აგვისტო 2017 ბლოგ პოსტები (33)

ანოუკი ♥

      ალბათ ყველას გვყავს ისეთი ადამიანი, რომლის დანახვაც ნებისმიერ დროს გვიხარია,იმიტომ რომ, ეს ადამინი სითბოს და პოზიტივის მატარებელია ♥ სწორედ ასეთი ადამიანია ჩემთვის ჩემი საუკეთესო დაქალი,ჩემი ტყუპისცალი,ჩემი ანუკა (ანოუკი ♥ მე ასე ვეძახი და მასაც ძალიან მოსწონს) ადამიანი,რომელსაც ვერ ვხედავ ყოველდღე არ მესმის მისი ხმა მაგრამ მის გარეშე მაინც ვერ წარმომიდგენია ვერცერთი დღე♥ მართალია მხოლოდ 2 წელია ვიცნობ მაგრამ პირველივე შეხვედრიდან მივხვდი რომ…

გაგრძელება

დაამატა თაკო_მ!
თარიღი/დრო: აგვისტო 31, 2017 წელი. 4:30pm — არ არის კომენტარები
_______________

აბასთუმნის ხანძარი, პროფკავშირული დაპირისპირება, უკანონო ქვეყანა, საქართველო და მეზობლები და კორეის თავნებობა

      წლის ბოლოს, ყველაზე მტკივნეულად ალბათ აგვისტოს გაიხსენებენ ამდენი ხანძრების გამო. ასეთი ცხელი თვე დიდი ხანია არ ყოფილა და მგონი, როცა იმ ტექსტს ამბობენ ყოველ ზამთარს - ამ ხნის ვარ და ასეთი ყინვები არ მახსოვსო, ამდენი ხანძარი და ასე მასშტაბურად, მგონი არავის ახსოვს, რადგან არ ყოფილა. ასეა თუ ისე, ნიუსები მაინც საჭიროა:

საქართველოს და მსოფლიოს ამბები / 30 აგვისტო, 2017/

      მეორე დღეა აბასთუმანი იწვის - გიორგი მღებრიშვილი - თუ…

გაგრძელება

დაამატა Giorgi_მ!
თარიღი/დრო: აგვისტო 30, 2017 წელი. 9:30pm — არ არის კომენტარები
_______________

მოცეკვავე მუზები

      ესთეტიკის კიდევ ერთი მწვერვალი - ცეკვა! განსაკუთრებით სასიამოვნო და აღმფართოვანებელი და მსოფლიო ცეკვებს შორის ყველაზე სათუთი - ბალეტი. რა ხდება მაშინ, როდესაც მოფარფატე ბალერინების თუ ბალერონების ცხოვრებაში კამერა გამოჩნდება? ფოტოგრაფიის ესთეტიკა ჯომოლუნგმასკენ მიიწევს. ჯეიკობ ჯონასის (Jacob Jonas) კომპანია სწორედ ამ გზას არის შემდგარი. კამერები და მოცეკვავეები (#CamerasAndDancers), არის…

გაგრძელება

დაამატა Tamila Moshiashvili_მ!
თარიღი/დრო: აგვისტო 30, 2017 წელი. 5:20pm — არ არის კომენტარები
_______________

შერიგების მოლაყბეები, ცინცხალი ცეცხლები, მუსიკოსი მერი, კორეის მფრინავი ბომბები, არაევროპული თურქეთი და ქარიშხალნანახი ამერიკა

      რკინის ტახტისთვის მებრძოლთა სერიალის მეშვიდე სეზონიც მორჩა და აგვისტო გამომშვიდობებას აპირებს. სულ მალე, უფრო ცხელი სეზონი დაიწყება, ოღონდ ამჯერად, ადამიანების გააცხელებ და გაახურებენ ამინდს თავიანთი შრომითა და გარჯილობით. მერე, შრომისმოყვარე ქართული ნიუსები, როგორ წალეკავს ხოლმე მედიას, ყველას კარგად მოგვეხსენება. იქამდე კი:

საქართველოს და მსოფლიოს ამბები / 29 აგვისტო, 2017/

      საუბარი, ლაყბობად იქცა, როგორც…

გაგრძელება

დაამატა Giorgi_მ!
თარიღი/დრო: აგვისტო 29, 2017 წელი. 10:00pm — არ არის კომენტარები
_______________

ხანძრები აღარ გვაოცებენ - ვაქრობთ, სტრასბურგისთვის ღირსეული არ გვყავს, რკინიგზელებს ვერც ვაპურებთ და ვერც ვამშვიდებთ, და სხვა ქველინიუსი

      საბოლოოდ ყველაფერი სრულდება - არა, ცხადია მარველის რომელიმე კომიქსის ბანალური გმირის ტექსტებისთვის არ დავიხარჯები, უბრალოდ, მინდოდა მითქვა, რომ ყველაზე დაძაბულ სამუშაო კვირასაც მოეძებნება პარასკევი და დღეს, ზუსტად ეს დღეა. ალმოდებული კვირის ბოლო …

გაგრძელება

დაამატა Giorgi_მ!
თარიღი/დრო: აგვისტო 25, 2017 წელი. 9:30pm — არ არის კომენტარები
_______________

ხანძრის შედეგები და გამოძიება, ახალი ხანძრები, ანტიბულინგური სტრატეგია, კოჰაბიტაცია არ შემდგარი მერობა და რკინიგზელები

      ცეცხლი სრულად არ ჩამქრალა, მაგრამ ნიუსები კი დღეს საგრძნობლად შემცირდა. ალბათ, ამის ბრალი იყო, რუსთავი 2, ხანძრის ადგილიდან ჩართვისას გაპარული ლაფსუსი „ჩაქრა ამის ....“ საინფორმაციოებს სჭირდებათ ნიუსები. ზოგჯერ ისინი თავად ქმნიან, დგამენ ახალ ამბებს, მაგრამ ჩვენ ეს ამ გზაზე არ ვდგავართ.

საქართველოს და მსოფლიოს ამბები /24 აგვისტო, 2017/

      ტრადიციულად, დავიწყოთ დილიდან, რომელიც გუშინდელ სიხარულს უკავშირდებოდა - საქართველოს…

გაგრძელება

დაამატა Giorgi_მ!
თარიღი/დრო: აგვისტო 24, 2017 წელი. 9:00pm — არ არის კომენტარები
_______________

ეთიკურ ტკივილზე ცოტა მეტი (ვარიაცია თემაზე)

      მაუსი ზოგჯერ უპრაკუნოდ აკლიკებს ხოლმე და ინტერნეტში უკვე არაერთგზის გადავეყარე ნარატივს - რელიგია ხალხის სამართავად მოიგონეს, მორწმუნე ადამიანებს ღმერთი კომფორტისთვის სჭირდებათ, რომ თავი უკეთესად იგრძნონ, პასუხისმგებლობა მოიხსნან, რომ თავისი წარუმატებლობა რაღაც უხილავ ძალებს გადააბრალონ და ა.შ. აღარაფერს ვამბობ იმ ქილიკსა და დაცინვაზე, რომელიც, ხშირ შემთხვევაში, მორმწუნე ადამიანების მიმართ ისმის და საზოგადოების გარკვეულ ფენებში ნორმადაც არის…

გაგრძელება

დაამატა ლაშა_მ!
თარიღი/დრო: აგვისტო 24, 2017 წელი. 5:01pm — არ არის კომენტარები
_______________

ბორჯომის ჩასაქრობად გაერთიანება, პირომანის დატოვებული ბიდონი, ქველმოქმედებანი და ანტიამერიკული კინკლაობა

      სასიამოვნო ნიუსის დაწერა მომენატრა, ბოლო დღეები და კვირებია, მხოლოდ ნეგატიური იწერება და ამ მხრივ, არც დღევანდელი მეინსტრიმია გამონაკლისი, ამიტომ დღის მთავარ თემას, ისევე პრობლემურ, მოუგვარებელ და დიდი ხნის მანძილზე ალბათ მოუშუშებელ იარაზე დავიწყებ:

საქართველოს და მსოფლიოს ამბები /23 აგვისტო, 2017/

      ბორჯომში ისევ ებრძვიან ხანძარს, თურქულ-აზერბაიჯანულ-სომხურ-ბელორუსიული დახმარებაც არ გამოდგა სრულად საკმარისი. გორი…

გაგრძელება

დაამატა Giorgi_მ!
თარიღი/დრო: აგვისტო 23, 2017 წელი. 7:00pm — არ არის კომენტარები
_______________

ცეცხლმოკიდებული ბორჯომი, ხანძარი, სტიქია და დახმარება, დანიშნული არჩევნები, გაგზავნილი მოსწავლეები და ამერიკული ნიუსებიც

      ფერისცვალების დღესასწაულის შემდეგ, ბუნებაც იცვლება, მშვიდდება და ნელ-ნელა საშემოდგომო განწყობისთვის ემზადებაო. თან მოჰყვება აგრილება და აფერადება, სიუხვე და ბარაქა, მაგრამ ამჯერად, ფერისცვალების დღესასწაულის შემდეგ - ბუნება აგრილდა, თუმცა მავანი არ ისვენებს და ცეცხლი მოჰკიდებია საქართველოს ერთ-ერთ ულამაზეს კუთხეს - ბორჯომს და აგერ უკვე 3 დღეა იწვის.

საქართველოს და მსოფლიოს ამბები /22 აგვისტო, 2017/

      დღის თავარი თემა…

გაგრძელება

დაამატა Giorgi_მ!
თარიღი/დრო: აგვისტო 22, 2017 წელი. 5:00pm — 2 კომენტარი
________________

მაქმანები სკულპტურული ნახატების შესაქმნელად

     დახვეწილი, მოხდენილი, ელიტარული და მიმზიდველი, უმაღესი მოდის ნაწილი და რაც დრო გადის, თითქმს ყველა კაბის მორთულობაში ჩასმულ-ჩაკვეხებული, ოდესღაც ალბათ მხოლოდ ღამის პერანგებისთვის ან საღამურებისთვის მოფიქრებული, ვიღაცისთვის მხოლოდ „ზანავესკას“ (ფარდას ერქვა ჩემს ბავშვობაში) მიმსგავსებული მაქმანი, ამჯერად სხვა ჟანრში ცდილობს ბედის მონახვას. მართალია, ჯერ ელი სააბის…

გაგრძელება

დაამატა Tamila Moshiashvili_მ!
თარიღი/დრო: აგვისტო 19, 2017 წელი. 9:40pm — 1 კომენტარი
________________

ძვირი ელექტროენერგია, შეხვედრა შეთანხმების გარეშე, ფესტივალში გაწეწილი ბიუჯეტი და ბარსელონას ტრაგედია

     შედარებით გრილი კვირა, რა თქმა უნდა საშინელი ამბავით უნდა გასულიყო ფინალში - გუშინ ესპანეთი და მთელი მსოფლიო კიდევ ერთხელ უყურებდა ტერორიზმის შავ და ბნელ თვალებს ბარსელონაში. ამას გარდა, თბილისში ანონსდებოდა პოზიცია-ოპოზიციის შეხვედრა, რომელიც უშედეგოდ დასრულდა და სხვა ნიუსებიც:

საქართველოს და მსოფლიოს ამბები /18 აგვისტო, 2017/

      მსოფლიო ამბები მნიშნელოვნად განსაზღვრა გუშინდელმა ტერაქტმა, რომელსაც ქვემოთ ვრცლად…

გაგრძელება

დაამატა Giorgi_მ!
თარიღი/დრო: აგვისტო 18, 2017 წელი. 7:30pm — არ არის კომენტარები
_______________

მერობა ტკბილია, კონსესუსი მნიშვნელოვანია, ბათუმი აფეთქებაა, რკინიგზელებს შიათ, რელიგიური კანონი არ გვივარგა, ვალს დაბრუნება უნდა და შეშლილი მსოფლიოც

      მოსალოდნელი იყონ და ახდა კიდეც - აგრილდა ქალაქში, სამაგიეროდ გააქტიურა პოლიტიკური ნიუსფიდი. იწყება აქტიური პაექრობა მერობის მოსაპოვებლად და როგორც გვჩვევია ხოლმე, ეს პაექრობა არა კარგ იდეებზე, არამედ ერთმანეთის ცუდობაზე გადის. ასევე, თუ გრილა - ბარემ შევიკრიბოთო ოპოზიციამ და პოზიციამ. მოკლედ,

საქართველოს და მსოფლიოს ამბები /16 აგვისტო, 2017/

      ვულოცავ თბილისს - დედაქალაქის ბიუჯეტი 1 465 200 ლარით გაიზარდა. თბილისის და მისი…

გაგრძელება

დაამატა Giorgi_მ!
თარიღი/დრო: აგვისტო 16, 2017 წელი. 9:00pm — არ არის კომენტარები
_______________

თავისუფლებაც თუ ნაკლოვანებაა, მაშინ?!

      თავისუფლების შესახებ მსჯელობისას ხშირად აღნიშნავენ, რომ თავისუფლება ადამიანის უმთავრესი ღირებულებაა და არ არსებობს მასზე დიდი, რომ ესაა ყველაზე მნიშვნელოვანი რაც შეიძლება ადამიანს გააჩნდეს, რომ ის თანაბარდია თავად სიცოცხლისა - „რა ხელს-ჰყრის პატივს ნაზი ბულბული, გალიაშია დატყვევებული?“ და ა.შ. ცხადია, როგორც ყველაფერში ამ საკითხშიც შეიძლება დაეჭვება - მართლაც ასეა თუ არა?! და თავისთავად, რა არის…

გაგრძელება

დაამატა ლაშა_მ!
თარიღი/დრო: აგვისტო 16, 2017 წელი. 1:21pm — 2 კომენტარი
________________

მხილებული მინისტრი, უკრაინამოყვარე ჩვენი პრეზიდენტი, მოსეს კონსტიტუცია, ვაშლები და ამერიკის უსუსურობა

      სამუშაო დღის ბოლოს, სახლში დაღლილი რომ გადაწყვეტთ გაიგოთ რა ხდება ქვეყანაში, ცხადია, ყველაფერი ერთ პოსტში უკეთესი წასაკითხია - ჩემი თავისთვის ხომ არ შევაგროვებ მხოლოდ ნიუსებს, თან მნიშვნელოვნად აგრილდა და სიომაც იმატა, ამიტომ აგვისტოს განზოგების მთავარია ამბები:

საქართველოს და მსოფლიოს ამბები /15 აგვისტო, 2017/

      გუშინდელი სკანდალის მთავარი გმირი გამოჩნდა და კომენტარებიც გააკეთა - გიორგი მღებრიშვილი - ეს არის „ფე-ეს-ბე“…

გაგრძელება

დაამატა Giorgi_მ!
თარიღი/დრო: აგვისტო 15, 2017 წელი. 8:00pm — არ არის კომენტარები
_______________

გამოიძინე მუზეუმში და აიმაღლე ინტელექტი

      თუკი, ძილმოყვარე ხართ და ამის გამო ხშირად გაქვთ პრობლემები, ცხადია ყველა პრობლემას ჩემი ბლოგი ვერ მოგიგვარებთ, მაგრამ ზოგჯერ ასეთი პრობლემებიც არის ხოლმე - ძილის გამო ოდნავადაც არ ცდილობს კულტურულ და გონებრივ ზრდას. ანუ, ასეთ დროს, თქვენი დაქალები გულისხმობენ იმას, რომ ჩვენ არ დავყვებით შოპონგზე! თუმცა ცოტა უფრო მაღალ საფეხურზე მყოფნი გვსაყვედურობენ, რომ არ გვცალია კინოსთვის, თეატრისთვის, მუზეუმისთის. კინო-თეატრზე ჯერ ვერაფერს გეტყვით, მაგრამ…

გაგრძელება

დაამატა Tamila Moshiashvili_მ!
თარიღი/დრო: აგვისტო 15, 2017 წელი. 5:46pm — 1 კომენტარი
________________

ომიანობის 25 წელი, მიყურადება შსს მინისტს, უბარიერო არჩევნები, მერის დაპირებები და ჩინელები ჩვენში

      მართალია წინა კვირა, აგვისტოს პირველი ცხელი კვირა გამოგრილებას იმედებით გადავაგორეთ, მაგრამ მსგავსი არაფერი მომხდარა. დაპირებები დღევანდელ სინოპტიკურ პოსტებშიც არის - 15 აგვისტოდან საქართველოში ტემპერატურა შედარებით დაიკლებს. და ახლა, სამუშაო დღის მიწურულ, როდესაც ახალი ორშაბათის საქმიანი ცხელებაც მოვილიეთ,…

გაგრძელება

დაამატა Giorgi_მ!
თარიღი/დრო: აგვისტო 14, 2017 წელი. 7:00pm — არ არის კომენტარები
_______________

ადამიანების ბუდეები

      ბუნებაში, სუფთა ჰაერზე ცხოვრებას რა სჯობს, განსაკუთრებით ისეთ სიცხეში, ამ აგვისტოს ქუთაისში რომ დაიჭირა. დუღს ქალაქი და ვდუღვართ ჩვენც, მაგრამ ადამიანები მსოფლიოს გარშემო, არა მხოლოდ კონდიციონერით გრილდებიან, არამედ ბუნების, ტყის ბუნებრივ სიგრილეს ამჯობინებენ ხოლმე და გაგიკვირდებათ, მაგრამ პირდაპირ ხეებზე ცხოვრობენ - ჩიტებივით. ფრენა ხომ ადამიანის დაუოკებელი სურვილია ჯერ კიდევ ანტიკური მითოსიდან თუ თქმულებებიდან მოყოლებული. მაშ ასე:…

გაგრძელება

დაამატა Tamila Moshiashvili_მ!
თარიღი/დრო: აგვისტო 11, 2017 წელი. 5:43pm — არ არის კომენტარები
_______________

შუასაუკუნეობრივი დაპირისპირება, ამერიკული გვერდშიდგომა, დაუსწრებელი სასამართლო, მბრალდებლის ბოლო სიტყვა და ანონსები

      მთაწმინდა ჩაფიქრებულა და ცისკრის ვარსკვლავის ნაცვლად, საკუთარ გუშინდელ მცხუნვარებას იხსენებდა და ერთობ დაღონებული აპირ... - არა, ცხადია პროზაულ ნიუსებს არ შემოგთავაზებთ, უბრალოდ, დილიდან ვრცელდებოდა მთაწმინდის დამწვარი ფერდობები და მეც გული დამეწვა. მაგრამ მაინც:

საქართველოს და მსოფლიოს ამბები /10 აგვისტო, 2017/

      ერთ-ერთი პირველი ნიუსი იყო, ხობელების და ზუგდიდელების დაპირისპირების ამბავი, ეს ორი მეზობელი, არც მეტი, არც…

გაგრძელება

დაამატა Giorgi_მ!
თარიღი/დრო: აგვისტო 10, 2017 წელი. 11:30pm — 1 კომენტარი
________________

ელეგანტური ტორტები

      სრულიად შესაძლებელია კოკო შანელს არც უთქვამს ეს სიტყვები, რომ შავი ყოველთვის ელეგანტურია, მაგრამ არც ისაა გამორიცხული რომ ეთქვა. მაინცდამაინც დიდ აღმოჩენას ეგ არ წარმოადგენს, ამიტომ კოელიოს ნუ მიაწერთ და ვინც გინდათ ის იყოს - დიახ, მართლაც შავი ყოველთვის ელეგანტურია და კონდიტერები, ერთგვარი ქველინარები, მთელი მსოფლიოს გარშემო, შეთანხმდნენ იმაზე, რომ შავი ტორტის ჭამაც ყველაზე ელეგანტურია. ამ პოსტში, არ იქნება ერთი ვისამე…

გაგრძელება

დაამატა Tamila Moshiashvili_მ!
თარიღი/დრო: აგვისტო 10, 2017 წელი. 4:43pm — არ არის კომენტარები
_______________

ხანძრის უპრეცედენტო ლიკვიდაცია, ქართული ანტიპუტინური შეშფოთება, მერობის მსურველები და კორეის გაბედულობა

      ნებისმიერ თემაზე ქულების დაწერა, ჩვენთან „მოსული“ პონტია, ამიტომ გუშინ, მთაწმინდის ფერდობზე გაჩენილ ხანძარზე, მერობის კანდიდატები გამოჩნდნენ და ქულებს იწერდნენ, მაგრამ ეგ გუშინდელი ამბავია და დღევანდელი სიცხის და ჩახუთულობის მიუხედავად, რომელიც კიდევ ორ დღეს მაღალ ტემპერატურად შენარჩუნდება, დღევნდელი ნიუსებიც უნდა გაგაცნოთ:

საქართველოს და მსოფლიოს ამბები /9 აგვისტო, 2017/

      პროლოგში ნათქვამ გავაგრძელოთ - პრევენციის მიზნით…

გაგრძელება

დაამატა Giorgi_მ!
თარიღი/დრო: აგვისტო 9, 2017 წელი. 11:30pm — არ არის კომენტარები
_______________

პოსტებში ყველაზე ხშირად წააწყდებით

ყოველთვიური არქივი

2024

2023

2022

2021

2020

2019

2018

2017

2016

2015

2014

2013

2012

1999

ღონისძიებები

ბლოგ პოსტები

Looking Forward: Questions and Possibilities

გამოაქვეყნა taoaxue_მ.
თარიღი: აპრილი 19, 2024.
საათი: 6:26am 0 კომენტარი

NCSoft's Expertise and Amazon's Infrastructure:

From NCSoft's perspective, partnering with Throne and Liberty Lucent Amazon Games leverages the experience of a company well-versed in operating and managing online services on a global scale. NCSoft highlights Amazon's expertise in "operations, localization, marketing, and community support," suggesting a collaborative effort to ensure a smooth launch and ongoing…

გაგრძელება

The controls for the Rabona Beforehand in FC 24

გამოაქვეყნა Nevillberger_მ.
თარიღი: აპრილი 19, 2024.
საათი: 6:24am 0 კომენტარი

How to accomplish the Rabona in FC 24? Screengrab via EA Sports The Rabona Afflicted is a best adeptness move, which agency players with FC 24 Coins a adeptness appraisement at and aloft four and bristles stars can accomplish it.

How to bubble flick in FC 24 - Annal to the best adeptness moves, and you'll acquisition the controls for the Rabona Fake. Similarly, appliance this ambush from centermost aloft the bend can be…

გაგრძელება

he game's narrative weaves

გამოაქვეყნა taoaxue_მ.
თარიღი: აპრილი 19, 2024.
საათი: 6:19am 0 კომენტარი

A Seamless Living World: Throne and Liberty boasts a seamless and dynamic world, where environments and even dungeons adapt and change based on weather conditions and surrounding surroundings. This dynamic environment adds a layer of immersion and unpredictability to exploration and gameplay, constantly keeping players on their toes.

Immersive Narrative: The game's narrative weaves an intricate tapestry connecting the past, present, and future. While details remain scarce, this unique…

გაგრძელება

Important Notes

გამოაქვეყნა taoaxue_მ.
თარიღი: აპრილი 18, 2024.
საათი: 6:30am 0 კომენტარი

Spotting Extraction Points: Extraction points are marked by Blue Headstones that emerge from the ground. Listen for the telltale sound of rumbling rocks, signaling the  proximity of an extraction point.

Activating the Portal: Approach the Blue Headstone and interact with it by pressing the "F" key on your keyboard. This will open a blue portal, your ticket to safety.

Entering the Portal: Once the portal is active, step into it to initiate the extraction process. Keep an eye out…

გაგრძელება

Qwelly World

free counters