Jana's პოსტები - Qwelly2024-03-28T13:26:27Zjanahttps://www.qwelly.com/profile/janahttps://storage.ning.com/topology/rest/1.0/file/get/2214938823?profile=RESIZE_48X48&width=48&height=48&crop=1%3A1https://www.qwelly.com/profiles/blog/feed?user=2yfktp4mnoqm6&xn_auth=noცრემლებიtag:www.qwelly.com,2016-02-04:6506411:BlogPost:605052016-02-04T20:00:00.000Zjanahttps://www.qwelly.com/profile/jana

ცრემლები, ცრემლები და კვლავ ცრემლები..........

სულის გამოძახილი, მწარე და ყრუ თამაში ბედისწერის, მისი გამოხედვა, მისი ლანდი, ვისი? ამ კითხვის შიში, აჩრდილი რომელსაც მთელი ცხოვრება ებრძვი, ებრძვი მაგრამ ამაოდ, დემონი ჩნდება სულის კუნჭულში, მთელი გრძნობებით გულში მიმალულ ნაპერწკალს ააშკარავებს და მოაქვს ტკივილი, ცრემლები...

ცრემლები და კვლავ ცრემლები....

იხედები უკან და უამრავი რამის წაშლა გინდება, უყურებ ცას რაღაც გაგონდება,…

ცრემლები, ცრემლები და კვლავ ცრემლები..........

სულის გამოძახილი, მწარე და ყრუ თამაში ბედისწერის, მისი გამოხედვა, მისი ლანდი, ვისი? ამ კითხვის შიში, აჩრდილი რომელსაც მთელი ცხოვრება ებრძვი, ებრძვი მაგრამ ამაოდ, დემონი ჩნდება სულის კუნჭულში, მთელი გრძნობებით გულში მიმალულ ნაპერწკალს ააშკარავებს და მოაქვს ტკივილი, ცრემლები...

ცრემლები და კვლავ ცრემლები....

იხედები უკან და უამრავი რამის წაშლა გინდება, უყურებ ცას რაღაც გაგონდება, ჩასცქერი მიწას და სევდა გიპყრობს, ხედავ ადამიანის თვალებს და ოგნდები რამდენ რამეს იტევს ეს პატარა ორგანო.

ცხოვრობ და გეშინია, გეშინია თავს მომდგარი მარტოობის, იმედგაცრუების......
წლები კი მიდიან და შენ ელოდები, მთელი ცხოვრება ელოდები, მაგრამ ერთ დღესაც მიხვდები, რომ ყველაფერი ამაო ყოფილა რისთვის დაკარგე დრო... და ისევ ჩნდებიან ცრემლები, ისინი წვიმის მსგავსად ჩუმად მოდიან, ეცემიან ბალიშს გულწრფელი ცრემლები, მათ ძალუძთ ქვის გახლეჩა, მაგრამ ქვის გულს კი მიწვდებიან??? ალბათ მიწვდებიან, რადგან მხოლოდ წრფელ ცრემლებს შეუძლიათ სასწაულების მოხდენა.......
მოლოდინი ერთი გამოხედვის, ერთი ტკბილი სიტყვის, მოკლედ სიყვარულის, მაგრამ

არასდროს ახდენილი სიყვარულის.......

ფიქრები ჯარად ეწყობიან, გღუბლებად მოდიან და ნისლებად ირევიან, კვლავ მარტოობის დემონი ჩნდება და კვლავ ცრემლები მარტოობას შეწირული ცრემლები...............
P.S. საავტორო :((((

გიტოვებთ ღიმილებს, ცრემლებით მივდივარtag:www.qwelly.com,2014-03-24:6506411:BlogPost:6520352014-03-24T20:30:00.000Zjanahttps://www.qwelly.com/profile/jana

მივდივარ, შენს სულში ვერ ვნახე ადგილი,

ვერ მოგეც სინათლე, საღამოს ბინდი ვარ,

მერწმუნე, ეს წასვლა, არ არის ადვილი,

გიტოვებ ჩემს გულს და უგულოდ მივდივარ.

შენს თვალებს შერჩება მშიერი ფერები,

გარიდებ ცრემლებს და წამებიც დავთვალე,

წასვლისას, ერთხელაც მომხვიე ხელები,

ხელები, ოდესღაც ჩემად რომ ჩავთვალე.

მეგონა, სულ მცირე სინანულს მომცემდი,

მიკივის სული და თვალთმაქცად მშვიდი ვარ,

შენ, ხომ მე…

მივდივარ, შენს სულში ვერ ვნახე ადგილი,
ვერ მოგეც სინათლე, საღამოს ბინდი ვარ,

მერწმუნე, ეს წასვლა, არ არის ადვილი,

გიტოვებ ჩემს გულს და უგულოდ მივდივარ.

შენს თვალებს შერჩება მშიერი ფერები,

გარიდებ ცრემლებს და წამებიც დავთვალე,

წასვლისას, ერთხელაც მომხვიე ხელები,

ხელები, ოდესღაც ჩემად რომ ჩავთვალე.

მეგონა, სულ მცირე სინანულს მომცემდი,

მიკივის სული და თვალთმაქცად მშვიდი ვარ,

შენ, ხომ მე ყოველთის ასე მაოცებდი,

ღიმილებს გიტოვებ, ცრემლებით მივდივარ.

არეულ ნაბიჯებს ლოდები ეკიდა,

მივათრევ სიცოხლეს დროებით ნათხოვარს,

ვიცოდი, არ ვიყავ მე შენი ნეკნი და,

ჩათვალე, გზად შეხვდი გრძნობების მათხოვარს.

მათხოვარს, თუმც არა ღირსება წართმეულს,

გულში რომ ჩაუგდე იმედის ნამცეცი.

გიტოვებ ღამეებს საშენოდ გათეულს,

და ასე უძილო, თუ სადმე დავეცი...

ჯანდაბას ერთხელაც ამეწვას მუხლები,

ვალი მაქვს ამქვეყნად, ღმერთის და გამჩენის,

მიმყვება გრძნობები, ასე ხელ--უხლები,

მივდივარ, სურვილი მიმყვება დარჩენის.

ცერებზე ვიწევი, გულზე რომ გაკოცო,

იქ , სადაც საჩემო ადგილი ვერ ვნახე,

წასვლისას, ალალად მინდა რომ დაგლოცო,

ნამდვილი გრძნობებით დღეგრძელი მენახე.

მომისწრო საღამომ, ისედაც ბინდი ვარ,

დრო, ისე აჩქარდა წამებსაც ვერ უთვლის,

გიტოვებ ჩემს გულს და უგულოდ მივდივარ,

იქ, უკვე შენ სახლობ და შენვე გეკუთვნის.

ნანა მეფარიშვილი

ის რაც დედამ ბავშვობიდან შემაყვარაtag:www.qwelly.com,2013-12-12:6506411:BlogPost:5250412013-12-12T19:30:00.000Zjanahttps://www.qwelly.com/profile/jana

დედაზე მე ისეთი რა უნდა ვთქვა, მაგრამ ჩემი მოსაყოლი მაინც უნდა მოვყვე.

შარშან, გვიან შემოდგომაზე, ნოემბერში, ჩემს სოფელში ჩავედი. დამხვდა საცოდავი დედაჩემი -თითებდამჭკნარი, მაჯებდაწვრილებული. მაინც მიღიმოდა და მეუბნებოდა: - ხან ვწევარ, შვილო, ხან, აი, ასე დავრაცრაცებო.…

დედაზე მე ისეთი რა უნდა ვთქვა, მაგრამ ჩემი მოსაყოლი მაინც უნდა მოვყვე.

შარშან, გვიან შემოდგომაზე, ნოემბერში, ჩემს სოფელში ჩავედი. დამხვდა საცოდავი დედაჩემი -თითებდამჭკნარი, მაჯებდაწვრილებული. მაინც მიღიმოდა და მეუბნებოდა: - ხან ვწევარ, შვილო, ხან, აი, ასე დავრაცრაცებო.

ვიყავი ერთ ღამეს და ერთ დღეს, თითქოს ეზო-ყორის მოწესრიგებით გართული, სინამდვილეში რაღაც ცოდვით შეწუხებული. მეორე საღამოს, უკვე შებინდებულზე წამოვედი. ჩვენიდან რკინიგზის სადგურამდე 4 კილომეტრამდე გზაა, სულ თავქვე, თავქვე, აქედან კიდევ აღმართი. გამიმართა დედაჩემმა ძველებური ფარანი, ამინთო, - სადგურში რომ ჩახვალ მორიგესთან დატოვე და ვინმეს ამოვატანინებ მერეო. დავიწყე მე სიცილი, - რა ფარანი მინდა, დედა, ორმოცი წელიწადია ამ გზაზე დავდივარ, სულ ქვა-ქვა ვიცი მეთქი ყველაფერი. - არაო, შვილოო, ახლა სულ შეცვლილია, სად რას აკეთებენ, სად რასო, თან მოლინჭყულია, ფეხი ცურავსო. ბევრი მეხვეწა, მაგრამ არ წამოვიღე ის ფარანი. გამომაცილა კი, კარგა მანძილზე, სანამ დიდი დაღმართი დაიწყებოდა. მომყვებოდა იმ წკვარამში, მინათებდა გზას და მარიგებდა დედურად. დიდ დაღმართთან თვითონვე შეჩერდა, აწია ფარანი ცოტაზე: - წაიღე, შვილოო, შემეხვეწა ერთხელაც. მე გადავკოცნე ღიმილით: - წადი-მეთქი ახლა! მივაბრუნე, თითქოს გაბრუნდა, წავიდა კიდეც, მივიხედე და დგას ისევ, უჭირავს ის ფარანი, მეორე ხელიც შეუშველებია. წადი-მეთქი, წადი! გაბრუნდა, წავიდა. მე თავქვე დავეშვი. ზურგჩანთა მკიდია, თითქმის მივრბივარ, მივიხედავ უკან და, რამდენსაც მივიხედავ, იმ წკვარამში ის ფარნის შუქი ისევ ერთ ადგილზე დგას, ალბათ, მეჩვენება-მეთქი, გავჩერდები, ვაკვირდები - შუქი მაინც არ იძვრის.

- დე-დაა! დე-დაა!

არავითარი ჩქამი! ნიავი სახეში მცემს, ჩემი ხმა იქამდე ვერ აღწევს.

ისე ჩავედი სადგურში, ისე ავედი მატარებელში, ის შუქი მხოლოდ პატარავდებოდა და არ იძვროდა. ვუყურებდი ვაგონის ფანჯრიდან და ვწყრებოდი დედების სიჯიუტეზე.

ის კი იყო და ის, ცოცხალი აღარ მინახავს დედაჩემი. დეკემბრის თექვსმეტში, ღამით, თერთმეტ საათზე, უწვალებლად დალია სული და დამრჩა იმ ფარნის შუქი სამუდამო დარდად.

რატომ იდგა იქ, იმ აღმართის თავზე, სიბნელეში და სიცივეში იმდენ ხანს? ნუთუ მართლა იმას ფიქრობდა, რომ ცოტათი მაინც მინათებდა ფარნით გზას? ნუთუ ეგონა, ცუდი რამე რომ მომწეოდა, უთუოდ მისწვდებოდა ქვემოდან ხმა?! თუ სულაც ცუდად გახდა, ჩაჯდა, ვეღარ წამოდგა და იყო ასე ფარანზე დაყრდნობილი?! კიდევ უარესი-სამუდამოდ ხომ არ მეთხოვებოდა იმ ფარნით?!

დავუნთებ ხოლმე სანთელს, დავიჩოქებ, მაგრამ ვერაფერს ვშველი ჩემს დარდს...

/რევაზ ინანიშვილი/

უანგარო სიკეთეtag:www.qwelly.com,2013-05-29:6506411:BlogPost:2602522013-05-29T07:00:00.000Zjanahttps://www.qwelly.com/profile/jana

98 წლის ღარიბი, ბაბუა დობრი ბულგარეთის სოფელ ბაილოვოდან, ჩაცმული ძველ ტანსაცმელში და ძველებურ ფეხსაცმელში, რომელსაც ატარებს ზამთარ-ზაფხულ, ხშირად დგას წმინდა ალექსანდრე ნევსკის სახელობის საკათედრო ტაძართან სოფიაში. ყოველ დღე დგება ადრე და გადის 10 კმ-ს თავისი სოფლიდან დედაქალაქამდე.

2010 წელს, ტაძრის შესახებ დოკუმენტური ფილმის გადაღებისას, ბულგარეთის ტელევიზიის ჟურნალისტმა, ტაძრის არქივში შოკისმომგვრელი…

98 წლის ღარიბი, ბაბუა დობრი ბულგარეთის სოფელ ბაილოვოდან, ჩაცმული ძველ ტანსაცმელში და ძველებურ ფეხსაცმელში, რომელსაც ატარებს ზამთარ-ზაფხულ, ხშირად დგას წმინდა ალექსანდრე ნევსკის სახელობის საკათედრო ტაძართან სოფიაში. ყოველ დღე დგება ადრე და გადის 10 კმ-ს თავისი სოფლიდან დედაქალაქამდე.

2010 წელს, ტაძრის შესახებ დოკუმენტური ფილმის გადაღებისას, ბულგარეთის ტელევიზიის ჟურნალისტმა, ტაძრის არქივში შოკისმომგვრელი აღმოჩენა გააკეთა - ყველაზე კეთილშობილური კერძო შესაწირი, რომელიც ოდესმე მიუღია ტაძარს არის - 40 000 ევრო გაკეთებულ იქნა - ბაბუა დობრის მიერ.

98 წლის წმინდანი არ ეხება იმ ფულის არც ერთ კაპიკს, რომელსაც მას აძლევენ. ის ცხოვრობს პენსიით 100 ევრო თვეში, ასევე უფულო დახმარებით ხილის და საკვების სახით.

ბაბუა დობრი ეხმარება ბევრ სხვას, მაგალითად, მან გადაიხადა საბავშვო სახლის კომუნალური გადასახადები, რომელიც შუქის და გათბობის გათიშვის პირას იყო. ასევე დაეხმარა უსახლკაროებს. მაგრამ ბაბუა დობრის კეთილ საქმეებზე ჩვენ ვერ გავიგებთ, რადგანაც ის არასოდეს არ ჰყვება მათ შესახებ.