Natia Gvichiani's პოსტები - Qwelly2024-03-29T10:23:15ZNatia Gvichianihttps://www.qwelly.com/profile/natia983https://storage.ning.com/topology/rest/1.0/file/get/2214956937?profile=RESIZE_48X48&width=48&height=48&crop=1%3A1https://www.qwelly.com/profiles/blog/feed?user=2masdze2j80mm&xn_auth=noასე საუბრობდა ორი სანთელიtag:www.qwelly.com,2012-09-19:6506411:BlogPost:530122012-09-19T10:30:00.000ZNatia Gvichianihttps://www.qwelly.com/profile/natia983

"მეცოდები" - უთხრა სანთელმა მეორე ანთებულ სანთელს - "ცოტა დრო დაგრჩა. შენ სულ იწვი და მალე აღარ იქნები. მე შენზე ბევრად უფრო ბედნიერი ვარ. მე არ ვიწვი და აქედან გამომდინარე არ ვდნები ჩემთვის ვარ წამოწოლილი და ასე კიდევ დიდხანს ვიქნები, შენი დღეები კი დათვლილია".

დანთებული სანთელი კი პასუხობდა: "მე სულაც არ ვნანობ ამას, ჩემი სიცოცხლე მშვენიერი და მიზანმიმართულია. მე ვიწვი და…

"მეცოდები" - უთხრა სანთელმა მეორე ანთებულ სანთელს - "ცოტა დრო დაგრჩა. შენ სულ იწვი და მალე აღარ იქნები. მე შენზე ბევრად უფრო ბედნიერი ვარ. მე არ ვიწვი და აქედან გამომდინარე არ ვდნები ჩემთვის ვარ წამოწოლილი და ასე კიდევ დიდხანს ვიქნები, შენი დღეები კი დათვლილია".

დანთებული სანთელი კი პასუხობდა: "მე სულაც არ ვნანობ ამას, ჩემი სიცოცხლე მშვენიერი და მიზანმიმართულია. მე ვიწვი და ვიღვენთები მაგრამ ჩემს მეშვეობით ინთება კიდევ ბევრი სანთელი და ამით ჩემი ცეცხლი არ ნელდება როდესაც კი ბოლომდე დავიწვები ჩემი ცეცხლი - სანთლის სული ერწყმის სამყაროს ცეცხლს, მის განუყოფელ ნაწილს და მე ისევ შევერწყმები ჩემს დიდებულ და ბრწყინვალე სამყოფელს. მე ვანათებ ღამის წყვდიადს, ვახარებ პატარას, ვუმსუბუქებ ავადმყოფს სუნთქვას, ჩემი ცეცხლი ღვთისადმი რწმენის საწინდარია. განა ჩემი ხანმოკლე ცხოვრება არ არის მშვენიერი?! საბრალო ხარ შენ ჩემო დაუნთებელო სანთელო, საბრალოა შენი ხვედრი. შენ არ შეასრულე შენი დანიშნულება; და სად არის სული შენი - ცეცხლი? რა თქმა უნდა შენ იქნები დიდხანს შენახული, მაგრამ ვის სჭირდები ასეთი, რა სიხარულია და სარგებელია შენი არსებობა?

"უმჯობესია იწვოდე ვიდრე ჩამქრალი იყო", იმიტომ რომ სინათლეა ცხოვრება, სიბნელე კი სიკვდილი. და შენ გეცოდები რადგან მალე ჩავქრები და შევწყვეტ არსებობას, მაგრამ შენ ხომ არც გიცდია არსებობა, ცხოვრება კი ისე ჩაგივლის გვერდს".