ბევრის ნახევარი ინფიცირებულია და შესაბამისად, ყოველდღიურად დღის მთავარი ამბავი სწორედ კორონავირუსი და კოვიდ სტატისტიკაა. დღეს ასევე შინდისის გმირების დღეა და მთავრობის წევრებმა პატივი მიაგეს აგვისტოს ომში დაღუპულებს. მალე არცევნები იქნება და ისევ კამპანიური ნიუსები ისმის. ვალუტის კურსი - 1 აშშ დოლარი - 3.1079 ლარია.
დაამატა Giorgi_მ!
თარიღი/დრო: აგვისტო 11, 2021 წელი. 11:30pm —
არ არის კომენტარები
_______________
აგვისტოს ცხელი თვე ცხელი ამბების გარეშე მიდის. დღეს მთელი დღე პრემიერმა და მინისტრებმა ჩაიგდეს ხელთ ნიუსფიდი (სიახლეების ლენტი). ჯერ კოვიდის ახალი შეზღუვები დაწესდა და აცრის აუცილებლობა და პრივილეგიები კიდე ერთხელ გაჯღერდა, შემდეგ ეკონომიკასა და ფინანსებზე მინისტრებმა ისაუბრეს, მინისტრის ინფორმაციული დღე იყო საგარეო საქმეთა მიმართულებითაც. პრემიერმა მერების წახალისებაც მოიფიქრა მომავალი წლისთვის. ვალუტის კურსი - 1 აშშ დოლარი - 3.1050…
დაამატა Giorgi_მ!
თარიღი/დრო: აგვისტო 9, 2021 წელი. 11:00pm —
არ არის კომენტარები
_______________
რაც დრო გადის, პიკის პიკი უფრო ახლოვდება და უფრო აქტუალური ხდება ვაქცინაცია. ვაქსერები და ანტივაქსერები ახლა უკვე სტატუსია და შესაძლოა მალე პირადობის მოწმობებშიც ჩაწერონ. მძიმე კოვიდ ვითარების პარალელურად, არ წყდება აქტიური კამპანია და მალე ნებაყოფლობით ძალდატანების კამპანიაც დაიწყება ვაქცინაციის წარმატებისთვის. დღეს აქტუალური იყო მუზეუმის დაცვა, ეკონომიკა ვენეციის კომისია. ასევე ბაიდენი და რუსეთი. ვალუტის კურსი - 1 აშშ დოლარი - 3.0927…
დაამატა Giorgi_მ!
თარიღი/დრო: აგვისტო 5, 2021 წელი. 11:30pm —
არ არის კომენტარები
_______________
სიცხეები იწყება, იუწყება და გვაფრთხილებს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური. მაგრამ კარგი ამბებიც გვაქვს - დღეს, ტოკიოს ოლიმპიურ თამაშებზე, ლაშა ტალახაძემ მედალი მოიპოვა და ახალი მსოფლიო რეკორდი დაამყარა. დღის მთავარი თემა ამ გამარჯვებით სიხარულის პარალელურად, პრეზიდენტის გუშინდელი ხმაურიანი განცხადება და ოცნებისგან გამიჯვნა იყო, ასევე კოვიდი და მასშტაბური პროპაგანდები ვაქცინაციაზე და იუსტიციის მინისტრის ვრცელი პრეზენტაცია. ვალუტის კურსი…
დაამატა Giorgi_მ!
თარიღი/დრო: აგვისტო 4, 2021 წელი. 10:30pm —
არ არის კომენტარები
_______________
კორონავირუსით კიდევ ერთი პაციენტი გარდაიცვალა საქართველოში, მე-19. ეს ამბავი და შესაბამისად, კორონავირუსის ნიუსები დღის ერთ-ერთ მეინსტრიმს წარმოადგენდა. მასთან ერთად შატილის ტრაგედიის გლოვის დღე, პატრიოტების დაფინანსების წყაროები რუსეთიდან, მაწყებლობის კანონის ცვლილებების კომენტირება, არჩევნებისთვის ოპოზიციონერების პოზიციები. ბანკებმა ამოისუნთქეს და მილიონ-მილიარდებიც მოიგეს.
დაამატა Giorgi_მ!
თარიღი/დრო: აგვისტო 25, 2020 წელი. 11:00pm —
არ არის კომენტარები
_______________
შაბათ-კვირის უქმეები, კვირის მძიმე ტრაგედიამ სრულად გააუფერულა. გუშინ საღამოს, საზარელი ამბავი გავრცელა მედიის საშუალებით - 17 ადამიანი გარდაიცვალა შატილის გზაზე ხევში გადავარდნილ მიკროავტობუსში, 3 კი მძიმედ დაშავდა და ამ დრომდე სიკვდილს ებრძვის. ხვალინდელი დღე გლოვის დღედ გამოცხადდა საქართველოში. დღის მთავარი ამბავი სწორედ ეს იყო და ასევე ოპოზიციის გაერთიანება და მემორანდუმი ურთიერთდაცვაზე. დღესვე შაქარაშვილის საქმის სასამართლოც…
დაამატა Giorgi_მ!
თარიღი/დრო: აგვისტო 24, 2020 წელი. 10:30pm —
არ არის კომენტარები
_______________
აგვისტო უჩვეულოდ გრილი და წვიმიანი გამოდგა. დღის წვიმიან ამბებს შორის გამორჩეულის სვანეთის შემთხვევა - პანდემიისგან ჩაკეტილი სვანეთი, ახლა მდინარემ ჩაკეტა და ლენტეხის ოთხი სოფელი მოსწყვიტა დანარჩენ საქართველოს. დღის მთავარია ამბავი გახმაურებული სასამართლოც იყო, ამჯერად შაქარაშვილის საქმის. ასევე მოახლოებული არჩევნები და მისი დამკვირვებლების რაოდენობა, UNICEF-ის კვლევის შედეგები და რუსეთთან ურთიერთობის ნორმალიზების…
დაამატა Giorgi_მ!
თარიღი/დრო: აგვისტო 21, 2020 წელი. 10:30pm —
არ არის კომენტარები
_______________
ორი მთავარი ამბავი იყო დღეს მეინსტრიმული და ორივე მათგანი ახალგაზრდების გარდაცვალებიდან გამომდინარე. ერთი თეთრიწყაროში, თამარ ბაჩალიაშვილის გარდაცვალების გამოძიებას ეხებოდა, ხოლო მეორე შაქარაშვილის საქმის გამოძიების შედეგებისა და სასამართლოს ამბებს. ცხადია არც საარჩევნო თემა დაკარგულა და მის გარშემო მითქმა-მოთქმა. სოციალური პროგრამების ახალი ანონსებიც ვიხილეთ პრემიერის მთავრობის მხრიდან.
დაამატა Giorgi_მ!
თარიღი/დრო: აგვისტო 20, 2020 წელი. 11:00pm —
არ არის კომენტარები
_______________
მნიშვნელოვნად აქტუალური თემები ცოტა მიწყნარდა და სამთავრობო-საოპოზიციო ანუ საარჩევნო ამბები გააქტიურდა. დღეს ოპოზიციურმა პარტიებმა საერთო დეკლარაციაც კი გააფორმეს ერთმანეთის ხმების დაცვაზე და საერთო კანდიდატებსაც უყარეს კენჭი. პირველი არხის დირექტორი გადადგა, მიზეზი კი თქვა, მაგრამ მაინც ბუნდოვნად და საოცრად გადადგა. ბელარუსის გამოსვლები ისევ მეინსტრიმულია მთელი მსოფლიოსთვის - ლუკაშენკოს არ სცნობენ.
დაამატა Giorgi_მ!
თარიღი/დრო: აგვისტო 18, 2020 წელი. 11:00pm —
არ არის კომენტარები
_______________
მინსკსი ასიათაობით ადამიანი გამოვიდა ლუკაშენკოს გაპრეზიდენტების გასაპროტესტებლად. როგორც წესი მთელი მსოფლიოს ყურადღება ასეთი მასობრივი ამბებისკენ არის მიმართული. არც ქართველები ჩამორჩნენ და ქართული ყოვლისმცოდნეობით ბელარუსის შიდა საქმეების შეფასებებთან ერთად, განსხვავებული პოლიტ-გუნდების კრიტიკაც შეძლეს. ქვეყნის მთავარი ამბავი ეს იყო. მასთან ერთად კორონას ახალი შემთხვევები, არჩევნების სიახლოვე და სამწუხარო ამბები - გარდაცვლილი ადამიანების…
დაამატა Giorgi_მ!
თარიღი/დრო: აგვისტო 17, 2020 წელი. 10:30pm —
არ არის კომენტარები
_______________
აგვისტო სადაცაა წელში გადატყდება. დღეს აფხაზეთის ომში პირველი ტყვია გავარდა 28 წლის წინ. ცხადია, დაღუპულთა საფლავები შეამკეს და აფხაზეთის დაბრუნებაც პარტიებმა თავიანთი პროგრამის ნაწილად წარმოგვიდგინეს. დღის მთავარი ამბავი კი ქართულ-ბელარუსიულია, ქვეყნის შიგნით კორონას მომძლავრებასა და ამ პირობებში სწავლის საკითხს განიხილავდნენ, რეკომენდაციებსა და რჩევებს წერდნენ, ხოლო ბელარუსის ამბავი კი საერთაშორისოდ აქტუალური იყო და ჩვენც არ ჩამოვრჩენილვართ…
დაამატა Giorgi_მ!
თარიღი/დრო: აგვისტო 14, 2020 წელი. 10:30pm —
არ არის კომენტარები
_______________
წინათ გასაჭირისა და შეჭირვების დროს ხალხი მთაში გარბოდა, ამჯერად ყველაზე მაღალი მთა ჩაიკეტა და იქიდან გამოქცევას ლამობენ. ის ორი კინკილა ტურისტიც კარანტინის ზონებში გადაიყვანეს - სვანეთში კორონას გავრცელებამ მისი ჩაკეტვა გამოიწვია. თბილისში კანდიდატებს ერთმანეთს აჯიბრებენ. ბაჩალიაშვილის საქმე ისევ პირადი ინფორმაციების გამომზეურებას მიყვება.
კორონა მაღალ…
დაამატა Giorgi_მ!
თარიღი/დრო: აგვისტო 10, 2020 წელი. 10:30pm —
არ არის კომენტარები
_______________
როგორც ტრადიციულად აგვისტოში ხდება - დღევანდელი დღე სრულად მიეძღვნა 2008 წლის ომს, გახსენებებს, ურთიერთ ბრალდებებს, ოკუპანტის ლანძღვას, მუქარას და თითის ქნევას, ევროპელების შეგულიანებასა და სიტყვიერ მხარდაჭერას.
საკორონე ამბები - საქართველოში კორონავირუსის 7 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, 7-ით გაიზარდა გამოჯანმრთელებულთა რაოდენობაც. მარინა ეზუგბაიას…
დაამატა Giorgi_მ!
თარიღი/დრო: აგვისტო 7, 2020 წელი. 11:00pm —
არ არის კომენტარები
_______________
პრემიერმა გადაწყვიტა ხალხს ფული დაურიგოს. ახლა 17 წლის ჩათვლით მოზარდები, ახალგაზრდები დაფინანსდებიან 200 ლარით, ამას გარდა სხვა სოციალური პაკეტებიც მუშავდება ფულის დასარიგებლად. თუმცა ეკონომიკური პროგნოზები ერთმნიშვნელოვნად მძიმეა - ზამთარსა და მომავალ წელს უარესი იქნებაო. ცხადია არჩევნები და კორონა ლიდერობენ და ბაჩალიაშვილის საქმე კვლავ მეინსტრიმულია. აგვისტოს ამბავი - ომიდან კიდევ ერთი წელი.
დაამატა Giorgi_მ!
თარიღი/დრო: აგვისტო 6, 2020 წელი. 11:00pm —
არ არის კომენტარები
_______________
ცხელი აგვისტო ცხელი ამბებით დაიწყო - ოკუპაციის პრობლემაზე საზღვარგარეთული გამოხაურებები, კორონას ახალი შემთხვევები და კორონას ხანის მოსწავლეობა, სტუდენტობა და პოსტკორონული პირველი ტურისტები თბილისში, თბილისის ამბებში - ჭავჭავაძეზე გადაადგილების გაურკვევლობა ჭარბობდა. ცხადია სასამართლოები და გამოძიებები გაუჩინარება-დაკარგვა-გარდაცვალებაზე კვლავაც აქტუალურია. ბეირუთის ტერაქტშიც საქართველო გაჟღერდა - აფეთქებული ტანკერი ბათუმიდან…
დაამატა Giorgi_მ!
თარიღი/დრო: აგვისტო 5, 2020 წელი. 11:00pm —
არ არის კომენტარები
_______________
აგვისტოს მიწურულის ბოლო სამუშაო დღე საკმაოდ ღრუბლიანი, ავდრიანი და წვიმიანი გამოდგა. არა მარტო ამ კონტინენტზე, დედამიწის მეორე სამყაროშიც. ჩვენი ქვეყნის მთავარ პრობლემად სახელდებული ოკუპაცია ისევ აქტუალურია და ამჯერად კიდევ რამდენიმე სოფელში არის გაურკვევლობა და დაძაბულობა, დღის მეინსტრიმიც სრულად ამ თემას მიეძღვნა.
საგუშაგოები ოსეთთან - ე.წ. სამხრეთ…
დაამატა Giorgi_მ!
თარიღი/დრო: აგვისტო 30, 2019 წელი. 11:00pm —
არ არის კომენტარები
_______________
თეთრ დღეს ვერ ვიწუდებთ დღევანდელ დღეს, რადგან არც მზე გვაკლდა და შიგადაშიგ არც ღრუბელი, მაგრამ მთელი დღე რომ თეთრ ფულებზე იყო საუბარი მედია ამბებში - ეს ფაქტია. ფული გათეთრდა თუ გაჩუქდა თუ გამეგობრდა, შსს და პროკურატურა ამ საკითხებს არკვევდა მთელი დღის განმავლობაში. დანარჩენ მსოფლიოს კი ამაზონი ადარდებს.
დავიწყოთ მედიური ამბებით და მთელი…
დაამატა Giorgi_მ!
თარიღი/დრო: აგვისტო 27, 2019 წელი. 10:00pm —
არ არის კომენტარები
_______________
წვიმებმა სიცხისგან გამოდარება ვერ შეძლეს - ტემპერატურა ისევ მაღალია, მაგრამ შედარებით მცირე თემებზე კონცეტრირებული - ისევ რუსთავი ორი და ამჯერად ახალი კურიერის თემა და მთავარი სიახლე - აფხაზეთში ჩატარებული საპრეზიდენტო არჩევნები.
ახალი კურიერი - გიორგი ლაფერაშვილი - "ქართულ ოცნებასთან" დაახლოებულმა პირმა შემომთავაზა ეტაპობრივად ჩემი…
დაამატა Giorgi_მ!
თარიღი/დრო: აგვისტო 26, 2019 წელი. 11:30pm —
არ არის კომენტარები
_______________
აგვისტო ოკუპაციის გარეშე წარმოუდგენელია, ამიტომ ეს თემა აქტუალობას რა თქმა უნდა დღესაც არ კარგავდა. ახალი ამბავი კი ახალი ბიზნესმენების გამოჩენა იყო პროკურატურის განცხადებებში - ხაზარაძის საქმეში კიდევ ერთი ფიგურანტია. რუსთავი ორი ისევ ფილმებზეა გადასული და განათლება ისევ პენსიონერ პედაგოგებზე.
ტელევიზია და მედიაპლურალიზმი - რომან…
დაამატა Giorgi_მ!
თარიღი/დრო: აგვისტო 22, 2019 წელი. 11:00pm —
1 კომენტარი
________________
ვიდრე აგვისტო თვალს ჩაგვიკრავს და ხელიდან გამოგვეცლება, რუსთავი ორის საინფორმაციო უკვე გამოგვეცალა - დღეს კურიერი აღარაფერს იუწყებოდა. სხვა ამბებში კი ოკუპაცია გრძელდება და ამჯერად, საჰაერო სივრცესაც არღვევს რუსული ვერტმფრენი. რა თქმა უნდა ანაკლიის და ხაზარაძის საერთო ნიუსებიც ისმოდა დღე.
გუგუტიანთკარის საზღვარი - პრემიერ-მინისტრი და…
დაამატა Giorgi_მ!
თარიღი/დრო: აგვისტო 21, 2019 წელი. 11:00pm —
არ არის კომენტარები
_______________
2024
2023
2022
2021
2020
2019
2018
2017
Welcome to
Qwelly
გამოაქვეყნა taoaxue_მ.
თარიღი: აპრილი 25, 2024.
საათი: 5:30am
0 კომენტარი
0 მოწონება
Now that Amirdrassil has been ascetic on Mythic difficulty, Angel of Warcraft admirers accepting absolutely candid the stats for Fyr’alath, the Dream Render–the Emblematic weapon abandoned by Fyrakk. One emphasis at this afire new Angel of Warcraft weapon proves it is one of the best able items in the adventuresome acclimatized now.When Angel of Warcraft ancient adverse Apparatus 10.2, Guardians of the Dream, it teased Fyr’alath, the Dream Render–a new two-handed Emblematic axe abandoned by…
გაგრძელება
გამოაქვეყნა taoaxue_მ.
თარიღი: აპრილი 19, 2024.
საათი: 6:00am
0 კომენტარი
0 მოწონება
A Seamless Living World: Throne and Liberty boasts a seamless and dynamic world, where environments and even dungeons adapt and change based on weather conditions and surrounding surroundings. This dynamic environment adds a layer of immersion and unpredictability to exploration and gameplay, constantly keeping players on their toes.
Immersive Narrative: The game's narrative weaves an intricate tapestry connecting the past, present, and future. While details remain scarce, this unique…
გაგრძელება
გამოაქვეყნა taoaxue_მ.
თარიღი: აპრილი 18, 2024.
საათი: 6:30am
0 კომენტარი
0 მოწონება
Spotting Extraction Points: Extraction points are marked by Blue Headstones that emerge from the ground. Listen for the telltale sound of rumbling rocks, signaling the proximity of an extraction point.
Activating the Portal: Approach the Blue Headstone and interact with it by pressing the "F" key on your keyboard. This will open a blue portal, your ticket to safety.
Entering the Portal: Once the portal is active, step into it to initiate the extraction process. Keep an eye out…
გაგრძელება
გამოაქვეყნა millan Myra_მ.
თარიღი: აპრილი 13, 2024.
საათი: 10:00am
0 კომენტარი
0 მოწონება
In the realm of gaming, the allure of microtransactions often beckons players of promises of rare loot, powerful weapons, and legendary mounts. But are these investments truly worth the cost? Today, we embark on a journey into the world of Night Crows, a popular online game, to unravel the mysteries behind its microtransaction system.
Meet Nathan Pay, a seasoned gamer and host of the Blan Crypto channel. With a passion for exploring the depths of virtual economies, Nathan dives…
გაგრძელება© 2024 George. •