მაისი 2015 ბლოგ პოსტები (30)

ცხოვრებაა ირონიული

- რა არის ცხოვრება?

- არ ვიცი, ალბათ ღმერთის ირონია...

- ღმერთი ირონიულია?

- არა, უფრო ცხოვრებაა ირონიული.

- რატო?

- ვერ გაიგებ ვის როგორად აქცევს...

- არამგონია ცხოვრება ვინმეს ცვლიდეს (თქვა არაგულწრფელად და ჩაფიქრდა)

- მე კი მგონია რომ ცვლის, (წამით გაჩუმდა) ერთ დღეს სოფლელი გოგო ხარ, მეორე დღეს ქალაქში ჩამოთრეული, მესამე დღეს თბილისელ სახლიან უბრალო მანქანიან ბიჭებზე მონადირე.... (გაირინდა…

გაგრძელება

დაამატა თეონა_მ!
თარიღი/დრო: მაისი 29, 2015 წელი. 6:00pm — არ არის კომენტარები
_______________

მონატრების აფეთქება

მონატრების აფეთქება

      არ ვიცი, რა ვთქვა? როგორ გადმოვცე ჩემი სათქმელი? გრძნობები, ფიქრები, ემოციები და სურვილები აირივნენ ჩემში და ერთ ნატვრად იქცნენ, ნატვრა, რომელიც უკვე ერთი წელი და ერთი თვე გრძელდება. მახსოვს ბავშვობაში, როგორ მინდოდა ყველა გრძნობის და ემოციის გემოს გასინჯვა. ინტერესი მქონდა, იმის თუ როგორ მოვიქცეოდი დადებით და უარყოფით ემოციების დაუფლების დროს,…

გაგრძელება

დაამატა ნათი მორბედაძე_მ!
თარიღი/დრო: მაისი 29, 2015 წელი. 1:30am — 2 კომენტარი
________________

ცისად ძღვნილი

ცისად ძღვნილი

qwelly, blogs, dey, ilura, qwellyland, ბლოგი, გალობა, მიძღვნა, საამური, სიხარული, ჩიტები, ცა

     როცა ახალი დღე იწყება და ქვეყნიერება ძილს არის მიცემული, მაშინ ცა გაცისკრების, გათენებისფერია.. ზეცას ჩიტები იკლებენ და უხარიათ, ძალზედ უხარიათ... ჩიტების საამო გალობამ გამომაფხიზლა. როგორც დამფრთხალ ჩიტს, ისე ამითრთოლდა გული, როცა მათი საამო გალობა მესმა. სიხარული და რაღაც…

გაგრძელება

დაამატა თათია_მ!
თარიღი/დრო: მაისი 28, 2015 წელი. 6:00am — არ არის კომენტარები
_______________

რა მოხდა ვროცლავში დღეს?

     ერთ ძალიან ჩვეულებრივ გაზაფხულის დილას, როცა ჩვეულებისამებრ უნივერსიტეტში მივდიოდი, როგორც ყოველთვის ტრამვაიზე მაგვიანდებოდა, ამიტომ ჩემებური "უჩქარესი" ტემპით გავემზადე (არადა ყველა პირობა მაქვს იმისთვის, რომ არ დავაგვიანო, შემიძლია წინასწარ ინტერნეტში შევამოწმო როდის იქნება გაჩერებაზე ტრამვაი და რაც მთავარია გაჩერება ზუსტად საერთო საცხოვრებლის გვერდზეა). ჩაი მოვიმზადე და რა თქმა უნდა ვერ მოვასწარი დალევა, ამიტომ კიდევ ერთხელ შემომჩივლა…

გაგრძელება

დაამატა salome_მ!
თარიღი/დრო: მაისი 27, 2015 წელი. 5:00pm — 9 კომენტარი
________________

ერთი დღის ჩანაწერი

ერთი დღის ჩანაწერი

     ისეთი ღამეებია რთული, როცა კოშმარები კი არ გესიზმრება, თვითონ გადაიქცევი საკუთარი თავის კოშმარად. უძილო, უჰაერო, უსიბნელო (როცა საიდანღაც შუქი გიწვავს ისედაც ამწვარ თვალებს), უსულო ღამეები, რომლებიც გაძლებას გართმევენ, მთელ შინაგანს გტკენენ... და ფიქრობ, არ ჯობია ადგე და ფანჯრიდან გახვიდე? სწორედ მაშინ, როცა მზის პირველი სხივის ნახვას მოასწრებ,…

გაგრძელება

დაამატა Restless_მ!
თარიღი/დრო: მაისი 26, 2015 წელი. 1:00am — არ არის კომენტარები
_______________

მოგზაურობა შროშაში

მოგზაურობა შროშაში

     თუ გსურთ გაერიდოთ თბილისის მომაბეზრებელ გაზაფხულს და იყოთ კომფორტულად წვიმაშიც კი აუცილებლად უნდა წახვიდეთ რაც შეიძლება მიუვალ სოფელში. სადაც სულ არ ინერვიულებ იმაზე, რომ შეიძლება თმა დაგისველდეს, ან ფეხსაცმელი დაგესვაროს ან საერთოდ ვინმე შემოგხედავს. მე ყველაზე ტალახიანი და უკაცრიელი შროშის ტყეები ავარჩიე. მანქანა, რა თქმა უნდა იქამდე არ აღწევს,…

გაგრძელება

დაამატა qeti_მ!
თარიღი/დრო: მაისი 25, 2015 წელი. 8:30pm — 6 კომენტარი
________________

წმინდა სინოდის განჩინება (25 მაისი, 2015)

საქართველოს ეკლესიის წმინდა სინოდი, სინოდის განჩინება, წმინდა სინოდის განჩინება, ეკლესია, საქართველოს სამოციქულო მართლმადიდებელი ეკლესია, qwelly, saqartvelos eklesia, wmidna sinodi, saqartvelos ekelsiis wminda sinodi, wminda sinodis ganchineba, წმინდა სინოდის განჩინება 25.05.2015, ganchineba 25.05.2015

     2015 წლის 25 მაისს, საქართველოს საპატრიარქოში სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია II-ის მეთაურობით შედგა საქართველოს ეკლესიის წმიდა სინოდის მორიგი სხდომა, რომელიც ორ საათზე მეტი ხნის განმავლობაში მიმდინარეობდა.

     1. წმინდა სინოდმა იმსჯელა და ნიკორწმინდის ეპარქიის ეპისკოპოსად არქიმანდრიტი ვახტანგ ლიპარტელიანი დაადგინა. შეგახსენებთ, მეუფე ელისე, 2015 წლის 17 მარტს…

გაგრძელება

დაამატა ლაშა_მ!
თარიღი/დრო: მაისი 25, 2015 წელი. 4:00pm — არ არის კომენტარები
_______________

ობიექტურად სუბიექტური!

ობიექტურად სუბიექტური!

     არ ვარ პოლიტოლოგი, მაგრამ ზოგჯერ მსოფლიო პოლიტიკური ამინდი მოითხოვს ამ სფეროს ცოდნას ჩვეულებრივი მოქალაქისგანაც კი!

     არ მიყვარს პოლიტიკური განცხადებების კეთება, მაგრამ ამ რეალობის შემყურეს, არ შემიძლია რამე არ ვთქვა!

     არ ვარ ქსენოფობი, მაგრამ დღეს ვიგრძენი, რომ მიუხედავად პოლინა გაგარინას მიმართ ჩემი…

გაგრძელება

დაამატა salome_მ!
თარიღი/დრო: მაისი 24, 2015 წელი. 4:30am — 1 კომენტარი
________________

პაპას წერილი

პაპას წერილი

     გამარჯობა რომა! ძალიან მომენატრე, დიდი ხანია არ მინახიხარ. ტელეფონზე რომ გირეკავ სულ არ გცალია და მალე მითიშავ. ბოლოს რომ ვილაპარაკეთ მივხვდი, გაიზარდე და სერიოზულ თემებზეც შეიძლება საუბარი შენთან. არ ვიცი შეიძლება ლაპარაკი ვეღარც მოვახერხოთ და გადავწყვიტე წერილი მომეწერა. შეიძლება ცოტა გაგიკვირდეს ჩემგან ეს ყველაფერი მაგრამ მინდა წაიკითხო...

     მახსოვს როცა…

გაგრძელება

დაამატა roma_მ!
თარიღი/დრო: მაისი 23, 2015 წელი. 10:30pm — 1 კომენტარი
________________

ასე ხდებიან ჩემპიონები

ასე ხდებიან ჩემპიონები

     აქა ამბავი ქართველი სპორცმენისა, რომელმაც გადაიარა მთა და ბარი, გადალახა ბევრი მდინარე და ზღვა იმისთვის, რომ მიზანში მოეხვედრებინა ისარი.

     შემდეგ ისევ გადის იგივე მანძილს და უბრუნდება ჩვეულ ცხოვრებას: სკოლა, ვარჯიში, სამეცადინო, მეგობრები, სკოლის მასწავლებელი, რომელიც "სასარგებლო" რჩევებს იძლევა ("მშვილდოსნობა რა სპორტია, თავი დაანებეო, "ურჩია"…

გაგრძელება

დაამატა elisabed_მ!
თარიღი/დრო: მაისი 23, 2015 წელი. 1:00pm — 2 კომენტარი
________________

სიყვარულის ხელოვნება

     ერიხ ფრომი (Fromm, Erich) (1900–1980) ფსიქოანალიტიკოსი და ფილოსოფოსი. დაიბადა ფრანკფურტში 1900 წლის 23 მარტს. სწავლობდა სოციოლოგიასა და ფსიქოლოგიას, 1922 წელს ჰაიდელბერგის უნივერსიტეტში მოიპოვა ფილოსოფიის დოქტორის ხარისხი. სწავლობდა მიუნჰენისა და ბერლინის ფსიქოანალიტიკურ ინსტიტუტში. 1934 წელს ფრომი გაემგზავრა აშშ-ი და ასწავლიდა კოლუმბიის, იელის და მიჩიგანის უნივერსიტეტებში. ასევე უილიამ ალანსონ უაიტის ფსიქიატრიის ინსტიტუტში.…

გაგრძელება

დაამატა კოტე ჩაჩიბაია_მ!
თარიღი/დრო: მაისი 22, 2015 წელი. 7:30pm — 2 კომენტარი
________________

ჩემი შემოქმედება ♥ ♥ ♥

ფერადი კენჭების სანაპირო

ანი ჯაშის ფოტოგრაფია, შემოქმედება, ქველი, ქველიპოსტი, ქვლიბლოგი, qwelly, qwellypost, qwellyblog, photography, ani jashi art, ani jashi photography, interesting

აღმოსავლეთის ლამპები

ანი ჯაშის ფოტოგრაფია, შემოქმედება, ქველი, ქველიპოსტი, ქვლიბლოგი, qwelly, qwellypost, qwellyblog, photography, ani jashi art, ani jashi photography, interesting

შენთვის დაღვენთილი…

გაგრძელება

დაამატა ani jashi_მ!
თარიღი/დრო: მაისი 21, 2015 წელი. 12:30am — 4 კომენტარი
________________

შეგრძნება

ამ წამს,
ისეთი შეგრძნება მაქვს,
თითქოს,
მხოლოდ ჩემს ფიქრებს (სიზმრებში)
და ღმერთს ღვიძავს...
და მარტონი ვფიქრობთ, ამ სამყაროზე...

დაამატა G o b s a ck_მ!
თარიღი/დრო: მაისი 20, 2015 წელი. 6:30pm — 1 კომენტარი
________________

ყველაფერი დავწვით!

ყველაფერი დავწვით!

დავწვით ფურცლები.

ის სახლიც დავწვით სადაც ვცხოვრობდით.

გადავწვით მინდვრები.

ის ხეც კი დავწვით, სადაც ვდარდიანობდით,

სადაც ვგიჟდებოდით!..

ის ხე,

სადაც ერთმანეთს ვათრობდით,

სადაც ვკამათობდით,

შემდეგ კი უხმოდ ერთმანეთს ტუჩებზე ვკოცნიდით...

ჰაერი დავწვით,

სისხლით მოწამლული ჰაერი.

ბოროტება დაგავწვით,

ბოროტებას…

გაგრძელება

დაამატა G o b s a ck_მ!
თარიღი/დრო: მაისი 20, 2015 წელი. 6:00pm — 1 კომენტარი
________________

სიმარტოვე ღამისფერია

აღარ ვიცი,

როდის ამოდის მზე.

როდის შემოდის ჩემს ოთახში

მისი სინათლე.

გადის დღეები

და ჩვენ ჩუმად ვართ.

ალბათ ამიტომ.

არც ერთხელ გითქვამს

მზის ამოსვლა ვნახოთო ერთად.

მაგრამ კმაროდა ისიც ჩემთვის,

რასაც ამბობდი.

და ფანჯარასთან მდგარი,

მარტო,

ციდან მოფრენილ მზის ბეღურებს

მხრებზე ვისვამდი.

ახლა ვუყურებ მხოლოდ ღამეს.

და სიმარტოვეს.

და აღარც ვიცი,

თუ…

გაგრძელება

დაამატა Restless_მ!
თარიღი/დრო: მაისი 18, 2015 წელი. 1:30pm — არ არის კომენტარები
_______________

სამი წერტილი

ზოგჯერ,

"სამი წერტილის უარყოფას" მოჰყვება სიკვდილი,

შური,

ღალატი,

ძარცვა სულიცა და…

გაგრძელება

დაამატა G o b s a ck_მ!
თარიღი/დრო: მაისი 17, 2015 წელი. 6:30am — 1 კომენტარი
________________

აწყურის ღმრთისმშობლის ხატის თბილისში შემობრძანება

     საქართველოში, წელს, 16-17 მაისს პირველად იდღესასწაულება აწყურის ყოვლადწმინდა ღმრთისმშობლის ხატის შემობრძანება თბილისში, ჩვენს დედაქალაქში. ამასთან დაკავშირებით მოეწყო სხვადასხვა ლოცვითი მსვლელობები. 16 მაისს, სვეტიცხოველში წირვა აღავლინეს სამთავისისა და კასპის ეპისკოპოსმა დამიანემ და წალკის ეპისკოპოსმა გრიგოლმა. დღის 2 საათისთვის, აწყურის ყოვლადწმინდა ღმრთისმშობლის ხატი ხელით გადააბრძანეს მცხეთის შემოსასვლელისკენ, შემდეგ კი ავტობუსებით და…

გაგრძელება

დაამატა ლაშა_მ!
თარიღი/დრო: მაისი 16, 2015 წელი. 11:30pm — 1 კომენტარი
________________

აწყურის ღვთისმშობლის სახელობის ტაძარი

      აწყურის ღვთისმშობლის სახელობის ტაძარს დიდი ისტორია აქვს. აწყური პირველ საუკუნეშივე იქცა რელიგიურ ცენტრად - აქ ანდრია პირველწოდებულმა სასწაულები მოახდინა, რის შემდეგაც მოინათლა მხარის მოსახლეობა; მათ ანდრიამ განუმწესა მღვდლები. მალევე იქნა აგებული ეკლესია. აწყურში ვახტანგ გორგასლის დროსაც აშენებულა ტაძარი. აწყურის ღვთისმშობლის ტაძრის დღევანდელი ნაშთები აგებული უნდა იყოს უნდა იყოს მე-10-11 საუკუნეებში, მისი განახლებული ფენა კი მე-13-14…

გაგრძელება

დაამატა giorgi_მ!
თარიღი/დრო: მაისი 16, 2015 წელი. 1:30pm — 1 კომენტარი
________________

ჩვენ, პოეტები

ჩვენ, პოეტები

ვემსგავსებით თანდათან ჭოტებს

ღამის ჩრდილივით მარტონი ვართ

ამ სამყაროში

თუმცა ეს არის ჩვენთვის შვება

ფიქრებს ვამეფებთ

სიტყვიერება არის ჩვენი რითმა, ნოტებით...

ჩვენ, პოეტები

ვეძებთ რაღაც უკიდეგანოს

ამ სამყაროში რომ…

გაგრძელება

დაამატა KuLuLa_მ!
თარიღი/დრო: მაისი 14, 2015 წელი. 9:30pm — 1 კომენტარი
________________

დღეს ყველაფერი გაცილებით გრძნობადია

დღეს ყველაფერი გაცილებით გრძნობადია

     ოთახი მორთულია სურნელით

     წვიმის წვეთები ეთამაშებიან გარედან ჩემს იასამნებს მე კი მათ ოთხში ვკლავ ეგოისტურად არვაძლე წვიმასთან თამაშის უფლებას

     ყველაფერი ხომ გაცილებით გრძნობადია დღეს ვიდრე გუშინ ან გუშინწინ

     ყველაფერი ხომ მომენტალურად ზუსტად ამ წამს ვიგრძენი და ვცდილობ გაგაგებინო…

გაგრძელება

დაამატა ცისია_მ!
თარიღი/დრო: მაისი 14, 2015 წელი. 4:30am — 2 კომენტარი
________________

პოსტებში ყველაზე ხშირად წააწყდებით

ყოველთვიური არქივი

2024

2023

2022

2021

2020

2019

2018

2017

2016

2015

2014

2013

2012

1999

ღონისძიებები

ბლოგ პოსტები

he game's narrative weaves

გამოაქვეყნა taoaxue_მ.
თარიღი: აპრილი 19, 2024.
საათი: 6:00am 0 კომენტარი

A Seamless Living World: Throne and Liberty boasts a seamless and dynamic world, where environments and even dungeons adapt and change based on weather conditions and surrounding surroundings. This dynamic environment adds a layer of immersion and unpredictability to exploration and gameplay, constantly keeping players on their toes.

Immersive Narrative: The game's narrative weaves an intricate tapestry connecting the past, present, and future. While details remain scarce, this unique…

გაგრძელება

Important Notes

გამოაქვეყნა taoaxue_მ.
თარიღი: აპრილი 18, 2024.
საათი: 6:30am 0 კომენტარი

Spotting Extraction Points: Extraction points are marked by Blue Headstones that emerge from the ground. Listen for the telltale sound of rumbling rocks, signaling the  proximity of an extraction point.

Activating the Portal: Approach the Blue Headstone and interact with it by pressing the "F" key on your keyboard. This will open a blue portal, your ticket to safety.

Entering the Portal: Once the portal is active, step into it to initiate the extraction process. Keep an eye out…

გაგრძელება

A Deep Dive into purchase Night Crows Diamonds

გამოაქვეყნა millan Myra_მ.
თარიღი: აპრილი 13, 2024.
საათი: 10:00am 0 კომენტარი

In the realm of gaming, the allure of microtransactions often beckons players of  promises of rare loot, powerful weapons, and legendary mounts. But are these investments truly worth the cost? Today, we embark on a journey into the world of Night Crows, a popular online game, to unravel the mysteries behind its microtransaction system.

Meet Nathan Pay, a seasoned gamer and host of the Blan Crypto channel. With a passion for exploring the depths of virtual economies, Nathan dives…

გაგრძელება

purchase an instrument

გამოაქვეყნა millan Myra_მ.
თარიღი: აპრილი 10, 2024.
საათი: 11:00am 0 კომენტარი

In the blink of an eye, the procedure changed into the following: mine ores make smelt of ore to forge bronze daggers chicken execution, then sell the rest to the greedy clerk at the shop, and use the cash to buy tools. And on and so forth it goes on. As of now I've consumed all the energy drinks available I have available . I've never had to fight this intensely in my entire life to get rid of chickens. I took another bottle of red bull, knowing it…

გაგრძელება

Qwelly World

free counters