Giorgi'ს ბლოგი || "ამბები" (675)

ამბები სისქსტის კაპელიდან არჩევნების მოთხოვნამდე

      ახალი საინფორმაციო კვირა იმით დაიწყო, რომ ვატიკანში, სიქსტის კაპელაში ქართული გალობის და სიმღერის ოვაციები და პროტესტი დღის მეინსტრიმად იქცა. გადი-გამოდი გუთანო, შენ ხარ ვენახი, კირიე ე ლეისონ, ლაშარის გზაზე და არაერთი სხვა შედევრი მიქელანჯელოს „ცის ქვეშ“ მართლაც შთამბეჭდავი იყო. დღის ამბები ჩვენ ქვეყანაში კვლავ პრემიერის და მისი ვიცე პრემიერის ტრიბუნის გარშემო ტრიალებს, ასევე სასამართლო, ოპოზიციის არჩევნების მოთხოვნები და ა.შ. ლარის ამბავი -…

გაგრძელება

დაამატა Giorgi_მ!
თარიღი/დრო: ივნისი 27, 2022 წელი. 11:00pm — არ არის კომენტარები
_______________

მორიგი ნაბიჯი ევროპისკენ და მოთხოვნები მთავრობას

      როცა ევროპა სტატუსზე უარს გეუბნება, პრობლემის მოგვარება საკუთარ თავში უნდა ეძებოო, ნათქვამი მთიელთა სიბრძნეებში. მაგრამ მთლად ასე მართივადაც არ არის საქმეო, თქვეს ქართულ მთავრობასა და ოპოზიციის პოლარიზებულ სექტორებში. დღეს იაქტიურა პრემიერმაც და მას ცალკე ბლოკი დაეთმო. ცხადია, აქციის განახლებაც გვქონდა დღეს. ლარის ამბავი - 1 დოლარის ღირებულება - 2.9360 ლარია.

საქართველოს და მსოფლიოს…

გაგრძელება

დაამატა Giorgi_მ!
თარიღი/დრო: ივნისი 24, 2022 წელი. 11:30pm — არ არის კომენტარები
_______________

აქცია ევროპაში დაბრუნებით და ევროკავშირში შესვლით

      როცა რუსთაველზე ათასი, ათიათასი და ასიათასი ადამიანი იკრიბება, ცხადია დღის მთავარი თემა სწორედ ეს აქციაა და მის გარშემო გამოხმაურებები რომლებიც დღეს მრავლად დაგროვდა. პოლარიზაცია პრობლემააო, ამბობენ ეროპელები, მაგრამ ამ პოლარიზაციას ჯერ არავინ ებრძვის, გარდა გუშინ შეკრებილი ხალხისა. პრემიერმა დღეს ნატოში შესვლის ამბავიც განილიხა ყატარში და მაგის აქცია როდის იქნება, ჯერ არაა ცნობილი. ლარის ამბავი - 1 დოლარის ღირებულება - 2.9239 ლარია.…

გაგრძელება

დაამატა Giorgi_მ!
თარიღი/დრო: ივნისი 21, 2022 წელი. 11:00pm — არ არის კომენტარები
_______________

ევროპული პერსპექტივა უსტატუსოდ, ასეთია რეკომენდაცია

      მთლად ევროკავშირში ვერ შეგიშვებთ, მეტიც ვერც რეკომენდაციას მოგემთ სტატუსის მონიჭებაზე რომ ჰა და ჰა შეხვალთ მალე, მაგრამ ევროპულ პერსპექტივაში კი გხედავთ უბრალოდ ეგ პერსპექტივა სად იქნება ან როდი ეგ თქვენზეა დამოკიდებულიო. ასე გვითხრეს მაგრამ რეალურად როგორ იქნება კაცმა არ იცის. ცაზე ისეთი ამბავია, 22 ივნისამდე საქართველოს ზოგიერთ რაიონში წვიმაა მოსალოდნელი. აი, პოლარიზაციას რა შეამცირებს ან დეოლიგარქიზაცია რაღაა ჯერ მაგაზე არ გვეფიქრება.…

გაგრძელება

დაამატა Giorgi_მ!
თარიღი/დრო: ივნისი 17, 2022 წელი. 11:00pm — არ არის კომენტარები
_______________

ევროპისკენ მიმართული აქციები - შესვლის ვიზა

      ჩვენ აქციებით უნდა ვაჩვენოთ ევროპას რომ გვინდა ევროპა, ხოლო ხელისუფლებამ აქციებზე ადეკვატური მოქცევით. ალბათ ესაა მიზანი. დღეს ევროპისკენ მიმართული პირველი აქცია შედგა, ორ დღეში კიდევ ერთი აქცია იქნება და კიდევ ორ დღეში, ოპოზიციური დიდი აქციაც შედგება. მოკლედ, წრეზე ვტრიალებთ და გასასველი ევროპისკენ ჯერ კიდევ არ ჩანს. მსოფლიო მთავარი ამბავი კვლავ უკრაინის ომია, რომელმაც ეს ევროგზა ააჩქარა. ლარის ამბავი - 1 დოლარის ღირებულება - 2.9358…

გაგრძელება

დაამატა Giorgi_მ!
თარიღი/დრო: ივნისი 16, 2022 წელი. 11:30pm — 1 კომენტარი
________________

საპირველივნისო

      ზაფხული ცხელი იქნება, ყოველშემთხვევაში პირველი დღე ძალიან ცხელი გამოდგა, როგორც მაისის ბოლო კვირიაკე. დღეს საპირველივნისო ამბები იყო მთავარი, ასევე დაუსრულებელი ომი, ჩვენი ევროპული გზის პრობლემები და მოულოდნელი გარდაცვალება. ლარის ამბავი - 1 დოლარის ღირებულება - 3.0307 ლარია.

საქართველოს და მსოფლიოს ამბები | 1 ივნისი, 2022

qwellynews, სიახლეები, ნიუსები, ამბები, ივნისი

      პირველივნისობა ანუ…

გაგრძელება

დაამატა Giorgi_მ!
თარიღი/დრო: ივნისი 1, 2022 წელი. 11:30pm — არ არის კომენტარები
_______________

ევროპული გზის ამბები

      პოლიტიკური კინკლაობა იმაზე ვის უფრო მეტად უნდა ევროპაში და ვის უფრო ევროპული კურსი უჭირავს. აი, ეს არის ჩვენს ქვეყანაში დღის მთავარი პოლიტიკური ამბავი და ცხადია, ნიუსრუმშიც მხოლოდ ეს ამბავი ტრიალებს. ასევე, მსოფლიოს უკრაინული ამბები. და ამ ამბების პარალელურად საქართველოს პოზიცია ევროპულ კავშირში გაწევრიანების გზაზე. ლარის ამბავი - 1 დოლარის ღირებულება - 2.8767 ლარია.

საქართველოს და…

გაგრძელება

დაამატა Giorgi_მ!
თარიღი/დრო: მაისი 23, 2022 წელი. 11:00pm — არ არის კომენტარები
_______________

მეინსტრიმული პატიმრები

      სავარაუდოდ, მაისმა ვერ გაიაზრა რომ მაისია და კვლავინდებურად ცდილობს იმარტოს. ხან ცივა, ხან ცხელა, ახლა კიდევ 19-20 მაისს საქართველოში წვიმა და ქარია მოსალოდნელიო. ქვეყნის შიგნით, დღის მთავარი ამბავი ნიკა გვარამიას დაკავებაა. დაკავებები ძალიან ხმაურიანად გამოგვდის. ასევე ღარიბაშვილის ევროპული ტურნე და ცხადია არავის დავიწყებია უკრაინის ომიანობა. ლარის ამბავი - 1 დოლარის ღირებულება - 2.9769 ლარია.…

გაგრძელება

დაამატა Giorgi_მ!
თარიღი/დრო: მაისი 17, 2022 წელი. 11:00pm — არ არის კომენტარები
_______________

ფინეთი ევროპაში და სააკაშვილი საავადმყოფოში

      როცა ჩვენს ქვეყანაში სამუშაო დღე არ არის, დღის მთავარი ამბები საზღვარგარეთიდან ისმის. ცხადია, მსოფლიოს მთავარი ამბავი კვლავ უკრაიანში მიმდინარე ომი და მის გარშემო მსოფლიო გამოხმაურებებია. ამას დაემატა, ომიანობი ფონზე, ფინეთის საკითხი და მისი ევროპული მომავლის გარკვევა, რაზეც რუსეთი ამბობს რომ საფრთხეა. საქართველოში მთავარი ამბავი მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობა და მისი ვივამედში სამკურნალოდ გადასვლაა. ლარის ამბავი - 1 დოლარის ღირებულება -…

გაგრძელება

დაამატა Giorgi_მ!
თარიღი/დრო: მაისი 12, 2022 წელი. 11:30pm — არ არის კომენტარები
_______________

არჩევნებზე საუბარი, სააკაშვილის გასათავისუფლებელი და უკრაინა ომში

      გიორგობას დასვენება არ იყო და შესაბამისად პოლიტიკური დღის წესრიგი ნაწილობრივ შედგა. უკრაინის ამბები არის მეინსტრიმის ზენიტში, მას მოსდევს ჩვენი ევროპული კითხვარი და მასზე დამოკიდებული გაევროპელება, შიდა პროტესტი სააკაშვილის გათავისუფლებისთვის. ლარის ამბავი - 1 დოლარის ღირებულება - 3.0318 ლარია.

საქართველოს და მსოფლიოს ამბები | 6 მაისი, 2022

qwellynews, სიახლეები, ნიუსები, ამბები, მაისი

     …

გაგრძელება

დაამატა Giorgi_მ!
თარიღი/დრო: მაისი 6, 2022 წელი. 11:00pm — არ არის კომენტარები
_______________

კითხვარის დაბრუნება, უკრაინული დაზვერვა და საქვეყნო ამბები

      ესეც გაზაფხულის ბოლო თვე, ვისთვის ვარდობის, ვისთვის ალერგიის, მაგრამ მაინც წვიმებით დაწყებული მაისი. სინოპტიკოსების პროგნოზით, 3-4 მაისს დასავლეთ საქართველოში გამოიდარებს, ხოლო აღმოსავლეთ საქართველოში კვლავ ხანმოკლე წვიმა და ელჭექი გველი. უკრაინის ამბები კვლავ მოწინავეა მთელს მსოფლიოში და მათ შორის საქართველოშიც. კითხვარი შევუვსეთ ევროპას, თუმცა რა ჩავწერეთ, არ ვიცი. უკრაინის დაზვერვა კვლავ ჩვენ „გვზვერავს“. ლარის ამბავი - 1 დოლარის…

გაგრძელება

დაამატა Giorgi_მ!
თარიღი/დრო: მაისი 2, 2022 წელი. 11:30pm — არ არის კომენტარები
_______________

ომის აფდეითი ანუ მორიგი ფაზა და მასშტაბური დაბომბვები

      ომის მეორე ეტაპი თუ ფაზა დაიწყო და დღეს განსაკუთრებული ძალით იბომბებოდა უკრაინა. მსოფლიო კვლავ ახალ სანქციებსა და დახმარებების ახალ პაკეტებზე ალაპარაკდა, ტრადიციულად, უკრაინელების ქებით. საქართველოს შიგნით ზოგადპოლიტიკური ამბები, გადადგომა-არჩევნები, სააკაშვილის ნერვები და მთავრობის გადაწყვეტილებები. ამასობაში ჯეიმს აპატურაი საქართველოში ჩამოვიდა. ლარის ამბავი - 1 დოლარის ღირებულება - 3.0530 ლარია.…

გაგრძელება

დაამატა Giorgi_მ!
თარიღი/დრო: აპრილი 19, 2022 წელი. 11:00pm — არ არის კომენტარები
_______________

ბომბებით დაწყებული ახალი კვირა და ომის ამბები საქართველოს პოლიტიკაზეც

      ვისაც გაზაფხულის წვიმა და აპრილის თქეში უყვარს, მომდევნო დღეები ასეც წინასწარმეტყველებენ - 21 აპრილამდე საქართველოში ხანმოკლე წვიმაა მოსალოდნელიო. მსოფლიოში კვლავ უკრაინის ბომბებს ითვლიან და არც დასრულების ანონსი ჩანს სადმე. ქვეყნის შიგნით კვლავ ომის გამოძახილის ფონზე ისმის ამბები. ლარის ამბავი - 1 დოლარის ღირებულება - 3.0613 ლარია.

საქართველოს და მსოფლიოს ამბები | 18 აპრილი,…

გაგრძელება

დაამატა Giorgi_მ!
თარიღი/დრო: აპრილი 18, 2022 წელი. 11:00pm — არ არის კომენტარები
_______________

ქართული ენის დღე, პარლამენტში სოფლის მინისტრი და დელეგაცია უკრაინისკენ

      ქართული ენის დღე და დღესასწაული. შეჯერება თუ კინკლაობის ახალი თემა უკრაიანში ჩასასვლელად. სოფლის მეურნეობის ახალი მინისტრის საპარლამენტო გამოსვლა და პროგნოზ-შეჯამებები და კლავაც უკრაიანის ომში გახვეული მსოფლიო. ლარის ამბავი - 1 დოლარის ღირებულება - 3.0741 ლარია.

საქართველოს და მსოფლიოს ამბები | 14 აპრილი, 2022

qwellynews, სიახლეები, ნიუსები, ამბები, მარტი

      #კოვიდსაქართველო -…

გაგრძელება

დაამატა Giorgi_მ!
თარიღი/დრო: აპრილი 14, 2022 წელი. 11:00pm — არ არის კომენტარები
_______________

ორი დელეგაცია, შფოთი დეპარტამენტზე და კვლავ უკრაინა

      გამოდარება არ აღმოჩნდა ხანგრძლივი. ხვალ კიდევ უფრო აცივდებაო როგორც სინოპტიკოსები ამბობენ, 14-16 აპრილს ტემპერატურის მნიშვნელოვანი კლებაა მოსალოდნელი. ჩვენი კანონმწერლები შეთანხმდნენ თუ არა, საბოლოოდ უკრაინაში ერთის ნაცვლად, მინიმუმ ორი დელეგაცია გაემგზავრება და მხარდაჭერას გამოხატავს, ვიღაც სამძიმარსაც არქმევს ბუჩას ამბების მერე (განსაკუთრებით). მსოფლიო კლავ სანქციობს, პუტინი კვლავ „სამხედრო ოპერაციას“ აგრძელებს და ა.შ. ლარის ამბავი - 1…

გაგრძელება

დაამატა Giorgi_მ!
თარიღი/დრო: აპრილი 13, 2022 წელი. 11:30pm — არ არის კომენტარები
_______________

მსოფლიო უკრაინული და ქართულ პოზიციურ-ოპოზიციური ამბები

      ამას ვერც ზამთრის კუდს დავარქმევთ, ვერც ნასესხებს და ა.შ. ფაქტია, დღეს თბილისში თოვლი ისევ გამოჩნდა და მინიმუმ მთებზე ცოტა შემორჩა კიდეც. კვლავ აცივდება ამ დღეებში, ჩართეთ გათბობა. პოლიტიკურ დღისწესრიგში კვლავ უკრაინაა და მის გარშემო მთელი მსოფლიო. ჩვენმა პარლამენტმა კი „ამნისტიის შესახებ“ კანონი მიიღო, რომლის საფუძველზეც სახელმწიფო, პატიმრებს საპატიმროში ყოფნის პერიოდს სასჯელის მოხდის ვადაში განსხვავებული წესით ჩაუთვლის. ლარის ამბავი - 1…

გაგრძელება

დაამატა Giorgi_მ!
თარიღი/დრო: აპრილი 12, 2022 წელი. 11:30pm — არ არის კომენტარები
_______________

ევროპული კითხვარი, უკრაინის ომი და ბუჩას მონახულება

      ვინ იფიქრებდა, საქართველოს ევროპული ბედი კითხარზე თუ იქნებოდა ჩამოკიდებული. ალბათ, არცერთ ქართველ სოციოლოგს ასეთი მნიშვნელოვანი კითხვარი არ შეუდგენია ჯერ, მაგრამ ასეც მოხდა ან გვეუბნებიან რომ ასეა და ახლა პასუხებზე ჰკიდია ბედი ქართლისა. პარალელურად უკრაინაში დაბომბვები არ ჩერდება და ლავროვის თქმით, არც შეჩერდება მეორე რაუნდამდე. ჩვენები იმაზე კამათობენ უნდა ჩავიდეს თუ არა ქართული დელეგაცია ბუჩაში. ლარის ამბავი - 1 დოლარის ღირებულება - 3.0755…

გაგრძელება

დაამატა Giorgi_მ!
თარიღი/დრო: აპრილი 11, 2022 წელი. 11:30pm — არ არის კომენტარები
_______________

უკრაინული დაზვერვა საქართველოზე, ბუჩას მძიმე ხვედრი და ომბუდსმენის ანგარიში

      ბუჩას კადრებმა მსოფლიო შეძრა. დამნაშავისთვის მსჯავრის გამოტანას რა დრო დასჭირდება ან საერთოდ მიაღწევს თუ არა მსოფლიო ამას, ჯერ ვერავინ პროგნოზირებს - მხოლოდ შფოთი და საქნციები. საქართველოში სამინისტრო ცვლილებები და ომბუდსმენის ანგარიშია მეინსტრიმული, ასევე უკრაინის დაზვერვის განცხადებები ჩვენების რუსებთან „თანამშრომლობაზე“. ლარის ამბავი - 1 დოლარის ღირებულება - 3.0896 ლარია.

საქართველოს…

გაგრძელება

დაამატა Giorgi_მ!
თარიღი/დრო: აპრილი 4, 2022 წელი. 11:30pm — არ არის კომენტარები
_______________

რუსეთმოყვარე ბიბილოვი და გაწვეული ელჩის პრობლემა საქართველოში

      გაზაფხულის პირველი თვე მიიწურა. მართალია, ამ თვეში გაზაფხული მხოლოდ ბოლო დღეებში ვიგრძენით, მაგრამ კლასიფიკაციას ვერაფერს მოვუხერხებთ. უკრაინაში კლავ ომია და კვლავ მედგრად დგანან პუტინის ტანკების წინააღმდეგ. ტანკები გადაადგილდებიან. ჩვენთან დღეს რეფერენდუმის დღე აღინიშნება, რომელმაც დამოუკიდებლობა მოგვიტანა. ასევე ელჩის გაწვევის პრობლემატიკაზე ისმოდა ბევრი და ბაბილოვის გუშინდელ განცხადებაზე რუსეთთან მიერთების შესახებ. ლარის ამბავი - 1 დოლარის…

გაგრძელება

დაამატა Giorgi_მ!
თარიღი/დრო: მარტი 31, 2022 წელი. 11:43pm — არ არის კომენტარები
_______________

უკრაინა, რუსები შენზედა! და ქართული შეხედრები საერთაშორისოდ

      დღეს მეტწილად საერთაშორისო დღე გვქონდა ქართულ მედიაში. ცხადია, მცირე კონკლაობები ოპოზიციასა და პოზიციას შორის არ არ სრულდება, მაგრამ მეტწილად მაინც მსოფლიოსკენ ვიყურებოდით. უკრაინა არის N1 თემა და მოლაპარაკებების პარალელურად ბომბები უკრაინის ქალაქებში, ასევე მსოფლიოს პასუხი ამ საკითხზე და ქართველი პირველი პირების მაღალი დონის შეხვედრები. ასეთია მარტის თითქმისმიწურული. და კიდევ სტატისტიკა ბოლო პერიოდის აქტუალურ თემაზე - შსს-ს ინფორმაციით, 24…

გაგრძელება

დაამატა Giorgi_მ!
თარიღი/დრო: მარტი 30, 2022 წელი. 11:00pm — 1 კომენტარი
________________

ყოველთვიური არქივი

2024

2023

2022

2021

2020

2019

2018

2017

ღონისძიებები

ბლოგ პოსტები

MMOexp:A Revelation in Path of Exile 2

გამოაქვეყნა AventurineLe_მ.
თარიღი: აპრილი 23, 2024.
საათი: 4:52am 0 კომენტარი

In the vast landscape of Path of exile currency Path of exile currency action role-playing games (ARPGs), allegiances run deep. For years, I stood firmly in the Diablo 3 camp, finding solace in its fast-paced combat and streamlined gameplay. Path of Exile, with its roots in the classic Diablo 2 era, had always seemed intriguing but never enough to sway my allegiance. However, all of that changed…

გაგრძელება

Exploring the Viridian Wildwood

გამოაქვეყნა taoaxue_მ.
თარიღი: აპრილი 23, 2024.
საათი: 4:33am 0 კომენტარი

Unveiling Path of Exile: Affliction - A Journey into the Viridian Wildwood

Path of Exile, the beloved ARPG by Grinding Gear Games, continues its tradition of expansion and innovation with the highly anticipated release of Path of Exile: Affliction. Scheduled to launch on December 8, 2023, this expansion promises to POE currency trade deepen the game's immersive experience and provide players with exciting new challenges…

გაგრძელება

he game's narrative weaves

გამოაქვეყნა taoaxue_მ.
თარიღი: აპრილი 19, 2024.
საათი: 6:00am 0 კომენტარი

A Seamless Living World: Throne and Liberty boasts a seamless and dynamic world, where environments and even dungeons adapt and change based on weather conditions and surrounding surroundings. This dynamic environment adds a layer of immersion and unpredictability to exploration and gameplay, constantly keeping players on their toes.

Immersive Narrative: The game's narrative weaves an intricate tapestry connecting the past, present, and future. While details remain scarce, this unique…

გაგრძელება

Important Notes

გამოაქვეყნა taoaxue_მ.
თარიღი: აპრილი 18, 2024.
საათი: 6:30am 0 კომენტარი

Spotting Extraction Points: Extraction points are marked by Blue Headstones that emerge from the ground. Listen for the telltale sound of rumbling rocks, signaling the  proximity of an extraction point.

Activating the Portal: Approach the Blue Headstone and interact with it by pressing the "F" key on your keyboard. This will open a blue portal, your ticket to safety.

Entering the Portal: Once the portal is active, step into it to initiate the extraction process. Keep an eye out…

გაგრძელება

Qwelly World

free counters