტია…

გაგრძელება

Qwelly World

free counters