ხათუნა's პოსტები - Qwelly2024-03-29T06:30:24Zხათუნაhttps://www.qwelly.com/profile/16prvrfy2scffhttps://storage.ning.com/topology/rest/1.0/file/get/2215125847?profile=RESIZE_48X48&width=48&height=48&crop=1%3A1https://www.qwelly.com/profiles/blog/feed?user=16prvrfy2scff&xn_auth=noზაფხულის დილის ქრონიკებიtag:www.qwelly.com,2017-08-08:6506411:BlogPost:12822682017-08-08T04:30:00.000Zხათუნაhttps://www.qwelly.com/profile/16prvrfy2scff
<p><span class="font-size-3"> ძილს თავს ძლივს ართმევდა,გამოფხიზლებას ცდილობდა. გონებაში უამრავი სიტყვა უტრიალებდა. უამრავი ფრაზა თუ წინადადება.... "თურმე ღმერთი არსებობს" ეს ერთერთი მათგანია,რადგან "თავდაპირველად იყო სიტყვა და ეს სიტყვა იყო ღმერთი"...! უნდა დავწერო: თვალი ოდნავ გაახილა და წამოჯდა. ასე იყო ცოტა ხანი ..ოდნავ თვალგახელილი,ძილბურანში პატარა ტახტზე და ფიქრებს თავს უყრიდა. უნდა ჩავინიშნო თორემ დამავიწყდება..ისევ შეახსენა თავს. დილის სიგრილემ მთელს სხეულში დაუარა..ცოტა გამოფხიზლდა…</span></p>
<p><span class="font-size-3"> ძილს თავს ძლივს ართმევდა,გამოფხიზლებას ცდილობდა. გონებაში უამრავი სიტყვა უტრიალებდა. უამრავი ფრაზა თუ წინადადება.... "თურმე ღმერთი არსებობს" ეს ერთერთი მათგანია,რადგან "თავდაპირველად იყო სიტყვა და ეს სიტყვა იყო ღმერთი"...! უნდა დავწერო: თვალი ოდნავ გაახილა და წამოჯდა. ასე იყო ცოტა ხანი ..ოდნავ თვალგახელილი,ძილბურანში პატარა ტახტზე და ფიქრებს თავს უყრიდა. უნდა ჩავინიშნო თორემ დამავიწყდება..ისევ შეახსენა თავს. დილის სიგრილემ მთელს სხეულში დაუარა..ცოტა გამოფხიზლდა და წამოდგა...გრძელმკლავიანი უჯრადებიანი მაისური გადაიცვა,ჭიქა წყალი დალია და ბლოკნოტს და კალამს დაუწყო ძებნა...იპოვა და დილის ფიქრებს გადახედა..რომლით დაეწყო...არადა გონებაში უამრავი სიტყვა ტრიალებდა....ფანჯარასთან მივიდა,ცას ახედა. მზე ჯერ არ სჩანდა მაგრამ მის ნათელს უკვე ირეკლავდნენ ღრუბლები...ლურჯ ცაზე თეთრი ქათქათა ღრუბლები ალაგ-ალაგ ბრწყინავდა..ნახევრად მძინარე და თვალმოჭუტული წერას განაგრძობდა იმ ბლოკნოტში,რომელიც მამამისისთვის იყიდა საჩუქრად დაბადების დღეზე..მამას შენახული ჰქონდა..ახლა მამა აღარ იყო..ამ ტყავის ყდიან ,მოჭადრაკულ ბლოკნოტში თავის განცდებს,ფიქრებს აზრებს ინახავდა....გარედან შაშვების გაუთავებელი გალობა და მამლების ყივილი ისმოდა.....:"რამდენი სიტყვაა სამყაროში" ისევ ფიქრებში ჩაიძირა...მერე ისევ ცას ახედა...თოლიების და მერცხლების გუნდი ტრიალებდა ლაჟვარდში...საოცარი სანახაობა იყო..ამან სრულიად გამოაფხიზლა...."დღეს ხომ 8 აგვისტოა,ზაფხულის ბოლო თვეც დაიწყო"...იქვე ფანჯარის რაფასთან იდგა და თან წერდა....გარეთ კი დილის სასიამოვნო სიგრილე იდგა..."ქალები,გოგოები,რომ იზრდებიან მიდიან თავიანთ ოჯახებს ქმნიან,შვილებს აჩენენ უვლიან,მეუღლეები ხდებიან"....ეს წუხანდელი ფიქრი ამოუტივტივდა რატომღაც.... "არ დანებდე გესმის"? ჩასძახა რაღაც ხმამ....ადამიანი ცხოვრებისთვის ,სიყვარულისთვის ,წინსვლისთვის და სიცოცხლისთვის არის შექმნილი.......ეს ისეთი სავალდებულო მორალური კანონია,როგორც ჯარში გაწვევა სრულწლოვანი ჯანმრთელი მამაკაცისთვის.....ჰოდა როცა გონებას ათასგვარი მწუხარე ფიქრი შეიპყრობს გაიხსენე ,რომ ვალდებულება, ყველზე მთავარია ცხოვრებაში....ვალის მოხდა თუ გადახდა....რომ არ დაკარგო მთავარი და დარჩე ღირსეული ღმერთთან და საკუთარ თავთან! ჰოდა მიუხედავად იმისა ,რომ შეიძლება ეს მეტისმეტად რთული და მძიმე მოგეჩვენოს,როგორც ადამიანს არ გაქვს უფლება უარი თქვა ან თავი აარიდო..ეს თანდათან ჩამოგაშორებს იმ ბნელ და მტაცებელ გარემოს რომელიც ჩაყლაპვას გიპირებს,ნათელი კი თვითონ მოეფინება რადგან ეს გარდაუვალი პროცესია!!! უკვე სრულიად გამოფხიზლებული ,ნათლად აღიქვამდა ყველაფერს...ფანჯრის მინასა და დარაბას შორის მკვდარი ღამის პეპელა ეგდო. დაკეცილი ფრებით და ალბათ ღია თვალებით..გარეთ გაიტანა და მიწაზე დადო.."ბოლოს ხომ მიწად იქცევა ყოველი"!!!...ესეც ღმერთის ხმა იყო......-აი თურმე სად ხარ?! ს ი ტ ყ ვ ა შ ი!!!! დიახ სიტყვაში!..რადგან " პირველად იყო სიტყვა ! და ეს სიტყვა იყო ღმერთი!!! მე კი როგორ გეძებდი..ჩუმად ძლივს გასაგონად ჩაიჩურჩულა...გონება გაუნათდა.ახლა უკვე გრძნობდა ამ სიტყვის დიდ,დიად, მაცოცხლებელ ძალას.... </span></p>