სექტემბერი 2015 ბლოგ პოსტები (22)

ზამთრის პირის სევდა

      თოვდა. დეკემბრის უკანასკნელი განთიადი დგებოდა. ჯერ კიდევ ეძინა თბილისს. მოქუფრულ ცაზე მთვარეც არსად ჩანდა... სითეთრე ებრძოდა ღამეს. ვეებერთელა ფანტელები ციდან ისე მოისწრაფოდნენ მიწისკენ, თითქოს რაღაც ახალი ამბავი უნდა ახარონო დედამიწას. გადათეთრებულიყო მთაწმინდა, თეთრად შეღებილიყო თბილისის ქუჩები, ისტორიად შემორჩენილი ჩუქურთმიანი აივნები, კრამიტის სახურავებსაც ფერი ეცვალათ, ზამთრის ზღაპრულ ქალაქს წააგავდა თბილისი. აქა-იქ მბჟუტავი ლამპიონები…

გაგრძელება

დაამატა ლაშა_მ!
თარიღი/დრო: სექტემბერი 30, 2015 წელი. 10:00pm — 2 კომენტარი
________________

მგონი შეგეჩვიე, მგონი შემიყვარდი

მგონი შეგეჩვიე.

      ათრთოლებული თვალების შემყურე ვხდები, როგორ მინდა შენთან სიახლოვე, წამითაც რომ არ მოგშორდე ისე და ჩემთან იყო, ვიცოდე რას აკეთებდე, რატომ და მახარებდეს ყოველი შენი ამოსუნთქვა.

მგონი შეგეჩვიე.

      ვუყურებ კინოს და ვხედავ, როგორ კარგად გრძნობს გოგო ბიჭთან თავს, როგორ შესციცინებენ თვალებში და…

გაგრძელება

დაამატა გიორგი ლოგუა_მ!
თარიღი/დრო: სექტემბერი 28, 2015 წელი. 1:20pm — არ არის კომენტარები
_______________

დაოჯახება და სოციალური ქსელი

      სიზმრების ბლოგად არ მინდა გადავაკეთო ჩემი დღიური, მაგრამ რა ვქნა თუ ყოველ ჩაძინებაზე საღ აზრს მოკლებულ საშინელებებს ვხედავ.

      ჯერ წინა სიზმარიც ვერ მომინელებია, კიდევ არ გამოვსულვარ იქაური ბურანიდან, ახალი დამეტაკა.

blog, deactivate, husbend, internet, life, life_style, networking, qwelly, social_networks, wedding, wife, გაუქმება, დეაქტივაცია, დღიური, თავისუფლება, ინტერნეტი, ნებართვა, ოჯახი, რეალობა, სიზმარი, სიყვარული, სოციალური_ქსელები, ტვირთი, უფლებები, უღელი, ქველი, შეუღლება, შეყვარებული, ცოლ-ქმრობა, ცხოვრება, ცხოვრების_სტილი, ცხოვრების_წესი

      სიზმარი ასეთი იყო: ერთი ახალგაზრდა გოგონა ქველზე მოღვაწეობდა აქტიურად, ლამაზი და ფოტოგენური გოგონაა და თავისი ფოტოებით ხშირად ახარებდა მრავალთა თვალებს, გამოხმაურებაც მუდამ…

გაგრძელება

დაამატა ლაშა_მ!
თარიღი/დრო: სექტემბერი 25, 2015 წელი. 10:30pm — 9 კომენტარი
________________

ათი მცნება მშობლებისთვის

1. ნუ ელოდები, რომ შენი შვილი იქნება შენნაირი ან ისეთი, როგორიც შენ გინდა. დაეხმარე, რომ იყოს ის, რაც მას უნდა.

2. ნუ დააყვედრი ყველაფერს, რასაც უკეთებ. შენ მას სიცოცხლე აჩუქე, როგორ გადაგიხდის ამას? ის თავის შვილს გადასცემს სიცოცხლეს, ის შვილი თავის შვილს და ეს არის ბუნებრივი მადლიერების კანონზომიერება.

3. სხვის ჯავრს ბავშვზე ნუ იყრი, რაკი ის სუსტია. დიდი ხნის შემდეგ მოხუცდები და შენც დასუსტდები.სწორედ მაშინ მოიმკი, რასაც…

გაგრძელება

დაამატა nazzo_მ!
თარიღი/დრო: სექტემბერი 25, 2015 წელი. 2:30pm — არ არის კომენტარები
_______________

ემმის ახალი რეკორდი

      ემმის დაჯილდოების ცერემონიალიდან დაბრუნებული ჯორჯ მარტინი კომპიუტერს მიუჯდა, თავის ბლოგზე შევიდა და გამოაქვეყნა პოსტი სახელწოდებით "ახალი რეკორდი".

12_ემმი, 12_ჯილდო, EMMY2015, Emilia_Clarke, Emmy, Emmy2015, Emmy_Awards, GOT, GRRM, Game_of_Thrones, GeorgeRRMartin, George_Martin, Lena_Headey, Los_Angeles, Veep, actress, blog, california, comedy, drama, limited_series, qwelly, winners, გამარჯვებულები, დაჯილდოების_გამარჯვებულები, დრამა, ემმის_დაჯილდოება, ემმის_დაჯილდოება_2015, კალიფორნია, კომედია, ლოს_ანჯელესი, მინი_სერიალი, ნომინაციები, სამეფო_კარის_თამაშები, სერიალები, ჯორჯ_მარტინი

      წიგნისგან განსხვავებით, ბლოგზე ჯორჯ მარტინი სიტყვაძუნწია, მარტივ და მოკლე წინადადებებს წერს.

      "დავბრუნდი ემმის დაჯილდოებიდან, ლოს ანჯელესიდან.

      დაუვიწყარი ღამე.

      სამეფო კარის თამაშებმა ახალი რეკორდი…

გაგრძელება

დაამატა ლაშა_მ!
თარიღი/დრო: სექტემბერი 23, 2015 წელი. 8:00pm — არ არის კომენტარები
_______________

ღმერთო, მიიღე ვედრება

      ძველი ტაძრის გაციებულ კედლებს როცა ვეხები, მთელი ჩემი დარდი, ტკივილი, ცოდვა, სიკეთე, თუ სიხარული, ერთგან იყრის თავს, სადაც ძალიან ხშირად უსიამოვნოდ მტკივა, ჩემი ცოდვების გამო გული მქნეჯნის, სინანულის ცრემლები თვალებს რომ მოაწვება და დედა ღვთისას ხატის დანახვის დროს, როგორ თბილად მომეგებებიან, შემომეხვევიან თბილი ხელები და ღვთისმშობელთან მისვლისთანავე, როგორ უმალ, მოსიყვარულედ ჩამიკრავს გულში, ხელები მეფერებიან და მეფერებიან... დედობრივი…

გაგრძელება

დაამატა Tinano Star_მ!
თარიღი/დრო: სექტემბერი 22, 2015 წელი. 9:00pm — 1 კომენტარი
________________

სიყვარული თრობას ჰგავს

 alcohol, blog, love, post, qwelly, qwellyblog, ალკოჰოლი, ბახუსი, ბედნიერება, დალევა, თრობა, მეცნიერება, მირაჟი, ნაბახუსევი, რეალობა, საფასური, სიყვარული, ქველი, ჯანმრთელობა, სიმთვრალე, სიფხიზლე, ფხიზელი, მთვრალი

      მოგისმენიათ ალბათ, რომ სიყვარული იმ მეცნიერებას ჰგავს, რომელსაც შეუძლია კარგად აწონ-დაწონოს, დათვალოს, შეადაროს, შეაჯამოს, მთელ სამოცნიერო გამოცდილებაზე, სამეცნიერო შუქზე გახედოს, მაგრამ მაინც ვერასდროს შეძლებს გადაჭრით იწინასწარმეტყველოს შედეგები, უტყუარი, შეუმცდარი მოლოდინები. სწორედ ამიტომ არ არსებობს სიყვარულის მეცნიერება - ზუსტმეცნიერებათა შორის, მაგრამ დღეს მინდა სიყვარული ალკოჰოლს დავუკავშირო.

 …

გაგრძელება

დაამატა ლაშა_მ!
თარიღი/დრო: სექტემბერი 21, 2015 წელი. 6:30pm — 15 კომენტარი
________________

ისე და ისევ

მქონია ყველაფერი და მქონია არაფერი..

ვყოფილვარ ბედნიერი და... თითქოს უბედურიც.

მაგრამ როცა არაფერი მქონია, შენ ჩემთან ყოფილხარ და ყველაფერი იყო ეს ჩემთვის, მიუხედავად იმისა რომ არაფერი მქონია..

ახლა კი...

ისე აკლიხარ ჩემობას, როგორც ცას ვარსკვლავები. როგორც ზამთრის მზეს ძალა გათბობისა...

ისე მინდა გიგრძნო, როგორც გაზაფხულზე ატმის სურნელს ვგრძნობდი ხოლმე...

ისე მინდა ჩაგჭიდო…

გაგრძელება

დაამატა თათია_მ!
თარიღი/დრო: სექტემბერი 20, 2015 წელი. 11:00pm — 2 კომენტარი
________________

მაინც დაგიჭერ!

      სულ მინდოდა, რომ ჩემი ოთახის ფანჯრები ტყეში გასულიყო... ტყეში, სადაც იქნებოდა კამკამა მდინარე, ბევრი ბალახი, ფოთოლი, ხე... ოთხი ფერის სამყარო... სადაც მზის სხივი გამოანათებდა ხოლმე ფოთლებსშორისი ჭუჭრუტანებიდან, მე კი ვირბენდი ბევრს რომ ყველა სხივი დამეჭირა. ყველას თუ არა იმას მაინც დავიჭერდი მე რომ ძალიან მინდა და გამათბობდა თავისი არამიწიერი სითბოთი, მე კი ვიქნებოდი ისეთი მსუბუქი, რომ სულ ვიფრენდი დარჩენილი ცხოვრება...

      დიახ,…

გაგრძელება

დაამატა salome_მ!
თარიღი/დრო: სექტემბერი 20, 2015 წელი. 12:30am — 1 კომენტარი
________________

ედგარი მესამედ

ჩვენ მივდიოდით ტაძრისკენ ორი.

იყო საღამო. ლოცვები. ზარი.

და ჩვენს საოცარ გზაზე, ლენორა,

რტოებს ტირილით ამტვრევდა ქარი.

 …

გაგრძელება

დაამატა მარიამი ❀_მ!
თარიღი/დრო: სექტემბერი 19, 2015 წელი. 10:59am — 1 კომენტარი
________________

შეცვლილი მოგონებები

      ადამიანი ხშირად ცვლის საკუთარ მოგონებებს.

      ის ინახავს მის მოგონებებს ტვინში და ჰგონია, რომ ისინი ვიდეოს ჰგვანან, რომლებიც ნებისმიერ დროს შეუძლია, ჩართოს და გააცოცხლოს ისე, როგორც ეს იყო, თუმცა ეს ასე არ არის. ყოველ ჯერზე, როცა ჩვენ ვუბრუნდებით მოგონებას, ჩვენ მას ვცვლით. ეს ხდება იმიტომ, რომ ნერვული უჯრედები ჩვენს ტვინში ყოველთვის სხვადასხვანაირად აქტიურდება. ამის მიზეზი შეიძლება იყოს: შემდეგში მომხდარი მოვლენები, ან ადამიანის…

გაგრძელება

დაამატა ლორეტა პაპავა_მ!
თარიღი/დრო: სექტემბერი 17, 2015 წელი. 3:30pm — არ არის კომენტარები
_______________

გულახდილობის არაგულწრფელობა

ნარცისი, ნარცისიზმი, თვითკმაყოფილება, ღამე, მცხეთა, სიბნელე, ქალაქი, წერის_სტილი, წერის_მანერა, ავტორი, ავტორის_დამოკიებულება, დღიური, ბლოგი, qwelly, night, mtskheta, emotion

ფოტო

      ზოგჯერ მოურიდებლად ცხელი ღამეები იცის შემოდგომის გარიჟრაჟზე. მითუმეტეს თუ ცა მოქუფრულია - ავადმოსაგონარ ფილმებში შემზარავი წუთების მოლოდინისთვის ზეცას რომ დააბნელებენ ხოლმე, აი…

გაგრძელება

დაამატა ლაშა_მ!
თარიღი/დრო: სექტემბერი 14, 2015 წელი. 11:30am — 9 კომენტარი
________________

ადამიანის სივრცე

      როგორც ცნობილია, ადამიანს გააჩნია გარშემო არსებული სფეროები, რომელთა დარღვევის მიმართ იგი ძალზე სენსიტიურია. ადამიანის ინტიმური სივრცე 45 სანტიმეტრამდე ვრცელდება, რომლის დარღვევის შემთხვევაში, იგი დისკომფორტს განიცდის. ადამიანის ინტიმური სივრცე განსაკუთრებით ხშირად მუნიციპალურ ტრანსპორტში ირღვევა. შესაბამისად ყველა ადამიანი ცდილობს, ტრანსპორტში ის ადგილი დაიკავოს, სადაც ნაკლები ხალხია.

      თბილისის მეტროპოლიტენის უმეტეს სადგურში…

გაგრძელება

დაამატა ლორეტა პაპავა_მ!
თარიღი/დრო: სექტემბერი 14, 2015 წელი. 3:30am — 1 კომენტარი
________________

გოგო და ბიჭი

გოგო: ძალიან გთხოვ წავიდეთ :(

ბიჭი: დაღლილი ვარ, სულ ვმუშაობ, შენს სახეზე კი ისევ უკმაყოფილებას ვხედავ :/

გოგო: მინდა სულ ჩემს გვერდით იყო :(

ბიჭი: სულ შენს გვერდით ვარ როცა სამსახურიდან მოვდივარ, მაშინაც კი, როცა მუშაობის დროს შენზე ვფიქრობ :/

გოგო: იცი, ბედნიერი არ ვარ :(

ბიჭი: ჩემით უკმაყოფილო ხარ? რაც გინდა ის გაქვს, სადაც გინდა იქ დადიხარ, რასაც გინდა იმას აკეთებ :/

გოგო: ფული ბედნიერებას ვერ მანიჭებს,…

გაგრძელება

დაამატა Tako ^_^_მ!
თარიღი/დრო: სექტემბერი 12, 2015 წელი. 6:30pm — 3 კომენტარი
________________

ჩამავალი მზე

      ძველავეჯიან ოთახში საწოლზე ხანიერი ქალი იწვა: სულით და ხორცით ერთნაირად გატანჯული. იწვა გარინდებული, თითქოს ტკივილებს ყურს უგდებსო. ის იყო, ზოგჯერ გვერდს თუ იცვლიდა ნელა, სეჭირვებით, უძლურად და ჩუმი გმინვით ამხნევებდა ტკივილს. დაგნებდი, არაფერს გავნებ, შენთან ვარო. სახე არაფერს ხატავდა; გაშტერებოდა ყველა მიმიკა და ფერიც არაფრისმთამელი დასდებოდა. მხოლოდ თვალები იყო რაღაცნაირი გამომეტყველების, აი ისეთი, თუ გინახავთ დასაკლავად შებოჭილი საქონელი…

გაგრძელება

დაამატა elisabed_მ!
თარიღი/დრო: სექტემბერი 12, 2015 წელი. 10:00am — არ არის კომენტარები
_______________

არიფანობა ჩვენებურად

მომნატრებია არიფანობა,

ჩვენი ლაღობა და ერთად ყოფნა.

სუფრა მწირი და გული უხვი,

ფინჯანში ყავა და მკითხაობა.

სჯა-მასლაათი ყოფნა-არყოფნის,

ჩვენი ოცნება და მონატრება,

ეჰ, იყოს ჩვენი არიფანობა,

იმ დროის ნახული თავისუფლება.

 ისლით შეკრული გამოდგა ტივი,

კიდეც დაშალა ცხოვრების ღელვამ,

და სასწაულად გადავრჩით მაშინ

თუმცა გავრიყეთ ერთურთი…

გაგრძელება

დაამატა elisabed_მ!
თარიღი/დრო: სექტემბერი 12, 2015 წელი. 9:00am — არ არის კომენტარები
_______________

შექმნილი პრობლემები

      ნუ შექმნი პრობლემას იქ სადაც ის არ არსებობს! სამწუხაროდ ამ მარტივი ჭეშმარიტების გაცნობიერებას უმრავლესობა ვერ ახერხებს. ყველაზე მყარია ქორწინება იმ წყვილს შორის რომელთა ურთიერთობა გიჟურ ვნებაზე ან ურთიერთობაზე კი არ არის დამყარებული არამედ გონივრულ სწორ გათვლაზე. საქმე ფინანსურ გარიგებებზე არარის მთავარი და გადამწყვეტი, ყოველთვის ემოციური აფექტების გარეშე მიღებული გადაწყვეტილებაა .. ფსიქოლოგიური კომფორტი, - აი რაარის მთავარი,…

გაგრძელება

დაამატა tatiana_მ!
თარიღი/დრო: სექტემბერი 11, 2015 წელი. 3:30pm — 5 კომენტარი
________________

სადა ხარ ბედნიერებავ?!

ბედნიერება, წუთი, დრო, წამი, გამოცდილება, სწავლა, სკოლა, მერცხალი, კატა, გამოხედვა, ღიმილი, ფოთოლი, ქველი, ბლოგი, სად ხარ ბედნეირებავ, bedniereba, happiness, qwelly, qwelypost, qwellyblog

სადა ხარ ბედნიერებავ?!

      რამდენი წამია ერთ წუთში? როგორც სკოლაში მასწავლიდნენ და ყველამ ვიცით სამოცი უნდა იყოს. რამდენი წამი გამოდის 1 საათში? 60 X 60 ხო? არც ისე პატარა ციფრია არა? შემდეგ რამდენი წამია დღეში, ერთ დღე-ღამეში, კვირაში, თვეში, წელიწადში.... ძალიან ბევრი წამი გამოდის.

      მაგრამ ერთი წამი რა არის? არის…

გაგრძელება

დაამატა salome_მ!
თარიღი/დრო: სექტემბერი 8, 2015 წელი. 9:00pm — 1 კომენტარი
________________

საბას დაჯილდოება 2015

2015, SABA, SABAaward, literary_award, literature, qwelly, აბო_იაშაღაშვილი, დაჯილდოება, დიოგენე, დოკუმენტური_პროზა, ესეისტიკა, თარგმანი, ლიტერატურული_დებიუტი, ლიტერატურული_კრიტიკა, ლიტერატურული_პრემია, ლიტერატურული_პრემია_საბა, პრემია, პრემია_საბა, პროზაული_კრებული, როიალ_მერი, საბა2015, საუკეთესო_თარგმანი, საუკეთესო_პიესა, საუკეთესო_რომანი

      2003 წლიდან ყოველწლიური ლიტერატურული პრემია "საბა" გადაეცემა ქართველ მწერლებს, პროზაიკოსებს, პოეტებს, დრამატურგებს და ა.შ.

      ლიტერატურული პრემიის მიზანს წარმოადგნეს გასული წლის საუკეთესო წიგნების და ავტორების გამოვლენა, ლიტერატურუ პროცესების შეფასება.

      2015 წლის დაჯილდოება შემოდგომის გარიჟრაჯზე - 7 სექტემბერს, 22:00 საათზე გაიმართა ივანე მუხრანბატონის ისტორიულ…

გაგრძელება

დაამატა ლაშა_მ!
თარიღი/დრო: სექტემბერი 8, 2015 წელი. 1:00am — 2 კომენტარი
________________

ანტიკურ ქალაქებში გაცოცხლებული წარსული

      თქვენ ყველას გსმენიათ ჩინეთის დიდი კედლის შესახებ, პირამიდებსა თუ მაჩუ-პიკჩუზე. შეიძლება ნამყოფიც იყოთ რომში ან ათენში, და ნანახი გქონდეთ უძველესი ანტიკური ძეგლები. მაგრამ ეს არის მხოლოდ აისბერგის მწვერვალი, როდესაც საქმე ეხება კულტურასა და ისტორიას. წარმოგიდგენთ 10 ანტიკურ ქალაქს, რომლებიც თითქმის უცნობია კაცობრიობისთვის.

koh ker ტაძარი,…

გაგრძელება

დაამატა mariami_მ!
თარიღი/დრო: სექტემბერი 6, 2015 წელი. 8:00pm — 3 კომენტარი
________________

პოსტებში ყველაზე ხშირად წააწყდებით

ყოველთვიური არქივი

2024

2023

2022

2021

2020

2019

2018

2017

2016

2015

2014

2013

2012

1999

ღონისძიებები

ბლოგ პოსტები

he game's narrative weaves

გამოაქვეყნა taoaxue_მ.
თარიღი: აპრილი 19, 2024.
საათი: 6:00am 0 კომენტარი

A Seamless Living World: Throne and Liberty boasts a seamless and dynamic world, where environments and even dungeons adapt and change based on weather conditions and surrounding surroundings. This dynamic environment adds a layer of immersion and unpredictability to exploration and gameplay, constantly keeping players on their toes.

Immersive Narrative: The game's narrative weaves an intricate tapestry connecting the past, present, and future. While details remain scarce, this unique…

გაგრძელება

Important Notes

გამოაქვეყნა taoaxue_მ.
თარიღი: აპრილი 18, 2024.
საათი: 6:30am 0 კომენტარი

Spotting Extraction Points: Extraction points are marked by Blue Headstones that emerge from the ground. Listen for the telltale sound of rumbling rocks, signaling the  proximity of an extraction point.

Activating the Portal: Approach the Blue Headstone and interact with it by pressing the "F" key on your keyboard. This will open a blue portal, your ticket to safety.

Entering the Portal: Once the portal is active, step into it to initiate the extraction process. Keep an eye out…

გაგრძელება

A Deep Dive into purchase Night Crows Diamonds

გამოაქვეყნა millan Myra_მ.
თარიღი: აპრილი 13, 2024.
საათი: 10:00am 0 კომენტარი

In the realm of gaming, the allure of microtransactions often beckons players of  promises of rare loot, powerful weapons, and legendary mounts. But are these investments truly worth the cost? Today, we embark on a journey into the world of Night Crows, a popular online game, to unravel the mysteries behind its microtransaction system.

Meet Nathan Pay, a seasoned gamer and host of the Blan Crypto channel. With a passion for exploring the depths of virtual economies, Nathan dives…

გაგრძელება

purchase an instrument

გამოაქვეყნა millan Myra_მ.
თარიღი: აპრილი 10, 2024.
საათი: 11:00am 0 კომენტარი

In the blink of an eye, the procedure changed into the following: mine ores make smelt of ore to forge bronze daggers chicken execution, then sell the rest to the greedy clerk at the shop, and use the cash to buy tools. And on and so forth it goes on. As of now I've consumed all the energy drinks available I have available . I've never had to fight this intensely in my entire life to get rid of chickens. I took another bottle of red bull, knowing it…

გაგრძელება

Qwelly World

free counters